ჩვენი ძალა ერთობაშია
ჩვენი ძალა ერთობაშია
წმინდა ილია მართალი წერდა: "ყოველი ერი თავისი ისტორიით სულდგმულობს. იგი ის საგანძურია, რომელშიც ერი თავისი სულის ღონეს, თავისი სულის ბგერას, თავის ზნეობითსა და გონებით აღმატებულებას, თავის ვინაობასა და თვისებას პოულობს. არც ენისა და სარწმუნოების და არც გვარ-ტომობის ერთობა ისე არ აკავშირებს ადამიანებს ერთმანეთთან, როგორც საერთო ისტორია. ერთი ღვაწლის დადება, ერთ ისტორიულ უღელში შებმა, ერთად ბრძოლა, ერთსა და იმავე ჭირში გამოტარება ერს ერთსულოვნებას ანიჭებს. ასეთი ერი დროის ბრუნვის გამო კიდევაც რომ დაირღვეს და დაიყოს, დაყოფილთა შორის ისეთი იდუმალი კავშირი და მიზიდულობა არსებობს, რომ ერთი შემთხვევაც საკმარისი ხდება, რათა დაძინებულმა ისტორიამ, ერთსულოვნებამ და ერთგულებამ ფრთები გაშალოს".

ქართველი ხალხის ერთიანობის თემაზე ჩვენს ისტორიაში გვესაუბრება საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ვახტანგ გურული:

- წმინდა ილია მართალი ასე აფასებს ქართველთა ერთობის დარღვევას: "ჩვენი უბედურება მაშინ დაიწყო, როცა ჩვენი ქვეყანა დაირღვა და სამ სამეფოდ და ხუთ სამთავროდ განაწილდა. შედეგად არა მხოლოდ სამეფოს, არამედ საზოგადოების ერთობაც დაირღვა და თითოეული ჩვენგანი ერთმანეთს დაგვაშორა, ერთმანეთის გულშემატკივრობაზე გული აგვიცრუა. იმ დღის აქეთ გაითხარა ჩვენი ბედნიერების სამარე, იქედან მოყოლებული, ყოველდღე ხელიდან თითო რასმე სიკეთეს გვაცლიდა. ეს საზარელი უბედურება, რომელიც სულ უფრო და უფრო გვიჯდებოდა სულსა და ხორცში და თავიდან ფეხებამდე გვხრწნიდა, ჩვენმა მამა-პაპებმა მაშინვე იგრძნეს და მათგან უკეთესებმა ქვეყნის გაერთიანების საქმეს თავიც შეაკლეს". გავიხსენოთ ის პერიოდი, როდესაც ჩვენი ქვეყანა სამეფო-სამთავროებად დაიყო და ერის მთლიანობა დაირღვა. რა მოხდა მაშინ, "რა ნიავქარმა დაქროლა"?

- მე-15 საუკუნის მეორე ნახევარში ერთიანი ქართული მონარქია, ცენტრალიზებული სახელმწიფო სამეფო-სამთავროებად დაიშალა. ეს იყო ძალიან დიდი ტრაგედია. ცხადია, ამის შემდეგ ქართველი ერის ერთსულოვნებაზე საუბარიც კი აღარ შეიძლებოდა. დაიწყო საქართველოს ისტორიული კუთხეების ერთმანეთისაგან გაუცხოება. ეს ეროვნული ცნობიერებისთვის დამღუპველი გახლდათ, რადგანაც ქართველების ერთსულოვნება ყოველთვის ემყარებოდა და კვლავაც ემყარება ერთიან ეროვნულ ცნობიერებას. პოლიტიკური დაშლისა და ერთსულოვნების დარღვევის ფონზე იმედის მომცემი გახლდათ ორი რამ: სამეფო-სამთავროებად დაშლილ საქართველოს ერთი ჰქონდა ისტორიული სამშობლო, ანუ ის ტერიტორია, სადაც ჩამოყალიბდა ქართველი ხალხი, ერთი ჰქონდათ ენა და ეკლესია. მაგრამ გარე ძალა ყოველთვის ცდილობდა ერთსულოვნების გაცამტვერებას და უნდა ითქვას, რომ მტერი ამას ხშირად აღწევდა. მაგალითად, XVI საუკუნეში შაჰ-თამაზის ლაშქრობებმა ძირ-ფესვიანად მოთხარა ქართლი. ამ დროს კახეთის სამეფო არ ერეოდა ქართლის სამეფოს საქმეებში, აღარ არის საგარეო საფრთხის ერთიანი აღქმა. რაც საფრთხეა კახეთისთვის, ის აღარ წარმოადგენს საშიშროებას ქართლისთვის. მთელი სამი საუკუნის განმავლობაში (XVI-XVII-XVIII სს.) ამ ერთიანობის მოშლამ დაღუპვის კარამდე მიიყვანა ქართული სახელმწიფო.

- მტერი ამას შესანიშნავად იყენებდა. ამასთან დაკავშირებით არაერთი მაგალითი ახსოვს ჩვენს ისტორიას...

- საგულისხმოა ერთი მაგალითი: 1768-1774 წლებში რუსეთ-ოსმალეთის ომის დროს საქართველოში შემოვიდა რუსეთის ჯარი გენერალ ტოტლებენის სარდლობით, რომელიც ვითომდაც იმერეთის მეფეს - სოლომონ პირველს და ქართლ-კახეთის მეფეს - ერეკლე მეორეს უნდა დახმარებოდა სამცხე-საათაბაგოს ოსმალთა ბატონობისაგან განთავისუფლებაში. სინამდვილეში სულ სხვა რამ მოხდა. გენერალმა ტოტლებენმა კარგად შეასრულა პეტერბურგში მიღებული ინსტრუქცია და პრაქტიკულად ერთმანეთს გადაჰკიდა ერეკლე და სოლომონი. სოლომონმა რაღაც მოგონილი მიზეზით უარი განაცხადა ოსმალეთის წინააღმდეგ ლაშქრობაში მონაწილეობაზე. ერთობის მოშლა ნიშნავდა იმას, რომ რუსეთი უკვე იწყებდა საქართველოში სიტუაციის მართვას და 1783 წელს, როდესაც გეორგიევსკის ტრაქტატი დაიდო, რუსების მოთხოვნით მასში ერთი მუხლი შევიდა: თუკი იმერეთისა და ქართლ-კახეთის მეფეები ერთმანეთს დაუპირისპირდებოდნენ, არბიტრის როლი რუსეთს უნდა ეკისრა. ამაზე მეტი უბედურება რაღა უნდა ყოფილიყო?! ეს გახლდათ ერთსულოვნების მოშლის შედეგი, რომელსაც მშვენივრად იყენებდა ჩვენი საერთო მტერი.

XIX საუკუნის დამდეგს რუსეთმა მოახერხა ჯერ ქართული სამეფო-სამთავროების და შემდეგ მთელი სამხრეთ კავკასიის დაპყრობა. რუსეთის წინააღმდეგ ერთიანი ფრონტი ვერა და ვერ შეიქმნა. ოსმალეთი და ირანი ვერაფერს აკეთებდნენ ქართული ერთიანობის დასარღვევად. ქართლ-კახეთის სამეფოს დაპყრობის შემდეგ რუსეთი იწყებს მზადებას იმერეთის სამეფოს, ასევე სამეგრელოს, გურიისა და აფხაზეთის სამთავროების დასაპყრობად. მაგრამ ცდილობს ეს დიდი ომების გარეშე, ქართველთა ერთობის დარღვევით მოახერხოს. იმერეთის მეფე სოლომონ მეორე ანტირუსული აზროვნების ადამიანია და ის რუსეთს ადვილად არაფერზე თანხმდება. რუსეთი სოლომონთან ურთიერთობას თავს ანებებს და მისი გვერდის ავლით უკავშირდება სამეგრელოს მთავარს გრიგოლ დადიანს. ეს ხდება 1803 წელს. ამ დროს სამეგრელოს სამთავროსა და იმერეთის სამეფოს შორის ლეჩხუმისთვის ომი მიმდინარეობს. გრიგოლ დადიანი რუსეთმა დაითანხმა იმაზე, რომ თუკი სამეგრელოს სამთავრო რუსეთის მფარველობაში შევიდოდა, იმერეთის მეფე თითსაც ვეღარ დააკარებდა სამეგრელოს მთავარს. აცდუნა გრიგოლ დადიანი ეშმაკმა და ითხოვა რუსეთის მფარველობაში შესვლა. იმერეთსა და სამეგრელოს შორის ომი უკვე ნიშნავდა ომს იმერეთსა და რუსეთს შორის. იმავე მეთოდით მიუდგა რუსეთი გურიის სამთავროს და მასაც მფარველობა შესთავაზა. გურიის მთავარიც დათანხმდა. ბევრი რომ აღარ გავაგრძელოთ, იმერეთის მეფე ფაქტობრივად მარტოდმარტო დარჩა. ნაცვლად იმისა, რომ ამ სამეფო-სამთავროებს შეექმნათ ერთიანი ფრონტი რუსეთის წინააღმდეგ, სამეგრელოსა და გურიის მთავრებმა დაიკავეს პრორუსული ორიენტაცია და იმერეთის მეფე გამოუვალ მდგომარეობაში ჩააგდეს.

- დარღვეულობით დაუძლურებულმა ერმა შეიგნო გაერთიანების საჭიროება?

- ჩვენ, ცოტა არ იყოს, ვარდისფერი სათვალით ვუყურებთ ჩვენს ისტორიას და ვცდილობთ, მხოლოდ კარგი დავინახოთ მასში, მაგრამ ყველაფერს ობიექტურად უნდა შევხედოთ. XIX საუკუნის 60-80-იანი წლების ეროვნულმა მოძრაობამ იხსნა საქართველო, მაგრამ ეს ხომ სიცოცხლის ფასად დაუჯდა ილიას.

- დრო შეიცვალა. ცოტა ხნის შემდეგ, 1918 წლის 26 მაისს აღდგა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა. თუმცა ბევრი რამ მაინც არ შეცვლილა. ამ დროსაც აშკარად იგრძნობოდა ერთობის დეფიციტი, რამაც საბოლოოდ საშინელ შედეგებამდე მიგვიყვანა...

- უკვე XX საუკუნის დამდეგიდან პარტიებად დაყოფამ ლახვარი ჩასცა ქართველთა ერთობას. ობიექტური თუ სუბიექტური ფაქტორების გამო 1918 წლის 26 მაისი მაინც შედგა, მაგრამ თვით დამოუკიდებლობის აღდგენის წინა დღესაც კი, ანუ 25 მაისის საღამოს ქართული პოლიტიკური ელიტა ერთმანეთს დაეჯახა. აქ ლაპარაკი არ იყო 200-300 კაცის შერიგებაზე, ეს ხომ დიდი მიღწევა იქნებოდა; სულ რაღაც 10-15 კაცი უნდა შერიგებულიყო და ესეც ვერ მოხერხდა. 26 მაისს ქართველები თითქოს შერიგდნენ, მოაწერეს ხელი დამოუკიდებლობის აქტს, მაგრამ მეორე დღესვე ისევ დაიწყო დაპირისპირება, შემდეგ საქართველოს პარლამენტში და საბოლოოდ საქართველოს დამფუძნებელ კრებაში. ეს პარტიობია ვერა და ვერ მოისპო. ვერ იქნა მიღწეული ქართველთა ერთობა. ვერ გაიმარჯვეს ეროვნულმა ძალებმა.

- ხომ იყო პერიოდები, გამონათებები ჩვენი ერის ისტორიაში, როდესაც ჩვენს "დაფუყებულ გულში ისევ გაგვიახლდებოდა და აღორძინდებოდა მილეული სურვილი ერთობისა".

- მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დიდი გამოცდილება დააგროვა ქართველმა ერმა. აშკარა შეიქნა, რომ ქართველი ერის მტერი არის რუსეთი და მის მიერ მოტანილი საბჭოთა პოლიტიკური სისტემა. ერის ისტორიაში დადგა გადამწყვეტი მომენტი, როდესაც მას ჭკუა უნდა ესწავლა და გაეგრძელებინა არსებობა ან უნდა დაღუპულიყო. ასეთი მომენტი იყო ჩვენთვის 1989 წლის 9 აპრილი. 9 აპრილამდე ერთი დღით ადრე, 8 აპრილს, ქართველების ერთი ნაწილი კიდევ ფიქრობდა, რომ საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში არსებობა ჩვენი ერისთვის ასე თუ ისე ასატანი, დასაშვები და აუცილებელიც კი იყო. 9 აპრილის ხოცვა-ჟლეტის შემდეგ საზოგადოება არსებითად სხვაგვარი გახდა. უმრავლესობა დადგა იმ ერთ აზრზე, რომ საბჭოთა კავშირში საქართველოს ნებისმიერი ფორმით ყოფნა ქართველი ერისათვის დამღუპველია. ეს უკვე, თავისთავად, ძალიან დიდ რამეს მოასწავებდა. მაგრამ ამ იდეურ გარდატეხას სჭირდებოდა მატერიალიზება, გამოხატულება. 1990 წელს საქართველოს ისტორიაში პირველად გაიმართა მრავალპარტიული არჩევნები და ერის აბსოლუტურმა უმრავლესობამ ხმა მისცა საქართველოს დამოუკიდებლობას. გარდატეხა იყო ძალიან მნიშვნელოვანი. თვით კომუნისტი ფუნქციონერების, ყოფილი პარტიული ნომენკლატურის ოჯახების წევრებმაც კი ხმა ეროვნულ ძალებს მისცეს და ასე დაასრულა არსებობა საქართველოში საბჭოთა პოლიტიკურმა სისტემამ. ეს იყო ერთსულოვნების დიდი გამარჯვება და ზეიმი. მაგრამ ამაზე გაჩერებაც არ შეიძლებოდა, რადგან თუკი ჩვენ გავიგეთ, რომ გავიმარჯვეთ ერთობის ძალით, მტერმაც ხომ გაიგო ეს. იმ დღიდანვე დაიწყო ბრძოლა ქართველთა ერთობის მოშლისათვის. რუსეთმა ადვილად იპოვა მოკავშირეები ქვეყნის შიგნით. 1991 წლის დეკემბრისა და 1992 წლის იანვრის ამბები იყო კლასიკური ნიმუში იმისა, თუ როგორ შეუძლია გარე ძალას სასიკვდილო დარტყმა მიაყენოს ქართველთა ერთობას. ყველა წარუმატებლობა, რაც 1992 წლის შემდეგ ჩვენმა ქვეყანამ იწვნია, ძირითადად, სწორედ ერთობის დარღვევით იყო განპირობებული.

ასე რომ, ქართველთა ერთობა ძლიერ აშინებს ჩვენს მტერს, ამიტომაც ის მუდმივად იბრძვის მის დასარღვევად. ჩვენ რიცხვით მცირე ერი ვართ და ვერ შევქმნით ხუთასმილიონიან არმიას, ვერასდროს შევიძენთ წარმოუდგენლად ძლიერ შეიარაღებას, ჩვენი ძალა ერთობაშია. დღესაც ჩვენი პრობლემა სწორედ ეს არის. ღმერთმა ქნას, რომ წარსულის გაკვეთილებიდან სწორი დასკვნები გამოვიტანოთ და კარგად გავაცნობიეროთ ერთსულოვნების აუცილებლობა. ღმერთმა მოგვმადლოს უნარი, შეძლება იმისა, რომ როგორც ილია ამბობდა: "ერთობის მღაღადებელთ არ გაუცუდოთ ღაღადება და მოვიმკათ ის, რაც ჩვენს სახელოვან მამულიშვილებს უანგარო ღვაწლით წინა წლებში დაუთესიათ".

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
28.06.2024
ამ ვრცელი წერილის დაწერა ჩემი სოფლის და საქართველოს მთის სიყვარულმა გამაბედინა, სადაც უზრუნველი ბალღობის წლები გავატარე.
02.06.2023
ლაშა-გიორგის დროინდელი ერთი უცნობი ქართველი მემატიანის სიტყვით, დავით აღმაშენებელმა "სიცოცხლის შინა დასუა მეფედ დემეტრე
24.05.2022

324 წელს რომის იმპერატორმა წმინდა კონსტანტინე დიდმა გადაწყვიტა, იმპერიის დედაქალაქი აღმოსავლეთის პროვინციების სიახლოვეს გადაეტანა, რომელიც იმავე დროს დასავლეთთან კავშირს არ დაკარგავდა.

20.05.2022
საქართველოს სამეფოს იმ აშლილობის დროს, რომელიც დამკვიდრდა უსინათლო თეოდოსის მეფობაში, მმართველ მოწინავე წრეში საბედნიეროდ მაინც აღმოჩნდა შეგნებული ჯგუფი,
08.02.2022

მეფე დავით აღმაშენებელი - (1125 წ. 24 იანვარი)


თითქმის რვა საუკუნემ განვლო მას შემდეგ, რაც მიიცვალა სახელოვანი და დიდებული მეფე გაერთიანებულის საქართველოსი დავით აღმაშენებელი.

25.01.2022
გვსურს გავიხსენოთ ერთი ლამაზი წერილი, რომელიც 24 წლის დიაკვანმა მიხა ხელაშვილმა მისწერა თავისი ძმადნაფიცის, ხევსური გიგიას დას პარასკოს.
07.01.2022
შესავალი
ეკლესიის ისტორიია ამოსავალ პუნქტს წარმოადგენს ჩვენი მაცხოვრის იესო ქრისტესა და მისი მოციქულების საქმე და ცხოვრება, მაგრამ როგორც ცნობილია, ქრისტიანული მოძღვრების საყოველთაო გავრცელებას წინ უძღოდა კაცობრიობის მომზადება მაცხოვრის მისაღებად
13.12.2021
370 წლის ახლოს კლარჯეთი განუდგა ქართლის მეფე ვარაზ-ბაქარს და "მიერთნეს ბერძენთა".
29.11.2021
ყველისციხე, ყუელისციხე — ციხესიმაგრე შუა საუკუნეების სამხრეთ საქართველოში, ჯაყისწყლის სათავეში, არსიანის ქედის ყველის მთაზე (ახლანდელი თურქეთის ტერიტორია).
02.10.2021
მტარვალმა შაჰ აბასმა ერთაწმინდაში წმინდა ევსტატეს სახელობის ტაძრის დანგრევა მოისურვა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat