მოქცევა სულიერი საგანძურია, აღდგომაა, მიქცევა კი - დაცემა და სულიერი სენი
მოქცევა სულიერი საგანძურია, აღდგომაა, მიქცევა კი - დაცემა და სულიერი სენი
სარწმუნოებას, ზნეობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ერის ცხოვრებაში. "ნებისმიერი ერი, როგორი ძლიერიც არ უნდა იყოს ეკონომიკურად , უფსკრულისკენ იწყებს სვლას, თუკი იგი მარადიულ ღირებულებებს ივიწყებს". "ქართლის ცხოვრებას" ლაიტმოტივად გასდევს ჟამთააღმწერლის ღაღადისი: "დავივიწყეთ ღმერთი და ღმერთმაც სამართლიანად დაგვივიწყა". დასაბამიდან ასე იყო: როდესაც ვშორდებოდით ჭეშმარიტების გზას, მაშინ მოგვივლენდა უფალი განსაცდელს, რათა გონს მოვგებულიყავით და ამის შემდეგ კვლავ იწყებოდა საქართველოს გაბრწყინება. ისტორიული პერიოდები ერისა და ღვთის ურთიერთობის მოქცევასა და მიქცევას გამოხატავენ. მოქცევა სულიერი საგანძურია, აღდგომაა, მიქცევა კი - დაცემა და სულიერი სენი. ჩვენს ისტორიაში უხვად მოიძებნება ამის თვალსაჩინო მაგალითები. გვესაუბრება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ვახტანგ გურული:

- ქართველი ერის და ქართული სახელმწიფოს ისტორია სამხრეთ კავკასიის გეოპოლიტიკურ რეგიონში 30 საუკუნეზე მეტი ხნის წინ დაიწყო. ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ, ჩვენნაირ რიცხობრივად მცირე ერს სახელმწიფოს შენარჩუნების არავითარი გარანტია არ ჰქონდა. ხომ არსებობდნენ მსოფლიოში ისეთი ხალხები და სახელმწიფოები, რომელთაც შეწყვიტეს არსებობა და გაქრნენ მსოფლიოს რუკიდან. განა მათ არ ჰყავდათ ჭკვიანი მეფეები და დიდი მხედართმთავრები, განა არ იცავდნენ თავიანთ სამშობლოს?! მაგრამ ამაშიც უფლის ნება გამომჟღავნდა. ერთი ერი მან გამოარჩია, დაიცვა სხვადასხვა მიზეზის გამო, მეორე ერს კი ასეთი წყალობა არ ერგო.

- რამდენად გამოვლინდა უფლის ნება ქრისტიანობისშემდგომი მოვლენების განვითარებაში?

- პირველი საუკუნიდან, ქრისტეს ჯვარცმის შემდეგ, მოციქულების მოღვაწეობით იწყება ქართველი ერის მომზადება უფლის მისაღებად. ხომ შეიძლებოდა საქართველოში ქრისტიანობის გარდა ნებისმიერი სხვა სარწმუნოება გამოცხადებულიყო სახელმწიფო რელიგიად, თუნდაც იგივე ცეცხლთაყვანისმცემლობა, რომლის დანერგვასაც მოგვიანებით ირანი ცდილობდა?! ესეც აშკარად ღვთის ნება იყო. მაგრამ არის პერიოდები, როდესაც სხვა გამოსავალი არ არის: ერი უნდა დაისაჯოს. ესეც უფლის ნებაა, რომ გამოიცადოს ყველა, ყველამ თავისი ცოდვა მოინანიოს. უამისოდ აღდგომა არ მოხდება - თუ უფალმა სასჯელი არ მოავლინა, ერი შეიძლება ვერც მიხვდეს, რომ ის ცოდვაშია.

არაბთა ბატონობა საქართველოში გაგრძელდა სამი საუკუნე (VII-VIII-IX სს). ეს იყო უმძიმესი გამოცდა. ჩვენ უნდა დაგვემტკიცებინა და უფლისთვის დაგვენახებინა, რომ ქართველი ერი ღირსია ჰქონდეს თავისი სახელმწიფო, რომ მას შეუძლია თავისი რელიგიის, თავისი სახელმწიფოებრიობის, კულტურის დაცვა. მდგომარეობა კი მართლაც ძალზე რთული იყო. ჯერ მარტო იოანე საბანისძის "აბოს წამებიდანაც" ვიცით, რომ ბევრმა ქართველმა მიიღო ისლამი. ზოგან დაშინებით, ზოგან სიხარბით აცდუნეს ქართველები. ამ დროს არაბი აბოს ჩამოსვლა საქართველოში უფლის ნება იყო. თვითონ განსაჯეთ, ცოდვაში ჩავარდნილ ქართველთათვის რა უფრო დიდი მაგალითი იქნებოდა - დედით, მამით, წინაპრებით ქართველის წამება უფლისათვის თუ სულ ცოტა ხნის წინ ისლამის აღმსარებელი აბოს წამება ქრისტიანული სარწმუნოებისათვის?! ვერაფრით გატეხეს წმინდა მოწამის სიმტკიცე, ვერ აიძულეს ისლამის სჯულზე დაბრუნება. ისმის კითხვა: მაშ, რატომ ხდება ქართველების მოქცევა ისლამურ სარწმუნოებაზე? რატომ ვერ წირავენ თავს ქრისტესთვის? უკვე არაბობის წლებშივე ნათლად გამოიკვეთა, რომ უფალმა ჩვენ გვიჩვენა გზა აღდგომისა.

- და ეს გზა აღდგომისა დაიწყო ტაო-კლარჯეთიდან, რომელიც ღირსი მამის, წმინდა გრიგოლ ხანძთელის მოღვაწეობას უკავშირდება...

- დიახ. ნიშანდობლივია, რომ საქართველოს გაერთიანება დაიწყო სწორედ იმ რეგიონიდან, სადაც ქართველმა ხალხმა უფლის ნებით იწყო ცხოვრება. უფლის მიერვე გამოირჩა წმინდა გრიგოლ ხანძთელი, მას უჩვენა გზა ქართველი ერის სულიერი აღორძინებისა, საიდანაც დაიწყო კიდევაც საქართველოს გაერთიანება. ეს ყველაფერი კი, მოგეხსენებათ, უმსხვერპლოდ არ ხდება. ერმა ჯერ უნდა გაიგოს უფლის ნება და მერე შეძლოს კიდეც მისთვის თავის შეწირვა. და აი, გამოჩნდა ქართლის ცხოვრებაში დიდებული პიროვნება, ქართლის ერისმთავარი - წმინდა აშოტ კურაპალატი. ის გაექცა არაბებს, წავიდა ქართლიდან იქ, სადაც იწყებოდა დიდი აღორძინება. ამით მან თავი გაწირა. მოგეხსენებათ, იგი საკურთხეველზე დაკლეს. წმინდა აშოტ კურაპალატის სახით ქართველმა ერმა უკვე აჩვენა, რომ ის მზად არის, უფლისათვის სიცოცხლე მსხვერპლად გაიღოს.

- საქართველოს გაერთიანების პროცესი დასრულდა. უფლის ნებით, ჩვენ გავიმარჯვეთ და ეს მართლაც იყო აღდგომისა და ძლიერების ხანა, რომელიც გაგრძელდა წმინდა კეთილმსახური მეფის დავით აღმაშენებლის, დემეტრე პირველის, გიორგი მესამის, წმინდა თამარ მეფის დროს. ამ დროისთვის საქართველო ყველაზე ძლიერი სახელმწიფოა კავკასიაში, მაგრამ მერე რატომ დაიწყო ქართული სახელმწიფოს დაცემა?

- ერმა ნელ-ნელა დაიწყო ცოდვაში ჩავარდნა და, შესაბამისად, დაღმასვლა. ჩვენ მეტ-ნაკლებად კარგად ვიცით ჩვენი მეფეების ისტორია, მაგრამ ხომ არ ვიცით, რა ხდება ამ დროს საქართველოს ეკლესიის მრევლში, ყოველ ქართველში. მონღოლების ბატონობა საქართველოში ფაქტობრივად უფლისგან მოვლენილი სასჯელი იყო. მაგრამ ისევ და ისევ უფალი უჩვენებს ერს გზას. XIV საუკუნის დამდეგს საქართველოს მოევლინება წმინდა გიორგი ბრწყინვალე, რომელიც საფუძველს დაუდებს ჩვენი ქვეყნის ხელახალ აღორძინებას. შეიძლება ვთქვათ, რა გააკეთა მეფემ, მაგრამ ძნელია უპასუხო კითხვას: როგორ გააკეთა? რა ძალით გააკეთა? ერთი რამ აშკარაა: წმინდა გიორგი ბრწყინვალემ შეძლო ის, რაც ვერ შეძლეს სხვა ეპოქის მეფეებმა. ის იყო საოცარი ალღოს მქონე პოლიტიკოსი, ბრწყინვალე მხედართმთავარი, გაბედული ადამიანი, მართლაც უფლის რჩეული. ის უფალმა შეაყენა ამ გზაზე, მან მისცა პირველი ბიძგი. სხვაგვარად ამის ახსნა შეუძლებელია.

- XV საუკუნიდან დგება უმძიმესი ხანა. საქართველო იშლება ცალკეულ სამეფო-სამთავროებად. რას დაუკავშირებდით ამ დროისთვის სახელმწიფოს დაკნინებასა და დაცემას?

- საერთოდ, სახელმწიფოს დაშლა და დაკნინება იწყება არა პოლიტიკური ძალაუფლების ანდა ეკონომიკის დასუსტებით, თუნდაც სახელმწიფოებრიობის ნგრევით, არამედ, უპირველესად, ზნეობის ნგრევით. მორალი ინგრევა მაშინ, როდესაც იშლება აღზრდის, სწავლა-განათლების მთელი სისტემა. ცნობილი გამოთქმაა: "აღზრდაში დამარცხებული ერი დამარცხებულია ბრძოლის ველზეც". განა მორალის ნგრევა არ არის ქართული სამეფო-სამთავროების ბრძოლა ერთმანეთთან, საქართველოს ეკლესიის ერთიანობის ხელყოფის ცდა (მაწყვერელი ეპისკოპოსი კათოლიკოს-პატრიარქს ლოცვებში აღარ იხსენიებდა), ან, გნებავთ, სამხრეთ საქარველოში ქართველების ისლამის რჯულზე შედგომა? ჩვენ ქრისტიანობის შესანარჩუნებლად ბრძოლის იმხელა გამოცდილება გვქონდა, რომ რაც უნდა დიდი ზეწოლა ყოფილიყო, ამდენი საუკუნის სარწმუნოება არ უნდა დაეთმო ხალხს. რა სენიც ღრღნიდა ქვეყანას, ამას შესანიშნავად გრძნობდნენ და ხედავდნენ იმ დროისათვის ცნობილი მოღვაწეები. სწორედ ამ სენის წინააღმდეგ აღდგა მეფე არჩილი. ერთ-ერთი ასეთი სენი გახლდათ "უჩემოდ ვით იმღერეთა?" კარგი საქმეც რომ დაეწყო ვინმეს, მოვიდოდა მეორე და თანადგომის ნაცვლად ეტყოდა: უჩემოდ რატომ დაიწყე ამ საქმის კეთებაო. ეს ხომ აშკარად მიუთითებს იმაზე, რომ ერი სასჯელში იყო ჩავარდნილი და ვერ ხვდებოდა ამას.

- იმ პერიოდში ღმერთმა გამოაჩინა ისეთი მოღვაწე, როგორიც იყო მეფე ვახტანგ VI. ის მიხვდა, რომ ერის ცხოვრების გაჯანსაღებისა და აღდგომის საწინდარი, უპირველესად, მისი სულიერი და ზნეობრივი ცხოვრების გაჯანსაღებაა და გაისარჯა კიდეც საამისოდ...

- ვახტანგი მიხვდა, რომ მაჰმადიანი მეფეების ქართლში მოსვლიდან საქართველოში დაირღვა ტრადიციული ფასეულობები, რითაც ქართველი ერის არსებობას საფრთხე შეექმნა. რა უნდა გაეკეთებინა ამ ერთ კაცს? მაგრამ მას სასო კი არ წარუკვეთია, შეუდგა იმ საქმეების კეთებას, რისკენაც უფალმა მოუწოდა. წარმოიდგინეთ, ქვეყანა გაპარტახებულია და ამ დროს ვახტანგი აარსებს ქართულ სტამბას, სადაც ბეჭდავს ჯერ წმინდა წერილს, შემდეგ კი "ვეფხისტყაოსანს". წმინდა წერილზე დაყრდნობით უნდა აღმდგარიყო ზნეობა საქართველოში, ქვეყანაში, სადაც ყვაოდა ტყვეთა სყიდვის სამარცხვინო ცოდვა. ვახტანგ VI მიხვდა, რომ დეკლარაციებით ვერ შეებრძოლებოდა ამ უსასტიკეს ცოდვას, ამიტომაც დაიწყო ქართველი ერის სულიერ აღორძინებაზე ზრუნვა და ამის უპირველეს წინაპირობად ერის წმინდა წერილის პრინციპებზე აღზრდა დასახა.

იმ ძნელბედობისა და დაცემის ჟამსაც იყვნენ ადამიანები, რომელთაც შეგნებული ჰქონდათ: ერი სასჯელში იყო და ცდილობდნენ იქიდან გამოეყვანათ. ქართველ ერს რომ კარგად შეეთვისებინა ის პრინციპები, რითაც წმინდა წერილი, "ვეფხისტყაოსანი", "ქართლის ცხოვრება" და ქართული სამართალი იყო გაჯერებული, შეძლებდა სასჯელიდან გამოსვლას. მაგრამ ეს შეიგნო ერის ძალიან მცირე ნაწილმა.

- ყოველივე ამის შედეგი იყო XIX საუკუნის დამდეგს ქართული სახელმწიფოს დაცემა, რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობა. მაგრამ უფალს არც ამ შემთხვევაში დავუტოვებივართ განსაცდელში. როგორ დაიწყო ამჯერად ქვეყნის აღდგომა, რაც განწმენდის გარეშე შეუძლებელია?

- სწორედ ამ დროისათვის მოგვივლინა უფალმა ორი დიდი ადამიანი - წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსი და წმინდა ილია მართალი. პირველი გახლდათ ნიმუში სამღვდელო პიროვნებისა, მეორე კი - ერისკაცისა. თუმცა განწმენდა ძალიან ნელა მიმდინარეობდა. უნდა ვაღიაროთ, რომ ილია ჭავჭავაძეს თავისი ცხოვრებისა და მოღვაწეობის მანძილზე მოწინააღმდეგე უფრო მეტი ჰყავდა, ვიდრე მომხრე.

ილია ჭავჭავაძის მკვლელობა სულაც არ იყო გასაკვირი. ილია მოკლა იმ ავადმყოფმა საზოგადოებამ. სხვათა შორის, ქართული საზოგადოების უმრავლესობამ ილიას მკვლელობა მიიღო როგორც ერთი ჩვეულებრივი მწერლის, გნებავთ, პუბლიცისტისა და საზოგადო მოღვაწის მკვლელობა. ილია, როგორც ერის სულიერი მამა და საქრთველოს უგვირგვინო მეფე, მოკვდა აკაკი წერეთლისთვის, ვაჟა-ფშაველასთვის, იაკობ გოგებაშვილისთვის და სხვა ღირსეული ქართველებისთვის. სხვებისთვის კი ის იყო ერთი ჩვეულებრივი მწერალი. აქედან გამომდინარე, შეიძლება ვთქვათ, რომ საზოგადოება, რომელიც გულგრილად უყურებს ერის უგვირგვინო მეფის მკვლელობას, არ ინანიებს ამ უმძიმეს ცოდვას და ვერ ბედავს იმის თქმას, რომ ერის სულიერი მამა მოკლეს, უფლის უდიდეს სასჯელს მოიზიდავს. მთელი ჩვენი ისტორია 1907 წლის შემდეგ გაიყო ორად: ილიას ეპოქა და ეპოქა ილიას გარეშე. ეს უკანასკნელი გახლავთ სწორედ ცოდვაში ჩავარდნილი ხალხის, ცოდვის გზით მსვლელობის ეპოქა. ილიას მკვლელობა იყო სატანისტური ძალების დიდი გამარჯვება.

- მაგრამ უფალმა ჩვენ კიდევ მოგვცა ერთი შანსი. 1918 წელს აღდგა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა, რომელმაც, სამწუხაროდ, სამიოდე წელი იარსება. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაცემა ეკლესიური თვალსაზრისით როგორ აიხსნება?

- საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სათავეში მოვიდა ხალხი, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ ერია ილიას მკვლელობაში. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა იყო იმ ერის სახელმწიფო, რომელსაც ეს ცოდვა მონანიებული არ ჰქონდა. ამიტომაც წაგვართვა უფალმა ამჯერად კიდევ ერთი შანსი. ქართველი ქართველს გვერდში არ დაუდგა. იგი ვერ მიხვდა, რომ დამოუკიდებელი სახელმწიფოს მოქალაქეა და კვლავ განაგრძო ცოდვაში ცხოვრება. რასაკვირველია, ასეთ მდგომარეობაში ჩავარდნილი ერი ვერ ზიდავდა იმ დიდ ტვირთს, რასაც დემოკრატიული რესპუბლიკის შენარჩუნება ერქვა. ქართველმა ერმა ვერ გაუძლო ამ განსაცდელს.

- ამის შემდეგ დაიწყო დიდი სასჯელი - 70-წლიანი კომუნისტების ბატონობა. ამ პერიოდს უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ "მზიანი ღამე" უწოდა, რადგან იმ უკუნსა და ყიამეთშიც იყვნენ ადამიანები, რომლებიც ცდილობდნენ, გამეფებული წყვდიადის გარღვევას და ერს აძლევდნენ სიწმინდისა და თავდადების მაგალითებს...

- ამის მაგალითად ჯერ მარტო ჩვენი კათოლიკოს-პატრიარქების ჩამოთვლაც იკმარებდა. ავტოკეფალისტური მოძრაობის ცნობილ მოღვაწეთაგან შემდგომში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქები გახდნენ: წმინდა კირიონ საძაგლიშვილი, წმინდა ამბროსი ხელაია, ლეონიდე ოქროპირიძე, კალისტრატე ცინცაძე, რომლებიც მართლაც ვარსკვლავებივით ბრწყინავდნენ. სრულიად რუსეთის პატრიარქმა ტიხონმა ერთ თავის ეპისტოლეში განაცხადა: "ბოლშევიზმი არის ღვთის მიერ მოვლენილი სასჯელი. სასჯელი კი უნდა მოვიხადოთ, მას ვერ დავემალებითო". ქართველი ერიც ამ მდგომარეობაში იყო. ის 70 წელი სასჯელს იხდიდა. ჩვენი დროის პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ იტვირთა ეს უმძიმესი მისია - ერის სასჯელიდან გამოყვანა. ჩემთვის, როგორც ისტორიკოსისთვის, აუხსნელია, როგორ შეძლო ეს მან. ქართველმა ერმა აბსოლუტურად შეიცვალა ათეისტური ცნობიერება და მენტალიტეტი. ილია მეორის სახით ქართველ ერს მოევლინა ჭეშმარიტად ღვთის ნების აღმსრულებელი ადამიანი. სწორედ უფალმა მისცა მას ძალა და დაავალა ისეთი საქმეების გაკეთება, რაც ჩვეულებრივი ადამიანური ლოგიკით ვერ იხსნება. ქართველი ერი ერთბაშად შემობრუნდა ეკლესიისკენ, თავისი სულიერი ფესვებისკენ. მახსოვს დრო, როდესაც გელათში ღვთისმსახურება არ ტარდებოდა, ხაშურიდან ქუთაისამდე მოქმედი ტაძარი არც იყო. დღეს კი მომსწრენი ვართ იმისა, რომ არა მხოლოდ საუფლო დღესასწაულებზე, არამედ რიგით დღეებში ეკლესიებში ხალხის ტევა არ არის. ეს მართლაც სასწაულია და მხოლოდ უფლის ნებით აიხსნება. ასე რომ, ცოდვებში ჩავარდნას მოჰყვება დაცემა, დაცემას - კვლავ აღდგომა და ეს არის ჩვენი ისტორიის კანონზომიერება, რაც დავით წინასწარმეტყველის სიტყვებშიცაა გაცხადებული: "მივსდერკ ჭენებით დაცემად და უფალმან ხელი აღმიპყრა მე".

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
28.06.2024
ამ ვრცელი წერილის დაწერა ჩემი სოფლის და საქართველოს მთის სიყვარულმა გამაბედინა, სადაც უზრუნველი ბალღობის წლები გავატარე.
02.06.2023
ლაშა-გიორგის დროინდელი ერთი უცნობი ქართველი მემატიანის სიტყვით, დავით აღმაშენებელმა "სიცოცხლის შინა დასუა მეფედ დემეტრე
24.05.2022

324 წელს რომის იმპერატორმა წმინდა კონსტანტინე დიდმა გადაწყვიტა, იმპერიის დედაქალაქი აღმოსავლეთის პროვინციების სიახლოვეს გადაეტანა, რომელიც იმავე დროს დასავლეთთან კავშირს არ დაკარგავდა.

20.05.2022
საქართველოს სამეფოს იმ აშლილობის დროს, რომელიც დამკვიდრდა უსინათლო თეოდოსის მეფობაში, მმართველ მოწინავე წრეში საბედნიეროდ მაინც აღმოჩნდა შეგნებული ჯგუფი,
08.02.2022

მეფე დავით აღმაშენებელი - (1125 წ. 24 იანვარი)


თითქმის რვა საუკუნემ განვლო მას შემდეგ, რაც მიიცვალა სახელოვანი და დიდებული მეფე გაერთიანებულის საქართველოსი დავით აღმაშენებელი.

25.01.2022
გვსურს გავიხსენოთ ერთი ლამაზი წერილი, რომელიც 24 წლის დიაკვანმა მიხა ხელაშვილმა მისწერა თავისი ძმადნაფიცის, ხევსური გიგიას დას პარასკოს.
07.01.2022
შესავალი
ეკლესიის ისტორიია ამოსავალ პუნქტს წარმოადგენს ჩვენი მაცხოვრის იესო ქრისტესა და მისი მოციქულების საქმე და ცხოვრება, მაგრამ როგორც ცნობილია, ქრისტიანული მოძღვრების საყოველთაო გავრცელებას წინ უძღოდა კაცობრიობის მომზადება მაცხოვრის მისაღებად
13.12.2021
370 წლის ახლოს კლარჯეთი განუდგა ქართლის მეფე ვარაზ-ბაქარს და "მიერთნეს ბერძენთა".
29.11.2021
ყველისციხე, ყუელისციხე — ციხესიმაგრე შუა საუკუნეების სამხრეთ საქართველოში, ჯაყისწყლის სათავეში, არსიანის ქედის ყველის მთაზე (ახლანდელი თურქეთის ტერიტორია).
02.10.2021
მტარვალმა შაჰ აბასმა ერთაწმინდაში წმინდა ევსტატეს სახელობის ტაძრის დანგრევა მოისურვა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat