როგორც ყველა ცოცხალ ორგანიზმს, ისე ეკლესიის წიაღში ყოველ წევრს თავისი დანიშნულება აქვს
როგორც ყველა ცოცხალ ორგანიზმს, ისე ეკლესიის წიაღში ყოველ წევრს თავისი დანიშნულება აქვს
ეკლესიის შემადგენლობა
ზეციურ სასუფეველში შესასვლელად ეკლესიის ყველა წევრს თანასწორი შესაძლებლობა აქვს: "და როგორც ყველა ცოცხალ ორგანიზმს, ისე ეკლესიის წიაღში ყოველ წევრს თავისი დანიშნულება გააჩნია" (I კორ. 12:4-6).

ეფესელთა მიმართ პავლე მოციქულის ეპისტოლეში ნათქვამია: "მან დააყენა ერთნი მოციქულებად, მეორენი წინასწარმეტყველებად, ზოგნი მახარებლებად, ზოგნი მწყემსებად და მოძღვრებად, რათა სრულვყოთ წმინდანი მსახურების საქმისთვის - ქრისტეს სხეულის აღსაშენებლად, ვიდრე ყველანი მივაღწევდეთ რწმენის ერთიანობას და ღვთის ძის შემეცნებას სრულ კაცად... რათა აღარ ვიყოთ ბავშვები, რომელთაც არყევს და იტაცებს მოძღვრების ყოველგვარი ქარი ადამიანთა ცბიერებით, ცდუნების მზაკვრული ხელოვნებით. არამედ ჭეშმარიტების სიყვარულით მთქმელნი ყველაფერში ვიზრდებოდეთ მის მიმართ, ვინც არის თავი - ქრისტე, ვის მიერაც მთელი სხეული, შენაწევრებული და შემტკიცებული ყოველნაირი მაცოცხლებელი კავშირის საშუალებით, სხეულის თითოეული ასოს ზომიერად მოქმედებით იზრდება თავისი თავის სიყვარულში აღსაშენებლად" (ეფეს. 4:11-16).

ეკლესიის წევრები ორ ძირითად ნაწილად არიან განყოფილნი: პირველ ჯგუფს შეადგენენ სულიწმინდის მიერ მოწოდებულნი და დადგინებულნი საეკლესიო მსახურების აღსასრულებლად, რათა მათ იზრუნონ ტაძრის შინაგან მოწყობა-აღმშენებლობაზე - ესენი არიან კლირიკოსები ანუ სასულიერო პირები. მეორე ჯგუფს შეადგენენ საერონი, რომლებიც ასევე ითვლებიან საეკლესიო ცხოვრების თანამონაწილეებად. ისინი მოქმედებენ, მოღვაწეობენ მხოლოდ ღვთის მსახურის (მოძღვრის) კურთხევით, როგორც წესი, ტაძრის გარეთ, ასევე - ღვთისმსახურის არჩევანით (გამორჩევით) - საეკლესიო მართვაში.

აღმოსავლეთის პატრიარქები 1848 წლის 6 მაისის საერთო ეპისტოლეში წერდნენ, რომ "თავად ეკლესიის სხეული, ე.ი. "თავად ერი" არის "მცველი მადლმოსილებისა". ამით მათ გამოთქვეს მართლმადიდებლური სწავლების მთავარი ჭეშმარიტება, განსხვავებით კათოლიკეთა თეოკრატიული და კლერიკალური დოქტრინისა, სადაც ეკლესიის ერთიანი სხეული გაყოფილია 2 ეკლესიად - მასწავლებლებად და მოსწავლეებად, რაც მართლმადიდებლობისათვის მიუღებელია.

კლირიკოსებისა და საეროთა გარდა ეკლესიის ცხოვრებაში არსებობენ მონაზვნები, რომლებიც გამოირჩევიან არა მსახურებით, არამედ განსაკუთრებული ცხოვრების წესით, თავიანთი აღთქმის მიხედვით: მორჩილებით, უპოვარებით, უბიწოებით, ქალწულებით.

წმინდა იერარქია
ეკლესიას თავიდანვე გააჩნდა წმინდა იერარქია, რომელიც სამი ხარისხისგან შედგება: დიაკვნის, პრესვიტერისა და ეპისკოპოსისა. ეს ხარისხები მოციქულთაგან წარმოდგება და ჰგიებს სოფლის აღსასრულამდე. ეკლესიას არ ძალუძს, იერარქიას მოაკლოს ან მიუმატოს ხარისხები.

ზოგიერთ ავტორიტეტულ მართლმადიდებლურ წიგნში გაჩნდა განსხვავებული შეხედულებები წმინდა იერარქიის ხარისხებთან დაკავშირებით.

განასხვავებენ მაღალი და დაბალი ჩინის სამღვდელოებას.

მაღალჩინოსნები არიან ეპისკოპოსები და პრესვიტერები, დაბალჩინოსნები კი დიაკვნები, იპოდიაკვნები, სტიქაროსნები, მგალობლები და მედავითნეები. მოკლედ რომ ვთქვათ, დაბალი ჩინის სამღვდელო ხარისხი გაიგივებულია მგალობლებთან, მედავითნეებთან, რაც მას ამსგავსებს კათოლიკურ შეხედულებას იერარქიის ხარისხთა შესახებ. კათოლიკეები წმინდა იერარქიაში განარჩევენ მღვდელმოქმედების მქონე სამღვდელოებას (ეპისკოპოსებს, პრესვიტერებს) და მსახურებს (დიაკვნებს, იპოდიაკვნებსა და სუბდიაკვნებს, აკოლეთებს, ეგზორცისტებს, ლექტორებს და სხვა), ხოლო კანონიკური ვალდებულების (მაგალითად, უქორწინებლობის) მიხედვით - მაღალი და დაბალი ჩინის ხარისხებს. პირველს ეკუთვნიან ეპისკოპოსები, პრესვიტერები და დიაკვნები, მეორეს - ეკლესიის დანარჩენი მსახურნი.

რუის-ურბნისის საეკლესიო კრების განჩინების მიხედვით, საქართველოს ეკლესიის მიერ დიაკვნობისთვის ასაკად დადგენილია 25 წელი, მღვდლობისთვის - 30 წელი, ეპისკოპოსობისთვის - 35 წელი.

ეკლესიის მსახურნი და მათი ხარისხები
დაბალი ჩინის კლირიკოსები ეკლესიის დაარსების დღიდანვე არ ყოფილან დადგინებულნი, მაგრამ მოციქულთა დროიდან (ე. ი. I საუკუნიდან) ღვთისმსახურებაში მონაწილეობდნენ პირები, რომელთაც, მსგავსად თანამედროვე ეკლესიის მსახურებისა, გარკვეული მოვალეობები ეკისრათ. ისინიც მორწმუნე ერის წარმომადგენლები იყვნენ, რომლებიც ემსახურებოდნენ ტაძარს, მედავითნეობდნენ და სხვა.

თანდათანობით მათი რიცხვი გაიზარდა და მათ შეადგინეს იერარქია, რომელსაც ეკლესიის დაბალი ჩინის კლირიკოსები ანუ ეკლესიის მსახურნი ეწოდება.

პირველად, II-IV საუკუნეებში, იპოდიაკვნები დადგინდნენ. ისინი არ არიან სამღვდელო ხარისხის მატარებელნი, არამედ მედავითნის, მგალობლისა და მნათის მსგავსად ეკლესიის მსახურთა რიცხვში შედიან (მოც. 43-ე წესი). დასავლეთში მრავალი წყარო ადასტურებს, რომ სუბდიაკონი IV საუკუნეში ღვთისმსახურების ხარისხის მქონედ ითვლებოდა, მართლმადიდებელი ეკლესია კი, მოციქულთა წესების გათვალისწინებით, ამ ხარისხის მინიჭებისგან თავს იკავებს.

იპოდიაკვნების შემდეგ მათ მისახმარებლად ეკლესიაში დადგინდნენ აკოლეთები (აკოლეთი თანამგზავრს ნიშნავს), რომლებიც ეხმარებოდნენ წმინდა ზიარებისას, ყურადღებას აქცევდნენ ტაძრის სისუფთავეს (ე.ი. დღევანდელი მნათეები). გერმანელი მეცნიერი კროუმი ვარაუდობს, რომ ისინი სანთლით ხელში წინ უძღოდნენ დიაკვნებს და წმინდა წერილის კითხვისას მნათეს (კანდელაკის) როლს ასრულებდნენ, მეორე ავტორი - ზაოდლი კი ფიქრობს, რომ ისინი იყვნენ ეპისკოპოსთა მცველები.

უკვე IV საუკუნეში აკოლეთებს, ისევე როგორც სუბდიაკვნებს, დასავლეთში ღვთისმსახურის ხარისხის მქონედ თვლიან.

ლაოდიკიის კრების 24-ე წესით, აკოლეთები ღვთისმსახურთა შორის არ მოიხსენიებიან.

ეგზორცისტების ანუ შემლოცველების ხარისხი სამოციქულო ხანაში ეკუთვნოდათ ქრისტიანებს, რომელთაც მინიჭებული ჰქონდათ განსაკუთრებული ქარიზმა - ნიჭი ავი სულების შეჩვენებისა, განსხმისა. ქრისტიანთა დევნის ეპოქაში (I საუკუნეებში) ქრისტიანებს შორის ეს ნიჭი გავრცელდა.

წმინდა იუსტინე ფილოსოფოსი თხზულებაში "იუდეველ ტრიფონთან საუბრისას" ამბობს: "ჩვენ, მორწმუნენი ჯვარცმული ქრისტესი, შევაჩვენებთ დემონებსა და არაწმინდა სულებს და ვუფლებთ მათზე".

შემდგომში ეგზორციზმს (ავსულთა განსხმას) ხელი მიჰყვეს ქალებმაც, რამაც ეკლესიის სასტიკი წინააღმდეგობა გამოიწვია. ლაოდიკიის კრების 24-ე წესით, ეგზორცისტები ირიცხებიან "საეკლესიო პირებად".

შელოცვები თუ შეჩვენებები მას შემდეგ ეპისკოპოსებისა და პრესვიტერების მიერ ნათლისღების საიდუმლოსთან ერთად აღესრულებოდა.

ლექტორების ჩინის წარმოშობა ღვთისმსახურებისას წმინდა წერილის კითხვასთან გახლდათ დაკავშირებული. I საუკუნეში ტაძარში კითხვა შეეძლო ეკლესიის ნებისმიერ წევრს, როგორც ღვთისმსახურს, ისე ერისკაცს, შემდგომში კი დადგინდნენ "ლექტორები" ("წიგნის მკითხველები"), რომლებიც ექვემდებარებოდნენ დიაკვნებს და დაბალი ჩინის კლირიკოსთა რიცხვში შედიოდნენ.

II ასწლეულის მიწურულს ლექტორი ეკლესიაში თანამდებობის პირი გახდა.

მოციქულთა 26-ე წესით, ლექტორები კლირიკოსებს შორის ირიცხებიან. ისინი მოხსენიებულნი არიან ლაოდიკიის 24-ე წესში, ხოლო სარდიკიის კრების მე-10 წესის თანახმად, ეპისკოპოსმა აუცილებლად უნდა გაიაროს ლექტორის, დიაკვნისა და პრესვიტერის ხარისხები.

ძველად ეკლესიაში იყვნენ ჰერმენევტებიც. ისინი შეიძლებოდა გამოერჩიათ როგორც საეროთა, ისე კლირიკოსთა რიცხვიდან, მაგრამ ყველაზე ხშირად ჰერმენევტები ლექტორები ხდებოდნენ.

მათ ღვთისმსახურებისას წმინდა წერილისა და ქადაგებების თარგმნა ევალებოდათ.

მოამზადა მღვდელმა
ლევან მათეშვილმა
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
30.09.2023
1 ივლისს სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს)
07.06.2023


ვუძ­ღვნი მო­მა­ვალ თაო­ბას სიფ­რთხი­ლი­სა და სიფ­ხიზ­ლის­თვის!


ასე­ვე ვუძ­ღვნი ჩემს მოძ­ღვარს, მეუ­ფე და­ვით ალა­ვერ­დელს,


მად­ლიე­რე­ბით და შენ­დო­ბის თხოვ­ნით!


24 მაი­სი მეუ­ფე და­ვი­თის ეპის­კო­პო­სად ხელ­დას­ხმის დღეა.

31.01.2023
("ცანი ღაღადებენ ღმერთის დიდებას, და მისთა ხელთა ნამოქმედარს გვამცნობს სამყარო" (ფს.18: 2))

წმ. ალექსი შუშანია1 დაიბადა 1852 წლის 23 სექტემბერს,
17.11.2021
გაზეთში "ბახტრიონი" (1922,N20) ალექსანდრე ლეონიძე დიმიტრი ყიფიანის სტავროპოლში ყოფნის პერიოდს ამგვარად აღწერს:
01.11.2021

აწ და მარადის მხურვალედ ვევედრები ყოვლადწმიდა სამებას, რათა მან ყოვლისშემძლებელმან,

21.03.2020
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):
სულიერად აზროვნების, მოვლენების სულიერად ხედვის
31.12.2019
თეოლოგი გიორგი თოდუა, პროექტის - "ბიბლია განმარტებებით" კონსულტანტი:
"ფს. 22.6-ის ("წყალობაი შენი, უფალო,
19.12.2019
თა­მარ მა­მა­ცაშ­ვი­ლი - "ბიბ­ლი­ის გან­მარ­ტე­ბე­ბის" პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი და მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რია და ჩვენ მას ვთხო­ვეთ ნა­წყვე­ტე­ბის შე­სა­ხებ ესა­უბ­რა.
31.07.2019
გამარჯობა, ჩვენო მამაო. მთელი ფერეიდნელ ქართველებისგან მოგესალმებით და გიკითხავთ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat