ეს მართლაც არ არის უმნიშვნელო ფაქტი
ეს მართლაც არ არის უმნიშვნელო ფაქტი
კაენიდან მოყოლებული, მკვლელობა ერთ-ერთ უმძიმეს ცოდვად მიიჩნევა. ამიტომაც არის, რომ ნებისმიერი ქვეყნის ხელისუფლება მკვლელს სასტიკად სჯის. ასე იყო ყოველთვის, თუმცა არცთუ იშვიათად ამ მცნებას თვით სამართალდამცავები არღვევდნენ და ამას სამართლიანობას უწოდებდნენ. ამ მხრივ საქართველოს სამართლის ისტორია უნიკალური, გამორჩეულია.

გვესაუბრება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიის კათედრის დოცენტი ბატონი დიმიტრი ლეთოდიანი.

- ბატონო დიმიტრი, როდიდან არსებობს ჩვენში სამართალი?

- მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ბაგრატ III-ის მეფობის დროიდან საქართველოში სამართალი უკვე არსებობდა. ზოგი მას უფრო ადრინდელი ეპოქითაც ათარიღებს. ცხადია, მერე და მერე ეს კანონები იხვეწებოდა. წარსულის ყველაზე ხელშესახები სამართლის წიგნი გიორგი ბრწყინვალის ძეგლისდებაა. მონღოლთა ბატონობის შემდეგ ქვეყანაში მრავალი ცუდი ზნე იყო დანერგილი, რომელთა აღმოსაფხვრელადაც შექმნა მეფემ ეს წიგნი.

- არსებობდა თუ არა საქართველოში სიკვდილით დასჯა?

- გიორგი ბრწყინვალის ძეგლისდებაში სიკვდილით დასჯაზე არაფერია ნათქვამი. ჩვენს ისტორიაში ასეთი კანონი არ ყოფილა. ერისთავის მოკვლისთვისაც კი (რაც უმძიმეს დანაშაულად ითვლებოდა) დამნაშავეს სიკვდილით არ სჯიდნენ. მას რამდენიმე წლით მამულიდან აძევებდნენ, შემდეგ კი მისი დაბრუნების საკითხს მეფე წყვეტდა. ცხადია, იყო შემთხვევები, როცა მეფეები ცალკეულ პირებს სიკვდილით სჯიდნენ, მაგრამ ეს ნორმად არ ქცეულა.

- მაგრამ არსებობდა სასჯელის სხვა ფორმა - ხელის მოკვეთა, თვალების დათხრა...

- მართალი ბრძანდებით, მრავალი ასეთი შემთხვევაა ცნობილი. მაგალითად, დავით ნარინმა რაჭის ერისთავს ღალატისთვის თვალები დასთხარა და ცალი ხელი და ფეხი მოჰკვეთა. გიორგი III-მ თავის დისწულს დემნას თვალები დასთხარა და დაასაჭურისა... თვალების დათხრით აუცილებლად ისჯებოდა ის, ვინც მეფეს ტახტში შეეცილებოდა. ტახტის მაძიებლობა უდიდეს დანაშაულად ითვლებოდა.

- იმით, რომ არ არსებობდა სიკვდილით დასჯა, საქართველო, ალბათ, გამონაკლისი იყო.

- დიახ, იშვიათი გამონაკლისი. ჩვენი წინაპრები საუკუნეების წინ სიკვდილით დასჯის წინააღმდეგნი იყვნენ. და ეს მაშინ, როცა ზოგიერთ განვითარებულ ქვეყანაში დღესაც არსებობს სასჯელის ეს ფორმა. სწორედ ამ შემწყნარებლობით იყო ჩვენი ქვეყანა ოდითგანვე გამორჩეული.

დასჯა ადამიანის გამოსწორებას უნდა ისახავდეს მიზნად. როცა დამნაშავეს კლავ, ცხადია, გამოსწორების საშუალებას აღარ უტოვებ. უმეტესად ასე იქცეოდნენ სხვათა შესაშინებლად, ერთგვარი "პროფილაქტიკისთვის". მაგალითად, როცა გეცოდინება, რომ ამა და ამ დანაშაულისთვის შეიძლება სიცოცხლეს გამოგასალმონ, შეიძლება ეს დანაშაული აღარ ჩაიდინო. ამ ლოგიკით, თითქოს დასაშვებია სასჯელის ასეთი ფორმის არსებობა. მაგრამ ვინ ვართ ჩვენ, ადამიანები, რომ ერთმანეთის სიცოცხლის ხელყოფა შეგვეძლოს?! ვინ მოგვცა უფლება, რომ განვსაზღვროთ, ვინ არის სიცოცხლის ღირსი და ვინ - არა?! თანაც ცნობილია, რომ შიში ადამიანს დანაშაულისგან ვერ აკავებს.

- მკვლელობის მიმართ როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ ჩვენს წინაპრებს?

- მკვლელობა უმძიმეს დანაშაულად მიაჩნდათ. ცხადია, არ იგულისხმება ის შემთხვევები, როცა ადამიანი მამულისა და სარწმუნოების დასაცავად იბრძოდა. ამ დროს ყველა ვალდებული იყო, სამშობლოს სადარაჯოზე მდგარიყო. მკვლელობა კი, ბუნებრივია, უმძიმეს დანაშაულად ითვლებოდა. ალბათ ამიტომაც იყო, რომ ჩვენში ყოველთვის ერიდებოდნენ სიკვდილით დასჯას. ჩვენი ეკლესიაც სხვა ქრისტიანულ ეკლესიებთან შედარებით ყველაზე შემწყნარებელი იყო. ის მუდამ მოუწოდებდა მოსახლეობას ზნეობრიობისკენ, მაგრამ ეს არასდროს სცდებოდა ზომიერების ფარგლებს.

- რომელ ხელისუფალთა ეპოქაში იყო საქართველო ყველაზე დემოკრატიული?

- რა თქმა უნდა, თამარის დროს. ჩემი აზრით, გიორგი ბრწყინვალის სამართლის ჰუმანურობაც იმ ეპოქიდან მოდის.

თამარს აურაცხელი მტერი ჰყავდა - მოგეხსენებათ, ყუთლუ არსლანმა მას შეთქმულება მოუწყო. დიდი შეთქმულება მოეწყო გიორგი რუსის დაბრუნების მიზნითაც. მაგრამ მის ეპოქაში არათუ სიკვდილით არავინ დასჯილა, არც ასოს მოკვეთა ან სხვა ამდაგვარი სასჯელი გამოუყენებიათ, გარდა გუზან ტაოსკარელისა. ესეც თამარის დაუკითხავად მოხდა - როცა მეფე საქართველოში არ იყო, დავით სოსლანმა მეამბოხეს თვალები დასთხარა.

ასე რომ, ქართული სამართალი საოცრად ჰუმანური იყო. ის, რასაც დღესაც კი ვერ აღწევენ ყველაზე მაღალგანვითარებული და ერთი შეხედვით დემოკრატიული ქვეყნები, ჩვენში საუკუნეების წინათ გახლდათ დამკვიდრებული, მაშინ, როცა ამ ქვეყნების დიდი ნაწილი არც კი არსებობდა. ეს მართლაც არ არის უმნიშვნელო ფაქტი.

ესაუბრა
გვანცა გოგოლაძე
ბეჭდვაელფოსტა
29.06. 2014
juju
samwuxaroa,nacionalebis dros istoriashi vinme ar ixedeboda?
01.06. 2014
giga
Geniosebi gvkavda koveltvis qartvelebs,imedia gmerti gamogvichens momavalshi dzlier da patriot qartvels
სხვა სიახლეები
28.06.2024
ამ ვრცელი წერილის დაწერა ჩემი სოფლის და საქართველოს მთის სიყვარულმა გამაბედინა, სადაც უზრუნველი ბალღობის წლები გავატარე.
02.06.2023
ლაშა-გიორგის დროინდელი ერთი უცნობი ქართველი მემატიანის სიტყვით, დავით აღმაშენებელმა "სიცოცხლის შინა დასუა მეფედ დემეტრე
24.05.2022

324 წელს რომის იმპერატორმა წმინდა კონსტანტინე დიდმა გადაწყვიტა, იმპერიის დედაქალაქი აღმოსავლეთის პროვინციების სიახლოვეს გადაეტანა, რომელიც იმავე დროს დასავლეთთან კავშირს არ დაკარგავდა.

20.05.2022
საქართველოს სამეფოს იმ აშლილობის დროს, რომელიც დამკვიდრდა უსინათლო თეოდოსის მეფობაში, მმართველ მოწინავე წრეში საბედნიეროდ მაინც აღმოჩნდა შეგნებული ჯგუფი,
08.02.2022

მეფე დავით აღმაშენებელი - (1125 წ. 24 იანვარი)


თითქმის რვა საუკუნემ განვლო მას შემდეგ, რაც მიიცვალა სახელოვანი და დიდებული მეფე გაერთიანებულის საქართველოსი დავით აღმაშენებელი.

25.01.2022
გვსურს გავიხსენოთ ერთი ლამაზი წერილი, რომელიც 24 წლის დიაკვანმა მიხა ხელაშვილმა მისწერა თავისი ძმადნაფიცის, ხევსური გიგიას დას პარასკოს.
07.01.2022
შესავალი
ეკლესიის ისტორიია ამოსავალ პუნქტს წარმოადგენს ჩვენი მაცხოვრის იესო ქრისტესა და მისი მოციქულების საქმე და ცხოვრება, მაგრამ როგორც ცნობილია, ქრისტიანული მოძღვრების საყოველთაო გავრცელებას წინ უძღოდა კაცობრიობის მომზადება მაცხოვრის მისაღებად
13.12.2021
370 წლის ახლოს კლარჯეთი განუდგა ქართლის მეფე ვარაზ-ბაქარს და "მიერთნეს ბერძენთა".
29.11.2021
ყველისციხე, ყუელისციხე — ციხესიმაგრე შუა საუკუნეების სამხრეთ საქართველოში, ჯაყისწყლის სათავეში, არსიანის ქედის ყველის მთაზე (ახლანდელი თურქეთის ტერიტორია).
02.10.2021
მტარვალმა შაჰ აბასმა ერთაწმინდაში წმინდა ევსტატეს სახელობის ტაძრის დანგრევა მოისურვა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat