"ჯვარი თვისი" და ჯვარი ქრისტესი
"ჯვარი თვისი" და ჯვარი ქრისტესი
წმიდა ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი)
მაშინ ჰრქუა იესო მოწაფეთა თვისთა: "რომელსა ჰნებავს შემოდგომად ჩემდა:
უარ-ჰყავნ თავი თვისი, და აღიღენ ჯუარი თვისი და შემომიდეგინ მე" (მათ. 16, 24).

რას გულისხმობს "ჯვარი თვისი"? რატომ არის "ჯვარი თვისი" ჯვარი ცალკეული ადამიანისა და იმავდროულად ჯვარია ქრისტესი?

"ჯვარი თვისი" - ეს ხომ მწუხარებანია და ტანჯვანია ამა სოფლისანი, რომელთაც პირადად ყოველი ადამიანი განიცდის.

"ჯვარი თვისი" - ეს ხომ მარხვაა, მღვიძარებაა და კიდევ სხვა კეთილგონივრული ღვაწლი, რომელიც მოაკვდინებს ხორცს და სულს აღორძინებს. თითოეული ეს ღვაწლი არ აღემატება მოღვაწე ადამიანის ძალებს და შესაბამისად, ყოველ კაცში სხვადასხვაგვარადაა გამოხატული.

"ჯვარი თვისი" ცოდვით დაცემაა ანუ ვნებანია, რომელიც ყოველ კაცს თავ-თავისი აქვს. ზოგი ვნება დაბადებიდანვე დაგვყვება, ზოგიერთი წუთისოფლის გზაზე დაგვასნეულებს. "ჯვარი ქრისტესი" მაცხოვრის სწავლებაა: "დაამტკიცე მონისა შენისა თანა სიტყუა შენი, რაითა მეშინოდის მე შენგან" (ფსალმ. 118, 38). როგორი მძიმე ჯვარიც არ უნდა იტვირთო, იგი ფუჭია და ამაო, თუკი მაცხოვრის შედგომის შემდგომ "ქრისტეს ჯვრად" არ გარდაისახა.

"ჯვარი თვისი" მაშინ გარდაისახება ქრისტეს ჯვრად, ოდეს ადამიანი უფალ იესოს დაემოწაფება, ღრმად იწამებს მის მფარველობას, თავს დამტყდარ უბედურებებსაც მაცხოვრისაგან მოვლენილად შერაცხავს, ვითარცა ქრისტიანობის აუცილებელ და გარდაუვალ პირობას, უდრტვინველად აიტანს ყოველგვარ გასაჭირს, რამეთუ სწამს, რომ მწუხარებები შეაერთებს მაცხოვართან, მისი ხვედრის თანამოზიარეს გახდის ამქვეყნად და შემდგომ ცათა შინა.

"ჯვარი თვისი" ქრისტეს ჯვრად გარდაისახება მათთვის, ვინც ქრისტეს შეუდგა, რამეთუ ცხოვრების მიზნად მცნებების აღსრულება დაუსახავს. ყოვლადწმინდა მცნებების აღრულება არის ჯვარი იმ ადამიანისა, რომელზეც თავად უნდა გაეკრას, ჯვარს აცვას გადაღრძუებული და ხრწნადი ადამიანური ბუნება "ვნებითურთ და გულისთქმით" (გალატ. 5, 24).

აქედან გამომდინარე, ცხადია, ვიდრე ვიტვირთავთ ქრისტეს ჯვარს, საკუთარი თავი უნდა უარვყოთ, რათა არ წავწყმდეთ, ვიდრე ჯვარს ავიღებდეთ, სხეული უნდა განვიწმიდოთ ბილწებისაგან და მხოლოდ არსებობისათვის აუცილებლით დავკმაყოფილდეთ. ჩვენი სიმართლე უმძიმეს დანაშაულად უნდა შევრაცხოთ უფლის წინაშე, ხოლო გონიერება - უგუნურებად, დაბოლოს, მთელი ძალისხმევითა და რწმენით მივსდიოთ უფალს და დავეწაფოთ სახარებას პირადი ნების უარმყოფელნი.

ამრიგად, ვინც განუდგა საკუთარ თავს, მას უკვე უტვირთავს "ჯვარი თვისი". ეს ადამიანი შეიგრძნობს თავის უსუსურობას, უფალს ესავს და ევედრება გააძლიეროს, უდრტვინველად და უშფოთველად შესცქერის მოსალოდნელ უბედურებას, ცდილობს, დიდსულოვნად აიტანოს ყოველგვარი გასაჭირი და ამ გზით უფალ იესოს ვნებათა თანამონაწილეა, თანაზიარქმნილია უფლის საიდუმლო აღმსარებლობასთან მარტოოდენ გონებითა და გულით კი არა, საქმითა და ცხოვრებით.

ჯვარს ატარებდე მოთმინებით, ეს ნიშნავს, რომ ჭეშმარიტად ხედავდე და აღიქვამდე საკუთარ ცოდვებს. ამ აღიარებაში არ არსებობს თვითცდუნება, ხოლო ვინც საკუთარი ცოდვები შეიცნო, მაგრამ მოსთქვამს და დრტვინავს, მაშინ თვალსაჩინო ხდება, რომ ცოდვა ზერელედ უღიარებია და ფარისეველი და პირმოთნე საკუთარ თავს იტყუებს. ჯვარს ატარებდე მოთმინებით ეს ჭეშმარიტი სინანულია.

მტვირთველო ჯვრისა, უფლის წინაშე აღიარე მისი განგების მართებულობა, დაადანაშაულე საკუთარი თავი, ღვთის მართლმსაჯულება გაამართლე და მოგეცემა მიტევება ცოდვათა თვისთა.

მტვირთველო ჯვრისა, შეიცან ქრისტე! აი, მაშინ განგეხვნება ბჭენი სამოთხისანი, ადიდე უფალი, დრტვინვა და ჩივილი უარყავ, განაგდე შენგან ყვედრება და გმობა უფლისა. დაე, მადლობდე უფალს საუცხოო ხვედრისათვის - ტანჯვითა შენითა ჰბაძვიდე ქრისტეს. დაე, ღვთისმეტყველებდე, რამეთუ ჯვარი ერთადერთი და ჭეშმარიტი სავანეა მეცნიერების, ტახტ-საყდარ-საბრძანებელია ჭეშმარიტად ღვთისმეტყველისთვის, იესო ქრისტეს ვერ შეიმეცნებ ჯვრის გარეშე.

ნუ დაეძებ ქრისტესმიერ სრულყოფილებას ადამიანურ სათნოებებში, ვერ იპოვი, რამეთუ იდუმალია და ქრისტეს ჯვარშია დაფარული.

"ჯვარი თვისი" "ქრისტეს ჯვრად" გარდაისახება, ოდეს მოწაფე ქრისტესი აღიარებს საქმეებში განცხადებულ საკუთარ ცოდვებს და დამსახურებულ სასჯელს მოელის. თუკი შესწირავს მადლობას უფალს და დიდებისმეტყველებს, მაშინ დიდებითა და მადლობით ჯვარცმულში მკვიდრდება სულიერი ნუგეშისცემა. ვმადლობდეთ უფალს და დიდებისვმეტყველებდეთ. ეს სათავე მიუწვდომელი, განუხრწნელი სიხარულისა, მადლმოსილ გულში რომ სდუღს, იღვრება სულში და თვით სხეულსაც განასპეტაკებს.

იტვირთო და ატარო ჯვარი იესო ქრისტესი ხორციელი თვალისათვის, ერთი შეხედვით უმკაცრესი განაჩენია. ქრისტეს მოწაფესა და მიმდევარს კი უმაღლეს სულიერი ტკბობას განაცდევინებს. ეს ნეტარება იმდენად დიდია, რომ ჭმუნვა-წუხილს განაქარვებს, ტკივილებს აყუჩებს და უსაშინლესად გვემული ენით უთქმელ შვებას განიცდის.

მავრა ჭაბუკი მეუღლის, ტიმოთეს წამების მხილველი მისი ტანჯვის თანამოზიარეც ხდებოდა და ასე მიმართავდა: "ძმაო ჩემო, მაშინებს და მაძრწუნებს გულბოროტი ჯალათის დანახვა, მხნეობა მღალატობს, მუხლები მეკვეთება და ვძაბუნდები სინორჩისა გამო". წამებული ტიმოთე კი ასე პასუხობდა: "ესავდე უფალსა ჩვენსა და იქნება შენთვის ტანჯვა ვითარცა ზეთი სურნელოვანი დაფრქვეული შენს სხეულზე და ვითარცა ცვარი შენს ძვლებში, რომლებიც შეგიმსუბუქებს ყოველგვარ ტკივილს" (თვენი, 3 მაისი).

ჯვარი ძლიერებაა და დიდება საუკუნითგან ყოველთა წმიდანთა, ჯვარი მკურნალია ვნებათა, განმდევნელია დემონთა. ჯვარი ანადგურებს იმ ადამიანებს, რომლებმაც "ჯვარი თვისი" "ქრისტეს ჯვრად" არ გარდააქციეს, მხოლოდ საკუთარი ჯვარი იტვირთეს, შფოთვენ და დრტვინავენ ღვთაებრივი განგებულების მოლოდინში, ყვედრიან უფალს, უიმედობაში და სასოწარკვეთილებაში ვარდებიან. ცოდვილნი, თუკი არ შეიგნებენ და არ მოინანიებენ თავიანთ ცოდვებს, ჯვარზე შემსჭვალულნი მარადიული სიკვდილით კვდებიან. ისინი სულსწრაფობით კარგავენ ჭეშმარიტ ცხონებას, ცხონებას ღმერთში. "თავისი ჯვრიდან" გარდამოიხსნებიან და წარწყმედილი სულებით მარადიულ სამარეში - ჯოჯოხეთში შთაცვივიან.

"ჯვარი ქრისტესი" ჯვარცმულ ქრისტეს მოწაფეს დედამიწას წარსტაცებს, საკუთარ ჯვარზე გაკრული, შემმეცნებელი ამაღლებული სიბრძნისა, გონებითა და გულით ზეცად აღიტყორცნება და ჭვრეტს საიდუმლოებებს უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესსა. "რომელსა ჰნებავს შემოდგომად ჩემდა: უარჰყავნ თავი თვისი, და აღიღენ ჯუარი თვისი, და შემომიდეგინ მე". ამინ!

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
30.09.2023
1 ივლისს სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს)
07.06.2023


ვუძ­ღვნი მო­მა­ვალ თაო­ბას სიფ­რთხი­ლი­სა და სიფ­ხიზ­ლის­თვის!


ასე­ვე ვუძ­ღვნი ჩემს მოძ­ღვარს, მეუ­ფე და­ვით ალა­ვერ­დელს,


მად­ლიე­რე­ბით და შენ­დო­ბის თხოვ­ნით!


24 მაი­სი მეუ­ფე და­ვი­თის ეპის­კო­პო­სად ხელ­დას­ხმის დღეა.

31.01.2023
("ცანი ღაღადებენ ღმერთის დიდებას, და მისთა ხელთა ნამოქმედარს გვამცნობს სამყარო" (ფს.18: 2))

წმ. ალექსი შუშანია1 დაიბადა 1852 წლის 23 სექტემბერს,
17.11.2021
გაზეთში "ბახტრიონი" (1922,N20) ალექსანდრე ლეონიძე დიმიტრი ყიფიანის სტავროპოლში ყოფნის პერიოდს ამგვარად აღწერს:
01.11.2021

აწ და მარადის მხურვალედ ვევედრები ყოვლადწმიდა სამებას, რათა მან ყოვლისშემძლებელმან,

21.03.2020
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):
სულიერად აზროვნების, მოვლენების სულიერად ხედვის
31.12.2019
თეოლოგი გიორგი თოდუა, პროექტის - "ბიბლია განმარტებებით" კონსულტანტი:
"ფს. 22.6-ის ("წყალობაი შენი, უფალო,
19.12.2019
თა­მარ მა­მა­ცაშ­ვი­ლი - "ბიბ­ლი­ის გან­მარ­ტე­ბე­ბის" პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი და მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რია და ჩვენ მას ვთხო­ვეთ ნა­წყვე­ტე­ბის შე­სა­ხებ ესა­უბ­რა.
31.07.2019
გამარჯობა, ჩვენო მამაო. მთელი ფერეიდნელ ქართველებისგან მოგესალმებით და გიკითხავთ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat