ლოცვის ძალა
ლოცვის ძალა
კლაივ სტეიპლ ლუისი
ერთხელ, რამდენიმე წლის წინ, დილიდან ვაპირებდი საპარიკმახეროში წასვლას. შუადღისას კი ლონდონში გაფრენა მქონდა განზრახული.

თუმცა, პირველივე წერილის გახსნის შემდეგ შევიტყვე, რომ ჩემი ლონდონში წასვლა აღარ იყო აუცილებელი. გადავწყვიტე, საპარიკმახეროში წასვლაც დროებით გადამედო. უეცრად ჩემს გონებაში ვიღაცამ თითქმის ხმამაღლა ჩაილაპარაკა: "საპარიკმახეროში წადი". დავუჯერე გულისთქმას და წავედი. ჩემი სტილისტი მუდმივად დავიდარაბაშია. საბედნიეროდ, ზოგჯერ გამომდის მისი დახმარება. კარის გაღებაც ვერ მოვასწარი, როდესაც მისი ხმა შემომესმა: "რამდენს ვლოცულობდი, რომ დღეს დილით მოსულიყავით!" როგორც გაირკვა, ერთი დღით გვიან ვეღარ შევძლებდი მის დახმარებას. გაოცებული დავრჩი და მართალი გითხრათ, ახლაც, როცა ამას ვიხსენებ, ანალოგიური გრძნობა მეუფლება. რა თქმა უნდა, უცილობელი საბუთის გარეშე შეუძლებელია თქვა, რომ სალონში სტილისტის ლოცვამ მიმიყვანა. არსებობს დამთხვევები და ალბათ, ტელეპათიაც არსებობს.

ერთხელ მძიმე ავადმყოფს ვადექი თავზე - კაცი სიმსივნისგან იყო შეჭმული. მისი ადგილიდან დაძვრას სამი კაცი ძლივს ახერხებდა. ექიმები ერთი თვის სიცოცხლეს ჰპირდებოდნენ, ხოლო (როგორც წესი, უფრო პრაგმატული) მედდები რამდენიმე კვირას ვარაუდობდნენ. მისთვის ერთმა კარგმა ადამიანმა ილოცა და ყოფილი პაციენტი ერთი წლის შემდეგ თავისუფლად დადიოდა. რენტგენოლოგი ამბობდა, - ეს ნამდვილად სასწაულიაო! შეიძლება სასწაულია, მაგრამ ეს არ არის სასწაულის დამამტკიცებელი საბუთი. ყველა ექიმი ეთანხმება იმ აზრს, რომ მედიცინას ზუსტ მეცნიერებად ვერ მივიჩნევთ. ხშირად სამედიცინო პროგნოზები სასწაულის გარეშეც არ მართლდება. ამიტომ სრული უფლება გაქვთ, იფიქროთ, რომ ლოცვასა და განკურნებას შორის პირდაპირი კავშირი არ არის.

ამ საკითხთან დაკავშირებით უნებურად ჩნდება კითხვა: - რომელი არგუმენტი შეიძლება მივიჩნიოთ უეჭველად? პასუხი თითქოს რთული მოსაძიებელი არ არის: ყოველ შემთხვევაში, მეცნიერებისაგან განსხვავებით, ლოცვის ყოვლისშემძლეობის დასამტკიცებლად უტყუარი საბუთის მოპოვება ნამდვილად შეუძლებელია. ზოგიერთ მოვლენას ვიღებთ როგორც ფაქტს და მივიჩნევთ, რომ მტკიცებულება ნამდვილად არსებობს. მაგალითად, მიზიდულობის კანონს, რადგან არც ერთ ჩვენგანს არ უნახავს ამ კანონის უგულებელმყოფელი ფაქტი, უტყუარ ჭეშმარიტებად ვაღიარებთ. თუმცა, ლოცვის ძალას იმ შემთხვევაშიც კი ვერ დავასაბუთებთ, თუკი მისი საშუალებით ყველა ჩვენი თხოვნა აღესრულება. ლოცვა არის თხოვნა და მუდარა. თხოვნა ბრძანებისაგან იმით განსხვავდება, რომ ის შეიძლება ან არ შეიძლება იქნეს შესმენილი. ცხადია, უგუნური არსებების თხოვნას ყოვლისშემძლე ყოველთვის არ შეასრულებს. სხვათა შორის, ლოცვის უეჭველი "წარმატება" ქრისტიანობისათვის სასარგებლო არ იქნებოდა. ასეთ შემთხვევაში ის უფრო მეტად ჯადოქრობას ან მაგიას დაემსგავსებოდა და ბოროტად გამოყენების საშუალება გახდებოდა. ჩვენი თხოვნის აღსრულების შესახებ, სახარების საშუალებით გადმოცემული სიტყვები, ერთი შეხედვით, იმედის მომცემია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ იქ სხვაც წერია: მლოცველთა შორის ყველაზე დიდი მლოცველი ითხოვდა, რომ ღმერთს მისთვის სასმისი აერიდებინა, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. ამის შემდეგ აღარ უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ ლოცვა "გარანტიაა".

კანონთა და მოვლენათა უტყუარობა მტკიცდება არა ერთი რომელიმე ცდით, არამედ უამრავი ექსპერიმენტით, რომლებიც ხელოვნურად შექმნილი განსაკუთრებული პირობებით არის უზრუნველყოფილი. ამას ჩვენ "ექსპერიმენტებს" ვუწოდებთ. შეიძლება კი ჩავატაროთ ექსპერიმენტი ლოცვაზე? იმაზე აღარ დავიწყებ საუბარს, რომ ჭეშმარიტი ქრისტიანი "ასეთში" მონაწილეობას არ მიიღებს, მისთვის გაცხადებულია: "არ გამოსცადო უფალი ღმერთი შენი". მიუხედავად ამისა, ეს შეიძლება წარმოვიდგინოთ, მაგალითად: ადამიანების გარკვეული რაოდენობა (რაც მეტი იქნება, მით უკეთესი) შეთანხმდება, რომ ექვსი კვირის განმავლობაში საავადმყოფოს პაციენტებისათვის ილოცებენ და არ ილოცებენ საავადმყოფოს პაციენტთათვის. შემდეგ შეამოწმებენ შედეგებს და აღმოჩნდება, რომ საავადმყოფოში განკურნებულთა რაოდენობა მეტია და პირველის შედეგი უკეთესია მეორისაზე. მეტი სიზუსტისათვის ამის გამეორება რამდენჯერმე სხვადასხვა საავადმყოფოში შეიძლება.

მე არ ვიზიარებ ასეთ პირობით ლოცვას: "სიტყვა ზეცამდე ვერ მიაღწევს, თუ ის შინაარსით არ არის დატვირთული", - ამბობს მეფე ჰამლეტში. ლოცვა და ლოცვის ტექსტის წაკითხვა სულაც არ არის ერთი და იგივე. ასე რომ იყოს, ექსპერიმენტისათვის ნასწავლი თუთიყუშიც გამოდგებოდა. თუ ჩვენი მიზანი არ არის კონკრეტული ადამიანის ან ადამიანების კეთილდღეობასა და ჯანმრთელობაზე ზრუნვა, შეუძლებელია გულწრფელად ვილოცოთ. ჭეშმარიტი მლოცველისთვის არ არსებობს მიზეზი, რომლის გამოც ღმერთს შეიძლება ერთი ადამიანის გამოჯანმრთელება შესთხოვოს და მეორისა არა. ამ შემთხვევაში კი ლოცვა გულმოწყალების გამო არ იკითხება, აქ უფრო მნიშვნელოვანი ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებაა. რაც უნდა წარმოთქვას თქვენმა ბაგეებმა, პირის აპარატმა ექსპერიმენტისთვის - ლოცვა არ იქნება. აქედან გამომდინარე, ვერც ერთი ექსპერიმენტით ვერც ვერაფერს დავამტკიცებთ და ვერც უარვყოფთ. გულწრფელად რომ ვთქვათ, თუ გავიხსენებთ, რომ ლოცვა თხოვნაა და ამ შემთხვევაში მას ვაიგივებთ სხვა ცხოვრებისეულ შემთხვევებთან, რომლებსაც ახლობლებისა და მეგობრებისთვის ვაკეთებთ, არც ისე საწყენია.

ჩვენ შევთხოვთ და ვთხოვთ არა მხოლოდ ღმერთს, არამედ ჩვეულებრივ, ახლობელ ადამიანებსაც. ვითხოვთ სამსახურში დაწინაურებას მანამ, სანამ ქალაქიდან გასულები ვართ, ჩვენი შინაური ცხოველის შეკედლებას ან სიყვარულზე სიყვარულით პასუხს. ხან გვისრულდება თხოვნა, ხანაც არა. თუმცა ასრულების შემთხვევაშიც ძალიან რთული იქნება მეცნიერულად დავასაბუთოთ თხოვნისა და შესრულების მიზეზ-შედეგობრივი კავშირი. იქნებ თქვენი მეზობელი თავად მოუვლიდა თქვენს შინაურ ცხოველს იმ შემთხვევაშიც კი, თუ დაგავიწყდებოდათ მისთვის ამის თქმა, იქნებ თქვენი უფროსი გაფასებთ და სულაც ეშინია, სამსახურიდან არ წახვიდეთ. სიყვარულთან დაკავშირებით დარწმუნებული ხართ, რომ მოგიწევდათ ამის თხოვნა მშვენიერი ქალბატონისათვის, დიდი ხნით ადრე თავად რომ არ გამხდარიყავით მისი რჩეული?

მეგობარმა, სამსახურის უფროსმა ან მეუღლემ შეიძლება გითხრათ და გაიფიქრონ კიდეც, რომ მოიქცეოდნენ ისე და არა სხვანაირად, რადგან მათ სთხოვეს; ჩვენ შეგვიძლია არც დაგვაეჭვოს მათმა სიმართლემ, მაგრამ ყურადღება მივაქციოთ, რომ ამ შემთხვევაში ისეთი რაღაცის გვჯერა, რაც ექსპერიმენტით არ დასტურდება. ეს პირადი ურთიერთობიდან გამომდინარეობს, ანუ ჩვენ ვიცით არა ამბავი მათ შესახებ, არამედ ვიცნობთ თავად ამ ადამიანებს.

რწმენა უფლისა, რომ ისმენს ჩვენს ლოცვებსა და თხოვნებს და ხანდახან ასრულებს მათ, იბადება ზუსტად ამ პრინციპით. ის, ვინც კარგად იცნობს რომელიმე ადამიანს, მიხვდება, ეს ადამიანი თავისი ნებით ასრულებს ჩვენს სურვილს, თუ ჩვენი თხოვნის გამო. შესაბამისად, ის, ვინც კარგად იცნობს უფალს, უკეთ გაიგებს, მან ლოცვის საპასუხოდ გამგზავნა საპარიკმახეროში თუ არა.

გარდა ამისა, ჩვენ არასწორად, ისე ვსვამთ საკითხს, თითქოს ლოცვა ჯადოქრობა ან რაიმე ხელსაწყო იყოს. სინამდვილეში ეს ან თავის მოტყუებაა, ან პიროვნული ურთიერთობაა არასრულყოფილ, ჩანასახ არსებასა და ყოვლისშემძლე შემოქმედს შორის. ლოცვა-ვედრება, ლოცვა-თხოვნა ასეთი ურთიერთობის მხოლოდ მცირე ელემენტია. განადგურება - მისთვის უკიდურესობაა, მოკრძალება - წმინდათა წმინდაა, სიხარული - მისი ტრაპეზია. როდესაც ღმერთთან გვაქვს ურთიერთობა, ვედრებაზე მისი პასუხი შეიძლება მხოლოდ ნებისმიერი შედეგი იყოს და არა ის, რაც ჩვენ ყველაზე მნიშვნელოვანად მიგვაჩნია.

ლოცვა-ვედრება ჩვენთვის დასაშვებია და არა მხოლოდ დასაშვები, არამედ ნაქადაგებიც: "პური ჩვენი არსობისა, მომეც ჩვენ დღეს". თუმცა ყველაფერი არც ისე მარტივია. შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ ყოვლისმხილველს არ სჭირდება ჩვენი მითითება, ყოვლადმოწყალეს არ აინტერესებს ჩვენი თხოვნა. მაშინ, ამ ლოგიკას თუ დავეყრდნობით, უნდა ვთქვათ, რომ მას შუამავლები, არც ცოცხლებში და არც მიცვალებულებში არ სჭირდება. უფალს შეეძლო ჩვენი ცხოვრება საკვების გარეშე უზრუნველეყო ან პური - მიწათმოქმედებისა და მცხობელების გარეშე, ცოდნა - მასწავლებლების გარეშე, ხოლო რწმენა - მქადაგებლების გარეშე მოეცა. შეეძლო მასთან ჩვენი თანამშრომლობა ნიადაგის, ამინდის, ცხოველების, ჩვენი ფიქრების, სურვილების გარეშე დაეშვა. პასკალი ამბობს: "ღმერთმა განაწესა ლოცვა, რათა თავის ქმნილებას მაღალი პატივი მიაგოს: რათა ყველაფრის მიზეზი თავად ქმნილება იყოს". მისგან ამ პატივს არა მხოლოდ ლოცვის საშუალებით, არამედ ყველა საქმეში ვღებულობთ. ჭეშმარიტად გასაკვირია, რომ ჩემს ლოცვას შეუძლია ცხოვრებაზე გავლენა მოახდინოს; საოცარია, რომ ცხოვრებაზე გავლენას ჩემი ქმედება ახდენს.

ვფიქრობ, რაც ადამიანს ხელეწიფება, ღმერთი იმას არ გააკეთებს. ჩვენ ვაკეთებთ მოუხერხებლად და ნელა. უფალი ამას სწრაფად და შთამბეჭდავად გააკეთებდა. ის გვაძლევს უფლებას, არ აღვასრულოთ მისი მცნებები და მოთმინებით უყურებს ჩვენს წარუმატებლობას. ალბათ ძალიან ცუდად წარმოგვიდგენია, საბოლოოდ როგორ შეესაბამება ჩვენი თავისუფალი ნება ყოვლისშემძლე უფლის სურვილებს. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ღმერთი ყოველ წამს თავს იკავებს, უარს ამბობს საკუთარ ძალაუფლებაზე. ჩვენ არა მხოლოდ მომხმარებლები ვართ ან მაყურებლები, ჩვენ უფლება გვეძლევა ღვთაებრივ თამაშშიც მივიღოთ მონაწილეობა. სინამდვილეში შეიძლება ეს ჩვენს თვალწინ მიმდინარე შესაქმის პროცესი იყოს. სწორედ ასე ქმნის ღმერთი რასაც ქმნის - არა, ღმერთი არაფრისგან ღვთაებებს ქმნის!

მე ვემხრობი ასეთ რწმენას. მაგრამ უკეთეს შემთხვევაში ეს მხოლოდ მოდელი ან სიმბოლო შეიძლება იყოს. რაც არ უნდა ვთქვათ, ყველაფერი ეს მხოლოდ მსგავსება და იგავია. ჭეშმარიტება, მთელი თავისი სისრულით, ღმერთთან შედარებით ჩვენი შეზღუდული აზროვნებისათვის მიუწვდომელია. ჩვენ მცირეოდენით ვკმაყოფილდებით და უაზრო მსგავსებებსა და იგავებს ვეყრდნობით. ლოცვა არც მანქანაა, არც მაგია და არც ღვთისთვის რჩევის მიცემაა. როგორც ყოველი ჩვენი მოქმედება, ლოცვა ღვთის მოქმედებასთანაა დაკავშირებული, ღმერთის თანხმობის გარეშე ამქვეყნიური მიზეზი არაფერს ნიშნავს. უფრო სახიფათოა ჩაითვალოს, რომ ისინი, ვისი ლოცვებიც სრულდება, ღვთის რჩეულები ან გავლენიანი პირები არიან ღვთის კარზე. ერთმა კეთილმა და გამოცდილმა ქრისტიანმა მკაცრად მითხრა: "მე მინახავს ლოცვის ბევრნაირი აღსრულება და ბევრი სასწაულიც, მაგრამ ეს ძირითადად, თხოვნის შემდეგ უმალვე აღსრულებული, დამწყები მლოცველების საჩუქარია. რაც უფრო შორს მიდიხარ ქრისტიანული გზაზე, ლოცვაში წარმოთქმული თხოვნა მით უფრო იშვიათად სრულდება". გამოდის, რომ ღმერთი უპასუხოდ ტოვებს თავის საუკეთესო მეგობრებს? ეს თუ ასეა, საუკეთესოთა შორის საუკეთესოს უნდა შეეძახა: "ელი, ელი, ლამა საბაქთანი? რაც ნიშნავს, ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რად მიმატოვე მე?" (მათ. 27:46). როდესაც ღმერთი განკაცდა, ეს ადამიანი ჩვენზე და ყველაზე ნაკლებად იქნა ნუგეშინისცემული. აქ უდიდესი საიდუმლოა... რომც შემეძლოს, ამ საიდუმლოს ამოხსნის უფლებას მაინც არ მივცემდი საკუთარ თავს. მოდით, ასე ვიფიქროთ, როდესაც იმედისა და შესაძლებლობების მიუხედავად ჩემი და თქვენი ლოცვები აღსრულდება, ნუ ვიამაყებთ, რადგან თუ რწმენაში გავძლიერდებით, ნამდვილად გავიზრდებით და ჩვენთვის აუცილებელი აღარ იქნება, ასე რბილად და ფრთხილად გვექცეოდნენ.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
30.09.2023
1 ივლისს სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს)
07.06.2023


ვუძ­ღვნი მო­მა­ვალ თაო­ბას სიფ­რთხი­ლი­სა და სიფ­ხიზ­ლის­თვის!


ასე­ვე ვუძ­ღვნი ჩემს მოძ­ღვარს, მეუ­ფე და­ვით ალა­ვერ­დელს,


მად­ლიე­რე­ბით და შენ­დო­ბის თხოვ­ნით!


24 მაი­სი მეუ­ფე და­ვი­თის ეპის­კო­პო­სად ხელ­დას­ხმის დღეა.

31.01.2023
("ცანი ღაღადებენ ღმერთის დიდებას, და მისთა ხელთა ნამოქმედარს გვამცნობს სამყარო" (ფს.18: 2))

წმ. ალექსი შუშანია1 დაიბადა 1852 წლის 23 სექტემბერს,
17.11.2021
გაზეთში "ბახტრიონი" (1922,N20) ალექსანდრე ლეონიძე დიმიტრი ყიფიანის სტავროპოლში ყოფნის პერიოდს ამგვარად აღწერს:
01.11.2021

აწ და მარადის მხურვალედ ვევედრები ყოვლადწმიდა სამებას, რათა მან ყოვლისშემძლებელმან,

21.03.2020
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):
სულიერად აზროვნების, მოვლენების სულიერად ხედვის
31.12.2019
თეოლოგი გიორგი თოდუა, პროექტის - "ბიბლია განმარტებებით" კონსულტანტი:
"ფს. 22.6-ის ("წყალობაი შენი, უფალო,
19.12.2019
თა­მარ მა­მა­ცაშ­ვი­ლი - "ბიბ­ლი­ის გან­მარ­ტე­ბე­ბის" პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი და მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რია და ჩვენ მას ვთხო­ვეთ ნა­წყვე­ტე­ბის შე­სა­ხებ ესა­უბ­რა.
31.07.2019
გამარჯობა, ჩვენო მამაო. მთელი ფერეიდნელ ქართველებისგან მოგესალმებით და გიკითხავთ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat