პირველი მეცნიერი სამშობლო ისტორიისა
პირველი მეცნიერი სამშობლო ისტორიისა
დიმიტრი ბაქრაძის მოღვაწეობა
"ივერია" 1890, N 32, 13 თებ. გვ. 2-3.
წუთისოფელმა ერთი თვალსაჩინო მოღვაწეთაგანი კვლავ გამოაკლო ჩვენ მცირე წრეს. განსვენებულს თავის სიცოცხლეში მუდამ თვალწინ ედგა ერის ბრძნული თქმულება: ,,არც კაცი ვარგა, იყვეს სოფელში და სოფელს კი არა რა არგოს". ამ თქმულობის მიხედვით განსვენებულმა მთელი თავისი სიცოცხლე ქვეყნის სამსახურსა და სარგებლობას მოანდომა.

განსვენებულ დიმიტრიმ თვის სამოღვაწეოდ მეტად ძნელი სარბიელი ამოირჩია. ეს სარბიელი იყო შესწავლა საქართველოს წარსულისა, რომელიც მის დრომდის ჯერუკუმათის ბინდით იყო მოცული. მაშინ არათუ უცხო ქვეყნელები, არამედ, ხშირად, ჩვენი თანამემამულენიც ეჭვის თვალით უყურებდნენ ჩვენს წარსულს, ქართველთა მიერ გამოვლილ ორი ათას-სამი ათასი წლის გზა-კვალს. მაგრამ ბაქრაძე მრავალგვარ დაბრკოლებას არ შეუშინდა. ყურადღებაც არ ათხოვა იმ გარემოებას, რომ ჩვენში როგორღაც ისტორიას ვერ ეწყობოდნენ, რომ ისტორიულ წიგნების მკითხველსა და მწერალს ხშირად დასცინოდნენ; და ძველისძველი ნაშთების მთხრელ-მჩხრეკელს უკიჟინებდნენ და საფლავის მთხრელებს უწოდებდნენ. მაგრამ განსვენებულმა, ვიმეორებთ, ასეთი კიჟინი არაფრათ მიიჩნია. ყურადღებაც კი არ მიაქცია უმრავლესობის ხმასა და ღაღადს. იგი დარწმუნებული იყო, რომ აწ დაწუნებულნი საფლავნი და სხვადასხვა ნაშთნი უტყუარნი მთხრობელნი არიან წარსულისა. ხოლო ახლა საჭირო იყო მათი შესწავლა, მათი აღწერა, რომ იგინი საინტერესონი შექმნილიყვნენ თვით ერისათვისაც. განსვენებულს მტკიცედ სწამდა, რომ ჩვენს წარსულში იყო ჩადგმული ის მკვიდრი დედაბოძი, რომელზედაც უნდა აგებულიყო მომავლის შენობა. ამ დედააზრით გამსჭვალული მოღვაწე მუყაითად შეუდგა საქართველოს წარსულის დასურათიანება-დახატვას. ამ ძნელ საქმეს მან შესწირა მთელი თავისი ძალ-ღონე; იგი ჭაბუკობიდან მოკიდებული სიკვდილამდე ეტრფიალებოდა ერთხელვე თავის მიერ დაჭდეულ ნიშანს და გზად არ უხვევდა მას. წარსულის სრული სურათის აღსადგენად იმან საჭიროდ დაინახა შესწავლა მიწაში დამარხულ ნაშთებისა, მიწის პირზე დაშთენილ ძეგლებისა, აგრეთვე გარკვევა-გაჩხრეკა ძველისძველ ხელნაწერებისა, ქართლის ცხოვრების ვარიანტებისა, სიგელ-გუჯრების შესწავლა და სხვადასხვა. ერის ცხოვრება მეტად რთული საგანია, მეტადრე იმისთანა დღეგრძელი ხალხისა, როგორიც ქართველი ერის. ყოველი ერის ცხოვრებაში აწმყო არის ნამყო წარსულისა და აწმყოსაგან იბადება მომავალი. მაშასადამე, თუ გვსურს შევიგნოთ აწმყო და გამოვიცნოთ მომავალი, აუცილებლად საჭიროა შევისწავლოთ წარსული. დაშთენილი დაწერილი ისტორიული თხზულებებით ქართველები თავს ვერ მოვიწონებთ. ქართლის ცხოვრებაც ვერ აკმაყოფილებს ჩვენს სურვილს. იგი გაკვრით გვიამბობს ჩვენს წარსულს და ბევრს მხარეს ჩვენის ცხოვრებისას არც კი აღნიშნავს. ბაქრაძეს საქმის სიძნელემ წარბი ვერ შეახრევინა, რასაც ქართლის ცხოვრებაში ვერ ჰპოებდა, მას იგი ეძიებდა ძველ ხელნაწერებში, ტაძრების წარწერებში, სიგელ-გუჯრებში, აკლდამებსა და ხალხის ყოფა-ცხოვრებაში. ამ აზრით განსვენებულმა მიმოიმგზავრა მთელი საქართველო, ყოველი კუთხე ჩვენი ქვეყნისა დაათვალიერა და შეისწავლა. მისი მოგზაურობა საქართველოში ნამდვილი მზის ამოსვლის დრო იყო ძველი ნაშთებისათვის. დაობლებულნი და თავ-პირ ჩამომტირალნი ძეგლნი, მდებარენი გადაყრუებულს, უჟამურსა და უკაცურს ტყე-ღრეში, ხევ-ხუვსა და მთა-გორაკთა ზურგზე ხელახლად ალაპარაკდნენ. იგი ამასაც არ სჯერდება. მისი გამოცდილი და შორსმხედველი თვალი იხედება დამტვერიანებულს და დაობებულ წიგნთსაცავებში და მათში საოცარის სისწრაფით ჰპოებს შესანიშნავ და სულისა და გონების საგრძნობელ ავკარგიანობას.

ამგვარად მოპოებულ ცნობებს განსვენებული აწვდის ერს წვრილ-წვრილად, რათა ისწავლოს საქმენი მშობელთა და დააფასონ ძეგლი წარსულისა.

ბაქრაძის მეოხებით დღეს ამ ხელნაწერებისა და ჭურჭელ-სამკაულისთვის არის დადგმული მკვიდრი სავანე-საეკლესიო ნივთთა მუზეი ტფილისის სიონის კარიბჭეში. განსვენებულისავე შთაგონებითა და ქადაგებით ძველი ძეგლების წინამძღვარნი და მაშენებელნი დღეს აღარ სცვლიან ძველს აღნაქსს (თვისება), ძველს ჩუქურთმას არ აოხრებენ და ძველ მხატვრობას აღარ ათეთრებენ თეთრი კირითა და გაჯით (გავიხსენოთ მისი შარშანდელი მოგზაურობის საოცარი შედეგები). განსვენებულმა უყურადღებოდ არ დასტოვა ჩვენი ანბანებიც. შეისწავლა იგინი, აღადგინა მათი მოყვანილობა, წარმატება და განვითარება; განსაზღვრა ყოველი საუკუნისა და ეპოქის ხელი და ამგვარად დაადგინა და შექმნა ახალი დარგი ქართული მეცნიერებისა, ე.ი. ქართული პალეოგრაფია. ზედმიწევნით სცნობდა ხელნაწერის შედგენის საუკუნეს, არჩევდა ყოველი მონასტრის ხელსა.

ამგვარივე თვისება აქვს იმის წმინდა ისტორიულ მოღვაწეობასაც. საქართველოს ისტორიის შესწავლას მან მკვიდრი საფუძველი დასდო. იგი თუმცა სამსახურის კაცი იყო და ლუკმაპურის საშოვნელად ბევრ დროს სახელმწიფო თანამდებობის აღსრულებას ანდომებდა, მაგრამ მაინც მთელს თავის თავისუფალ დროს წარსულის ძიებას ახმარებდა. ამ საქმეში განსვენებული ისეთ ხალისს, ერთგულებასა და სიყვარულს იჩენდა, რომ ხშირად მთელ ღამეებს თეთრად ათენებდა, რათა ნიშანში ამოღებული საგანი, მისი სისრულისათვის, ბოლომდე მიეყვანა. ამგვარ შრომის დროს ხშირად შევსწრებივარ განსვენებულს და როცა მიკითხავს: ,,ბატონო დიმიტრი, ამდენი შრომა როგორ არ გღალავთ?" - უპასუხნია: ,,რა ვქნა, წარსული კაცს ისე აყვარებს თავს, ისტორიაში იმდენი კეთილშობილი, მამულისა და ქვეყნის ერთგულებაში გაბრძმედებული პირნი არიან, ისეთი მტკიცე ხასიათისანი, თავმდაბალნი, უშურველნი და უმწიკვლონი, რომ მათთვის თვალი ვერ მომიშორებია; მათთან ყოფნა, მათთან საუბარი და მათთან გულის ძგერა მავიწყებს ჩემი ხორცის დაქანცვა-ტკივილსა; მცირე დროს განმავლობაში მაინც მაშორებს დღევანდელ ორპირობითა და ცბიერებით აღსავსე აწმყოს. წარსულის შესწავლა თვალწინ გვიყენებს იმ ხორცით დამიწებულ, მაგრამ სულით აღფრთოვანებულ გმირებს, რომელთაც ხალხის ბედ-უბედობა თვისის მხარბეჭით უტარებიათ. ამგვარი გმირების რიცხვი ხომ ჩვენს ისტორიაში, მადლობა ღმერთს, ცოტა არ არის. მათთან საუბარი კაცს უნებლიედ აყვარებს საქართველოს ისტორიასო" და სხ. მისი საქართველოს ისტორიის I ტომი სამეცნიერო აკადემიამ ოქროს მედლით დააჯილდოვა. ორი წიგნი კი, დაუმთავრებელი დარჩა. 1873 წლის მოგზაურობდა თურქეთში... აღწერა საქართველოსა და, საზოგადოდ, კავკასიის 321 ტაძარი.

რა იყო წინათ და რა არის ახლა? პალეოგრაფია ახლად შექმნილია, არქეოლოგიურნი ნაშთნი, შეძლებისდაგვარად, გამოკვლეულია. ქართული ხელოვნებისა და ხუროთმოძღვრების ვითარება შეტყობილი გვაქვს. ქართული წყაროების სახელი აღდგენილია. საქართველოს ნანგრევნი და ნაშთნი ვიცით და ვუწყით. საქართველოს სამართალი ახსნილია.

ყოველივე ამას მეცნიერების ნათელი ვინ მოჰფინა? ნეტარხსენებულმა ჩვენმა დიმიტრიმ. მაგრამ დღეს რომ დიმიტრი ბაქრაძე აღარ არის? ვცდებით, იგი, მართალია, ხორცით მოგვშორდა, მაგრამ სულით მუდამ ჩვენთან იქნება და არის. იგი იყო პირველი მეცნიერი სამშობლო ისტორიისა (55).

მართა კონჭოშვილი
(კონჩუევისა)
"ივერია" 1896, 28, 7 თებ. გვ. 3.
23 იანვარს, ტფილისში, იოანე ღვთისმეტყველის ტაძარში (ვერაზე) დაასაფლავეს მართა დიმიტრის ასული, მეუღლე კარგად ცნობილის საეკლესიო ისტორიისა და ღვთისმეტყველების მცოდნის ტფილისის დედათა ინსტიტუტის მასწავლებლის, პეტრე კონჭოშვილისა (კონჩუევისა). ეს ახალი საფლავი მაგონებს იმ დროს, როდესაც ჯერ ისევ ლეკთა ჩაჩქან-ხირიმის გრიალი გაისმოდა საინგილოში, როდესაც ახლად მოქცეულ ინგილოებს წინამძღვრობდნენ საყვარელი პეტრე და მისი მეუღლე მართა.

პეტრემა და მართამ დიდი სიკეთე და სათნოება დასთესეს საინგილოში და მათ ღვაწლს, უეჭველია, ოდესმე ჯეროვნად დააფასებს ადგილობრივი ისტორიოგრაფი, ხოლო დღეს, ჯერ ისევ გაუცივებელ საფლავის წინაშე, არ შეგვიძლია ორიოდე სიტყვით არ გავიხსენოთ ის დრო, როდესაც ინგილოს ბავშვები დავდიოდით კაკის ,,საყდარში" და ჩვენი ,,დედა" მართა ,,გვალოცებდა". სახელმძღვანელოდ მაშინ გვქონდა დიმ. ფურცელაძის მიერ შედგენილი ქრისტომატია. ყოველ დღე, დილაადრიან, ბავშვები შევიკრიბებობით ხოლმე საყდრის ეზოში, ანდა, თუ წვიმა-სიცივე იყო, თვით ჩვენის მასწავლებლის ქოხში (მაშინ კაკის ბლაღოჩინთა სადგური წარმოადგენდა ჩალით გადახურულ ორ ვიწრო და ბნელ ოთახიან ქოხს). ,,დედა" მართა და ან მამა პეტრე (და თუ ამათ არა სცალოდათ, მათი დიაკვანი მიხეილი დაუზარებლად და უსასყიდლოდ გვასწავლიდნენ. სწავლა კი ფრიად საჭირო იყო, რადგან მაშინ (1860-1879 წ.) საინგილოში ქართული წერა-კითხვის მცოდნეთა რიცხვი იმდენი იყო, რამდენიც თითია ერთს ხელზედ. (და ამ ხუთთაგანაც ერთი იყო დიმ. ჯანაშვილი, რომელსაც სკოლა ჰქონდა თავის მრევლში, სოფ. ყორაღანს). მართა გვასწავლიდა: ლოცვებს, წერა-კითხვას, ანგარიშს, სუფთა წერას (ფურცელაძის დედნით) და სხ. და სხ. თუმცა გეოგრაფიის სწავლება შემოღებული არ იყო კაკის სკოლაში, მაგრამ ჩვენი მასწავლებელნი ხანდახან გეოგრაფიულ ცნობებსაც გაგვიზიარებდნენ ხოლმე. კარგად მახსოვს ის დღე, როდესაც დედა მართამ შეგვკრიბა ყველა მოწაფენი და ჩამოგვიგდო ბაასი შესახებ საქართველოს ქალაქებისა, მდინარეებისა, თემებისა, დიდი ეკლესიებისა, ისტორიისა და სხ. მართასაგან პირველად გავიგეთ ინგილოებმა, რომ მსოფლიო შესდგება დიდ-დიდი ხმელეთებისაგან, დიდ-დიდი ოკეანეებისაგან და ზღვებისაგან და სხ. და სხ.

მართას ქცევამა და მოქმედებამ ისეთი ზედგავლენა იქონია ინგილოებზე, რომ დღესაც მის ცხოვრებას მტრედის უმანკოებას ადარებენ ინგილონი. ტფილისში გადმოსვლის შემდეგაც მართამ დიდი სიკეთე დასთესა. მის სახლში გამოიზარდა არა ერთი ობოლი და უქონელი. წიგნის გარდა ხელსაქმარსაც ასწავლიდა ყველას.

სულკურთხეული მართა ერთი იმ დედათაგანი იყო, რომელთაც კარგად იციან, რომ ,,იგი ძე, რომელსაც მამამან მისმან არა ასწავლა არცა ერთი ხელობა, არცა მოვალეა, არჩინოს მშობელი თვისი".



ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
30.09.2023
1 ივლისს სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს)
07.06.2023


ვუძ­ღვნი მო­მა­ვალ თაო­ბას სიფ­რთხი­ლი­სა და სიფ­ხიზ­ლის­თვის!


ასე­ვე ვუძ­ღვნი ჩემს მოძ­ღვარს, მეუ­ფე და­ვით ალა­ვერ­დელს,


მად­ლიე­რე­ბით და შენ­დო­ბის თხოვ­ნით!


24 მაი­სი მეუ­ფე და­ვი­თის ეპის­კო­პო­სად ხელ­დას­ხმის დღეა.

31.01.2023
("ცანი ღაღადებენ ღმერთის დიდებას, და მისთა ხელთა ნამოქმედარს გვამცნობს სამყარო" (ფს.18: 2))

წმ. ალექსი შუშანია1 დაიბადა 1852 წლის 23 სექტემბერს,
17.11.2021
გაზეთში "ბახტრიონი" (1922,N20) ალექსანდრე ლეონიძე დიმიტრი ყიფიანის სტავროპოლში ყოფნის პერიოდს ამგვარად აღწერს:
01.11.2021

აწ და მარადის მხურვალედ ვევედრები ყოვლადწმიდა სამებას, რათა მან ყოვლისშემძლებელმან,

21.03.2020
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):
სულიერად აზროვნების, მოვლენების სულიერად ხედვის
31.12.2019
თეოლოგი გიორგი თოდუა, პროექტის - "ბიბლია განმარტებებით" კონსულტანტი:
"ფს. 22.6-ის ("წყალობაი შენი, უფალო,
19.12.2019
თა­მარ მა­მა­ცაშ­ვი­ლი - "ბიბ­ლი­ის გან­მარ­ტე­ბე­ბის" პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი და მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რია და ჩვენ მას ვთხო­ვეთ ნა­წყვე­ტე­ბის შე­სა­ხებ ესა­უბ­რა.
31.07.2019
გამარჯობა, ჩვენო მამაო. მთელი ფერეიდნელ ქართველებისგან მოგესალმებით და გიკითხავთ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat