ცოტნეს გმირობას გაექვავებინა მონღოლთა ბანაკი
ცოტნეს გმირობას გაექვავებინა მონღოლთა ბანაკი
1245 წელს მონღოლ დამპყრობთაგან შევიწროებული და სისხლდაწრეტილი საქართველო უპატრონოდ დარჩა. ლაშას აღსასრულის შემდგომ ტახტზე ასული თამარის ასული რუსუდანი წინ ვეღარ აღუდგა იმ დროის მსოფლიოში ყველაზე მძლავრ საომარ ძალას და მამულზე დარდი და წუხილი სამარეში ჩაიყოლა. მონღოლებმა ტახტის კანონიერ მემკვიდრეთა გამეფება არ ინებეს და ქვეყანა სამართავად ქართველ ერისმთავრებს დაუნაწილეს. 8 დუმნად დაყოფილი ქვეყანა დამპყრობლებმა მძიმედ დახარკეს - ხარაჯის (ბეგრის, რომელიც ყოველწლიურად 50 ათას ოქროს პერპერას უდრიდა) გადახდის გარდა, ომის შემთხვევაში ქართველები თავიანთი ჯარებით მონღოლთა რიგებში უნდა ჩამდგარიყვნენ...

ბრძოლა კი არ წყდებოდა. ცხენის ზურგზე და კარვებში გაზრდილ მონღოლებს მუდამ ლაშქრობებზე ეჭირათ თვალი და ქართველებსაც სხვა რა გზა ჰქონდათ - მონღოლთა სახელით უნდა ებრძოლათ...


კოხტასთავის შეთქმულება
ორი წელი უძლებდნენ ქართველები ბეგარას, მაგრამ მუდმივ ომებში სხვისი საქმისთვის თავგანწირვასაც საზღვარი ჰქონდა და ერისმთავრები ჯავახეთში, კოხტას ციხეში შეიკრიბნენ და "ბჭობად დასხდნენ", თუ როგორ აღდგომოდნენ წინ მონღოლებს. გადაწყდა, რომ ერისმთავრები გაერთიანდებოდნენ და ერთიანი ძალით მოიშორებდნენ დამპყრობლის უღელს. შეთქმულთა შორის იყვნენ: ეგარსლან ბაკურციხელი, სარგის თმოგველი, ვარამ გაგელი, ივანე-ყვარყვარე ჯაყელი, კახაბერ კახაბერისძე, შოთა კუპრი, თორღა პანკელი, გამრეკელი თორელი და ცოტნე დადიანი. ითათბირეს, ჯართა შეყრის ადგილიც დათქვეს და წასასვლელად მოემზადნენ. პირველად ცოტნე დადიანი დაადგა ოდიშის გზას, დანარჩენებიც აღიკაზმნენ, მაგრამ კოხტასთავიდან გასვლა ვეღარ მოასწრეს. მოულოდნელად მონღოლთა ჯარი გამოჩნდა და ერისმთავრებს გარს შემოერტყა...

არც გამცემი და მოღალატე აკლდა საქართველოს...


ერისმთავართა წამება
მონღოლთა მთავარ ბანაკში, ანისში, მიიყვანეს შებოჭილი ერისმთავრები და ნოინთა შორის აღმატებულს, ჩარმაღანს, წარუდგინეს. ჰკითხეს ქართველებს შეთქმულების მიზეზი. "შევიკრიბეთ, რათა განვაგოთ საქმენი თქვენნი და ხარაჯა განგიჩინოთო", - იყო პასუხი. არ დაიჯერეს მონღოლებმა და ქართველთა გამოსატეხად მათი წამება გადაწყვიტეს. შეთქმულები გააშიშვლეს, ტანზე თაფლი შეაზილეს, თოკებით შებოჭეს და მზის გულზე, შუა მოედანზე, დაყარეს...

ცალკე სიცხე და ცალკე სირცხვილი სწვავდათ ქართველებს. ისხდნენ თავჩაქინდრულნი, კრაზანებისგან დაკბენილ-დასივებულნი, მშიერ-მწყურვალნი. აუარება ხალხი მოდიოდა მათ სანახავად, მონღოლები ყოველდღე ჩასჩიჩინებდნენ, - გამოტყდით და გაგვიმხილეთ თქვენი შეკრების ნამდვილი მიზანი, თორემ ტანჯვა-წამებით სიკვდილი მოგელითო... ქართველებიც ყოველდღე იმას იმეორებდნენ, რაც ერთხელ უკვე მოახსენეს ჩარმაღან ნოინს...

სიკვდილის აჩრდილი გადმოსწოლოდა ანისის მოედანს...


"საით, სარდალო?!"
აფხაზ-ოდიშართა გულანთებულ ლაშქარს ჯავახეთისკენ ცოტნე დადიანი მიუძღვის წინ. რამდენი წელია, ერთიანი ჯარით მტრის წინააღმდეგ არ გამოსულა საქართველო და როგორც იქნა, შეიკრიბება ამერ-იმერი...

მიაღწიეს დათქმული პაემნის ადგილს. გაუკვირდათ ფრიად - არსად ჩანდა სრულიად საქართველოს ლაშქარი...

ამასობაში ანისიდან მოსული მაცნე მიეახლა ცოტნე დადიანს და აუწყა შეთქმულების გაცემის, მოთავეების შეპყრობისა და მათი წამების ამბავი. ცოცხლები თუ არიანო, - მიაძახა თავზარდაცემულმა მაცნეს. - ცოცხლები არიან, მაგრამ ვაი ასეთ სიცოცხლესო...

განმარტოვდა ცოტნე დადიანი, ლოცვად ხელაპყრობილმა უფალს შეავედრა ფიცით შეკრული, ტანჯული მეგობრები და სრულიად საქართველო...

ჯარს გამოხედა - ყველას უსაზღვრო წუხილი აღბეჭდოდა სახეზე, ყველა მზად იყო, თავი შეეკლა მონღოლთათვის, მაგრამ კარგად იცოდნენ: ვერც ერისმთავრებს დაიხსნიდნენ და გამძვინვარებული მონღოლები საქართველოსაც წაახდენდნენ...

ბრძანება გახმიანდა მეომრებში - ლაშქრული წყობის აურევლად უნდა გავბრუნდეთ დასავლეთისკენო. წელმოწყვეტილნი შეტრიალდნენ მოლაშქრენი. ცოტნემ დაარიგა რაზმების მეთაურები და ცხენი გამოაბრუნა...

ორიოდ ერთგული მხედარი მაშინვე გვერდში ამოუდგა დადიანს. - საით, სარდალო? - შეჰკადრეს. - ანისისკენ, - მტკიცე ხმით მოჭრა ცოტნემ და ცხენს მათრახი უჭირა...


"კაცი პატიოსანი და სათნოებიანი"
მიჰქრის ცოტნე დადიანი ანისის ხრიოკ გზაზე. არც ცხენს ზოგავს და არც თავს. "ჩქარა! ჩქარა!" - ზარივით რეკავს გონებაში ეული სიტყვა...

მიჰქრის თითქმის უეჭველი სიკვდილისკენ საკუთარი ნება-სურვილით, შეგნებულად და მოყვასისთვის თავდადებით...

არა, სიკვდილის შიში რა სათქმელია, საქართველო არ ააოხრონ შეთქმულებით გაგულისებულმა მონღოლებმა, ხალხს არ აზღვევინონ მეთაურთა განდგომა. იქნებ მიუსწროს, დაარწმუნოს ჩარმაღან ნოინი, როგორმე ხელი ააღებინოს საქართველოსკენ გამოლაშქრებაზე...

უნდა მიუსწროს, "ჩქარა, ჩქარა..." - უნაგირზე ვეღარ ისვენებს ცოტნე!

აგერ ანისიც. სიცხისა და ხვატის ალმური ასდის მოედანს. ქართველი ტყვეების გარშემო შემოჯარულან მონღოლები, შესცქერიან და ჰკვირობენ მათ გაუტეხლობას...

წყურვილით დახეთქილ ტუჩებს იკვნეტენ შებოჭილი ერისმთავრები, რათა კვნესა არ აღმოხდეთ აუტანელი ტანჯვისგან...

მხედარი შემოიჭრა მოედანზე. შეჩოჩქოლდნენ მონღოლები, იარაღი შეაჟღარუნეს, იცნეს ცოტნე დადიანი - "კაცი პატიოსანი და სათნოებიანი, ბრძოლათა შინა სახელოვანი..."

ცხენიდან გადმოხტა და შეთქმულებთან დაიჩოქა ცოტნემ, მსწრაფლ გაიძრო ტანსაცმელი, თაფლი შეიზილა ტანზე, მოსართავები ააჭრა ცხენს, მხარ-მკლავი თავისივე ხელით შეიბოჭა და გაწამებულ თანამებრძოლთა შორის ჩაჯდა...

ტყვეებს ნათელი გადაეფინათ სახეზე, მონღოლებს სიტყვა გაუწყდათ...

სამარისებური მდუმარება ჩამოწვა მოყაყანე მოედანზე...

***
ჩარმაღან ნოინს თათბირი ჰქონდა სეფე-კარავში. მცველები შემოიჭრნენ და მოახსენეს ცოტნეს არნახული და არგაგონილი თავგანწირვის ამბავი...

გამოვიდა კარვიდან ჩარმაღანი, გზა უტიეს მონღოლებმა...

გასუსულ მოედანზე გაისმა ნოინის ხმა - ასეთი თავგანწირვის მიზეზის ახსნას ითხოვდა მონღოლი...

წამოიმართა ცოტნე დადიანი: - მეც ვიყავი კოხტასთავში, ვთათბირობდით, რათა ხარაჯა შეგვეკრიბა თქვენთვის. თუ ამისთვის ჩემს თანამემამულეებს სიკვდილი გადაუწყვიტეთ, მაშინ მეც მათთან ერთად უნდა მოვკვდე, რადგან ჩემს გარეშე არ ჩაუვლია თათბირსო...

განცვიფრდა ჩარმაღან ნოინი - ასეთი გმირობისა და თავდადების ამბავი ჯერ არ სმენოდა და ბრძანა: "ვინაიდან ჰყავ სათნოება კეთილი, ყოველთა ტყვე ქართველთა შენ მოგანიჭებთ და განგიტევებთ და შენდა მონდობილ ვართ..."

აჰყარეს ბორკილები ერისმთავრებს. თავი დაუკრა ჩარმაღან ნოინს ცოტნე დადიანმა, ტყვედყოფილი თანამებრძოლნი სათითაოდ გულში ჩაიკრა.

წასასვლელად აღიკაზმნენ და დაიძრნენ...

ჩარმაღან ნოინი მანამდე იდგა ანისის მოედანზე მდუმარე და გამტკნარებული, ვიდრე ქართველები თვალს არ მიეფარნენ...

ცოტნეს გმირობას გაექვავებინა მონღოლთა ბანაკი...

საქართველო კიდევ ერთხელ გადარჩენილიყო...

მოამზადა
ზვიად სეხნიაშვილმა
ბეჭდვაელფოსტა
29.01. 2019
დატო დატო
არ ისე სწორადაა ამბავი მოთხრობილი რადგან ჩემი წყაროებიდან ცოტნე დადიანი მონღოლებმა დაიტოვეს და არ გაუშვიათ. იმედია სწორად ვიცი
12.08. 2014
დავიტ ესებუა
ცოტნეიდელები "აგმსარებლები სულისა თვისისა საქართველოსა და მოყვასთათვის" ჩვენდა გასახარად ქვეყნის სამსახურში არიან. ხობში 14 აგვისტოს აგინიშნება ცოტნეობა
11.08. 2014
ელენე ბუზალაზე
dideba mis vajkacobas
11.08. 2014
ელენე ბუზალაზე
dideba mat da ukvdavni arian saqartvelostvis, dges ki ra xdeba fulze iyideba samshoblo, unda davfiqrdet da scorad viazrot sadamde velodot gmirebis gamoshenas
სხვა სიახლეები
28.06.2024
ამ ვრცელი წერილის დაწერა ჩემი სოფლის და საქართველოს მთის სიყვარულმა გამაბედინა, სადაც უზრუნველი ბალღობის წლები გავატარე.
02.06.2023
ლაშა-გიორგის დროინდელი ერთი უცნობი ქართველი მემატიანის სიტყვით, დავით აღმაშენებელმა "სიცოცხლის შინა დასუა მეფედ დემეტრე
24.05.2022

324 წელს რომის იმპერატორმა წმინდა კონსტანტინე დიდმა გადაწყვიტა, იმპერიის დედაქალაქი აღმოსავლეთის პროვინციების სიახლოვეს გადაეტანა, რომელიც იმავე დროს დასავლეთთან კავშირს არ დაკარგავდა.

20.05.2022
საქართველოს სამეფოს იმ აშლილობის დროს, რომელიც დამკვიდრდა უსინათლო თეოდოსის მეფობაში, მმართველ მოწინავე წრეში საბედნიეროდ მაინც აღმოჩნდა შეგნებული ჯგუფი,
08.02.2022

მეფე დავით აღმაშენებელი - (1125 წ. 24 იანვარი)


თითქმის რვა საუკუნემ განვლო მას შემდეგ, რაც მიიცვალა სახელოვანი და დიდებული მეფე გაერთიანებულის საქართველოსი დავით აღმაშენებელი.

25.01.2022
გვსურს გავიხსენოთ ერთი ლამაზი წერილი, რომელიც 24 წლის დიაკვანმა მიხა ხელაშვილმა მისწერა თავისი ძმადნაფიცის, ხევსური გიგიას დას პარასკოს.
07.01.2022
შესავალი
ეკლესიის ისტორიია ამოსავალ პუნქტს წარმოადგენს ჩვენი მაცხოვრის იესო ქრისტესა და მისი მოციქულების საქმე და ცხოვრება, მაგრამ როგორც ცნობილია, ქრისტიანული მოძღვრების საყოველთაო გავრცელებას წინ უძღოდა კაცობრიობის მომზადება მაცხოვრის მისაღებად
13.12.2021
370 წლის ახლოს კლარჯეთი განუდგა ქართლის მეფე ვარაზ-ბაქარს და "მიერთნეს ბერძენთა".
29.11.2021
ყველისციხე, ყუელისციხე — ციხესიმაგრე შუა საუკუნეების სამხრეთ საქართველოში, ჯაყისწყლის სათავეში, არსიანის ქედის ყველის მთაზე (ახლანდელი თურქეთის ტერიტორია).
02.10.2021
მტარვალმა შაჰ აბასმა ერთაწმინდაში წმინდა ევსტატეს სახელობის ტაძრის დანგრევა მოისურვა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat