მერაბი ჭეშმარიტი ქრისტიანი იყო
მერაბი ჭეშმარიტი ქრისტიანი იყო
ყველგან ცდილობდა დაეძლია მტრობა, სიძულვილი და სიყვარული ეხარებინა
მერაბ კოსტავას, როგორც თავის რჩეულს, ღმერთმა ბავშვობიდანვე მძიმე ჯვარი არგუნა, რომელიც მან ბოლომდე უდრტვინველად ატარა.

თავისი 50-წლიანი ცხოვრების უმეტესი ნაწილი მკაცრ პატიმრობაში გაატარა.

"იცით, რა არის ბედნიერება? არის იგი მრავალწახნაგოვანი და ტრადიციით აღბეჭდილი თუ ზოგს შორი ჰგონია და იგი კი ფეხის გადადგმაზეა? ვფიქრობ, სიყვარულით აღვსილი გულისათვის იგი არც შორსაა და არც ახლოს, რადგან ის თავადაა ბედნიერება.

შორეული გადასახლებიდან, 1978 წელი".

"ყოველივე ქართული ერთობლ მომენატრა. განსაკუთრებით ქართული მეტყველება, ქართული სიტყვა. აბა, როგორ ვინატრო ქართველი პატიმარი აქ, თორემ ერთი ქართველი მაინც რომ იყოს...

შორეული გადასახლებიდან, 1979 წელი".

"ცოტაღა დამრჩა. მღელვარების გარეშე ვეგებები 17 მარტს. ვარ მშვიდად. მწუხარება, რომელიც დაპატიმრებისას არ განმიცდია, ასევე სიხარულს არ განვიცდი ახლა.

სიხარული ის იქნება, თქვენ რომ გნახავთ, საქართველოს მიწაზე რომ დავდგამ ფეხს, თორემ თავისუფალი ვიყავი პატიმრობამდეც, პატიმრობის დროსაც და ამას ვერავინ წამართმევს".

ამ წერილს მერაბი 1983 წელს უგზავნიდა ოჯახს. მას მთელი 4 წელიწადი უნდა გაეტარებინა კიდევ ციმბირის უმკაცრეს ბანაკებსა და პოლიტიზოლატორებში, სამშობლოს მონატრებისა და ოჯახის წევრთა შეხვედრის დაუსრულებელ მოლოდინში, რომელიც, ყველა ტკივილთან ერთად, მისი ერთადერთი ვაჟის, ირაკლი კოსტავას ტრაგიკულ აღსასრულსაც მოიცავდა.

ციმბირში ათწლიანი გადასახლებიდან მერაბი 1987 წელს დაბრუნდა ოცნებადქცეულ სამშობლოში. მისი ჩამოსვლის შემდეგ ახალი ძალითა და შემართებით დაიწყო ბრძოლა საქართველოს თავისუფლებისთვის.

1987-1988 წლებში ქვეყნის დამოუკიდებლობის მოთხოვნით არ წყდებოდა საპროტესტო გამოსვლები. ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა გადამწყვეტ ფაზაში შევიდა საქართველოში მისი გამოკვეთილი ლიდერების, მერაბ კოსტავას და ზვიად გამსახურდიას მეთაურობით.

"ჩვენ, ქართველები, მხოლოდ გადამწყვეტ მომენტში ვერთიანდებით და როდესაც დაღუპვის კარს ვართ მიმდგარნი, მაშინ ვდგებით ერთად, ხოლო როდესაც უკვე ერის გადარჩენაზე კი არა, მის აღორძინებაზეა ლაპარაკი, აქ ისევ თავს იჩენს ჩვენი პრომეთეული ბოროტება, ჩვენი თანმდევი სენი და კვლავ ვშორდებით ერთმანეთს", - ამბობდა ცრემლმორეული მერაბ კოსტავა პარლამენტის წინ გამართულ ერთ-ერთ ხალხმრავალ მიტინგზე. მაშინ მან თავისი უმძიმესი ხვედრის სამშობლოში ამ უწმინდესი ცრემლების ძალით შეძლო თავის გარშემო შემოეკრიბა ქვეყნის საუკეთესო ბირთვი, რაც ეროვნულ ძალთა კონსოლიდაციისა და საქართველოს გაერთიანების საწინდარი გახდა.

გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ, სამწუხაროდ, მერაბ კოსტავამ 2 წელი იცოცხლა მხოლოდ. 1989 წლის 13 ოქტომბერს ქუთაისში ჩატარებული საპროტესტო მიტინგიდან თბილისში მომავალი რიკოთის უღელტეხილზე, სოფელ ბორითთან ავტოკატასტროფაში მოყვა.

მერაბის გარდაცვალების შემდეგ ეროვნულ მოძრაობაში კვლავ განხეთქილება დაიწყო, რომელიც თანდათანობით ძმათამკვლელ სამოქალაქო ომში გადაიზარდა და საბოლოოდ ეროვნული ხელისუფლების ლიკვიდაციით დასრულდა.

რაც წლები გადის, ქართველი ხალხი თანდათან ხვდება, თუ რა უდიდესი პიროვნება დაკარგა ჩვენმა ქვეყანამ მერაბ კოსტავას სახით. იგი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის სიმბოლოდ დარჩა. ერი ვალდებულია, დამსახურებული პატივი მიაგოს თავის ღირსეულ შვილებს. მერაბ კოსტავას ეს პატივი და ქართველი ხალხის უსაზღვრო სიყვარული სიცოცხლეშივე ერგო. სამშობლოსთვის გახარჯულმა და ვალმოხდილმა კაცმა იცხოვრა ისე, როგორც ყოველი ჭეშმარიტი მამულიშვილი უნდა ცხოვრობდეს - ღვთის, ერისა და მოყვასის გულანთებული სიყვარულით და თავგანწირვით, ამიტომ დაიმკვიდრა სამარადისო სამყოფელი მთაწმინდის ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში, სახელოვან წინაპართა გვერდით.

1990 წლის 26 მაისს საქართველომ მერაბ კოსტავას გარდაცვალების შემდეგ პირველად აღნიშნა მისი დაბადების დღე. სწორედ იმ დღეს ვესტუმრეთ მერაბის დედას, ქალბატონ ოლღა დემურია-კოსტავას და მისი ინტერვიუ ჩავწერეთ, რომელიც პირველად ქვეყნდება ბეჭდურ მედიაში.

- ქალბატონო ოლღა, ალბათ დედაზე უკეთ ვერავინ მოგვიყვება, როგორი იყო მერაბი ბავშვობაში. როგორც ბევრისგან გამიგონია, ბავშვური თვისებები მან მთელი სიცოცხლის მანძილზე შეინარჩუნა.

- ბავშვობიდანვე უაღრესად გულისხმიერი და ყურადღებიანი იყო ჩემი ბიჭი. ჩვენი ეზოს თანატოლებიდან ყველა უყვარდა, ყველასთან ახლობლობდა. სკოლაშიც ბევრი ამხანაგი და თანამოაზრე ჰყავდა, განსაკუთრებულად ზვიად გამსახურდიასა და ვიქტორ რცხილაძესთან მეგობრობდა. ისინი დროის უმეტეს ნაწილს წიგნების კითხვაში ატარებდნენ, მერე უზიარებდნენ ერთმანეთს თავიანთ შეხედულებას ფილოსოფიის, ისტორიის, ანთროპოსოფიის, თეოსოფიის, ლიტერატურისა და ხელოვნების საკითხებზე. ზვიადმა და მერაბმა, ციხით დაწყებული, თითქმის ყველაფერი ერთად გამოსცადეს და გადაიტანეს. ისინი ქრისტესმიერი ძმები იყვნენ, შეწირულნი თავიანთ ქვეყანას, დიდი კონსტანტინეს საყვარელი სულიერი შვილები.

ჩემი მერაბი მეტად მორჩილი, დამჯერი შვილი იყო, მაგრამ როდესაც მე-8 კლასში გადავიდა, მერე უკვე გამიჭირდა მისი ხელში დაჭერა. იგი ყველა საგანს კარგად ითვისებდა, მუსიკაშიც დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ 14-15 წლისას სხვა ინტერესიც გაუჩნდა, რომელზეც თავიდან არაფერს მეუბნებოდა. რამდენადაც შეეძლო, ცდილობდა, ჩემთვისაც ანგარიში გაეწია და თავისი ტოლებისთვისაც, რადგან წყენას ყველასთან ერიდებოდა.

ერთხელ სამსახურში დამირეკეს - მერაბის თანაკლასელები არ შევიდნენ გაკვეთილზეო. შესვენება მეწყებოდა და იმწუთას შინ წავედი. ჩვენი ეზოდან უჩვეულო ჟრიამული შემომესმა - მერაბის კლასელები ფეხბურთს თამაშობდნენ. როგორც კი დამინახეს, თამაში შეწყდა და სრული სიჩუმე ჩამოვარდა. შევედი შინ. ყურებამდე გაწითლებული მერაბი ზის ფორტეპიანოსთან და უკრავს. შევატყვე, სირცხვილისგან იწვოდა და ვინაიდან პასუხისმგებლობა იგრძნო, ამიტომ აღარ დამისჯია.

ერთხელ სამსახურიდან დაბრუნებულს შეტყობინება დამხვდა სკოლიდან - სასწრაფოდ გამოცხადდით მშობელთა კრებაზეო. სკოლაში უამრავი მშობელი შეკრებილიყო, სახეზე მღელვარება ეტყობოდათ. მე და მირანდა გამსახურდია გვერდიგვერდ ვისხედით. არ ვიცოდით, რა ხდებოდა ჩვენს თავს, რადგან ყველანი ჩვენკენ იყურებოდნენ. სკოლის დირექტორი შემოვიდა და თავისი გამოსვლა ასე დაიწყო: - ჩვენს სკოლაში მოხდა ისეთი რამ, როგორიც არასდროს მომხდარა. დღეს მასწავლებლებს საკლასო ოთახებში არც ერთ კლასში არც ერთი მოსწავლე არ დახვედრიაო. ვუყურებთ მე და მირანდა ერთმანეთს და ველოდებით, კიდევ რას იტყვიან. გამოვიდა ერთი მშობელი, გვარად რაზმაძე, და ამბობს: "მართალია, ბავშვები არ გვეუბნებიან, ვინ იყო ამ აქციის მოთავე, მაგრამ ჩვენ შესანიშნავად ვიცით, ვინ არიან ისინი. ჩემი სამსახური ახლოს არის ამ სკოლასთან. ქუჩაში ჩემი თვალით დავინახე სკოლის წინ ის ორი განუყრელი მეგობარი. გაფაციცებით ადევნებდნენ თვალს სკოლაში განვითარებულ მოვლენებს, რომლებიც მათ დაგეგმესო". ეს თქვა ამ კაცმა და მე და მირანდას შემოგვხედა. მთელი დარბაზი მოგვჩერებოდა. კრებამ მომხდარი ფაქტი საბჭოთა სკოლისადმი პროტესტად მონათლა. მე და მირანდა განადგურებულნი წამოვედით.

მე-9 კლასში კიდევ უფრო გამიჭირდა მერაბის დამორჩილება. მე-10 კლასში იყო. ზაფხულში სოხუმიდან მომწერა: - დედა, მუსიკა ძალიან დიდ დროს მართმევს. ვინაიდან ვაპირებ პოლიტიკური მოღვაწეობა დავიწყო, ამიტომ მუსიკას თავი უნდა დავანებოო. თავზარი დამეცა, ვიფიქრე, ამას ვინ აპატიებს-მეთქი. ისეთი დრო იყო მაშინ... მართლაც, არ გასულა 3 თვე და მერაბი, ზვიადი, ვიქტორი და მათთან ერთად სხვებიც (სულ 9 ბავშვი) დაიჭირეს. ბრალად ედებოდათ ანტისაბჭოთა პროკლამაციების დაწერა-გავრცელება. მახსოვს, მამაჩემიც და კონსტანტინე გამსახურდიაც ლოგინად ჩავარდნენ. არ ვიცოდით, რით დამთავრდებოდა ეს. მადლობა ღმერთს, როგორც უწლოვანები, 5 თვეში გამოუშვეს ციხიდან პირობითი სასჯელით.

სკოლის დამთავრების შემდეგ მერაბი და მისი უახლოესი მეგობრები უფრო მეტად დაინტერესდნენ ეკლესიური ცხოვრებით და ინტენსიურად დაიწყეს რელიგიური და ფილოსოფიური წიგნების კითხვა. ქვეყანაში მაშინ ისეთი ათეიზმი იყო გაბატონებული, რწმენისთვის დასცინოდნენ კიდეც მათ. მახსოვს, სამსახურში ხშირად ირონიულად ლაპარაკობდნენ მათზე: - ცნობილი მწერლის შვილი და მისი თეთრთმიანი მეგობარი მთელი ღამე ღვთისმშობლის ხატის წინ იყვნენ დაჩოქილები და ლოცულობდნენო.

- როგორც ვიცი, მერაბს საუკეთესო მუსიკალური მონაცემები ჰქონდა.

- დიახ, მერაბმა მუსიკალური ათწლედის დამთავრებისთანავე წარმატებით ჩააბარა გამოცდები თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში. სკოლაც და მუსიკალური ათწლედიც ურეპეტიტოროდ დაამთავრა. სულ მინდოდა მისთვის კერძო მასწავლებელი ამეყვანა, მაგრამ მას გაგონებაც არ სურდა. მეუბნებოდა, - დედა, მე შენ ფულს მაგისთვის არ დაგახარჯვინებ. ვიცი, როგორ ვიმეცადინო ისე, რომ რეპეტიტორი არ დამჭირდესო. კონსერვატორიაში შესვლის დროს იმაზეც ძლივს დავითანხმე, რომ რამდენიმე კონსულტაცია მიეღო პროფესორ გურევიჩისგან. მერაბი უკრავდა ლისტის "ობერმანის ველს", რომელიც ძალიან რთული შესასრულებელია. როდესაც კონსერვატორიაში ჩაირიცხა, მივედი გურჩევთან, რომ მისთვის ფული გადამეხადა. ხელები გაასავსავა: - მე თქვენს შვილში დავინახე დიდი მუსიკოსი და ჩემი მომავალი მეგობარი, ამიტომ ფულს არავითარ შემთხვევაში არ გამოგართმევთო.

იმ პერიოდში დიდი განსაცდელი დაგვატყდა თავს. დედაჩემს ფეხი მოსტყდა და ოთხწელიწად-ნახევარი ლოგინად იყო ჩავარდნილი. მერაბს ღამის სრულ სიჩუმეში მუშაობა უყვარდა, ამიტომ მეუბნებოდა: "დედა, შენ ადრე ხარ ასადგომი, ამიტომ ღამის 11 საათზე უნდა დაიძინო, ბებიასთან მთელი ღამე მე ვიქნები და მოვუვლიო". მართლაც, ისე უვლიდა მძიმე ავადმყოფს, დედაჩემიც კი გაკვირვებული იყო და სულ ლოცავდა.

- მერაბ კოსტავას დისიდენტურ წარსულზეც ხომ არ გვესაუბრებით?

- 70-იან წლებში მერაბისა და ზვიადის ინიციატივით გამოიცა არალეგალური ჟურნალი "საქართველოს მოამბე". გამოვიდა ჟურნალის 3 ნომერი. ისინი გააფრთხილეს, - თუ კვლავაც გააგრძელებთ მის დაბეჭდვას, პასუხს გაგებინებთო. დანარჩენი ნომრებიც მზად იყო გამოსაცემად. მათში ზვიადის, მერაბისა და სხვა თანამოაზრეთა მასალების გარდა კონსტანტინე გამსახურდიას გამოუქვეყნებელი წერილებიც ჰქონდათ შეტანილი. მათ ყურად არ იღეს გაფრთხილება, დაიბეჭდა მეოთხე, მეხუთე და მეექვსე ნომრები, რასაც 1977 წელს მათი მეორედ დაპატიმრება მოჰყვა. იმ დროს თბილისში არ ვიყავი. როცა ეს ამბავი შემატყობინეს და ჩამოვედი, უცებ კონსტანტინეც გამოგვეცალა ხელიდან.

- ქალბატონო ოლღა, ალბათ საინტერესო იქნება თქვენგან მოვისმინოთ, რატომ მოხდა ისე, რომ მერაბს, ვიქტორს და ზვიადს სხვადასხვანაირი სასჯელი მისცეს.

- ვიქტორ ნოზაძის სასამართლო პროცესი ზაფხულში ჩატარდა, მაშინ თბილისში არ ვიყავი და ამიტომ ვერაფერს მოგახსენებთ. რაც შეეხება ზვიადს, როგორც მერაბისგან გამიგონია, მას ბევრი შიმშილობა მოუხდა პროტესტის ნიშნად. ძალიან დასუსტებულა, ყოველ საღამოს მაღალ სიცხეს აძლევდა თურმე, ისედაც არ ყოფილა ჯანმრთელი, ღვიძლს ყოველთვის უჩიოდა. ზვიადს იმიტომ დაუწყია შიმშილობა, რომ გაუგია, მერაბს ციმბირში გადასახლებას უპირებდნენ. როგორც მერაბმა მითხრა, "ზვიადის ჯანმრთელობის გადასარჩენად და ჩვენი დაწყებული საქმის ბოლომდე მისაყვანად, მოვილაპარაკეთ, მე ციხეში ჩავჯდებოდი, ის კი გარეთ გააგრძელებდა ეროვნულ მოღვაწეობას". მერაბს ჩემთვის ისიც უთქვამს: - ბევრი ცდილობდა, ჩვენ შორის განხეთქილება ჩამოეგდო, მაგრამ მე და ზვიადს ისეთი ძმობა და მეგობრობა გვაკავშირებდა, ეს გამორიცხული იყო და თუკი ოდესმე ასეთი რამ მაინც მოხდებოდა, ეს იმას ნიშნავდა, რომ მეგობრობა საერთოდ არ არსებულა ამქვეყნად და მაშინ რაღა ქვეყნის გადარჩენასა და თავისუფლებაზე უნდა გვეფიქრაო.

მერაბი ციმბირში, პატიმართა კოლონიაში მოვინახულე. როგორ გადმოგცეთ, რაც მაშინ თვალებმა ნახეს. პატიმრებს ცხოველებივით ექცეოდნენ. მომეჩვენა, თითქოს ყველა მთვრალი იყო, მკაცრი, შემზარავი გარეგნობა ჰქონდათ. ყოველ ღამით, ზაფხულშიც კი, საშინლად ყინავდა. თავზარდაცემული დღედაღამ ვტიროდი, სად ჩავარდა ეს ჩემი შვილი-მეთქი. ის კი ჩემს დამშვიდებას ლამობდა. მერაბს ერთი მილიციელი სულ უკან დასდევდა, ცდილობდა, მისთვის რაიმე შანტაჟი მოეწყო. ბოლოს იმაზეც წავიდა, თვითონ ჩაუვარდა ფეხებში და თქვა, მერაბმა ფიზიკური შეურაცხყოფა მომაყენაო. 5 წელი დაუმატეს ჩემს შვილს სასჯელი. ერთმა ქალმა, რომელიც ამ შანტაჟს შეესწრო, დეპეშა გაუგზავნა საბჭოთა კავშირის იმჟამინდელ გენერალურ პროკურორს, მერე შევარდნაძესაც, როცა ანდროპოვი მოვიდა, მასაც შეატყობინა, - კოსტავა სრულიად უდანაშაულოა და სასჯელი ტყუილად გაუზარდესო, მაგრამ მის მცდელობას შედეგი არ მოჰყოლია. მას შემდეგ კიდევ უფრო ულმობელი გახდნენ მერაბის მიმართ, მის ნერვებზე თამაშობდნენ. ვეღარ მოითმინეს ამდენი უსამართლობა პატიმრებმა და მერაბის მხარდასაჭერად, პროტესტის ნიშნად, 2 ათასი კაცი აღარ გავიდა სამუშაოდ, რასაც კოლონიაში დიდი არეულობა მოჰყვა. ჩემს შვილს საერთოდ არ უშვებდნენ ბანაკიდან და როდესაც მან მუშაობის მოთხოვნით შიმშილობა გამოაცხადა, დაუმორჩილებლობის მუხლით კიდევ გაუზარდეს სასჯელი. ასე დამეტანჯა სრულიად უდანაშაულო შვილი, რომელიც თავისი ქვეყნის თავისუფლებისთვის იტანდა ამდენ წამებას. მასთან ერთად მეც ბევრი წვალება გამოვიარე, მაგრამ დღეს ისღა მამშვიდებს, რომ ყველაფერი ისტორიული სამართლიანობის აღსადგენად ხდებოდა. ხალხმა დააფასა ეს. მეუბნებიან: - მერაბ კოსტავა ერის სინდისი იყოო. ასე რომ, ფუჭად არ ჩაუვლია მის გარჯას, დედისთვის კი რა უნდა იყოს ამაზე მეტი შვების მომტანი და საამაყო.

...მახსოვს, როდესაც მის მოსანახულებლად ჩავედი, პატიმრებისთვის კონცერტის მოსაწყობად ემზადებოდა, რომ მათთვის ცოტათი მაინც შეემსუბუქებინა მძიმე ხვედრი. იქაც ყველას შეაყვარა თავი. წამოსვლის წინ მითხრა, ძალიან მაწუხებს, რომ ჩვენი ენა იკარგება და საქართველო თითქმის გარუსების ზღვარზეა მისულიო. გულაკვნესებული წამოვედი ციმბირიდან. გზაში ცრემლი არ შეშრობია ჩემს თვალებს, თუმცა ერთი რამ მაიმედებდა - ჩემი შვილი, სადაც უნდა მოხვედრილიყო, ავაზაკთა, ბანდიტთა თუ მკვლელთა შორის, თავისი მიზნიდან არ გადაუხვევდა და მათ გზას არასოდეს დაადგებოდა. იგი ყველგან ცდილობდა დაეძლია მტრობა, სიძულვილი და სიყვარული ეხარებინა. მერაბი ხომ ჭეშმარიტი ქრისტიანი იყო.

- დიდ მადლობას მოგახსენებთ, ქალბატონო ოლღა...
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
28.06.2024
ამ ვრცელი წერილის დაწერა ჩემი სოფლის და საქართველოს მთის სიყვარულმა გამაბედინა, სადაც უზრუნველი ბალღობის წლები გავატარე.
02.06.2023
ლაშა-გიორგის დროინდელი ერთი უცნობი ქართველი მემატიანის სიტყვით, დავით აღმაშენებელმა "სიცოცხლის შინა დასუა მეფედ დემეტრე
24.05.2022

324 წელს რომის იმპერატორმა წმინდა კონსტანტინე დიდმა გადაწყვიტა, იმპერიის დედაქალაქი აღმოსავლეთის პროვინციების სიახლოვეს გადაეტანა, რომელიც იმავე დროს დასავლეთთან კავშირს არ დაკარგავდა.

20.05.2022
საქართველოს სამეფოს იმ აშლილობის დროს, რომელიც დამკვიდრდა უსინათლო თეოდოსის მეფობაში, მმართველ მოწინავე წრეში საბედნიეროდ მაინც აღმოჩნდა შეგნებული ჯგუფი,
08.02.2022

მეფე დავით აღმაშენებელი - (1125 წ. 24 იანვარი)


თითქმის რვა საუკუნემ განვლო მას შემდეგ, რაც მიიცვალა სახელოვანი და დიდებული მეფე გაერთიანებულის საქართველოსი დავით აღმაშენებელი.

25.01.2022
გვსურს გავიხსენოთ ერთი ლამაზი წერილი, რომელიც 24 წლის დიაკვანმა მიხა ხელაშვილმა მისწერა თავისი ძმადნაფიცის, ხევსური გიგიას დას პარასკოს.
07.01.2022
შესავალი
ეკლესიის ისტორიია ამოსავალ პუნქტს წარმოადგენს ჩვენი მაცხოვრის იესო ქრისტესა და მისი მოციქულების საქმე და ცხოვრება, მაგრამ როგორც ცნობილია, ქრისტიანული მოძღვრების საყოველთაო გავრცელებას წინ უძღოდა კაცობრიობის მომზადება მაცხოვრის მისაღებად
13.12.2021
370 წლის ახლოს კლარჯეთი განუდგა ქართლის მეფე ვარაზ-ბაქარს და "მიერთნეს ბერძენთა".
29.11.2021
ყველისციხე, ყუელისციხე — ციხესიმაგრე შუა საუკუნეების სამხრეთ საქართველოში, ჯაყისწყლის სათავეში, არსიანის ქედის ყველის მთაზე (ახლანდელი თურქეთის ტერიტორია).
02.10.2021
მტარვალმა შაჰ აბასმა ერთაწმინდაში წმინდა ევსტატეს სახელობის ტაძრის დანგრევა მოისურვა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat