ილია ჭავჭავაძემ იტვირთა ის, რაც მაშინდელი საქართველოსათვის ყველაზე მთავარი იყო - ერის გამოფხიზლება
ილია ჭავჭავაძემ იტვირთა ის, რაც მაშინდელი საქართველოსათვის ყველაზე მთავარი იყო - ერის გამოფხიზლება
ელეგია
"მკრთალი ნათელი სავსე მთვარისა
მშობელს ქვეყანას ზედ მოჰფენოდა

და თეთრი ზოლი შორის მთებისა
ლაჟვარდ სივრცეში დაინთქმებოდა.

არსაიდამ ხმა, არსით ძახილი!..
მშობელი შობილს არრას მეტყოდა,
ზოგჯერ-კი ტანჯვით ამოძახილი
ქართვლის ძილშია კვნესა ისმოდა!

ვიდექ მარტოკა და მთების ჩრდილი
კვლავ ჩემ ქვეყნის ძილს ეალერსება,
ოხ, ღმერთო ჩემო! სულ ძილი, ძილი,
როსღა გვეღირსოს ჩვენ გაღვიძება?!"


ილიას ამ ლექსის პირველად წაკითხვისას გიჩნდება კითხვა, როგორ შეიძლება ერმა ჩაიძინოს, ერთეულთა ძილი ერის ჩაძინებას ხომ არ ნიშნავს. თურმე, შეიძლება. სამწუხაროდ, ჩვენს სამშობლოს თავისი არსებობის ისტორიაში არაერთხელ დასდგომია ,,ჩაძინების ხანა". ქვეყნის ბედზე პასუხისმგებლობის გრძნობადაკარგული ერის მართვა სულაც არაა ძნელი, საითაც გინდა, იქით მიატრიალებ, ხმის ამომღები თითქმის აღარავინაა. ჟამთა სიავით ჩაძინებულ ერს უფალი მხსნელად მოუვლენდა ხოლმე ისეთ პიროვნებას, რომელიც გამოაღვიძებდა და უკეთესი მომავლისათვის ბრძოლაში გაიყოლებდა ხალხს. ილია ჭავჭავაძე სწორედ ასეთი რჩეული პიროვნებაა. ილიამდეც ეძინა ქართველ ერს. იოანე ხელაშვილს სწერს: გუშინ "ჟამსა განთიადისასა" თბილისში მიწა ისე ძლიერ იძრა, რომ ყველა გააღვიძა და ლოგინიდან წამოყარა, მაგრამ "გაღვიძება ესე" მხოლოდ ფიზიკური იყო. სულიერად ქართველებს ისე ღრმად სძინავთ, რომ ვშიშობ, მათ ვერანაირი მიწისძვრა ვერ გამოაღვიძებსო.

ილია ჭავჭავაძემ იტვირთა ის, რაც მაშინდელი საქართველოსათვის ყველაზე მთავარი იყო - ერის გამოფხიზლება. ერი უნდა გამოსულიყო ლეთარგიული ძილიდან და მოქმედება დაეწყო. ქართველები ახლა ახალ ვარსკვლავს უნდა გაჰყოლოდნენ და ახალი მყოფადი უნდა ეშვათ. მომდევნო ეტაპი კი გამოფხიზლებული ერის ცხოვრებისა და მოქმედების განათლებასა და სამეცნიერო საფუძველზე დამკვიდრება იყო.

ამდენი წლის შემდეგაც ნახევრად მთვლემარე პოზიციაში ვაპროტესტებთ ჩვენი ქვეყნის მდგომარეობას. სამშობლოს სიყვარული ლამის სადღეგრძელოს დონეზე დავიყვანეთ. ,,საერთოდ კი ძნელია გამოთქვა ჩვენი გრძნობა სამშობლოსადმი. თუ ვიტყვით, რომ იგი გვიყვარს, - ეს არაფრისმთქმელი ფრაზაა. არც დედამიწის ულამაზეს გარკვეულ გეოგრაფიულ სივრცედ მისი აღქმა ნიშნავს რამეს. ჩვენ სისხლხორცეული ნაწილი ვართ ჩვენი მამულისა, იგი საუნჯეა ჩვენი. ჭირს გარჩევა, ჩვენ ვცხოვრობთ მასში, თუ ის სახლობს ჩვენს გულში. სამშობლო, ესაა ენა ქართული, ესაა სული ჩვენი დიდებული წინაპრებისა, ათასობით წმინდა მოწამისა, მეფეთა, კათოლიკოს-პატრიარქთა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა და დედათა. ისაა ჩვენი უთვალავი ტაძრები და მონასტრები, ჩვენი სიწმინდეები, ხელოვნება, არქიტექტურა, მწერლობა, ესაა ჩვენი ხასიათი და აზროვნების წესი; ესაა ჩვენი წარსული, აწმყო და მომავალი. სამშობლო ჩვენი დიდი იმედია. მისდამი გრძნობა იმდენად ამაღლებული და სათუთია, როგორც სიყვარული ღვთისადმი", - ამბობს უწმინდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია II.

სამწუხაროდ, ბოლო დროს, ჩვენს ქვეყანაში საპირისპირო ფასეულობების დამკვიდრებას ეწყობა ხელი, ჩვენ კი ძილ-ბურანში მყოფნი გულგრილად ვეგუებით ამას და თავს ასე ვიმართლებთ: გლობალიზაციამ, დრომ მოიტანაო.

სანამ თითეული ჩვენგანი ქვეყნის ბედზე პასუხისმგებლად არ ჩავთვლით თავს, არაფერი გვეშველება. სამშობლო პასუხისმგებლობაა, ჩვენს მამა-პაპას იმიტომ არ დაუღვრია წმინდა სისხლი, რომ შთამომავლობა გულხელდაკრეფილი შევყურებდეთ ქვეყნის განიავებას და საპასუხოდ არაფერს ვაკეთებდეთ. სადღაც ამოვიკითხე: ისტორია წინაპრების მიერ ჩვენთვის დანატოვარი ანდერძია, "თქვენც ასე მოიქეცითო". დღეს თავს ასე ვიმართლებთ: აბა, ჩვენ რა შეგვიძლია, ჩვენ ხომ არა ვართ დავით აღმაშენებლები, თამარ დედოფლები, ბაგრატ მეფეები... ჰო, მაგრამ ასე რომ ეფიქრათ წმინდა ილია მართალს, წმინდა ექვთიმე ღვთისკაცს, მოწამე კათოლიკოსებს: ლეონიდეს, კირიონს, ამბროსისა და სხვებს, განა იარსებებდა დღეს საქართველო? მათ შეძლეს, რადგან უყვარდათ.

დღესაც ვციტირებთ ილია მართლის სიტყვებს: ,,ოხ, ღმერთო ჩემო! სულ ძილი, ძილი, როსღა გვეღირსოს ჩვენ გაღვიძება?!", ოღონდ ძილ-ბურანში.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
30.09.2023
1 ივლისს სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს)
07.06.2023


ვუძ­ღვნი მო­მა­ვალ თაო­ბას სიფ­რთხი­ლი­სა და სიფ­ხიზ­ლის­თვის!


ასე­ვე ვუძ­ღვნი ჩემს მოძ­ღვარს, მეუ­ფე და­ვით ალა­ვერ­დელს,


მად­ლიე­რე­ბით და შენ­დო­ბის თხოვ­ნით!


24 მაი­სი მეუ­ფე და­ვი­თის ეპის­კო­პო­სად ხელ­დას­ხმის დღეა.

31.01.2023
("ცანი ღაღადებენ ღმერთის დიდებას, და მისთა ხელთა ნამოქმედარს გვამცნობს სამყარო" (ფს.18: 2))

წმ. ალექსი შუშანია1 დაიბადა 1852 წლის 23 სექტემბერს,
17.11.2021
გაზეთში "ბახტრიონი" (1922,N20) ალექსანდრე ლეონიძე დიმიტრი ყიფიანის სტავროპოლში ყოფნის პერიოდს ამგვარად აღწერს:
01.11.2021

აწ და მარადის მხურვალედ ვევედრები ყოვლადწმიდა სამებას, რათა მან ყოვლისშემძლებელმან,

21.03.2020
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):
სულიერად აზროვნების, მოვლენების სულიერად ხედვის
31.12.2019
თეოლოგი გიორგი თოდუა, პროექტის - "ბიბლია განმარტებებით" კონსულტანტი:
"ფს. 22.6-ის ("წყალობაი შენი, უფალო,
19.12.2019
თა­მარ მა­მა­ცაშ­ვი­ლი - "ბიბ­ლი­ის გან­მარ­ტე­ბე­ბის" პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი და მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რია და ჩვენ მას ვთხო­ვეთ ნა­წყვე­ტე­ბის შე­სა­ხებ ესა­უბ­რა.
31.07.2019
გამარჯობა, ჩვენო მამაო. მთელი ფერეიდნელ ქართველებისგან მოგესალმებით და გიკითხავთ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat