ეს მოძღვარი თქვენს გვერდით ცხოვრობს
 ეს მოძღვარი თქვენს გვერდით ცხოვრობს
"არავინ იცის, როდის მიიწვევს უფალი ამ ქვეყნიდან, ამიტომ ადამიანმა თავისი სიცოცხლის დრო სიკეთის კეთებას უნდა მოახმაროს. ეს აქაც დაგეხმარებათ და იმქვეყნადაც. მორწმუნეებმა ჩვენი დრო იმაში უნდა გამოვიყენოთ, რომ უპირველეს ყოვლისა, ვიზრუნოთ სულიერ განწმენდაზე და სიკეთე ვაკეთოთ. სიკეთის გამკეთებლის მადლი გაცილებით მეტია, ვიდრე იმისა, ვისაც სიკეთეს უკეთებენ. უნდა დავეხმაროთ სხვებს სულიერად და მატერიალურად, ვისაც როგორ შეუძლია."
უწმინდესი და უნეტარესი, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია II

დღევანდელ საზოგადოებაში სიკეთის მკეთებელთა ნაკლებობის გარდა მეორე დიდი პრობლემა დგას - სიკეთის დანახვის უუნარობა და მადლიერების უქონლობა.

ადამიანთა უმრავლესობა დაკავებულნი ვართ სხვათა ცოდვების განქიქებითა და განკითხვით. ჩვენს გვრდით კი დღესაც ცხოვრობენ დიდი ადამიანები, მათი დანახვის უნარი საზოგადოებას აღარ აქვს. რამდენიმე დღის წინ ჩვენს საიტზე გამოქვეყნდა მამუკა სესიაშვილის გამოსათხოვარი და მისი ცხოვრების ისტორია. ერთი ადამიანის კაცურმა საქციელმა და ადამიანურმა გმირობამ ათასები დააფიქრა და გამოაფხიზლა. ბევრი გამოხმაურება მოჰყვა ამ სტატიას. ამიტომ გადავწყვიტეთ ასეთი ისტორიები საზოგადოებაში მოვიძიოთ და თქვენამდე მოვიტანოთ.

თქვენც გთხოვთ, მკითხველო, უფრო ფართოდ გავახილოთ თვალები სიკეთის საძიებლად: თუ თქვენს ირგვლივ ცხოვრობენ ადამიანები, რომლებიც კეთილი საქმეებით გამოირჩევიან, მოგვწერეთ მათ შესახებ, გააცანით ისინი სხვებსაც.

ახლა კი ერთი ისტორია უნდა მოგითხროთ, რომელსაც ემოციის გარეშე ვერ მოისმენთ:

თბილისის ერთ-ერთი გარეუბნის ერთ ტაძარში ერთი ღვთისნიერი მოძღვარი მსახურობს (მის სახელსა და გვარს გარკვეული მოსაზრებების გამო არ ვასახელებთ). მისი მრევლის წევრ ვაჟსა და გოგონას ერთმანეთი შეუყვარდათ და დაქორწინებაც გადაწყვიტეს, მოძღვრისგანაც მიიღეს კურთხევა, მაგრამ სადედამთილოს გოგონა არ მოსწონებია და შვილიცა და რძალიც სახლიდან გამოუყრია.

ქალ-ვაჟი მაინც დაქორწინდა. დიდ გაჭირვებაში აღმოჩნდნენ, ბინის ქირის გადახდის საშუალებაც არ ჰქონდათ, ხან სად ცხოვრობდნენ და ხან სად. მოძღვარი ძალიან დაამწუხრა ახალგაზრდა ოჯახის ასეთმა გაჭირვებამ. მამა-შვილურმა სიყვარულმა გამოსავალიც მალე აპოვნინა: ავტომობილი "ნივა" ჰყოლია მოძღვარს, ის გაუყიდია, ახალგაზრდა  ცოლ-ქმრისთვის მიუცია და მათ სოფელ გლდანში პატარა სახლი უყიდიათ.

მოძღვრის საქციელს გაუთბია მთელი მრევლის გული, ყველა სიკეთითა და სიყვარულით აუვსია. ასეთი სულიერი მამა-შვილობა ხომ დიდი საჩუქარია უფლისა.

ეს მოგონილი ამბავი არ გახლავს, ჩემო მკითხველო, ეს მოძღვარი თქვენს გვერდით ცხოვრობს, თქვენთვის ლოცულობს. უბრალოდ ასეთი ადამიანების დანახვის უნარი ჩვენვე აღარ გვაქვს.

დავინახოთ სიკეთე, ვაკეთოთ სიკეთე, ავივსოთ სიყვარულით და სითბოთი და მაშინ ყველა უკეთ ვიქნებით!
ბეჭდვაელფოსტა
20.06. 2015
სანო
ნეტავ ყველა ესეთი მამაო იყოს
20.06. 2015
სანო
მოძღვრის სახელს არ ვწერთო დაწერეთ ჯობია,არ ვაყენებ არავის შეურაწყოფას მაგრამ ჯობია ამ მოძძღარს ყავდეს დიდი მრევლი ვიდრე მაფიოზა მამაოებს,სასტუმროები რესტორნები და ბიზნესები რომ აქვთ
20.03. 2015
asmati
gmerto amravle ketili da morcmune adamianebi. zogs imdeni qoneba aqvs rom agar icis fufunebashi rogor daxarjos da zogs kidev sahmeli enatreba da tavze heri.
23.01. 2015
ნინო
ღმერთო ამრავლე ასეთი ღვთისნიერი ადამიანები,ნეტავი ჩემს გაჭირვებულ ოჯახსა გამოუჩნდეს ვინმე,სულ ამას ვთხოვ უფალს,რაც ჩვენ სიკეთე გვიკეთებია, უფალო იქნებ მეც დავიმსახურე??ცხოვრებაში არც მიფიქრია ასეთ მდგომარეობაში თუ აღმოვჩნდებოდით,არ გეგონოთ ვინმე თავს ვაცოდებ,უბრალოდ გამაკვირვა ამ მოძღვრის სიკეთემ
11.01. 2015
გოგიტა
მადლობა სტატიის ავტორს გული გამითბა სიყვარულის ემოციით.ნუ ვგონია რომ მარტო მოძღვარის ან სასულიერო მსახურს აქვს ესეთი სიკეთეების გაკეთების უფლება ან მისი მოვალეობაა, ეს თითოეულ ჩვენგანის მოვალეობაცაა და ის რომ სასულიერო პირი მანქანით ივლის და არა ფეხით მისი სულიერი მდგომარეობის მისი სულიერ სიწმიდეს არ აკნინებს და არც განადიდებს მის გულს მხოლოდ უფალი ხედავს და სხვის ცოდვის მაყურებელს შენი ცოდვის მონანიება არ დაგავიწყდეს ადამიანო! ,,აჰა,ესერა სიძე მოვალს შუაღამესა და ნედარ არს მონა იგი,რომელი იპოვის მღვიძარედ,ხოლო ვაი არს მონისა მის,რომელი იპოვოს უდებებით,,.ჩვენ რომ გვქონდეს განცდა საკუტარი ცოდვებისა სხვის ,,ჯიპებს,,ყურადრებას არ მივაქცევდით ყველა საკუტარ სულსი ცაიხედავდა და მის გამოსწორებაზე იზრუნებდა.
სხვა სიახლეები
01.02.2023

შემოქმედის ეპარქიის მიტროპოლიტი იოსები (კიკვაძე) მამა გაბრიელს და ანტონ მარტმყოფელის მამათა მოანსტერში
21.02.2021
ბატონი ზურაბ ვარაზაშვილის გარაცვალებამ თითოეულ ჩვენგანს დაწყვიტა გული.
02.11.2020
სამთავროს დედათა მონასტერში, კათოლიკოს-პატრირქის ერთ-ერთი სტუმრობის დროს, ბერი გაბრიელი კოშკიდან გამოვიდა, "სამეფო" რვალის დიადემით.
ურთიერთ ამბორყოფისა და მოკითხვის შემდეგ პატრიარქმა ჰკითხა: "მამა გაბრიელ, ეგ დიადება ოქროსია?"
29.11.2019
მამა ფადეის (თადეოზი) ვიტოვნიცელს, უაღრესად პატივცემულ სერბ მოძღვარს, ოჯახის შესახებ კითხეს:
29.11.2019
- მარხვა რა არის?
ეხლავე აგიხსნიო, უთხრა მამა გაბრიელმა და ჩამოუთვალა მას ბავშვობიდან ჩადენილი მისი ცოდვები.
03.11.2019
ცნობილი საეკლესიო მწერალი სერგი ნილუსი მოგვითხრობს: "დღეს მამა იოსებთან მივედი, მაგრამ არავინ გამომეხმაურა. მამები ისვენებდნენ.
27.12.2018
ღირსი მამა გაბრიელის დედის, მონაზონ ანას ფოტო სოციალურ ქსელში, თინათინ მჭედლიშვილის გვერდზე ვნახე.
26.08.2018
იღუმენია ელისაბედი (ზედგინიძე):
-ერთხელაც, მამა გაბრიელმა მარტყოფის მონასტერში მთხოვა წასვლა.
29.11.2017
გვესაუბრება საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ისტორიის დოქტორანტი,
27.08.2017
,,ლეგენდის თანახმად, ავღანელებთან ბრძოლისას, ძალაგამოლეულ ქართველებს "თამზანის გორაზე" წმინდა გიორგი გამოეცხადათ
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა ამბროსი მედიოლანელი 340 წელს დაიბადა იტალიის ქალაქ ტრირში, სადაც ცხოვრობდნენ მისი მშობლები.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat