წერილები დედას
წერილები დედას
ბერი ერმოლაოსი
ევედრე უფალს, არა ჯანმრთელობა, არა სიმდიდრე, არა კეთილდღეობა, არამედ წმინდა რწმენა და გულისმიერი ლოცვა
მგონი, ერთ-ერთ წერილში გწერდი, დედა
, რომ ლოცვა ეს სულის დაბანაა-მეთქი. აქ კიდევ უფრო დავრწმუნდი ამაში, დიახ, სულს, როგორც სხეულს სჭირდება დაბანა და თუ სხეული წყლით განიბანება, სული ლოცვით და მხოლოდ ლოცვის დროს ხვდები, თუ რა დაჭუჭყიანებული გაქვს სული და რაც უფრო მეტს ლოცულობ, მით უფრო აშკარა ხდება სულის ასეთი დაბანის სასიცოცხლო აუცილებლობა. ადრე, როცა მესმოდა, - ბერები დღეში ათი საათი ლოცულობენო (ვგულისხმობ საერთო საეკლესიო მსახურებას) მიკვირდა და ვკითხულობდი, ჩემთვის რა საჭიროა ეს-მეთქი, მაგრამ დღეს ნათელია, რომ არა თუ საჭიროა, არამედ აუცილებელი და რომ არ ჰქონდეს ადამიანის ფიზიკურ შესაძლებლობებს ზღვარი, კიდევ უფრო ხანგრძლივი უნდა იყოს, რადგან როგორც ერთ-ერთი წმინდა მამა ამბობს: "ქვეყნიერება ლოცვას უჭირავს, თორემ დიდი ხნის წინ დაიქცეოდაო". აბსოლუტურად სწორია, ვინც მონასტერში არ ყოფილა და საკუთარი თვალით არ უნახავს თუ რა გულმხურვალედ და თავშეწირვით ემუდარება ღმერთს, ქვეყნიერების კეთილდღეობაზე, შავებში გახვეული, ღვთის უანგარო სიყვარულით გამსჭვალული რამდენიმე ბერი, მან არ იცის პასუხი კითხვაზე: რატომ ითმენს ღმერთი ადამიანთა ამაზრზენ ქცევას და დაუსრულებელ უმსგავსობებს? პასუხი კი უბარლოა: ქვეყნიერება უჭირავს ლოცვას, ამ ბერთა ლოცვას. ეს ლოცვა, როგორც ზემოთ ვთქვით უანგაროა, გარკვეული მსხვერპლია კაცობრიობის ცოდვებისათვის, ამაში კიდევ უფრო დარწმუნდები კაცი, როცა აქ ღვთისმსახურებას ესწრები, მთელი ღვთისმსახურება წარმოგიდგება ადამიანს როგორც გრანდიოზული წარმოდგენა (არა თავისი მასშტაბებით, არამედ სიღრმით), ერთადერთი ჭეშმარიტი და გამართლებული წარმოდგენა, რაც კი ადამიანს შეუქმნია, რადგან ის არის ღვთის სიყვარულით ანთებულ ადამიანთა უდიდესი მადლიერების გრძნობის გამოხატვა ღვთისადმი და მისი სიდიადის, მისი ბრწყინვალების წინაშე მოკრძალებული თავის დახრა. სულ სხვაა ერში, ეკლესიაში ჩატარებული ღვთისმსახურების ცერემონიალი და სულ სხვაა აქ, მონასტერში. იქ, ეკლესიაში მყოფი ადამიანები, ორად არიან განაწილებულნი - ერთნი, რომელნიც მსახურებენ და მეორე - მრევლი, რომელიც თვალყურს ადევნებს ამ მსახურებას. აქ კი ყოველი ბერი, ყოველი მორჩილი ერთიანი ღვთისმსახურების პატარა ნაწილია, ყველა იქცევა, როგორც ერთი და თითოეული მონაწილეობს ლოცვაში, იგრძნობა ღვთის რეალური თანამყოფობა, რადგან აქ თანამზრახველთა, ერთმორწმუნეთა გულები გაერთიანებული არიან ერთიან ლოცვაში, მაშინვე გახსენდება უფლის, იესო ქრისტეს სიტყვები: "რაითა ყოველნი ერთ იყვნენ, ვითარცა შენ, მამაო, ჩემდამი, და მე შენდამი, რაითა იგინიცა ჩუენ შორის ერთი იყვნენ, რაითა სოფელსა ჰრწმენს, რამეთუ შენ მომავლინე მე. და მე დიდებაი, რომელი მომეც მე, მივეც მათ, რათა იყვნენ ერთ, ვითარცა ჩუენ ვართ ერთ. მე მათ შორის, და შენ ჩემთანა, რაითა იყვნენ სრულ ერთობითა, და რაითა უწყოდის სოფელმან, რამე თუ შენ მომავლინე მე და შეიყვარენ იგინი, ვითარცა მე შემიყვარე" (იოვ. 17-21, 23). ვაკვირდები ყველაფერ ამას და მადლობას ვწირავ ღმერთს, რომ მარგუნა ბედად მეც, ცოდვილთა შორის უკანასკნელს, ამ დიდებულების მონაწილე ვიყო და თან სინანულის ცრემლი მახრჩობს როცა მახსენდება, რომ ერში უმრავლესობას დავიწყებული აქვს უფლის ნება და თავად უფალიც, რომ ქვეყანა ცოდვაში იხრჩობა და რომ არა ამ სამოციოდე კაცის თავგანწირული ღაღადი ღვთისადმი, უფლის რისხვა არ დააყენებდა, მაგრამ დიდია ღვთის სიყვარული და მოთმინება და მადლობა ღმერთს, რომ ლოცვის მსურველნიც ჯერჯერობით არიან. მე მჯერა, რომ როცა უკანასკნელი მონაზონი გარდაიცვლება და ღმერთმა ნუ ქნას მეტი აღარავინ მოისურვა ბერობა, მაშინ დაუდგება ქვეყნიერებას საშინელი დღე.

***
ახლა გადავალ, დედა, შენს წერილებში (უკვე სამი მივიღე) დასმულ საკითხებზე. ჯერ ტელეფონით დარეკვაზე. ნომერი სწორია, მაგრამ მორჩილებისთვის კატეგორიულად აკრძალულია მისით სარგებლობა. აქ, მონასტრის ეზოში, არის ტელეფონის ჯიხურიც, საიდანაც მე შემიძლია დაგირეკო, მაგრამ არა მგონია, ამით ვისარგებლო და თუ რატომ, ჩემი წერილებიდან მიხვდები. რაც შეეხება წერილებს, წერა ნებადართულია და შეგიძლია, რამდენიც გინდა, მომწერო, მხოლოდ ერთ საკითხზე უნდა შევთანხმდეთ: დედა, მას მერე, რაც მე გადავწყვიტე მონასტერში ცხოვრება, ჩემთვის სრულიად უინტერესო გახდა ერის ამბები, ამიტომ გთხოვ, ნუ მომწერ ნურაფერს მიმდინარე მოვლენებზე და ფაქტებზე, არც ადამიანთა ნამოქმედარი და საქციელნი მაინტერესებს, არც ჯანმრთელობის ისტორიები, ყველაფერზე ღვთის ნებაა და ცუდიც და კარგიც მხოლოდ მისი ნებართვით ხდება და რაც ხდება, ყველაფერი აბსოლუტურად სამართლიანია, მაგრამ აზრი არა აქვს მომხდარის კონსტატირებას, აზრი აქვს უმთავრესის გაგებას, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ღმერთია, რომ ცხოვრების აზრი უფალია, რომ მიზანიც და გზაც იესო ქრისტეა. ამიტომ მომწერე მხოლოდ სულიერ მდგომარეობაზე, მხოლოდ ამაზე საუბარს და ზრუნვას აქვს აზრი და მნიშვნელობა. ჩვენი ჯანმრთელობა და ავადმყოფობა ჩვენი ცოდვების შედეგია და თუ კარგად დავაკვირდებით და პატიოსნად შევაფასებთ სიტუაციას, კიდევ დანდობილი ვართ უფლისაგან, რადგან ჩვენი სული დავივიწყეთ და სატანას და სიკვდილს მივანდეთ. მე მიხარია შენი ღვთისკენ მობრუნება და ეკლესიური ცხოვრების დაწყება. წინა წერილშიც გწერდი იმ აუცილებელ ღონისძიებათა შესახებ, რაც გზას გაგიხსნის უფლისაკენ, აქვე დავამატებდი, რომ ძალიან კარგი იქნებოდა, თუ წაიკითხავ არქიმანდრიტ ლაზარეს (აბაშიძე) წიგნს "აღსარების საიდუმლოსა და ცოდვებისათვის". კარგი იქნება, თუ მამასაც წააკითხებ. მერწმუნე, რაც იმ წიგნში წერია, აბსოლუტური ჭეშმარიტებაა, ნეტარია ადამიანი, ვინც ალალი გულით მიიღებს მას, ამის მერე უფრო ადვილია ღვთის სიბრძნის, ღვთის სიტყვის გაგებაც. მწერ, რომ ხატები და ლოცვანები შევიძინეო, ეს ძალიან კარგია, მაგრამ უპირველესად, შეეცადე სახარების კითხვას, თუ ძველქართულით გიჭირს, არის თანამედროვე ქართულზე თარგმნილი ოთხთავი და ფსალმუნები, დაიწყე იოანეს სახარებით, იკითხე ნელა და დაკვირვებით, არა გონებრივი ინტერესით, არამედ გულისმიერით, ნდობით და სიყვარულით, თუ რაიმეს ვერ გაიგებ, ჩაინიშნე და მერე მოძღვარს ჰკითხე, კითხვასთან ერთად კარგია ლოცვა, ლოცვანთა გადაკითხვა მარტო საქმეს ვერ უშველის, არც გაჭირვებაზე ლოცვა არ შეცვლის გაჭირვებას, უნდა ილოცო უპირველესად, რომ ღმერთმა საერთოდ რწმენის უნარი გაჩუქოს, მერე უნდა ილოცო, რომ ლოცვა გულითადი და გულისმიერი იყოს, ამიტომ იმას კი არა აქვს მნიშვნელობა თუ რამხელა ლოცვანს გადაიკითხავ, არამედ გულისხმიერებას, ერთი სიტყვა იყოს და გულიდან ამოძახილი იყოს. იოანე ნათლისმცემელი ამბობს: "ვერ ხელეწიფების კაცსა მიღებად თავით თვისით არცა ერთი რაი, უკეთუ არა არს მოცემული მისა ზეცით" (იოვ. 3. 27), ამიტომ ევედრე უფალს, არა ჯანმრთელობა, არა სიმდიდრე, არა კეთილდღეობა, არამედ წმინდა რწმენა და გულისმიერი ლოცვა.
წმინდა ათონი, საბერძნეთი, 20. 05. 2002 წ.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
30.09.2023
1 ივლისს სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს)
07.06.2023


ვუძ­ღვნი მო­მა­ვალ თაო­ბას სიფ­რთხი­ლი­სა და სიფ­ხიზ­ლის­თვის!


ასე­ვე ვუძ­ღვნი ჩემს მოძ­ღვარს, მეუ­ფე და­ვით ალა­ვერ­დელს,


მად­ლიე­რე­ბით და შენ­დო­ბის თხოვ­ნით!


24 მაი­სი მეუ­ფე და­ვი­თის ეპის­კო­პო­სად ხელ­დას­ხმის დღეა.

31.01.2023
("ცანი ღაღადებენ ღმერთის დიდებას, და მისთა ხელთა ნამოქმედარს გვამცნობს სამყარო" (ფს.18: 2))

წმ. ალექსი შუშანია1 დაიბადა 1852 წლის 23 სექტემბერს,
17.11.2021
გაზეთში "ბახტრიონი" (1922,N20) ალექსანდრე ლეონიძე დიმიტრი ყიფიანის სტავროპოლში ყოფნის პერიოდს ამგვარად აღწერს:
01.11.2021

აწ და მარადის მხურვალედ ვევედრები ყოვლადწმიდა სამებას, რათა მან ყოვლისშემძლებელმან,

21.03.2020
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):
სულიერად აზროვნების, მოვლენების სულიერად ხედვის
31.12.2019
თეოლოგი გიორგი თოდუა, პროექტის - "ბიბლია განმარტებებით" კონსულტანტი:
"ფს. 22.6-ის ("წყალობაი შენი, უფალო,
19.12.2019
თა­მარ მა­მა­ცაშ­ვი­ლი - "ბიბ­ლი­ის გან­მარ­ტე­ბე­ბის" პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი და მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რია და ჩვენ მას ვთხო­ვეთ ნა­წყვე­ტე­ბის შე­სა­ხებ ესა­უბ­რა.
31.07.2019
გამარჯობა, ჩვენო მამაო. მთელი ფერეიდნელ ქართველებისგან მოგესალმებით და გიკითხავთ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat