ღვთისა და მამულის მადიდებელი ქართველი მეფენი
ღვთისა და მამულის მადიდებელი ქართველი მეფენი
საქართველოში ქრისტიანობის ოცსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე უფლის მადლით მრავალი ღვთისა და ქვეყნის მადიდებელი მეფე გვყოლია. რომ არა ისინი, დღეს ჩვენს სამშობლოში იქნებ აღარც ხსენებულიყო ღვთის სიტყვა. ჩემო მკითხველო, დღეს თქვენთან ერთად რამდენიმე ასეთი მეფის ცხოვრებას გავიხსენებ.

დავით აღმაშენებელი თავისი ცხოვრებით ღვთისა და მამულის მადიდებელი წმინდანი მეფეა. მართალია იგი მოწამებრივად არ აღსრულებულა, მაგრამ მას უდიდესი წვლილი მიუძღვის ქრისტიანობის განმტკიცებისა და საქართველოს გაერთიანების საქმეში, ასეთი დიდი ღვაწლის გამო საქართველოს სამოციქულო ეკლესიამ იგი წმინდანად შერაცხა.

დავითის გამეფების ჟამს საქართველოში უმძიმესი მდგომარეობა იყო შექმნილი. სამეფო ხელისუფლება ფაქტობრივად მხოლოდ დასავლეთ საქართველოზე ვრცელდებოდა. კახეთ-ჰერეთი კვლავ დამოუკიდებლობას იჩემებდა, თბილისი მაჰმადიან ამირას ეპყრა, ქართლი და სამხრეთ საქართველო კი თურქ-სელჩუკთაგან იყო მრავალგზის აოხრებული და გაპარტახებული. მოსახლეობა იძულებით ტოვებდა თავის საცხოვრებელ ადგილებს და მთაში იხიზნებოდა ან ციხესიმაგრეებს აფარებდა თავს.

დავითმა აზნაურთაგან შექმნა სამხედრო რაზმები, რომლებიც თავს ესხმოდნენ თურქებს და ანადგურებდნენ მათ. მეფემ აღადგინა დისციპლინა და წესრიგი ჯარში.

დავით აღმაშენებელმა შესანიშნავად იცოდა, რომ თურქ-სელჩუკთა განდევნა და ქვეყნის გაერთიანება შეუძლებელი იქნებოდა სამეფო ხელისუფლების განმტკიცებასა და ურჩი დიდებულების დასჯის გარეშე. სამეფოს ხელისუფლების მოწინააღმდეგე დიდებულთა შორის კვლავ გამოირჩეოდა ბაღვაშთა საგვარეულოს წარმომადგენელი ლიპარიტი დავითმა შეიპყრო ლიპარიტი და ორწლიანი პატიმრობის შემდეგ ბიზანტიაში გააძევა, კლდეკარი კი თავის ერთგულ მოხელეს ჩააბარა. ცოტა ხნის შემდეგ მეფემ მეორე ფეოდალიც, ზედაზნის ციხის პატრონი ძაგანი დასაჯა ურჩობისათვის. დიდებულებმა დაინახეს, რომ გიორგი II-ისგან განსხვავებით, დავით IV არ მოითმენდა ორგულობას.

თურქ-სელჩუკთა წინააღმდეგ ბრძოლას ხელს უწყობდა მახლობელ აღმოსავლეთში შექმნილი ვითარებაც.

1095 წელს საფრანგეთის ქალაქ კლერმონში რომის პაპმა ურბან II-მ მოუწოდა ხალხს აღმოსავლეთისაკენ გაეთავისუფლებინათ ურჯულოთაგან იერუსალიმში ქრისტეს საფლავი. ამ დროს ევროპაში საკმაოდ დიდი სამხედრო პოტენციელი არსებობდა, ძალზე გაზრდილიყო რაინდთა რიცხვი.

დავით IV-მ ისარგებლა იმით, რომ თურქ-სელჩუკებს მთელი ყურადღება ჯვაროსნებისკენ ჰქონდათ გადატანილი და 1099 წელს ხარკი შეუწყვიტა მათ. საერთაშორისო ვითარების შეცვლა საქართველოს სასარგებლოდ, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი მოვლენა იყო. საჭირო იყო საკუთარი ძალისხმევა.

რუის-ურბნისის ძეგლისწერამ გადაარჩინა სულიერება და
ზნეობრიობა ქართულ საეკლესიო ცხოვრებაში
ერთ-ერთი უპირველესი ღონისძიება, რომელიც თავისი სვიანი მეფობის დროს ჩაატარა წმინდა მეფემ, დავით აღმაშენებელმა, იყო საეკლესიო რეფორმა - მან მოიწვია რუის-ურბნისის კრება, რომელმაც განკვეთა უღირსი ეპისკოპოსნი და წარმოაჩინა ზნეობრივნი: ამით ღვთის სახლი, რომელიც "ქვაბ ავაზაკთა ქმნულიყო", ავაზაკებისგან განწმინდა.

საეკლესიო კრების მიერ მიღებული კანონები ეხებოდა ეკლესიის მსახურებს, მათ დანაშაულს, რომელიც შეიძლება ჩაიდინოს როგორც ეკლესიის მსახურმა, ისე ერისკაცმა.

კრებაზე მიღებულ იქნა უაღრესად მნიშვნელოვანი დადგენილებები:

ძეგლისწერა გადაყენებულად აცხადებდა უღირს მღვდელთმთავარს, მსახურს, რომელმაც სულისათვის ხორცი არ დათრგუნა;

ეპისკოპოსი უნდა ყოფილიყო არანაკლებ ოცდათხუთმეტი წლისა, მღვდელი - ოცდაათისა, დიაკონი - ოცდახუთისა, "წიგნის მკითხველი" კი რვა წლისა.

ძეგლისწერა კრძალავდა ხელდასხმას ქრთამით, ძღვენით;

ძეგლისწერაში დასახელებული იყო ცოდვები: მტრობა, შური, კაცისკვლა, მრუშობა, კერპთმსახურება, ცრუ ფიცი; განსაკუთრებული იყო სასჯელი სოდომური ცოდვისათვის, რადგან იგი განსხვავებულია სხვა ცოდვებისაგან. ყოველგვარი ნივთი, საგანი ღმერთმა შექმნა და მათ გარკვეული დანიშნულება მისცა ადამიანის სასარგებლოდ. სოდომური ცოდვა ღვთისა და ბუნების საწინააღმდეგო მოვლენაა. ამ ცოდვამ დაღუპა მრავალი სახელმწიფო, მრავალ ხალხს დაუკარგა თავისუფლება. ამიტომ ძეგლისწერა მკაცრად ეხებოდა სოდომურ დანაშაულს, ე.ი. არაბუნებივ სქესობრივ კავშირს, მამათმავლობას, ლესბოსელობას.

გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ რუის-ურბნისის ძეგლისწერამ გადაარჩინა სულიერება და ზნეობრიობა ქართულ საეკლესიო ცხოვრებაში!

მეფე კარგი ჰიმნოგრაფიც იყო. მისი "გალობანი სინანულისანი" თავისი ღრმა სულიერებით უტოლდება ეკლესიის უდიდესი ჰიმნოგრაფების ნაწარმოებებს. ქართველ მეფეთა შორის ყველაზე უშიშარმა, ყველაზე ძლევამოსილმა და ყველაზე მართალმა შთამომავლობას დაუტოვა თავისი სულის საოცარი აღსარება, სადაც მწარე გოდებით მოიხსენია ყველა ცოდვა, ნებსით თუ უნებლიეთ ქმნილი და შეწყალება გამოსთხოვა ყოვლისმპყრობელ მსაჯულს.

თვით ლაშქრობაშიც კი დავითი წმინდა წიგნებს დაატარებდა. ცნობილია ფაქტი, როდესაც "სამოციქულოს" კითხვას ისე გაუტაცია, რომ მხლებელთ ჩამოსცილებია და გადაჰყრია თურქთა რაზმს, რომელსაც მარტო გამკლავებია!

ღვთის მოყვარულ მეფეს ყოველი ბოროტისაგან იცავდა თვით უფალი - ერთხელ, კარვის პირას მდგომი, მისთვის ნასროლი ისრისაგან იხსნა მთავარანგელოზის ხატმა, რომელიც მას გულზე ეკიდა!

***
"ისე განაგო სამეფო, ვით იყო ღვთისა ნებაო,
არა ვთქვათ, როგორ არა ვთქვათ მეფე დავითის ქებაო,
მისი აუგად ხსენება ვინ, სად და ვით ინებაო,
საქმენი ღვთისგან ნაკურთხნი აქუნდა ნება-ნებაო..."


რუის-ურბნისის საეკლესიო კრებიდან მცირეოდენი ხნის შემდეგ დავითმა უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება მიიღო. მან შექმნა მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელის ახალი თანამდებობა. მწიგნობართუხუცესი იყო მეფის კანცელარიის უფროსი, ჭყონდიდელი კი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ეპისკოპოსი. პირველ მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელად მეფემ დანიშნა თავისი აღმზრდელი გიორგი მწიგნობართუხუცესი, რომელიც, დავით აღმაშენებლის ისტორიკოსის სიტყვებით, იყო: "კაცი სრული ყოვლითა სიკეთითა სულისა და ხორცთასა, სავსე სიბრძნითა და გონიერებითა, განმზრახი, სვიანი და ფრთხილი, თანა აღზრდილი პატრონისა, და თანაგამკაფელი ყოველთა გზათა, საქმეთა და ღვაწლთა მისთა". დავითმა თავიდანვე დაიწყო სამხედრო რეფორმის განხორციელება, რომელიც დასრულდა 1118 წელს, როდესაც მეფემ ჩრდილოეთ კავკასიიდან ყივჩაყები გადმოასახლა.

1104 წელს მეფის მომხრე კახელმა დიდებულებმა შეიპყრეს კახეთ-ჰერეთის მეფე აღსართანი და დავითს მიჰგვარეს. ამის შემდეგ მეფე კახეთ-ჰერეთში გადავიდა და ეს მხარე შემოიერთა. 1104 წელს დავითმა ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა ერწუხთან ბრძოლაში.

1110 წელს ქართველებმა აიღეს სამშვილდე. შეშინებულმა თურქებმა სასწრაფოდ დატოვეს ციხეებიც. 1115 წელს განთავისუფლდა რუსთავი. 1117 წელს დავით IV-მ საქართველოს უკიდურეს აღმოსავლეთით მდებარე ციხე-ქალაქი გიში დაიკავა. 1118 წელს მეფემ სელჩუკებს წაართვა ლორე. ყველასათვის ცხადი იყო, რომ მალე დადგებოდა თბილისის ჯერი. სავარაუდოა, რომ ამ ბრძოლის შემდეგ მოხდა საიდუმლო შეხვედრა დავით აღმაშენებელსა და იერუსალიმის მეფე ბოლდუინ II-ს (1119-1131) შორის. "ესე ბალდვიონ მოვიდა იდუმალ ქართლსა შინა მოთხრობისაებრ სხვათა ისტორიებთა", - წერს იოანე ბატონიშვილი.

სულთან მაჰმუდ მოჰამედის ძის ბრძანებით შეიკრიბა უზარმაზარი, 300-ათასიანი, ლაშქარი, რომელიც ილ-ღაზის მეთაურობით დაიძრა საქართველოსკენ. ამ უზარმაზარ სამხედრო ძალას დავით აღმაშენებელმა დაუპირისპირა 40 ათასი ქართველი, 15 ათასი ყივჩაყი, 500 ალანი (ოსი) და 100 ჯვაროსანი. ბრძოლა გაიმართა დიდგორში.

1121 წელს 12 აგვისტოს დავით აღმაშენებლის წინამძღოლობით ქართველებმა დიდგორის ველზე უდიდესი გამარჯვება მოიპოვეს.

დიდგორში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ გადაწყდა თბილისის ბედიც. 1122 წელს დავითმა თბილისი გაათავისუფლა. თბილისის აღების შემდეგ მეფემ დედაქალაქი ქუთაისიდან თბილისში გადმოიტანა, წესრიგი და სიმშვიდე აღადგინა ქალაქში. დავით აღმაშენებელმა მფარველობა აღუთქვა თბილისის ყველა მცხოვრებს, ეროვნებისა და რელიგიური აღმსარებლობის მიუხედავად. მუსლიმებს დავითმა დაუწესა ყველაზე დაბალი გადასახადი - სამი დინარი, ებრაელები იხდიდნენ ოთხ დინარს, ხოლო ქართველები ხუთ დინარს.

1123 წელს დავით აღმაშენებელმა გაათავისუფლა დმანისი.

1124 წელს დავითმა დაიკავა შარვანი. იმავ წელს მეფეს დახმარებისათვის მიმართეს ანისელებმა და ქალაქის განთავისუფლება სთხოვეს. ანისი 60 წლის განმავლობაში მუსლიმთა ხელში იყო. 1124 წელს დავით აღმაშენებელმა გაათავისუფლა ანისი და ჩრდილოეთ სომხეთის ტერიტორიები საქართველოს შემოუერთა.

არც კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობას ივიწყებდა გაუთავებელ ომიანობაში მყოფი მეფე. 1106 წელს დაარსდა გელათის აკადემია, რომელიც დავითმა შექმნა "ყოვლისა აღმოსავალისა მეორედ იერუსალიმად, სასწავლოდ ყოვლისა კეთილისად, მოძღვრად სწავლულებისად, სხუად ათინად". ჩვენამდე მოღწეული დავით აღმაშენებლის ორი ანდერძით (ერთი შიომღვიმის ლავრისადმი, ხოლო მეორე გელათისადმი) ჩანს, თუ რა დიდი წყალობა გაუღია მეფეს ამ ტაძრებისადმი. ამავე დროს მეფე შეეწეოდა საზღვარგარეთ არსებულ მონასტრებს - საბერძნეთში, ბულგარეთში, პალესტინასა თუ სირიაში. მის სახელს უკავშირდება სინას მთაზე მონასტრის აშენება, რისთვისაც "წარსცა ოქრო მრავალ ათასეული". სიკვდილის წინ დავითმა ანდერძად დაუბარა თავის მოძღვარს მონაზონ არსენს, რომ მისი საუნჯის ერთი ნაწილი გადაეცათ იმ მონასტრებისათვის, რომელთაც აწყენინა, რათა ამ მონასტრებში მოსამსახურეთ ილოცონ ჩემთვისო.

1125 წლის 24 იანვარს, შაბათ დღეს, 52 წლის ასაკში შეწყდა დიდებული მეფის გულისცემა. ანდერძის მიხედვით იგი დაკრძალულ იქნა მის მიერ აგებულ გელათის მონასტერში. მან თავის მემკვიდრეებს დაუტოვა ქვეყანა-"ნიკოფსიითგან დარუბანდისა საზღურადმდე და ოვსეთითგან... არეგაწადმდე". საქართველოს ეკლესიამ წმიდანად შერაცხა ღვთის მცნებებით მცხოვრები და ქრისტიანობის დაცვისათვის "მესიის მახვილად" წოდებული, გაპარტახებული ქვეყნის კვლავ აღმშენებელი მეფე დავითი. დავითის ხსენების დღედ 26 იანვარი (8 თებერვალი) იქნა დაწესებული.

***
დავითის მსგავსად დიდი წვლილი მიუძღვის წმინდა მეფე თამარს, იგი მენელსაცხებლე დედათა რანგშიც კია აყვანილი.

...იდგა 1178 წელი. საქართველოს სამეფო ტახტზე ღმრთის განგებულებითა და მეფე გიორგის ნებით სწორედ რომ ქალი დაბრძანდა. მოხდა ამბავი არსმენილი, არგაგონილი. დიდად იზეიმა მეფე-ქალის გახელმწიფება ქვეყანამ. ანტონ ქუთათელმა "მშვენებით მოჭედილი" გვირგვინი დაადგა თავს, რაჭის ერისთავმა ხმალი შემოარტყა წელთ, მეფე გიორგიმ "მისცა სკიპტრა" და სხვათა დიდებულთა შეამკეს "მეფეთა სამოსელითა". თამარ "მზებრ ჭვრეტდა ყოველთა ცნობითა ბრძნადმხვედველითა". 6 წელი იმეფეს ერთად მეფე გიორგიმ და თამარმა. მამის სიკვდილის შემდეგ ოცი წლის უმშვენიერესმა ქალწულმა მარტო დაიწყო ქვეყნის მართვა. გაიხარეს ქართველთა მტრებმა: ქალი ვერ გაართმევს თავს სამეფო საქმეებს - უშფოთველად დავეპატრონებით საქართველოსო. თავი წამოყვეს გიორგი III-ის მიერ ფრთაშეკვეცილმა დიდებულებმა - უწინდებურად განგვადიდეო! - მოსთხოვეს მეფეს. უარი შეუთვალა - არ შეშინდა თამარი. ჯარი შეჰყარეს ამპარტავნებმა. ჯარი მოიხმო მეფემაც. მაგრამ დაენანა სისხლი დასაღვრელად. მხურვალე ლოცვით ღირსეული მანდილოსნები - კრავაი ჯაყელი და ხვაშაქ ცოქალი გაუგზავნა შუამავლად ამბოხებულებს. გაჭრა ლოცვამ და მანდილმა.

მიქაელ მთავარანგელოზის შემწეობით შამქორს მოპოვებული გამარჯვება
მუსლიმებმა არა ერთხელ სცადეს გამოლაშქრება საქართველოსკენ, მაგრამ არ ფრთხებოდა მეფე თამარი: შეკრებდა ლაშქარს, ჯვრით ხელში გაუძღვებოდა წინ, ლოცვით შეეწეოდა მათ.

ქართველთა გამარჯვებით შეძრწუნებულმა თურქებმა 1195 წელს მუსლიმთა დიდი კოალიციური ლაშქრობა მოაწყვეს ადარბადაგანის ათაბაგ აბუბაქარის სარდლობით.

1195 წელს სელჩუკები შემოიჭრნენ საქართველოში. 16 ივნისს შამქორის ველზე დავით სოსლანის მეთაურობით ქართველებმა სასტიკად დაამარცხეს მტერი. ამ გამარჯვების აღსანიშნავად და ღვთის სადიდებლად წმიდა მეფემ იამბიკო დაწერა:

"...შენგან, ქალწულო, რომელსა შენთვის დავით
როკვირდა, ძისა ღმრთისა ძედ შენდა ყოფად,
მე, თამარ, მიწა შენი და მიერვე,
ცხებულობასა ღირს მყავ და თვისობასა.
ედემს, ღადირთად, სამხრით და ჩრდილოეთით
შუამთცობელი იავარს შენდა ვმრთმელობა,
ხალიფას დროშა თანავე მანიაკსა
შეკრთე, ცრუ-სჯილთა მოძღვრისა ღაზოდ მძღვანი,
ვინ დავით, ძეებ ეფრემის მოისარმან
მოითხრნა, მოსრნა სულტნითა, ათაბაგით"...


ვარძიის ღვთისმშობელს შევედრებული ქართველთა მხედრობა
1202 წლის 27 ივლისს კი ბასიანის სახელოვანი ომი გადაიხადა მეფემ. ბრძოლის დაწყებამდე თამარმა ვარძიის ღვთისმშობელს შეავედრა ქართველთა მხედრობა, შემდეგ ფეხშიშველი წარუძღვა წინ და ქალაქის კარამდე მიაცილა. "მერმე თვით მიიქუა პატიოსანი... ჯუარი ხელთა თვსთა და ამხედრებულთა ზედა ყოველსა მხარსა ნიში ჯუარისა გამოსახა სამგზის, დაულოცა და ეგრეთ წარემართნეს მინდობილნი ღმრთისანი და თამარის ცრემლთანი". შეისმინა ღმერთმა წმინდა მეფისა და საზეპურო ერის მხურვალე ლოცვა. ბასიანში ცხენზე ამხედრებული რუმის სულთანი რუქნ ად-დინი ერთ მაღლობზე შემდგარიყო და იქიდან ხელმძღვანელობდა თავის ჯარს. მედგარი გული ჰქონდა შალვა ახალციხელს. ცხენდაცხენ აიჭრა რუქნ ად-დინის ბორცვზე. სეფე-დროშა წაართვა სულთანს და საჩრდილობელი თავზე დაამხო. ბრძოლის წინ რუქნ ად-დინს თამარისთვის მოეწერა - თუ რჯულს უარყოფ, ცოლად შეგირთავ, თუ არადა - ხარჭად დაგისვამო. ვიღას ახსოვდა მუქარა: სამარცხვინოდ გარბოდა დამფრთხალი რუქნ ად-დინი და ოტებული ლაშქარი ზვავივით მოსდევდა უკან.

თბილისში გამართულ აღლუმზე ქართველმა მხედრებმა თამარ დედოფლის წინ დაყარეს ნაალაფარი დროშები. უამრავი ტყვე და სიმდიდრე იგდეს ხელთ ქართველებმა. სულთნის ერთ-ერთი დიდებული, რომელიც მიიყვანეს თამარ მეფესთან, უეცრად დაეცა ძირს ენაჩავარდნილი. გაიყვანეს გარეთ, მოასულიერეს და ჰკითხეს, რა დაგემართაო, ხოლო მან თქვა: "რომელი არს თავსა ზედა თამარისასა, მან ჰყო ძლევა ესე ჩვენ ზედა და ახლაც შევშინდი მის დანახვაზეო". ამ დროს მთავარანგელოზ მიქაელის ხატი ეკიდა თამარის ტახტის ზემოთ.

გამარჯვებებმა უფრო ღვთისმოსავი გახადა თამარი. დღისით იგი განაგებდა სამეფო საქმეებს, ღამით კი ლოცულობდა ან ხელსაქმობდა. თავის ნაკერ-ნაქსოვს გლახაკებს ურიგებდა და მადლობას სწირავდა უფალს. ერთხელ ლოცვით და ხელსაქმით დაღლილ მეფეს ჩაეძინა და ძილთაშორისი იხილა: მდიდრულად გაწყობილ სახლში თვალ-მარგალიტით შემკული ოქროს ტახტი იდგა. თამარი გაემართა მისკენ დასაბრძანებლად, მაგრამ ნათლით მოსილმა კაცმა შეაჩერა და უთხრა: "შენი არ არის საჯდომელი ისი". გაოცებულმა თამარმა იკითხა: "ვინ უპატიოსნეს არს ჩემსა, რომელმან დაიპყრას უპატიოსნესი საჯდომელი?" ხოლო ნათლით შემოსილმა კაცმა მიუგო: საჯდომელი იგი შენი "მოჯალაბისა არს", რადგან მან თორმეტ მღვდელს სამოსი შეუკერაო და თამარს სხვა, ნაკლებ ბრწყინვალე ადგილზე მიუთითა, გამოღვიძებულმა თამარმა თავისი ხელით დაიწყო რთვა-ქსოვა და თორმეტი მღვდელი შემოსა. ისტორიამ ერთი ასეთი ამბავიც შემოგვინახა. ერთხელ თურმე თამარი სადღესასწაულო წირვაზე აპირებდა წასვლას გელათში და ლალებს ამაგრებდა სამეფო შემოსაკრავზე, როცა ამცნეს: მონასტრის კოშკის კართან მდგომი დედაკაცი წყალობას ითხოვსო. მეფემ ბრძანა, დაეცადა მათხოვარს, თუმცა როცა პალატიდან გაბრძანდა და წყალობის გაცემა ინება, მათხოვარი ვეღარ იპოვეს. შეცბუნებული მეფე საკუთარ თავს საყვედურობდა, რომ ამ ღარიბ-ღატაკი დედაკაცის სახით უარი უთხრა თვით უფალ იესოს. მოიხსნა ის, რამაც დააბრკოლა - სამეფო სარტყელი და ღვთისმშობლის ხატს შესწირა.

ბრძოლებში წარმატებებს მხოლოდ საკუთარ თავს როდი მიაწერდა მეფე. ბედნიერი გამარჯვებების შემდგომ ეკლესია-მონასტრებს აშენებდა წმინდანთა სახელზე. თამარმა არაერთი ტაძარი ააგებინა არა მარტო საქართველოში, არამედ დაღესტანში, ოსეთსა და ჩერქეზეთში, სადაც დღესაც საკუთარ მეფედ მიაჩნიათ იგი. საინგილოსა თუ აჭარაში დღესაც არის შემორჩენილი თამარის დროის ხიდები... და დღესაც ჩეჩნეთში ყველა ლამაზ ყვავილს თამარი ჰქვია.

არც თვითონ უქმობდა თამარი და არც სხვებს აუქმებდა. თამარის დროს აშენდა კლდეში ნაკვეთი ქალაქი ვარძია, რომლის მონასტერშიც დიდმარხვას ატარებდა ღმერთშემოსილი მეფე. ამ დროს აშენდა ფიტარეთი, ქვაბთახევი, ბეთანია...წმინდა მეფემ არა მარტო საქართველოს ეკლესია-მონასტრები გაამდიდრა, არამედ უხვად შეამკო ლავრები და სავანეები პალესტინაში, კვიპროსზე, სინას მთაზე, შავ მთაზე, საბერძნეთში, ათონის მთაზე, პეტრიწონში, მაკედონიაში, თრაკიაში, რუმინეთში, ისავრიაში, კონსტანტინოპოლში.

გამუდმებულმა მარხვამ, ფეხშიშველა ლიტონიობამ და მონასტრის ქვის სარეცელზე წოლამ ჯანმრთელობა შეურყია მეფეს. დიდხანს მალავდა მეფე ავადმყოფობას, სხვის შეწუხებას ერიდებოდა, დღითიდღე დაუმძიმდა ჭირი და, როცა ტკივილი გაუსაძლისი გახდა, "მაშინღა განაცხადა".

ნაჭარმაგევიდან თბილისს ჩამოიყვანეს მეფე, შემდეგ ქალაქგარეთ გაიყვანეს - იქნებ ტყის სიმშვიდემ და მშვენიერებამ არგოსო, მაგრამ "დიდად გაძნელდა სენი იგი უწყალო", ისევ თბილისს დააბრუნეს სულთმობრძავი.

ლოცვად დადგა სრულიად საქართველო, ლიტონიობდა, ღამეს ათევდა, ცრემლით გამოსთხოვდა უფალს მზის დარი გვირგვინოსნის განკურნებას.

სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე მდგარმა მეფემ დარბაზის ერი იხმო და მიმართა: "ძმანო ჩემნო და შვილნო! მე ესერა მივიწოდე მსაჯულისაგან საშინელისა, უსაშინლესისა უფროს მეფეთა ქუეყანისათა, რომელმან მიუხუნის სულნი მთავართანი. თქუენ ყოველნი თვით მოწამე ხართ, რამეთუ თავისა ჩემისა თანა მაქუნდა სიყვარული თქუენი. სარგებელსა და სათნოსა თქუენსა არა დავაკლე თვითოეულისამებრ არზანგისა, ვიდრემდის განგებითა ღმრთისათა ვიყავ თქუენ ზედა მეფედ. აწ მეცა წარვალ მამათა ჩუენთა თანა გზასა ჩემგან უცხოსა, ბრძანებითა საშინელითა და განყოფითა საკვირველითა. აჰა, ესერა მკვდარ სახლისა ჩემისა დაგიტევებ, რომელნი მომცნა ღმერთმან შვილნი ჩემნი, გიორგი და რუსუდან. ეგენი მიიხუენით ჩემ წილ და მაგათ აღმოგივსონ დაკლებული ჩემი".

შემდეგ მაცხოვრის ხატს და ცხოველმყოფელ ჯვარს შეავედრა საქართველო მეფეთ მეფემ, მშვიდობა უსურვა ირგვლივ მყოფთ, უკანასკნელად შეავლო თვალი ერთგულ ქვეშევრდომებს, უკანასკნელად გადაისახა პირჯვარი, უკანასკნელად თქვა: "ქრისტე, ღმერთო ჩემო მხოლოო, დაუსრულებელო მეუფეო ცათა და ქუეყანისაო! შენ შეგვედრებ სამეფოსა ამას, რომელი შენმიერ მერწმუნა და ერსა ამას, პატიოსნითა სისხლითა შენითა მოსყიდულთა და მშვილთა ამათ ჩემთა, რომელნი შენ მომცენ, და მერმე სულსა ჩემსა".

დღემდე საიდუმლოებითაა მოცული თამარ მეფის საფლავის ადგილ-სამყოფელი. ზოგიერთი ისტორიული წყარო წმინდა მეფის საძუალედ გელათს ასახელებს, ზოგიც - იერუსალიმის ჯვრის მონასტერს. ერიც ლეგენდებით იკმაყოფილებს თავისი უდიდესი მონარქის მონატრებას და ამით გამოხატავს ოცნებით კავშირს წმინდა გვირგვინოსან მეფესთან და იმდროინდელ საქართველოსთან.

მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა მეფე თამარი და თამარობას პირველ (14) მაისს ვზეიმობთ. წმინდა მეფე თამარის ხსენებას აღვნიშნავთ აგრეთვე მენელსაცხებლე დედათა კვირიაკეს.

დიდმარხვაში შაჰის ნადიმზე ლუარსაბ II-მ მარხვა არ გატეხა
საქართველოს ეკლესიამ მეჩვიდმეტე საუკუნეში მოღვაწე ქართლის მეფე ლუარსაბ II ღვთისა და ერის წინაშე დიდი დამსახურების გამო წმინდანად შერაცხა. მისი ხსენების დღედ 21 (4 ივლისი) ივნისი დააწესა.

ქართველთა სავალალოდ, წმინდა ლუარსაბის ძვლები დღესაც სპარსეთში განისვენებენ. როგორც მოსე ჯანაშვილი გვამცნობს თავის "საქართველოს საეკლესიო ისტორიაში", "წმინდა გვამი მეფისა ჰმარხია შირაზს. საფლავისა მისისაგან ეხლაც სნეულნი მიიღებენ კურნებასა".

იდგა 1606 წელი. მოულოდნელად გარდაიცვალა ქართლის მეფე გიორგი X. ამავე წელს შაჰ-აბას პირველმა ქართლის სამეფო ტახტზე 14 წლის ლუარსაბი დაამტკიცა.

ლუარსაბი მცირე ამალით ცხირეთის ციხეში დაბანაკებულიყო. მტერმა შეიპყრო კველთელი მღვდელი თევდორე და მეგზურობა უბრძანა. მღვდელმა თევდორემ მტერს შეგნებულად აუბნია გზა და ცხირეთს დააშორა.

ოსმალები გვიან მიხვდნენ ამას და მღვდელი ხმლებით აკუწეს (თევდორე კველთელი ქართულმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა).

ამასობაში კი მეფე ლუარსაბმა მოასწრო ჯარის შეკრება და ქვიშხეთის ბოლოს, ტაშისკართან, ჩაუსაფრდა მტერს. რიჟრაჟზე ქართველები უეცრად დაეცნენ ომის მოლოდინით ღამენათევ თურქებს და თოფები დაუშინეს. შემდეგ ხმალდახმალ მიეჭრნენ. მედგრად იბრძოდა ახალგაზრდა სარდალი გიორგი სააკაძე.

მეფე ლუარსაბის კეთილგონიერებითა და გიორგი სააკაძის საზრიანობით ტაშისკარის ბრძოლა ქართველთა გამარჯვებით დასრულდა. 1610 წელს ლუარსაბ II შაჰ-აბასს ეახლა ირანში, რომელმაც შეიწყნარა ქართლის მეფის თხოვნა და მას თბილისის ციხე დაუბრუნა.

1613 წელს შაჰ-აბასმა მთელი კახეთი აიკლო, ააწიოკა, გაძარცვა, მოსახლეობა აჰყარა და ირანში გადაასახლა. ცბიერმა აბასმა ბოლოს მეფე ლუარსაბი ირანს გაიტყუა. ბევრს ეხვეწნენ მეფეს თეიმურაზი და იმერეთის წარჩინებულნი - არ ხლებოდა შაჰს. ლუარსაბმაც კარგად იცოდა შაჰის ვერაგობა, მაგრამ მეფურმა სინდისმა ამგვარად გადაწყვიტა ეს საკითხი: "უკეთუ არა წარვიდე, ამიყრის ქვეყანათა და მოაოხრებს, რა მადლი არს ჩემდა".

აბასმა ლიქნით და პატივით მიიღო მეფე, მეგობრულად მოექცა, მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ ქართლში ახალი მმართველი დანიშნა და ჯარებიც ჩააყენა. ლუარსაბი, ვითომცდა სანადიროდ, ყარაიაში წაიყვანა, იქიდან კი სპარსეთში.

ყარაიაში ყოფნისას ლუარსაბმა ყველა განაცვიფრა თავისი ახოვნებით და სიმამაცით. მისი მხნე ნადირობის ხილვამ შურით აღავსო შაჰი. ლუარსაბის დამ - თინათინმა, რომელიც ყაენის ცოლი იყო, სთხოვა თავის პირმშვენიერ და ახოვან ძმას, ასეთ ვაჟკაცობას ნუ იჩენ შურით აგზნებული აბასის წინაშეო. მაგრამ მეფემ სევდიანი ღიმილით უპასუხა: "უწყი, რამეთუ არღარა განმიტევებს, ამისათვის უმჯობეს არს სიკეთისა ჩუენება, ვიდრე სიავისა".

დიდმარხვაში შაჰის ნადიმზე ლუარსაბი თევზს არ გაეკარა და პირდაპირ უთხრა შაჰს: დღეს თევზით გინდა გავტეხო მარხვა, ხვალ ხორცს შემომთავაზებ, შემდეგ ქრისტეს განგდებასაც მომთხოვო. სიბრაზისაგან გახელებულმა შაჰმა სჯულის უარყოფა უბრძანა ქართლის მეფეს.

- მთელი ქვეყანა რომ მიბოძო, მაინც ვერ აღვასრულებ შენს ბრძანებას, რადგან ქრისტეს სახელით ნათელი მიმიღია და მხოლოდ ის მწამს! - მხნედ უპასუხა ლუარსაბმა.

დატყვევებული გვირგვინოსანი შირაზს წაიყვანეს და გულაბის ციხის დილეგში ჩააგდეს. შვიდი წლის განმავლობაში ყოველდღე შედიოდნენ მასთან ციხეში მოლები, რათა ეცდუნებინათ მეფე - შეიბრალე შენი სიჭაბუკე, თუ არა, მწარე ტანჯვა და სიკვდილი მოგელისო. "რაცა გნებავთ ყოფად ჩემდა, ჰყავით და აღასრულეთ ბრძანება ყაენისაო", - პასუხობდა ლუარსაბი.

უკანასკნელად, როცა შაჰმა შეუთვალა ქართველთა მეფეს, უარყავი ქრისტეო, მეფემ პასუხის ღირსიც არ გახადა. აბასმა ლუარსაბის წამებით მოკვდინება ბრძანა. მეფემ სიკვდილის წინ ლოცვის უფლება ითხოვა. ლუარსაბმა წრფელი გულით ილოცა ღვთისმშობლის მიმართ და შეევედრა: "შენ მიოხე წინაშე ძისა შენისა და შემრთე წმინდა მოწამეთა თანა".

ლოცვის დამთავრებისთანავე ჯალათები დილეგში შევიდნენ და მშვილდის საბელით მოაშთეს ღვთისმოსავი მეფე. იდგა 1622 წელი. ღამით წმინდა მოწამის დაუფლველ ნეშტს საკვირველი ნათელი დაადგა და გააკვირვა მნახველნი. მეორე დღეს წმინდა დიდებული მოწამის სხეული ციხის ეზოში დაფლეს. "თუმც ესე სვეტი მრავალჟამ იხილვებოდა დღე და ღამე, და რომელნიცა ხედვიდეს, იტყოდეს, დიდ არს ღმერთი ქრისტიანეთა, რომლისათვის ესე მოიკლა".

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
28.06.2024
ამ ვრცელი წერილის დაწერა ჩემი სოფლის და საქართველოს მთის სიყვარულმა გამაბედინა, სადაც უზრუნველი ბალღობის წლები გავატარე.
02.06.2023
ლაშა-გიორგის დროინდელი ერთი უცნობი ქართველი მემატიანის სიტყვით, დავით აღმაშენებელმა "სიცოცხლის შინა დასუა მეფედ დემეტრე
24.05.2022

324 წელს რომის იმპერატორმა წმინდა კონსტანტინე დიდმა გადაწყვიტა, იმპერიის დედაქალაქი აღმოსავლეთის პროვინციების სიახლოვეს გადაეტანა, რომელიც იმავე დროს დასავლეთთან კავშირს არ დაკარგავდა.

20.05.2022
საქართველოს სამეფოს იმ აშლილობის დროს, რომელიც დამკვიდრდა უსინათლო თეოდოსის მეფობაში, მმართველ მოწინავე წრეში საბედნიეროდ მაინც აღმოჩნდა შეგნებული ჯგუფი,
08.02.2022

მეფე დავით აღმაშენებელი - (1125 წ. 24 იანვარი)


თითქმის რვა საუკუნემ განვლო მას შემდეგ, რაც მიიცვალა სახელოვანი და დიდებული მეფე გაერთიანებულის საქართველოსი დავით აღმაშენებელი.

25.01.2022
გვსურს გავიხსენოთ ერთი ლამაზი წერილი, რომელიც 24 წლის დიაკვანმა მიხა ხელაშვილმა მისწერა თავისი ძმადნაფიცის, ხევსური გიგიას დას პარასკოს.
07.01.2022
შესავალი
ეკლესიის ისტორიია ამოსავალ პუნქტს წარმოადგენს ჩვენი მაცხოვრის იესო ქრისტესა და მისი მოციქულების საქმე და ცხოვრება, მაგრამ როგორც ცნობილია, ქრისტიანული მოძღვრების საყოველთაო გავრცელებას წინ უძღოდა კაცობრიობის მომზადება მაცხოვრის მისაღებად
13.12.2021
370 წლის ახლოს კლარჯეთი განუდგა ქართლის მეფე ვარაზ-ბაქარს და "მიერთნეს ბერძენთა".
29.11.2021
ყველისციხე, ყუელისციხე — ციხესიმაგრე შუა საუკუნეების სამხრეთ საქართველოში, ჯაყისწყლის სათავეში, არსიანის ქედის ყველის მთაზე (ახლანდელი თურქეთის ტერიტორია).
02.10.2021
მტარვალმა შაჰ აბასმა ერთაწმინდაში წმინდა ევსტატეს სახელობის ტაძრის დანგრევა მოისურვა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat