წიწამურში რომ მოკლეს ილია...
წიწამურში რომ მოკლეს ილია...
ილია ჭავჭავაძისა და მისი საყვარელი მეუღლის, ოლღას თავდავიწყებული სიყვარულის ამბავი იმ დროის საზოგადოებისთვის კარგად იყო ცნობილი. მათი სასიყვარულო წერილები სხვადასხვა წერილობით წყაროებშია შემონახული. გურამ შარაძის წიგნში ილია ჭავჭავაძის "ცხოვრება, მოღვაწეობა, შემოქმედება" ვკითხულობთ:

-ილიასა და ოლღას დაახლოება ემთხვევა ჟურნალ "საქართველოს მოამბის" დაარსების გადამწყვეტ ეტაპს, კერძოდ, 1863 წლის იანვარს, რაც თავის მხრივ, მოასწავებდა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ახალი ძალით გაჩაღებას. ამ ძნელ ბრძოლაში ოლღა გურამიშვილი ნამდვილ მშველელად და შთამაგონებლად მოევლინა ილია ჭავჭავაძეს, რასაც მჭევრმეტყველურად მოწმობს, საბედნიეროდ, ჩვენამდე მოღწეული ილიას წერილები ოლღასადმი, მინდვრის გამხმარ ყვავილთან ერთად, შთამომავლობისთვის სასოებით რომ შემოინახა ადრესატმა და ასე შესანიშნავად გამოსცა პავლე ინგოროყვამ (იხ. ილია ჭავჭავაძე, თხზულებათა სრული კრებული ტ. X, თბ, 1961 ). ოლღას იმთავითე შეუცვნია ჭაბუკი ილიას ტვირთის სიმძმე და მამისა და გოროზი ნათესავების წინააღმდებობის მიუხედავად, ილიას სამუდამო თანადგომა გადაუწყვეტია. მან მართლაცდა გასაოცარი ერთგულებითა და თავდადებით ბოლომდე გაუზიარა ილიას ტრაგიკული ხვედრი...

სრულიად ყმაწვილ ქალში ილიამაც ნათლად შეიგძნო თავისი მომავალი მეუღლისა და მძიმე ჭაპანის ერთგულად გამწევის დიადი ღირსებები და ერთ-ერთ პირველსავე წერილში, 1863 წლის 8 თებერვალს, იმ დროისათვის ჯერ ისევ გამოუცემელ "საქართველოს მოამბის" კრიტიკოსობა შესთავაზა მას: "ჟურნალი ამ დღეებში გამოვა, მე შენგან მოვითხოვ, უბრალოდ მოვითხოვ, დაწვრილებით კრიტიკას" (ტ. X.თბ, 1961, გვ. 184).
ივანე პოლტარაცკაიას მოგონებით "...უკიდურესად გადარეული იყო ჩვენი ილია უმცროსი დის ოლღას მშვენებით, მაგრამ მაშინ ძლიერ ხელმოკლე თავადი ჭავჭავაძე და მასთან მწერალი და ლიბერალი, სასურველ სიძედ ვერ ჩაითვლებოდა და თავის ტრფიალს მალავდა და ამის გამო ორ ახალგაზრდა მიჯნურთა შუა ჩუმი მიწერ-მოწერა იყო შეუამავალი. ილია მთლად გადარეული იყო თვალჭრელა ოლღასათვის და მთელი დღე და ღამე იმის გზას და კვალს ეძებდა... მე მოწამე ვარ იმათი იდეალური სიყვარულის და რომანტიულის გატაცებისა... თაყვანება და ერთგულება თავის გენიელრი ქმრისა ოლღას სიკვდილამდე არ შეუცვლია" ("ლიტ. მატიანე", წიგნი 1-2, თბ. 1940, გვ.114, 117).

ილიას ერთ-ერთ საიდუმლო ბარათზე ("წიგნზე") ოლღა ასეთ პასუხს უგზავნის 1863 წლის 2 აპრილს: "ჩემდა სანუგეშოდ, ჩემდა სიცოცხლედ-ეს შენი წიგნებიდანაა და მინამ პირში სული მიდგას ამით ვასიამოვნებ, რომ მეც ვიყავ ესე წელიწადი სრულ ბედნიერი. ამას ვიტყვი, რომ ჩემისთანა ბედნიერი არა მგონია ვინმე ყოფილიყოს, მაგრამ სოფელი და ჟამი გრძელი ყოფილა. ეს წიგნები ჩემთან დაიმარხებიან მე რომ მოვკვდები"... (ხელნ. ინსტრიტუტი, ილიას ფონდი, N226). როგორც ჩანს, ილიასთან საიდუმლო მიწერ-მოწერა ოლღამ გაუმჟღავნა თავის უფროს დას-ეკატერინეს. აღელვებული ოლღა 1863 წლის 14 მარტის წერილზე ილიას ატყობინებს: "საშინლად ვნანობ, რომ ვუთხარ ჩემს დასა, რომ ჩვენ ვწერთ ერთმანეთს. შენ გენაცვალოს ჩემი თავი, მომიტევე ჩემი უფიქრელი დანაშაულობა. იმედი მაქვს ღვთით, რომ ჩემი სიცოცხლე მომიტევებს. და თუ ამაღამ მოვახერხე, შემოვთვლი და მოხვალ. შენ გენაცვალე, საშინლად ვნანობ, მაგრამ რაღა გაეწყობა: "არა არს დაფარულ, რომელ არ განცხადდეს", ან კიდევ: "იმიტომ ვერ ამოვალ, მარტოკა არსადა არ მიშვებს. მშვიდობით, გენაცვალე, ჩემო სიცოცხლე"(ხელნ. ინსტ, ილიას ფონდი, N275, 283).

ილიას თანამოსაგრეებს მათი მედროშის კარზე მომდგარი ჯვარისწერის ამბავი რომ გაუგიათ, სასოწარკვეთილებას მისცემიან, ვაითუ, ჟურნალ "საქართველოს მოამბის" გამოცემაზე ფიქრი მიატოვოსო. ილიას ასე გადაურწმუნებია და დაუმშვიდებია ისინი: "ვუთხარი, იქნებ მართლაც დავქორწინდე-მეთქი, მაგრამ დავქორწინდები ისეთ ჭკვიან ქალზე, რომელიც ამ წმინდა საქმეს კი არ ჩამომაშორებს, პირიქით, უფრო მიმაჯაჭვავს და ძალასა და ენერგიასაც შემმატებს-მეთქი... რა? განა შევცდი, ასე რომ ვთქვი შენზე, ოლიკო? არა, ჩემს ოლიკოში მე არ შევცდები" (ტ. X, გვ. 185).

აი, რას წერდა 1863 წლის 26 თებერვალს ოლღა გურამიშვილს: "რა არის სიმდიდრე? სიმდიდრე კარგი რამეა, ჩემო კარგო, მე მის საწინააღმდეგოდ რა მეთქმის, მაგრამ ის მაინც არ არის საჭირო პირობა ბედნიერებისა: უიმისოდ ბედნიერება კარგადა გრძნობს თავს და იგრძნობს კიდეც, თუკი ჩვენ ვიქნებით ისეთი ადამაინები, რომლებიც უპირველესად თავიანთი ზნეობრივი მხარის დაკმაყოფილებას ესწრაფვიან.-თუ ასე არ არის, უმჯობესია ახლავე დავშორდეთ, რომ შემდეგ ერთმანეთს არასოდეს აღარ შევხვდეთ... მე არც ისე ღარიბი ვარ, როგორცა გწერდი. მე აღმომაჩნდება ჩვენი ცხოვრებისათვის სახსრები, ვიცხოვრებთ ისე, როგორც მრავალნი ცხოვრობენ; მაგრამ მე ვცდილობდი-უფრო ღარიბად მეჩვენებინა თავი, ვიდრე ნამდვილად ვარ. იცი, რატომ? იმიტომ, რომ თუ ასეთი უბრალო რამ შეგაშინებდა, შეგეძლო მაშინვე უარი გეთქვა ჩემთვის. მე ასეთი ცოლის ყოლას არ მოვინდომებდი. გარდა ამისა, მინდოდა დავრწმუნებულიყავი, რომ შენ ადამიანს უყურებ არა როგორც ოქროებით გატენილ ზანდუკს ან ჯვრებითა და ვარსკვლავებით მორთულს აბრას, არამედ, როგორც ღვთის მიერ შექმნილს არსებას, რომელშიც უპირველესად ყოვლისა მისი სული უნდა მზიანობდეს".

გადაგვარების კარზე მისულ რომელიღაც ქართველ თავადიშვილს, ეტყობა, სალანძღავ სიტყვად "პატრიოტკა" დაუძახნია ოლღა გურამიშვილისთვის. ილია წერს აფორიაქებულ და სულის სიღრმემდე შეურაცხყოფილ ქალიშვილს: "ვინ გეძახის პატრიოტს? იმათ რაც უნდა თქვან, შენ მართლა პატრიოტო მეყოლები. განა ასე არ არის, ჩემო სულიკო? ეს დიდებული სახელწოდება მათთვის საძრახისია, ჩემო კარგო, მაგრამ შენ ამით იამაყებ,-ამიტომ მეჩვენები ძვირფასად, ამიტომ უყვარს შენს ილიკოს ოლიკო. მახსოვს, დოღზე ვიყავით, შენ შემაქე და პატრიოდი მიწოდე: თუმცა, ჩემისთანა სუსტი ძალის ადამიანი სად შესწვდება პატრიოტიზმს, მაგრამ იმ სიტყვებითა და კილოთი, რომლითაც შენ თქვი, მე მივხვდი, ვისთანაც მაქვს საქმე... და როცა ღმერთი ინებებს ჩვენს ერთად ყოფნას, მე გიჩვენებ კაცს, რომელსაც შენს შესახებ ვუთხარი, რომ ეს ქალი ატარებს თავის გულში სამშბლოს სახეს".

ჯვრისწერა მაინც საიდუმლოდ მოხდა 1863 წლის 10 აპრილს (როგორც ეს ილიას ფონდში დაცული მეტიკულიდან ჩანს) და არა 21 აპრილს (როგორც ეს ლიტერატურაშია დღემდე გავრცელებული), თბილისში, სამების ეკლესიაში...
ჩემო სიცოცხლევ, შვილო ილიავ!
ბევრს გაკოცებ ლამაზს თვალეზედ და ღმერთსა ვთხოვ შენის ცოლით თქვენს ბედნიერობას და შვილიერობას, კიდევ გილოცავ, შვილო, ქორწინებას. ღმერთმან აღგავსოს ბედნიერებოთ, როგორც თქვენი და ჩემი სურვილი იყოს. მომიტევე, ცალკე ვერ მოგწერე, კიდევ არ შემიძლიან. ეხლა შენ და შენის ცოლის წიგნს შეუძლიან ჩემი კურნება და პოტრეთებს.
შენი ჭირიმე, ილიავ!
შენი მამიდა მაკრინე ერისთავი."

***
თანამედროვენი ერთხმად აღიარებენ ოლღას სათნოებას, სიკეთეს, სამშობლო ქვეყნის სამსახურს და ილიას თაყვანისცემამდე მისულ ერთგულ მეუღლებრივ სიყვარულს. აი, რამდენიმე მათგანი.

ექვთიმე თაყაიშვილი: "ოლგა ზედმიწევნით პატიოსანი და კაცთმოყვარე ადამაინი იყო: ზრდილი, სათნოიანი, თავაჭერილი, თავმდაბალი და თავდადებული საზოგადო საქმისათვის. ის აწყობდა ლატარიებს, საღამოებს და ფულს აგროვებდა წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა და სხვა საქველმოქმედო დაწესებულებებისათვის. მზრუნველად იყო ამიერკავკასიის საქალებო ინსტიტუტში და იქ ბევრ ქართველ ქალს ათავსებდა სასწავლებლად. ამასტანავე თავის წვლილს ხშირად ურიგებდა გაჭირვებულებს. ჩვენი სათავადაზნაურო სკოლის პანსიონისათვის საგურამოდან ბევრ სანოვაგეს, ხილსა და ღვინოს გვიგზავნიდა ყოველწლივ" (მოგონებები "ლიტ. მატიანე", წიგნი 6, ნაკვ. 1, თბ, 1952, გვ. 14).
ბარბარე მაყაშვილი (ილიას ახლო ნათესავი): "ერთხელ ოლღამ შემიყავნა ილიას საწოლ ოთახში, საწოლთან ედგა მაგიდა, ზედ დიდი ბლოკნოტი, გათლილი ფანქარი და ორი შანდალი, შიგ კარტოფილის სანთლებით. ოლღამ მითხრა, ყოველ ღამე ასე უმზადებ აქაც (ყვარელში) და თბილისშიაც; ცოტას ჩაიძინებს და მალე გაიღვიძებს, აანთებს სანთლებს და მანამ სანთლები დაიწვება, სწერს. გათენებისას იძინებს მხოლოდ, აქ, როგორც სოფელში, ადრე იღვიძებს, ჰაერზედ უყვარს გასვლაო. ილიას ოთახს ოლღა ულაგებდა სოფელშიაც დ თბილისშიაც, თუმცა ხელზედ მოსამსახურე ყოველთვის ჰყავდათ. ილია თავის მეუღლეს დიდ პატივს სცემდა და უყვარდა კიდეც. როცა ოლღას ამბავს ვკითხავდით, იტყოდა, ჩემი ოლღა ციდან ჩამოსული ადამაინი არისო.
ილიას მეფუტკრე საგურამოში დანიელ მასლოვი იმასაც იხსენებს, როგორ უსაყვერდურა ოლღამ საყვარელ მეუღლეს, როდესაც მან მოსამსახურე ქალს სთხოვა, ჭიქა წყალი დამალევინეო:

"დამიგდე ყური,-მიუმართავს ოლღას ილიასთვის,-ნუ დაივიწყებ, რა ბედნიერებაა ჩემთვის, რომ მოგიტანო ჭიქა წყალი, შენ კი ამ სიამოვნებას მიკარგავ"...
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
28.06.2024
ამ ვრცელი წერილის დაწერა ჩემი სოფლის და საქართველოს მთის სიყვარულმა გამაბედინა, სადაც უზრუნველი ბალღობის წლები გავატარე.
02.06.2023
ლაშა-გიორგის დროინდელი ერთი უცნობი ქართველი მემატიანის სიტყვით, დავით აღმაშენებელმა "სიცოცხლის შინა დასუა მეფედ დემეტრე
24.05.2022

324 წელს რომის იმპერატორმა წმინდა კონსტანტინე დიდმა გადაწყვიტა, იმპერიის დედაქალაქი აღმოსავლეთის პროვინციების სიახლოვეს გადაეტანა, რომელიც იმავე დროს დასავლეთთან კავშირს არ დაკარგავდა.

20.05.2022
საქართველოს სამეფოს იმ აშლილობის დროს, რომელიც დამკვიდრდა უსინათლო თეოდოსის მეფობაში, მმართველ მოწინავე წრეში საბედნიეროდ მაინც აღმოჩნდა შეგნებული ჯგუფი,
08.02.2022

მეფე დავით აღმაშენებელი - (1125 წ. 24 იანვარი)


თითქმის რვა საუკუნემ განვლო მას შემდეგ, რაც მიიცვალა სახელოვანი და დიდებული მეფე გაერთიანებულის საქართველოსი დავით აღმაშენებელი.

25.01.2022
გვსურს გავიხსენოთ ერთი ლამაზი წერილი, რომელიც 24 წლის დიაკვანმა მიხა ხელაშვილმა მისწერა თავისი ძმადნაფიცის, ხევსური გიგიას დას პარასკოს.
07.01.2022
შესავალი
ეკლესიის ისტორიია ამოსავალ პუნქტს წარმოადგენს ჩვენი მაცხოვრის იესო ქრისტესა და მისი მოციქულების საქმე და ცხოვრება, მაგრამ როგორც ცნობილია, ქრისტიანული მოძღვრების საყოველთაო გავრცელებას წინ უძღოდა კაცობრიობის მომზადება მაცხოვრის მისაღებად
13.12.2021
370 წლის ახლოს კლარჯეთი განუდგა ქართლის მეფე ვარაზ-ბაქარს და "მიერთნეს ბერძენთა".
29.11.2021
ყველისციხე, ყუელისციხე — ციხესიმაგრე შუა საუკუნეების სამხრეთ საქართველოში, ჯაყისწყლის სათავეში, არსიანის ქედის ყველის მთაზე (ახლანდელი თურქეთის ტერიტორია).
02.10.2021
მტარვალმა შაჰ აბასმა ერთაწმინდაში წმინდა ევსტატეს სახელობის ტაძრის დანგრევა მოისურვა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat