საქართველოს ისტორიის გასაღები
საქართველოს ისტორიის გასაღები
მცხეთის მშენებლობას გადმოცემა ბიბლიური ნოეს შვილთაშვილს, ქართველთა მითური წინაპრის ქართლოსის ვაჟს, მცხეთოსს მიაწერს: ,,და აღაშენა ქალაქი შესაკრებელსა შორის მტკვრისა და არაგვისასა და უწოდა სახელი თვისი მცხეთა. ქალაქი მცხეთა განდიდებულ იყო უმეტეს ყოველთასა და უწოდდეს დედა-ქალაქად" ("ქართლის ცხოვრება"). როგორ ქალაქად წარმოგვიდგენს საისტორიო წყაროები მცხეთას, როდის დაარსდა იგი, თავდაპირველად რა დანიშნულების ქალაქი იყო და რა ტერიტორიებს მოიცავდა, რომელი საუკუნეებიდან ითვლება იგი ქართლის სამეფო ცენტრად, რას გვიმხელენ არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ნაგებობები... ამ და სხვა კითხვებზე მოგვიგებს ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და ი. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი მუშაკი, შუა საუკუნეების ისტორიისა და წყაროთმცოდნეობის განყოფილების გამგე, ქალბატონი მარიამ ჩხარტიშვილი.

- საისტორიო წყაროებში როდიდან და სად იხსენიება ქალაქი - "მცხეთა"; რომელი საუკუნეებიდან ითვლება იგი ქართლის სამეფო ცენტრად?

- თანამედროვე ისტორიულ მეცნიერებაში განსაკუთრებული ყურადღებით ეკიდებიან ქალაქების ისტორიის კვლევას. სულ უკანასკნელ პერიოდში ე.წ. მარადიული ქალაქების ცნებაც კი შემოიტანეს. ეს ცნება ამსახველია იმ კონცეფციისა, რომლის მიხედვითაც ყოველი კულტურის განვითარებისათვის განსაკუთრებულ როლს ასრულებენ ცალკეული ქალაქები - რელიგიური, პოლიტიკური, კულტურული ცენტრები და სწორედ მათგან მომდინარეა მიმდებარე რაიონების განვითარებისათვის აუცილებელი სოციალური იმპულსები. საქართველოს ისტორიაში, ქართველი ერის ისტორიაში მცხეთა სწორედ ამგვარ მარადიულ ქალაქად შეიძლება იქნეს განხილული. მცხეთის ისტორია და ქართული ცივილიზაციის ისტორია მჭიდროდაა დაკავშირებულიერთმანეთთან. შეიძლება ითქვას, რომ მცხეთა საქართველოს ისტორიის გასაღებია.

მცხეთის შესახებ უძველეს ცნობას ვხვდებით ძველქართულ ისტორიოგრაფიულ თხზულებაში "მოქცევაი ქართლისაი". ამ ძეგლის თავდაპირველი ვარიანტი შეიქნა V საუკუნეში, თუმც თხზულებები, რომლებიც მასშია გაერთიანებული, გაცილებით ადრინდელია. ასეთია, მაგალითად, ქართველთა განმანათლებლის წმინდა ნინოს "ცხოვრების" ვრცელი რედაქცია, რომელიც ქართველთა მოქცევის თანადროული ავთენტური წყაროა, ასევე ისტორიული ქრონიკა, რომელიც თანდათან ივსებოდა, მაგრამ დასაწყისი უკავშირდება ძალიან შორეულ წარსულს. "მოქცევაი ქართლისაის" სწორედ ამ უძველეს ნაწილში არის წარმოდგენილი მცხეთის თანდათანობითი აღმშენებლობის სურათი. კერძოდ, აქ ნათქვამია, რომ ძვ.წ.აღ-ით IV საუკუნის მიწურულს აზო – ქართლის სამეფოს პირველი მეფე - დამკვიდრებულა ადგილას, რომელსაც მემატიანე "ძუელ მცხეთას" უწოდებს. აქ მოუტანია მას თავისი საგვარეულო კერპები - გაცი და გაცა (ლეონტი მროველის "ქართლის ცხოვრებაში" ამ კერპს გაიმი ეწოდებოდა). ამგვარად, უკვე ამ დროიდან აღნიშნული ადგილი ქცეულა რელიგიურ და პოლიტიკურ ცენტრად. აზოს შემდგომი ქართლის მეფეები ინტენსიურ მშენებლობას აწარმოებენ, საკულტო კერებს აფუძნებენ. მაგრამ მემატიანეს მიაჩნია, რომ აზოს შემდგომად მერვე მეფეს მირიანს (ეს პირი არ უნდა ავურიოთ ქართლის პირველ ქრისტიან მეფესთან) აუშენებია ქალაქი მცხეთა. ამ მირიანის მომდევნო მეფის მომდევნო მეფე როკს (ადეროკს) კი საბოლოოდ დაუსრულებია ქალაქის მშენებლობა.

- ძველი ქართული საისტორიო მწერლობა როგორ ქალაქად წარმოგვიდგენს მცხეთას, როგორი იყო მისი სოციალური და ეთნიკური შემადგენლობა, რა ენაზე საუბრობდნენ?

- "მოქცევაი ქართლისაიში" დაცული "წმინდა ნინოს ცხოვრების" ვრცელი რედაქცია ძალიან საინტერესო ინფორმაციას გვაწვდის მცხეთის კონფესიური, ეთნიკური და სოციალური შემადგენლობის შესახებ. გაქრისტიანების წინა პერიოდში, რომელსაც აღწერს ეს თხზულება, მცხეთის ძირითად მოსახლეობას წარმოადგენენ არმაზის კულტის მსახურნი ანუ ადგილობრივი ქართველობა. მაგრამ აქ ყოფილან, აგრეთვე, სხვა რელიგიური თემები. მაგალითად, იუდეველები ანუ ებრაელობა და ცეცხლთაყვანისმცემელნი. წყაროების მიხედვით, ქართლში ებრაელობა მოსული იყო წინა პერიოდში, ასევე მოსული მოსახლეობა უნდა იყოს ცეცხლისმსახურთა უმეტესობაც, თუმც, საფიქრებელია, რომ როგორც იუდეველთა, ასევე მაზდეანთა შორის იყვნენ ეთნიკური ქართველებიც.

სხვადასხვა რელიგიური თემები გვერდიგვერდ ცხოვრობდნენ ქართლის სხვა ურბანულ ცენტრებშიც, მაგალითად, ურბნისში, სადაც პირველად მოვიდა წმინდა ნინო. როგორც აღნიშნულ ძეგლში შემონახული მისი მოგონებიდან ვიგებთ, მას უნახავს როგორც მოგვთა, ასევე ებრაელთა ბაგინი. ასე რომ, ანტიკური ქართლის ქალაქები, და პირველ რიგში სატახტო ქალაქი მცხეთა, მოქალაქეობრივი საზოგადოებები იყო.

მცხეთის მოსახლეობა სოციალურადაც არ იყო ერთგვაროვანი. პრივილეგირებულ ფენას წარმოადგენდნენ მოქალაქეები ანუ მკვიდრები - პირები, რომლებიც მიწას ფლობდნენ. ქართლის მოქცევის ეპოქაში მკვიდრობის მინიჭება ექსკლუზიურად მეფის პრეროგატივა ჩანს, თუმც ადრე ამგვარ გადაწყვეტილებას ალბათ იღებდა მთელი თემი. ჯერ კიდევ წარმართი მირიან მეფე წმინდა ნინოს მკვიდრობას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც მისგან ითხოვდა, რომ მისიონერ ქალს შეეწყვიტა ქრისტიანობის ქადაგება და არმაზის ასულად ეღიარებინა თავი.

მცხეთა იყო ქართული პოლიტიკური და კულტურული (იმ პერიოდში არსებითად ეს ერთი და იგივე ფენა იყო) ელიტის სამყოფელი. ეს ელიტა ნაზიარები ჩანს იმდროინდელ მსოფლიო კულტურას. ამას თვალსაჩინოდ ადასტურებს არქეოლოგიური მასალა. ქალაქი წარმოადგენდა კულტურულ გზაჯვარედინს.

გარეგნულადაც მცხეთა გამოკვეთილად საქალაქო ტიპის დასახლება იყო. მას ჰქონდა მთავარი ციხე, გალავანი, უბნები, რაბათი ანუ მთავარი მოედანი, გარეუბანი. ამის შესახებ ინფორმაციას გვაწვდიან როგორც წერილობითი, ისე არქეოლოგიური წყაროები.

ჩანს, მცხეთაში მრავალ ენაზე საუბრობდნენ, მაგრამ ქართული ყველამ იცოდა. ფარნავაზის დროიდან ქართული სახელმწიფოებრივი სტატუსის მქონე ენად იქცა.

- მცხეთას უკავშირდება ქართველი ერის სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბება და პირველი მეფის - ფარნავაზის მოღვაწეობა. მოკლედ გვითხარით ამ მეფის შესახებ.

- მიუხედავად იმისა, რომ ფარნავაზის ეპოქა არის ძალიან შორეული (ძვ.წ.აღ-ით IV-IIIს.ს.) და ამ მეფემ უდიდესი კვალი დატოვა საქართველოს ცხოვრებაში, ქართული სახელმწიფოებრიობის ისტორია ფარნავაზით არ იწყება. ქართული ერთობის თავდაპირველი პოლიტიკური ჩარჩო არის კოლხეთის სახელმწიფო, რომლის არსებობა უკვე ძვ.წ.აღ-ით XIV საუკუნიდან დასტურდება. ფარნავაზის დროს ქართული ეთნოსის პოლიტიკურმა და კულტურულმა ცენტრმა გადმოინაცვლა აღმოსავლეთ საქართველოში. ფარნავაზის სახელმწიფო იყო არა საერთოდ თავდაპირველი ქართული სახელმწიფო, არამედ პირველი ქართული სახელმწიფო ცენტრით მცხეთაში. ფარნავაზი საოცარი პოლიტიკური ალღოს და ხედვის მოღვაწე აღმოჩნდა. მან ქართველობა არა მარტო მოიაზრა როგორც განსაკუთრებული, სხვათაგან განსხვავებული ეთნიკურობა, არამედ ქართული იდენტობის უმთავრესი მარკერების შემდგომ გამოკვეთასაც შეუწყო ხელი. მან ქართველობის დუღაბად გამოიყენა ქართული ენა, რომელსაც მიანიჭა სახელმწიფო სტატუსი: "განავრცო ენა ქართული და არღარა იზრახებოდა სხუა ენა ქართლსა შინა თვინიერ ქართულისა". ამგვარად, პროცესი ქართული თვითშეგნების ჩამოყალიბებისა, მისი დროისათვის უკვე საკმაოდ წინ წასული, ფარნავაზმა გახადა შეუქცევადი. ამასთან, ამ მართლაც ღმერთკაცური განსჯის პიროვნებამ ახალი სახელმწიფოებრივი ორგანიზმის დაბადების ისტორიულობა გააცნობიერა და ეს ფაქტი დააფიქსირა წერილობით: მისი ინიციატივით ანბანის შექმნა და ზემოთ ხსენებული ისტორიული ქრონიკის თავდაპირველი ჩანაწერის გაჩენა ურთიერთდაკავშირებული ფაქტები უნდა იყოს.

- ფარნავაზს უკავშირდება რელიგიური რეფორმა და არმაზის კერპის აღმართვა. როგორი იყო ღმერთების პანთეონი, რას სცემდნენ ქართველები თაყვანს და რას ემსახურებოდნენ წმინდა ნინოს შემოსვლამდე? რას გადმოგვცემს ამის შესახებ "ქართლის ცხოვრება"?

- "მოქცევაი ქართლისაის" და, აგრეთვე, "ქართლის ცხოვრების" საშუალებით შეგვიძლია აღვადგინოთ ქართული ოფიციალური კულტის ისტორიის საკმაოდ დეტალური სურათი: მირიანის დროს წარმართული პანთეონი ითვლიდა სულ შვიდ კერპს. როგორც ირკვევა, მათი შემომატება თანდათან ხდებოდა. პირველი კერპები ამ პანთეონში იყვნენ გაცი და გაცა, ისინი თავისი მშობლიური არიან-ქართლიდან მოიტანა მეფე აზომ - ცენტრით მცხეთაში ქართლის სამეფოს დამფუძნებელმა. აღნიშნული კერპები, როგორც ჩანს, წარმოადგენდნენ აზოს საგვარეულო კერპებს ანუ საქმე გვაქვს წინაპრის კულტთან.

მეორე მცხეთელმა მეფემ ფარნავაზმა, რომელმაც, როგორც ლეონტი მროველი გადმოგვცემს, წაართვა აზოს ხელისუფლება, მართალია, დაინარჩუნა ეს კერპები, მაგრამ შეცვალა არსი: როცა მათ შუაში არმაზის კერპი ჩააყენა, გაცი და გაიმი არმაზის დაქვემდებარებულ, მსახურ ღვთაებებად იქნენ გააზრებულნი და ის ფაქტი, რომ ისინი ღვთაებრივი წყვილია, ამ დროს უნდა "ჩამქრალიყო".

ფარნავაზის უშუალო მემკვიდრემ (სხვა ცნობით, მემკვიდრის მემკვიდრემ) აინინას და დანინას (სხვა ცნობით, დანანას) კერპები აღმართა. ეს, ჩანს, იყო ძველ სამყაროში საყოველთაოდ გავრცელებული დედა ქალღვთაების ნანა/ნინას ორი სხვადასხვა იპოსტასის გამომხატველი კერპები. ეტყობა, ისინი არმაზის მსახურ ღვთაებათა რიგს არ განეკუთვნებოდნენ (რამდენადმე მოშორებით იყვნენ აღმართულნი), მაგრამ არც მასთან დაპირისპირებულნი ჩანან.

არმაზის ალტერნატივის შექმნის ცდა ეკუთვნის მეფე ფარნაჯომს (ძვ.წ.აღ-ით II ს-ის 80-70-იანი წლები). ეს იყო კერპი ზადენი, აღმართული სხვა მთაზე. მოგვიანებით აღნიშნულმა მეფემ ცეცხლთაყვანისმცემლობა გაამჟღავნა და კერპების აშკარა გმობა დაიწყო. მემატიანე აჩვენებს, რომ ქართლის მკვიდრებისათვის ანუ მოქალაქეებისათვის კერპების გმობა მოუთმენელი იყო, რადგან ეს მკვიდრები, ჩანს, რელიგიურად მარკირებულ ერთობას ქმნიდნენ ანუ კერპები აღიქმებოდა მათ უმთავრეს იდენტობრივ ნიშნად. ფარნაჯომი მოკლეს, არც მისი შვილი გაამეფეს, მიუხედავად დაპირებისა, რომ შურს არ იძიებდა და მამათა სარწმუნოებას დააბრუნებდა. აშკარაა, რომ ფარნაჯომის ცდა, შეეცვალა კერპთაყვანისმცემლობა ცეცხლთაყვანისმცემლობით, ასახავდა უკვე არსებულ რელიგიურ კრიზისს, რომელიც დანარჩუნდა მომდევნო მრავალი საუკუნის განმავლობაში და დასრულდა მხოლოდ ქრისტიანობის აღიარების შედეგად.

ფარნაჯომის შემდგომი თექვსმეტი მეფის შესახებ ისე არის საუბარი ორივე წყაროში, რომ ერთი სიტყვაც არაა თქმული მათ რელიგიურ მოღვაწეობაზე. მხოლოდ III საუკუნეში მეფე რევ მართალმა, რომელსაც, მემატიანის სიტყვით, ქრისტიანული სახარების შესახებ გარკვეული ინფორმაცია გააჩნდა, თავისი სკეპტიკური დამოკიდებულება კერპებისადმი გამოხატა იმით, რომ აკრძალა მათთვის ადამიანის მსხვერპლად (რევამდე პირმშოს იმეტებდნენ ამისათვის) შეწირვა. ოღონდაც ეს თავისი მნიშვნელობით უპრეცედენტო რევოლუციური აქტი რევს (ჩანს, დაშინებულს ფარნაჯომის თავგადასავლით) განუხორციელებია კერპთაყვანისმცემლური "დაბალანსების" პირობებში: მისმა ბერძენმა ცოლმა სამშობლოდან მოიტანა აფროდიტეს კერპი და აღმართა. აფროდიტეს კერპი იყო ქართულ ოფიციალურ წარმართულ პანთეონს შემატებული უკანასკნელი კერპი. ამგვარად, ქართული ოფიციალური წარმართობა სრულიად ეკლექტური იყო, იგი სტიქიურად ჩამოყალიბებულ რწმენა-წარმოდგენების ერთობლიობას წარმოადგენდა. მიუხედავად ამისა, ის გვევლინება ანტიკურ ეპოქაში ქართული ეთნიკურობის უმნიშვნელოვანეს მარკერად.

- ქრისტიანობის დამკვიდრების კვალობაზე როგორ იცვალა დედაქალაქმა სახე?

- როგორც მოგეხსენებათ, ქრისტიანობა საქართველოში ვრცელდება მოციქულების პერიოდიდან, I-III საუკუნეების განმავლობაში ქრისტიანული თემების არსებობის შესახებ გვაქვს უტყუარი მონაცემები, მაგრამ სახელმწიფო რელიგიად მისი აღიარება მოხდა მხოლოდ IV საუკუნის 20-იან წლებში. ამ მოვლენას ორი უმთავრესი წამმართველი ჰყავდა - მეფე მირიანი და მისიონერი ქალი წმინდა ნინო. ამ მოვლენის ეპიცენტრში იყო სწორედ სატახტო ქალაქი მცხეთა, რომელიც აქამდე წარმოადგენდა წარმართულ რელიგიურ ცენტრს. გაქრისტიანების პროცესში მოხდა მცხეთის ხელახალი საკრალიზაცია, საერთოდ შეიქმნა ამ ქალაქის ახალი კონცეფცია. მცხეთის გააზრება დაიწყეს ახალ იერუსალიმად ანუ ზეციური იერუსალიმის ასლად ისტორიულ დროში, ხოლო ისტორიული დროის დასრულების შემდგომ მცხეთა მიიჩნეოდა ზეციური იერუსალიმის ჩამოსვლის ანუ უფლის სასუფევლის დამკვიდრების ადგილად. მცხეთის ეს ახალი გააზრება იყო ქართული ეთნიკური რჩეულობის იდეოლოგიის შემადგენელი ნაწილი. ეს იდეოლოგია წარმოიშვა რელიგიური ტრანსფორმაციის ეპოქაში. მის ქვაკუთხედს წარმოადგენდა უფლის კვართის მცხეთაში დაფლულობის იდეა. მცხეთა და მცხეთელი მეფის ბაღში აგებული ქრისტიანული ტაძარი - სვეტიცხოველი აღიქმებოდა სამყაროს საკრალურ ცენტრად. აღნიშნული იდეოლოგიის რეკონსტრუქციას მე ვახდენ "წმინდა ნინოს ცხოვრების" უძველესი რედაქციის მეშვეობით, რომლის შესახებაც ზემოთ უკვე აღვნიშნე. ამგვარად, გაქრისტიანების შემდეგ არსობრივად სხვაგვარად იქნა გააზრებელი მცხეთა. ამის შემდგომ ქართული ცივილიზაციისათვის მცხეთა გადაიქცა ნამდვილ მარადიულ ქალაქად. ქართული იდენტობის წარმოდგენა შეუძლებელია მცხეთის და იქ დაფლული ქრისტიანული ეკლესიის უმთავრესი სიწმინდის - უფლის კვართის - გარეშე.

- როდის დაარსდა მცხეთის ეპარქია, როდის განისაზღვრა მცხეთა კათოლიკოსის რეზიდენციად?

- უშუალოდ ქართველთა მოქცევის შემდგომ დაარსდა პირველი საეპისკოპოსო აღმოსავლეთ საქართველოში, კერძოდ, მცხეთაში. მცხეთელი ეპისკოპოსები მთავარეპისკოპოსებად იწოდებოდნენ და თავიდან კონსტანტინოპოლიდან იგზავნებოდნენ. მათ ჰქონდათ ორი საკათედრო ტაძარი: "ქუემოი ეკლესიაი" ანუ უძველესი ეკლესია, რომელიც წმინდა ნინოს დროს იყო აგებული სამეფო ბაღში (შემდგომში აქ ააშენა ვახტანგ გორგასალმა ახალი ეკლესია და აქვე აიგო სვეტიცხოველი, ტაძარი, რომელიც, გარკვეულად სახეცვლილი, დღემდე არსებობს) და მეორე – "ზემოი ეკლესიაი" ანუ გარეუბნის ეკლესია - სამთავრო, რომელიც ასევე პირველი ქრისტიანი მეფის მირიანის ძალისხმევით იქნა აგებული. ამ ადგილასაც დღეს გვიანდელი ტაძარია. მეფე არჩილის დროს ანუ V საუკუნის I ნახევარში "ქუემოი ეკლესია" ჩამოიქცა და მთავარეპისკოპოსი იონა სასწაულმოქმედი სვეტითურთ გადავიდა ზემო ეკლესიაში. მეფე ვახტანგ გორგასლის დროს ქართლის ეკლესიის საჭეთმპყრობელი გახდა კათალიკოსი. პირველი კათალიკოსის პეტრეს საკათედრო ტაძარს წარმოადგენდა ქვემო ეკლესიის ადგილას ვახტანგ გორგასლის მიერ აგებული ეკლესია, ხოლო მისი თანამედროვე მცხეთელი მთავარეპისკოპოსი სამოელი იჯდა სამთავროში. პეტრეს გარდაცვალების შემდგომ სამოელი გახდა კათალიკოსი და ამავე დროს იყო მცხეთის მთავარეპისკოპოსიც. დედაქალაქის თბილისში გადმოტანის შემდგომაც მცხეთა ქართველთათვის ინარჩუნებს სულიერი ცენტრის მნიშვნელობას. გარკვეული პერიოდიდან ქართლის კათალიკოსს რეზინდეცია აქვს თბილისშიც და მისი საკათედრო ტაძარი თბილისის სიონიც ხდება. მაგალითად, როგორც გვამცნობს ერთ-ერთი სომხური წყარო, VI-VII ს.ს-ის მიჯნაზე მოღვაწე კირიონ ქართლის კათალიკოსის სანახავად ცურტავის ეპისკოპოსი მოსე ჩამოსულა თბილისში. დღეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია II არის მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსიც. მცხეთა-თბილისის ეპარქიაში არის სამი საპატრიარქო ტაძარი: სვეტიცხოველი მცხეთაში, სიონი და სამება - თბილისში.

- გმადლობთ საინტერესო საუბრისთვის.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
28.06.2024
ამ ვრცელი წერილის დაწერა ჩემი სოფლის და საქართველოს მთის სიყვარულმა გამაბედინა, სადაც უზრუნველი ბალღობის წლები გავატარე.
02.06.2023
ლაშა-გიორგის დროინდელი ერთი უცნობი ქართველი მემატიანის სიტყვით, დავით აღმაშენებელმა "სიცოცხლის შინა დასუა მეფედ დემეტრე
24.05.2022

324 წელს რომის იმპერატორმა წმინდა კონსტანტინე დიდმა გადაწყვიტა, იმპერიის დედაქალაქი აღმოსავლეთის პროვინციების სიახლოვეს გადაეტანა, რომელიც იმავე დროს დასავლეთთან კავშირს არ დაკარგავდა.

20.05.2022
საქართველოს სამეფოს იმ აშლილობის დროს, რომელიც დამკვიდრდა უსინათლო თეოდოსის მეფობაში, მმართველ მოწინავე წრეში საბედნიეროდ მაინც აღმოჩნდა შეგნებული ჯგუფი,
08.02.2022

მეფე დავით აღმაშენებელი - (1125 წ. 24 იანვარი)


თითქმის რვა საუკუნემ განვლო მას შემდეგ, რაც მიიცვალა სახელოვანი და დიდებული მეფე გაერთიანებულის საქართველოსი დავით აღმაშენებელი.

25.01.2022
გვსურს გავიხსენოთ ერთი ლამაზი წერილი, რომელიც 24 წლის დიაკვანმა მიხა ხელაშვილმა მისწერა თავისი ძმადნაფიცის, ხევსური გიგიას დას პარასკოს.
07.01.2022
შესავალი
ეკლესიის ისტორიია ამოსავალ პუნქტს წარმოადგენს ჩვენი მაცხოვრის იესო ქრისტესა და მისი მოციქულების საქმე და ცხოვრება, მაგრამ როგორც ცნობილია, ქრისტიანული მოძღვრების საყოველთაო გავრცელებას წინ უძღოდა კაცობრიობის მომზადება მაცხოვრის მისაღებად
13.12.2021
370 წლის ახლოს კლარჯეთი განუდგა ქართლის მეფე ვარაზ-ბაქარს და "მიერთნეს ბერძენთა".
29.11.2021
ყველისციხე, ყუელისციხე — ციხესიმაგრე შუა საუკუნეების სამხრეთ საქართველოში, ჯაყისწყლის სათავეში, არსიანის ქედის ყველის მთაზე (ახლანდელი თურქეთის ტერიტორია).
02.10.2021
მტარვალმა შაჰ აბასმა ერთაწმინდაში წმინდა ევსტატეს სახელობის ტაძრის დანგრევა მოისურვა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ქართული აგიოგრაფიული ძეგლებისა და საქართველოს ისტორიის გაცნობისას სამართლიანად იბადება აზრი, რომ ზეციური საქართველო განუზომლად დიდია.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat