ადამიანი მხოლოდ ბოროტი საქმეების გამო კი არა, ყოველი ფუჭად წარმოთქმული სიტყვის გამოც დაისჯება
ადამიანი მხოლოდ ბოროტი საქმეების გამო კი არა, ყოველი ფუჭად წარმოთქმული სიტყვის გამოც დაისჯება
ერთ-ერთი ნიშანი, გამოკვეთილად რომ ახასიათებს კაცობრიობას, ამაოდმეტყველებაა, რომელიც სისხლხორცეულად გამომდინარეობს ადამიანთა ამაო საქმეებიდან, ამაო იდეებიდან, ამაო დაპირებებიდან, ამაო მეგობრობიდან, ამაო სიყვარულიდან და, საერთოდ, ამაო ცხოვრებიდან.

ამაოდმეტყველებას არასოდეს ახლავს თან რეალური საქმე. მეტიც - ის სწორედ მათ სჩვევიათ, ვინც თავს იწონებს არარსებული საქმეებით, არარსებული ღირსებებით, ბაქიაობს. სამწუხაროდ, ცოტას თუ ახსოვს უფლის სიტყვები, რომ ადამიანი მხოლოდ ბოროტი საქმეების გამო კი არა, ყოველი ფუჭად წარმოთქმული სიტყვის გამოც დაისჯება.

პარადოქსია, მაგრამ უფლისკენ მიმავალ გზაზე კაცობრიობას მისივე ენა ეღობება. ენის ფლობა, ენის დამორჩილება, ენაზე კბილის დაჭერა ბევრს თითქმის შეუძლებლად მიაჩნია. "ვინც სიტყვით არ ცდება, სრულყოფილი ადამიანია და ძალუძს, ალაგმოს მთელი სხეულიც. აჰა, ცხენებს ლაგამს ამოვდებთ, რათა დაგვემორჩილონ და ვმართავთ მთელ მათ სხეულს... ხომალდებს, რა დიდებიც არ უნდა იყვნენ და რა ძლიერმა ქარებმაც არ უნდა ატორტმანოს, პატარა საჭე იქით მიაბრუნებს, საითაც მესაჭე მოინდომებს. ასევეა ენაც. პატარა ასოა და ბევრს იქადის. აჰა, რა მცირე ცეცხლი ბუგავს დიდ ტყეს! ენაც ცეცხლია, უსამართლობის მთელი სამყაროა იგი... იგია მთელი სხეულის წამბილწავი და ჩვენი დაბადების ბორბლის აღმაგზნებელი, თვით არის აღგზნებული ჯოჯოხეთისგან, რამეთუ ყოველი მხეცისა და ფრინველის, ქვეწარმავლისა და ზღვის ცხოველის მოთვინიერება შეუძლია ადამიანს, ენის მოთვინიერება კი კაციშვილს არ ძალუძს - დაუოკებელია ეს ბოროტება და მომაკვდინებელი გესლით არის სავსე. მით ვაკურთხებთ ღმერთს და მით ვწყევლით ღვთის ხატად შექმნილ ადამიანებს. ერთი პირიდან გამოდის ლოცვა-კურთხევა და წყევლა. ასე არ უნდა იყოს... განა ლეღვის ხეს ძალუძს ზეთისხილი მოისხას ანდა ვაზს - ლეღვი? ასევე არ შეიძლება, ერთი წყაროდან მოედინებოდეს მლაშე და ტკბილი წყალი" (იაკ. 3:1-12).

მორწმუნეს მით უფრო მართებს საკუთარი ენის - ამაოდმეტყველების, განკითხვისა თუ სხვა ვნებათა დაოკება, იმიტომ რომ სწორედ შიგნიდან გამომავალი ბილწავს ადამიანს. ასეთ დროს საუკეთესო იარაღი დუმილია, მაგრამ თუკი ამ შემთხვევაში დუმილი წამალია და ფრიად ეფექტურიც, ღვთის ხელში ის შეიძლება სასჯელადაც კი იქცეს. ამის ნათელი მაგალითია სახარებაში მოთხრობილი ამბავი. იოანე ნათლისმცემლის მამას, მღვდელ ზაქარიას, "მღვდელთა სამსახურის წესის მიხედვით წილად ხვდა კმევა და შევიდა უფლის ტაძარში... ეჩვენა მას უფლის ანგელოზი, საკმევლის სამსხვერპლოს მარჯვნივ მდგარი. შეკრთა მისი ხილვით ზაქარია და შიში დაეცა მას" (ლუკ. 1:9-12). ებრაული ტრადიციით, ანგელოზის ხილვა ადამიანის ამ სოფლიდან გასვლას, გარდაცვალებას უკავშირდებოდა, ამიტომ ზაქარიას შიში შეიძლება ერთგვარად გაგვემართლებინა კიდეც, მაგრამ წმინდა წერილში ხაზგასმით არის ნათქვამი, რომ უფლის ანგელოზი მას საკმევლის სამსხვერპლოს მარჯვნივ მდგარი გამოეცხადა, მარჯვნივ დგომას კი წმინდა წერილში სულ სხვა დატვირთვა აქვს: "აღდგა იესო ქრისტე მკვდრეთით და დაჯდა მარჯვნივ ღვთისა მამისა", უფლის სამსჯავროზე მარჯვნივ დგომა და ა.შ. ამ ცნების მნიშვნელობა კიდევ უფრო გასაგები გახდება, თუ გავიხსენებთ, რომ ღმერთს თავისთავად არც მარჯვენა აქვს და არც მარცხენა, არც ხელები და არც ფეხები ("სულ არს ღმერთი"); ცნება "მარჯვნივ" უფალთან მიმართებით მხოლოდ და მხოლოდ მეტაფორულად მიუთითებს იმ გამარჯვებულ, ძლევაშემოსილ მდგომარეობაზე, "მარჯვნით" მდგომარეთ რომ აქვთ. მღვდელ ზაქარიას, რა თქმა უნდა, უნდა სცოდნოდა ეს, მაგრამ ადამიანური სისუსტის გამო მასში შიშმა იმძლავრა და ეს შეცდომა იყო.

"ჰრქუა მას ანგელოზმან მან: ნუ გეშინინ, ზაქარია, რამეთუ შეესმეს ვედრებანი შენნი და ცოლმან შენმან ელისაბედ გიშვეს შენ ძე, და უწოდი სახელი მისი იოანე. და იყოს შენდა სიხარული და მხიარულებაი, და მრავალთა შობასა მისსა განიხარონ, რამეთუ იყოს დიდ წინაშე უფლისა, და ღვინოი და თაფლუჭი არა სუას და სულითა წმიდითა აღივსოს მიერვე დედის მუცლით მისითგან. და მრავალნი ძეთა ისრაელისანი მოაქცინეს უფლისა ღმრთისა მათისა, და იგი თავადი პირველად განვიდეს წინაშე მისსა სულითა და ძალითა ელიაისითა მოქცევად გულნი მამათანი შვილთა მიმართ და ურჩნი გონებითა მართალთაითა განმზადებად უფლისა ერი მომზადებული" ("ხოლო ანგელოზმა უთხრა: ნუ გეშინია, ზაქარია, ვინაიდან შესმენილია შენი ლოცვა და შენი ცოლი ელისაბედი გიშობს ძეს და დაარქმევ მას სახელად იოანეს. გექნება შენ სიხარული და შვება და მრავალი გაიხარებს მისი შობით, ვინაიდან დიდი იქნება ის უფლის წინაშე, ღვინოსა და სათრობელს არ დალევს, სულიწმინდით აღივსება დედის მუცლიდანვე. მრავალ ისრაელიანს მოაქცევს უფლისაკენ - მათი ღვთისაკენ. ივლის მის წინაშე ელიას სულითა და ძალით, რათა მოაქციოს მამათა გულნი შვილების მიმართ, ხოლო ურჩნი - მართალ გონებაზე და წარუდგინოს უფალს მომზადებული ხალხი").

ამგვარად ანუგეშებს ანგელოზი ზაქარიას, რათა შიში გაუფანტოს და მისმა გონებამ სრულად დაიტიოს ის სასიხარულო ამბავი, რომლის საუწყებლადაც არის მოსული ანგელოზი, მაგრამ ზაქარიამ მაინც ვერ სძლია შიშს და აი, მეორე შეცდომაც დაუშვა - უფლის მაცნის სიმართლეში ეჭვი შეიტანა: "და ჰრქუა ზაქარია ანგელოზსა მას: რაითა ვცნა ესე, რამეთუ მე მოხუცებულ ვარ და ცოლი ჩემი? გარდასრულ არს დღეთა მისთა?" ("უთხრა ზაქარიამ ანგელოზს: რით გავიგებ ამას - მე ხომ მოხუცებული ვარ და ჩემი ცოლიც უკვე ხანგადასულია?").

შეიძლება ვინმემ იკითხოს, რატომ დაისაჯა ზაქარია ამ კითხვის გამო, თუკი თვით ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმაც კი მაშინვე არ ირწმუნა ანგელოზის მიერ ნაუწყები. საქმე ის არის, რომ ზაქარიას, - მღვდელს, რჯულის მცოდნეს, - წმინდა წერილიდან უნდა სცოდნოდა ამგვარი პრეცედენტების არსებობის შესახებ, თუნდაც ებრაელი ხალხის მამამთავრის აბრაამისა და სარას ამბავი. ყოვლადწმინდა ღვთისშობლის კითხვა კი სავსებით ლოგიკური იყო, ვინაიდან კაცობრიობის ისტორიას არ ახსოვდა, რომ ქალს უმამაკაცოდ ეშვა შვილი. თანაც მარიამის კითხვაში არც ზაქარიასეული ეჭვნარევი შიში გამოკრთის, არც უნდობლობა, არამედ მხოლოდ და მხოლოდ გაკვირვება, ამიტომ მთავარანგელოზი კი არ ურისხდება, არამედ განუმარტავს: "სულიწმინდა გადმოვა შენზე და უზენაესის ძალა მოგიჩრდილავს. ამიტომ წმინდა ნაყოფიც იწოდება ღვთის ძედ" (ლუკ. 1:35). პასუხს მიიღებს ზაქარიაც, ოღონდ არა ისეთს, როგორც ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა მიიღო, არამედ ურწმუნოების პასუხს, სასჯელის მაუწყებელ პასუხს: "მიუგო ანგელოზმან მან და ჰრქუა: მე ვარ გაბრიელ, წინაშე მდგომელი პირსა ღმრთისასა, და მოვივლინე სიტყუად შენდა და ხარებად ამას. და აჰა, იყო შენ დადუმებულ და ვერ შემძლებელ სიტყუად ვიდრე დღემდე ყოფად ამისა, ამისთვის რამეთუ არა გრწმენეს სიტყუანი ჩემნი, რომელნი აღესრულნენ ჟამსა თვისსა" ("ანგელოზმა უთხრა პასუხად: მე ვარ გაბრიელი, ღვთის წინაშე მდგომელი, წარმოგზავნილი ვარ, რათა გელაპარაკო და გახარო ეს. და აჰა, დადუმდები და ვერ შეძლებ ლაპარაკს იმ დღემდე, ვიდრე ეს ახდებოდეს, რაკი არ ერწმუნე ჩემს სიტყვებს, რომლებიც თავის დროზე აღსრულდება").

მოამზადა მღვდელმა
ლევან მათეშვილმა
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
30.09.2023
1 ივლისს სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს)
07.06.2023


ვუძ­ღვნი მო­მა­ვალ თაო­ბას სიფ­რთხი­ლი­სა და სიფ­ხიზ­ლის­თვის!


ასე­ვე ვუძ­ღვნი ჩემს მოძ­ღვარს, მეუ­ფე და­ვით ალა­ვერ­დელს,


მად­ლიე­რე­ბით და შენ­დო­ბის თხოვ­ნით!


24 მაი­სი მეუ­ფე და­ვი­თის ეპის­კო­პო­სად ხელ­დას­ხმის დღეა.

31.01.2023
("ცანი ღაღადებენ ღმერთის დიდებას, და მისთა ხელთა ნამოქმედარს გვამცნობს სამყარო" (ფს.18: 2))

წმ. ალექსი შუშანია1 დაიბადა 1852 წლის 23 სექტემბერს,
17.11.2021
გაზეთში "ბახტრიონი" (1922,N20) ალექსანდრე ლეონიძე დიმიტრი ყიფიანის სტავროპოლში ყოფნის პერიოდს ამგვარად აღწერს:
01.11.2021

აწ და მარადის მხურვალედ ვევედრები ყოვლადწმიდა სამებას, რათა მან ყოვლისშემძლებელმან,

21.03.2020
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):
სულიერად აზროვნების, მოვლენების სულიერად ხედვის
31.12.2019
თეოლოგი გიორგი თოდუა, პროექტის - "ბიბლია განმარტებებით" კონსულტანტი:
"ფს. 22.6-ის ("წყალობაი შენი, უფალო,
19.12.2019
თა­მარ მა­მა­ცაშ­ვი­ლი - "ბიბ­ლი­ის გან­მარ­ტე­ბე­ბის" პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი და მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რია და ჩვენ მას ვთხო­ვეთ ნა­წყვე­ტე­ბის შე­სა­ხებ ესა­უბ­რა.
31.07.2019
გამარჯობა, ჩვენო მამაო. მთელი ფერეიდნელ ქართველებისგან მოგესალმებით და გიკითხავთ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat