"გოლგოთის სავანეში"
"გოლგოთის სავანეში"
ღვთისმსახურთა ვერცხლისფერი ჭაღარა ყველა საკნიდან გამოკრთოდა
"ჩვენი ცხოვრების გრძელ და მრუდე ქუჩებში ხშირად ბედნიერნი მივქროდით ან უბედურნი მივეხეტებოდით რაღაც ღობეების გასწვრივ. ღობეები... დაბალი ხის, თიხატკეპნილი, აგურის, თუჯის თუ რკინაბეტონის ზღუდეები... ჩავფიქრებულვართ კი ოდესმე, რა არის მათ მიღმა? არა. არც თვალით, არც გონებით არ გვიცდია იქით გადახვევა - არადა, სწორედ იქ იწყება ქვეყანა, სახელწოდებით "გულაგი". იქვე, ახლოს, ჩვენგან სულ რაღაც ორ მეტრში... ჯერ არც კი შეგვიმჩნევია ამ ზღუდეებში მჭიდროდ ჩასმული და კარგად შენიღბული უთვალავი კარი თუ კუტიკარი. ყველა ეს შესასვლელი კი არსებობს მხოლოდ ჩვენთვის! - და აი, სწრაფად იღება ერთ-ერთი საბედისწერო. მამაკაცის ოთხი შრომას მიუჩვეველი, თეთრი ხელი მაგრად გვეჭიდება ფეხზე, ხელზე, საყელოზე, ქუდზე, ყურზე - ტომარასავით შეგვათრევენ შიგ და კუტიკარს, იმ ერთადერთ გასასვლელს წარსული ცხოვრებისკენ, სამუდამოდ იჯახუნებენ ჩვენს ზურგს უკან.

მორჩა, თქვენ დაპატიმრებული ხართ!

და პასუხად მეტს ვერ-რ-რაფერს პოულობთ, გარდა იმისა, რომ ბატკანივით კიკინებთ:

მე-ე?? რისთვის??"

ეს სიტყვები ალექსანდრ სოლჟენიცინის მხატვრული გამოკვლევის - "გულაგის არქიპელაგის" I ნაწილის I თავში წერია. იმ არეულ-დარეულ დროში ამ წიგნის არსებობის შესახებაც არავინ არაფერი იცოდა. ბოროტების იმპერიამ უამრავი მართალი ადამიანი ახეტიალა "გულაგის" საუფლოში. ქვეყანაში, რომელიც საბჭოეთის სოციალურ-პოლიტიკური მდგომარეობის უზუსტესი ბარომეტრი იყო ყოველთვის და რომელზეც იმპერიის მკვიდრთ ბუნდოვანი წარმოდგენა ჰქონდათ მხოლოდ.

ალ. სოლჟენიცინმა თავისი წიგნი 1968 წლის დასაწყისში დაასრულა. მას შემდეგ თითქმის მეოთხედი საუკუნე გავიდა. ბოროტების იმპერია დაინგრა. გამომზეურდა ბევრი რამ, გამჟღავნდა იმპერიაში შემავალი ერებისა და ხალხების ტოტალური მოტყუების, ჩაგვრისა და დამორჩილების უამრავი ხერხი და საშუალება, რომელთა შორის ერთ-ერთი გახლდათ პრაქტიკულად გამოცდილი მეთოდი - საზოგადოებისგან ყველაზე აქტიური, ამაყი და მოაზროვნე ნაწილის ხელოვნური გამოყოფა-განცალკევება, შემდეგ კი მისი თანდათანობითი სულიერი გადაგვარება ან ფიზიკური განადგურება თავისუფლების აღკვეთის ადგილებში. საბჭოთა სახელმწიფო განუკითხავად აპატიმრებდა და ციხეებში ყრიდა მისთვის არასასურველ პირებს - "სხვაგვარად მოაზროვნეებს", დისიდენტებს, "ქვეყნის მტრებად" რაცხდა მათ და სასტიკად უსწორდებოდა.

არქიპელაგზე, სოლოვკის კუნძულზე, "გოლგოთის სავანეში", უმოწყალოდ ხოცავდნენ ხალხს - საერო და სასულიერო პირებს. დახოცილთა გვამებს კი მთიდან უფსკრულში ისროდნენ. საინტერესოა ამ სავანის სახელწოდება, რაზეც XVIIIს-ის სოლოვკის ერთ-ერთი ხელნაწერი მოგვითხრობს: 1712 წლის 18 ივნისს ამ მთაზე მოღვაწე იერომონაზონ იობს ლოცვის დროს გამოეცხადა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი თავისი ზეციური დიდებულებით და უთხრა: ეს მთა ამიერიდან იწოდება გოლგოთად და მასზე აშენდება მონასტერი, რომელსაც "ჯვარცმის სავანე" დაერქმევა. აურაცხელი ტანჯვა-წამებით გაბრწყინდება ეს მთა!

მართლაც, ამ მთაზე ააშენეს ტაძარი, მაგრამ მთელი 200 წლის მანძილზე ეს წინასწარმეტყველება ამაო ჩანდა, ეგონათ, ახდენა არ ეწერა. ვინ იფიქრებდა, რომ გავიდოდა დრო და სოლოვკის მთაზე აშენებულ სამონასტრო კომპლექსებს ადამიანთა დასჯისა და წამების ადგილებად აქცევდნენ უღმერთო კომუნისტები. ბოლშევიკური ხელისუფლების დამყარებისთანავე დაიწყო ქრისტიანთა მასობრივი დაპატიმრებები. გუბერნიებში დაატუსაღეს მიტროპოლიტები და არქიეპისკოპოსები, მონაზვნები, პროტოდიაკვნები და დიაკვნები. აპატიმრებდნენ ყველას, ვინც არ უერთდებოდა "განახლებული", "ცოცხალი" ("ობნოვლენების") ეკლესიის ტალღას. ღვთისმსახურთა ვერცხლისფერი ჭაღარა ყველა საკნიდან გამოკრთოდა, შემდეგ კი სოლოვკისკენ მიმავალი თითქმის ყოველი ეტაპიდან. დაპატიმრებულთა წრე სულ უფრო ფართოვდებოდა. შემდეგ კი მისწვდნენ უბრალო, მორწმუნე მოსახლეობას - მოხუც ხალხს. განსაკუთრებით ქალებს, რომლებმაც ისეთი სიმტკიცე გამოიჩინეს, რომ გადასახლებასა და ბანაკებში მათ "მონაზვნები" შეარქვეს. მართალია, ითვლებოდა, რომ აპატიმრებდნენ და ასამართლებდნენ მათ არა რწმენის, არამედ თავიანთი მოსაზრებების ხმამაღლა გამოხატვისა და ამ სულისკვეთებით ბავშვების აღზრდის გამო. რა თქმა უნდა, სასამართლოზე მათ ჰქონდათ საშუალება, უარი ეთქვათ თავიანთ მრწამსზე; იშვიათად, მაგრამ მაინც ხდებოდა, რომ მამა უარს ამბობდა თავის რწმენაზე და რჩებოდა შინ ბავშვების გასაზრდელად, ხოლო ოჯახის დედა გადასახლებაში მიდიოდა.

სოლჟენიცინის მოგონებების მიხედვით: "გულაგის პატიმართა თხუთმეტმილიონიან ოკეანეში თითქმის არაფერი გვესმოდა და ვერც ვხედავდით მათ. ისინი თითქოს დამუნჯდნენ. "თევზები" - აი, მათი სახელი. თევზი - ძველ ქრისტიანთა სიმბოლო იყო და სწორედ ქრისტიანები შეადგენდნენ მათ მთავარ ნაწილს. ისინი არ იყვნენ "მწიგნობრები", კარგი ორატორები, ვერც კი ახერხებდნენ ტრიბუნიდან სიტყვის თქმას, არც იატაკქვეშა მოწოდებების შედგენა შეეძლოთ, მაგრამ თავს წირავდნენ რწმენისთვის. ბანაკის სხვა ტყვეთაგან იმითაც გამოირჩეოდნენ, რომ მხოლოდ მათ არ მიჰკარებიათ საერთოდ ბანაკის გამხრწნელი ფილოსოფია და ენაც კი".

მათ შორის განსაკუთრებით უნდა გამოვყოთ ქრისტიანი ქალების ღვაწლი. "როცა ებრძვიან რწმენას, მაშინ ჩნდებიან ნამდვილი მორწმუნეები, - სწერს სოლჟენიცინი თავის მეგობარს, - მიუხედავად იმისა, რომ ბანაკებში მართლმადიდებელ მამებს დასცინოდნენ, ელაზღანდარებოდნენ, აღდგომა ღამეს კომკავშირელები კნაოდნენ, ხოლო ქურდები უსტვენდნენ, ჩვენ დავრწმუნდით ერთ რამეში - მართლმადიდებელ ეკლესიაში გაიზარდნენ ასულნი, ღირსნი და მსგავსნი პირველი საუკუნეების ქრისტიანებისა. ისინი ჭეშმარიტად იყვნენ სულიერი დანი იმ მოწამეებისა, რომელთაც წარმართები ლომებს უგდებდნენ არენაზე.

პატიმრების ერთი ადგილიდან მეორეზე გადაყვანას მოჰყვებოდა უამრავი მსხვერპლი. ქრისტიანი პატიმრები დაიღუპნენ უსახელოდ, ჩაიწვნენ სანთელივით. უფრო სუსტები შედრკნენ, განდგნენ ან უკვალოდ გაუჩინარდნენ. მაგრამ რა სუფთა ხელებით, ყოველგვარი მოწმის გარეშე ჩატარდა ეს სულთხდომა ისე, რომ იშვიათად გამოკრთება რაიმე ცნობა ამა თუ იმ მოწამის შესახებ".

წიგნში "არქიპელაგი გულაგი" არის მაგალითები, თუ როგორ იცავდნენ თავს ტყვეობაში მყოფი ქრისტიანები, რა სულიერი სიმტკიცით გამოირჩეოდნენ. ავტორის თქმით, ეს წააგავდა ჩუმ, იდუმალ ლიტანიას უხილავი სანთლებით ხელში. ზოგიერთი მათგანი ტყვიით განგმირულივით მოცელილი ეცემოდა, მაგრამ მათ სხვანი ენაცვლებოდნენ და კვლავ გრძელდებოდა ეს უსასრულო მოწამებრივი მსვლელობა. ეს იყო XX საუკუნის გაუგონარი სიმტკიცე და უდრეკობა. ავიღოთ თუნდაც ერთი ბრალო, უწიგნური მორწმუნე ქალის - დეიდა დუსიას მაგალითი. როდესაც მას ბადრაგმა ჰკითხა, - რომელი მუხლით გაგასამართლეს და რა ვადა გაქვს მოსახდელიო, დეიდა დუსიამ უბოროტოდ, გულუბრყვილოდ უპასუხა: - ნუთუ ადამიანებს შესწევთ უნარი იცოდნენ, როდის გაუვათ მოსახდელი ვადა; სანამ უფალი ცოდვებისგან არ განმწმენდს, მანამდე ვიჯდებიო. სულელი ბებრუხანა, - ჩაიხითხითა ბადრაგმა, - 15 წელიწადს მოიხდი სრულად და იქნებ მეტსაცო! გავიდა ორი წელი და, მიუხედავად იმისა, რომ დეიდა დუსიას არსად უჩივლია, უცებ მოვიდა მისი განთავისუფლების ბრძანება. როგორ არ უნდა შეგშურდეს ასეთი ხალხისა?

ცნობილია, რომ "მონაზვნებს" მსუბუქი ყოფაქცევის ქალებისა და სისხლის სამართლის დამნაშავეების გვერდით უხდებოდათ ყოფნა, მაგრამ არც ერთი მათგანი არ გატეხილა. იხოცებოდნენ, მაგრამ არ ტყდებოდნენ, არ იხრწნებოდნენ სულიერად. მაშ, რით ავხსნათ ის, რომ ზოგიერთი მერყევი, ურწმუნო ადამიანი სწორედ ციხეში მოიქცა რწმენისკენ, განმტკიცდა მასში და გადარჩა არა მარტო ხორციელად?

ბანაკში სულიერად იხრწნებიან ისინი, ვინც მანამდეც (ბანაკამდეც) არ ფლობდა არანაირ სულიერ ღირებულებებს, არ არიან აღზრდილნი ჭეშმარიტი ფასეულობებით. აქ იხრწნებიან ისინი, რომლებიც ციხის კედლებს გარეთაც გაიხრწნებოდნენ. ყოფილი პატიმარი ტატიანა ფელოკე წერს: "დაკვირვებამ განმიმტკიცა ის აზრი, რომ კაცს ტყვეობაში არ ძალუძს გახდეს თაღლითი, თუკი მანამდე არ იყო. თუკი ტყვეობაში ირყვნება, ნიშნავს, რომ კი არ ირყვნება, არამედ თანდათან ავლენს შინაგან გარყვნილებას, რისი გამოვლენის საშუალებაც მას მანამდე არ ჰქონია". ყოფილი პატიმარი, ვოიჩენკო თვლის, რომ ბანაკში ყოფიერება არ განსაზღვრავდა ცნობიერებას, პირიქით, ცნობიერება და ადამიანური არსისადმი გარდაუვალი რწმენა განაპირობებდა - ცხოველად გადაგვარდებოდა თუ ადამიანად დარჩებოდა იგი. დიახ, ბანაკური გახრწნილება მასობრივი იყო, მაგრამ არა მხოლოდ იმიტომ, რომ ბანაკი საშინელია, არამედ უფრო იმის გამო, რომ საბჭოთა ადამიანები სულიერად შეუიარაღებელნი აბიჯებდნენ არქიპელაგის მიწაზე, დიდი ხნის მზადმყოფნი გახრწნილებისათვის.

ჯერ კიდევ გარეთ მყოფნი ვიყავით ამ ყველაფრით შეძრულნი, - წერს სოლჟენიცინი, - და გაფაციცებულნი ვისმენდით ძველ პატიმართაგან, თუ როგორ უნდა იცხოვრო ბანაკში, ხოლო როგორ უნდა ვიცხოვროთ (და როგორ მოვკვდეთ), უნდა ვიცოდეთ ყოველგვარი ბანაკის გარეშეც.

მეგობრობა ადამიანებს შორის გასაჭირსა და უბედურებაში, უკიდურეს წუთებშიც კი წარმოიშობა. რა თქმა უნდა, არა ისეთ უსულგულო და გარყვნილ ადამიანებს შორის, როგორებადაც გვზრდიდნენ ამ ათწლეულების მანძილზე. თუ გახრწნილება ასეთი გარდაუვალია (როგორც ამბობენ), მაშინ რატომაა, რომ პატიმარმა ქალმა - ოლგა სლიოზბერგმა კი არ მიატოვა გათოშილი მეგობარი ტყისკენ მიმავალ გზაზე, არამედ მასთან ერთად დარჩა, რათა მის გვერდზე მომკვდარიყო. ნუთუ ეს უკიდურესი გაჭირვების წუთები არ არის? ნუთუ ჯურღმულთაგან თავდაღწეული ვერავინ გაიხსენებს ისეთ ადამიანს, ვინც ბანაკში ხელი გაუწოდა და გადაარჩინა უკიდურესი შეჭირვების წუთებში?! დიახ, ბანაკები გათვლილი და მიმართული იყო გახრწნილებისა და გადაგვარებისკენ, მაგრამ ყველას გათელვას ვერ ახერხებდნენ. როგორც ბუნებაში დაჟანგვის პროცესი არასდროს მიმდინარეობს აღდგენის გარეშე (ერთი იჟანგება, მეორე კი ამავე დროს აღდგება), ასეა ბანაკშიც და საერთოდ ყველგან, ცხოვრებაში. დაცემა და გახრწნილება არ არსებობს სულიერი აღდგომისა და ამაღლების გარეშე. ისინი ერთმანეთის გვერდით არსებობენ.

ერთ-ერთი პატიმარყოფილი - ნ. სტოლიაროვა იხსენებს მეზობელ მოხუც ქალს, რომელთან ერთადაც ბუტირკის ციხეში იმყოფებოდა (1937წ.). იგი ყოველღამ დაჰყავდათ დაკითხვაზე. 2 წლის წინ მასთან ღამე გაეთია გადასახლებიდან გამოქცეულ მიტროპოლიტს, რომელსაც კომუნისტები "ყოფილ მიტროპოლიტად" მოიხსენიებდნენ. ქალი დაკითხვაზე მათ პასუხობდა: "დიახ, ვუმასპინძლე მეუფეს". ჩეკისტების შეკითხვაზე, მოსკოვიდან ვისთან წავიდა მიტროპოლიტიო, მიუგებდა: "ვიცი, მაგრამ არ ვიტყვი" (მიტროპოლიტი, მორწმუნეთა დახმარებით, ფინეთში გადავიდა). იცვლებოდნენ გამომძიებლები, ბებრუხანას მუშტებს უქნევდნენ. ის კი უდრტვინველად პასუხობდა: "ვერაფერს დამაკლებთ, თუნდ ამკუწეთ. თქვენ ხომ თქვენი უფროსების გეშინიათ, ერთმანეთისაც გეშინიათ, ჩემი მოკვლისაც... მე კი არაფრისაც არ მეშინია, თუნდ ახლავე წარვდგები ღვთის წინაშე!"

აღსანიშნავია ვალენტინ (შემდგომში ეპისკოპოსი ლუკა) ვოინო-იასენეცკის ბიოგრაფიაც. იგი გახლავთ ავტორი ცნობილი ნაშრომისა "ჩირქოვანი ქირურგია". უაღრესად ნიჭიერი ადამიანი იყო. რევოლუციამდე სამხატვრო აკადემია მიატოვა - კაცობრიობის სამსახურისთვის ექიმობა არჩია. რევოლუციის შემდეგ ტაშკენტის კლინიკას ჩაუდგა სათავეში, რომელიც შუა აზიაში დიდი პოპულარობით სარგებლობდა. ძალიან დიდი კარიერა ელოდა წინ, მაგრამ ჩათვალა, რომ მისთვის სამედიცინო მსახურება არასაკმარისი იყო და მღვდლის ხარისხით შეიმოსა. საოპერაციო ოთახში ჩამოკიდა ხატი და სტუდენტებს ლექციებს უკითხავდა მღვდლის ანაფორით შემოსილი. პატრიარქმა ტიხონმა მოასწრო და დანიშნა ტაშკენტის ეპისკოპოსად. 20-იან წლებში ვოინო-იასენეცკი გადაასახლეს. დიდი ძალისხმევის შემდეგ უკან დაბრუნდა, მაგრამ უკვე დაკავებული დახვდა მისი საექიმო კათედრაც და ეპარქიაც. საგულისხმოა, რომ იგი დააპატიმრეს "მკვლელობის წაქეზების" მოტივით. ეს იყო ადმინისტრაციული ფანდი ხელისუფლების მხრიდან. არხანგელსკის გადასახლებაში ვოინო-იასენეცკიმ შეიმუშავა ჩირქიანი ჭრილობების მკურნალობის ახალი მეთოდი. ის გამოიძახეს ლენინგრადში. კიროვი არწმუნებდა, გაიხადე ანაფორა და მხოლოდ მაშინ ჩაუდგები სათავეში ინსტიტუტსო, მაგრამ შეუპოვარი ეპისკოპოსი თავისი წიგნის დაბეჭდვაზეც კი უარს ამბობდა, თუ არ მიუთითებდნენ მის სამღვდელო ხარისხს. და ასე, ინსტიტუტისა და წიგნის გამოქვეყნების გარეშე დაბრუნდა გადასახლებიდან ტაშკენტში. მესამედ კრასნოიარსკის მხარეში გადაასახლეს. ომის დაწყებიდან მეუფე ლუკა მუშაობდა ციმბირის ჰოსპიტალში, ჭრილობების მკურნალობის დროს თავის მეთოდს იყენებდა. სტალინური პრემია მიანიჭეს. მხოლოდ და მხოლოდ ეპისკოპოსის შესამოსელში მივიღებ პრემიასო, - განაცხადა.

ციხეში გატარებული წლების მნიშვნელობას სოლჟენიცინი ასე აფასებს: "უკან მოხედვისას დავინახე, რომ მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრების მანძილზე ნათლად ვერ ვაცნობიერებდი ვერც საკუთარ თავს და ვერც ჩემს მისწრაფებებს. დიდი ხნის მანძილზე სიკეთედ მიმაჩნდა ის, რაც დამღუპველი იყო. სულ იმის საწინააღმდეგო მხარეს მივისწრაფოდი, რაც ჭეშმარიტად საჭირო და სასარგებლო ყოფილა. მაგრამ როგორც ზღვა ტალღებით არაქათს აცლის გამოუცდელ მოცურავეს და ნაპირზე რიყავს, მეც თავს დატეხილი განსაცდელები და უბედურებები მტკივნეულად მაბრუნებდნენ ხმელეთზე. და მხოლოდ ამგვარად შევძელი დავდგომოდი იმ გზას, რომლითაც ყოველთვის მსურდა მევლო. ჩემი მოდრეკილი, ხერხემალში გადამტვრეული ზურგის წყალობით მომეცა საშუალება, ციხეში გატარებული წლებიდან მიმეღო გამოცდილება იმისა, თუ როგორ ბოროტდება ან კეთილშობილდება ადამიანი. ახალგაზრდული წარმატებებით თავბრუდახვეულს თავი უცოდველი მეგონა და სასტიკი ვიყავი. ყველაზე საშინელ წუთებშიც მწამდა, რომ კარგს ვაკეთებდი. ციხის დამპალ ნამჯაზე შევიგრძენი ჩემი სიკეთის პირველი შერხევა. თანდათანობით აღმოვაჩინე, რომ სიკეთისა და ბოროტების გამმიჯნავი ხაზი გადის არა სახელმწიფოებს, კლასებს, პარტიებს შორის, არამედ თითოეული ადამიანის გულზე. ეს ხაზი მოძრაობს, ირხევა ჩვენთან ერთად წლების მანძილზე, იმ გულშიც კი, რომელიც ბოროტებით არის მოცული... არ შეიძლება ბოროტება საერთოდ განდევნო სამყაროდან, მაგრამ შესაძლებელია ყოველ ადამიანში შეავიწროვო იგი. მართალი იყო ლ. ტოლსტოი, როდესაც ციხეში ჩაჯდომაზე ოცნებობდა. რაღაც მომენტში ამ გიგანტმა განიცადა შინაგანი (შემოქმედებითი) გამოცდილება. ციხე ნამდვილად ესაჭიროებოდა მას, როგორც გვალვაშია სანატრელი კოკისპირული თქეში. ყველა მწერალი, რომელიც ციხეზე წერდა, მაგრამ თავად არ მჯდარა, თავს მოვალედ თვლიდა, თანალმობა გამოეხატა ტუსაღებისადმი, ციხე კი სამუდამოდ შეეჩვენებინა. მე საკმარისად დიდხანს ვიჯექი იქ და სული გამოვიწვრთენი. ამის შემდეგ მტკიცედ ვაცხადებ: "კურთხეულ იყავ, ციხევ, რომ იყავი ჩემს ცხოვრებაში!"
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
28.06.2024
ამ ვრცელი წერილის დაწერა ჩემი სოფლის და საქართველოს მთის სიყვარულმა გამაბედინა, სადაც უზრუნველი ბალღობის წლები გავატარე.
02.06.2023
ლაშა-გიორგის დროინდელი ერთი უცნობი ქართველი მემატიანის სიტყვით, დავით აღმაშენებელმა "სიცოცხლის შინა დასუა მეფედ დემეტრე
24.05.2022

324 წელს რომის იმპერატორმა წმინდა კონსტანტინე დიდმა გადაწყვიტა, იმპერიის დედაქალაქი აღმოსავლეთის პროვინციების სიახლოვეს გადაეტანა, რომელიც იმავე დროს დასავლეთთან კავშირს არ დაკარგავდა.

20.05.2022
საქართველოს სამეფოს იმ აშლილობის დროს, რომელიც დამკვიდრდა უსინათლო თეოდოსის მეფობაში, მმართველ მოწინავე წრეში საბედნიეროდ მაინც აღმოჩნდა შეგნებული ჯგუფი,
08.02.2022

მეფე დავით აღმაშენებელი - (1125 წ. 24 იანვარი)


თითქმის რვა საუკუნემ განვლო მას შემდეგ, რაც მიიცვალა სახელოვანი და დიდებული მეფე გაერთიანებულის საქართველოსი დავით აღმაშენებელი.

25.01.2022
გვსურს გავიხსენოთ ერთი ლამაზი წერილი, რომელიც 24 წლის დიაკვანმა მიხა ხელაშვილმა მისწერა თავისი ძმადნაფიცის, ხევსური გიგიას დას პარასკოს.
07.01.2022
შესავალი
ეკლესიის ისტორიია ამოსავალ პუნქტს წარმოადგენს ჩვენი მაცხოვრის იესო ქრისტესა და მისი მოციქულების საქმე და ცხოვრება, მაგრამ როგორც ცნობილია, ქრისტიანული მოძღვრების საყოველთაო გავრცელებას წინ უძღოდა კაცობრიობის მომზადება მაცხოვრის მისაღებად
13.12.2021
370 წლის ახლოს კლარჯეთი განუდგა ქართლის მეფე ვარაზ-ბაქარს და "მიერთნეს ბერძენთა".
29.11.2021
ყველისციხე, ყუელისციხე — ციხესიმაგრე შუა საუკუნეების სამხრეთ საქართველოში, ჯაყისწყლის სათავეში, არსიანის ქედის ყველის მთაზე (ახლანდელი თურქეთის ტერიტორია).
02.10.2021
მტარვალმა შაჰ აბასმა ერთაწმინდაში წმინდა ევსტატეს სახელობის ტაძრის დანგრევა მოისურვა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat