სვეტიცხოვლის აღდგენით დაიწყო ალექსანდრე დიდმა საქართველოს აღმშენებლობა
სვეტიცხოვლის აღდგენით დაიწყო ალექსანდრე დიდმა საქართველოს აღმშენებლობა
თემურლენგის მიერ ცეცხლითა და მახვილით შექმნილი უზარმაზარი იმპერია მისი სიკვდილისთანავე დაემხო. მომავალს მან მხოლოდ გადამწვარ-განადგურებული ქვეყნები და ადამიანთა ძვლებისგან აგებული მინარეთები დაუტოვა. აზიის მრავალმა სახელმწიფომ საუკუნეების განმავლობაში ვერ შეძლო წელში გამართვა.

თემურლენგის შემოსევებმა საქართველოსაც საზარელი კვალი დაამჩნია. ქვეყანა მიწისძვრითა და გრიგალით განადგურებულს ჰგავდა.

თემურლენგის უკანასკნელი შემოსევის შემდეგ თანდათან ძალა მოიკრიბა ქვეყნის განადგურებული მეურნეობის აღსადგენად დაწყებულმა მუშაობამ. თავდაპირველად ყველაფერი კერძო ფეოდალთა თაოსნობით მიმდინარეობდა, შემდეგ კი ამ დიდ საქმეში მომძლავრებული სამეფო კარიც ჩაერთო. ქვეყნის აღორძინებისთვის გაჩაღებულ ამ დაუღალავ შრომას სათავეში მეფე ალექსანდრე I (ალექსანდრე დიდი) ჩაუდგა.

ალექსანდრე I კონსტანტინე მეფისა და ქუცნა ამირეჯიბის ასულის ნათიას ძე იყო. მეფე-დედოფალს თურმე კარგა ხანს არ ჰყავდა შვილი. დედოფალი ყველა სალოცავს უდებდა აღთქმას და ძის მოცემას ევედრებოდა, რათა სამეფო კარი უმემკვიდრეოდ არ დარჩენილიყო. ბოლოს "შეეწყალა პატიოსანსა ულუმბისა ღვთისმშობელსა და მიეცა ძე". ეს 1390 წელს მომხდარა. ბედნიერ დედოფალს "საქონელი ურიცხვი" შეუწირავს ულუმბოს მონასტრისთვის და მცირე ხნის შემდეგ თავადაც მონაზვნად შემდგარა.

პატარა უფლისწულის აღზრდა ბებიამ, რუსამ, ითავა. მეფე ალექსანდრე ხშირად იხსენებდა გამზრდელ ბებიას და მისი სულის საოხად მრავალჯერ აღაპიც შეუწირავს ეკლესიისთვის.

რუსა, ქუცნა ამირეჯიბის მეუღლე, არაჩვეულებრივი პიროვნება ყოფილა. სწორედ ბებიას მიუცია უფლისწულისთვის იავარქმნილი საქართველოს განახლებისა და აღმშენებლობის პირველი მაგალითი. ალექსანდრე მეფის დაუღალავი ღვაწლი ქვეყნის აღორძინებისათვის სწორედ ბებიისაგან ჩანერგილ სამშობლოს ერთგულებისა და მოვალეობის გრძნობაზე იყო დაფუძნებული.

ალექსანდრე I სამეფო ტახტზე მამის გარდაცვალების შემდეგ ავიდა (ტყვედ ჩავარდნილი კონსტანტინე ჩალაღანში საკუთარი ხელით მოკლა ყარა-იუსუფმა). ახალგაზრდა მეფეს ქვეყნის მთლიანობის განსამტკიცებლად არაერთხელ მოუხდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გალაშქრება. ჯერ ოდიშის მთავარმა, მამია დადიანმა, აფხაზეთის დამორჩილება მოისურვა, მაგრამ დამარცხდა და თავად შარვაშიძესთან ბრძოლაში დაიღუპა. ქვეყნის არევის შიშით მეფე ალექსანდრე ლაშქრით სასწრაფოდ გადავიდა სამეგრელოში. აქ მას დაღუპული მამია დადიანის შვილი ლიპარიტი შეეგება და მამის შეცდომის გამო პატიება სთხოვა. მეფემ მიუტევა და სამეგრელოს მთავრად დაამტკიცა. შემდეგ აფხაზეთში გადავიდა და შარვაშიძისგან ერთგულების ფიცი მიიღო.

დასაწყისშივე ჩააქრო მესხეთის მთავრის ურჩობაც. სამცხის ათაბაგმა, მეფის გაფრთხილების მიუხედავად, ჯარის შეკრება და ქართლზე გალაშქრება გადაწყვიტა. ალექსანდრე კოხტასთავთან დახვდა ამბოხებულს და სასტიკად დაამარცხა. შემდეგ "შევიდა სამცხეს და დაიპყრნა ყოველნი ციხენი, ექსორიაჰყვნა ურჩნი". მაშინ კი ითხოვა პატიება დატყვევებულმა ათაბაგმა. გულმოწყალე მეფემ მასაც მიუტევა, "განაგნა და დაამშვიდნა მუნებური სიბრძნე-მეცნიერებითა თვისითა".

ალექსანდრე მეფეს მხოლოდ ურჩ მთავრებთან როდი უწევდა ბრძოლა. მეფობის პირველივე წლებში მას თურქმანთა შემოსევების მოგერიება მოუხდა, შემდეგ კი ბრძოლით დაიბრუნა ლორე და სივნიეთი (ახლანდელი ყარაბაღი), რომლებიც დიდი ხანი იყო, თურქმან მომთაბარეებს დაეპყროთ.

ყველას, ვისაც რაიმე სიგელი ჰქონდა შემორჩენილი, "ანუ ჩამომავლობით პაპათა და მამათაგან არა თუ მახსოვრობით, მათი მომავალთაგან სმენით სმენოდა", მეფემ დაუბრუნა დამპყრობელთა მიერ წართმეული ქონება.

მაგრამ ალექსანდრე I-ის მთავარი დამსახურება სამხედრო და პოლიტიკური წარმატებები არ ყოფილა. მისი მეფობის მთელი მნიშვნელობა ნანგრევებად ქცეულ ქვეყანაში ფართოდ გაშლილი აღმშენებლობა იყო.

უპირველეს ყოვლისა, მეფე ბებიის ანდერძის ასრულებას შეუდგა. უკვე ხანდაზმული ღვთისმოსავი ქალბატონი საკუთარი ძალებით შესდგომია დანგრეული სვეტიცხოვლის ტაძრის აღდგენას. თავად მეფე წერდა: "გამოჰკაზმა საყდარი და იწყო შენებად სუეტთა საყდრისათა", მაგრამ "ცრუ და მტყუანმა, უნამუსო და უმდგომო" წუთისოფელმა ოცნების ასრულება არ დააცადაო.

სვეტიცხოვლის აღდგენით დაიწყო ალექსანდრე დიდმა საქართველოს აღმშენებლობა. ტაძარი ისე ძლიერ ყოფილა დაზიანებული, რომ მისი "ახლად განვრცომა და აღშენება" 19 წელიწადი გაგრძელებულა. 1431 წლის ერთ-ერთ სიგელში ალექსანდრე წერდა: "განსრულდა ყოვლადვე უნაკლულოდ თავი ცათა-მობრძავი საყდარი და შიგან ღვთივ აღმართებული სუეტიცხოველი".

ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული სვეტიცხოვლის მშენებლობა, რომ ალექსანდრე მეფე მთელ საქართველოში შეუდგა განადგურებული სულიერი ძეგლების აღდგენას. ამისთვის მან 1425 წელს საგანგებო საკომლო გადასახადიც კი დააწესა, რომელიც 1440 წელს, ძირითადი სამუშაოების დამთავრების შემდეგ, კვლავ გააუქმა. ნანგრევებიდან თანდათან წამოდგნენ საქართველოს ციხეები და ეკლესია-მონასტრები. რუისის ტაძრის კარიბჭეზე დღესაც იკითხება იმდროინდელი ასომთავრული წარწერა: "ზე ადიდენ ღმერთმან მეფეთა-მეფობა დიდისა ალექსანდრესი, რომლისა მიერ კვალად აღეშენა საყდარი ესე. ადიდენ ღმერთმან და სული მათი კურთხეულ ყავნ".

ალექსანდრე მეფის მზრუნველობა უცხოეთში მიმოფანტულმა ქართველებმაც იგრძნეს. განახლება შეეხო საბერძნეთისა და პალესტინის ქართულ სავანეებს, ათონის ივერთა მონასტერს.

"ვითარ ჩუენგან სათანადო იყო, ეგრეთ ვინებე ყოველთავე საქართველოსა ციხეთა და საყდართა აღშენებად. რაოდენნი საქართველოსა ციხენი, საყდარნი და მონასტერნი არიან, ყოველნივე ახლად აღვაშენენ და შევამკუენ და აწ ჩუენსავე ჟამსა შიგან ამოგვკვეთია",- წერდა მეფე ალექსანდრე 1441 წლის სიგელში.

ციხესიმაგრეებისა და ეკლესიების აღდგენასთან ერთად საქართველოში საახალშენო მუშაობაც მიმდინარეობდა. ქვეყნის მოსახლეობა მეტისმეტად იყო შეთხელებული, ამიტომ მეფე ყველაფერს აკეთებდა ტყვედ წაყვანილთა გამოსასყიდად, ლტოლვილთა უკან დასაბრუნებლად. "თათართა ქუეყნიდან კაცები მოასხეს", მიტოვებულ სოფლებში დაასახლეს, უსასყიდლოდ დაურიგეს "ხარი, ფური და პური".

1439 წელს ალექსანდრე I-ს მძიმე სენი შეეყარა. საშინელი ტკივილები ტანჯავდა მეფეს. მოწვეულმა მკურნალებმაც ვერაფერი გაუგეს ავადმყოფობას. მეფის ახლობლები ყოველდღე მის სიკვდილს ელოდნენ, მაგრამ, უფლის წყალობით, მეფემ თავადვე დაჯაბნა ავადმყოფობა და გამოჯანმრთელდა, მაგრამ ამის შემდეგ საერო ცხოვრებას გული ვეღარ დაუდო. 1442 წელს "სახე მონაზონებისა შეიმოსა და უწოდეს სახელად ათანასი". იგი სიკვდილამდე მცხეთაში, მთავარანგელოზის ეკვდერთან, საკუთარი ხელით აგებულ სენაკში ცხოვრობდა და იქვე მიიცვალა.

მოამზადა
ერეკლე ბიბიჩაძემ
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
28.06.2024
ამ ვრცელი წერილის დაწერა ჩემი სოფლის და საქართველოს მთის სიყვარულმა გამაბედინა, სადაც უზრუნველი ბალღობის წლები გავატარე.
02.06.2023
ლაშა-გიორგის დროინდელი ერთი უცნობი ქართველი მემატიანის სიტყვით, დავით აღმაშენებელმა "სიცოცხლის შინა დასუა მეფედ დემეტრე
24.05.2022

324 წელს რომის იმპერატორმა წმინდა კონსტანტინე დიდმა გადაწყვიტა, იმპერიის დედაქალაქი აღმოსავლეთის პროვინციების სიახლოვეს გადაეტანა, რომელიც იმავე დროს დასავლეთთან კავშირს არ დაკარგავდა.

20.05.2022
საქართველოს სამეფოს იმ აშლილობის დროს, რომელიც დამკვიდრდა უსინათლო თეოდოსის მეფობაში, მმართველ მოწინავე წრეში საბედნიეროდ მაინც აღმოჩნდა შეგნებული ჯგუფი,
08.02.2022

მეფე დავით აღმაშენებელი - (1125 წ. 24 იანვარი)


თითქმის რვა საუკუნემ განვლო მას შემდეგ, რაც მიიცვალა სახელოვანი და დიდებული მეფე გაერთიანებულის საქართველოსი დავით აღმაშენებელი.

25.01.2022
გვსურს გავიხსენოთ ერთი ლამაზი წერილი, რომელიც 24 წლის დიაკვანმა მიხა ხელაშვილმა მისწერა თავისი ძმადნაფიცის, ხევსური გიგიას დას პარასკოს.
07.01.2022
შესავალი
ეკლესიის ისტორიია ამოსავალ პუნქტს წარმოადგენს ჩვენი მაცხოვრის იესო ქრისტესა და მისი მოციქულების საქმე და ცხოვრება, მაგრამ როგორც ცნობილია, ქრისტიანული მოძღვრების საყოველთაო გავრცელებას წინ უძღოდა კაცობრიობის მომზადება მაცხოვრის მისაღებად
13.12.2021
370 წლის ახლოს კლარჯეთი განუდგა ქართლის მეფე ვარაზ-ბაქარს და "მიერთნეს ბერძენთა".
29.11.2021
ყველისციხე, ყუელისციხე — ციხესიმაგრე შუა საუკუნეების სამხრეთ საქართველოში, ჯაყისწყლის სათავეში, არსიანის ქედის ყველის მთაზე (ახლანდელი თურქეთის ტერიტორია).
02.10.2021
მტარვალმა შაჰ აბასმა ერთაწმინდაში წმინდა ევსტატეს სახელობის ტაძრის დანგრევა მოისურვა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ქართული აგიოგრაფიული ძეგლებისა და საქართველოს ისტორიის გაცნობისას სამართლიანად იბადება აზრი, რომ ზეციური საქართველო განუზომლად დიდია.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat