ანტიოქიის პატრიარქ მაკარის აზრი ქართველთა სარწმუნოებაზე.
30.10.2019
ანტიოქიის პატრიარქმა მაკარმა მე-17 საუკუნეში იმოგზაურა საქართველოში და ვფიქრობთ, მრავლის მთქმელია მისი მონათხრობი:
"სასულიერო პირებს ქართველები ძალიან მორიდებით ეპყრობიან, მათ ძვირს ვერასგზით ვერ ათქმევინებთ. როდესაც თავადები, დიდებულნი და მათი მეუღლეები გზაზე შეეყრებიან მღვდელმთავრებს, თუ ცხენით არიან, ჩამოქვეითდებიან და შორიდანვე დაუწყებენ მუხლთმოდრეკით თაყვანისცემას, შემდეგ ადგებიან და მიიღებენ მათგან ლოცვა-კურთხევას. ამის შემდეგ განშორდებიან უკან-უკან დახევით, რათა ზურგი არ შეაქციონ და ხელმეორედ მუხლთმოდრეკით თაყვანს სცემენ. ამნაირად იქცევიან არა მარტო უბრალო ქართველნი, არამედ მეფე-დედოფალნიც. ძალიან უყვართ ქადაგება-დარიგების მოსმენა და დიდი ხალისით ასრულებენ დამრიგებლის სიტყვა-ბრძანებას. რაც უნდა უბედურება ეწიოთ, დიდი მოთმინებით, უდრტვინველად გადაიტანენ და ითმენენ, ვერ გაიგონებ მათგან სალანძღავ სიტყვას სარწმუნოების და რომელიმე პიროვნების წინააღმდეგ, როგორც ეს ჩვენში იციან".