ქაშვეთი - სნეულთა თავშესაფარი
ქაშვეთი - სნეულთა თავშესაფარი
ქაშვეთის ეკლესიის სახელწოდებასთან დაკავშირებით მრავალი მოსაზრება არსებობს. ამბობენ, რომ დავით გარეჯელს დედაკაცმა ცილი დასწამა , შენგან ორსულად ვარო, დავითმა დაწყევლა, - ქვა გეშვასო და, მართლაც, ქვა შვა, რის გამოც ამ სალოცავს "ქ(ვ)აშვეთი" ეწოდა. ზოგიერთი, ტაძრის სახელწოდებას უკავშირებს სალოცავი ქვის სვეტს და ამბობს, რომ ტერმინი ქვა-სვეტიდან წარმოიქმნა (ვ. აბაევი).

ჩემი აზრით, ქაშვეთი მომდინარეობს ინფექციური სნეულების, კეთრის ძველქართული სახელწოდებიდან. X საუკუნის ქართული ხელნაწერის, "უსწორო კარაბადინის" მიხედვით, კეთრს ეწოდებოდა ქაშვეთი (ქაშოვეთი, ქაშოეთელა, ქაშოეთი) ანუ ჯუზამი. ასეთ ავადმყოფებს მოსახლეობისგან აცალკევებდნენ: "ერთობ რიდება უნდა, იცოდით, ბრძანებითა ღმრთისათა". მათ ათავსებდნენ სპეციალურ სასნეულო სახლებში, რომლებიც მონასტრების საზღვრებში იყო მოთავსებული.

V საუკუნეში საავადმყოფოები და მოხუცთა თავშესაფრები საქართველოში დაუარსებია პეტრე იბერის დედას ბაკურდუხტს. ამავე პერიოდში თვით პეტრე იბერი პალესტინაში აშენებდა მონასტრებს და მათთან არსებულ სამკურნალოებს. პალესტინაში VI-VII საუკუნეებში ქართული სამედიცინო კულტურის მნიშვნელოვან კერად იქცა საბაწმინდის ცნობილი ლავრა, რომელსაც საკუთარი სასნეულო ჰქონდა. ეს ტრადიცია გრძელდება. ექვთიმე მთაწმინდელი ათონის მთაზე აშენებდა არა მარტო მონასტრებს, არამედ საავადმყოფოებსა და მოხუცთა თავშესაფრებს.

VI საუკუნეში იოანე ზედაზნელის მოწაფეებიდან დავით გარეჯელი აარსებს გარეჯის მონასტერს, ზენონი - იყალთოს მონასტერს, სადაც აუცილებლად იქნებოდა სასნეულო სახლები.

სიმონ ყაუხჩიშვილის მოსაზრებით, გელათის აკადემიასთან ქსენონიც უნდა არსებულიყო, სადაც მოღვაწეობდნენ არსენ იყალთოელი და იოანე პეტრიწი.

ეს ყოველივე იმისთვის მოვიხსენიე, რომ საქართველოში უცხო არ იყო მონასტრებთან სასნეულო სახლების არსებობა.

დღევანდელი ქაშვეთის ტაძარი აშენდა ძველი ეკლესიის ადგილზე ქართველი მეცენატის, დავით სარაჯიშვილის დაფინანსებით 1904-1910 წლებში. ადრე აქ იდგა დავით გარეჯელის სახელთან დაკავშირებული უძველესი ტაძარი, რომელიც XVIII საუკუნეში ამილახვრების აგებულმა აგურის ეკლესიამ შეცვალა. XIX საუკუნის მიწურულს ეს ეკლესიაც დაზიანებულა და ქაშვეთის მაშინდელი წინამძღვრის, მარკოზ ტყემალაძის თაოსნობით გადაწყდა ახალი შენობის აგება, რომელიც დღეს რუსთაველის გამზირს ამშვენებს.

VI საუკუნეში ტაძრის ნაწილი, მაშინდელი წესის მიხედვით, ალბათ, სასნეულო სახლიც იყო, სადაც იმ დროისათვის ყველაზე საშიში სენით დაავადებულებს ათავსებდნენ, ეს მიდამო ქალაქის ცენტრიდან დაშორებული გახლდათ. ქაშვეთი, დღევანდელი ტერმინოლოგიით, კეთრი, ითვლებოდა ყველაზე საშიშ სნეულებად. ჩვენმა წინაპრებმა იცოდნენ მისი ინფექციური ხასიათი: "ესე სენი ძნელი არის და ძნელად გამოვა ამისგან კაცი. ესე ფსელსა გარყვნის კაცისასა; და შვილსა გაუავებს და არცა იგი გამრთელდების. და ვინც ქაშვეთელსა თან იქნების, ანუ მისსა ჯამშიგა სჭამს და სუამს, მასაც გაყუების".

მოხმობილი ციტატით ჩანს, რომ საჭირო იყო ავადმყოფთა სრული იზოლაცია. ყველა ცდილობდა, განცალკევებულიყო სნეულისაგან, სამუდამოდ მოშორებოდა მას. სნეულთა ერთადერთი იმედი, მომვლელნი, ღვთისმსახურნი იყვნენ, რომლებიც, იცოდნენ რა ამ სნეულების გადადების დიდი საშიშროება, თავგანწირვით ემსახურებოდნენ სნეულთ.

კიდევ ერთ ციტატას მოვიყვან უსწორო კარაბადინიდან, სადაც საუბარია ქაშვეთით დაავადებულთა დახმარებაზე კლიმატური პირობებით: "თუ მთისა ქვეყანასა იყოს, ბარსა წაიყვანეთ და თუ ბარსა იყოს, მთასა წაიყვანეთ, და ადგილისა ცულა ერთობ კარგი არის".

მაშასადამე, მთის საქართველოშიც უნდა ყოფილიყო ქაშვეთი. არც შევმცდარვარ: სოფელი ქაშვეთი არის მესტიის რაიონში, დაბა მესტიიდან 3,5 კილომეტრში, მდინარე ენგურის მარჯვენა შენაკადის, მდინარე მულხრის მარჯვენა ნაპირზე. ამავე მოსაზრებიდან გამომდინარე, საქართველოში ქაშვეთის სახელწოდებით სხვაგანაც უნდა იყოს ტაძრები, სადაც დღევანდელი ტერმინოლოგიით ლეპროზორიუმები იყო ძველ საქართველოში. ჩემი ინფორმაციით, ამავე სახელწოდების ეკლესია უნდა იყოს სოფელ ლილოშიც (სოფელი ქაშვეთი არის აგრეთვე ხაშურის რაიონში, ქაშვეთის გორა ჰქვია მთას გარდაბნის რაიონში, ივრის ზეგანზე, - რედ.).

ინტერესმოკლებული არ უნდა იყოს ის ფაქტიც, რომ იბერიულ-კავკასიურ, კერძოდ, ნახურ ენებში "ქაშ" - ფუძე სამარეს, საფლავს, აკლდამას აღნიშნავს, ანუ ადგილს, სადაც სნეულები სიკვდილს ელოდებოდნენ (მ. ჩუხუა).

ყოველივე ზემოთქმული მაძლევს უფლებას, დავასკვნა, რომ ტერმინი "ქაშვეთი" დაკავშირებულია ადრეულ და შუა საუკუნეებში გავრცელებულ უმძიმეს სნეულებასთან - კეთრთან და მის მოსავლელად შექმნილ სასნეულო სახლებთან.

ბესარიონ კილასონია,
მედიცინის მეცნიერებათა
დოქტორი, პროფესორი


ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
30.09.2023
1 ივლისს სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს)
07.06.2023


ვუძ­ღვნი მო­მა­ვალ თაო­ბას სიფ­რთხი­ლი­სა და სიფ­ხიზ­ლის­თვის!


ასე­ვე ვუძ­ღვნი ჩემს მოძ­ღვარს, მეუ­ფე და­ვით ალა­ვერ­დელს,


მად­ლიე­რე­ბით და შენ­დო­ბის თხოვ­ნით!


24 მაი­სი მეუ­ფე და­ვი­თის ეპის­კო­პო­სად ხელ­დას­ხმის დღეა.

31.01.2023
("ცანი ღაღადებენ ღმერთის დიდებას, და მისთა ხელთა ნამოქმედარს გვამცნობს სამყარო" (ფს.18: 2))

წმ. ალექსი შუშანია1 დაიბადა 1852 წლის 23 სექტემბერს,
17.11.2021
გაზეთში "ბახტრიონი" (1922,N20) ალექსანდრე ლეონიძე დიმიტრი ყიფიანის სტავროპოლში ყოფნის პერიოდს ამგვარად აღწერს:
01.11.2021

აწ და მარადის მხურვალედ ვევედრები ყოვლადწმიდა სამებას, რათა მან ყოვლისშემძლებელმან,

21.03.2020
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):
სულიერად აზროვნების, მოვლენების სულიერად ხედვის
31.12.2019
თეოლოგი გიორგი თოდუა, პროექტის - "ბიბლია განმარტებებით" კონსულტანტი:
"ფს. 22.6-ის ("წყალობაი შენი, უფალო,
19.12.2019
თა­მარ მა­მა­ცაშ­ვი­ლი - "ბიბ­ლი­ის გან­მარ­ტე­ბე­ბის" პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი და მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რია და ჩვენ მას ვთხო­ვეთ ნა­წყვე­ტე­ბის შე­სა­ხებ ესა­უბ­რა.
31.07.2019
გამარჯობა, ჩვენო მამაო. მთელი ფერეიდნელ ქართველებისგან მოგესალმებით და გიკითხავთ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat