ასე მოვიდა ნინო მცხეთაში
ასე მოვიდა ნინო მცხეთაში
თექვსმეტი საუკუნე გვაშორებს იმ კურთხეულ დროს, როცა ღვთის დიდი განგებითა და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ლოცვა-კურთხევით, ქრისტიანობის საქადაგებლად საქართველოში ჩამოვიდა წმინდა ნინო განმანათლებელი.
ეს იყო საოცარი და ალბათ განუმეორებელი დრო ჩვენი ხალხის ისტორიაში, რადგან სწორედ მაშინ მოხდა შემოქმედთან მისი შეხვედრა. წარმართობის წყვდიადს მოეცვა მანამდე ჩვენი ქვეყანა, უსულო კერპების გულის მოსაგებად ჩვილი ბავშვების სისხლსაც კი ღვრიდნენ ჩვენი წინაპრები, ჭეშმარიტ ღმერთს კი არ იცნობდნენ და ამიტომაც უცხო იყო მათთვის ნამდვილი სიხარული, რომელიც მხოლოდ ღმერთს შეეძლო მიეცა მათთვის. ძნელია წარმოდგენა იმისა, თუ როგორი იქნებოდა ჩვენი ხალხის მომავალი, ისევ უფალს რომ არ მოეხედა მასზე მოწყალე თვალით და არ გამოერჩია ქართველთა განმანათლებლად დიდებული ქალწული. უსაზღვროდ დიდია ჩვენი მადლიერება კაცთმოყვარე ღმერთისა და მისი კურთხეული დედისადმი, რომელთაც სურდათ დაღუპვისაგან ეხსნათ ჩვენი ერი, რომელიც სიამაყისა და არაწმიდების ბოროტებით იყო შეპყრობილი. ამ უმძიმესი საქმის შესასრულებლად ღმერთმა გამოირჩია არა რომელიმე წინასწარმეტყველი ან ცნობილი სასულიერო პირი, რომლის სიტყვასა და საქმესაც ხალხი თითქოს მოეკიდებოდა მეტი რწმენით და მინდობით, არამედ სრულიად უმწეო ქალწული, რომელსაც თავად სჭირდებოდა მფარველობა და ნუგეში (მთავარეპისკოპოსი ზოსიმე).

ივნისის თვეში წმინდა ნინომ სომხეთის საზღვარს მიაღწია და მიადგა ჯავახეთის მთებს, იგი ფარავნის ტბასთან შეGერდა. როცა გახედა ჩრდილოეთით მთებს, დაინახა, რომ ზაფხულშიც კი თოვლით იყო დაფარული. მკაცრმა ბუნებამ შეაძრწუნა ნინო და თქვა: "უფალო, უფალო, მიიღე ჩემგან სული ჩემი". იქ დაჰყო ორი დღე, საკვები სთხოვა მეთევზეებს, რომლებიც ტბაზე თევზაობდნენ. აქვე იყვნენ მწყემსებიც, რომლებიც დარაჯობდნენ სამწყსოს და თავიანთ შემწედ და მფარველად ახსენებდნენ არმაზისა და ზადენის ღმერთებს, რომელთაც შესაწირავსაც კი აღუთქვამდნენ, როცა იმათ წინაშე მშვიდობით წარდგებოდნენ. წმინდა ნინოს შეკითხვაზე, თუ ვინ იყვნენ ისინი, მათ უპასუხეს, რომ ისინი იყვნენ ქინძარელნი, რაბათელნი და დიდ ქალაქ მცხეთისანი, სადაც ღმერთები ღმერთობენ, მეფენი მეფობენ. წმინდა ნინოს ემძიმებოდა გზის სიშორე და მთების სიმკაცრე. ამიტომ შეძრწუნებული ოხრავდა, დაიდო ერთი დიდი ლოდი თავქვეშ და ასე მიიძინა ტბის ნაპირას. ძილში მას ეGვენა შუახნის კაცი, მას თმაც ნახევრად ჰქონდა, რომელმაც მისცა ნინოს დახურული წიგნი და უთხრა: - მიართვი ეს მცხეთაში წარმართების მეფეს. წმნდა ნინომ ტირილი დაიწყო და ევედრებოდა მას: უფალო, მე უცხო და უვიცი დედაკაცი ვარ, და არც იმათ ენაზე შემიძლია ლაპარაკი, როგორ მივიდე უცხო ქვეყანაში, უცხო ხალხთან? მაშინ იმ კაცმა გაუხსნა წიგნი, რომელზეც იყო იესო ქრისტეს ბეჭედი, ხოლო შიგნით რომაული ენით ეწერა ათი მუხლი:

1. სადაცა იქადაგოს სახარება ესე, მუნცა ითქმოდის დედაკაცი ესე (მთ. 26,13);

2. არცა მამაკაცება, არცა დედაკაცება, არამედ თქვენ ყოველნი ერთ ხართ (გალ. 3,28);

3. წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და ნათელს-ჰსცემდით მათ სახელითა მამისათა, და ძისათა, და სულისა წმიდისათა (ლკ. 28,19);

4. ნათელი გამობრწყინვებად წარმართთა ზედა და დიდებად ერისა შენისა ისრაელისა (მარკ. 2,32);

5. და იქადაგოს სახარება ესე სასუფევლისა ყოველსა სოფელსა (მკრ. 16,15);

6. რომელმან თქუენ შეგიწყნარეს, მე შემიწყნარა, და რომელმან მე შემიწყნაროს, შეიწყნაროს მომავლინებელი Gემი (მთ. 10,40);

7. რამეთუ ფრიად უყვარდა მარიამ უფალსა, რამეთუ მარადის ისმენდა სიბრძნესა ჭეშმარიტსა;

8. ნუ გეშინინ მათგან, რომელთა მოჰსწყვიდნენ ხორცნი თქუენნი, ხოლო სულისა ვერ შემძლებელ არიან მოწყუედად (მთ. 10,28);

9. ჰრქუა მარიამს მაგდალენსა იესო, წარვედ, დედაკაცო, და ახარე ძმათა Gემთა (ინ. 20,17);

10. სადაცა მიხედვით, ჰგადაგებდით სახელითა მამისათა, და ძისათა, და სულისა წმიდისათა.


როცა წმიდა ნინომ წაიკითხა ეს, დაიწყო ღვთისადმი ვედრება და მიხვდა, რომ ზეციდან იყო ეს Gვენება, თვალები მიაპყრო ზეცას და ითხოვა უმაღლესი და ყოვლისმომცველი ღვთისაგან შეწევნა და გაუყვა მდინარეს. ასე მოვიდა ნინო მცხეთაში და მისი შემოსვლით დაიწყო ქართლის გაქრისტიანება.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
28.06.2024
ამ ვრცელი წერილის დაწერა ჩემი სოფლის და საქართველოს მთის სიყვარულმა გამაბედინა, სადაც უზრუნველი ბალღობის წლები გავატარე.
02.06.2023
ლაშა-გიორგის დროინდელი ერთი უცნობი ქართველი მემატიანის სიტყვით, დავით აღმაშენებელმა "სიცოცხლის შინა დასუა მეფედ დემეტრე
24.05.2022

324 წელს რომის იმპერატორმა წმინდა კონსტანტინე დიდმა გადაწყვიტა, იმპერიის დედაქალაქი აღმოსავლეთის პროვინციების სიახლოვეს გადაეტანა, რომელიც იმავე დროს დასავლეთთან კავშირს არ დაკარგავდა.

20.05.2022
საქართველოს სამეფოს იმ აშლილობის დროს, რომელიც დამკვიდრდა უსინათლო თეოდოსის მეფობაში, მმართველ მოწინავე წრეში საბედნიეროდ მაინც აღმოჩნდა შეგნებული ჯგუფი,
08.02.2022

მეფე დავით აღმაშენებელი - (1125 წ. 24 იანვარი)


თითქმის რვა საუკუნემ განვლო მას შემდეგ, რაც მიიცვალა სახელოვანი და დიდებული მეფე გაერთიანებულის საქართველოსი დავით აღმაშენებელი.

25.01.2022
გვსურს გავიხსენოთ ერთი ლამაზი წერილი, რომელიც 24 წლის დიაკვანმა მიხა ხელაშვილმა მისწერა თავისი ძმადნაფიცის, ხევსური გიგიას დას პარასკოს.
07.01.2022
შესავალი
ეკლესიის ისტორიია ამოსავალ პუნქტს წარმოადგენს ჩვენი მაცხოვრის იესო ქრისტესა და მისი მოციქულების საქმე და ცხოვრება, მაგრამ როგორც ცნობილია, ქრისტიანული მოძღვრების საყოველთაო გავრცელებას წინ უძღოდა კაცობრიობის მომზადება მაცხოვრის მისაღებად
13.12.2021
370 წლის ახლოს კლარჯეთი განუდგა ქართლის მეფე ვარაზ-ბაქარს და "მიერთნეს ბერძენთა".
29.11.2021
ყველისციხე, ყუელისციხე — ციხესიმაგრე შუა საუკუნეების სამხრეთ საქართველოში, ჯაყისწყლის სათავეში, არსიანის ქედის ყველის მთაზე (ახლანდელი თურქეთის ტერიტორია).
02.10.2021
მტარვალმა შაჰ აბასმა ერთაწმინდაში წმინდა ევსტატეს სახელობის ტაძრის დანგრევა მოისურვა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat