"ამაოდ გარჯილხართ, რადგან ღმერთი თქვენგან ძალიან მაღლაა, რუსთ ხელმწიფე კი - ძალიან შორს..."
"ამაოდ გარჯილხართ, რადგან ღმერთი თქვენგან ძალიან მაღლაა, რუსთ ხელმწიფე კი - ძალიან შორს..."
კახური ჯანყი ჩვენი არცთუ შორეული ისტორიაა და იმის ცხადი მოწმობა, რომ საქართველოს გზა მართლაც მოწამებრივი იყო ყოველთვის, "ერთმორწმუნე" მეზობლის ჩექმა და რკინის კვერთხი კი - მძიმე და ვანდალური.

***
1812 წელს თითქმის ერთდროულად მომხდარ მოვლენებს შორის თავისი მასშტაბებითა და შედეგებით ცარიზმისათვის ყველაზე მძიმე კახეთის აჯანყება იყო, რომლის შესახებ მთავარმართებელი პაულუჩი მოახსენებდა სამხედრო მინისტრს: "ცოტას გაწყდა, რუსის ჯარი კინაღამ სულ ერთიანად არ ამოჟუჟესო".

საქართველო-ამიერკავკასიაში რუსეთის მფარველობის გაფართოებასთან ერთად იზრდებოდა აქ განლაგებული ჯარის რაოდენობაც, რომელმაც 1812 წლისთვის 28000-ს მიაღწია. ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში განლაგებული ჯარის ნაწილებისთვის სურსათისა და ფურაჟის მიტანა დარსა თუ ავდარში, ყინვაში, ქარბუქსა თუ თოვლჭყაპში მკვიდრ მოსახლეობას უმძიმეს ბეგრად დააწვა. თვით ცარიზმის ოფიციალური ისტორიკოსებიც ვერ უარყოფდნენ, რომ "უკიდურესად გამანადგურებელი საურმე ბეგარა უკანასკნელ ძალღონეს აცლიდა მოსახლეობას". კიდევ უფრო მძიმე ქართველი გლეხობისთვის სახლებში ჯარის ჩაყენება იყო. ლოთი და უზნეო ჯარისკაცების საქციელით შეწუხებული გლეხობა ითხოვდა, ოღონდ ესენი აქედან გავაცილოთ და ყაზარმებს ჩვენი ხარჯით ავუშენებთო. 1812 წლის კახეთის აჯანყების მიზეზების გამომკვლევ კომისიაში შესული მოხსენებები აჭრელებულია გლეხთა ენით აუწერელი შეურაცხყოფის, დამცირებისა და ოჯახის პატიოსნების შელახვის ფაქტებით.

ზემოთ აღწერილ უბედურებას გამუდმებული წვიმების გამო 1811-1812 წლების მოუსავლიანობა და ახალციხის საფაშოდან შემოტანილი შავი ჭირიც დაერთო და ქვეყანაში უაღრესად დაიძაბა ვითარება.

მთავარმართებელმა პაულუჩიმ უკიდურეს ზომას მიმართა - ჯარისთვის საჭირო სურსათის ამოსაღებად შიმშილობითა და შავი ჭირით შეწუხებულ სოფლებს სამხედრო ძალა - ეგზეკუციები შეუსია. მარკიზმა აღმოსავლეთ საქართველო 7 ოლქად დაყო, კახეთის (სიღნაღისა და თელავის მაზრა) ოლქს უფროსად გენერალი პორტნიაგინი დაუნიშნა, რომელმაც სოფლებში პურის შესაკრებად 10-დან 50-მდე კაციანი რაზმები დააყენა. საეგზეკუციო რაზმების ენით აუწერელმა ძალადობამ კახელების მოთმინების ფიალა აავსო და წლების განმავლობაში დაგროვილი ბოღმა გადმოანთხევინა.

აჯანყება 1 თებერვალს თიანეთიდან დაიწყო, ელვის სისწრაფით მოედო მთელ კახეთს და სულ რაღაც 8 დღის განმავლობაში ანანურის მაზრაშიც გავრცელდა.

თანამედროვე ქართული ისტორიოგრაფია სავსებით მართებულად თვლის, რომ მართალია, კახეთის აჯანყება, ერთი შეხედვით, სტიქიურ ხასიათს ატარებდა, მაგრამ სინამდვილეში კარგა ხნის განმავლობაში მზადდებოდა, გამოცდილი ხელმძღვანელობა ჰყავდა, რომელსაც სამოქმედო გეგმის გარდა აჯანყების იდეური პროგრამა და მიზნებიც ჰქონდა.

აჯანყებულებს თავადები ჩაუდგნენ სათავეში და კახეთის ციხესიმაგრეებში, შტაბ-ბინებსა თუ სოფლებში მცირერიცხოვან რაზმებად გაბნეულ ჯარს სწრაფი და გათვლილი მოქმედებით ისე აურიეს თავგზა, ჯარმა გაერთიანება და სერიოზული წინააღმდეგობის გაწევა ვეღარც შეძლო.

2 თებერვალს თელავსა და სიღნაღს შორის ყოველგვარი კავშირი გაწყდა. იმავე დღეს სიმონ ბებურიშვილისა და ივანე მაყაშვილის ხელმძღვანელობით აჯანყებულებმა თელავი ჩაიგდეს ხელთ. 50-კაციანმა რუსმა გარნიზონმა კომენდანტ შმატოვის მეთაურობით ძლივს მოასწრო თელავის ციხეში გამაგრება. გენერალ პორტნიაგინის მიერ თელავის გარნიზონის საშველად გაგზავნილმა რაზმებმა ქალაქს ვეღარაფერი უშველეს. აჯანყებულებთან ბრძოლაში ამ რაზმების თითქმის ნახევარი დაიღუპა, დანარჩენმა დიდი ვაი-ვაგლახით გაიკაფა გზა ციხისკენ და აქ გამომწყვდეულ გარნიზონს შეუერთდნენ. კახელების მიერ ალყაშემორტყმული 300-მდე რუსი მეომარი 32 დღის განმავლობაში სავსებით მოწყვეტილი იყო გარესამყაროს.

აჯანყება უსწრაფესად ვრცელდებოდა. კახეთის სოფლები ერთმანეთის მიყოლებით გადადიოდნენ აჯანყებულთა მხარეს. კახეთისთვის ღვთის რისხვად მოვლენილი გენერალი პორტნიაგინი ისე დაიბნა, აჯანყებულებზე გადამწყვეტი შეტევის ნაცვლად საგარეჯოში, თავის შტაბ-ბინაში შეკეტილი თბილისში თხოვნას თხოვნაზე აგზავნიდა, დამხმარე ჯარი გამომიგზავნეთო.

რამდენიმე დღეში ამბოხებულთა რაზმებმა ძმების სიმონ და ადამ ბებურიშვილების, ნინია ანდრონიკაშვილისა და ოთარ ქობულაშვილის მეთაურობით თითქმის ერთდროულად აიღეს სიღნაღი, გადაწვეს სოფელი ბოდბისხევი, სადაც მიწასთან გაასწორეს ყაბარდოს ქვეითი პოლკის შტაბი, ხელთ იგდეს პოლკის მთელი ქონება. გადარჩენილმა განიარაღებულმა ნაწილებმა ძლივს მოასწრეს ყარაღაჯის ციხეში შესვლა, სადაც ჯარის სხვა ნაწილებთან ერთად ალყაშემორტყმულნი აღმოჩნდნენ. ალყაში მოექცა სოფელ ქოდალოში დაბანაკებული რუსული გარნიზონიც. სიღნაღის მაზრის სოფელ ანაგაში აჯანყებულებმა ხელთ იგდეს კაზაკთა პოლკის ბინა. აჯანყებულთა შეტევა იმდენად გააფთრებული იყო, კაზაკთა პოლკიდან იასაული კუზნეცოვი და რამდენიმე კაზაკიღა გადარჩნენ.

კახელებმა იერიში საგარეჯოზეც მიიტანეს, სადაც ნარვის დრაგუნთა პოლკის შტაბ-ბინაში სხვადასხვა სოფლებში დამარცხებულმა ესკადრონების ნაწილებმა მოიყარეს თავი. თბილისიდან დახმარების მიღების იმედი აღარ იყო და პორტნიაგინი 9 თებერვალს, ღამით, ერთი მუჭა გადარჩენილი ჯარისკაცებით (261 კაცით, ნაცვლად 1200-ისა) გამოეპარა გარშემორტყმულ ალყას და შემოვლითი გზებით თბილისისკენ გამოეშურა.

ამგვარად, სულ რაღაც ათიოდე დღის განმავლობაში, თუ არ ჩავთვლით თელავში, ყარაღაჯსა და ქოდალოში ნახევრად განიარაღებულ ალყაშემორტყმულ რაზმებს, კახეთში რუსის ჯარი აღარ გაჭაჭანებულა.

10 თებერვალს აჯანყება ანანურის მაზრასაც მოედო, სადაც იოსებ სიდამონიშვილის ხელმძღვანელობით ფშავ-ხევსურებისა და თიანელების ათასკაციანი რაზმი მოვიდა. სიდამონიშვილმა შიკრიკები დააგზავნა დარიალის ხეობაში მთიულებთან, მოხევეებთან, გუდამაყრელებთან და მოუწოდა, შეერთებოდნენ, რათა საბოლოოდ შეეკრათ საქართველოს რუსეთთან შემაერთებელი ეს ერთადერთი გზა. მხოლოდ თავადების ყაზბეგის, კონსტანტინე მუხრანბატონისა და თორნიკე ერისთავის ენერგიული მოქმედების მეოხებით რუსული ხელისუფლებისთვის ვითარებამ კრიტიკულ ზღვარს ვერ მიაღწია.

ვლადიკავკაზიდან გამოგზავნილი როტა და ქართლიდან მოშველებული გრენადერები თავგანწირვით იბრძოდნენ მეამბოხეთა წინააღმდეგ. რუსებმა დაიბრუნეს ანანური, დუშეთი, საშაბუროსთან დაამარცხეს სიდამონიშვილის რაზმი, მაგრამ საქართველოს სამხედრო გზა საბოლოდ ვერ გაწმინდეს.

20 თებერვლისთვის ქართლიდან კახეთში შევიდა ბატონიშვილი გრიგოლ იოანეს ძე, რომლის გასახლებაც რუსულ ხელისუფლებას რატომღაც გამორჩენოდა. ბაგრატიონთა სახლის წევრის გამოჩენამ აჯანყებულები იდეურად გააერთიანა და შემდგომი ბრძოლისთვის წაახალისა. მაგრამ იმავე ხანებში ყარაბაღიდან სასწრაფოდ დაბრუნდა პაულუჩი და მოლაპარაკება სცადა აჯანყებულებთან. იგი მათ ღალატსა და ფიცის გატეხას აბრალებდა, დიდი ჯარითა და საბოლოო დაქცევით აშინებდა და ამავე დროს, ჰპირდებოდა - ვინც იარაღს დაყრის და დანაშაულს მოინანიებს, არ დაისჯებაო. მეამბოხეებმა პაულუჩის ღირსეული პასუხი გასცეს. მათ მოღალატეობისგან თავი შორს დაიჭირეს და ყველაფერში ადგილობრივი ხელისუფლება დაადანაშაულეს - თქვენ გადახვედით ხელმწიფის ბრძანებას, უსამართლოდ გვექცეოდით, გვხოცავდით, თოკით გვახრჩობდით, ჩვენს ცოლ-შვილს შეურცხყოფას აყენებდით. ამდენი უბედურება ვერ ავიტანეთ, ასეთ სიცოცხლეს სიკვდილი ვამჯობინეთ და მტკიცედ გადავწყვიტეთ, ბრძოლაში დავიხოცოთო.

პაულუჩიმ პირველი შეტევა ხაშმის სამებასთან გამაგრებულ ამბოხებულებზე მიიტანა. ცხარე ბრძოლის შემდეგ მან მიწასთან გაასწორა "აჯანყებულთა ბუდე". არტილერიით აღჭურვილი რეგულარული ჯარის უპირატესობამ ჰაი-ჰარად შეიარაღებული მეამბოხეების წინაშე თავისი გაიტანა და პაულუჩი ზედიზედ ამარცხებდა აჯანყებულებს, ათავისუფლებდა ალყაში მომწყვდეულ რუსული ჯარის ნაწილებს.

10 მარტისთვის აჯანყებულთა წინააღმდეგობა ყველგან გატეხილი იყო, ურჩი სოფლები - გადამწვარი და ირგვლივ სახელდახელოდ ჩასმულ ბოძებზე ჩამომხრჩვალი მეამბოხენი ეკიდნენ.

პაულუჩიმ კარგად იცოდა, მხოლოდ სისასტიკით ვერას გააწყობდა და დათმობებზე უნდა წასულიყო. ამიტომ აჯანყებაში მონაწილეთა ამნისტიის გამოცხადების გარდა კახეთს მმართველობის რეფორმის გატარებასაც დაჰპირდა.

თუ თეიმურაზ და დავით ბატონიშვილებს დავუჯერებთ, პაულუჩი იძულებული გამხდარა, უფრო დიდ დათმობაზე წასულიყო და ჩუმლაყთან ბრძოლის დროს აჯანყებულებს რუსეთიდან ბატონიშვილების ჩამოყვანას ჰპირდებოდა. "ამას ზედა მხიარულ იქმნეს კახნი და ჰყვეს ზავ და მოჰგვარეს გაღმა-მხარელთ უმეტეს სამასისა სალდათნი შეპყრობილნი აფიცრებითურთ, რომელნიცა შეიპყრეს ამბოხსა მას..." რა თქმა უნდა, ყველა ამ პირობის, განსაკუთრებით კი უკანასკნელის, შესრულება პაულუჩის კომპეტენციას დიდად აჭარბებდა და ალბათ ეს გარემოებაც უნდა ყოფილიყო იმის მიზეზი, რომ კახეთიდან თბილისში დაბრუნებულ პაულუჩის იმპერატორის ბრძანება დახვდა, რომლითაც მას პეტერბურგში იწვევდნენ, ნაცვლად კი რტიშჩევს ნიშნავდნენ. მარკიზმა ყველა ღონე იხმარა, რაც შეიძლება სწრაფად გასცლოდა აქაურობას; კახელმა თავადაზნაურობამ კი ამავე მიზეზით დელეგაცია აფრინა იმპერატორთან და მისი დატოვება ითხოვა, მაგრამ მათ თხოვნას ხელმწიფემ ყური არ ათხოვა.

1812 წლის 20 აპრილს საქართველოში ახალი მთავარმართებელი გენერალ-ლეიტენანტი ნიკოლოზ თევდორეს ძე რტიშჩევი ჩამოვიდა. რტიშჩევმა მოსვლის უმალ შეამჩნია, რომ აჯანყება მხოლოდ მიჩუმებული იყო და არა შეწყვეტილი. აჯანყებამ კვლავ იფეთქა და აპრილის ბოლოსა და მაისის დასაწყისისთვის თითქმის მთელ კახეთსა და ანანურის მაზრას მოედო. ამბოხებულებმა კინაღამ შეკრეს საქართველოს სამხედრო გზა. შეშფოთებულმა რტიშჩევმა კახეთში დიდი ჯარით გაგზავნა გენერალი სტალი და გენერალი დიმიტრი ორბელიანი.

1812 წლის თებერვალში, აჯანყების პირველ ეტაპზე, ალექსანდრე ბატონიშვილს კახელი თავადების 40-კაციანი დელეგაცია მიუვიდა. ბატონიშვილი კახეთში მიიწვიეს და "აღუთქვეს პირი მტკიცე, რათა ჰყონ მეფედ თვისსა ზედა". ბატონიშვილის მოწოდებანი, რომლებშიც იგი კახელებს, თუშ-ფშავ-ხევსურებსა და მოხევეებს ერთგულებას, მამულისთვის გარჯასა და მხნეობას უქებდა, მთელ საქართველოში იყო მოფენილი. 12 წლის განმავლობაში სამშობლოდან გადახვეწილმა ბატონიშვილმა საქართველოში ჩამოსასვლელად მეტად ხელსაყრელი დრო შეარჩია - რუსეთი ნაპლეონთან სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში იყო ჩაბმული და კავკასია-საქართველოსთვის არ ეცალა.

მიუხედავად იმისა, რომ ორბელიანი დროზე გააფრთხილეს - ალექსანდრე საქართველოში აპირებს შემოსვლასო, და თითქოს სათანადო ზომებიც ჰქონდა მიღებული: მტკვარზე გადმოსასვლელი ყველა ფონი გაამაგრა და თვითონაც ორი დღე და ღამე დიღომთან სდარაჯობდა, - ბატონიშვილმა ასკაციანი ამალით ისე გადმოიარა თრიალეთი, კავთისხევთან კოწახურის ფონზე გადალახა მტკვარი, მუხრანზე გაიარა და თიანეთს ისე მივიდა, გენერალმა ვერა გაიგო რა.

თიანეთიდან ბატონიშვილმა ყველა კუთხეში შიკრიკები აფრინა და ქართველ ხალხს თავის დროშის ქვეშ დარაზმვისაკენ მოუწოდა. მოწოდებას თუშ-ფშავ-ხევსურებსა და კახელებთან ერთად ქართლის მრავალი არისტოკრატიც გამოეხმაურა და ალექსანდრე ბატონიშვილთან მნიშვნელოვანმა ძალამ მოიყარა თავი, რომელიც, რაზმებად დაყოფილი, ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში ებრძოდა რუსულ ხელისუფლებას.

ალექსანდრე ბატონიშვილმა თავიდანვე იგდო ხელთ ინიციატივა და მის წინააღმდეგ მოქმედი ჯარების მთავარსარდალს დიმიტრი ორბელიანს პარტიზანული ბრძოლით დაუპირისპირდა. მალე ბატონიშვილის მიერ გამწარებული ორბელიანი იძულებული შეიქნა ეღიარებინა, "უფლისწული თავს მარიდებს და ადვილად ინაცვლებს ერთი ადგილიდან მეორისაკენ, მე კი... ყველგან დავდევ, ვიბრძვი და ვკარგავ მეომრებს, რადგანაც სრულიად აღსდგა მთელი ერი ჩვენს წინააღმდეგ, მას ყველგან იღებენ და ადვილად მისხლტება ხელიდანო".

13 ოქტომბერს ყარაბაღიდან დაბრუნებულ მთავარმართებელს უნუგეშო სურათი დახვდა: მთელ კახეთში აჯანყების ცეცხლი გიზგიზებდა. ქართლის მოსახლეობაც მეამბოხეებს თანაუგრძნობდა. გენერლების სიმონოვიჩისა და სტალის ხელმძღვანელობით გაგზავნილმა ჯარის ნაწილებმა საქართველოს სამხედრო გზის გაწმენდის შემდეგ კახეთში გადაინაცვლეს და შეერთებული ძალებით მიიტანეს იერიში ალექსანდრე ბატონიშვილზე.

ამ ეტაპზე, რტიშჩევის მითითების თანახმად, ხელისუფლება არავითარ დათმობაზე აღარ წავიდა და საგანგებოდ სასტიკ ზომებს მიმართა. რუსის ჯარი უწყალოდ კაფავდა ბაღ-ვენახებს, ცეცხლს უკიდებდა და ნაცარტუტად აქცევდა კახეთის აყვავებულ სოფლებს. რტიშჩევმა სისასტიკესთან ერთად რუსული ხელისუფლების მიერ მრავალგზის ნაცად ხერხს - მოსყიდვასაც მიმართა - 26 ნოემბერს მანავთან გამართულ გადამწყვეტ ბრძოლაში ბატონიშვილის დასახმარებლად მოსული ლეკების რაზმი მოისყიდა და მათაც უცაბედად მიატოვეს ბრძოლის ველი. ბარძიმ ჩერქეზიშვილმა რუსთა ჯარს ქართველთა ბანაკის შესასვლელი უჩვენა - აჯანყებულები საბოლოოდ დამარცხდნენ. ბატონიშვილი თიანეთში გაიქცა, იქიდან კი ხევსურეთში ავიდა.

ალექსანდრე ბატონიშვილის ხევსურეთში ყოფნას, საიდანაც იგი ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში მოწოდებებს აგზავნიდა და კვლავ ახალი ბრძოლისთვის რაზმავდა ხალხს, რტიშჩევი ადვილად ვერ შეეგუებოდა. მან ჯერ წერილებით სცადა ალექსანდრე ბატონიშვილის ხევსურეთიდან გამოტყუება, მაგრამ როცა არაფერი გამოუვიდა, 1813 წლის მაისში ხევსურეთს ერთდროულად ოთხი მხრიდან შეუსია ჯარი. უთანასწორო თავგანწირულმა ბრძოლამ 600-მდე ხევსური შეიწირა. რუსებმა შატილი ბრძოლით აიღეს, მაგრამ ალექსანდრე ბატონიშვილი ხელიდან გაუსხლტათ და ლეკებთან, ანწუხს შეაფარა თავი.

რტიშჩევმა კახელები სამაგალითოდ დასაჯა - კონტრიბუციის გადახდა შეაწერა. კახეთის აჯანყებაში მონაწილე თავადაზნაურობას ყმა-მამული ჩამოართვეს, ნაწილი აჯანყებულებისა ირანში გიქცა, ნაწილი კი სამხედრო სასამართლომ გაასამართლა და ვორონეჟის, კურსკის, ტობოლსკის, პერმის გუბერნიებში გადაასახლა, როგორც სახელმწიფო დამნაშავეები. განსაკუთრებით აქტიურ მოჯანყეებს თავადაზნაურის წოდება ჩამოართვეს და სამუდამო კატორღა მიუსაჯეს...
ბეჭდვაელფოსტა
01.11. 2021
ილია
და ამ დროს ის კაცი, დიდის ამბით ამ დრომდე მისი ძეგლი რომ გვაქვს პეტრე ბაგარიოტნი, აჯანყევულ კახელებს, რომლებიც იმიტომ აჯანყდნენ, რომ რუსი ღორი ცოლ, შვილს თვალწინ ნამუსს ხდიდა და ქვევრში უსაქმებდა, უთვლიდა კახელებს: ჭკვიანად იყავითო!!!! და მისი ძგლი კიდევ პატივშია!!!
სხვა სიახლეები
28.06.2024
ამ ვრცელი წერილის დაწერა ჩემი სოფლის და საქართველოს მთის სიყვარულმა გამაბედინა, სადაც უზრუნველი ბალღობის წლები გავატარე.
02.06.2023
ლაშა-გიორგის დროინდელი ერთი უცნობი ქართველი მემატიანის სიტყვით, დავით აღმაშენებელმა "სიცოცხლის შინა დასუა მეფედ დემეტრე
24.05.2022

324 წელს რომის იმპერატორმა წმინდა კონსტანტინე დიდმა გადაწყვიტა, იმპერიის დედაქალაქი აღმოსავლეთის პროვინციების სიახლოვეს გადაეტანა, რომელიც იმავე დროს დასავლეთთან კავშირს არ დაკარგავდა.

20.05.2022
საქართველოს სამეფოს იმ აშლილობის დროს, რომელიც დამკვიდრდა უსინათლო თეოდოსის მეფობაში, მმართველ მოწინავე წრეში საბედნიეროდ მაინც აღმოჩნდა შეგნებული ჯგუფი,
08.02.2022

მეფე დავით აღმაშენებელი - (1125 წ. 24 იანვარი)


თითქმის რვა საუკუნემ განვლო მას შემდეგ, რაც მიიცვალა სახელოვანი და დიდებული მეფე გაერთიანებულის საქართველოსი დავით აღმაშენებელი.

25.01.2022
გვსურს გავიხსენოთ ერთი ლამაზი წერილი, რომელიც 24 წლის დიაკვანმა მიხა ხელაშვილმა მისწერა თავისი ძმადნაფიცის, ხევსური გიგიას დას პარასკოს.
07.01.2022
შესავალი
ეკლესიის ისტორიია ამოსავალ პუნქტს წარმოადგენს ჩვენი მაცხოვრის იესო ქრისტესა და მისი მოციქულების საქმე და ცხოვრება, მაგრამ როგორც ცნობილია, ქრისტიანული მოძღვრების საყოველთაო გავრცელებას წინ უძღოდა კაცობრიობის მომზადება მაცხოვრის მისაღებად
13.12.2021
370 წლის ახლოს კლარჯეთი განუდგა ქართლის მეფე ვარაზ-ბაქარს და "მიერთნეს ბერძენთა".
29.11.2021
ყველისციხე, ყუელისციხე — ციხესიმაგრე შუა საუკუნეების სამხრეთ საქართველოში, ჯაყისწყლის სათავეში, არსიანის ქედის ყველის მთაზე (ახლანდელი თურქეთის ტერიტორია).
02.10.2021
მტარვალმა შაჰ აბასმა ერთაწმინდაში წმინდა ევსტატეს სახელობის ტაძრის დანგრევა მოისურვა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat