მან არარაისაგან შექმნა საქმე
მან არარაისაგან შექმნა საქმე
XIX საუკუნის ქართული ფოტოგრაფიის განვითარებას დიდი ამაგი დასდო ცნობილმა ქართველმა ფოტოგრაფმა ალექსანდრე როინაშვილმა. ასე ახასიათებდა მას XIX საუკუნის ქართული ეროვნული იდეოლოგიის მამამთავარი ილია ჭავჭავაძე: იგი "იყო მხნე, გამრჯელი და უკან დაუხეველი, რაკი საქმეს აიჩენდა და ხელს ჩაჰკიდებდა. მან არარაისაგან შექმნა საქმე, არარაისაგან შეიძინა ქონება და ჩვენ ქართველებს მაგალითი გვიჩვენა იმისა, თუ რისი შემძლებელია ცალკე კაცი, თუ იმხნევებს და გაირჯება და არ შეუშინდება ხელშეუწყობელ გარემოებას".

ალექსანდრე როინაშვილი დაიბადა 1846 წელს დუშეთში, გლეხის ოჯახში. მამის გარდაცვალების შემდეგ, 1860 წელს, 14 წლის ალექსანდრე თბილისში ცნობილ ფერმწერთან, ფოტოგრაფ ვ. ხლამოვთან ჩამოიყვანეს. 1865 წელს მასწავლებლის დახმარებით გახსნა საკუთარი ფოტოსტუდია "რემბრანდტი", რომელიც მდებარეობდა სასახლის ქუჩაზე (დღევანდელი რუსთაველის პროსპექტი). გარდა ფოტოგრაფიული საქმიანობისა, იგი აქტიურ მონაწილეობას იღებდა საზოგადოებრივ და საქველმოქმედო საქმიანობაშიც.

1880 წლიდან ალექსანდრე როინაშვილი გაემგზავრა კახეთში. ერთი წლის განმავლობაში იღებდა აღმოსავლეთ საქართველოს ისტორიულ ძეგლებს, ხედებსა და მოსახლეობის ტიპაჟებს. შემდეგ გადავიდა ჩრდილოეთ კავკასიაში, სადაც რამდენიმე წელი ცხოვრობდა ქ. თემირ-ხან-შურაში და აქტიურად განაგრძობდა ფოტოგადაღებას. ამ დროს შეიქმნა ფოტოსურათების სერია "ჩრდილოეთ კავკასიელთა ტიპაჟები". გაზეთი დროება დაწვრილებით აღწერდა ჩრდილო კავკასიაში მის გამგზავრებას და საქმიანობას. ალექსანდრე დიდ ინტერესს იჩენდა ისტორიის მიმართაც. იკვლევდა ჩრდილო კავკასიაში ქრისტიანობის გავრცელების არეალს და ამასთან დაკავშირებით შემორჩენილ ნივთიერ და წერილობით დადასტურებას. 1885 წელს ისტორიკოს დავით ბაქრაძისადმი მიწერილ წერილში, რომელსაც თან ახლავს მოხსენებითი ბარათი, ალექსანდრე როინაშვილი აღნიშნავდა, როდის გავრცელდა ქრისტიანობა დაღესტანში, სადაც შემორჩენილია ქრისტიანობის კვალი და რით შეიძლება დამტკიცდეს ეს ფაქტი. "მოხსენება ისეა შედგენილი, რომ ბევრი დღევანდელი ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი სიამოვნებით მოაწერდა ხელს", - აღნიშნავდა შემდგომში ალექსანდრე როინაშვილის მონოგრაფიის ავტორი ბესარიონ ტაბიძე.

ჯერ კიდევ საქართველოში დაიწყო ალექსანდრე როინაშვილმა ისტორიული მნიშვნელობის მქონე ნივთების მოძიება და შეგროვება. ჩრდილო კავკასიაში ყოფნის დროს კოლექცია კიდევ უფრო გაუმდიდრებია. მას შეეძლო ამოეცნო თითოული ნივთის წარმომავლობა, ისტორიული ღირებულება, ასევე განესაზღვრა მისი სიძველე: "საკვირველია, როდის მოასწრო, როდის შეისწავლა ნუმიზმატიკა. რაც უნდა ძველი და დაჟანგებული ნივთი მოგეტანა - დახედავდა თუ არა, მაშინვე გეტყოდა, რომელ ერს ეკუთვნოდა, რომელი საუკუნისა და რომელი მეფის დროს განეკუთვნებოდა", - იხსენებდა ალექსანდრე როინაშვილის ერთ-ერთი მოწაფე და ახლო ნათესავი ვასილ როინაშვილი. ალექსანდრე როინაშვილი დიდი რუდუნებით უვლიდა ძველ ნივთებს და არანაირ ფასად არ თმობდა. ასეთი შემოთავაზება არაერთხელ ჰქონია კავკასიის ისტორიით დაინტერესებულ უცხოელთაგან: "მე ეგ ნივთი ფულის მოსაგებად კი არ მიყიდნია... რომელი მოვაჭრე მე ვარო", - უთქვამს ხშირად.

ალექსანდრემ შეადგინა კოლექციის კატალოგი და 1887 წელს დაიწყო მოგზაურობა რუსეთის ქალაქებში თავისი "მოძრავი გამოფენით". იგი იმყოფებოდა მოსკოვში, ასტრახანსა და პეტერბურგში. რუსეთის ფართო საზოგადოებამ საქართველო პირველად სწორედ ამ გამოფენებით გაიცნო. გაჩნდა წერილები და საინტერესო სტატიები ალექსანდრე როინაშვილსა და მის კერძო კოლექციაზე რუსულ ბეჭდურ მედიაში. ჯერ კიდევ მანამდე იგი, როგორც ძველი ნივთების უბადლო მცოდნე და მკვლევარი, აირჩიეს პეტერბურგის არქეოლოგიური საზოგადოების წევრ-თანამშრომლად. საქართველოში დაბრუნების შემდეგ სამუზეუმო ექსპონატები მოათავსეს სპეციალურ ვიტრაჟებში და განათავსეს ალექსანდრე როინაშვილის ფოტოსტუდიის ერთ-ერთ ოთახში. ქართველი საზოგადოების გარკვეულ ნაწილს ალექსანდრე როინაშვილი მიაჩნია პირველი ქართული ეროვნული მუზეუმის ფუძემდებლად საქართველოში.

ალექსანდრე როინაშვილის ფოტოობიექტივმა შემოგვინახა ილია ჭავჭავაძის, იაკობ გოგებაშვილის, ვაჟა-ფშაველას, ალექსანდრე ყაზბეგის, ნიკო ნიკოლაძის, გიორგი წერეთლის და სხვა ცნობილი ადამიანების ფოტოსურათები, ასევე თბილისის ისტორიული ხედები, მოქალაქეთა ტიპაჟები და სხვა.

ალექსანდრე როინაშვილი არასოდეს წყვეტდა კავშირს წარსულთან და პატივს მიაგებდა იმ გამორჩეულ წინაპრებს, რომელთაც დიდი როლი შეასრულეს საქართველოს სახელმწიფოებრივ და კულტურულ განვითარებასა და რეფორმაციაში. იგი ცდილობდა ყოფით ორომტრიალში ჩაბმული ქართველებისთვის კიდევ ერთხელ შეეხსენებინა მათი არსებობა და ღვაწლი ქვეყნის წინაშე. ალექსანდრე როინაშვილმა გამოიყენა თავისი ნიჭი მხატვრობისა და დახატა პოეტ შოთა რუსთაველის პორტრეტი, შემდეგ კი ფოტორეპროდუქციის სახით გაავრცელა მოსახლეობაში. დიდი სურვილი ჰქონდა გაეკეთებინა დავით აღმაშენებლის, თამარის, ერეკლე მეორისა და სხვა ისტორიული პირების ცვილის ქანდაკებები, რომლებითაც გამდიდრდებოდა მისი მუზეუმი. ჩანს, სურდა ცნობილი მადამ ტიუსოს ცვილის ქანდაკებების მსგავსი მუზეუმის შექმნა.

ალექსანდრე დაინტერესებული იყო ქართული საეკლესიო მხატვრობითაც. პ. სხვილოელი ერთ-ერთ წერილში მას როგორც მხატვარს სთხოვდა დაეხატა ფრესკები, ისე როგორც ეს ძველ ქართულ ძეგლებში იყო.

1889 წელს ჩრდილოეთ კავკასიიდან საქართველოში დაბრუნების შემდეგ ალექსანდრემ კვლავ გახსნა საკუთარი ფოტოსტუდია და გააგრძელა აქტიური საზოგადოებრივი მოღვაწეობა. მონაწილეობდა წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმიანობაში. შემდგომში, ანდერძის თანახმად, მთელი თავისი ქონება ამ საზოგადოებას დაუტოვა. მისი ინიციატივით დაარსდა სამკითხველოები დაბა სურამსა და დუშეთში. ალექსანდრე ხელს უწყობდა ახალფეხადგმული ქართული თეატრის განვითარებას. ქართველი დრამატურგი ავქსენტი ცაგარელი თავის მოგონებებში აღნიშნავდა, რომ მსახიობები და სცენის მოყვარულები თავს იყრიდნენ ალექსანდრე როინაშვილის ფოტოსტუდიაში და რეპეტიციებსაც ხშირად იქ გადიოდნენ. ზოგჯერ ალექსანდრე თავადაც მონაწილეობდა სპექტაკლებში.

ალექსანდრე როინაშვილი იჩენდა დიდ ქველმოქმედებას, ეხმარებოდა სამრევლო სკოლებს, ობლებსა და ღარიბი ოჯახის შვილებს და მათ განათლების მიღების საშუალებას აძლევდა. ზოგიერთ მათგანს გვერდით იყენებდა და ასწავლიდა ფოტოხელოვნებას. ვისაც მხატვრობის ნიჭი აღმოაჩნდებოდა, თავისი ხარჯით მხატვარ გიგო გაბაშვილთან აგზავნიდა მოწაფედ. თავისი ფოტოსტუდია ერთგვარ სკოლად აქცია. ცდილობდა კარგი განათლება მიეღოთ შეგირდებს, საკითხავად აძლევდა წიგნებს, უყვებოდა საქართველოს ისტორიას, დაჰყავდა თეატრში, აჩვენებდა ისტორიულ ადგილებს და თან ურჩევდა: "ყველაფერი ფირზე აღბეჭდეთ და მომავალ თაობას შეუნახეთ, ეს ყველა ჩვენგანის ვალიაო".

გასაკვირი არ არის, რომ ასეთი ეროვნული მუხტის მატარებელი, მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული და თავისი საქმის პროფესიონალი ადამიანი ილია ჭავჭავაძის უახლოესი მეგობარი და თანამოაზრე იყო. ვასილ როინაშვილის მოგონებაში ვკითხულობთ: "ილია და მისი თანამოაზრეები ალექსანდრეს ბინაში იკრიბებოდნენ და საუბრობდნენ საქვეყნო საქმეებზე... მაშინ ჩვენ ძალიან ახალგაზრდები ვიყავით და ამ შეკრების მნიშვნელობას ასე სიღრმისეულად ვერ აღვიქვამდით". ბესარიონ ტაბიძე ვასილ როინაშვილისადმი მიწერილ ერთ-ერთ წერილში ადასტურებს ამ მოგონების სისწორეს: "ცხადია, ილიას ბინაში საქვეყნო საქმეები წყდებოდა, მაგრამ საქმე მოითხოვდა საქართველოს სვე-ბედზე ჩუმად სხვაგანაც ემსჯელათ. მე ამოვკრიბე საყურადღებო ცნობა და ახლა უტყუარად შემიძლია ვთქვა და დავადასტურო თქვენი მოგონება, რომ ბიძათქვენის ბინაში ყოველ შაბათს სათათბიროდ იკრიბებოდა ილიას წრე".

ალექსანდრე როინაშვილს სხვა გეგმებიც ჰქონდა - სურდა ემოგზაურა ევროპაში თავისი "მოძრავი მუზეუმით" და იქ გაეტანა ინფორმაცია უძველესი კავკასიური კულტურის შესახებ.

სამწუხაროდ, ალექსანდრე როინაშვილი 1898 წლის 11 მაისს 52 წლისა მოულოდნელად გარდაიცვალა. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ინიციატივით დაკრძალეს დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. საფლავზე დაიდგა ძეგლი შემდეგი წარწერით: "სამაგალითო ქველმოქმედს და თავისი ქვეყნის სიყვარულით სავსე ალექსანდრე როინაშვილს".

გადაჭარბებული არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ ალექსანდრე როინაშვილი იყო არა მხოლოდ შემოქმედი ფოტოგრაფი, არამედ საზოგადო მოღვაწე, ისტორიკოსი, ქველმოქმედი, მრავალი პიროვნული ღირსების მქონე ადამიანი, რომელიც უანგაროდ ემსახურა თავის ქვეყანას და დატოვა ნათელი კვალი ქართველი ერის მეხსიერებაში.

"კარიბჭის" მომდევნო ნომერში გიამბობთ ალექსანდრე როინაშვილის მოწაფესა და ნათესავზე, ასევე ცნობილ ფოტოგრაფზე – ვასილ როინაშვილზე.

მოამზადა
მაია ყაზახაშვილმა
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
28.06.2024
ამ ვრცელი წერილის დაწერა ჩემი სოფლის და საქართველოს მთის სიყვარულმა გამაბედინა, სადაც უზრუნველი ბალღობის წლები გავატარე.
02.06.2023
ლაშა-გიორგის დროინდელი ერთი უცნობი ქართველი მემატიანის სიტყვით, დავით აღმაშენებელმა "სიცოცხლის შინა დასუა მეფედ დემეტრე
24.05.2022

324 წელს რომის იმპერატორმა წმინდა კონსტანტინე დიდმა გადაწყვიტა, იმპერიის დედაქალაქი აღმოსავლეთის პროვინციების სიახლოვეს გადაეტანა, რომელიც იმავე დროს დასავლეთთან კავშირს არ დაკარგავდა.

20.05.2022
საქართველოს სამეფოს იმ აშლილობის დროს, რომელიც დამკვიდრდა უსინათლო თეოდოსის მეფობაში, მმართველ მოწინავე წრეში საბედნიეროდ მაინც აღმოჩნდა შეგნებული ჯგუფი,
08.02.2022

მეფე დავით აღმაშენებელი - (1125 წ. 24 იანვარი)


თითქმის რვა საუკუნემ განვლო მას შემდეგ, რაც მიიცვალა სახელოვანი და დიდებული მეფე გაერთიანებულის საქართველოსი დავით აღმაშენებელი.

25.01.2022
გვსურს გავიხსენოთ ერთი ლამაზი წერილი, რომელიც 24 წლის დიაკვანმა მიხა ხელაშვილმა მისწერა თავისი ძმადნაფიცის, ხევსური გიგიას დას პარასკოს.
07.01.2022
შესავალი
ეკლესიის ისტორიია ამოსავალ პუნქტს წარმოადგენს ჩვენი მაცხოვრის იესო ქრისტესა და მისი მოციქულების საქმე და ცხოვრება, მაგრამ როგორც ცნობილია, ქრისტიანული მოძღვრების საყოველთაო გავრცელებას წინ უძღოდა კაცობრიობის მომზადება მაცხოვრის მისაღებად
13.12.2021
370 წლის ახლოს კლარჯეთი განუდგა ქართლის მეფე ვარაზ-ბაქარს და "მიერთნეს ბერძენთა".
29.11.2021
ყველისციხე, ყუელისციხე — ციხესიმაგრე შუა საუკუნეების სამხრეთ საქართველოში, ჯაყისწყლის სათავეში, არსიანის ქედის ყველის მთაზე (ახლანდელი თურქეთის ტერიტორია).
02.10.2021
მტარვალმა შაჰ აბასმა ერთაწმინდაში წმინდა ევსტატეს სახელობის ტაძრის დანგრევა მოისურვა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat