მოთმინებითა თქვენითა მოიპოვნეთ სულნი თქვენნი...
მოთმინებითა თქვენითა მოიპოვნეთ სულნი თქვენნი...
"და იყუნეთ თქუენ მოძულებულ ყოველთაგან", - ეუბნება მაცხოვარი მოციქულებს, - ამ სოფლის მოყვარეთაგან, ურწმუნოთაგან, მაგრამ თავი დაიმშვიდეთ იმით, რომ ამ სიძულვილს მოითმენთ სახელისა ჩემისათვის. ხშირად ბევრი საქმეს იწყებს დიდი მონდომებით, შემდეგში კი დუნდება. მე კი ვუყურებ ბოლოს: ხოლო რომელმან დაითმინოს ყოველგვარი სატანჯველი სრულიად, და რწმენაში შეურყეველი დარჩება, იგი ჰსცხოვნდეს, იგი მიიღებს ნეტარების გვირგვინს ზეციურ სასუფეველში.

"რა სარგებელი აქვს ისეთ მცენარეს, - ამბობს წმინდა ოქროპირი, - რომელიც ჯერ ყვავის, შემდეგ კი უცებ ჭკნება? მართალია, პირველ საშიშროებას მოგარიდებთ, მაგრამ შემოგინახავთ უარესისთვის, რომელსაც მოჰყვება ახალ-ახალი. არ შეწყდება თქვენი ცილისწამება, ბოროტი განზრახვა და ასე იქნება სულის უკანასკნელ ამოსუნთქვამდე. რა დიდი ძალა აქვს ამის მთქმელს! ამ სიტყვების მოსმენის შემდეგ როგორ არ მოერიდნენ მას ეს გაუბედავი მეთევზენი, რომლებიც არ გაშორებოდნენ თავიანთ ზღვას, როგორ არ იფიქრეს: "სად გავიქცეთ? ჩვენს წინააღმდეგ არის სამართალი, ჩვენ გვეწინააღმდეგებიან მეფენი და მთავარნი, ებრაელთა სინაგოგები, ელინნიც... შენ დაგვიპირისპირე მთელი სამყარო. შენ აღჭურვე ჩვენს წინააღმდეგ ქვეყნიერების მკვიდრნი... ხალხი ჩვენ გამო შეიქნა ძმათამკვლელი, შვილთამკვლელი და მამათამკვლელი... როგორ გვიწამებენ სხვები, როცა დაინახავენ, რომ ჩვენ გამო მშობლები დახოცავენ თავიანთ შვილებს, ძმები - ძმებს? განა არ დაგვიწყებენ ყველგან დევნას, როგორც ბოროტ დემონებს, როგორც ქვეყნის დამაქცევლებსა და დამღუპველთ, როცა ნახავენ მიწას, მშობლიური სისხლით გაჟღენთილს? კარგი იქნება კი ის ქვეყანა, რომელსაც მათ მივცემთ, როცა სახლებში უხვად იქნება მკვლელობა? ჩვენ რომ უფრო მეტნი ვიყოთ და არა თორმეტნი, ჩვენ რომ ვიყოთ მეფენი, გვყავდეს მხედრობა და უხვად - სიმდიდრე, მაშინაც კი როგორ შევძლებდით საშინელ ბრძოლათა გამჩაღებლების დარწმუნებას?.."

ასე შეეძლოთ ეფიქრათ მოციქულებს, მაგრამ გულში მსგავსი არა გაუვლიათ რა. მხოლოდ უფალს ეთანხმებოდნენ და ემორჩილებოდნენ. განსაკუთრებით მაკვირვებს ის, - ამბობს წმინდა ოქროპირი, - რომ ისინი არ ირყეოდნენ, არ ითხოვდნენ განსაცდელთაგან გათავისუფლებას, უნდა მოეთმინათ არა ორი ან სამი წელი, არამედ მთელი ცხოვრება. თვით უფალი გვეუბნება: "რომელმან დაითმინოს სრულად, იგი ჰცხონდეს". მას უნდა არა მარტო თავისი ძალის გამოვლენა, არამედ იმათაც რომ იმოქმედონ. ნახეთ: ზოგ სასწაულს თავად იგი ახდენს, ზოგს - მოწაფენი. სასწაულთა მოხდენა - მისი საქმეა, ხოლო არაფრის მოხვეჭა - მოწაფეთა საქმე. გახსნას მათთვის ყველა სახლის კარი - ეს უმაღლესი მადლის საქმეა, ხოლო არაფრის მოთხოვნა, აუცილებლის გარდა - მათი ბრძნული სიყვარულის ნაყოფი. მშვიდობის მოცემა - ღვთის მადლია, ხოლო ღირსეულთა მოძიება და არა ყველასთან განურჩევლად მისვლა - მათი თავშეკავების შედეგი. იმათი დასჯა, ვინც არ მიიღებდა მოციქულთა ქადაგებას - ღვთის საქმეა, ხოლო ასეთებისგან გარიდება მშვიდობით, გაკიცხვისა და დასჯის გარეშე - საქმე მოციქულთა უბრალოებისა; მათთვის სულის ბოძება და საზრუნავისაგან გათავისუფლება, ისიც, თუ როდის რა ეთქვათ, - მათი მიმავლინებლის საქმეა, ხოლო ის, რომ უნდა ყოფილიყვნენ მსგავსნი ცხვრებისა და მტრედებისა და ყოველივე დაეთმინათ სულგრძელობით - ეს არის საქმე მოციქულთა სიმტკიცისა და კეთილგონიერებისა; ყოფილიყვნენ ყველასთვის საძულველნი და მაინც არ გაეტეხათ გული და მოეთმინათ - ესეც მათი საქმე, ხოლო მაჭირვებელთა გადარჩენა - მათი მიმავლინებლისა.

ნამდვილად დიდებული საქმეა, როცა ადამიანი, რომელიც მხოლოდ ტბის ნაპირზე ტრიალებდა ანდა გადასახადებს კრებდა, შედიოდა მეფეებთან, რომელთა წინაშეც წარჩინებულნი და დიდებულნი წარსდგებოდნენ შიშველი ხმლებით და ყოველი ხალხი - შებორკილი, თავჩაღუნული... მოციქულებს თავიანთი მოძღვრების დაცვის ნებასაც კი არ აძლევდნენ, როგორც ქვეყნიერების წარმწყმედელთ მხოლოდ საწამებლად იღებდნენ...

ყოველივე ეს გადახდათ პეტრეს, პავლეს და დანარჩენთაც. მათ ყველგან კიცხავდნენ, როგორც შფოთის ჩამომგდებთ და სიახლეთა შემომტანებს. მაგრამ მოციქულებმა თავიანთ თავზეც შეიცვალეს შეხედულება და სხვებიც აიძულეს, ეფიქრათ მათზე, როგორც მხსნელებზე, მზრუნველებსა და კეთილისმოქმედებზე. და ყოველივე ეს გააკეთეს უდიდესი მოთმინებით. ამიტომაც ამბობს პავლე: "მარადღე მოვკუდებით" (1 კორ. 15,31), - ასე მსჯელობს წმინდა ოქროპირი მოციქულებზე.

ჩვენთვისაც, - ამბობს მიტროპოლიტი ფილატერი: "მოთმინების გარეშე არ არის გმირობანი, გმირობის გარეშე კი - სათნოებები, არ არის სულიერი ღირებულებანი და არ არის ცხონებაც, რადგან "სასუფეველი ღვთისა იიძულების". ჩვენი ცხონების მეთავემ გადარჩენა აღუთქვა ბოლომდე მომთმენს და არა მოუთმენელსა და განსაცდელებში გამოუცდელს. ამიტომ ჩვენ ყველამ, თუ გვსურს ცხონება, უნდა შევიძინოთ და ბოლომდე შევინარჩუნოთ მოთმინება. მოთმინება საჭირო იყო სამოთხეშიც კი, სადაც ხილულად თითქოს არც კი იყო რაიმე მოსათმენი. ჩვენს შორეულ დედას რომ ჰქონოდა საკმარისი მოთმინება და არ დაეჯერებინა გამომცდელი გველისთვის, არ ეგემა აკრძალული ხის ნაყოფი, შეჩერებულიყო და კარგად გაეაზრებინა, იყო თუ არა სახიფათო, არ ერწმუნა ღვთისა, შეთანხმებოდა ქმარს, ცხადია, ცოდვასაც არ ჩაიდენდა და სიკვდილსაც აიცილებდა თავიდან. არ ეყოთ მოთმინება ჩვენს შორეულ წინაპრებს და ამიტომაც დაეცნენ და თან გადაიყოლეს მომავალი მოდგმა კაცობრიობისა. როგორი ზარალი, მწუხარება და განსაცდელები დაითმინა მართალმა იობმა! და როგორ ღირსეულად და უხვად დაჯილდოვდა მისი მოთმინება! როგორი სასტიკი და ხანგრძლივი დევნა-შევიწროება დაითმინა დავითმა და როგორ დიდებულად დაფასდა მოთმინება მისი!"

"რა შეიძლება ისე წაადგეს ჩვენი ცხონების საქმეს, როგორც ამგვარი მაგალითების გახსენება! - ამბობს წმინდა ოქროპირი, - მშვიდობის ჟამსაც კი ვდუნდებით და ვეცემით? არავინ გვდევნის, ჩვენ კი ვართ ძალღონეგამოლეულნი და მოქანცულნი; ჩვენ მშვიდობიანობისას განგვისაზღვრა გადარჩენა და ამასაც ვერ ვახერხებთ! მოციქულები, მაშინაც კი, როცა მთელი ქვეყანა იწვოდა, დადიოდნენ ცეცხლის ალში: დამწვარნი ცეცხლიდან გამოჰყავდათ, ჩვენ კი საკუთარ თავსაც ვერ ვიცავთ! ყოველივე ამის შემდეგ თავს როგორღა გავიმართლებთ? როგორ მივიღებთ პატიებას? ჩვენ არ გვაშინებს არც ჭრილობები, არც საპყრობილე, არც ხელისუფალნი, არც სინაგოგები; რადგან ჩვენი მეფენი და ხელისუფლანი უმეტესად არიან ღვთისმოსავნი, ქრისტიანებიც პატივსა და ღირსებაში არიან და ტკბებიან სიმშვიდით. ამის მიუხედავად, მაინც ვერ ვიმარჯვებთ... ახლა რომ ატყდეს ბრძოლა და ეკლესიის დევნა, - რასაც ნურასოდეს ინებებს უფალი, - რამდენი იქნებოდა დამცირება, ლანძღვა-გინება. ვინ განდიდდება ბრძოლაში გმირობით, თუ თავს საამისოდ არ შეამზადებს? ამიტომ შეეწინააღმდეგე შენს ვნებებს, მხნედ გადაიტანე სულიერი ტკივილები, რათა შეძლო და გადაიტანო ხორციელი სატკივრებიც. ნეტარი იობიც კარგად რომ არ ყოფილიყო მომზადებული განსაცდელთა გმირულად გადატანისათვის, ასე არ გაბრწყინდებოდა გმირობით".

აი, რატომაა წერილში ნათქვამი: "შვილო, თუ უფალს მიეახლები სამსახურად, განსაცდელისათვის გაამზადე თავი" (ზირ. 2,1).

ასევე ამზადებდნენ თავს ღვთისმოსაობის მოშურნენი. წმინდა იოანე ოქროპირის დროს შორეულ უდაბნოში დიდხანს იწრთობდა თავს ღირსი იერაქსი... ერთხელ ხილულად მივიდნენ მასთან ეშმაკები და უთხრეს: "მოხუცო, შენ კიდევ იცოცხლებ ორმოცდაათ წელს. განა ღირს ამდენი მოთმინება ამ უკაცრიელ უდაბნოში? წადი აქედან". მოხუცმა მიუგო მათ: - დიდად საწყენია, რომ ასე ცოტა დამრჩა სიცოცხლე დედამიწაზე, მე კი კიდევ ორასი წლის მოთმინებისთვის ვემზადებოდიო. ბერის ამ ნათქვამზე ეშმაკები გაუჩინარდნენ. ეს ნიშნავს, რომ წმინდა მოღვაწეს განზრახული ჰქონდა, სიცოცხლის ბოლომდე მოეთმინა ყოველგვარი გასაჭირი, მეუდაბნოე ცხოვრების ყველა სიმძიმე. ჩანს, მას მტკიცედ ახსოვდა მაცხოვრის სიტყვები: "მოთმინებითა თქვენითა მოიპოვნეთ სულნი თქვენნი... რომელმან დაითმინოს სრულიად, იგი ჰსცხონდეს".
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
30.09.2023
1 ივლისს სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს)
07.06.2023


ვუძ­ღვნი მო­მა­ვალ თაო­ბას სიფ­რთხი­ლი­სა და სიფ­ხიზ­ლის­თვის!


ასე­ვე ვუძ­ღვნი ჩემს მოძ­ღვარს, მეუ­ფე და­ვით ალა­ვერ­დელს,


მად­ლიე­რე­ბით და შენ­დო­ბის თხოვ­ნით!


24 მაი­სი მეუ­ფე და­ვი­თის ეპის­კო­პო­სად ხელ­დას­ხმის დღეა.

31.01.2023
("ცანი ღაღადებენ ღმერთის დიდებას, და მისთა ხელთა ნამოქმედარს გვამცნობს სამყარო" (ფს.18: 2))

წმ. ალექსი შუშანია1 დაიბადა 1852 წლის 23 სექტემბერს,
17.11.2021
გაზეთში "ბახტრიონი" (1922,N20) ალექსანდრე ლეონიძე დიმიტრი ყიფიანის სტავროპოლში ყოფნის პერიოდს ამგვარად აღწერს:
01.11.2021

აწ და მარადის მხურვალედ ვევედრები ყოვლადწმიდა სამებას, რათა მან ყოვლისშემძლებელმან,

21.03.2020
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):
სულიერად აზროვნების, მოვლენების სულიერად ხედვის
31.12.2019
თეოლოგი გიორგი თოდუა, პროექტის - "ბიბლია განმარტებებით" კონსულტანტი:
"ფს. 22.6-ის ("წყალობაი შენი, უფალო,
19.12.2019
თა­მარ მა­მა­ცაშ­ვი­ლი - "ბიბ­ლი­ის გან­მარ­ტე­ბე­ბის" პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი და მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რია და ჩვენ მას ვთხო­ვეთ ნა­წყვე­ტე­ბის შე­სა­ხებ ესა­უბ­რა.
31.07.2019
გამარჯობა, ჩვენო მამაო. მთელი ფერეიდნელ ქართველებისგან მოგესალმებით და გიკითხავთ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat