კავკასიის მთების შვილნი
კავკასიის მთების შვილნი
კავკასიაში მრავალი საუკუნეა გვერდიგვერდ ცხოვრობენ ერთმანეთთან სულიერად და ტრადიციულად მჭიდროდ დაკავშირებული ხალხები
საქართველოში ქრისტიანობის გავრცელება, როგორც ვიცით, I საუკუნიდან იწყება. ქრისტიანობა აქ იქადაგეს ქრისტეს მოციქულებმა: ანდრია პირველწოდებულმა და სვიმონ კანანელმა. ქართლის გაქრისტიანება კი უშუალოდ დაკავშირებულია მოციქულთასწორის, წმინდა ნინოს სახელთან.Aასევე, წმინდა მეფე მირიანის და წმინდა დედოფალ ნანას სახელებთან. სახელმწიფო სარწმუნოებად ქრისტიანობა ქართლში (იბერიაში) IV საუკუნეში გამოცხადდა.

კავკასიის ხალხთაგან ქრისტიანული სარწმუნოების მადლს ყველაზე ადრე ქართველი და სომეხი ხალხი ეზიარა.

კავკასიური ერთობის, თარგამოსისაგან კავკასიის მთელი მოსახლეობის წარმომავლობის იდეა ქართველთა ცნობიერებაში "ქართლის ცხოვრებით" მკვიდრდება. რვა ღვიძლი ძმის შთამომავალთ, რომლებიც კავკასიონის როგორც ჩრდილოეთ, ისე სამხრეთ ნაწილში დასახლებულან, მთების სიმაღლე ხელს ვერ უშლიდათ, არა მხოლოდ კეთილად ემეზობლათ, არამედ მტერთა წინააღმდეგ ბრძოლაში საერთო ძალით გამოსულიყვნენ. ამ ხანგრძლივი ურთიერთობის კვალი შთამბეჭდავადაა ასახული ტოპონიმიკაში, ეთნოლოგიაში, ფოლკლორში და სხვა. ბედის თანაზიარებლობასთან ერთად, ქართველებისა და კავკასიელი ხალხების დამახასიათებელი თავისუფლების სიყვარული, ვაჟკაცობა, სიტყვის გაუტეხლობა, ძმადშეფიცვის ტრადიცია იყო ის განსაკუთრებული ფენომენი, რომელიც კავკასიურ ერთობას მაცოცხლებელ იმპულსს სძენდა.

"კავკასიაში მრავალი საუკუნეა, გვერდიგვერდ ცხოვრობენ სხვადასხვა წარმომავლობისა და რელიგიის, მაგრამ ერთმანეთთან სულიერად და ტრადიციულად მჭიდროდ დაკავშირებული ხალხები" (ზვიად გამსახურდია).

როგორ წარმოიშვა კავკასია და რა ისტორიული წყაროები არსებობს ამასთან დაკავშირებით; კავკასიის გაერთიანების საქმეში ისტორიულად რა როლი ენიჭებოდა კულტურულ-სარწმუნოებრივ პოლიტიკას; რა ეთნიკური და სარწმუნოებრივი სხვაობა არსებობს კავკასიელ ხალხთა შორის... ამ და სხვა საკითხებზე გვესაუბრება დეკანოზი იოანე მამულაშვილი.

- მამაო, უპირველესად, თვალი გადავავლოთ ისტორიას. როგორ წარმოიშვა კავკასია და რამ განაპირობა მისი მკვიდრი ეთნოსების არა მხოლოდ ერთ გეოგრაფიულ, არამედ ერთიან ისტორიულ-კულტურულ ოლქში მოქცევა?

- ტერმინი "კავკასია" დოკუმენტურად ცნობილია ძვ.წ-ის VI ს-დან. პირველად ის მოიხსენება ბერძენი დრამატურგის, ესქილეს ტრაგედიაში "მიჯაჭვული პრომეთე", სადაც კავკასიონის მთავარი ქედის აღმნიშვნელ სახელწოდებად გვაცნობს თავს. შემდეგ კი მისი დიაპაზონი ფართოვდება და მოიცავს უფრო დიდ ტერიტორიებს.

ლეონტი მროველის ცნობით, კავკასიელ ხალხთა მამა ერთი იყო, სახელით თარგამოს. "ესე თარგამოს იყო ძე თარშისი, ძისწული იაფეთისი, ძისა ნოესი. და შემდგომად განყოფისა ენათასა, ოდეს აღაშენეს ბაბილონის გოდოლი და განეყვნეს მუნ ენანი და განიბნინეს მუნით ყოველსა ქვეყანასა და წარმოვიდა ესე თარგამოს და დაემკვიდრა ქვეყანასა, რომელიც წილხვდომოდა, ხოლო შვილთა შორის მისთა გამოჩნდეს კაცნი რვანი, გმირნი ძლიერნი და სახელოვანნი". მამამ გაუყო შვილებს მიწა, მაგრამ კიდევ დარჩა ახლოს მიწა, რომელიც დაუსახლებელი აღმოჩნდა. მაშინ მან მრავალ გმირთაგან გამოიყვანა ლეკან და კავკასი და გაუყო მათ მიწა, რომელსაც ამჟამად კავკასიად მოვიხსენიებთ.

რამდენიმე სიტყვა მინდა ვთქვა კავკასიის როგორც გეოგრაფიული ერთეულის შესახებაც. კავკასია ორ ზღვას, შავ და კასპიის ზღვებს შორის არის მოქცეული. ასე რომ, დასავლეთით მას შავი ზღვა (აგრეთვე აზოვის ზღვა) ესაზღვრება, აღმოსავლეთით - კასპიის ზღვა. კავკასიის ჩრდილოეთ საზღვრად ითვლება კუმომანიჩის ღრმული და მდ. დონის ქვემო დინება. მის სამხრეთ საზღვრად კი მიიჩნევენ ყოფილი საბჭოთა სახელმწიფოს საზღვარს ირანსა და თურქეთთან. რა თქმა უნდა, კავკასიის სამხრეთი და ჩრდილოეთი საზღვრები შედარებითაა განსაზღვრული. სამხრეთით კავკასიას მიეკუთვნება მცირე კავკასიონი, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი დღევანდელი საქართველოსა და სომხეთის სახელმწიფოს საზღვრებს გარეთაა. ამ სახელმწიფოების სამხრეთით მდებარე დიდი არეალი, როგორც ისტორიულად, ისე კულტურულად და ენობრივი თვალსაზრისით, კავკასიის რეგიონის განუყოფელი ნაწილია. მთლიანად ჭოროხის ხეობა, მტკვრისა და არაქსის ხეობის სათავე და ზემო წელი კავკასიის ბუნებრივი ერთეულებია. ასე რომ, დღევანდელი კავკასიის საზღვრები ერთი მხრივ (ჩრდილოეთით) - ბუნებრივ-ლანდშაფტური და მეორე მხრივ (სამხრეთით) - პოლიტიკური ფაქტორებით არის განსაზღვრული.

- კავკასიის შესახებ უამრავი ლეგენდა არსებობს...

- კავკასია იმ ფიზიკურ გეოგრაფიულ არეალთან არის ტერიტორიულად დაკავშირებული, სადაც, ძველი აღთქმის თანახმად, კაცობრიობის ფიზიკური ევოლუციის ეპიგენეტიკურ პროცესს მიეცა გასაქანი. აკი, ბიბლიური ვერსიით, სწორედ კავკასიის სამხრეთ ნაპირყურესთან აღმართული დიდი არარატის მწვერვალზე დაებედა დავანება ადამიანთა მოდგმის მხსნელად განჩინებულ ნოეს კიდობანს. ძველი ბერძნების წარმოდგენებით, მაინცდამაინც კავკასიონის ერთ-ერთ პირქუშ კლდეზე იქნა მიჯაჭვული ზევსის მიერ ტიტანი პრომეთეც, რომელიც ათასი წლის შემდეგ გმირმა ჰერაკლემ გამოიხსნა. იმავე კავკასიაში შავი ზღვის სანაპიროსკენ მოილტვოდნენ შორეულ წარსულში ლეგენდარული არგონავტები, რომელთაც ზღაპრული სიმდიდრით სახელგანთქმული კოლხეთიდან ოქროს საწმისი გაიტაცეს ტროას წინარე ხანის ელადაში. კავკასიის თემის ოდინდელ პოპულარობას განაპირობებდა აგრეთვე ანტიკური ეპოქის ლიტერატურაში ფართოდ გავრცელებული შეხედულებები კავკასიონზე, როგორც ყველაზე ვრცელ და მაღალ მთაზე.

- როგორც ვიცით, კავკასიაში 50-მდე ეთნიკური შემადგენლობის ხალხი მკვიდრობს, რომელთაგანაც ყველამ ორიგინალური კულტურა შექმნა და აქვს მისთვის დამახასიათებელი ენა. რამ განაპირობა ეს მრავალრიცხოვნობა?

- კავკასია ჯერ კიდევ ანტიკურ პერიოდში ბევრი სხვადასხვა ხალხით იყო დასახლებული. მიუხედავად იმისა, რომ კავკასიაში არაერთი ენა და ეთნოსი გაქრა, დღესაც ის მრავალეთნიკური ოლქია. აქ ცხოვრობენ სხვადასხვა ენათა ოჯახის ენებზე მოლაპარაკე ხალხები. კავკასიური ენების ოჯახს (ადრე მას იბერიულ-კავკასიურ ენათა ოჯახს უწოდებდნენ) მიეკუთვნებიან: ადიღეელები, ჩერქეზები, ყაბარდოელები, აბაზები, აფხაზები, ინგუშები, ჩაჩნები, დაღესტნის 30-მდე სხვადასხვა ხალხი, უდიები, აზერბაიჯნის შაჰდაღის მთებში მკვიდრი ჰინალუღები, კრიწები და ბუდუხები. თურქულ ენათა ჯგუფს მიეკუთვნებიან ბალყარები, ყარაჩაელები, ნოღაელები, ყუმუხები, აზერბაიჯნელები. თავიანთი წარმომავლობით ინდოევროპელები არიან სომხები. ინდოევროპულ ენათა ოჯახის ირანულ ჯგუფს მიეკუთვნება ოსების, თათების, თალიშების მეტყველება. ქართულს კი, როგორც ირკვევა, ახლო მონათესავე ენობრივ-ეთნიკური ჯგუფი არ ჰყავს. თანამედროვე კავკასიაში არაავტოქტონი, ე.ი. სხვადასხვა დროს მოსული ეთნოსებიც მკვიდრობენ. ესენი არიან: რუსები, უკრაინელები, ქურთები, ასირიელები, ებრაელები, ბერძნები, თათრები... ყველა მათგანს თავისი სამშობლო აქვს და კავკასიაში დროის სხვადასხვა მონაკვეთში არიან მოსული და დამკვიდრებული.

კავკასიის მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობა, ენათა მრავალრიცხოვნობა, მატერიალური კულტურისა და სამეურნეო ყოფის ნაირგვარობა, სოციალური განვითარების სხვადასხვაობა, განსხვავება სულიერ კულტურებში, ბუნებრივია, საზოგადოებრივ-ისტორიულ ფაქტორებთან ერთად, ბევრად განაპირობა კავკასიის ბუნებრივ-გეოგრაფიულმა და კლიმატურმა პირობებმაც. ბუნებრივ-გეოგრაფიული გარემოთი იყო გამოწვეული მეურნეობის ფორმების სხვადასხვაობა. ჯერ კიდევ სტრაბონი შენიშნავდა, რომ აქ ბარის მკვიდრნი მიწათმოქმედნი და მთიელები - მესაქონლეები იყვნენ. კავკასიის ხალხებმა, როგორც ბარში, ისე მთისწინეთსა და მთაში მიწათმოქმედების განვითარებული ფორმები შექმნეს, რაც, თავის მხრივ, ხელოვნური მორწყვითა და ტერასების მოწყობის კულტურითაც იყო განპირობებული. სხვადასხვა ბუნებრივ-გეოგრაფიულ და კლიმატურ პირობებში განსახლებული ეთნოსები ჩაკეტილი არ ყოფილან (თუმცა დაღესტანში სოციალური თვალსაზრისით იზოლანტი ეთნოსები ცხოვრობდნენ). გარემოება მათ აიძულებდა ერთმანეთთან მჭიდრო სამეურნეო-ეკონომიკური კავშირები ჰქონოდათ და აქედან გამომდინარე ერთმანეთის ბევრი კულტურული მიღწევაც გაეზიარებინათ. ევროპისა და აზიის შესაყარზე მდებარეობის გამო კავკასიის მოსახლეობას მშვიდობიანი განვითარების საშუალება იშვიათად ჰქონდა. იმპერიების გარდა, ისტორიის სხვადასხვა მონაკვეთში მისდამი ინტერესს მომთაბარე ტომებიც იჩენდნენ. განსაკუთრებით შეიცვალა კავკასიის ეთნიკური რუკა რუსეთის იმპერიის დამკვიდრების შემდეგ. რუსეთის იმპერიამ კავკასია ეთნიკურად უფრო ჭრელი გახადა.

- როგორც ისტორიულად ცნობილია, XI-XII საუკუნეთა მიჯნაზე საქართველომ კავკასიური სამყაროს გამაერთიანებლის როლი იკისრა და დავით IV აღმაშენებელმა შექმნა კიდეც კავკასიური სახელმწიფო "ნიკოფსიითგან დარუბანდისა ზღუამდე და ოვსეთითგან სპერად და არეგაწამდე". საქართველოს ჰეგემონობით კავკასიის გაერთიანების საქმეში სამხედრო-პოლიტიკური და ეკონომიკური ხასიათის ღონისძიებებთან ერთად რა როლი ენიჭებოდა კულტურულ-სარწმუნოებრივ პოლიტიკას?

- შეიძლება ითქვას, ეს უკანასკნელი უფრო მნიშველოვანიც იყო, ვინაიდან ამ გაერთიანებას იდეოლოგიური დასაბუთება უნდა მოეხდინა. საგულისხმოა, რომ XI საუკუნის ლეონტი მროველისეული კავკასიის ხალხთა საერთო წარმომავლობის კონცეფცია, რომელიც თავისთავად ეპოქის სულისკვეთებას გამოხატავდა, გაცხადდა შავსა და კასპიის ზღვებს შორის საერთო კავკასიური სახელმწიფოს ფორმირების ისტორიულ ეპოქაში. ახალშექმნილი კავკასიური სახელმწიფოებრიობის რელიგიურ-კულტურულ საფუძვლად ქრისტიანული რელიგია და კულტურა გვევლინება, რაც უფრო აახლოებდა საქართველოსა და იმიერკავკასიის ხალხებს ერთმანეთთან და აძლევდა საშუალებას გადაეწყვიტათ მათ წინაშე არსებული ისტორიული პრობლემები.

- მაგრამ კავკასიის ხალხები რელიგიური სიჭრელით გამოირჩევიან. ჩრდილოეთ კავკასიის უმეტეს ნაწილში, როგორც ვიცით, ისლამის სარწმუნოებაა გავრცელებული... უქმნის თუ არა ეს პრობლემას მათ თანამეგობრობას?

- ბატონი ზვიად გამსახურდია ბრძანებდა: "იბერიულ-კავკასიურ ხალხთა ერთობის მოწინააღმდეგეთა ძირითადი არგუმენტია სარწმუნოებრივი სხვაობა ქართველებსა და ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებს შორის. უნდა აღინიშნოს, რომ ამ ხალხებს არ ახასიათებთ რელიგიური ფანატიზმი, ისლამური ფუნდამენტალიზმი და ექსტრემიზმი. ისინი რელიგიის საფუძველზე არ აგებენ ურთიერთობას სხვადასხვა ქვეყნებსა და ერებთან. გარდა ამისა, ჩვენს საუკუნეში ისლამისა და ქრისტიანობის დაპირისპირებას პოლიტიკურ სფეროში აღარ აქვს ისეთი ხასიათი და მნიშვნელობა, როგორიც ჯვაროსნული ლაშქრობების დროს ჰქონდა. ასეთი დაპირსპირება კავკასიელი ხალხებისათვის შუა საუკუნეებშიც უცხო იყო". …

"კავკასიაში მრავალი საუკუნეა გვერდიგვერდ ცხოვრობენ სხვადასხვა წარმომავლობისა და რელიგიის, მაგრამ ერთმანეთთან სულიერად და ტრადიციულად მჭიდროდ დაკავშირებული ხალხები": ჩეჩნები, ინგუშები, ბალყარელები, ჩერქეზები. ამ ხალხებს შორის ძმობას, მეგობრობასა და კეთილმეზობლურ ურთიერთობას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. ჩვენს წინაპრებს არაერთგზის შეუშველებიათ ხელი ერთმანეთისათვის გასაჭირის დროს. გასაჭირი კი ხშირად დაგვტეხია თავს.

- როგორ მოხდა და რამ განაპირობა სომხური და ქართული ეკლესიების გაყოფა?

- ამის შესახებ აკადემიკოსი კორნელი კეკელიძე წერს: "სომხებისაგან ეკლესიურად ჩამოშორება, რომელსაც ადგილი ჰქონდა VII საუკუნის დასაწყისს, მოხდა, როგორც ცნობილია, სხვათა შორის, ეროვნულ-კულტურული იდეოლოგიის საფუძველზედაც. ქართველები ამიერიდან მიზნად ისახავენ თანდათანობით განთავისუფლებას აღმოსავლური საეკლესიო ტრადიციებისაგან. ამ ნიადაგზე წარმოიშვა სომხებთან გამწვავებული პოლემიკა, რომელიც იქამდე მივიდა, რომ ქართველებმა წარსულშიც კი უარყვეს ყოველგვარი კულტურულ-ეკლესიური ურთიერთობა სომხებთან..."

განხეთქილება, რომელსაც, ქართველი და სომეხი ისტორიკოსების თანახმად, შედეგად მოჰყოლია "განყოფა" ამ ეკლესიათა შორის, შედეგი ყოფილა იმდროინდელი პოლიტიკური სიტუაციისა.

არსებობს ეპისტოლარული მიმოწერა (VIს.) საქართველოსა და სომხეთის ეკლესიის მესვეურთა შორის. საბოლოოდ სომეხთა კათალიკოსმა სრული განხეთქილების ჩამოგდება ირჩია და 607-8 წელს ეპისტოლე გამოსცა, რომელშიც ნათქვამი იყო: "ჩვენ ბერძნების შესახებ პირველ მოძღვართა გამოტანილი დადგენილების ქართველებზეც გავრცელებას ვბრძანებთ, რომ მათთან სრულებით არავითარი დამოკიდებულება არ ჰქონდეთ არც ლოცვაში, არც ჭამა-სმაში, არც მეგობრობაში, არც შვილების აღზრდაში, რომ მცხეთისა და მანგლისის ჯვრების კარზე სალოცავად აღარ გაემგზავრონ ხოლმე და ჩვენს ეკლესიებში არ შემოუშვან, ერთმანეთშორის ჯვარის წერასაც სრულებით თავი დაანებონ. ნებადართულია მათგან მხოლოდ ყიდვა-გაყიდვა, ვითარცა ებრაელთაგან. ამ განკარგულებას ძალა ალბანელების შესახებაც ჰქონდესო". გასცეს თუ არა ქართველებმა თავის მხრივ პასუხი და თვითონაც შეაჩვენეს სომხები, "ეპისტოლეთა წიგნიდან" არ ჩანს. რასაკვირველია, ამ სახით ეს განკარგულება არასდროს არ განხორციელებულა, მაგრამ ამიერიდან ქართველთა და სომეხთა შორის ის სარწმუნოებრივი კავშირიც გაქრა, რომელიც ადრე მათ აერთებდა და ასე თუ ისე აძლიერებდა: პოლიტიკურ-კულტურული გეზისა და სიმპათიების გაყრასთან ერთად მათი სარწმუნოებრივი გზებიც ერთმანეთს დაშორდა.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
28.06.2024
ამ ვრცელი წერილის დაწერა ჩემი სოფლის და საქართველოს მთის სიყვარულმა გამაბედინა, სადაც უზრუნველი ბალღობის წლები გავატარე.
02.06.2023
ლაშა-გიორგის დროინდელი ერთი უცნობი ქართველი მემატიანის სიტყვით, დავით აღმაშენებელმა "სიცოცხლის შინა დასუა მეფედ დემეტრე
24.05.2022

324 წელს რომის იმპერატორმა წმინდა კონსტანტინე დიდმა გადაწყვიტა, იმპერიის დედაქალაქი აღმოსავლეთის პროვინციების სიახლოვეს გადაეტანა, რომელიც იმავე დროს დასავლეთთან კავშირს არ დაკარგავდა.

20.05.2022
საქართველოს სამეფოს იმ აშლილობის დროს, რომელიც დამკვიდრდა უსინათლო თეოდოსის მეფობაში, მმართველ მოწინავე წრეში საბედნიეროდ მაინც აღმოჩნდა შეგნებული ჯგუფი,
08.02.2022

მეფე დავით აღმაშენებელი - (1125 წ. 24 იანვარი)


თითქმის რვა საუკუნემ განვლო მას შემდეგ, რაც მიიცვალა სახელოვანი და დიდებული მეფე გაერთიანებულის საქართველოსი დავით აღმაშენებელი.

25.01.2022
გვსურს გავიხსენოთ ერთი ლამაზი წერილი, რომელიც 24 წლის დიაკვანმა მიხა ხელაშვილმა მისწერა თავისი ძმადნაფიცის, ხევსური გიგიას დას პარასკოს.
07.01.2022
შესავალი
ეკლესიის ისტორიია ამოსავალ პუნქტს წარმოადგენს ჩვენი მაცხოვრის იესო ქრისტესა და მისი მოციქულების საქმე და ცხოვრება, მაგრამ როგორც ცნობილია, ქრისტიანული მოძღვრების საყოველთაო გავრცელებას წინ უძღოდა კაცობრიობის მომზადება მაცხოვრის მისაღებად
13.12.2021
370 წლის ახლოს კლარჯეთი განუდგა ქართლის მეფე ვარაზ-ბაქარს და "მიერთნეს ბერძენთა".
29.11.2021
ყველისციხე, ყუელისციხე — ციხესიმაგრე შუა საუკუნეების სამხრეთ საქართველოში, ჯაყისწყლის სათავეში, არსიანის ქედის ყველის მთაზე (ახლანდელი თურქეთის ტერიტორია).
02.10.2021
მტარვალმა შაჰ აბასმა ერთაწმინდაში წმინდა ევსტატეს სახელობის ტაძრის დანგრევა მოისურვა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat