ლოვარდ ტუხაშვილი – ლეგენდა მიქაელ მხატვრის შესახებ
ლოვარდ ტუხაშვილი – ლეგენდა მიქაელ მხატვრის შესახებ
მირტაზანი ერქვა ადრე ნიკალა ფიროსმანის სოფელს. ეტიმოლოგია აუხსნელია. რაღაც კავშირი აქვს მაზდეანურ ცეცხლის საგზებელთან - ატროშანთან, მცირე ალავერდის საძირკველში რომ ჩამარხეს ქრისტიანებმა. გვიან გაამარტივეს ტოპონიმი - მირზაანი უწოდეს. უყვართ ქიზიყში უბრალოება, მაგალითად, მოციქულ იოსებ არიმათიელის საყდარს არმათიონი ჰქვია.

აღმოსავლური ელფერი მაცდურია: სოფელი ხან ,,საუფლისწულოდ"" მონათლეს (,,მირზა" სპარსულად ,,უფლისწულს" ნიშნავს), ხანაც მირზა-ხანის ყივჩაღურ სადგომად. არა უშავს, ათასი გადამთიელის შეტევა მოიგერიეს ქიზიყელებმა, ტოპონიმიკურ აგრესიასაც გაუძლებენ. ღმერთმა იცის: ,,წვეთი სისხლიც არ რის აქ არაქართული".

მირზაანის გადაღმა ოზაანია, სხვა დიდი მხატვრის მშობელი. ვანანის ტყის სიღრმეში X-XIII საუკუნეებში ყვაოდა ამაღლების ტაძარი, ქართული არქიტექტურის სიამაყე. პროფესორ ლ. ჭილაშვილის ვარაუდით, ოზაანი ზანების სამოსახლოს ნიშნავს. ზანებ-ჭანები კი უნდა დამკვიდრებულიყვნენ დავით აღმაშენებლის დროს ჰერეთში დასავლურ-ქართული ეთნიკური მიგრაციის შედეგად. ერთი უდავოა: მირზაანელები და ოზაანელები განაყოფები არიან. მირზაანში ნიკალა ფიროსმანი დაიბადა. ოზაანის ამაღლებაში XIII საუკუნის დასაწყისში ბრწყინავდა სხვა დიდებული ფერმწერი. უნიკალურია ამაღლების არქიტექტურა. სამწუხაროდ, არაფერი ვიცით ხუროთმოძღვრის ვინაობაზე. ერთია მხოლოდ, მხატვარმა საკმაოდ გარკვევით აღბეჭდა საკუთარი სახელი ,,მიქაელ".

ჟამთა სიავე ვერ მოერია ხელოვნებას, შენარჩუნებული ფრესკები განუმეორებელ შთაბეჭდილებას ახდენენ. სამწუხაროდ, საიდუმლოებად რჩება მრავალრიცხოვანი გამოსახულებების შინაარსი: ვინ არიან მიქაელ მხატვრის დამკვეთები, ვინ აისახა ცალკეულ თუ ჯგუფურ პორტრეტებში, ვისი მეტყველი თვალები გვიცქერენ ფერადოვანი კედლებიდან, რა გვარს, რა სახელს, რა წოდებას ატარებენ ეს მშვენიერი ქალბატონები და მამაკაცები, ალბათ, ხორნაბუჯის ზვიადი ერისთავთ-ერისთავების მახატლისძეების ერთი-ორი თაობა მოგვჩერებია შუასაუკუნეების სიღრმიდან. რომელია მათ შორის უმამაცესი საღირ მახატლისძე, ან მოხუცებულობაში გამწარებული ბერი ხორნაბუჯელი, მუდამ შფოთიანი ვაჩე ბერი-გურგენისძე, ბერქა ყაენის ცხენთაგან გასრესილი შეუპოვარი შალვა ბერის ძე? რომელ საგვარეულოებს ეკუთვნიან ეს მდიდრულ ტანსაცმელში გამოწყობილი ბანოვანები? არიშიანთა ჯილაგისანი არიან თუ კოლონკელისძეთა, გიშელთა თუ მაჭელთა? დადიხარ ტაძარში, სული იძირება გარდასულ დღეთა ბურუსში. ამბობენ: კრძალვით, ელდანაცემი გაოგნებით აკვირდებოდა ჭაბუკი ნიკალა შორეული წინაპრის ყალმის ნამოქმედარს.

ქიზიყი ლეგენდების სამეფოა. ერთი ლეგენდა მოგვითხრობს ამაღლების იდუმალი მოვლენის შესახებ. თამარის ფრესკას ,,ჭირს" უცნაურობა: ხან გამოჩნდება, ხან დაიკარგება, გასხლტება თვალთგანა, ხანგრძლივად გაუჩინარდება. მისი დანახვა ყველას არ შეუძლია. იდუმალი თამარი რომ იხილო, სამი რამ უნდა გწამდეს: ღმერთი, სიყვარული, სასწაული. ალიონზე უნდა შეხვიდე ტაძარში, ზღურბლთან მოინანიო ცოდვები, გულისსწორზე ფიქრით დაელოდო სინათლის სხივს. თუ განწმენდილი ხარ და გწამს, კარიდან მარჯვნივ სვეტზე დაინახავ პირიმზე - თამარს, შემოგეგებება მზეთუნახავი ანგელოსის ღვთაებრივი ღიმილით. ბინდშიც იხსნის მეფე-ქალი საბურველს. ეგაა მხოლოდ, აღარ იღიმება, დაღვრემილია მწუხრისას. ამ ბოლო დროს აღარავის დაულანდავსო იდუმალი ხატი! არცაა გასაკვირი, - ეს უნიკალური ხუროთმოძღვრული ძეგლი მოქეიფე ,,მლოცველებმა" შეურაცხყვეს. აქაურმა თავკაცმა გულისტკივილით მითხრა: ,,ამაოდ გვემდურებიან, თითქოს ისტორიულ ძეგლებს ნაკლებ ყურადღებას ვაქცევდეთ. იქმნება საგანგებო ფონდი ხორნაბუჯის ანსამბლის სარესტავრაციოდ, მალე დავამთავრებთ მხარემცოდნეობის მუზეუმის შენობას; ამაღლების ტაძარი კონსერვირებულია, სახურავი საიმედოა, მაგრამ იგი საერთო-სახალხო სიყვარულმა უნდა დაიცვას. ეზო გაბინძურებულია ნარჩენებით, ცხვრის ტყავებით, მიტოვებული გაურეცხავი ქვაბებით, თიხის ჭურჭლით, ბოთლებით, ქაღალდის ნაგლეჯებით. ათასჯერ რომ გავწმინდოთ, ათასმეერთედ დაიკვლება საღვთო, ათასმეერთედ ატყდება დოლ-გარმონის ჭყვიტინი".

მართლაც, ერთობ მოდუნებულია ეროვნული პასუხისმგებლობა. მიქაელ მხატვრის ფრესკებზე უამრავი მინაწერებია თანამედროვე პილიგრიმებისა. გაგაოცებთ ზოგიერთის ,,მორწმუნეობა", საკურთხეველზე ყრია შეწირული ფული. ერთხელ იქ ასმანეთიანებიც შევნიშნე. ღვთის პირიდან გადავარდნილი გლახის მეტი აქაური ხელს არ მოკიდებს. უცხოტომელი მწყემსები ადიან ხოლმე, მოხვეტავენ ტკიცინა თუმნიანებს, იცინიან ,,სულელ ქართველებზე"". ვის სჭირდება ასეთი შესაწირავი? საგანგებო ანგარიში ხომ გაიხსნა სარესტავრაციო სამუშაოებისათვის. არ სჯობია ,,შესაწირი" თანხა იქ ჩარიცხონ? ორიოდე თვის წინათ რაიონში ჩამოყალიბდა შოთა რუსთაველის საზოგადოების განყოფილება. მოკლე დროში დედოფლისწყაროელებმა გვარიანი თანხა შეიტანეს საზოგადოების ანგარიშზე. იმედის ნათელმა გამოკვესა. გადაწყდა აღორძინდეს დაყრუებული მონასტერი. ისევ დარეკოს მისმა ზარებმა, ისევ გაისმას საგალობელი. დაუბრუნდა ტაძარი დედა ეკლესიას.

დავუბრუნდეთ იდუმალ ხატებას. ლეგენდა შემთხვევითი არაა. 1897 წელს ,,ივერიაში" ანტონ ნატროშვილმა გამოაცხადა ცნობა, რომ ამაღლების ტაძარში შემონახულია თამარისა და დავით-სოსლანის ,,ოჯახური პორტრეტი", დღეს ამ ფრესკის დაძებნა არ ხერხდება. საფუძველი არა გვაქვს ეჭვი შევიტანოთ ,,ივერიის" კორესპონდენციაში. ანტონ ნატროშვილი ღრმად განათლებული პიროვნება იყო, შესანიშნავად იცნობდა საქართველოს ისტორიასაც და ქართულ პალეოგრაფიასაც. აშკარაა, შემდეგში ფრესკა ჩამოირეცხა, გაფერმკრთალდა წარწერები. ამის საილუსტრაციოდ გამოდგება გვიანდელი ამბავი. ივრისპირეთის საბერეებში (ე.წ. ,,მაღაზანასა" და ,,ქოლაგირებში") 35 წლის წინათ დიმიტრი გონაშვილმა (ჰამლეტ გონაშვილის მამამ) გადმოიწერა ქართული ეპიგრაფიკის ნიმუშები. მათი ნაწილი დღეს გადაშლილია. ამაღლების ტაძარს სჭირდება კომპლექსური შესწავლა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, თამარის მხოლოდ 4 ფრესკა გვაქვს, ამაღლებაში კი შემონახულია მეხუთეც (თუმცა უკვე ძნელად დასაძებნი).

განვაგრძობთ ლეგენდას: კამბეჩოვან-ქიზიყს, ორგზის სწვევია თამარი; ალაზნისპირეთში ირმის ჯოგი მოუნახულებია, ივრისპირეთში ქურციკისათვის უკოცნია, ნინოს საფლავთან დაუჩოქია, წმინდა ელიასათვის ოქროს ქოში შეუწირავს, ხორნაბუჯის ზესთა კოშკზე ასულა, ფეხით გამოჰყოლია ციცაბო ბილიკებს, საღამოს მისდგომია ტაძარს. მხატვარი მიქაელი ხარაჩოზე მდგარა, ჩაბნელებული კედლის ქვემოდან სხივს რომ მიუშუქებია, ელდისაგან ჩამოვარდნილა. თამარი ხომ მკურნალიც იყო, რიდე ჩამოუხსნია, საკუთარი ხელით შეზელილი მალამო უცხია, შეუკრავს ნაღრძობი მხარი. ერთი მსგეფსი (7 დღე) დასჭირდა მხატვრის გამოკეთებას. შიშით უცქერდა თამარისეულ რიდეს მხატვარი. ღვთისმშობლის ხატთან ჩამოუკიდია. დამდგარა 1191 წელი, აფთართა სიავით შემოჭრილა ქიზიყში განძის ლაშქარი გიორგი რუსის წინამძღოლობით. იმ ბედნიერ დროს მხატვრებს ომში არ იწვევდნენ. მოულოდნელი იყო მტრის შემოსვლა და ხორნაბუჯის ერისთავთ-ერისთავმა საღირ მახატლისძემაც ,,ქუდზე კაცი" გამოითხოვა. შემოიხვია მიქაელმა რიდე, მარცხენათი აიღო მახვილი, მარჯვენის წაბილწვა არ უნდოდა. დააცხრნენ თურქებს ქართველები ,,ვითარცა შევარდენთა გროი". ხუთჯერ მეტი იყო მომხვდური, მაინც გასჭრა თამარის სვემ, დაჯაბნეს მტერი; პირისპირ დადგნენ მხატვარი და ქართველთა სიძეყოფილი. გზა უტია ქართველმა, მტრად კი მოსულიყო იური-გიორგი, მაინც თამარის ნაქმარევი იყო, ვერ აკადრა ბრძოლა. იცნო სამეფო რიდე რიურიკოვიჩმა, ჩამოათალა მარცხენა ხელი. გამწარდა მხატვარი, მარჯვენით აიტაცა მახვილი, დაეწია ,,რეცა მეფეს" (ვითომ მეფეს), გააპო მკერდამდის.

მატიანეში წერია: ,,რუსი ძლითსადმე გადაიხვეწაო". არაო, ამბობენ ქიზიყელები, ხირსის წყალს დავაკალითო თამარის მოღალატე... დაზარალდა მიქაელი, ვეღარსად მიაგნო სამეფო რიდეს. დაკრძალა საკუთარი ხელი. ისევ ხატვა დაიწყო. ოღონდ აღარ გამოუდიოდა - სისხლში გასვრილი ჰქონდა მარჯვენა. მიატოვა ხატვა მიქაელმა. გავიდა დრო... მეორეჯერ ეწვია თამარი კამბეჩოვანს ალაზნის არხის კურთხევის დღისთვის. გარინდებული გასცქეროდა ტყიდან ყოფილი მხატვარი სამეფო სპას. და მოხდა სასწაული: მსუბუქმა ქარმა წამოუქროლა. საიდანღაც აიტაცა დაკარგული რიდე, თამარს შემოუარა, თითქოს განწმენდილი უკუიქცა. გამოეკიდნენ ცხენმალი აჩუნჩხი, ამაოდ სდიეს. იფრინა რიდემ, დაეშვა მიქაელთან, შემოეხვია მარჯვენა ხელზე, კვლავ მოჰკიდა ხელი ყალამს. აღარც საჭმელი ახსოვდა, აღარც სასმელი, არც სიცხე აწუხებდა, არც სიცივე. დაეუფლა ,,შური საღმრთოი".

ერთხელაც აენთო საგანგაშო კოცონები კამბეჩოვანის ციხე-სიმაგრეებზე, აგუგუნდა ეკლესიის ზარები. არც მტერი შემოჭრილა, არც აზნაურებს მოუწყვიათ ,,ამბოხი". იდგა 1207 წელი, იანვრის 18, დღე - ოთხშაბათი. ტაბახმელას აღესრულა მეფეთ-მეფე თამარი. შავი ჩაიცვა მიქაელ მხატვარმა, თავშიშველი წამოვიდა ამაღლებიდან თბილისისაკენ. ვერც გრიგალი აჩერებდა ყინულიანი, ვერც დიდთოვლობა. შეღამებისას მირტაზანს მოაღწია, მცირე ალავერდის ტაძართან კი სიკვდილმა უწია. მდუმარედ დაფლეს მხატვარი, ,,ყოველი საქართველო"" თამარს გლოვობდა, მძიმედ დახრილიყო სამეფო დროშა გორგასლიან-დავითიანი. მხოლოდ ეს შენიშნა მღვდელმა: საფლავში ჩასვენებისას სუსხიანმა სიომ მოხსნა რიდე ცალხელა მხატვარს, საკურთხეველზე დაასვენა. დასწვდა მღვდელი რიდეს, უცებ ციური ხმა ჩაესმა: ,,აიღე და შეეწირეო". ცივად გაუშვა ხელი მღვდელმა. აფრინდა რიდე, გაუჩინარდა. ას წელიწადში ერთხელ თუ გამოჩნდება მფრინავი რიდე. გაეკიდებოდა ზღვა ხალხი, ვინც ჩაეჭიდებოდა, ისევ ჩამოსცილდებოდა, ეშინოდათ იდუმალი ჩურჩულისა. და აი, შვიდი ასეულის შემდეგაც გამოჩნდა რიდე, ერთხანს იფრინა და ღარიბი გლეხის ეზოში მოთამაშე ბიჭუნას შემოეხვია. გამხდარი იყო ბიჭი, მაღალი, ღრმად მეტყველი თვალები ჰქონდა, მეოცნებე, შუბლზე ღვთიური რამ ნიშანი ეტყობოდა. გაუხარდა ბიჭუნას. მოკიდა ხელი რიდეს და ჩაესმა ჩურჩულით ნათქვამი: ,,აიღე და შეეწირეო". არ შეშინებია ბიჭუნას, თავი ასწია მშვიდად... ცას გაუღიმა!..

განსაცვიფრებელია ქიზიყი შემოდგომაზე.

გიორგობისთვეში მუქდება ფერები მიქაელ მხატვრის ფრესკების მსგავსად. მაინც ოქროსფერი სჭარბობს: გაცრეცილი ცა ჩამცხრალი სხივებით ასეთ ფერს აძლევს ქიზიყს. ოქროსფერი უყვარდა ნიკალა ფიროსმანაშვილსაც.

ტექსტის წყარო: http://georoyal.ge

ფოტოს წყარო: https://www.facebook.com/dedoplistskaro1/
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
28.06.2024
ამ ვრცელი წერილის დაწერა ჩემი სოფლის და საქართველოს მთის სიყვარულმა გამაბედინა, სადაც უზრუნველი ბალღობის წლები გავატარე.
02.06.2023
ლაშა-გიორგის დროინდელი ერთი უცნობი ქართველი მემატიანის სიტყვით, დავით აღმაშენებელმა "სიცოცხლის შინა დასუა მეფედ დემეტრე
24.05.2022

324 წელს რომის იმპერატორმა წმინდა კონსტანტინე დიდმა გადაწყვიტა, იმპერიის დედაქალაქი აღმოსავლეთის პროვინციების სიახლოვეს გადაეტანა, რომელიც იმავე დროს დასავლეთთან კავშირს არ დაკარგავდა.

20.05.2022
საქართველოს სამეფოს იმ აშლილობის დროს, რომელიც დამკვიდრდა უსინათლო თეოდოსის მეფობაში, მმართველ მოწინავე წრეში საბედნიეროდ მაინც აღმოჩნდა შეგნებული ჯგუფი,
08.02.2022

მეფე დავით აღმაშენებელი - (1125 წ. 24 იანვარი)


თითქმის რვა საუკუნემ განვლო მას შემდეგ, რაც მიიცვალა სახელოვანი და დიდებული მეფე გაერთიანებულის საქართველოსი დავით აღმაშენებელი.

25.01.2022
გვსურს გავიხსენოთ ერთი ლამაზი წერილი, რომელიც 24 წლის დიაკვანმა მიხა ხელაშვილმა მისწერა თავისი ძმადნაფიცის, ხევსური გიგიას დას პარასკოს.
07.01.2022
შესავალი
ეკლესიის ისტორიია ამოსავალ პუნქტს წარმოადგენს ჩვენი მაცხოვრის იესო ქრისტესა და მისი მოციქულების საქმე და ცხოვრება, მაგრამ როგორც ცნობილია, ქრისტიანული მოძღვრების საყოველთაო გავრცელებას წინ უძღოდა კაცობრიობის მომზადება მაცხოვრის მისაღებად
13.12.2021
370 წლის ახლოს კლარჯეთი განუდგა ქართლის მეფე ვარაზ-ბაქარს და "მიერთნეს ბერძენთა".
29.11.2021
ყველისციხე, ყუელისციხე — ციხესიმაგრე შუა საუკუნეების სამხრეთ საქართველოში, ჯაყისწყლის სათავეში, არსიანის ქედის ყველის მთაზე (ახლანდელი თურქეთის ტერიტორია).
02.10.2021
მტარვალმა შაჰ აბასმა ერთაწმინდაში წმინდა ევსტატეს სახელობის ტაძრის დანგრევა მოისურვა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat