როგორ ანგრევდა რუსეთი ქართულ სახელმწიფოს
როგორ ანგრევდა რუსეთი ქართულ სახელმწიფოს
საქართველოს სამეფო ოჯახის დარბევა
მათ, ვისაც ახლაც მითი ჰგონია საქართველოში რუსების მიერ ჩადენილი საშინელებები, ვთავაზობთ ქართლ-კახეთის უკანასკნელი მეფის გიორგი XII-ის მეუღლის, დედოფალ მარიამის წერილს.

თბილისში პეტერბურგიდან მოვლენილმა გენერალმა ციციანოვმა გენერალ ლაზარევს გიორგი მეთორმეტის დაქვრივებული მეუღლის, დედოფალ მარიამისა და მისი ოჯახის რუსეთში სასწრაფოდ გასახლება უბრძანა, რათა დედოფლის მომხრენი დაეშინებინა, თვითონ მარიამი კი ქვეშევრდომთა თვალში დაემცირებინა. ლაზარევს საგანგებოდ დაევალა, დაპატიმრება-გასახლება საჯარო ზეიმით ჩატარებულიყო.

და აი, 1803 წლის 19 აპრილს გენერალმა ლაზარევმა დედოფლის სასახლეს ალყა შემოარტყა.

შემდგომ უკვე ვორონეჟის მონასტერში შვილებიანად გადასახლებული დედოფალი გარდაცვლილი იმპერატორის პავლე I-ის მეუღლესა და პეტერბურგის მიტროპოლიტს წერდა:

"ბავშვები, რომლებიც ჩვენს ასეთ საშინელ ყოფას და ყოველ კარების წინ დაყენებულ დარაჯებს ხედავდნენ, შიშსა და ძრწოლასთან ვერცა სჭამდნენ, ვერცა სვამდნენ და გათენებამდის არ უძინიათ, მთელი ღამე ქვითინში გაატარეს... პაწია ირაკლი კი შიშისგან შეპყრობილი და მთლად აკანკალებული ჩემთან დავაწვინე, რათა ბალღი ოდნავ დაწყნარებულიყო.

განთიადზე, როცა სასახლის ეკლესიაში დილის ცისკარს ჩამოჰკრეს, მოვიდა ისევ ღენერალი ლაზარევი ოფიცრებით და ყაზახებით. შემოვიდა ჩემთან და მოხელენი გარეთ გაჰყარა. ამავე დროს მითხრა, თითქოს ის გამოეგზავნოს ციციანოვს ჩვენდა გასამგზავრებლად და რომ მან საგანგებო ეკიპაჟი მოიყვანა. იმ დროს მე სამი-ოთხი თვის ნაავადმყოფარი ვიყავ, ხოლო ჩემი მცირეწლოვანი ვაჟი ოქროპირი კიდევ ავად მყავდა. ამის გამო ვსთხოვე ლაზარევს - შეეხვეწოს ციციანოვს, რათა ნება მომცეს, ჩემი ავადმყოფი ვაჟი მაინც დავტოვო, ვიდრე მოიკეთებდეს და შემდეგ ისიც წარმოგზავნოს. ლაზარევმა უარი განმიცხადა. ამგვარი პასუხის შემდეგ მე უფრო დაბეჯითებით დავუწყე თხოვნა - მომცენ დრო, თუნდა მხოლოდ ერთი საათი, ვიდრე გაიღვიძებდნენ ბავშვები, რათა სახლიდან ერთად გავსულიყავით, მაგრამ მან არავითარი მუდარა მხედველობაში აღარ მიიღო. ის ჩემთან ახლოს მოვიდა, საცა მე პაწია ბავშვით, ირაკლით ვიწექი, თითით ჩემზე აჩვენა და უბრძანა ოფიცრებს: უმალვე წავეყვანეთ მე და ჩემი ასული თამარიცა... მაშინვე მოცვივდნენ ჩემთან რვამდე ოფიცრები და ყაზახები და ხელი წამავლეს, ხოლო ხუთმა მათგანმა ჩემი ქალი თამარი შეიპყრეს. დაინახა რა ეს ყველაფერი ჯიბრაილმა, იშიშვლა თავისი ხანჯალი და დაუყვირა რუსთ, რომ ვიდრე ის ცოცხალია, არავის არ მისცემს ნებას, ათრიონ მათი დედა; უბრძანა - გასულიყვნენ ეხლავ და რომ მათ ჩვენის ნებით გამოვყვებითო. ასე უბრალოდ რად გვათრევენო? ამავე დროს თამარმა, რომელსაც ხუთი კაცი შემორტყმოდა, დაინახა რა იქვე მეორე ხანჯალი, მას ხელი დაავლო... ამის მნახველნი ჩვენი შემპყრობნი დაშინდნენ, ერთბაშად მიგვატოვეს და გარეთ გაცვივდნენ.

შემდეგ უცებ ჩვენთან შემოვარა ღენერალი ლაზარევი ამოღებულის ხმლითა. მასთანავე შემოცვივდნენ ხმალამოღებულნი ოფიცრები და ყაზახები. უეცრად მე მჯდომარემ დავინახე ჩემს წინ მდებარე ხანჯალი და მას ხელი წავავლე. დაინახა რა შემოცვენილები გაშიშვლებულის ხმლებითა, დედაჩემი მათ წინ მიეგება და მუხლებში ჩაუვარდა. ის მათ ევედრებოდა, თავი დაენებებინათ ამ ჩხუბისათვის. იმათ ყურიც არ ათხოვეს დედას, წაჰკრეს რა სათითაოდ ფეხი დაჩოქებულ მოხუცს, მასზე გადაიარეს და გათელეს ის. ამ დროს ლაზარევმა უკანიდან ხმალი მომიქნია, რომელიც მხარში მომხვდა და დავიჭერი. მან ხორცი გამიჩეხა ძვლამდე ხელისგულისოდენაზე. როცა ძალით მიმათრევდნენ, იმ დროს მეორედ დამარტყა ხმალი კაჭკაჭევმა (პოლიციელმა, ტომით სომეხმა. პლატონ იოსელიანის ცნობა)... მესამედ კი, თვალი ვეღარ მოვკარი, თუ ვინ დამარტყა ხმალი, თვითონ ლაზარევმა თუ ვინმე სხვამ. მას მე მარცხენა ხელი მივაგებე და ხმალმა ნეკი ხელის გულამდე ჩამიჭრა. ამ დროს შემოხვეოდნენ ჩემ შვილთ თამარს და ჯიბრაელს, რომელთაც თბილისის ნაცვალი ხანჯლის დანებებას სთხოვდა. ვიღაცა ყაზახმა თუ ოფიცერმა ხმალი მოუქნია თამარს, რომელსაც იქ მყოფმა ძიძამ ხელი აჰკრა და მას ხელი წააგდებინეს. ჩემი სისხლით შეღებილი იყო მცირეწლოვანი შვილი ირაკლი, რომელიც გულსაკლავად ღრიალებდა. ამ დროს მას და ჩემ სხვა ბავშვებსაც სათითაოდ ხელი წაავლეს და განუკითხავად მოედანზე გააგდეს, გამზრდელის ძუძუს მოსწყვიტეს და წაათრიეს, მიუხედავად საშინელი ყვირილისა.

საცოდავი დედაჩემი ჩემთან მოვარდა; მნახა რა სისხლში ამოსვრილი, მწარედ დამტიროდა და ცდილობდა, გონებას მოვეყვანე. მასთან ყაზახები მივარდნენ და დასცხეს თოფის კონდახები...

უცებ სალდათები შემოიყვანეს და ჩემ ტახტს გარს შემოარტყეს. ამათ მოიტანეს წყალი და დამიწყეს: ყაზახმა - პირიდან, ხოლო ნაცვალმა ხელისგულით შხურება და გრძნობაზე მომიყვანეს. შემდეგ ამიყვანეს და საბანზე დამაწვინეს; დამსვეს ლაზარევის დროშკაზე და თავქვეშ ჩემი გასისხლიანებული ბალიში ამომიდეს. ამ დროს მოიყვანეს ორმოცი თუ სამოცი კაცი მუშა; ჩემი ჭრილობებიდან, რომლებიც ჯერ კიდევ შეხვეული არ მქონდა, მათ სისხლი ენთხეოდათ. უკან ხალხი მომზდევდა, მწარე ხმით სტიროდნენ და იგლეჯდნენ თმებსა, გვხედავდნენ რა მე და შვილთა ჩემთა ასეთ საშინელ ყოფაში; მათთან ერთად მთელს ვერსზე სამღვდელოება მოგვზდევდა, ბოლოს ჯარისკაცთაგან უკუქცეულ იქნენ. როცა ვერაზე მიმიყვანეს, მკურნალი თათულა მოვიდა ჭრილობათა შესახვევად და რაკი მათ სხვა ვერა იშოვეს რა, გამოართვეს ერთ ყაზახს ტილოს სქელი ნაჭერი და იმით შემიხვიეს ჭრილობა. ამ დროს ექიმმა თათულამ პირველად განმიცხადა, ლაზარევი მოკლულიაო (ვინაიდან რუსი გენერალი უდიერად მოექცა მართლმადიდებელ დედოფალს, მარიამმა ხანჯლით მოკლა შეურაცხმყოფელი, - მ.ტ.)...

ვიწყევლი ჩემ ბედს! ჩემი ნაგვემი სხეული დაკოდილია მრავალთაგან უწყალოდ და ნათრევია უღმერთო ხალხისაგან; მე, მოკლებული მამულთა ჩემთა, რომელიც თუმცა არც ისე დიდია, მოკლებული ვარ აგრეთვე საერთო საფლავს ჩემ საყვარელი ქმრის გვერდითა, მოშორებული ვარ სვეტიცხოველსა და ქრისტეს ძალსა მცხეთის საკრებულო ტაძრისას... აწ დასახიჩრებული, ექვსი ბატონიშვილითურთ, ღირსებააყრილი რუსეთს მოუყვანივართ, რათა ახალს განსაცდელს მივეცით".

არც იმპერატორმა, არც დედამისმა და არც პეტერბურგის მიტოპოლიტმა ამ ცრემლით სავსე მიმართვას ყურადღება არ აღირსა და დედოფალი ძალად გადაასახლეს ბელგოროდის მონასტერში.
ბეჭდვაელფოსტა
23.04. 2018
mako
gmerto chemo rogor gvglejdnen usamartlod
09.05. 2017
ნანა
ასეთი ნატანჯი ერი როგორიც ჩვენ ვართ ქართველები ოდითგანვე არ არსებობს, მიმტევებლები, მოსიყვარულე და სტუმართმოყვარე. ჭეშმარიტად რომ ქრისტეს შვილები ვართ, ვპატიობთ ყველას და მიუხედავად ამდენი ცილისწამებისა და ბოროტებისა მაინც პატივს მივაგებთ ყველას,მახსოვს აქ ჩამოვიდოდნენ თუ იქ ჩავიდოდნენ ქართველები, ყველგან ჩვენ ვიყავით მასპინძლები. დიდება და მადლობა ყველა იმ მეფეს და დედოფალს რომელმაც ასე გმირულად დაითმინა ეს განსაცდელი.
16.12. 2015
shota
Gmerto, agvidgine samefo takhti - konstituciuri monarqia da gadzlierdeba Saqartvelo! Gmerto, gaadzliere Saqartvelo!
27.11. 2015
დ.დ, დაჯი@მეილ.რუ
თამარ და არჩილ პაპავები --, ,უკანასკნელი დედოფალი საქართველოისა მარიამი"--- არგენტინა 1956 წელი შემზარავი ისტორია საქართველოს უკანასკნელი დედოფლის, მარიამისა, რომელსაც 49 წელი არ აღირსეს სამშობლოში დაბრუნება, სამაგიეროდ დარიალის ხეობიდან მისი ნეშტი ქართველებმა და ოსებმა ხელით ჩამოასვენესა და სვეტიცხოველში დაკრძალეს!!!
სხვა სიახლეები
28.06.2024
ამ ვრცელი წერილის დაწერა ჩემი სოფლის და საქართველოს მთის სიყვარულმა გამაბედინა, სადაც უზრუნველი ბალღობის წლები გავატარე.
02.06.2023
ლაშა-გიორგის დროინდელი ერთი უცნობი ქართველი მემატიანის სიტყვით, დავით აღმაშენებელმა "სიცოცხლის შინა დასუა მეფედ დემეტრე
24.05.2022

324 წელს რომის იმპერატორმა წმინდა კონსტანტინე დიდმა გადაწყვიტა, იმპერიის დედაქალაქი აღმოსავლეთის პროვინციების სიახლოვეს გადაეტანა, რომელიც იმავე დროს დასავლეთთან კავშირს არ დაკარგავდა.

20.05.2022
საქართველოს სამეფოს იმ აშლილობის დროს, რომელიც დამკვიდრდა უსინათლო თეოდოსის მეფობაში, მმართველ მოწინავე წრეში საბედნიეროდ მაინც აღმოჩნდა შეგნებული ჯგუფი,
08.02.2022

მეფე დავით აღმაშენებელი - (1125 წ. 24 იანვარი)


თითქმის რვა საუკუნემ განვლო მას შემდეგ, რაც მიიცვალა სახელოვანი და დიდებული მეფე გაერთიანებულის საქართველოსი დავით აღმაშენებელი.

25.01.2022
გვსურს გავიხსენოთ ერთი ლამაზი წერილი, რომელიც 24 წლის დიაკვანმა მიხა ხელაშვილმა მისწერა თავისი ძმადნაფიცის, ხევსური გიგიას დას პარასკოს.
07.01.2022
შესავალი
ეკლესიის ისტორიია ამოსავალ პუნქტს წარმოადგენს ჩვენი მაცხოვრის იესო ქრისტესა და მისი მოციქულების საქმე და ცხოვრება, მაგრამ როგორც ცნობილია, ქრისტიანული მოძღვრების საყოველთაო გავრცელებას წინ უძღოდა კაცობრიობის მომზადება მაცხოვრის მისაღებად
13.12.2021
370 წლის ახლოს კლარჯეთი განუდგა ქართლის მეფე ვარაზ-ბაქარს და "მიერთნეს ბერძენთა".
29.11.2021
ყველისციხე, ყუელისციხე — ციხესიმაგრე შუა საუკუნეების სამხრეთ საქართველოში, ჯაყისწყლის სათავეში, არსიანის ქედის ყველის მთაზე (ახლანდელი თურქეთის ტერიტორია).
02.10.2021
მტარვალმა შაჰ აბასმა ერთაწმინდაში წმინდა ევსტატეს სახელობის ტაძრის დანგრევა მოისურვა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat