კონსტანტინოპოლის ეკლესია
კონსტანტინოპოლის ეკლესია
მეორე მსოფლიო საეკლესიო კრების (381 წ.) მესამე კანონით, კონსტანტინოპოლის ეპისკოპოსს, როგორც ეპისკოპოსს ახალი რომისა, მიენიჭა უფლება, პატივის მიხედვით რომის ეპისკოპოსის შემდეგ მდგარიყო: ”ამაღლდეს, ვითარცა რომი, და იყოს მეორე მის შემდეგ”. IV მსოფლიო საეკლესიო კრების (451 წ.) ოცდამერვე კანონით კი კონსტანტინოპოლის ეკლესიის მეთაური ფაქტობრივად პირველი მღვდელმთავარი გახდა აღმოსავლეთში და თავისთავად დაუპირისპირდა რომს. იმ დროისათვის კონსტანტინოპოლის ეპისკოპოსი პატრიარქის ტიტულით სარგებლობდა.

სხვადასხვა დროს კონსტანტინოპოლის ეკლესიის მწყემსმთავრები იყვნენ დიდი მამები და მასწავლებელნი წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი (+389), წმინდა იოანე ოქროპირი (+407) და სხვანი.

კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს რეზიდენცია ამჟამად სტამბოლის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიასთან მდებარეობს. 1453 წლამდე იგი აია სოფიას ტაძრის ტერიტორიაზე იმყოფებოდა (აია სოფიას მშენებლობაზე ათიათასობით მუშა იყო დაკავებული. მის ასაგებად 324 მილიონი დრაქმა დაიხარჯა. 537 წელს, როდესაც ტაძარი აკურთხეს, იმპერატორ იუსტინიანეს უთქვამს: ”მე გაჯობე შენ, სოლომონ!” XIII საუკუნის დასაწყისში ტაძარი ჯვაროსნებმა გაძარცვეს. მეთოთხმეტე საუკუნიდან მეოცე საუკუნის ოციან წლებამდე აია სოფია მეჩეთად იყო გადაკეთებული, შემდეგ კი ბიზანტიური ხელოვნების მუზეუმად გამოაცხადეს. მართალია, თურქებმა ტაძარს მინარეთები მიაშენეს და ნაწილობრივ დააუშნოეს ხუროთმოძღვრების ეს ბრწყინვალე ქმნილება, მაგრამ ტაძარს ბოლომდე მაინც არ დაუკარგავს სიდიადე და განუმეორებლობა. იგი დღესაც ისევე ატყვევებს მნახველებს, როგორც მრავალი საუკუნის წინათ), შემდეგ - კონსტანტინოპოლის (სტამბოლის) სხვადასხვა ეკლესიისა თუ მონასტრის ტერიტორიაზე, 1601 წლიდან კი დაფუძნდა წმინდა გიორგის ეკლესიასთან, რომელიც ამჟამად საპატრიარქო ტაძრად ითვლება. აქ ინახება იმ ქვის სვეტის ნაწილი, რომელზეც იყო მიკრული მაცხოვარი საპყრობილეში, მრავალი სასწაულთმოქმედი ხატი და წმინდანთა ნაწილები, საეპისკოპოსო ტახტი, რომელიც, გადმოცემის თანახმად, იოანე ოქროპირს ეკუთვნოდა და მრავალი სხვა სიწმინდე.

კონსტანტინოპოლის ეკლესიას მართავს პატრიარქი და მასთან არსებული წმინდა სინოდი, რომელიც 12 მიტროპოლიტისგან შედგება. ახალი პატრიარქის არჩევა სინოდის წევრთა კომპეტენციაა, დაბალი რანგის სამღვდელოება და საერო პირები ამაში არ მონაწილეობენ.

კონსტანტინოპოლის ეკლესია ორ მილიონზე მეტ მორწმუნეს ითვლის, რომელთაგან თურქეთში დაახლოებით ოცი ათასი ცხოვრობს. საპატრიარქოს შემადგენლობაში შედის თურქეთის ერთი საარქიეპისკოპოსო და ოთხი სამიტროპოლიტო და საბერძნეთის თორმეტი ეპარქია. ამას გარდა, ეკლესიას საზღვარგარეთ აქვს სამი საარქიეპისკოპოსო - ჩრდილო და სამხრეთ ამერიკისა, ფიატირისა (ინგლისში) და ავსტრალიისა - და ექვსი სამიტროპოლიტო: გალიისა, გერმანიისა, ავსტრიისა, შვედეთისა, ბელგიისა და ახალი ზელანდიისა. ყველა ეპარქია პატრიარქსა და წმინდა სინოდს ემორჩილება. კონსტანტინოპოლის იურისდიქციაში იმყოფება ათონის წმინდა მთა და ფინეთის ავტონომიური მართლმადიდებელი ეკლესიაც.

საპატრიარქოს აქვს უმაღლესი საღვთისმეტყველო სკოლა ბრუკლინში და წმინდა ბასილი დიდის სახელობის აკადემია გარისონში. ეკლესია გამოსცემს ჟურნალებს ”ორთოდოქსია” და ”აპოსტოლოს ანდრეას”.

ჩვენს ქვეყანაში ქრისტიანობის ოფიციალურ რელიგიად გამოცხადების დროიდან დღემდე კონსტანტინოპოლსა და საქართველოს ეკლესიებს ძმური ურთიერთობა აკავშირებთ. თუმცაღა იმას, რომ მსოფლიოს მართლმადიდებლურ ცენტრებს ქართული ეკლესიის უფლებანი ეცნოთ, 50 წელი დასჭირდა. 1990 წლის 25 იანვარს კონსტანტინოპოლისა და მსოფლიო პატრიარქმა გამოსცა სიგელი, რომლითაც ცნო ქართული ეკლესიის ავტოკეფალია, იმავე წლის 3 მარტს კი მანვე გამოსცა განჩინება საქართველოს ეკლესიის საპატრიარქო ღირსების ცნობის შესახებ. ამის კვალობაზე, აღიარებულ იქნა ეკლესიის მეთაურის (პატრიარქის) ტიტულიც. ამ ურთულესი საერთაშორისო-საეკლესიო ვითარების მოგვარება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ღვაწლის შედეგი გახლავთ. ძალზე დახვეწილი დიპლომატიური ხელოვნებით, უაღრესად დაძაბული შრომის შედეგად, მან გამარჯვებით დააგვირგვინა ჯერ კიდევ XIX ს-ის დასასრულს ქართულ ეკლესიაში დაწყებული ავტოკეფალიური მოძრაობა, მიაღწია იმას, რომ კონსტანტინოპოლს - ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის არსებობის დროს! - ეცნო ქართული ეკლესიის დამოუკიდებლობა, რითაც დავას საბოლოოდ დაესვა წერტილი. 1990 წელს შობის დღესასწაულზე ჩამობრძანებულმა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს წარმომადგენელმა, მიტროპოლიტმა ქრიზოსტომოსმა, საშობაო წირვის შემდეგ სიონის მრევლს ამცნო, რომ მსოფლიო საპატრიარქომ აღიარა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია და მისი მეთაურის საპატრიარქო ტიტული. შეხვედრისას განჩინების საბოლოო ვარიანტი კვლავ შესწორდა და დაიხვეწა. ტექსტის მისაღებად სტამბოლში ილია II და წმინდა სინოდის წევრები ჩაბრძანდნენ. 1990 წლის 4 მარტს, მართლმადიდებლობის დღესასწაულზე, ქართულმა ეკლესიამ მისთვის სასურველი ორი სიგელი მიიღო. ერთი ქართული ეკლესიის ავტოკეფალიას ადასტურებდა, მეორე კი მისი მეთაურის ტიტულს.

დღეს კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მეთაურია ყოვლადუწმიდესი ბართლომეოს I, კონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოსი და მსოფლიო პატრიარქი.

მოამზადა დიაკვანმა
ლევან მათეშვილმა
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
28.06.2024
ამ ვრცელი წერილის დაწერა ჩემი სოფლის და საქართველოს მთის სიყვარულმა გამაბედინა, სადაც უზრუნველი ბალღობის წლები გავატარე.
02.06.2023
ლაშა-გიორგის დროინდელი ერთი უცნობი ქართველი მემატიანის სიტყვით, დავით აღმაშენებელმა "სიცოცხლის შინა დასუა მეფედ დემეტრე
24.05.2022

324 წელს რომის იმპერატორმა წმინდა კონსტანტინე დიდმა გადაწყვიტა, იმპერიის დედაქალაქი აღმოსავლეთის პროვინციების სიახლოვეს გადაეტანა, რომელიც იმავე დროს დასავლეთთან კავშირს არ დაკარგავდა.

20.05.2022
საქართველოს სამეფოს იმ აშლილობის დროს, რომელიც დამკვიდრდა უსინათლო თეოდოსის მეფობაში, მმართველ მოწინავე წრეში საბედნიეროდ მაინც აღმოჩნდა შეგნებული ჯგუფი,
08.02.2022

მეფე დავით აღმაშენებელი - (1125 წ. 24 იანვარი)


თითქმის რვა საუკუნემ განვლო მას შემდეგ, რაც მიიცვალა სახელოვანი და დიდებული მეფე გაერთიანებულის საქართველოსი დავით აღმაშენებელი.

25.01.2022
გვსურს გავიხსენოთ ერთი ლამაზი წერილი, რომელიც 24 წლის დიაკვანმა მიხა ხელაშვილმა მისწერა თავისი ძმადნაფიცის, ხევსური გიგიას დას პარასკოს.
07.01.2022
შესავალი
ეკლესიის ისტორიია ამოსავალ პუნქტს წარმოადგენს ჩვენი მაცხოვრის იესო ქრისტესა და მისი მოციქულების საქმე და ცხოვრება, მაგრამ როგორც ცნობილია, ქრისტიანული მოძღვრების საყოველთაო გავრცელებას წინ უძღოდა კაცობრიობის მომზადება მაცხოვრის მისაღებად
13.12.2021
370 წლის ახლოს კლარჯეთი განუდგა ქართლის მეფე ვარაზ-ბაქარს და "მიერთნეს ბერძენთა".
29.11.2021
ყველისციხე, ყუელისციხე — ციხესიმაგრე შუა საუკუნეების სამხრეთ საქართველოში, ჯაყისწყლის სათავეში, არსიანის ქედის ყველის მთაზე (ახლანდელი თურქეთის ტერიტორია).
02.10.2021
მტარვალმა შაჰ აბასმა ერთაწმინდაში წმინდა ევსტატეს სახელობის ტაძრის დანგრევა მოისურვა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა დიდმოწამე დიმიტრი, შვილი კეთილშობილი და მაღალზნეობრივი მშობლებისა, ქალაქ თესალონიკში იშვა,

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat