რა არის დრო? - ნეტარი ავგუსტინე
რა არის დრო? - ნეტარი ავგუსტინე
მეოთხე საუკუნის ქრისტიანი ფილოსოფოსი, ჰიპონიის ეპისკოპოსი ნეტარი ავგუსტინე უღრმავდებოდა და ესწრაფოდა დროის ჭეშმარიტი არსის გაგებას. მას სურდა პასუხი გაეცა კითხვებზე: "რა არის დრო?", "როგორ იზომება დრო?" და ა. შ.

ამ კითხვებზე საპასუხოდ და დროის რთული პრობლემების გადასაწყვეტად მხოლოდ ადამიანური გონება არ კმარა. ამიტომ ნეტარი ავგუსტინე შესთხოვს ღმერთს, ეს გონებამიუწვდომელი ამოცანა ამოახსნევინოს: "მომეცი ძალა, ჩავწვდე ამ მოვლენის არსს, ესოდენ ჩვეულებრივსა და იმავდროულად ესოდენ საიდუმლოს... მომეცი ძალა იმის შეცნობისა, რისთვისაც ვიღვწი, მაგრამ ეს "ძნელია ჩემს თვალში", ვიდრე შენ არ ამიხელ მას". მხოლოდ ღვთაებრივი სიბრძნე გაანათლებს კაცის გონებას, რადგან გულსაც ამაოებით აღსავსე ცოდვის ნაკადი მიაქანებს. წმიდა მამა წერს: "ვინ შეაჩერებს და გასაქანს არ მისცემს მას (ადამიანის გულს), რათა თუნდაც წამით შემდგარმა აღიქვას მარად უძრავი მარადისობის სხივოსანი ათინათი და დროის უწყვეტ დინებას შეადაროს იგი?"

დრო და მარადისობა არათანაზომადნი არიან: "დროის ხანგრძლივობას ურიცხვი მსწრაფლწარმავალი წამის სიმრავლე განაპირობებს, გამუდმებით რომ ენაცვლებიან ერთმანეთს. მარადისობაში არა არის რა წარმავალი, არამედ მარადი აწყმოა, მთელი თავისი სისავსით. დრო კი ვერასოდეს იქნება პირწმინდად აწმყო; მთელ წარსულს მომავალი მიერეკება, მთელი მომავალი წარსულს მისდევს, ხოლო ერთიცა და მეორეც შეაჩერებს კაცის გულს, რათა იხილოს, თუ როგორ განაპირობებს წარსულსაც და მომავალსაც მარად უძრავი მარადისობა, რომლისთვისაც უცხოა წარსულიც და მომავალიც".

ნეტარი ავგუსტინე იძულებული იყო, პასუხი გაეცა ეკლესიის მოწინააღმდეგეთა კითხვებზე: "რას აკეთებდა ღმერთი სამყაროს შექმნამდე?" ან "ყოვლისმპყრობელი ღმერთი უთვალავი საუკუნის მანძილზე რატომ არ შეუდგა სამყაროს შექმნის დიად საქმეს?" ამ კითხვებზე წმინდა მამა პასუხობს: "რანაირად უნდა გაევლო უთვალავ საუკუნეს, თუკი ისინი ჯერ კიდევ არ შეექმნა საუკუნეთა შემოქმედს და დასაბამიერ მიზეზს? განა შეიძლება არსებობდეს დრო, უფალი რომ არ იყოს მისი დასაბამი? ან რანაირად შეეძლო გაევლო დროს, თუკი ის ჯერ კიდევ არ არსებობდა?"

ნეტარი ავგუსტინე მიმართავს უფალს: "თვით ეს დრო სწორედ შენ შეჰქმენი და, რა თქმა უნდა, ვერავითარი დრო ვერ გავიდოდა, ვიდრე შენ არ შეჰქმნიდი მას, ხოლო თუ ცასა და მიწაზე უწინარეს საერთოდ არ იყო დრო, რაღას ვკითხულობთ, რა იყო "მაშინ"? როცა არ იყო დრო, არ იყო არც "მაშინ".

ნეტარი მამის აზრით, დრო არ წარმოიშვება დროში, ცვალებად სამყაროს თავისი საწყისი აქვს უცვლელ მარადისობაში. დრო წარმოიშვა მარადიულობიდან და ამიტომ მასთან აქვს რაღაც მსგავსება; დროც ფლობს ხანგრძლივობას, ისევე როგორც მარადიულობა, მაგრამ მისი ხანგრძლივობა დასრულებადია.

ადამიანთან მიმართებით, ნეტარ ავგუსტინესთან დრო გაიაზრება, როგორც გზა სიკვდილისაკენ. ამ გზაზე ადამიანს შეუძლია ურთიერთობა დაამყაროს "ღვთის ქალაქთან" და მიაღწიოს მარადიულობას, რომელიც ეწინააღმდეგება დროს. მარადიულობაში შეუძლია ადამიანს ჭეშმარიტი ყოფიერების მოპოვება. დრო გვევლინება მარადიულობის ნიშნად, ნაკვალევად. "მიწიერი ქალაქი" იმყოფება სწრაფად ქრობად დროში. ბიბლიური ტრადიციის მიხედვით, დრო სწორხაზოვანი და დასრულებადია. სამყაროს მოქმედება მისი შექმნიდან დამთავრებამდე იზომება მის თანაფარდად მიმდინარე დროით. ისტორიის შინაარსს შეადგენს კაცობრიობის მოქმედება დროში. ისტორიაში ანუ დროში მიედინება "ზეციური" და "მიწიერი" ქალაქების (იმქვეყნიური და ამქვეყნიური სამყაროების) არსებობა და ბრძოლა.

ყოველ დროზე უწინარესია ღვთაებრივი არსი. იგი წინ უსწრებს მთელ წარსულს, მომავალს. მომავალი მოვა და წავა, ღვთაებრივი არსის წლები კი არც მოდიან და არც მიდიან. ჩვენი წლები კიდეც მოდიან და კიდეც მიდიან, სრულდებიან, ღვთაებრივი არსის წლები კი უძრავნი არიან და ერთდროულნი. ისინი დგანან: "მომავალნი როდი განდევნიან მიმავალთ, რადგან ისინი საერთოდ არ გადიან. ჩვენი წლები კი მაშინ გასრულდებიან, როცა ყველანი წარსულად იქცევიან. "შენი წლები, როგორც ერთი დღე", ხოლო ეს დღე ყოველდღიურად როდი ახლდება, არამედ ყოველდღე ერთი და იგივეა, რადგანაც უფლის დღევანდელი დღე მარადიოსობაა, ასევე თანამარადისია ძე მისი ქრისტე." ნეტარი ავგუსტინე მიმართავს ღმერთს: "ყველა დრო შენ შეჰქმენი და ყველა დროზე უწინარესი ხარ, რადგანაც არ არსებულა ისეთი დრო, როცა დრო სულ არ იყო."

წმიდა მამა დაასკვნის, რომ დრო შექმნასთან, მოძრაობასთან არის დაკავშირებული. ამიტომაც უნდა ვაღიაროთ, რომ ღმერთმა დრო სამყაროსთან ერთად შექმნა. "არ არსებულა ისეთი დრო, როცა შენ არ შეგექმნას რამე, აკი შენა ხარ თვით დროის შემოქმედი. Aარ არსებობს დრო, შენი თანამარადისი რომ იყოს, რადგან შენ წარუვალი ხარ, ხოლო დრო რომ წარუვალი იყოს, დროც აღარ იქნებოდა იგიო", - მიმართავს ღმერთს.

ფსალმუნის სიტყვებით: "შენი არს დღე და შენი არს ღამე." ყოველი დღე უფალშია და ვერც ერთი დღე ვერ გაიკვლევდა გზას, უფალში რომ არ ყოფილიყო. ხოლო უფლის "წლები წარუვალნი არიან", სწორედ ეს წლებია დღევანდელი დღე. ნეტარი ავგუსტინე ესაუბრება უფალს: "ვინ მოსთვლის, ჩვენი წინაპრების რამდენ დღესა და წელს გაუვლია შენი დღევანდელი დღის გავლით, რომლისგანაც შეუძენიათ ელფერი და ზიარებიან არსებობას, ანდა რამდენი გაივლის კვლავაც, რამდენი შეიძენს იმავე ელფერს და ეზიარება იმავე არსებობას. "შენ ერთი და იგივე ხარ", ყოველივე ხვალინდელსა თუ ზეგინდელს, ყოველივე გუშინდელსა თუ გუშინწინდელს "დღევანდლად" აქცევ, როგორც აქამდე გიქცევია."

ქრისტიანი ღვთისმეტყველი განსაკუთრებული ინტელექტუალური დაძაბულობით ჩაუღრმვდება შემდეგ კითხვებს: როგორ გავზომოთ დრო, მისი ხანგრძლივობა და ხანმოკლეობა? სად არსებობს ეს ხანგრძლივი და ხანმოკლე დრო, წარსულში? - მაგრამ ის უკვე აღარ არის. მომავალში? - მაგრამ ის ჯერ კიდევ არ არის. "რანაირად შეიძლება იყოს ეს ორი დრო - წარსული და მომავალი, თუკი პირველი უკვე აღარ არის, ხოლო მეორე ჯერ კიდევ არ არის? აწმყოც რომ ყოველთვის აწმყოდ რჩებოდეს და წარსულში არ გადადიოდეს, მაშინ ის დრო კი აღარ იქნებოდა, არამედ მარადისობა." აწმყო მხოლოდ იმდენადაა დრო, რომ წარსულში გადადის. თუ ჩვენ ავიღებთ აწმყო დროის მონაკვეთს, სულერთია, როგორი ხანგრძლივობის იქნება ის: ასი წელი, წელიწადი, თვე, დღე, საათი თუ სხვა, - მაშინ დავინახავთ, რომ თითქოს იგი შედგება სამი ნაწილისგან: ერთი იმყოფება წარსულში, მეორე - ჯერ კიდევ მომავალში, ხოლო მესამე, უმოკლესი ანუ უმცროსი, რომელიც დაყოფილია უმცირეს ნაწილებად - წამებად, შეადგენს აწმყოს. იგი იმდენად მოკლეა. რომ მასში ხანგრძლივობა არ არის. თუ იგი ხანგრძლივი იქნებოდა, მაშინ შეგვეძლო წარსული გამოგვეყო მომავლისგან. აწმყო არ გრძელდება, მაგრამ მაშინ როგორ გავზომოთ დრო? დროის საზომი არ იმყოფება აწმყოში, რადგან როგორ შეიძლება არსებული გაიზომოს იმით, რაც უკვე აღარ არის? ნეტარი მამა წერს: "დროის გაზომვა მხოლოდ მაშინ შეგვიძლია, როცა ის მიმდინარეობს და შეგვიძლია სწორედ იმიტომ, რომ მის მსვლელობას ვგრძნობთ. განა შეიძლება გაზომო წარსული, რომელიც უკვე აღარ არის ან მომავალი, რომელიც ჯერ კიდევ არ არის? ვინ გაბედავს იმის მტკიცებას, რომ შეიძლება გაზომო არარსებული? ასე რომ, სანამ დრო მიმდინარეობს, ის შეიძლება შეიგრძნო და გაზომო კიდეც, მაგრამ როცა მან განვლო, ეს უკვე შეუძლებელი ხდება, რადგანაც დრო აღარ არის."

ნეტარი ავგუსტინესთვის გაუგებარია წარსულისა და მომავლის არსებობა, რადგან ერთი უკვე აღარ არის, ხოლო მეორე ჯერ კიდევ არ არის. აწმყო განუწყვეტლივ მიისწრაფვის არყოფნისკენ. გამოდის, რომ თუკი არ არის წარსული და მომავალი, აწმყოც ნულს უიგივდება. აქედან გამომდინარე, უნდა ვაღიაროთ, რომ წარსულიც და მომავალიც რაღაც სახით არსებობენ. ისინი იმყოფებიან აწმყოში. ამის სასარგებლოდ მეტყველებს გამოცდილება. "ვინც მართლად გადმოგვცემს წარსულს, თვით მოვლენებს როდი გამოიხმობს მეხსიერებიდან, მოვლენებს, რომლებიც გარდასულან, განქარვებულან, არამედ მათი ხატებით ნაკარნახევ სიტყვებს. გარდასულ მოვლენებს შეუძრავთ ჩვენი გრძნობები და თითქოს თავიანთი ნაკვალევი დაუტოვებიათ სულში. ასე, მაგალითად, სიყრმე აღარ არის, წარსულში დარჩა, რომელიც აღარ არსებობს, მაგრამ როცა ამაზე ვფიქრობ ან იმდროინდელ ამბებს ვყვები, აწმყოში ვხედავ მის ხატებას, რადგანაც ცოცხლად აღბეჭდილა ჩემს მეხსიერებაში".

დროის სწრაფწარმავლობა, იმ მომენტის მოუხელთებლობა, რომელიც მომავლიდან წარსულში გადადის, ნეტარ ავგუსტინეს საბაბს აძლევს, სუბიექტურად აღიქვას დროის გაგება: "ყურადღებას წარსულში გადააქვს მომავალი, რაც მომავალს აკლდება წარსულს ემატება; და თუ მომავალი საერთოდ გაქრა, დარჩება მხოლოდ წარსული. კი მაგრამ, რანაირად მცირდება ან სულაც ქრება მომავალი, რომელიც ჯერ კიდევ არ არსებობს? მხოლოდ იმნაირად, რომ ეს ხდება სულში, რადგანაც მარტოოდენ სულში არსებობს სამი დრო: ის ელის, იმ გზით გაივლის, რასაც ყურადღებას აპყრობს, და იქითკენ მიემართება, რაც ახსოვს. ვინ შეძლებს იმის უარყოფას, რომ მომავალი ჯერ კიდევ არ არსებობს, მაგრამ მისი მოლოდინი უკვე არის სულში?Aანდა ვინ უარყოფს იმას, რომ წარსული უკვე აღარ არსებობს, მარამ სულში კვლავაც ცოცხლობს მისი ხსოვნა? და ბოლოს, ვინ გაბედავს უარყოს, რომ აწმყოს ხანგრძლივობა არ გააჩნია, რადგან ის მეყსეულად გადის, მაგრამ ხანგრძლივია ჩვენი ყურადღება, რომელსაც დაუყოვნებლივ არყოფნაში გადაჰყავს ყველაფერი, რაც კი თავს იჩენს? მაშ, ხანგრძლივია არა მომავალი დრო, რომელიც არ არსებობს, ხანგრძლივია მხოლოდ წარსულის ხსოვნა."

ნეტარი ავგუსტინეს აზრით, დროის საზომად ადამიანს მხოლოდ სულის შინაარსი ემსახურება. დროის გაზომვა მთლიანად დამოკიდებულია ადამიანის სულიერ აღქმაზე. ასე რომ, ჰიპონელი ეპისკოპოსი დროის სუბიექტივისტური გაგების თვალსაზრისს ავითარებს. იგი დროს მიაკუთვნებს რაღაც გასაიდუმლოებულს და მიუღწეველს.

ნეტარი ავგუსტინეს მოსაზრებას დროის სუბიექტური ბუნების შესახებ ჭეშმარიტების პრეტენზია არა აქვს, ავტორი მას შესაძლო ჰიპოთეზად მიიჩნევს და ამბობს: "ვსაუბრობ რა დროის შესახებ, მე არაფერს ვამტკიცებ, არამედ ვეძებ ჭეშმარიტებას და ვცდილობ, შევიცნო იგი." თუმცა ისიც საკითხავია, შეუძლია კი ადამიანს დროის გონებამიუწვდომელი იდუმალების ზუსტი და ამომწურავი წვდომა?

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
30.09.2023
1 ივლისს სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს)
07.06.2023


ვუძ­ღვნი მო­მა­ვალ თაო­ბას სიფ­რთხი­ლი­სა და სიფ­ხიზ­ლის­თვის!


ასე­ვე ვუძ­ღვნი ჩემს მოძ­ღვარს, მეუ­ფე და­ვით ალა­ვერ­დელს,


მად­ლიე­რე­ბით და შენ­დო­ბის თხოვ­ნით!


24 მაი­სი მეუ­ფე და­ვი­თის ეპის­კო­პო­სად ხელ­დას­ხმის დღეა.

31.01.2023
("ცანი ღაღადებენ ღმერთის დიდებას, და მისთა ხელთა ნამოქმედარს გვამცნობს სამყარო" (ფს.18: 2))

წმ. ალექსი შუშანია1 დაიბადა 1852 წლის 23 სექტემბერს,
17.11.2021
გაზეთში "ბახტრიონი" (1922,N20) ალექსანდრე ლეონიძე დიმიტრი ყიფიანის სტავროპოლში ყოფნის პერიოდს ამგვარად აღწერს:
01.11.2021

აწ და მარადის მხურვალედ ვევედრები ყოვლადწმიდა სამებას, რათა მან ყოვლისშემძლებელმან,

21.03.2020
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):
სულიერად აზროვნების, მოვლენების სულიერად ხედვის
31.12.2019
თეოლოგი გიორგი თოდუა, პროექტის - "ბიბლია განმარტებებით" კონსულტანტი:
"ფს. 22.6-ის ("წყალობაი შენი, უფალო,
19.12.2019
თა­მარ მა­მა­ცაშ­ვი­ლი - "ბიბ­ლი­ის გან­მარ­ტე­ბე­ბის" პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი და მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რია და ჩვენ მას ვთხო­ვეთ ნა­წყვე­ტე­ბის შე­სა­ხებ ესა­უბ­რა.
31.07.2019
გამარჯობა, ჩვენო მამაო. მთელი ფერეიდნელ ქართველებისგან მოგესალმებით და გიკითხავთ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat