ეს მოძღვარი თქვენს გვერდით ცხოვრობს
 ეს მოძღვარი თქვენს გვერდით ცხოვრობს
"არავინ იცის, როდის მიიწვევს უფალი ამ ქვეყნიდან, ამიტომ ადამიანმა თავისი სიცოცხლის დრო სიკეთის კეთებას უნდა მოახმაროს. ეს აქაც დაგეხმარებათ და იმქვეყნადაც. მორწმუნეებმა ჩვენი დრო იმაში უნდა გამოვიყენოთ, რომ უპირველეს ყოვლისა, ვიზრუნოთ სულიერ განწმენდაზე და სიკეთე ვაკეთოთ. სიკეთის გამკეთებლის მადლი გაცილებით მეტია, ვიდრე იმისა, ვისაც სიკეთეს უკეთებენ. უნდა დავეხმაროთ სხვებს სულიერად და მატერიალურად, ვისაც როგორ შეუძლია."
უწმინდესი და უნეტარესი, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია II

დღევანდელ საზოგადოებაში სიკეთის მკეთებელთა ნაკლებობის გარდა მეორე დიდი პრობლემა დგას - სიკეთის დანახვის უუნარობა და მადლიერების უქონლობა.

ადამიანთა უმრავლესობა დაკავებულნი ვართ სხვათა ცოდვების განქიქებითა და განკითხვით. ჩვენს გვრდით კი დღესაც ცხოვრობენ დიდი ადამიანები, მათი დანახვის უნარი საზოგადოებას აღარ აქვს. რამდენიმე დღის წინ ჩვენს საიტზე გამოქვეყნდა მამუკა სესიაშვილის გამოსათხოვარი და მისი ცხოვრების ისტორია. ერთი ადამიანის კაცურმა საქციელმა და ადამიანურმა გმირობამ ათასები დააფიქრა და გამოაფხიზლა. ბევრი გამოხმაურება მოჰყვა ამ სტატიას. ამიტომ გადავწყვიტეთ ასეთი ისტორიები საზოგადოებაში მოვიძიოთ და თქვენამდე მოვიტანოთ.

თქვენც გთხოვთ, მკითხველო, უფრო ფართოდ გავახილოთ თვალები სიკეთის საძიებლად: თუ თქვენს ირგვლივ ცხოვრობენ ადამიანები, რომლებიც კეთილი საქმეებით გამოირჩევიან, მოგვწერეთ მათ შესახებ, გააცანით ისინი სხვებსაც.

ახლა კი ერთი ისტორია უნდა მოგითხროთ, რომელსაც ემოციის გარეშე ვერ მოისმენთ:

თბილისის ერთ-ერთი გარეუბნის ერთ ტაძარში ერთი ღვთისნიერი მოძღვარი მსახურობს (მის სახელსა და გვარს გარკვეული მოსაზრებების გამო არ ვასახელებთ). მისი მრევლის წევრ ვაჟსა და გოგონას ერთმანეთი შეუყვარდათ და დაქორწინებაც გადაწყვიტეს, მოძღვრისგანაც მიიღეს კურთხევა, მაგრამ სადედამთილოს გოგონა არ მოსწონებია და შვილიცა და რძალიც სახლიდან გამოუყრია.

ქალ-ვაჟი მაინც დაქორწინდა. დიდ გაჭირვებაში აღმოჩნდნენ, ბინის ქირის გადახდის საშუალებაც არ ჰქონდათ, ხან სად ცხოვრობდნენ და ხან სად. მოძღვარი ძალიან დაამწუხრა ახალგაზრდა ოჯახის ასეთმა გაჭირვებამ. მამა-შვილურმა სიყვარულმა გამოსავალიც მალე აპოვნინა: ავტომობილი "ნივა" ჰყოლია მოძღვარს, ის გაუყიდია, ახალგაზრდა  ცოლ-ქმრისთვის მიუცია და მათ სოფელ გლდანში პატარა სახლი უყიდიათ.

მოძღვრის საქციელს გაუთბია მთელი მრევლის გული, ყველა სიკეთითა და სიყვარულით აუვსია. ასეთი სულიერი მამა-შვილობა ხომ დიდი საჩუქარია უფლისა.

ეს მოგონილი ამბავი არ გახლავს, ჩემო მკითხველო, ეს მოძღვარი თქვენს გვერდით ცხოვრობს, თქვენთვის ლოცულობს. უბრალოდ ასეთი ადამიანების დანახვის უნარი ჩვენვე აღარ გვაქვს.

დავინახოთ სიკეთე, ვაკეთოთ სიკეთე, ავივსოთ სიყვარულით და სითბოთი და მაშინ ყველა უკეთ ვიქნებით!
ბეჭდვაელფოსტა
27.09. 2014
teo
unda dcerto amm mdzgvis saxeli, ras nichnavs ar vaselebt, iqneb sva mdzgvrebam mibdzon mainc.
26.09. 2014
tamari
asetebis danaxva ar surt gankitxad momartulebs.gmertma gaadzlieros da sheiwiros misi gvawli upalma
26.09. 2014
თამარი
ჩემი მოძღვარიც ასეთია, თვითონ არაფერი გააჩნია მატერიალურად, მოკრძალებულად ცხოვრობს, ფეხით დადის, მობილურიც არ აქვს და შესაწირს მრევლის გაჭირვებულ წევრებს უნაწილებს, ღმერთო, ამრავლე ასეთი მოძღვრები (და მჯერა რომ ასეთები ერთეულები არ არიან) ეკლესიის როგორც ხორციელი ასევე უხორცო მტრებისთვის დასათრგუნად!
25.09. 2014
ნათია
დიდება უფალს რომ არის ასეტი მოდზგვარი რომელსაც გაცემა შეუდზლია.
25.09. 2014
ruska
martla didi siyvaruli Seszlebia am mozgvars. ai, magailiti mgvdlisa da mozgvrisa
სხვა სიახლეები
01.02.2023

შემოქმედის ეპარქიის მიტროპოლიტი იოსები (კიკვაძე) მამა გაბრიელს და ანტონ მარტმყოფელის მამათა მოანსტერში
21.02.2021
ბატონი ზურაბ ვარაზაშვილის გარაცვალებამ თითოეულ ჩვენგანს დაწყვიტა გული.
02.11.2020
სამთავროს დედათა მონასტერში, კათოლიკოს-პატრირქის ერთ-ერთი სტუმრობის დროს, ბერი გაბრიელი კოშკიდან გამოვიდა, "სამეფო" რვალის დიადემით.
ურთიერთ ამბორყოფისა და მოკითხვის შემდეგ პატრიარქმა ჰკითხა: "მამა გაბრიელ, ეგ დიადება ოქროსია?"
29.11.2019
მამა ფადეის (თადეოზი) ვიტოვნიცელს, უაღრესად პატივცემულ სერბ მოძღვარს, ოჯახის შესახებ კითხეს:
29.11.2019
- მარხვა რა არის?
ეხლავე აგიხსნიო, უთხრა მამა გაბრიელმა და ჩამოუთვალა მას ბავშვობიდან ჩადენილი მისი ცოდვები.
03.11.2019
ცნობილი საეკლესიო მწერალი სერგი ნილუსი მოგვითხრობს: "დღეს მამა იოსებთან მივედი, მაგრამ არავინ გამომეხმაურა. მამები ისვენებდნენ.
27.12.2018
ღირსი მამა გაბრიელის დედის, მონაზონ ანას ფოტო სოციალურ ქსელში, თინათინ მჭედლიშვილის გვერდზე ვნახე.
26.08.2018
იღუმენია ელისაბედი (ზედგინიძე):
-ერთხელაც, მამა გაბრიელმა მარტყოფის მონასტერში მთხოვა წასვლა.
29.11.2017
გვესაუბრება საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ისტორიის დოქტორანტი,
27.08.2017
,,ლეგენდის თანახმად, ავღანელებთან ბრძოლისას, ძალაგამოლეულ ქართველებს "თამზანის გორაზე" წმინდა გიორგი გამოეცხადათ
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა ამბროსი მედიოლანელი 340 წელს დაიბადა იტალიის ქალაქ ტრირში, სადაც ცხოვრობდნენ მისი მშობლები.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat