"ეძიებდეთ სიკვდილს ქრისტესთვის!"
"ეძიებდეთ სიკვდილს ქრისტესთვის!"
იდგა 442 წელი. მცხეთის სასახლე დიდ სიხარულსა და ზეიმს მოეცვა - მეფე მირდატ IV-სა და დედოფალ საგდუხტს ტახტის მემკვიდრე შეეძინათ. სპარსმა დედამ პატარას სპარსული სახელი ვარანხვასრო-თანგ შეარქვა, ქართულად - ვახტანგი.

უფლისწული აღსაზრდელად საურმაგ სპასპეტს ჩააბარეს. შვიდი წლისა იყო იგი, როცა მეფე მირდატი გარდაიცვალა. შეშინებული და უმწეოდ დარჩენილი საგდუხტ დედოფალი მყისვე ეახლა სპარსული პოლიტიკის გამტარებელ მამას, დაუჩოქა და ცრემლის ღვრით შეჰვედრა: ნურც ქრისტიანობის დატევებას მაიძულებთ, ნურც ქმრისა და მამამთილის ნამოქმედარს მოჰკითხავთ ჩემს ოჯახს და დაობლებულ მცირეწლოვან ტახტის მემკვიდრესო.

ბარზაბოდი, მართალია, განრისხებული იყო ქართველთა მეფეზე და უკვე გალაშქრებასაც აპირებდა უმეფოდ დარჩენილ ქართლზე, მაგრამ ასულის ცრემლებმა გული მოულბო, ყველა წინადადებაზე დათანხმდა და თვითონვე წაუყენა პირობა - ქართლში ცეცხლთაყვანისმცემელ მოგვებს გამოვგზავნი, ისინი არავის აიძულებენ ქრისტეს სჯულის შეცვლას, მაგრამ თუ ვინმე აღმოჩნდა ამის მსურველი, ნურც თქვენ დაუშლითო.

მართლაც, მცხეთას ზექურუმად დაჯდა ცეცხლთაყვანისმცემელი ვინმე ბინქანარი, რომელიც "ქართველთ განასწავებდა სჯულსა თვისსა". ძალზე ძნელი დრო ედგა მაშინ სულიერების თვალსაზრისით ქართლს.

რამდენიმე ხანს საგდუხტ დედოფალი განაგებდა სამეფოს მამის შეწევნითა და ძალით, ბარზაბოდის გარდაცვალების შემდეგ კი მის ადგილზე სპარსთა მეფემ მისი ძე ვარაზ-ბაკური დასვა.

ამასობაში საურმაგ სპასპეტიც გარდაიცვალა და ვახტანგის აღზრდა სპასპეტ ჯუანშერს დაევალა.

საგდუხტ დედოფალი ხედავდა, ცეცხთაყვანისმცემელთა ქურუმი ბინქანარი როგორ ატყუებდა ქართველთ, როგორ აცდუნებდა და გადაჰყავდა ჭეშმარიტი სარწმუნოების გზიდან. ნელ-ნელა იზრდებოდა ისეთ ქართველთა რიცხვი, ქრისტე რომ მიეტოვებინათ და ცეცხლს აღიარებდნენ ღვთაებად. შეშფოთებულმა საგდუხტმა საბერძნეთიდან მღვდელი მოაყვანინა, სახელად მიქაელი, დანიშნა იგი ეპისკოპოსად და მისი დახმარებით ბინქანარისგან ნაცდუნები ქართველების კვლავ გაქრისტიანებას შეუდგა.

ათი წლისა იქნებოდა ვახტანგი, ქართლს ოსები რომ შემოესივნენ, მოაოხრეს იქაურობა, წაიყვანეს თან უამრავი ტყვე, მათ შორის - ვახტანგის სამი წლის და მირანდუხტიც, და უკან გაბრუნდნენ. ამ დროს ბერძნებიც შემოესივნენ აფხაზეთს და დაიპყრეს იგი ეგრისწყლიდან ციხეგოჯამდე.

ქართლში გლოვა და მწუხარება გამრავლდა, და ასე იყო ქვეყანა უპატრონოდ, ვიდრე ვახტანგი თხუთმეტი წლისა არ გახდა.

15 წლის მეფემ ყველა წარჩინებულს სატახტო ქალაქში უხმო, გვერდით ჯუანშერი და ორი ეპისკოპოსი მოისვა, წამოდგა და როგორც ხანდაზმულმა და ბრძენმა, ისე მიმართა შეკრებილებს: "განსაცდელსა და ჭირს ღმერთი მოუვლენს ხოლმე მეფეთაც და ერსაც მათი ცოდვების გამო. ჩვენ დავიმსახურეთ უფლის ეს რისხვა: როცა მორწმუნენი ხელს იღებენ უფლის მსახურებაზე და ივიწყებენ მის მცნებებს, ღმერთი მათ განსაცდელს უვლენს გამოსაფხიზლებლად. მადლობა ვუთხრათ უფალს ამისთვის. წავიმძღვაროთ წინ ჯვარი პატიოსანი და მისი შეწევნით ვიძიოთ შური მტერზე".

ჯუანშერთან ერთად ყველამ აღფრთოვანებით მიიღო წინადადება. მეფემ ერთი კვირა ლოცვაში, მარხვასა და ღამისთევაში გაატარა, შემდეგ კი ასი ათას ქართველ და ვარაზ-ბაკურისგან დასახმარებლად გამოგზავნილ თორმეტი ათას მხედართან ერთად თიანეთისკენ გასწია. იქ მათ კიდევ ორმოცი ათასი მხედარი შეუერთდა და მეფემ ღვთის სახელის ხსენებით გასწია დარიალისკენ ოსების დასამარცხებლად.

ოსებმა დასახმარებლად ხაზარებს უხმეს და ქართველებს თერგის მეორე მხრიდან დაუპირისპირდნენ.

სასტიკმა ბრძოლამ შვიდ დღეს გასტანა. ბოლოს ორი გოლიათი დაამარცხა ჭაბუკმა მეფემ - ჯერ ხაზარი თარხანი და შემდგომ ოსი ბაყათარი.

ვახტანგმა დარიალის ხეობა და საარაგვოს გადმოსასვლელები ახალი ციხესიმაგრეებითა და გოდლებით ჩაკეტა და შიგ თავისი ერთგული მთიელი მეციხოვნეები ჩააყენა. ამ გზით ამიერიდან ვეღარავინ გაივლიდა ვახტანგის ბრძანების გარეშე.

გოლიათი მეფის ზეობასა და აღზევებას კარგად გამოხატავს ხალხური ლექსი:

,,ვახტანგ მეფე ღმერთს უყვარდა,
ციდან ჩამოესმა რეკა,
იალბუზზე ფეხი შედგა,
დიდმა მთებმა იწყეს დრეკა".

აფხაზეთსა და ეგრისს დაპატრონებულ ბიზანტიელებსაც შავი დღე გაუთენა ვახტანგმა და სრულიად განდევნა მტერი, მერე ჭოროხს გადაღმა დაეცა მათ და პირისპირ შეტაკებაში მზე დაუბნელა ბიზანტიელთა სარდალს. ქართული მიწები კვლავ შემოუერთდა დედასამშობლოს.

დიდი სახელი გაუვარდა სწორუპოვარ მეფე-სარდალს. შიშით ძრწოდნენ სპარსეთისა და ბიზანტიის ხელმწიფენი და შებმას ვეღარ უბედავდნენ. ვახტანგთან ჭიდილს "მეგობრობა" და "დამოყვრება" არჩიეს უნებურად. სპარსთა მეფე ჰორმიზდ III ვახტანგს "ათთა მეფეთა-მეფე ახოვანს" ეძახდა. მერე ცოლადაც შერთო თავისი ასული ბალენდუხტი და ,,მოსცა სომხითი და ყოველნი მეფენი კავკასიანნი ზითვად".

სივერაგესა და ეშმაკობაში გამობრძმედილი იყვნენ სპარსელები იმთავითვე. ვახტანგი ცივი გონებით სჯიდა ყოველივეს, ყველას მიმართ სიფრთხილეს იჩენდა, ნიადაგ მზად იყო ომისთვის.

476 წელი. ირანის ახალგაზრდა შაჰინშაჰი პეროზი დიდი ლაშქრით მოადგა საქართველოს. მეგზურად ქურუმი ბინქანარი მოუძღოდა, ვახტანგს საპყრობილიდან რომ გაჰპარვოდა, მაგრამ ქართლის საზღვართანვე მოუსწრო სიკვდილმა.

პეროზმა ლაშქარი ქართლზე გამოატარა, "სოფელი ტფილისი ერთიანად ააოხრა და "ცხენისტერფზე" (დიდუბე) დასცა ბანაკი".

დიღმის მინდორზე მოსულიყო ქართველთა მეფე რჩეული მხედრობით. ბრძოლა სასტიკი იყო. გასაოცარი გმირობა გამოიჩინა მეფე ვახტანგმა. მის დანახვაზე უმალ ატეხდნენ ხოლმე შიშრეულ ყვირილს სპარსელები: "დურ აზ გორგა სარ" ("მოერიდეთ თავსა მგლისასა").

და შვა ვახტანგის მგლისთავიანმა მუზარადმა მისი სამარადჟამო განთქმული ზედსახელი გორგასალი. ამ ბრძოლაში სპარსელები სასტიკად დამარცხდნენ.

ვახტანგ მეფის სახელთანაა დაკავშირებული საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის საფუძვლის ჩაყრა, მან განდევნა საქართველოდან ცეცხლთაყვანისმცემელი ქურუმები. ვახტანგმა კონსტანტინოპოლის პატრიარქს გაუგზავნა განსასჯელად მიქაელ ეპისკოპოსი, რომელმაც, განრისხებულმა, ფეხით კბილები ჩაუმტვრია მასთან კურთხევისთვის მისულ მეფეს. კონსტანტინოპოლის პატრიარქმა პატივი აჰყარა მრისხანე მღვდელმთავარს და მონასტერში გაამწესა გონზე მოსასვლელად და მოსანანიებლად. შემდგომ კონსტანტინოპოლის პატრიარქმა და იმპერატორმა კურთხევის მისაღებად ანტიოქიის პატრიარქთან მიავლინეს ვახტანგ მეფის მიერ გაგზავნილი წმინდა პეტრე, სამოელი და სხვა სამღვდელონი. ანტიოქიის პატრიარქმა აკურთხა თორმეტი ეპისკოპოსი, ხოლო წმინდა პეტრე კათოლიკოსად დაადგინა.

ვახტანგმა აღასრულა წმინდა მირიან მეფის სურვილი და იერუსალიმში ააშენა ქართველთა ჯვრის მონასტერი, მცხეთაში კი წმინდა ნინოს დროინდელი ხის ეკლესიის ნაცვლად ქვის ტაძარი ააგო. მის დროს დაარსდა საეპისკოპოსო კათედრები: ახიზა - კლარჯეთში, არტაანი - ერუშეთში, წუნდა - ჯავახეთში, მანგლისი, ბოლნისი, რუსთავი, ნინოწმინდა, ჭერემი, ჩელეთი, ხორნაბუჯი, აგარაკი. მეფემ ნიქოზის ეკლესია ააშენა და იქაც დასვა ეპისკოპოსი. აქ გადაასვენა წმინდა რაჟდენ პირველმოწამის ნაწილები და ყოველნაირად ეხმარებოდა ახალშექმნილ კათედრას.

ვახტანგ მეფის დროს აშენდა თუხარისის, არტანუჯისა და ახიზის ციხეები, დაარსდა არტანუჯის, მერეს, შინდობის, ახიზის მონასტრები. ვახტანგმა განაჩინა თავის ახალ სამეფო სამყოფელად უჯარმა. წმინდა მეფემ ჩაუყარა საფუძველი საქართველოს დღევანდელ დედაქალაქ თბილისს.

მისი პოლიტიკური ორიენტაცია მართლმადიდებელ საბერძნეთთან თანასწორუფლებიანი კავშირი, ქვეყნისა და ეკლესიის დამოუკიდებლობა და ერთიანობა იყო.

სამოც წელს მიტანებულ მეფე ვახტანგს 502 წელს ამქვეყნად უკანასკნელად მოუხდა თავისი სამეფოს დაცვა. სპარსელებთან ბრძოლაში იღლიის ქვეშ სასიკვდილოდ დაიჭრა. ისარს ფილტვებამდე მიეღწია და მეფე იძულებული შეიქნა, ბრძოლის ველი დაეტოვებინა.

ვახტანგი მიხვდა, რომ კვდებოდა. მოუხმო კათოლიკოსს, ცოლს, შვილებს, წარჩინებულთ და უთხრა: "მე მივდივარ ჩემს ღმერთთან. ვმადლობ სახელს მისას, რომ არ დამაკლო გამორჩეულთა წმიდათა მისთა. მტკიცედ იდექით სარწმუნოებაზე და ეძიებდეთ სიკვდილს ქრისტესთვის, რათა მოიპოვოთ დიდება წარუვალი".

მთელი საქართველო გლოვობდა ქრისტესთვის აღსრულებულ მეფეს. უჯარმიდან მცხეთაში გადაასვენეს ქრისტესგან გვირგვინოსანი, მის მიერ აგებულ სვეტიცხოვლის ტაძარში დაკრძალეს დიდი პატივით და გულზე თავისი ზომის ლოდი დაადეს.

ამის შემდეგ არასოდეს შეუწყვეტია საქართველოს ლოცვითი კავშირი წმინდა მეფესთან და მუდამ გრძნობს მის მეოხებას.
ბეჭდვაელფოსტა
15.12. 2021
იესე
გადაკეთებული და დამახინჯებულია ისტორია და რასაც უნდა ვსწავლობდეთ და რაც მთავარია იმას ვერ ვხედავთ და ვსწავლობთ იმიტომ რომ თავად ხალხი გადავგვარდით, არც ვახტანგი ვიცით არც დავითი და არც თამარი, მხატვრული ნაზღაპრები უფრო მოგვწონს ვიდრე რეალობა
სხვა სიახლეები
28.06.2024
ამ ვრცელი წერილის დაწერა ჩემი სოფლის და საქართველოს მთის სიყვარულმა გამაბედინა, სადაც უზრუნველი ბალღობის წლები გავატარე.
02.06.2023
ლაშა-გიორგის დროინდელი ერთი უცნობი ქართველი მემატიანის სიტყვით, დავით აღმაშენებელმა "სიცოცხლის შინა დასუა მეფედ დემეტრე
24.05.2022

324 წელს რომის იმპერატორმა წმინდა კონსტანტინე დიდმა გადაწყვიტა, იმპერიის დედაქალაქი აღმოსავლეთის პროვინციების სიახლოვეს გადაეტანა, რომელიც იმავე დროს დასავლეთთან კავშირს არ დაკარგავდა.

20.05.2022
საქართველოს სამეფოს იმ აშლილობის დროს, რომელიც დამკვიდრდა უსინათლო თეოდოსის მეფობაში, მმართველ მოწინავე წრეში საბედნიეროდ მაინც აღმოჩნდა შეგნებული ჯგუფი,
08.02.2022

მეფე დავით აღმაშენებელი - (1125 წ. 24 იანვარი)


თითქმის რვა საუკუნემ განვლო მას შემდეგ, რაც მიიცვალა სახელოვანი და დიდებული მეფე გაერთიანებულის საქართველოსი დავით აღმაშენებელი.

25.01.2022
გვსურს გავიხსენოთ ერთი ლამაზი წერილი, რომელიც 24 წლის დიაკვანმა მიხა ხელაშვილმა მისწერა თავისი ძმადნაფიცის, ხევსური გიგიას დას პარასკოს.
07.01.2022
შესავალი
ეკლესიის ისტორიია ამოსავალ პუნქტს წარმოადგენს ჩვენი მაცხოვრის იესო ქრისტესა და მისი მოციქულების საქმე და ცხოვრება, მაგრამ როგორც ცნობილია, ქრისტიანული მოძღვრების საყოველთაო გავრცელებას წინ უძღოდა კაცობრიობის მომზადება მაცხოვრის მისაღებად
13.12.2021
370 წლის ახლოს კლარჯეთი განუდგა ქართლის მეფე ვარაზ-ბაქარს და "მიერთნეს ბერძენთა".
29.11.2021
ყველისციხე, ყუელისციხე — ციხესიმაგრე შუა საუკუნეების სამხრეთ საქართველოში, ჯაყისწყლის სათავეში, არსიანის ქედის ყველის მთაზე (ახლანდელი თურქეთის ტერიტორია).
02.10.2021
მტარვალმა შაჰ აბასმა ერთაწმინდაში წმინდა ევსტატეს სახელობის ტაძრის დანგრევა მოისურვა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat