დაემორჩილეთ ღვთის ნებას არა მარტო უდრტვინველად, არამედ მადლიერებითაც
დაემორჩილეთ ღვთის ნებას არა მარტო უდრტვინველად, არამედ მადლიერებითაც
წმინდა ამბროსი ოპტელის წერილები ერისკაცებს
ეს საოცარი ამბავი (რომლის შესახებაც მამა მაკარი ოპტელს მისწერა ერთმა კაცმა, ვის სიტყვასაც დაეჯერება) 40-იანი წლების დასაწყისში (XIX ს., - კ.კ.) სამხრეთ რუსეთში, ვორონეჟისა თუ ხარკოვის გუბერნიაში მოხდა.

ერთ იქაურ ქვრივ დედაკაცს, რომელიც უმაღლეს საზოგადოებას ეკუთვნოდა, გარემოებათა გამო გაჭირვება დასტეხოდა თავს. მას და მის ორ ქალიშვილს კაცთაგან შეწევნაც არ უჩანდათ. დედა ჯერ ადამიანებზე განრისხდა, შემდეგ ღვთის განკითხვაც დაიწყო. ამასობაში ავად გახდა და გარდაიცვალა. დედის სიკვდილმა უარეს დღეში ჩაყარა ქალიშვილები. უფროსმა ვერ გაუძლო განსაცდელს და წუწუნი დაიწყო. მალე ისიც დასნეულდა და დედის კვალს გაჰყვა. მარტო დარჩენილი უმცროსი ქალიშვილი უზომო მწუხარებას მიეცა. მალე მასაც დარია ხელი ავადმყოფობამ. ახლობლებმა, რომლებიც მას პატრონობდნენ, სიკვდილის პირას მდგარ გოგონას შესთავაზეს, აღსარება ეთქვა და ზიარებოდა უფლის წმინდა სისხლსა და ხორცს. ქალიშვილი ასეც მოიქცა. მომაკვდავმა ანდერძად დაიბარა: ჩემი საყვარელი მოძღვრის დაბრუნებამდე არ დამმარხოთო. მოძღვარი თურმე იმ დროს საქმეების გამო სხვაგან წასულიყო. გოგონა მალე გარდაიცვალა. ანდერძის აღმასრულებელნი არ ჩქარობდნენ მის დაკრძალვას. დღე დღეს მისდევდა, სულიერი მამა კი არ ჩანდა. ყველას გასაკვირად, განსვენებულის სხეულს ხრწნა არ შეჰპარვია, ის უფრო მიძინებულს ჰგავდა. მერვე დღესღა დაბრუნდა მოძღვარი. გადაწყვიტეს, მეორე დღეს დაეკრძალათ. წესის აგებისას პეტერბურგიდან გოგონას ნათესავი ჩამოვიდა. ყურადღებით დააცქერდა გარდაცვლილის სახეს და განაცხადა: - თუ გინდათ, წესი აუგეთ, დაკრძალვის ნებას კი არ მოგცემთ, რადგან მას მიცვალებულისა არაფერი ეტყობაო. მართლაც, იმავე დღეს კუბოში მწოლმა გოგონამ გაიღვიძა და გარშემომყოფთ უამბო, რომ გარდაცვლილი მოხვდა ენით აუწერლად მშვენიერ და უდიდესი სიხარულით ავსებულ სამოთხეში, შემდეგ ნახა ჯოჯოხეთის სატანჯველნი, სადაც ცოდვილებს აწამებდნენ. მათ შორის იყვნენ მისი და და დედა. ამასობაში ხმა ჩაესმა, - მიწიერი ცხოვრებისას მათ გადასარჩენად განსაცდელებს ვუგზავნიდი. თუ ყოველივეს მადლობით და თავმდაბლობით დაითმენდნენ, ამ მცირე ჟამის შეჭირვების და გასაჭირის დათმენისათვის, ღირსი შეიქნებოდნენ საუკუნო სიცოცხლისა და შენს მიერ ნანახი სამოთხის ნეტარებაში დამკვიდრებისა; მაგრამ თავიანთი დრტვინვით ყველაფერი გააფუჭეს. თუ მათთან ერთად ყოფნა არ გინდა, წადი და ნუღარ იწუწუნებო. და სააქაოს დამაბრუნესო.

***
შევიტყვე თქვენი დიდი მწუხარების შესახებ - მოულოდნელად ვაჟი გარდაგცვლიათ. თანაგიგრძნობთ. წმინდა მამები გვირჩევენ, დამწუხრებულთ შინ ვეწვიოთ. მაგრამ რადგან სუსტი და უძლური ვარ, თქვენი მონახულება არ ძალმიძს. ამიტომ შორიდან წერილით გაგესაუბრებით და იქნებ შეძლებისამებრ თქვენი მწუხარებაც დავშრიტო. ადამიანური უძლურების გამო შეუძლებელია, არ იგლოვონ მშობლებმა ერთადერთი ვაჟის უდროოდ დაკარგვა, მაგრამ ჩვენ ხომ წარმართები არა ვართ, რომელთაც მომავალი ცხოვრებისა არ სჯერათ. ჩვენ ქრისტიანები ვართ და გვანუგეშებს იმედი - გარდაცვალების შემდეგ საუკუნო ნეტარებაში მოხვედრისა. ამ სასიხარულო აზრით უნდა შეამციროთ გლოვა, გააყუჩოთ დიდი მწუხარება. უნდა იფიქროთ, რომ თუმცა დაკარგეთ შვილი, მაგრამ დროებით, რადგან მას მომავალ ცხოვრებაში ნახავთ და შეიძლება საუკუნოდ ერთადაც იყოთ. ამისთვის კი უნდა მოიხსენიოთ მისი სახელი უსისხლო მსხვერპლის შეწირვისას, ფსალმუნების კითხვისას და საშინაო ლოცვისას, მის სახელზე ძალისაებრ გაეცით მოწყალება. ეს არა მარტო თქვენ ვაჟს წაადგება, თქვენთვისაც კარგი იქნება. თუმცა სიკვდილმა თავს დიდი მწუხარება დაგატეხათ, მაგრამ ამ ტკივილმა შეიძლება უფრო განგამტკიცოთ ქრისტიანულ ქველმოქმედებაში, ქრისტიანულად ცხოვრებაში, სულის ქრისტიანულად განწყობაში. ნათქვამია, ღმერთი რასაც იქმს, არა მარტო სასარგებლოა, არამედ კარგია.

მართალია, ჩვენ, ყველას, სულის ხსნა და ზეციურ სამეფოში დამკვიდრება გვინდა, მაგრამ ხშირად გვავიწყდება, რომ "მრავლითა ჭირითა ჯერ არს ჩვენდა შესლვაი სასუფეველსა ღმრთისასა" (საქმე 14,22). ამიტომ ხშირად ბედნიერებას ვეძებთ მიწიერ და დროებით სიამეში, ამსოფლიურ საგნებს მიჯაჭვულნი. ამიტომაც ყოვლადმოწყალე უფალი თავისი ყოვლადბრძნული ჩანაფიქრით გაწყვეტს ამ ჯაჭვს - გონს მოსასვლელად მოგვივლენს მოულოდნელ შეჭირვებას ან მწუხარებას, რათა ჩვენი სულიერი მზერა მივაპყროთ არა დროებით სიკეთეს, არამედ საუკუნოს, რომელიც მყარია და უცვალებელი. და ამას ღმერთი ჩვენთვის მოიმოქმედებს კაცთა უსაზღვრო სიყვარულის გამო. როგორც ბრძანებს მოციქული: "რამეთუ რომელი უყვარს უფალსა, სწავლის და ტანჯვის ყოველი შვილი, რომელი შეიწყნაროს... ხოლო უკეთუ შორს ხართ სწავლასა... მწირნი ვიდრემდე ხართ და არა შვილნი" (ებრ. 6,8). დიდი მწუხარება გერგოთ, მაგრამ თავი ინუგეშეთ იმით, რომ თქვენი უსაზღვრო სიყვარულის გამო უფალმა ამ მწუხარებით ღვთისშვილთა დასში ჩაგრიცხათ. ამიტომაც გაუფრთხილდით ამ უდიდეს ქრისტიანულ პატივს, დაემორჩილეთ ღვთის ნებას არა მარტო უდრტვინველად, არამედ მადლიერებითაც. თქვენ გსურდათ ამ წუთისოფელში გენუგეშათ თქვენი ვაჟით. ღმერთი კი ისე მოიმოქმედებს, რომ მასთან ერთად ინეტაროთ საუკუნო სიცოცხლეში. დაბოლოს, უნდა გახარებდეთ ისიც, რომ თქვენს განსვენებულ ვაჟს შვილები დარჩა, რომლებიც შეგიძლიათ აღზარდოთ და ინუგეშოთ, როგორც საკუთარი შვილებით. ისინი თქვენთვის შვილიშვილებიც იქნებიან და შვილებიც. ეცადეთ, თქვენი გლოვა ქრისტიანულ საზღვარს არ გასცდეს და ყოვლად სახიერი უფალი მოიღებს წყალობას და მოგივლენთ სულიერ სიხარულს, ნუგეშს. ვინ იცის, როგორი იქნებოდა თქვენი ვაჟი, კიდევ რომ ეცოცხლა, ახლა კი სრულიად დარწმუნებით შეგიძლიათ თქვათ, რომ ის ყოველთვის კარგი იქნება. ღმერთმა გაკურთხოთ და მოგცეთ სიმშვიდე. მარად თქვენი გულწრფელი კეთილისმსურველი.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
30.09.2023
1 ივლისს სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს)
07.06.2023


ვუძ­ღვნი მო­მა­ვალ თაო­ბას სიფ­რთხი­ლი­სა და სიფ­ხიზ­ლის­თვის!


ასე­ვე ვუძ­ღვნი ჩემს მოძ­ღვარს, მეუ­ფე და­ვით ალა­ვერ­დელს,


მად­ლიე­რე­ბით და შენ­დო­ბის თხოვ­ნით!


24 მაი­სი მეუ­ფე და­ვი­თის ეპის­კო­პო­სად ხელ­დას­ხმის დღეა.

31.01.2023
("ცანი ღაღადებენ ღმერთის დიდებას, და მისთა ხელთა ნამოქმედარს გვამცნობს სამყარო" (ფს.18: 2))

წმ. ალექსი შუშანია1 დაიბადა 1852 წლის 23 სექტემბერს,
17.11.2021
გაზეთში "ბახტრიონი" (1922,N20) ალექსანდრე ლეონიძე დიმიტრი ყიფიანის სტავროპოლში ყოფნის პერიოდს ამგვარად აღწერს:
01.11.2021

აწ და მარადის მხურვალედ ვევედრები ყოვლადწმიდა სამებას, რათა მან ყოვლისშემძლებელმან,

21.03.2020
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):
სულიერად აზროვნების, მოვლენების სულიერად ხედვის
31.12.2019
თეოლოგი გიორგი თოდუა, პროექტის - "ბიბლია განმარტებებით" კონსულტანტი:
"ფს. 22.6-ის ("წყალობაი შენი, უფალო,
19.12.2019
თა­მარ მა­მა­ცაშ­ვი­ლი - "ბიბ­ლი­ის გან­მარ­ტე­ბე­ბის" პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი და მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რია და ჩვენ მას ვთხო­ვეთ ნა­წყვე­ტე­ბის შე­სა­ხებ ესა­უბ­რა.
31.07.2019
გამარჯობა, ჩვენო მამაო. მთელი ფერეიდნელ ქართველებისგან მოგესალმებით და გიკითხავთ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat