ყველა მზად იყო, ნიშანზე, როგორც ერთი კაცი, ფეხზე წამოჭრილიყო
ყველა მზად იყო, ნიშანზე, როგორც ერთი კაცი, ფეხზე წამოჭრილიყო
იმერეთის აჯანყება
1811 წელს მეფის რუსეთმა გადაწყვიტა, გაეუქმებინა საქართველოს ეკლესიის დამოუკიდებლობა და კათოლიკოსი ანტონ II პეტერბურგს გაიწვია. ამიერიდან საქართველოს ეკლესიის საქმეებს განაგებდა რუსეთის სინოდის საგანგებო განყოფილება, რომელიც 1815 წელს გადაკეთდა საქართველო-იმერეთის სინოდალურ კანტორად. რადგან საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმება აღმოსავლეთის ოთხი პატრიარქის (კონსტანტინოპოლის, ანტიოქიის, იერუსალიმისა და ალექსანდრიის) ნებართვის გარეშე არ შეიძლებოდა, ამიტომ საქართველოს ეკლესიის სათავეში დასვეს ეგზარქოსი (რაც ბერძნულად განაპირა ქვეყნის მმართველს ნიშნავს), რომელიც იმავე დროს იწოდებოდა ქართლისა და კახეთის მიტროპოლიტად. რუსეთის მთავრობამ ეგზარქოსობა, პოლიტიკური მოსაზრებით, ქართველს მიანდო. იგი გახლდათ ვარლამ მიტროპოლიტი (ქსნის ერისთავთა გვარიდან). ხოლო მან "ვერა რაიმე მოარგო რუსთა წესთასა, რამეთუ იყო კაცი ესე სულიერი, ვიდრეღა საქმეთა აღმასრულებელი და ვერცა მიუღო ეპარქია ქართლ-კახეთის ეპისკოპოსთა, არამედ ეპყრა მხოლოდ მცხეთა და ალავერდი და არც იმერთა თავს იდეს ამის მონებასა ქვეშე შესვლაი", - წერს დავით ბატონიშვილი. რუსეთის მთავრობამ შეძლო ქართლ-კახეთის ეპარქიათა 13-იდან ოთხამდე შემცირება, მაგრამ დასავლეთ საქართველოში ამ "რეფორმის" გატარება ვერ ხერხდებოდა. დასავლეთ საქართველოს კათოლიკოსის საკათედრო ტაძრად ითვლებოდა ბიჭვინთის მონასტერი აფხაზეთში, მაგრამ რადგან იქ ფეხი ოსმალურმა გავლენამ მოიკიდა, ამიტომ XVI ს-ში აფხაზეთის კათოლიკოსები იძულებულნი გახდნენ, იმერეთში გადასულიყვნენ. კათოლიკოს მაქსიმე აბაშიძის გარდაცვალების (1795 წ.) შემდეგ ახალი არ აურჩევიათ, აფხაზ-იმერთა საკათალიკოსოს განაგებდა ქუთათელი მიტროპოლიტი დოსითეოსი. იმ დროს იქ 9 მღვდელმთავარი მოღვაწეობდა. დასავლეთ საქართველოში მღვდლებიც საკმაოდ იყვნენ - ოჯახებით მოსახლეობის 5%-ზე მეტნი. რახან მათი დამორჩილება ძნელი აღმოჩნდა ვარლამ მიტროპოლიტისთვის, იგი რუსეთში გაიწვიეს, ხოლო მის მაგივრად 1817 წელს გამოგზავნეს თეოფილაქტე რუსანოვი.

თეოფილაქტე სწორედ რუსეთის იმპერიის შესაფერისი მღვდელმთავარი გახლდათ: ხარბი, გაუმაძღარი, სხვისი წარსულის არდამფასებელი. თეოფილაქტემ უმალ შემოიღო სანახევრო წირვა-ლოცვა თბილისის სიონის საკათედრო ტაძარში. მის დროს გაიხსნა თბილისის სასულიერო სემინარია, სადაც სწავლება რუსულ ენაზე მიდიოდა. თეოფილაქტემ შემუსრა ნათლისმცემლის სახელობის კარის ეკლესია (კოტეტისას რომ უწოდებენ). ამან "დააყენაცა მრავალნი ეკლესიანი ტფილისსა, ქართლს და კახეთს შინა... ამან, რაიცა იპოებოდა ნივთი ანუ სიმდიდრე ეკლესიათა, მიუღო ყოველივე და შთაიტანა თბილისს... ესე იყო ფრიად მოძულე საქართველოს სამღვდელოთა და მდევნელი ფრიად... ამას მიუხვნა მონასტერთა ყმანი და ვენახნი, შეწირულობანი ვისგანვე და შეამცირნა მონაზონნი მონასტერთა შინა... ამან აღიღო გალობა ქართული და ნაცვლად მისსა მოაყოლა გალობა ქართულის ენით რუსთა და ლათინთ კილოზე", - ბრძანებს დავით ბატონიშვილი. იგი მართლაც ჭეშმარიტი სახე იყო რუსეთის იმპერიისა - ისე გაკადნიერდა, რომ წმინდა ნინოს საფლავის გათხრა დაიწყო და ღვთის სასჯელმაც არ დააყოვნა - იქვე უეცრად განუტევა სული.

1819 წელს ეს კაცი ჩავიდა იმერეთში და ამცნო იმერლებს, რომ განზრახული ჰქონდა ისტორიული ეპარქიების სამამდე შემცირება. თითო ეპარქია იქნებოდა: იმერეთის, გურიის, სამეგრელოსი. შესაბამისად, შემცირდებოდა ეკლესიები, მღვდელნიც. უნდოდა საეკლესიო მამულების მართვა-გამგეობის დაქვემდებარება ეგზარქოსისა და სინოდალური კანტორისთვის, ფულადი საეკლესიო გადასახადების დაწესება - საეკლესიო გლეხები და ქონება უნდა დაქვემდებარებოდნენ თბილისის სინოდალურ კანტორას, ხოლო საეკლესიო გადასახადები გაიზრდებოდა ერთიორად და მეტადაც, ისიც - ნატურალური გადასახადის რუსულ ფულზე გადატანით, რაც უფრო გააუარესებდა საერთო მდგომარეობას... შეშფოთდნენ იმერნი, ნახეს "რა მიტროპოლიტის უწესოებაც და არა სიმტკიცე მონაზონებისა, რომელმანცა ოთხშაბათსა და პარასკევს ასაჭიროვა მუნებურნი მღვდელმთავარნი, რათამცა ეჭამათ მათ მარხვა და თევზი და აჯანყდნენ". სხვა რა გზა დარჩენოდათ, შიმშილმა და ჭირმა გაანახევრა იმერეთი. მერე რუსებმა მთლად მოუღეს ბოლო - მეფე უცხოეთში გადაუკარგეს და იქ გარდაიცვალა. ჯერაც არ შეშრობოდა მიწას 1812 წელს რუსთაგან დაღვრილი იმერთა სისხლი. ახლა კი, რაც დარჩათ წმიდათაწმიდა - ეკლესია - იმას მიადგნენ. გაახსენდათ მეფე სოლომონის ნათქვამიც: "ჩემი ერთგულნი იყავით, რომ საქართველოსავით (ქართლივით) არ დაიღუპნეთ, რომელნიც იმათ ხელში სულიერად დიდ პარასკევს ხორცსა სჭამენ და ხორციელად გატანჯულნი სიკვდილს ნატრულობენ. პირველად ისინიც ფიცით და ოქროთი და ტკბილი სიტყვებით მოატყუეს და დღეს მკვდარზეთ სამი მანეთი ხარაჯა დაუდვიათ და ართმევენო..."

და თითქოს გულდაწყვეტილებმა, რომ მეფეს ვერ უერთგულეს, იარაღზე გაიკრეს ხელი. საეკლესიო ქონების აღსაწერად გაგზავნილი თეოფილაქტეს ხალხი უკან გამოყარეს და თეოფილაქტესაც ზედ მიაყოლებდნენ, რომ შეშინებული ეგზარქოსი 300 ჯარისკაცს ზარბაზნებით იმერეთიდან არ გაეპარებინა. რუსეთის მთავრობამ უკან დაიხია. ერმოლოვი ამ დროს დაღესტანს უტევდა და იმერეთისთვის არ ეცალა. გენერალმა ველიამინოვმა აჯანყებულ იმერეთს აცნობა, საეკლესიო რეფორმები არ გატარდებაო. სამაგიეროდ, ამბოხებულებს დაუყოვნებლივ დაშლა მოსთხოვა. მაგრამ ხალხს ახსოვდა რუსის ჯარის და რუსი მოხელეების უსამართლობა და არ ენდობოდნენ. აჯანყების მეთაურები სოფლიდან სოფლად გადადიოდნენ და ხალხს ერთობასა და ერთგულებაზე აფიცებდნენ. "ერთობის ფიცს" გლეხებთან ერთად თავადაზნაურობაც დებდა. იმერეთის განთავისუფლებისკენ მოუწოდებდა ხალხს სამღვდელოებაც. "ქუთათელმა მიტროპოლიტმა გამოლია მთელი თავისი არსენალი, ამარაგებდა რა უპოვართ ხმლით, თოფებით და დამბაჩებით", - ვკითხულობთ ოფიციალურ წყაროში.

ასე რომ, იმერეთი დიდ სამზადისში იყო. გურია-სამეგრელოს სამთავროებშიც დატრიალდნენ. ამ საქმეში დიდ აქტიურობას იჩენდა რუსებისგან მოტყუებული ზურაბ წერეთელიც. შეთქმულთა ცენტრი იარაღს იძენდა და არიგებდა, აჯანყების მონაწილეთ აღრიცხავდნენ. ნაწილი რაზმებისა სხვადასხვა ადგილას იყო ჩასაფრებული, ნაწილიც, ვითომდა მცველები, ზოგიერთ თავადს ჰყავდა შეფარებული. ყველა მზად იყო, ნიშანზე, როგორც ერთი კაცი, ფეხზე წამოჭრილიყო, გაერეკა რუსნი და აღედგინა მეფობა. მეფობის კანდიდატებად ასახელებდნენ ზურაბ წერეთელს და სოლომონ I-ის შვილიშვილის, დარეჯან ბატონიშვილის ვაჟს ივანე აბაშიძეს.

რუსებსაც არ ეძინათ. მთავარმართებელ ერმოლოვის ბრძანებით, იმერეთში გაიგზავნა დამატებითი სამხედრო ძალები - გრენადერთა ბატალიონი და ყაზახთა ორი პოლკი არტილერიით. ამ ძალებს მეთაურობდა ახალგაზრდა პოლკოვნიკი პუზირევსკი. გადაწყდა, პირველ რიგში აჯანყებულთა მეთაურების დაპატიმრება. ასეთად კი მიიჩნევდნენ: დარეჯან ბატონიშვილს, ქუთათელ და გაენათელ მიტროპოლიტებს, ივანე აბაშიძეს, სეხნია წულუკიძეს, არქიმანდრიტ გრიგოლს. მთავარმართებლის მოადგილე ველიამინოვი პუზირევსკის სწერდა: "ამბობენ, ქუთათელი მიტროპოლიტის და ივანე აბაშიძის შეპყრობა ძნელიაო... იცოდეთ - ეგენი არ გაგექცნენ და თუ ცოცხლები ვერ იგდოთ ხელთ, დახოცეთ, მაგრამ მიტროპოლიტის ცხედარი მანდ არ დატოვოთ, რათა ამან იმერეთში არეულობა არ გამოიწვიოსო". ერმოლოვს განსაკუთრებით დარეჯან ბატონიშვილის დაპატიმრება აშინებდა. იცოდა, რომ "ბრმა და ქარაფშუტა იმერლები ღირსეული და სანატრელი "სოლომონ I-ის, ბრძენის" ასულის, 70 წლის დარეჯანის ასეთ შეურაცხყოფას ვერ მოითმენდნენ... რუსებიც უკვე მზად იყვნენ საბრძოლველად. პუზირევსკის ტომრებიც ჰქონდა გამზადებული პატიმართათვის თავზე ჩამოსაცმელად, რათა ვერავის ეცნო ისინი. ველიამინოვი "თამამ და რაინდ" პუზირევსკის ურჩევდა - თუ პატიმრებს დახოცავთ, მდინარეში არ ჩაყაროთ, ამოტივტივდებიან, ხალხი იცნობს და ვინ იცის, რა მოხდება. წაიღეთ და მოზდოკში ჩაფალითო.

პუზირევსკიმ გაანაწილა ასეულები მღვდელმთავრებისა და თავადების დასაპატიმრებლად. ისინი უნდა შეეპყროთ 1820 წლის 4 მარტს, როცა ყველა ქუთაისში მოიყრიდა თავს ვითომდა გენერალ კურნატოვსკის იმერეთიდან გასაცილებლად. მართლაც, ადვილად არ მომხდარა მათი დაპატიმრება. სეხნია წულუკიძემ მაიორ მიხინს ტყვია დაახალა, მდივანბეგმა მიქელაძემაც დაატრიალა მამაპაპური ხანჯალი, ივანე აბაშიძემ მოახერხა გაქცევა, სამაგიეროდ, დედამისი და მისი 10 წლის ვაჟი შეიპყრეს, ბეჟან მიქელაძე ფანჯრიდან კლდეზე გადახტა და სიბნელეში მიიმალა, მიტროპოლიტმა დოსითეოსმა, რომელიც ვაჟკაცობით განთქმული იყო იმერეთში, დიდი წინააღმდეგობა გაუწია მომხვდურს, რის გამოც ხიშტებით აჩეხეს და სისხლისგან დაცლილი ცხენზე დიდი გაჭირვებით დააკრეს. კიდევ კარგი, რომ არქიმანდრიტი გრიგოლი (ანანიაშვილი-ვაჩნაძე) შეესწრო, თორემ აღსარება-ზიარების გარეშე აღესრულებოდა. ის მეორე დღეს სურამში გარდაიცვალა და მკვდარი, ცოცხლებთან ერთად, ტომარაჩამოცმული ატარეს.

სასტიკად სცემეს გაენათელ მიტროპოლიტ ექვთიმეს და ისიც, გრიგოლ არქიმანდრიტთან ერთად, წელამდე ტომარაჩამოცმული და ხელებშეკრული გაუყენეს რუსეთის გზას. მიტროპოლიტი დოსითეოსი ანანურის ეკლესიაში დაკრძალეს "ორ არშინ ნახევრით მოცილებულ ღვთისმშობლის ხატსა", - წერს თედო ჟორდანია. მიტროპოლიტი ექვთიმე და არქიმანდრიტი გრიგოლი პეტერბურგში იმპერატორ ალექსანდრე I-ს წარუდგინეს. პატივით და ზეიმით მიიღო იმპერატორმა ბერები. მეუფე ექვთიმე არ მოერიდა და ქრისტიანთა დევნისთვის მას "ახალი ნერონი" უწოდა. ამის გამო იგი ოლონეცკის გუბერნიაში, სვირის მონასტერში გაგზავნეს. ცოტა ხანიღა იცოცხლა მეუფე ექვთიმემ, 1822 წლის 21 აპრილს გარდაიცვალა. როცა მისი ნაწამები სხეული ეკლესიაში შეასვენეს და "იწყეს კრებულთა ანდერძის აგება, მაშინ კუბოდამ წამოჯდა ზეზედ და დასწერა ჯვარი ვითარცა ცოცხალმან და კვალად მიწვა კუბოსავე და მიიძინა. დაეცათ შიში დიდი მუნ მყოფთა ყოველთავე... და დაიდუმეს ესე შიშითა რუსთათა", - წერს დავით ბატონიშვილი (ცნობისთვის: 2005 წლის 9 აპრილს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს, მიტროპოლიტ ექვთიმე შარვაშიძის ნეშტი საქართველოში გადმოასვენეს და გელათის ღვთისმშობლის შობის ტაძარში დაკრძალეს).

...შეპყრობილ ქართველთა ნაწილიც გააციმბირეს. აუხდათ იმერთ ანტონი ჭყონდიდელის წინასწარმეტყველება - იმერეთის სამღვდელოების თავს მძიმე განსაცდელი მოიწევსო. გადარჩენილმა შეთქმულთა მეთაურებმა თავი გურიის მთავარ ქაიხოსრო გურიელს შეაფარეს.

პუზირევსკის ისე დარია ხელი ივანე აბაშიძის შეპყრობის ჟინმა, რომ თავხედურად შეიჭრა გურიაში, შემოქმედში გურიელის სასახლეს მიადგა და გურიელის კაცს, გვარად ბოლქვაძეს, რუსულად შესძახა, - სად არის მამაძაღლი ქაიხოსროო და მათრახი გადაჰკრა. პასუხად ბოლქვაძემ ხმალი მოუქნია და წელში გადაჭრა.

ბოლქვაძე შემდეგ რუსებმა შეიპყრეს, ჯარის მწკრივში გაატარეს და შომპლების (თოფის სატენი რკინის ჯოხების) ცემით მოკლეს.

პუზირევსკის გვამის გამოსახსნელად მისული რუსების რაზმი დავით ერისთავმა დაამარცხა.

აჯანყება გურია-იმერეთს და ნაწილობრივ ოდიშსაც მოედო. რუსები უნუგეშო მდგომარეობაში ჩაცვივდნენ, ისინი გურიაში დამარცხდნენ. ივანე აბაშიძის რაზმი იმერეთში გადავიდა, ჭალაბურის პოსტზე მდგარი რუსები დაამარცხა და ქართლის გზა მოუჭრა, რომ იქიდან მაშველი არ მოსვლოდათ. თბილისიდან აჯანყების ჩასაქრობად გაგზავნეს იმერეთის ახალ მმართველად დანიშნული გორჩაკოვი ჯარითურთ. გორჩაკოვი პირველად გადავიდა რაჭაში, სადაც აჯანყების ცეცხლი უფრო ძლიერი იყო. კვარასციხესთან დიდ ბრძოლაში დაამარცხა აჯანყებულები, რომელთაც იაშვილი მეთაურობდა. მათი ნაწილი მთებში გაიფანტა. გორჩაკოვის რაზმი ქვას ქვაზე არ ტოვებდა. ზოგიერთ მეამბოხეს იარაღი ჩამოართვა და თოფის ლულებიდან ყაზარმებისთვის საჭირო ლურსმნები, ურდულები გამოაჭედინა. რამდენიმე ათასი რაჭველი შეაკვდა მტერს. რუსებმა ბევრი სოფელი გადაბუგეს. მათ ხელთ ჩაიგდეს ერთობის ფიცის წიგნი, რომელზეც გლეხებთან ერთად თავადებსაც ჰქონდათ ხელი მოწერილი. დაიბარეს რაჭველი თავადები. 70 კაცი ეახლა გორჩაკოვს. მათ გამოუცხადეს, დაპატიმრებული ხართ, როგორც მოღალატენიო. მიხვდნენ ქართველები, რომ ვიღაცამ გასცა ისინი. იშიშვლეს ხმლები, ერთხელ კიდევ დასძახეს - სიკვდილი ან თავისუფლებაო და სცადეს, ბრძოლით გაერღვიათ ორ წყებად შემორტყმულ რუსთა ალყა. მერაბ წულუკიძე ხმლით მიეჭრა გორჩაკოვს მოსაკლავად, მაგრამ ზურგში მახვილი ჩასცეს...

გადარჩენილთაგან ზოგი ციმბირში გადაასახლეს, ზოგი ჯარისკაცებად გაუშვეს შორეულ ქვეყნებში.

იქიდან გურიაში გადავიდა 3200-კაციანი რუსის ჯარი. ერთიანად მოსრეს სოფელი შემოქმედი, აჩეხეს ვაზი და ხოცეს ხალხი. ოფიციალური რუსული ცნობით, ეს სოფელი 30 წელიწადს ვერ აღორძინდებოდა. ისევე როგორც რაჭაში, გურიაშიც ყველა ციხე დააქციეს. აჯანყებულთა ნაწილი ამოხოცეს, ნაწილი ციმბირის გზას გაუყენეს.

გურიის აოხრებით რუსეთის მთავრობამ დაასრულა ბრძოლა აჯანყებულ დასავლეთ საქართველოსთან. ამის შემდეგ იმერეთში საეკლესიო რეფორმაც "წარმატებით" განხორციელდა.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
28.06.2024
ამ ვრცელი წერილის დაწერა ჩემი სოფლის და საქართველოს მთის სიყვარულმა გამაბედინა, სადაც უზრუნველი ბალღობის წლები გავატარე.
02.06.2023
ლაშა-გიორგის დროინდელი ერთი უცნობი ქართველი მემატიანის სიტყვით, დავით აღმაშენებელმა "სიცოცხლის შინა დასუა მეფედ დემეტრე
24.05.2022

324 წელს რომის იმპერატორმა წმინდა კონსტანტინე დიდმა გადაწყვიტა, იმპერიის დედაქალაქი აღმოსავლეთის პროვინციების სიახლოვეს გადაეტანა, რომელიც იმავე დროს დასავლეთთან კავშირს არ დაკარგავდა.

20.05.2022
საქართველოს სამეფოს იმ აშლილობის დროს, რომელიც დამკვიდრდა უსინათლო თეოდოსის მეფობაში, მმართველ მოწინავე წრეში საბედნიეროდ მაინც აღმოჩნდა შეგნებული ჯგუფი,
08.02.2022

მეფე დავით აღმაშენებელი - (1125 წ. 24 იანვარი)


თითქმის რვა საუკუნემ განვლო მას შემდეგ, რაც მიიცვალა სახელოვანი და დიდებული მეფე გაერთიანებულის საქართველოსი დავით აღმაშენებელი.

25.01.2022
გვსურს გავიხსენოთ ერთი ლამაზი წერილი, რომელიც 24 წლის დიაკვანმა მიხა ხელაშვილმა მისწერა თავისი ძმადნაფიცის, ხევსური გიგიას დას პარასკოს.
07.01.2022
შესავალი
ეკლესიის ისტორიია ამოსავალ პუნქტს წარმოადგენს ჩვენი მაცხოვრის იესო ქრისტესა და მისი მოციქულების საქმე და ცხოვრება, მაგრამ როგორც ცნობილია, ქრისტიანული მოძღვრების საყოველთაო გავრცელებას წინ უძღოდა კაცობრიობის მომზადება მაცხოვრის მისაღებად
13.12.2021
370 წლის ახლოს კლარჯეთი განუდგა ქართლის მეფე ვარაზ-ბაქარს და "მიერთნეს ბერძენთა".
29.11.2021
ყველისციხე, ყუელისციხე — ციხესიმაგრე შუა საუკუნეების სამხრეთ საქართველოში, ჯაყისწყლის სათავეში, არსიანის ქედის ყველის მთაზე (ახლანდელი თურქეთის ტერიტორია).
02.10.2021
მტარვალმა შაჰ აბასმა ერთაწმინდაში წმინდა ევსტატეს სახელობის ტაძრის დანგრევა მოისურვა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat