ზეციური მადლის საუფლო
ზეციური მადლის საუფლო
იერუსალიმში მიმავალი ებრაელები ამბობენ, - დედაქალაქში ავდივართო. დიახ, ქალაქი შეიძლება ვაკეზე მდებარეობდეს, მაგრამ მის სანახავად ახვიდე, ანუ ამაღლდე სულით და ისე მიუახლოვდე შენი საყვარელი სამშობლოს დედაქალაქს. მეც ერთი სულიერ ისრაელთაგანი, მართლმადიდებელი ქართველი, ყოველთვის შინაგანი თრთოლით და მოკრძალებით მივეახლები ხოლმე მეორე იერუსალიმად წოდებულ მცხეთას - ქალაქს, სადაც ჩვენი ერი ქრისტე მაცხოვარს დაეწინდა. დიდებულია სვეტიცხოველი, მაგრამ მისი სიდიადე თითქოს მაკრთობს კიდეც. ამიტომ სვეტიცხოვლის მოლოცვის შემდეგ მაშინვე სამთავროს მონასტრისკენ მივიჩქარი და დიდხანს, საათობით, ვუცქერი ფერისცვალების სახელობის ტაძრის ჩუქურთმებს. განსაკუთრებით წმინდა ნინოს სახელობის ის პატარა ტაძარი, ეკვდერი, მიყვარს, მაყვლოვანთან რომ არის აშენებული. "არსად ისეთი მადლი არ მიმიღია, როგორიც სამთავროში", - უთქვამს ჩვენს პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს. მართლაც, თითქოს ჰაერში ჯერ კიდევ ტრიალებს წმინდა ნინოს მიერ ქართველთა სულიერი ხსნისათვის აღვლენილი ლოცვების კეთილსურნელება. მიწას ჯერაც არ შეშრობია ახალმოქცეული მეფე-დედოფლის, წმინდა მირიანის და წმინდა ნანას ცრემლები. მადლობა ღმერთს, რომ მამრეს მუხასავით შემორჩა ის მაყვლის ბუჩქიც, სადაც წმინდა ნინო ღმერთს ხვდებოდა... ალბათ არც არის შემთხვევითი, რომ სამთავროს მონასტრის მთავარი ტაძარი მაცხოვრის ფერისცვალების სახელობისაა - წმინდა ნინოს ლოცვით სწორედ ამ დღეს დაიმსხვრა კერპები გაცი და გაიმი და დაიწყო ქართველთა ფერისცვალება.

წმინდა ნინო ქართველთა კერპების დამსხვრევის შემდეგ ცხრა თვე სამეფო ბაღის მცველის სახლში ცხოვრობდა, მაგრამ მერე განმარტოებით ყოფნა ისურვა, რადგან ამსოფლიური შფოთი მყუდროებას ურღვევდა. ქალაქის გალავნის გარეთ, ჩრდილოეთ მხარეს, იპოვა "სახედ ტალავარისა მცირისა, მაყვალთა მიერ შემზადებული განგებითა ღვთისაითა... და ჰყო იგი საყოფელად და განსვენებად თვისად". აქვე აღმართა ვაზის ნასხლავთაგან შეკრული ჯვარი, რომლის წინ დღედაღამ ლოცვას აღავლენდა. მრავალი სასწაული მომხდარა მაყვლოვანთან წმინდა ნინოს ლოცვით. აქ განიკურნა წმინდა ნანა და მოექცა ქრისტესკენ. თხოთის მთიდან მობრუნებული, სულიერად თვალახელილი მეფე მირიანიც მაყვლოვანთან ეახლა წმინდა ნინოს და ქრისტეს სჯული აღიარა. "სადა უშენო სახლი ღმერთსა?" - უკითხავს მეფეს წმინდა ნინოსთვის. "სადაცა მეფეთა გონება მტკიცე არს", - უპასუხია ქართველთა სულიერ დედას. მეფე მირიანმა სვეტიცხოვლის ტაძრის მერე მაყვლოვანის ახლოს ეკლესია ააგო: "აღვაშენე ახალი ეკლესია თავისა ჩემისათვის ქვითა და ერის სიმავლითა... და შევიმზადე საფლავი ჩემი", - ბრძანებს წმინდა მირიანი.

საქმის გასრულების შემდეგ მეფე მირიანი გარდაიცვალა და დაკრძალეს ზემო ეკლესიაში (სამთავროში) "საშუალ სუეტსა სამხრითსა, ჩრდილოით კერძო". მეორე წელს გარდაიცვალა წმინდა ნანა. ის, ბუნებრივია, მეუღლის გვერდით განისვენებს.

ამ ტაძრის გარდა, მეფე მირიანს ერთი მცირე ეკლესია მაყვლოვანში აუგია, თანაც ისე, რომ ხელუხლებელი დარჩენილა მაყვლის ტალავარი: "არა გამოვახუ ფურცელი ერთიცა მათგან, არამედ ხარისხთა გარეშევიცვენ, რამეთუ მეხილვნეს მრავალნი სასწაულნი მას შინა", - ბრძანებს წმინდა ნინო.

ერთი მოსაზრებით, ქართლის ერისმთავრის სამყოფელი ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში ყოფილა და აქედან წარმოდგება "სამთავროც". მეორე მოსაზრებით კი "ამ ადგილს და ტაძარს "სამთავრო" დაერქვა, რადგან იგი ქართლის მთავარეპისკოპოსთა სამყოფელი იყო და სამთავარეპისკოპოსო ტაძრად მოიხსენიებოდა" (გ. ჭანიშვილი).

წმინდა მირიანისა და წმინდა ნანას გარდა სამთავროს ფერისცვალების ტაძარში დაკრძალულია 13 ასურელ მამათაგანი, წმინდა აბიბოს ნეკრესელი. საბინინი ვარაუდობს, რომ იგი წმინდა ტრაპეზის ქვეშ დაკრძალეს. მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ დანარჩენი ასურელი მამები საკურთხევლის გარეთ არიან დაკრძალულნი, წმინდა აბიბოსის საფლავიც საკურთხევლის გარეთ იქნებოდა.

საუკუნეების მანძილზე მრავალ ღირსეულ მღვდელმთავარს უმოღვაწია სამთავროს ეკლესიაში, რომელსაც ზოგჯერ "ღვთაების მონასტერსაც" უწოდებდნენ მე-17 საუკუნიდან მოყოლებული, მას შემდეგ, რაც მთავარეპისკოპოს დომენტის (შემდგომში კათალიკოსს) აქ გადმოუსვენებია ხელთუქმნელი ხატი - პირი ღვთისა. მაგრამ 1811 წელს რუსეთმა კათალიკოსი ანტონ II რუსეთში გაიწვია, გააუქმა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია, ამას მოჰყვა ქართლის მთავარეპისკოპოსის წოდების გაუქმებაც. დაიწყო ეკლესია-მონასტრების უმოწყალო ძარცვა-გლეჯა. სამთავროს მონასტერში ხდებოდა რუსეთიდან ჩამოსულთა ნივთების დეზინფექცია, ეკლესია გადააქციეს რუსეთიდან ჩამოტანილი ნივთების საწყობად. თუმცა შემდგომში ეკლესიაში დეზინფექციის ჩატარება აკრძალეს, მაგრამ წირვა-ლოცვა იშვიათად ტარდებოდა და ტაძარი, ფაქტობრივად, მიტოვებული იყო.

1820 წელს სამთავროში მისულან თავადის ქალი ნინო ამილახვარი და რამდენიმე განდეგილი დედა, ეგზარქოს თეოფილაქტეს ნებართვით, აუგიათ სენაკები და სამთავროში დასახლებულან. მონაზვნები შემოწირულობით ცხოვრობდნენ, ბავშვებს წერა-კითხვას ასწავლიდნენ და მცირე გასამრჯელოს იღებდნენ. ამ დროს სამთავროს ორივე ეკლესია დაზიანებული იყო. მონაზონ ნინოს და მონაზონ მარიამს წმინდა ნინოს სახელობის მცირე ეკლესია აღუდგენიათ და შეუმკიათ მათ მიერვე შეძენილი ნატიფი საეკლესიო ნივთებით. ეს ეკლესია 1828 წელს, ნინოობას, უკურთხებიათ. დედა ნინო ცდილობდა, დიდი ტაძარი გადაეხურა და მონაზვნებგამრავლებული სავანე საშტატო მონასტრად გადაექცია, მაგრამ ვერ მოასწრო - 1839 წელს გარდაიცვალა. იგი მაყვლოვანში, წმინდა ნინოს ეკლესიის სამხრეთ ფასადთან დაუკრძალავთ. დედა ნინოს საქმე მისმა მონაზვნებმა გააგრძელეს. რამდენიმე ხანში დედათა მონასტერი ოფიციალურად გაფორმდა და დამტკიცდა.

მონასტრის იღუმენიად დებს დარია (ფაღავა) აურჩევიათ. საინტერესოა მისი შემონაზვნების ისტორია: ოდიშის თავადის, ხიტუ ფაღავას ასულს, დარიას, მცხეთიდან სამეგრელოში ჩასული ვაჭრისაგან შეუტყვია საქართველოს საკათალიკოსოს და ქართლის საეპისკოპოსოს გაუქმება და სამთავროს ტაძრის უპატრონოდ დარჩენა. თავადის ერთადერთ ასულს, ღვთის განგებით, უყოყმანოდ დაუტოვებია მშობლები, შვიდი ძმა და ვაჟურად გადაცმული, როგორც მოსამსახურე, მალვით გამოჰყოლია ვაჭარს მცხეთაში. სამთავროს მონასტრის ეზოში თავდაპირველად სათონესთან დასახლებულა. ერთხელ არაგვისპირას გასულს ბებრის ციხესთან სამი ცხენოსანი შეუნიშნავს, ძმებად შეუცვნია და არაგვში შეუცურავს. ძმები დასდევნებიან. წყლიდან გასული ქალი მღვდელს შეუფარებია. მღვდელსა და მის მეუღლეს სიზმარეული ჩვენებით სცნობიათ ეს ამბავი და ქალი გულმოდგინედ გადაუმალავთ. იღუმენია დარიას წინამძღვრობისას მონასტერი ოფიციალურად დამტკიცდა. დედა დარიას მონასტრის შენობების აღდგენაზე უზრუნია. მონასტერში წყალი გაუყვანია. იგი მტკიცედ იცავდა მონასტრის ქონებას და უარი განუცხადებია, როცა მოუთხოვიათ სამრეკლოს მიმდებარე მიწაზე სომხური სასაფლაოს გახსნა. სულ ექვსი წელი წინამძღვრობდა მონასტერს. 1853 წელს გარდაიცვალა და სამთავროს დიდი ტაძრის აღმოსავლეთის ფასადის წინ დაუკრძალავთ.

წინა წინამძღვრების მოღვაწე ცხოვრება გააგრძელა იღუმენია მინადორამ (ფურცელაძე). დედა მინადორა 1871 წელს გარდაიცვალა და დაუკრძალავთ სამთავროს ტაძრის აღმოსავლეთ ფასადთან.

შემდეგ მონასტრის გამგებლად დაუნიშნავთ დედა ნინო (ამილახვარი). იღუმენია ნინო (ერში თავადის ასული ანა ამილახვარი) 1816 წელს დაიბადა სიფელ საამილახვრო ჭალაში. მშობლები ადრე დაეხოცა, მამიდამ, მონაზონმა ნინომ (ამილახვარი) წამოიყვანა სამთავროში და სამონაზვნო წესით გაზარდა. როცა მამიდა გარდაეცვალა, ანა მონასტერს არ გაშორებია. იგი მონაზვნებს თავისი ხარჯით აცხოვრებდა, საღმრთო წერილსა და ხელსაქმეს ასწავლიდა. მონაზვნებმაც შეიყვარეს იგი, რადგან ლხინსა და ჭირში მუდამ გვერდით ედგათ. ანა იყო მათთვის კეთილმსახურების და სიმშვიდის მაგალითი. 1855 წელს ანა მონაზვნად აღიკვეცა ნინოს სახელით. მონასტრის გამგებლად დანიშვნამდე დედა ნინომ მოიარა თბილისი, მოზდოკი, პიატიგორსკი, ახალციხე და აბასთუმანი. შეგროვილი შემოწირულობით მონასტერი გაამშვენიერა, ეკლესიისთვის კი საეკლესიო და სამღვდელო ნივთები შეუძენია, ამგვარი ღვაწლისთვის ეგზარქოს ევსევის დედა ნინო იღუმენიას ხარისხში აუყვანია. ის 41 წელი წინამძღვრობდა მონასტერს. განუზომელია დედა ნინოს ღვაწლი. მას მონასტერში დაუარსებია დედათა სასწავლებელი, განუახლებია წმინდა ნინოს ეკლესია. მანვე განაახლა დიდი ეკლესიის გუმბათი და თუნუქით გადახურა. როცა დედათა სასწავლებელი თბილისში გადაიტანეს, მოხუცებულმა იღუმენიამ კვლავ შემოიარა რუსეთის ქალაქები, შეაგროვა შემოწირულობა და სასწავლებელი მცხეთაში კვლავ განაახლა.

1890 წელს ქართველმა საზოგადოებამ მისი იღუმენიობის 25 წლისთავი საზეიმოდ აღნიშნა. წირვის შემდეგ მას მიესალმა მღვდელმონაზონი ლეონიდე (ოქროპირიძე), მან ის დრო გაიხსენა, როცა მოწაფეობის ჟამს ნახულობდა ხოლმე თავის დას მცხეთის სასწავლებელში. არაერთგზის შესულა დედა იღუმენიასთან და მისმა იმდროინდელმა დარიგებებმა ერთგვარად განსაზღვრა ლეონიდეს მომავალიც. სამადლობელი სიტყვა წარმოუთქვამს იღუმენია ნინოსაც, რომელიც ასე დაუსრულებია: "სიყრმიდანვე მივეც აღთქმა თავსა ჩემსა, რომ შემეწირა ჩემი სიჭაბუკე, სრულასაკობა და მოხუცება კეთილდღეობისათვის ამ მონასტრისა. როგორ შევასრულე ეს ჩემი სიტყვა და რა ნაყოფი მიიღო ჩემმა შრომამ, მისი გასინჯვა მე არ შემიძლიაო". ბევრი რამ შეიძლება ითქვას დედა ნინოს ღვაწლზე, აჯობებს, მასზე შემდგომში ცალკე მოგითხროთ.

1904 წლის 29 დეკემბერს გარდაიცვალა იღუმენია ნინო (ამილახვარი) და დაკრძალეს მისივე თაოსნობით აგებულ წმინდა ნინოს ახალ გუმბათიან ეკლესიაში. ტაძარი დიდი ყოფილა და მასში ხელუხლებლად იყო მოქცეული ძველი პატარა ეკლესია. ეს ტაძარი კომუნისტებს დაუნგრევიათ. შემორჩენილია მხოლოდ საკურთხევლის ნარჩენები.

დედა ნინოს გარდაცვალებიდან ორი წლის მანძილზე მონასტერს მონაზონი ნისიმე (ციციშვილი) მართავდა. 1909 წლიდან 1922 წლამდე იღუმენია გახლდათ დედა ნინო (ციციშვილი). საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ აღდგა საქართველოს დამოუკიდებლობა. მაგრამ მენშევიკური ხელისუფლების ანტირელიგიური კამპანიისას სამთავროსაც, ისევე როგორც სხვა მონასტრებს, მიწები ჩამოართვეს და ორმოცამდე მონაზონი უსახსროდ დატოვეს. იღუმენია ნინომ სახელმწიფოს მეთაურებს კანონით კუთვნილი ქონების დაბრუნება მოსთხოვა. 1920 წელს კი საქართველოს დამფუძნებელი კრების ხელოვნების კომისიას დახმარება სთხოვა: "ეს ქრისტიანობის და მისი კულტურის აკვანი მეტად მოუვლელია. ორთავე ტაძარში ჩადის წვიმა, ინგრევა და თუ მსწრაფლ ყურადღება არ მოგვექცა, მე პასუხისმგებელი აღარ ვიქნები, არამედ პასუხს აგებენ შთამომავლობის წინაშე ისინი, ვისაც ჩვენი ქვეყნის სვე-ბედნი აბარიათ".

შემოვიდნენ ბოლშევიკები საქართველოში და დაიწყო ღვთისმსახურთა სასტიკი დევნა, რომელიც მას შემდეგ გაძლიერდა, რაც კათოლიკოს-პატრიარქმა ამბროსიმ გენუის კონფერენციას წერილით მიმართა და მოითხოვა დახმარება... პატრიარქი და საკათალიკოსო საბჭოს წევრები დააპატიმრეს, დახურეს ეკლესია-მონასტრები, მათ შორის სამთავროს დედათა მონასტერიც. გაუჭირდათ დედებს. ჯერ მონასტრიდან განდევნეს, ბოლოს, ერთი ოთახი დაუთმეს. 1924 წელს დედებს არტელი ჩამოუყალიბებიათ, სადაც საბნებს კერავდნენ. მონასტერი გარეგნულად არტელად გადაიქცა. "მცხეთის I საფეიქრონადი - ფეიქარის" საბუთებს ხელს "ამხანაგი ნინო" აწერდა. 1933 წლიდან ამ საწარმოს თავმჯდომარე ანუსია კოჭლამაზიშვილი ყოფილა. დედა ნინო კი, თავადური წარმოშობის გამო, რიგით წევრად დარჩენილა. 1930 წელს სამთავრო კულტურის ძეგლად გამოცხადდა. 1938 წელს დედა ანუსია ძეგლის მცველად არის დასახელებული. მონასტრის არქივში დაცული პირადი მიმოწერიდან ჩანს, რომ ქართველი სამღვდელოება სამთავროს მონასტერს მოქმედ მონასტრად თვლიდა და დედა ნინოს (ციციშვილი) იღუმენიად მოიხსენიებდა. დედა ნინო 1941 წელს გარდაიცვალა და დაკრძალულია სამთავროს ტაძრის აღმოსავლეთ ფასადის წინ.

ამ პერიოდში მისულა სამთავროს მონასტერში თორმეტი წლის ვასიკო ურგებაძე (შემდგომ არქიმანდრიტი გაბრიელი). მაშინ დედების წინამძღვარი ანუსია კოჭლამაზაშვილი იყო. მონაზვნებმა დააპურეს, მაგრამ ღამე არ გაათევინეს. ბიჭი შინ არ წავიდა, ის ღამე ჭიშკართან გაათია, დილით ღვთისმშობელს სთხოვა: "ამ ქვეყნიდან ისე ნუ გამიყვან, აქ რომ სენაკი არ მომცეო". უსმინა ღმერთმა და სიცოცხლის ბოლო მამა გაბრიელმა სამთავროს მრგვალ კოშკში იცხოვრა და იმოღვაწევა. აქვე დაიკრძალა. შეგვეწიოს მამა გაბრიელი, მას ლოცვა შევთხოვოთ, ჩვენ კი თხრობა გავაგრძელოთ.

ვახსენოთ მიხა პაპა - მიხეილ მამულაშვილიც, დიდი მონაზვნის, ევპრაქსია ჩარკვიანის გაზრდილი. მაშინ, როცა ხელისუფლებამ მონასტერი დახურა, მონაზვნები გამოაძევა, მან ყველა თავისთან შეიფარა. დედა ზოილე ჰყვებოდა: "მილიციამ ალყა შემოარტყა ეზოს, ნივთები სენაკებიდან გამოგვიყარეს. მოულოდნელად მამულაშვილი გამოჩნდა. მან სთხოვა, ამათ ხელი არ ახლოთ, მე მიმყავს სამუშაოდო. თავისი ხელით გადაიტანა ჩვენი ნივთები შინ, წამოიღო ჩვენი ხატები და წიგნები, ყველა შეგვიფარა, გვივლიდა და გვაპურებდა, ისე ზრუნავდა ჩვენზე, როგორც მამა - შვილებზე და ძმა - დებზე. ამისთვის შეეძლოთ თავადაც გაესახლებინათ". შემდგომში, როცა მონასტერში რამდენიმე ოთახი გამოუყვეს მონაზვნებს, მამულაშვილი გადასვლაშიც დაეხმარა და მერეც ჩუმად უმართავდა ხელს. მიხა პაპა შობის წინა დღეს, 6 იანვარს გარდაიცვალა. 1973 წელს სიკვდილის წინ უფალმა ღირსი გახადა, აღსარება ეთქვა ეპისკოპოს ილიასათვის (შიოლაშვილი) და მის ხელთაგან ზიარებულიყო. ჩვენი მოკრძალებული სურვილია, სამთავროს მონასტრის ეზოში განსვენებულ მამულიშვილთა გვერდით დაკრძალულიყო ამავე მონასტრისთვის დამაშვრალი მიხეილ მამულაშვილი.

ჩვენი პატრიარქის ილია II-ის გადმოცემით, სამთავროში II მსოფლიო ომის შემდგომ მონასტრის იღუმენიად უკურთხებიათ ანუსია კოჭლამაზაშვილი. იმდროინდელი საბუთებით ჩანს, რომ სამთავროს მონასტერი იმჟამად (1957 წ.) გაუქმებული იყო, მაგრამ მონაზვნებს გარკვეული უფლებები ჰქონდათ. დედა ანუსიას შემდეგ, 60-იან წლებში სამთავროს მონასტერს დედა ქეთევანი (გონგლაძე) წინამძღვრობდა, 60-70-იან წლებში კი იღუმენია ზოილე (დვალიშვილი, 1892-1973).

KARIBCHEდედა ზოილე ბედიის მონასტრის უკანასკნელი წინამძღვარი ყოფილა. პატრიარქ კალისტრატეს გადაუყვანია მედავითნედ ვლადიკავკაზის ქართულ ეკლესიაში. 1930-იან წლებში იგი მოსულა სამთავროს მონასტერში. აღსანიშნავია ისიც, რომ დედა ზოილეს ნათლული გახლავთ უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე. ამ წმინდა დედას წინასწარმცნობელობის მადლიც ჰქონია და ჯერ კიდევ ადრეულ ასაკში უწინასწარმეტყველებია ნათლული ირაკლისთვის პატრიარქობა. დედა ზოილე 1973 წელს გარდაიცვალა და დაკრძალულია სამთავროს ეზოში, ჩრდილო გალავანთან.

სამონასტრო ტიპიკონი სამთავროში მხოლოდ 80-იან წლებში აღდგა. მონასტრის იღუმენია გახლდათ დედა ანა აფაქიძე. იგი 1986 წელს გარდაიცვალა და დაკრძალულია სამთავროს ეზოში. 1991 წლიდან მოყოლებული კი მონასტრის იღუმენია გახლავთ დედა ქეთევანი, რომლის ხელშიც გამშვენდა და გალამაზდა სამთავროს მონასტერი.

სამთავროს მონასტრის ეკლესიებს 1970-80 წლებშიც ჩაუტარდა რესტავრაცია, რომელსაც ხელმძღვანელობდა არქიტექტორ-რესტავრატორი ვახტანგ ცინცაძე. ბატონი ვახტანგიც სამთავროს ეზოში არიან დაკრძალული. მის სიახლოვეს განისვენებენ აკადემიკოსი ანდრია აფაქიძე და პოეტი მორის ფოცხიშვილი. სამთავროს ეზოში არიან დაკრძალული ლევან გოთუა და გოდერძი ჩოხელიც.

ვისაც ლევან გოთუას ცხოვრება წაუკითხავს, ძნელად თუ შეუკავებია თვალზე მომდგარი ცრემლი. ჩეკას ჯურღმულებში ოცდაორწლიანი პატიმრობისას სულგანწმენდილი მცხეთაში დაკრძალვას ნატრობდა. პატრიარქ ილია II-ის კურთხევით, ლევან გოთუას ნეშტი სამთავროს მონასტერში გადასვენდა.

ღმერთმა აცხოვნოს გოდერძი ჩოხელი - ქრისტეს კრავი. ტყუილად კი არ არის გამოსახული მის საფლავზე ბატკანი. უმანკო სული და დიდი რწმენა ჰქონდა. ერთხელ, "ბაკურხეველი ხევსურის" გადაღებისას, არა და არ მოვიდა თოვლი. გოდერძის აუღია ქადები, სანთლები, ულოცია ჩოხის წმინდა გიორგის სალოცავის წინ და თოვლიც მოსულა. არ დაუჯერებიათ. ფინალური სცენა უნდა გადაეღოთ. თოვლი კიდევ დასჭირდათ. კიდევ გადაწყვიტა ეკლესიაში წასულიყო. ფილმის ოპერატორი დასცინოდა, - აბა, შენ იცი, ნახევარ მეტრზე ნაკლები არ იყოსო. ასულა გოდერძი ჩოხის ეკლესიაში, გაუჭრია ქადა, აუნთია სანთლები, ულოცია ისეთი სიყვარულითა და იმედით, რომ იმწამსვე თოვა დაუწყია და მუხლებამდე მოუთოვია. როცა გოდერძი გარდაიცვალა, მის ვაჟს, ლუკას, მამა უნახავს სიზმარში. უკითხავს მისთვის: "საზვერეებში როგორ გაიარე, მამა გაბრიელი მოგეხმარაო?" "მამა გაბრიელიც და ჩემი წინაპრებიც მომეხმარნენ, აქეთ-იქით იდგნენ და იძახდნენ: მართალი გოდერძი მოდის, მართალი გოდერძიო"... პატრიარქის კურთხევით, გოდერძი ჩოხელიც სამთავროს ეზოში დაკრძალეს.

მრავალ წმინდა ქართველს უმოღვაწია სამთავროს მონასტერში, მათი ლოცვა შეეწიოს სავანის ახლანდელ მკვიდრთ და მათ იღუმენიას, დედა ქეთევანს. რომ არა მისი დახმარება (სამთავროზე გამოცემული უძვირფასესი წიგნი გვაჩუქა), ეს პატარა წერილი ვერ დაიწერებოდა. კიდევ ერთხელ ვუხდით მას ამისთვის მოკრძალებულ მადლობას.
ბეჭდვაელფოსტა
12.07. 2018
nana
hemi bavhvoba gamaxsenda dedata monastris monozoni iko papidahemi deda efemia xizanishvili im dros ikvnen monozvnebi 1.deda zoile 2.deda nina 3.deda paraskeva. 4.deda daro 5.deda paraskeva 6.deda efemia xizanishvili,deda efemia mamashemis mamida iko romelic gardaicvala 1986 wels,mteli hemi bavhvoba gavatare dedata monasterhi mikvars mcxeta hemi qalaqi tavis siwmindeebit
12.07. 2018
nana
didi bodishis moxdit hesworeba minda hemo gtavazot deda zoiles hemdeg samtavros dedata monastris igumenia iko deda efemia XIZANISHVILI,misi sikvdilis hemdeg1986 wlidan deda ana,hemdeg deda qetevani
სხვა სიახლეები
28.06.2024
ამ ვრცელი წერილის დაწერა ჩემი სოფლის და საქართველოს მთის სიყვარულმა გამაბედინა, სადაც უზრუნველი ბალღობის წლები გავატარე.
02.06.2023
ლაშა-გიორგის დროინდელი ერთი უცნობი ქართველი მემატიანის სიტყვით, დავით აღმაშენებელმა "სიცოცხლის შინა დასუა მეფედ დემეტრე
24.05.2022

324 წელს რომის იმპერატორმა წმინდა კონსტანტინე დიდმა გადაწყვიტა, იმპერიის დედაქალაქი აღმოსავლეთის პროვინციების სიახლოვეს გადაეტანა, რომელიც იმავე დროს დასავლეთთან კავშირს არ დაკარგავდა.

20.05.2022
საქართველოს სამეფოს იმ აშლილობის დროს, რომელიც დამკვიდრდა უსინათლო თეოდოსის მეფობაში, მმართველ მოწინავე წრეში საბედნიეროდ მაინც აღმოჩნდა შეგნებული ჯგუფი,
08.02.2022

მეფე დავით აღმაშენებელი - (1125 წ. 24 იანვარი)


თითქმის რვა საუკუნემ განვლო მას შემდეგ, რაც მიიცვალა სახელოვანი და დიდებული მეფე გაერთიანებულის საქართველოსი დავით აღმაშენებელი.

25.01.2022
გვსურს გავიხსენოთ ერთი ლამაზი წერილი, რომელიც 24 წლის დიაკვანმა მიხა ხელაშვილმა მისწერა თავისი ძმადნაფიცის, ხევსური გიგიას დას პარასკოს.
07.01.2022
შესავალი
ეკლესიის ისტორიია ამოსავალ პუნქტს წარმოადგენს ჩვენი მაცხოვრის იესო ქრისტესა და მისი მოციქულების საქმე და ცხოვრება, მაგრამ როგორც ცნობილია, ქრისტიანული მოძღვრების საყოველთაო გავრცელებას წინ უძღოდა კაცობრიობის მომზადება მაცხოვრის მისაღებად
13.12.2021
370 წლის ახლოს კლარჯეთი განუდგა ქართლის მეფე ვარაზ-ბაქარს და "მიერთნეს ბერძენთა".
29.11.2021
ყველისციხე, ყუელისციხე — ციხესიმაგრე შუა საუკუნეების სამხრეთ საქართველოში, ჯაყისწყლის სათავეში, არსიანის ქედის ყველის მთაზე (ახლანდელი თურქეთის ტერიტორია).
02.10.2021
მტარვალმა შაჰ აბასმა ერთაწმინდაში წმინდა ევსტატეს სახელობის ტაძრის დანგრევა მოისურვა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ქართული აგიოგრაფიული ძეგლებისა და საქართველოს ისტორიის გაცნობისას სამართლიანად იბადება აზრი, რომ ზეციური საქართველო განუზომლად დიდია.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat