წერილები დედას
წერილები დედას
ბერი ერმოლაოსი
ვიდრე დედამიწაზე თუნდაც ერთი უბედური ადამიანი დადის, შეუძლებელია არსებობდეს სხვა ვინმე სრულიად ბედნიერი

ჩვენი ვალია მოქცევა, ცოდვების მონანიება, ქრისტეს რწმენით გაერთიანება და ღვთისადმი ვედრება: "მოვედ მეუფება შენი". მე ღრმად მჯერა, რომ მსოფლიოს ყველა ქრისტიანმა ერთდროულად რომ შესთხოვოს ღმერთს - "მოვედ მეუფება შენი", უფალი ერთ წუთს არ დააყოვნებს და დაამყარებს ცათა სასუფეველს სამყაროში, მაგრამ ადამიანთა უმრავლესობას არ უნდა ეს, ნაწილს არ სჯერა, რომ ეს მოხდება, ნაწილს ხელს არ აძლევს, რადგან "საქმენი მათგანი ბნელ არიან", ნაწილი გულგრილი არის სხვისი უბედურუბისადმი და ბედნიერად თვლის საკუთარ თავს, მაგრამ ვიდრე დედამიწაზე თუნდაც ერთი უბედური ადამიანი არსებობს, არ შეიძლება არსებობდეს სხვა ვინმე სრულიად ბედნიერი. მე როცა საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ჩემი შვილების სიყვარულით ვერ დავტკბებოდი, ვერ ვითამაშებდი ბედნიერი მამის როლს, როცა მივხვდი, რომ ვერც სხვა მილიონობით გულმოკლული და დაჩაგრული ბავშვის მდგომარეობას შევამსუბუქებდი, მაშინ გადავწყვიტე განდგომა ერიდან და განუწყვეტელი ლოცვა "უფალო, მოვედ მეუფება შენი", როგორც ჩემი ბიჭებისთვის, ასევე სხვა ბავშვებისთვის და საერთოდ ყველა ადამიანისათვის, ეს არის ჩემი სიყვარულის (რომელიც უფალმა მაჩუქა) გამოვლინება. "ქრისტიანი ტოვებს ერს, თავის ეგოისტურ" ზრუნვაში, იხსნას თავისი სული, უარს ამბობს ყველაფერი მიწიერისაგან, ის სპობს ყოველგვარ ფიზიკურ და სულიერ კავშირებს, თავის მისწრაფებაში ღვთისკენ "იძულებს" ერს და მთლიანად იძირება საკუთარი გულის სიღრმეში. და როცა ის ნამდვილად სიღრმეში ჩააღწევს, რომ სატანას დაუპირისპირდეს და თავისი გული ცოდვილი მისწრაფებებისაგან განათავისუფლოს, მაშინ ის იქ, თავისი გულის სიღრმეში ხვდება ღმერთს და ღმერთში ის აშკარად დაინახავს, რომ მისი არსებობა მთელი კოსმოსის არსებობასთან განუყოფლად არის დაკავშირებული. ამ წუთიდან დაწყებული მისთვის უკვე არავინაა უცხო", (არქიმ. სოფრონიუსი (სახაროვი) უკვე აღარ არსებობს "ჩემი" და "სხვისი". ყველას ტკივილი მისი ტკივილია, ამ წუთიდან უკვე უყვარს მას ძალიან ყოველი ადამიანი - მტერი თუ მოყვარე, კეთილი და ბოროტი, როგორც ქრისტემ გვიანდერძა.

აქვე მინდა კიდევ ერთ საკითხს შევეხო: ჯოჯოხეთი, სამსჯავრო, რისხვა და ა.შ. ორი აზრი არ არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ ადამიანი სიკვდილის მერე ან სამოთხეში მოხვდება ან ჯოჯოხეთში. მესამე გზა არ არსებობს, ამიტომ მინდა, ცოტა ჩემი აზრი გაგიზიარო - თუ როგორ და რის საფუძველზე გადაწყდება ეს.

არქიმანდრიტ საფრონიუსს თავის წიგნში ერთი მშვენიერი ამბავი აქვს მოყოლილი: პანტელეიმონის მონასტრის საძმოს ერთი ბერი მონასტრისგან მოშორებით განდეგილად ცხოვრობდა წლების განმავლობაში, ერთხელ შეხვედრია მამა საფრონიუსი და საუბრისას განდეგილს ერთი სიზმარი (თუ ხილვა) მოუყოლია: გამოეცხადა თურმე უფალი იესო ქრისტე და ბერმა მას ჰკითხა: უფალო, რა უნდა ვქნა კიდევ, რომ შემიწყალონო: უფალმა უპასუხა: კეთილო ბერო, არა თუ შენ, არამედ ყოველი, რომელმაც ერთხელ მაინც ახსენა ჩემი სახელი თავისი ცხოვრების მანძილზე, შეწყალებული იქნება ჩემგანო. ბერმა ისევ ჰკითხა თურმე სასოწარკვეთით: უფალო, თუ ეს ასეა, მაშ რისთვის ვიტანჯებით ჩვენ, ბერები, ლოცვაში, მარხვაში, უძილობასა და სხეულის დათრგუნვაში? უფალმა მიუგო: თქვენ და ისინი, ვინც თქვენ მოგბაძავენ, ჩემი მეგობრები იქნებიან, ხოლო დანარჩენს შევიწყალებო. ეს, რა თქმა უნდა, უბრალო ამბავია, მაგრამ ვფიქრობ, ძალიან ნიშანდობლივი და ღრმა აზრის მქონე, მით უმეტეს, რომ თავად სახარებაშიც არის ადგილი, სადაც მსგავსი მინიშნებაა, კერძოდ: იოანეს სახარების მე-5 თავის 27-ე პარაგრაფში ვკითხულობთ: "და ხელმწიფებაი მოსცა მას სასჯელისაცა ყოფად, რამეთუ ძე კაცისაი არს". ჩემის აზრით, აქ არის მინიშნება, მამა-ღმერთმა ყოვლად კაცთმოყვარემ, არა თავად ინება ადამიანთა განსჯა (რისი უპირობო უფლებაც უეჭველად აქვს), არამედ თავის ძეს, იესო ქრისტეს გადასცა განსჯის უფლება, და ევანგელისტი ამ გადაწყვეტილების საფუძვლად ასახელებს ერთადერთ მიზეზს - "რამეთუ ძე კაცისაი არს". და სწორედ ეს არის ჩვენთვის, ცოდვილთათვის, დიდი ნუგეში! დიახ, რადგან იესო ქრისტე კაცურ (ადამიანურ) ბუნებას ეზიარა, როცა დროებით მიწაზე მოევლინა, მან ძალიან ზუსტად იცის ხორციელი არსებობის მთელი სიმძიმე, სწორედ ამიტომ განგვსჯის ის ჩვენ, ადამიანებს და რამდენად გულმოწყალე იქნება ჩვენდამი, აქედან გამომდინარე, არ არის ძნელი წარმოსადგენი. უფრო ნათლად წარმოდგენისთვის ერთ უხეშ შედარებას მოვიყვან, ეს იმის მსგავსი იქნება, როგორც, რომ პატიმარი, რომელიც განთავისუფლდა, მოსამართლედ დანიშნონ, რომ თავისი თანამეინახენი გაასამართლოს. შენთვის ალბათ არ არის ძნელი წარმოსადგენი, თუ რამდენად "მკაცრი" იქნება ის მათ მიმართ. ყველაფერი ეს, დედა, ჩემი სუბიექტური აზრია და შეიძლება მე ვცდები და ყველაფერი სხვაგვარადაც იყოს, მაგრამ ერთი დანამდვილებით ვიცი, რომ უფალი ჩვენი არის აბსოლუტური სიყვარულის, აბსოლუტური სამართლიანობის და აბსოლუტური სიბრძნის მფლობელი და რომ იქ, ღვთის სამსჯავროზე, უსამართლობას ადგილი არ ექნება. ამასთან, იესო ქრისტე, უფალი და ღმერთი ჩვენი გვპირდება: "რომელმან სიტყუანი ჩემნი ისმინეს და ჰრწმენეს მომავლინებელი ჩემი, აქა უნდეს ცხოვრებაი საუკუნოი, და სასჯელსა იგი არა შევიდეს, არამედ გარდაიცვალოს იგი სიკუდილისაგან ცხოვრებად". (იოვ.5,24).
14.06.2002წ.

***
ერთ საკითხზე მინდა შენი ყურადღება შევაჩერო, მინდა მადლობა გითხრა გამოგზავნილი გაზეთებისთვის, მაგრამ ბოდიშის მოხდით, ერთი შენიშვნა უნდა გაკადრო. დედა, ყველა გაზეთი, სადაც მაცხოვრის ხატი ან ჯვარი არის გამოსახული, არ არის ღვთის მადლით ცხებული, სატანის მოციქულები ხშირად იყენებენ მაცხოვრის სახელს და მოძღვრებას თავისი ბნელი ზრახვებისათვის, ამიტომ ფრთხილად იყავი და გარჩევა ისწავლე, მხოლოდ ის გაზეთები წაიკითხე, რომლებიც ოფიციალური ეკლესიის ლოცვა-კურთხევით არის გამოცემული, ეს აუცილებლად აწერია გაზეთს: ან რომელიმე მეუფის ლოცვა-კურთხევით ან უწმინდესის და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით უნდა ეწეროს. მომავალში აუცილებლად აიღე ლოცვა-კურთხევა შენი მოძღვრისგან, მოგცემს რჩევას, თუ როგორ განასხვავო ერთმანეთისგან ჭეშმარიტად მართლმადიდებლური სულით დაწერილი გაზეთი და სატანის სიტყვა. აი, მაგალითად, აიღე გაზეთი "მრევლი" (რომელსაც მიგზავნი) და წაიკითხე ერთი გვერდი, ნახევარი საათის მერე აიღე ზემოთ ნახსენები გაზეთი და ასევე წაიკითხე ერთი სტატია და შეადარე რეაქციები, რაც ორივე გაზეთებმა შენში გამოიწვიეს, პირველის წაკითხვის შემდეგ შენს გულს მოეფინება სითბო და სიმშვიდე, შეიძლება ღვთის წინაშე შიშიც და კრძალვაც, ასევე სინანულის გრძნობა საკუთარი ცოდვების გამო, მაგრამ ასევე იმედი და სიყვარული. შენს გულში ჩაიღვენთება სულიწმიდის მადლის ანარეკლი, რაც ამ სტრიქონებშია. ხოლო მეორე გაზეთის წაკითვის შემდეგ შენი გონება აღიგზნება, როგორც დაელექტროებული, აღარ იცი, რა იფიქრო, რას მიედო, რა იფანტაზიორო, ყოველგვარ სიმშვიდესა და სითბოზე ლაპარაკიც ზედმეტია. ასეთია სატანის ზემოქმედების შედეგი. ძალიან გთხოვ, სწორად გამიგო, ის, რაც ზემოთ დავწერე, აბსოლუტურად არ ნიშნავს, რომ ეს გაზეთი წინასწარგამიზნულად სატანისტურია ან მის ავტორებს სატანისთვის აქვთ სული მიყიდული, არა. მაგრამ მერწმუნე, ხშირად, ძალიან ხშირად, ადამიანს რომ ჰგონია, კარგს აკეთებს, სინამდვილეში სატანის საქმეს ემსახურება, ამიტომ არის აუცილებელი ეკლესიის მსახურთა ლოცვა-კურთხევა, ეკლესიაში არის ღვთის მადლი, ამიტომ სატანა იქ ვერ აღწევს, ეს გამორიცხულია.

რახან ამ საკითხს შევეხე, მინდა ცოტა გავაღრმაო მსჯელობა: დღევანდელ საზოგადოებაში არსებობს მოსაზრება, რომ ეკლესიამ დაკარგა მრევლთან და მოსახლეობასთან კავშირი, რომ ის ჩამორჩა საზოგადოებრივი ცნობიერების განვითარებას და ამიტომ ცალკეული განვითარებული, მოდერნი ადამიანებისთვის მისი სწავლება პრიმიტიულია. ამასთან დაკავშირებით მინდა ერთი ჩემი ნაცნობი გერმანელი ქალის ცხოვრების ისტორია მოგიყვე. მას ძალიან აღტყინებული ახალგაზრდობა გაუტარებია, ადრე გაქცეულა ოჯახიდან და დამოუკიდებელი ცხოვრება დაუწყია, თითქმის ყველა ქვეყანაში (ევროპაში) უცხოვრია, ძალიან თავდაჯერებული ამაყი და მიზანმიმართული ადამიანი ყოფილა, ბოლოს სორბონაში მოწყობილა და იქაური უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი წარჩინებით დაუმთავრებია. რადგან ძალიან თავდაჯერებული და დამოუკიდებელი აზროვნების იყო, კატეგორიულად უარყოფდა ოჯახის შექმნას და მამაკაცთან თავისუფალ ურთიერთობას ეწეოდა და ერთხელ (თავად არ იცის, ვისგან) აყვა ბავშვი, გააჩინა კიდეც ბიჭი და ზრდიდა თავად, ეკონომიკური პრობლემა არასოდეს ჰქონდა, ბავშვსაც ბრწყინვალე განათლება მიაღებინა და თავადაც კარგი და წარმატებული კარიერა ჰქონდა. ბოლოს განყოფილების მთავარი ექიმი ვიყავი პარიზის ერთ-ერთ კლინიკაშიო, მაგრამ მალე მოხდა ძალიან დასანანი ფაქტი, რამაც კარდინალურად შეცვალა მისი ცხოვრება: მისი შვილი ნარკომანი გახდა და ერთხელ მორიგი დოზის შპრიცით მიღების დროს შეეყარა შიდსის ვირუსი. ეს ბავშვი იყო მისი ერთადერთი სიყვარული და იმედი, მას მეტი ახლობელი არავინ ჰყავდა დედამიწაზე (მშობლებთან კონტაქტი ოცი წელი აბსოლუტურად გაწყვეტილი ჰქონდა). და აი, ის მას ხელიდან ეცლებოდა, როგორც თვითონ მიყვებოდა მისი შვილის დაავადებიდან სიკვდილამდე ხანი იყო კოშმარის წლები, რა არ იღონა, რა არ უწამლა, მთელი მსოფლიო მოატარა, ნახევარ მილიონამდე დოლარი დავხარჯე ექვსი წლის განმავლობაში ექიმებისთვის, ძვირფასი საავადმყოფოებისთვის და მედიკამენტებისთვისო, მაგრამ არაფერმა უშველა და ოცდასამი წლის უსაყვარლესი არსება შვეიცარიის ერთ-ერთ კლინიკაში გარდაიცვალა. მისი გარდაცვალება არ იყო ერთადერთი უბედურება, ამ ქალმა დაიწყო სმა, თავიდან ცოტ-ცოტა, მერე მეტი და შვილის გარდაცვალების დროისთვის უკვე ჩამოყალიბებული ლოთი იყო. დაკარგა სამსახური, კარიერა და ქონება, ბოლოს, იძულებული გახდა, დაეტოვებინა პარიზი და ისევ გერმანიაში ჩამოსულიყო. დამლაგებლად დაიწყო მუშაობა (ექიმის ლიცენზია ჩამოართვეს). მე რომ გავიცანი, უკვე სამოცი წლის მოხუცი იყო, იშვიათად მინახავს ასე გამტყდარი, გაბოროტებული და გამწარებული ადამიანი, ყოველგვარი იმედმოშლილი და განადგურებული, ღმერთო დაიფარე ჩემი მტერი ასეთი მდგომარეობისაგან. რატომ მოგაწყინე ამ ისტორიის მოყოლით, საქმე იმაშია, რომ ეს ქალი თავსდატეხილი უბედურებიდან თავის დახსნის მცდელობაზე რომ ყვებოდა, ერთ ღირსშესანიშნავ ამბავს იმეორებდა ხშირად, კერძოდ, როცა ექიმმა უკანასკნელი იმედი გადაუწურა, შვილი მალე მოუკვდებოდა, გაოგნებული და რეტდასხმული თურმე უმიზნოდ დაბორიალობდა პარიზის ქუჩებში - არ ვიცი, ასე უგონოდ რამდენი ვიარე და როცა გონს მოვედი, ერთ-ერთი ეკლესიის წინ ვიდექი. შევედი. ცარიელი იყო. უკან ვაპირებდიო მობრუნებას, რადგან მთელი ცხოვრება დარწმუნებული ათეისტი ვიყავიო და ლოცვაც არ ვიცოდი, მაგრამ უცბად ბნელი კუთხიდან ვიღაცამ დამიძახა და მეც მექანიკურად მივუახლოვდი. მღვდელი იყო. არ ვიცი, რატომ, ალბათ კინოში რომ მინახავს, იმიტომ, დავუწყე საუბარი ჩემს უბედურებაზე. ნუგეშის მაგიერ იმ "უტიფარმა მღვდელმა" (ეს მისი სიტყვებია) მომახალა, - რაც გჭირს ყველაფერი დაიმსახურე და დროა, აღიარო ცოდვებიო.

ამის მერე თურმე, მეგობრების რჩევით, ბევრი იარა ფსიქოთერაპევტებთან, მთელი ქონება მიახარჯა მათ, მაგრამ მის სულს საშველი არ დაადგა. რატომ არ დაუჯერა მან მღვდელს? მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ მაშინ უარი უნდა ეთქვა თავის წარსულზე, იმ სამყაროზე, რომელიც მას ერტყა და რომელშიც, ეგონა, რამეს წარმოადგენდა, იმიტომ, რომ იესო ანგრევს ადამიანთა სიამაყეს, ის ნათელია, სუფთაა, ხოლო ჩვენი, ადამიანთა ცხოვრება და საქმენი ბნელი არიან: "რამეთუ იყვნეს საქმენი მათნი ბოროტ, რამეთუ ყოველი რომელი ბოროტსა იქმს, სძულს მას ნათელი და არა მოვალს ნათელსა, რაითა არ ემხილნენ საქმენი მისნი". ამიტომ მხსნელ ჭეშმარიტებას მან არჩია ადამიანებთან მისვლა, მათთან მკურნალობა. ერთი ბერძენი პოეტი წერს: "მელამ ბევრი რამე იცის, ხოლო ზღარბმა ერთიო". არავინ იცის, რას გულისხმობს ის ამ სიტყვებში, მაგრამ ჩვენი მდგომარეობისთვის ზედ გამოჭრილია. ჩვენ, ადამიანებმა, ბევრი რამე ვიცით, ბევრი რამ ვისწავლეთ, აღმოვაჩინეთ და კიდევ ბევრ რამეს გავიგებთ, ხოლო ეკლესიამ იცის ერთი, მაგრამ უმთავრესი, მთავარი ჭეშმარიტება - ღვთის არსებობა და ეს ცოდნა არის ყველაფრის საფუძველი, მართალია, ის ზღარბის ეკალივით იჩხვლიტება და აშიშვლებს ჩვენს ცოდვილ ცხოვრებას, მაგრამ სამაგიეროდ არის ხსნა და იმედი. მე და შენ ვიცით, დედა, რომ იმ ქალს იმ მღვდლისთვის რომ დაეჯერებინა, მისი სული შვებას იპოვიდა და გამარჯვებული გამოვიდოდა მდგომარეობიდან. მან კი, მხოლოდ იმიტომ, რომ მღვდელი დიდი პედაგოგიური ნიჭით არ იყო დაჯილდოებული, უარყო მხსნელი სიტყვა და არჩია ფსიქიატრთა მოსმენა, ისეთივე ცოდვილ ადამიანთა, როგორიც ჩვენ ყველა ვართ, წყალწაღებულს არ შეუძლია წყალწაღებულის გადარჩენა, მხოლოდ მადლმოსხმული, ღვთის სიტყვებით და სწავლებით შეიარაღებული ადამიანები - ღვთისმსახურები არიან შემძლე, მიგვითითონ სწორი გზა ერთადერთი ჭეშმარიტებისაკენ - იესო ქრისტესკენ. ასეთი მადლი აქვს მართლმადიდებელ ეკლესიას და დიდება უფალს, რომ არ აშორებს თავის მადლს და წყალობას მას, ის არის ეკლესიის თავი, ეკლესია კი მისი სხეულია და ვინც უარყოფს მართლმადიდებელი ეკლესიის მადლს, ის უარყოფს თავად ქრისტეს.
ათონი. საბერძნეთი.
30.08.2002.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
30.09.2023
1 ივლისს სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს)
07.06.2023


ვუძ­ღვნი მო­მა­ვალ თაო­ბას სიფ­რთხი­ლი­სა და სიფ­ხიზ­ლის­თვის!


ასე­ვე ვუძ­ღვნი ჩემს მოძ­ღვარს, მეუ­ფე და­ვით ალა­ვერ­დელს,


მად­ლიე­რე­ბით და შენ­დო­ბის თხოვ­ნით!


24 მაი­სი მეუ­ფე და­ვი­თის ეპის­კო­პო­სად ხელ­დას­ხმის დღეა.

31.01.2023
("ცანი ღაღადებენ ღმერთის დიდებას, და მისთა ხელთა ნამოქმედარს გვამცნობს სამყარო" (ფს.18: 2))

წმ. ალექსი შუშანია1 დაიბადა 1852 წლის 23 სექტემბერს,
17.11.2021
გაზეთში "ბახტრიონი" (1922,N20) ალექსანდრე ლეონიძე დიმიტრი ყიფიანის სტავროპოლში ყოფნის პერიოდს ამგვარად აღწერს:
01.11.2021

აწ და მარადის მხურვალედ ვევედრები ყოვლადწმიდა სამებას, რათა მან ყოვლისშემძლებელმან,

21.03.2020
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):
სულიერად აზროვნების, მოვლენების სულიერად ხედვის
31.12.2019
თეოლოგი გიორგი თოდუა, პროექტის - "ბიბლია განმარტებებით" კონსულტანტი:
"ფს. 22.6-ის ("წყალობაი შენი, უფალო,
19.12.2019
თა­მარ მა­მა­ცაშ­ვი­ლი - "ბიბ­ლი­ის გან­მარ­ტე­ბე­ბის" პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი და მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რია და ჩვენ მას ვთხო­ვეთ ნა­წყვე­ტე­ბის შე­სა­ხებ ესა­უბ­რა.
31.07.2019
გამარჯობა, ჩვენო მამაო. მთელი ფერეიდნელ ქართველებისგან მოგესალმებით და გიკითხავთ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat