"თურქთა" სახეები სიხარულით ბრწყინავდა, თვალთაგან კი ცრემლი სდიოდათ
"თურქთა" სახეები სიხარულით ბრწყინავდა, თვალთაგან კი ცრემლი სდიოდათ
კონსტანტინოპოლი. აღდგომა თურქულ კვარტალში. 1890 წელს თურქეთის ბერძნები, უმოწყალესი და უსახიერესი მეუფის, დედამიწაზე ღვთის აჩრდილის აბდულ ჰამიტხანის "ძლევასილი" მფარველობით ცუდად ვცხოვრობდით. ისიც უნდა ითქვას, რომ მაშინ შედარებით თავისუფლება გვქონდა, წარვემატებოდით სოციალურად და ეკონომიურად, ვინახავდით ჩვენს ბრწყინვალე სკოლებს, მდიდრულ ტაძრებს, წარმატებულ მრეწველობას.

პანაღეა გალატაში (კონსტანტინოპოლში, გალატას კვარტალში ღვთისმშობლის პატივად აგებული ტაძარი) მსახურობდა სამრევლო მღვდელი, ჩვენი მოძღვარი, მამა მელეტი. იგი, ოჯახთან ერთად, ტაძრის მეზობლად ცხოვრობდა. მრევლი მოწიწებით და პატივისცემით ეპყრობოდა თავისი მოღვაწე ცხოვრებისა და უპოვარობის გამო

მოახლოვდა აღდგომის დღეები. ლაზარეს შაბათს, განუწყვეტლივ აღსარებების მიღებით ძალაგამოცლილმა მოძღვარმა, მეუღლის მიწოდებული ჩაი დალია, საწოლზე დავარდა და ძილმა წაიღო. შუაღამისას მამა მელეტის კარზე კაკუნი გაისმა, უდროო სტუმრებს მიჩვეული დიასახლისი კარის გასაღებად წავიდა. მამა მელეტის წამსვე გამოეღვიძა და საწოლზე წამოჯდა. ოთახში შემოვიდა ორი კარგად ჩაცმული წესიერი შესახედაობის ახალგაზრდა და მოძღვარს პატივისცემით მიმართეს: - მამაო, ავადმყოფი გვყავს, კვდება, გევედრებით, აზიარეთო.

მამა მელეტიმ ძალების მობერვა იგრძნო, წამოდგა, სანაწილე აიღო. კართან ეტლი უცდიდათ. სამთავე შიგ ჩაჯდა და გაუყვნენ გზას. ბოლოს, მდიდრულ მეგარონთან გაჩერდნენ. კარი უჩუმრად გააღეს და შევიდნენ. შეიყვანეს სასტუმრო ოთახში, სადაც ჩალმოსან-ხალათიანი თეთრწვერა, პატივცემული მოხუცი მოლა დახვდათ. "ბუიურუნ, ეფენდიო" (მობრძანდით, ბატონო), შეეგება სტუმარს და სავარძელი შესთავაზა.

მამა მელეტიმ შეცბუნება არ შეიმჩნია და ჩამოჯდა. ახალგაზრდები გავიდნენ. თურქმა ყავა მოატანინა და მოძღვარს უთხრა: "რაჰთოლ, ეფენდი" (ნუ აღელდები, ბატონო). მელეტიმ ყავა დალია. კარგა ხანს მშვიდად ელოდა, როგორ დამთავრდებოდა ეს უჩვეულო შეხვედრა. თურქი წამოდგა და მელეტიც გაიყოლა. დიდი ეზო გადაკვეთეს, საფეხურებს ჩაუყვნენ და მიწისქვეშა ტაძარში აღმოჩნდნენ. ოქროს კანდელებით, ძვირფასი ქორკანდელ-სასანთლეებით, ულამაზესი ხატებით და კანკელით მორთული ტაძარი საოცრად ბრწყინავდა. მამაკაცები, ქალები, ბავშვები, ავტორიტეტული, მაღალი თანამდებობის სახელმწიფო მოხელენი, ფაშები და ბეიები, ჩალმიანი ბერიკაცები მოლოდინით მისჩერებოდნენ. გაოცებული მელეტი სამეუფეო კარისკენ გაემართა. მეგზურმა წმინდა ბერძნული ენით მიმართა:

- "მამაო, ნუ გაგაკვირვებს ის, რასაც ხედავ. ხომ იცი, რომ წმინდა სოფიოს ტაძრის გარშემო კვარტლებში ბერძნული არისტოკრატიული და განათლებული ოჯახები ცხოვრობდნენ ოდითგან. მათ ძალად მიაღებინეს ისლამი. აღმსარებლობის გამოცვლით მათ შეძლეს, მაღალი თანამდებობები შეენარჩუნებინათ ოსმალეთის იმპერიაში, ჯარში, ფლოტში, ადმინისტრაციულ სისტემაში. მაგრამ ისინი არ ივიწყებდნენ თავიანთ წარმოშობას და მამათა რწმენას. ჩვენ ფარულად განვაგრძობთ იესო ქრისტეს მსახურებას და ვასრულებთ ჩვენს რელიგიურ მოვალეობას. ჩვენ სხვა ბერძნებივით ფარულად ვეხმარებით პატრიარქს. თავს კი კეთილმორწმუნე მუსლიმანებად ვაჩვენებთ. ყოველწლიურად აქ ვიკრიბებით, რომ ქრისტიანულად ვთქვათ აღსარება, ვეზიაროთ და ერთად ვიზეიმოთ აღდგომა. ამ წელს შენ იქნები ჩვენგან ფრიად პატივცემული ღვთისმსახური. ერთად განვიცადოთ ქრისტეს ვნებები და აღდგომა. ოჰ, ნეტავ თავისუფლები ვიყოთ და ჩვენს ძმებთან ერთად შეგვეძლოს ვიზეიმოთ დამდეგი წმინდა დღესასწაული".

მელეტიმ მეტყველების უნარი დაჰკარგა. თვალზე ცრემლმორეულმა აკურთხა სარწმუნოების ეს მტკიცე მცველნი და დაუყოვნებლივ შეუდგა მოვალეობის აღსრულებას.

მელეტის ოჯახი შეაწუხა მისმა გაუჩინარებამ. ეს ამბავი საპატრიარქოსაც აუწყეს. მათ დაამშვიდეს და ურჩიეს, შეეწყვიტათ მოძღვრის ძებნა.

ვნების შვიდეულში მელეტიმ აღსარება ათქმევინა და აზიარა ფარული ქრისტიანები ამ კატაკომბურ ეკლესიაში. მთელი ვნების კვირას და ნათელშემოსილი აღდგომის დღეს გამოუთქმელი სულიერი შემართებით იმსახურა. ეჩვენებოდა, თითქოს ძილში მოხვდა ღვთაებრივი საიდუმლოს მოქმედებაზე. აკურთხა მამაცი ქრისტიანები. გაამხნევა ისინი თავიანთ აღმსარებლობით ღვაწლში და განამტკიცა სარწმუნოებაში, რომელიც ასეთ საშიშ პირობებში შემოინახეს.

ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათს, იმავე ყმაწვილებმა, მამა მელეტი შინამდე მიაცილეს.

პონტო. პაპა თეოდოროსი და გარეული მტრედები. მუნტელი პაპა პანოსი (ბერძნები პაპას მღვდელს ეძახიან) ტრაპიზონსა და მის მახლობელ სოფლებში "წინასწარმეტყელად" იყო ცნობილი (თურქი მუსლიმანები პატივისცემით "წინასწარმტყველს" ეძახდნენ სათნო ცხოვრებით გამორჩულ ადამიანს). ის ძალიან უყვარდათ ბერძნებს, სომხებს, თურქებს. თუ ვინმე ცუდად გახდებოდა, პაპა პანოსს ეძახდნენ, ის ლოცვებს კითხულობდა და ავადმყოფი სასწაულებრივად გამოკეთდებოდა.

დიდ დღესასწაულებზე ბევრი თურქი იწვევდა მას შინ მღვდელმოქმედებისთვის. ყველა სავაჭრო ფარდულში ნაცნობი ჰყავდა, რომელთაც სტუმრობდა ხოლმე.

1895 წელს ტრაპიზონში, ორთასარაის კვარტალში, სახაბაზო გაემართა ციმერელ ფულისასის ვაჟებს: იანისს, ხარლამპეს და ქრისტოფორეს. ორთასარაიში ძირითადად თურქები და ცოტა ბერძენი ცხოვრობდნენ. თავიანთი პატიოსნებისა და წესიერების გამო ეს სამი ძმა ყველას უყვარდა და უმეტესობა მათთან ყიდულობდა პურს.

ორთასარაიში ერთი ხოჯაც ცხოვრობდა, სახელად ყარასაყალისი, რომელსაც შორიახლო, სიდესაკიაში საწვრილმანო მაღაზია ჰქონდა.

ამ ხოჯას თავს უჩვეულო რამ ხდებოდა. დილაობით, როცა შინიდან გამოდიოდა, კომნენოსის ციხე-სიმაგრის კედლებზე გამართული ბუდეებიდან ქედნები აფრინდებოდნენ და ხოჯას თავსა და ხელებზე ახტებოდნენ. ამის შემხედვარე თურქები ადიდებდნენ ალაჰს და აქებდნენ ხოჯას - რჩეული და წმინდა ადამიანიაო.

რვა წელი ჰქონდათ ძმებს პურის საცხობი და რვა წელი ასხდებოდნენ მტრედები ხოჯას თავსა და ხელებზე. ეს მდგომარეობა აკვირვებდა ქრისტეფორეს და ძმებს ეჭვით ეკითხებოდა, - გარეული მტრედები რატომ აფრინდებიან ურწმუნოს? აქ რაიმე ხომ არ იმალებაო.

ერთ საღამოს ფურნეში პაპა პანოსი ეწვიათ. ძმებმა მოძღვარს ყავა შესთავაზეს. ათას რამეზე ლაპარაკობდნენ. ამ დროს საცხობში მტრედებდახვეული ხოჯა ყარასაყალისი შემოვიდა. ის ცდილობდა მტრედების მოშორებას, მაგრამ ფრინველები გასაქანს არ აძლევდნენ. ხოჯამ პური იყიდა და წავიდა.

ქრისტეფორემ პაპა პანოსს ჰკითხა: - მამაო, მაკურთხე. ჩვენ ქრისტიანები ვართ. ეს გარეული მტრედები კი ამ ურწმუნოს რატომ ასხდებიან, ვერ ვხვდებიო. პაპა პანოსს გაეღიმა. "მოძღვარო, რატომ იღიმები, ჩემს შეკითხვაში სამარცხვინო ხომ არაფერია?.. თუკი რაიმე იცი, მოგვიყევი, რომ დავმშვიდდეო." "მოგიყვებით, ოღონდ ჯერ უნდა დამპირდეთ, რომ ეს ამბავი ამ კედლებს არ გასცდება". ძმებმა შეჰფიცეს.

პაპა პანოსი ძმებს მიუბრუნდა და უთხრა: "ეს ხოჯა კი არა, მღვდელი თეოდოროსია".

პაპა პანოსმა ძმებს ხოჯა ყარასაყალისის ამბავი უამბო...

1888 წელს, დიდ შაბათს, მთელი დღე ქრისტიანები პაპა პანოსს შინ ეპატიჟებოდნენ აღსარების ჩასაბარებლად. ისე დააღამდათ, პაპა პანოსმა ვერც შეამჩნია. სიბნელემ ორთასარაის კვარტალში მოუსწრო. მუნტაში მიმავალს გზად ხოჯა ყარასაყალისი შემოხვდა. პაპა პანოსი მიესალმა და გზა გააგრძელა.

- ჩემო ძვირფასო, შეჩერდი, - მიაძახა ხოჯამ, - სად მიგეჩქარება?

- ხვალ აღდგომაა და ამ საღამოსვე უნდა დავბრუნდე სოფელში, - უპასუხა მოძღვარმა. ამ საუბარში ყარასაყალისის სახლს მიადგნენ.

- შემობრძანდით, ყავა დავლიოთ და მერე წადი, - მიიპატიჟა ხოჯამ, მაგრამ უარი მიიღო, - მიგიხვდი: შენ ისე არ დამდაბლდები, რომ ჩემი მიწვევა მიიღო, - უთხრა ყარასაყალისმა.

მღვდელი იძულებული გახდა, შეჰყოლოდა. დასხდნენ. მალე ოთახში დიასახლისი შემოვიდა, მღვდელს მიესალმა და წავიდა. მას გოგონა მოჰყვა და სტუმარს კონიაკი მიართვა, მერე ყავა მოიტანა. პაპა პანოსმა ყავა დალია და წასვლას აპირებდა, რომ ხოჯამ ოთახის სიღრმიდან დაუძახა: - გამომყევით, პაპა პანოს, რაღაც უნდა გაგიმხილოთო.

მღვდელს შეეშინდა, მოკვლას არ მიპირებდესო, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა და გაჰყვა.

ხოჯამ კარები გააღო და სხვა ოთახში შევიდა. მოპირდაპირე მხარეს მომცრო კარები მოჩანდა. ხოჯა პირდაპირ იქითკენ გაემართა. მღვდელმა უკანასკნელი იმედიც დაკარგა: "ეს ურწმუნო ნამდვილად მომკლავსო".

ხოჯამ პატარა კარი გააღო და საფეხურებს ჩაუყვა. მღვდელი მიჰყვა. იატაკზე ფეხი რომ დადგეს, პაპა პანოსი ეკლესიაში აღმოჩნდა. ირგვლივ სანთლები და ლამპრები ენთო. ხოჯამ სარიკი და ხალათი გაიხადა და იქვე, კარადაში შეინახა. მერე ანალოღიასთან მივიდა და იქ დაბრძანებულ ხატს ეამბორა. მას მიჰყვა მამა პანოსიც. საკურთხეველში შევიდნენ. ხოჯამ საღვთისმსახურო შესამოსელი შეიმოსა, მეორე პაპა პანოსს მიაწოდა. და მამა იოლოროსმა, ყარასაყალის ხოჯამ, ლოცვა დაიწყო: "კურთხეულ არს ღმერთი მამათა ჩვენთა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ".

მარჯვენა კლისოსიდან შუახნის თურქმა გაბმით განაგრძო: "წმინდაო ღმერთო, წმინდაო ძლიერო, წმინდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ". მღელვარებისგან პაპა პანოსს ყელში ბურთი გაეჩხირა, თვალთაგან ცრემლი წამოუვიდა, პაპა თოდოროსმა შეამჩნია და უთხრა: "ნუ სტირი, პაპა პანოს. ასეთი ხვედრი გვერგო, ქლოსტები (ასე ეძახდნენ პონტოს სანაპიროზე ფარულ ქრისტიანებს) რომ გავმხდარიყავით, გვეცხოვრა ფარულ ქრისტიანებად. მაგრამ დიდია მამათა ჩვენთა ღმერთი, დადგება დღე, გამოვალთ ბნელიდან და სხვა ჩვენი ძმებივით ვიცხოვრებთ!"

პაპა პანოსმა მზერა მოავლო იქ შეკრებილთ. ტაძარი სავსე იყო. მამაკაცები, დედაკაცები, ბავშვები, მდიდრები, ღარიბები, სამხედრონი და სახელმწიფო მოხელენი. ყველანი თურქები - ის მათ თურქებად იცნობდა და თურქებადაც თვლიდა! მღვდლებმა მწუხრი ილოცეს, განტევების ლოცვა წარმოთქვეს, ხალხი თანდათანობით დაიშალა.

ჩააქრეს სანთლები და კანდელები, გამოვიდნენ ეკლესიიდან და კვლავ იმ ოთახში ამოვიდნენ. სუფრა გაშალეს, სამარხვო საჭმელი მოიტანეს, მცირედით იტრაპეზეს. პაპა პანოსი კვლავ წასასვლელად მოემზადა: - გმადლობ, მაგრამ წავალ ჩემს სოფელში, თორემ თანასოფლელები შეწუხდებიანო.

- არა, - უპასუხა პაპა თეოდოროსმა, - ცოტა ხანს დავისვენებთ და აღდგომას ერთად შევხვდებით, მერე კი გაგამგზავრებ სოფელში. დრო კიდევ არის და არ დააგვიანებ შენს სოფელში ღვთისმსახურებასო.

რამდენ ხანს ეძინა, პაპა პანოსმა ვერ შეამჩნია; პაპა თეოდოროსმა გააღვიძა. მღვდლებმა ხელ-პირი დაიბანეს, ეკლესიაში შევიდნენ. პაპა თეოდოროსმა ასამაღლებელი წარმოთქვა: "კურთხეულ არს ღმერთი ჩვენი". მერე: "დიდება შენდა, ღმერთო", "მოვედით თაყვანისვცეთ". მგალობლებმა იგალობეს: "ღელვა ზღვისა", "უფალო, ღმერთო ჩვენო", "შენ, წყალთა ზედა გამოკიდებულსა".

ამასობაში "თურქები" ერთიმეორის მიყოლებით შემოდიოდნენ ტაძარში, ეკლესია გაივსო, ზოგიერთი იმ ოთახში დარჩა, საიდანაც კიბე ქვემოთ ჩადიოდა, კანონი იგალობეს და განტევების ლოცვა წარმოთქვეს. მერე პაპა თეოდოროსმა პაპა პანოსს ანთებული სანთელი გაუწოდა, გავიდა სამეუფეო კარიდან და წართქვა: "მოვედით, მიიღეთ ნათელი, დაუღამებელი ნათლისგან". მასთან მიდიოდნენ "თურქი" მოხუცები, რათა თავიანთი სანთლები აენთოთ. მათგან მიიღეს აღდგომის ცეცხლი სხვებმა, ასე გადაეცა ის ასაკით უფროსებისგან უმცროსებს. მგალობლებმა იგალობეს: "აღდგომა შენი, ქრისტე ღმერთო..." ხოჯა ყარასაყალისმა სახარება წაიკითხა: "და ვითარცა გარდახდა შაბათი იგი, მარიამ მაგდალინელმან, მარიამ იაკობისმან და სალომემ იყიდეს ნელსაცხებელი, რათა მოვიდენ და სცხონ მას" (მარკ. 16,1). და ასამაღლებელი წარმოთქვა: "დიდება წმიდასა და ცხოველსმყოფელსა და განუყოფელსა სამებასა", მღვდლებმა იგალობეს: "ქრისტე აღსდგა მკვდრეთით", "აღსდეგინ ღმერთო და განიბნენ ყოველნი მტერნი მისნი პირისაგან მისისა..." "თურქთა" სახეები სიხარულით ბრწყინავდა, თვალთაგან კი ცრემლი სდიოდათ.

დაამთავრა ლიტურგია, დადგა ჟამი "ამბორისყოფისა". ხოჯამ დაიძახა: "ქრისტე აღსდგა!" "ჭეშმარიტად", - უპასუხეს "თურქებმა". ბოლოს, პაპა პანოსმა - წმინდა იოანე ოქროპირის მცირე სიტყვა წაიკითხა. ხალხი ეზიარა და დაიშალა. შინ ორ-ორნი ბრუნდებოდნენ. მღვდლები ზემოთ ამოვიდნენ. პაპა თეოდოროსმა თავის ვაჟს უხმო. მღვდლები ერთმანეთს ეამბორნენ. პაპა თეოდოროსის ვაჟმა იგი მუნტეში ჩაიყვანა. მღვდელი ქალაქის განაპირას ჩამოსვა. პაპა პანოსმა ზარი დარეკა და ქრისტიანებს ეკლესიაში მოუხმო. ყმაწვილი კი ტრაპიზონში დაბრუნდა.

ასე ჩაატარა ერთ ღამეში ორი ლიტურგია პაპა პანოსმა.

მეორე დღეს ორთასარაის ქლოსტები პაპა პანოსს კვლავ "წინასწარმეტყველად" განადიდებდნენ.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
28.06.2024
ამ ვრცელი წერილის დაწერა ჩემი სოფლის და საქართველოს მთის სიყვარულმა გამაბედინა, სადაც უზრუნველი ბალღობის წლები გავატარე.
02.06.2023
ლაშა-გიორგის დროინდელი ერთი უცნობი ქართველი მემატიანის სიტყვით, დავით აღმაშენებელმა "სიცოცხლის შინა დასუა მეფედ დემეტრე
24.05.2022

324 წელს რომის იმპერატორმა წმინდა კონსტანტინე დიდმა გადაწყვიტა, იმპერიის დედაქალაქი აღმოსავლეთის პროვინციების სიახლოვეს გადაეტანა, რომელიც იმავე დროს დასავლეთთან კავშირს არ დაკარგავდა.

20.05.2022
საქართველოს სამეფოს იმ აშლილობის დროს, რომელიც დამკვიდრდა უსინათლო თეოდოსის მეფობაში, მმართველ მოწინავე წრეში საბედნიეროდ მაინც აღმოჩნდა შეგნებული ჯგუფი,
08.02.2022

მეფე დავით აღმაშენებელი - (1125 წ. 24 იანვარი)


თითქმის რვა საუკუნემ განვლო მას შემდეგ, რაც მიიცვალა სახელოვანი და დიდებული მეფე გაერთიანებულის საქართველოსი დავით აღმაშენებელი.

25.01.2022
გვსურს გავიხსენოთ ერთი ლამაზი წერილი, რომელიც 24 წლის დიაკვანმა მიხა ხელაშვილმა მისწერა თავისი ძმადნაფიცის, ხევსური გიგიას დას პარასკოს.
07.01.2022
შესავალი
ეკლესიის ისტორიია ამოსავალ პუნქტს წარმოადგენს ჩვენი მაცხოვრის იესო ქრისტესა და მისი მოციქულების საქმე და ცხოვრება, მაგრამ როგორც ცნობილია, ქრისტიანული მოძღვრების საყოველთაო გავრცელებას წინ უძღოდა კაცობრიობის მომზადება მაცხოვრის მისაღებად
13.12.2021
370 წლის ახლოს კლარჯეთი განუდგა ქართლის მეფე ვარაზ-ბაქარს და "მიერთნეს ბერძენთა".
29.11.2021
ყველისციხე, ყუელისციხე — ციხესიმაგრე შუა საუკუნეების სამხრეთ საქართველოში, ჯაყისწყლის სათავეში, არსიანის ქედის ყველის მთაზე (ახლანდელი თურქეთის ტერიტორია).
02.10.2021
მტარვალმა შაჰ აბასმა ერთაწმინდაში წმინდა ევსტატეს სახელობის ტაძრის დანგრევა მოისურვა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat