ნიკო სოფელ-სოფელ აგროვებდა ხალხს და მამა აკაკისთან მიჰყავდა მოსანათლად
ნიკო სოფელ-სოფელ აგროვებდა ხალხს და მამა აკაკისთან მიჰყავდა მოსანათლად
გმირობის, თავგანწირვის უნარი ღვთისგან მომადლებული ნიჭია, რომელიც ყველა ადამიანში არსებობს, მაგრამ თავად ადამიანის ნებასა და ძალისხმევაზეა დამოკიდებული, როგორ მოუვლის და უპატრონებს ამ მადლს.

საქართველოში არაერთხელ მდგარა ძნელბედობის ჟამი. ქრისტიანული თვალსაზრისით, ჟამი გამოცდისა, რომელიც მკვეთრად ავლენდა ადამიანების ზნეობრივ სახეს. 1924 წელი ნამდვილი ყიამეთი იყო ქართველი ხალხის ცხოვრებაში. კონსტანტინე გამსახურდია წერდა, - ძმა ძმას მიუჩინეს ჯაშუშად და ცოლი ქმარს უწნავდა სიკვდილის თასმასო. შიშით იძინებდა და იღვიძებდა ერი და ბერი, დიდი თუ პატარა.

ეს "უნდობარი ჟამი" წალეკვით ემუქრებოდა ყოველივე ტრადიციულს, ღვთაებრივს, ადამიანურს...

მაგრამ იყვნენ ადამიანები, რომელთაც არ აძაბუნებდათ თავს დატეხილი ჭირი. გული ანთებული ჰქონდათ, როგორც პატრუქი სიბნელის გასაფანტად, სული გაუტეხელი - ჭეშმარიტების შესანარჩუნებლად.

ეს ადამიანები ამ უკუნეთში სანთელივით იწვოდნენ, ანათებდნენ ჩუმად, უპრეტენზიოდ და თავიანთ კაცურ ვალს იხდიდნენ. ზოგიერთი მათგანი "უძეგლოდ დაიკარგა". გვმართებს პატივისცემა სათნოებით აღვსილი სახეების მიმართ.

გაგაცნობთ ჩხოროწყუს რაიონის სოფელ კორცხის მკვიდრ მშრომელ და პატიოსან გლეხს, ნიკოლოზ კვირტიას, რომელმაც დიდი რისკის ფასად იღვაწა იმავე სოფლის მღვდლის დეკანოზ აკაკი გოშუას სიცოცხლის შესანარჩუნებლად, ამ უდანაშაულო ადამიანის ღირსების დასაცავად. ამდენად, მისი ცხოვრება გმირობის ტოლფას ნათელ და მისაბაძ მაგალითად დარჩება.

ახალგაზრდა ნიკოლოზ კვირტია ვერ შეეგუა საბჭოთა წყობილების უღმერთო იდეების პროპაგანდას და მის არსებაში მეამბოხის სულმა გაიღვიძა. გულმხურვალედ გაიზიარა დეკანოზ აკაკი გოშუას თავს დატეხილი უსამართლო განაჩენი, დევნა, შეურაცხყოფა, დაპატიმრება. ხილული მფარველი ანგელოზივით დაჰყვებოდა თან ყველგან. ნიკოლოზ კვირტია საუცხოო ადამიანი იყო, გულკეთილი, ნათელღიმილიანი. განათლება წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში მიიღო. არც ჭკუა-გონება აკლდა, არც სისხარტე და მოქნილობა. უშიშრად მფარველობდა მამა აკაკი გოშუასა და დიაკვან დათა კვირტიას, როდესაც ისინი ფარულად, ხან ტყეში, ხან გვირაბებში, ხან სად და ხან სად ნათლავდნენ ხალხს და ასრულებდნენ ხელისუფლებისგან აკრძალულ სხვა ქრისტიანულ საიდუმლოებებს. ნიკო სოფელ-სოფელ აგროვებდა ხალხს და მამა აკაკისთან მიჰყავდა მოსანათლად. მეტადრე აქტიურობდა თურმე მეორე მსოფლიო ომის წლებში. ცდილობდა, არც ერთი ახალგაზრდა არ წასულიყო ფრონტზე მოუნათლავი.

მღვდლობის უფლებაჩამორთმეული დეკანოზი აკაკი გოშუა არაერთხელ მჯდარა უშიშროების ციხეში, მაგრამ ნიკო კვირტიას საოცარი მოხერხებითა და გამჭრიახობით გადარჩენია სიკვდილს. ნიკოს სულში იმდენად დიდი აღმოჩნდა ძმური, ქრისტიანული სიყვარული, რომ ყოველგვარ შიშსა და უკეთურებას ახოვნად სძლია. თურმე შუბლის გახვრეტითაც კი ემუქრებოდა იმ პირსისხლიან მდევრებს, რომლებიც დაგეშილი ძაღლებივით დაეძებდნენ მის მიერ გადამალულ მოძღვარს და არ ასვენებდნენ პატივაყრილ ეკლესიის მსახურებს.

ნიკო კვირტია ზომიერი, ალღოიანი, გაწონასწორებული ადამიანი ყოფილა. ოჯახიც მისაბაძი ჰქონია. შვიდი შვილი ჰყავდა. ჩინებულად აღზრდილნი, ნიჭიერებითა და კეთილსინდისიერებით გამორჩეულები იყვნენ. მეორე მსოფლიო ომმა მისი ოთხი ვაჟი შეიწირა.

ნიკოლოზ კვირტიას მადლი ატყვია მისი შთამომავლობის ცხოვრებასა და მოღვაწეობას - ისინი ცნობილი და მისაბაძი ადამიანები არიან, ღვთის სათნოდ ცხოვრობენ, პატივს მიაგებენ წინაპართა ხსოვნას, ლოცულობენ მათთვის, უყვართ მოყვასი, პროფესია, ოჯახი...

ნიკოლოზის ვაჟს, ავქსენტის, რომელიც იურისტი იყო, ორი შვილი დარჩა: დიანა და ბადრი.

ქალბატონი დიანა კვირტია-შონია პროფესიით ფიზიკოსია, ოჯახით მთაწმინდაზე ცხოვრობს. ჰყავს სამი შესანიშნავი ქალიშვილი. ქეთევანი ფილოლოგია, ქართული ენისა და ლიტერატურის სიყვარულს აზიარებს მომავალ თაობას, ნანა - ყველასთვის საყვარელი მსახიობი, მედეა კი ექიმი გახლავთ. ამ ტრადიციულ ოჯახში მუდამ სითბო და სიყვარული ტრიალებს.

ქალბატონი დიანა კვირტია: - ბაბუაჩემი ნიკოლოზი მეტად გამრჯე და მშვიდი კაცი იყო. ოთხი შვილის დამკარგავს ქედი არ მოუხრია, ჯავრს გულში იკლავდა. ბებიაჩემი ანეტაც შვილიშვილებთან არაფერს იმჩნევდა, სახლის უკან, ტყეში შევიდოდა და იქ ესაუბრებოდა თავის გარდაცვლილ შვილებს. ბავშვობაში მე და ჩემი ბიძაშვილი მალულად გავედევნებოდით ხოლმე და ყურს ვუგდებდით. ბიჭების სახელებს ახსენებდა, თან ტიროდა. შინ რომ დაბრუნდებოდა, ვითომ არაფერი მომხდარიყოს, ჩვეული გულმოდგინებით შეუდგებოდა ყოველდღიურ საქმიანობას. ჩვენ კი მთელი ბავშვობა ველოდებოდით მამისა და ბიძების დაბრუნებას. მამაჩემის საფლავზე, ბერლინის მახლობლად, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ვიყავით მე, დედაჩემი და ჩემი ძმა. დედა მაშინ უკვე 87 წლის იყო. იქიდან წამოღებული მიწა მერე დედაჩემს საფლავში ჩავაყოლეთ...

ბაბუას გმირობის ამბავი მამა აკაკი გოშუას შვილიშვილისგან, ქალბატონი ციალასგან შევიტყვე (მადლობა მას ამისთვის). უზომოდ ბედნიერი ვარ, რომ ასეთი ღირსეული წინაპარი მყოლია.

ქეთევან შონია: - 1986 წლიდან დავიწყე ეკლესიური ცხოვრება. ვცდილობ, ვიცხოვრო ეკლესიური სწავლების თანახმად. თავიდან მეუფე დანიელის მრევლის წევრი ვიყავი (მაშინ მამა დავითი იყო). მერე რომელ მოძღვარსაც მივეკედლე, ყველა ეპისკოპოსი გახდა (მეუფე ნიკოლოზი, მეუფე შიო). ასე დავდივარ ტაძრიდან ტაძარში. მთელი თბილისის ტაძრები შემოვიარე. ამის მერე უფრო მშობლიური და ახლობელი გახდა ჩემთვის თბილისი.

ჩემი დიდი ბაბუის შესახებ დედისგან მსმენია. კირცხში ვყოფილვარ ბებიას და ბაბუას საფლავზე. რაღაც უხილავი იდუმალი კავშირი მართლა არსებობს შენსა და წინაპრებს შორის. როცა ადამიანს წლების განმავლობაში იხსენებ მოსახსენებელში, კიდევ უფრო ახლობელი ხდება. მამის მხრიდანაც დიდი ბაბუა მღვდელი იყო - კონსტანტინე შონია, რომელიც ზუგდიდის ეპარქიაში მსახურობდა. მას ანაფორა არ გაუხდია. მოგეხსენებათ, ეს იმ დროს გმირობის ტოლფასი იყო. ოჯახში გვაქვს მისეული დიდი სლავური სახარება. ბავშვობიდან ეს წიგნი ჩემთვის რაღაც იდუმალი იყო.

ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა იცხოვროს ადამიანმა რწმენის გარეშე.

ნანა შონია: - თეატრი ის ადგილია, სადაც შემიძლია ახლოს ვიყო ჩემს ხალხთან. უზომოდ მიყვარს ადამიანები. თუმცა არაერთხელ უწყენინებიათ, არასოდეს დამიკარგავს მათდამი რწმენა და სიყვარული. არასოდეს გამჩენია ბოღმა, სამაგიეროს გადახდის სურვილი. ვფიქრობ, რომ მიტევების უნარი უდიდესი სათნოებაა. როდესაც რაიმე უსამართლობა ანდა განსაცდელი ეშვება ჩემს თავს, ვცდილობ, მშვიდად შევხვდე. ეს ყველაფერი გარკვეულწილად გეხმარება, დაინახო, სინამდვილეში ვინ ხარ. სულ საკუთარი თავის აღმოჩენაში ვარ.

ხშირად უთქვამთ, - რა კარგია, რომ ასეთ სიხარულს გვანიჭებთ, გვილამაზებთ ცხოვრებასო. ჩვენი პროფესია, ცოტა არ იყოს, ეკლესიისთვის მიუღებელია. ჩემი მოძღვარი, დეკანოზი გიორგი თევდორაშვილიც მახსენებს ხოლმე, ამ პროფესიას უფრო სხვაგვარად უნდა მიუდგეო. როცა სცენაზე მთლიანად იხარჯები, მაყურებლისთვისაც უფრო ახლობელი ხდები. მსახიობი უნდა ეცადო, იყო გულღია, წრფელი.

ნიკოლოზ კვირტიას ვაჟს - ბატონ ბადრის სამი ვაჟი ჰყავს. მათგან ერთ-ერთი დიდი ბაბუის სახელს ატარებს.

მწერალ ბაჩო კვირტიას ქართველი საზოგადოება უკვე კარგად იცნობს. მისი მოთხრობები 1994 წლიდან იბეჭდება. 2007 წელს ლიტერატურულ კონკურსში "Pen-მარათონი" მოიპოვა კონკურსის პირველი პრემია ზღაპრით "თეთრი ალები". 2007 წელს გამართულ ლიტერატურულ კონკურსზე "წერო" დაჯილდოვდა პირველი პრემიით ("მე ბიძინა ვარ"), ხოლო წელს უკვე ლიტერატურულ კონკურსზე "საბა", ნომინაციაზე "საუკეთესო დებიუტი", წარადგინეს მისი პირველი წიგნი "მატარებლის მოსვლამდე" და ლაურეატიც გახდა.

KARIBCHEბაჩო კვირტია: - წერა 13-14 წლის ასაკში დავიწყე. სკოლაში ყოველთვის მიხაროდა და მსიამოვნებდა თავისუფალი თემის წერა. სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განვაგრძე შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში დრამატურგიის ხელოვნების ფაკულტეტზე (თამაზ ჭილაძის სახელოსნო).

მეტი წილი ჩემი ნაწარმოებებისა ავტობიოგრაფიული ელემენტებისგან შედგება.

- დღევანდელ მწერლობაზე რა აზრის ხარ?

- თანამედროვე მწერლობა მეტად მრავალფეროვანია, შეიძლება ითქვას, არასტაბილურიც. ზოგჯერ შეინიშნება ტენდენცია მასკულტურის ხასიათის შეძენისკენ, სნობური ელემენტებით გამდიდრებისკენ, ფორმების დამახინჯებისკენ, რაც, საბოლოო ჯამში, აუფასურებს მას. ვფიქრობ, ჩვენი თანამედროვე მწერლობა გარდატეხის პერიოდს განიცდის, ანუ დაწმენდის პროცესშია. ჩაივლის ეს მღვრიე წყალი და დარჩება ის იშვიათი მარგალიტები, რომლებიც მართლაც ფასეულია.

- შენი აზრით, რა არის მწერლის დანიშნულება, ლიტერატურის, მწერლობის მისია?

- მწერლობის მისია ის არის, რომ ადამიანს ესთეტიკური ხედვა გაუღრმავოს, დაანახოს უკეთესი რეალობა. ამ მხრივ მწერლობის მისია თითქმის ეკლესიის მისიას უტოლდება. ჭეშარიტი ლიტერატურა და რელიგია ყოველთვის გადაჯაჭვული იყო და არის, ერთმანეთთან ახლოს იდგა. შეიძლება რელიგია არსებობდეს ლიტერატურის გარეშე (თუმცაღა სახარება უდიდესი პოეზიაა), მაგრამ პირიქით შეუძლებელია. ყველაფერი ბიბლიიდან მოდის. რელიგიამ შვა ყველა ის ფასეულობა, რაც კაცობიობას გააჩნია. რელიგიის გარეშე ლიტერატურა არის ოდენ აჩრდილი, მოჩვენება. მწერლობას სჭირდება ქრისტიანობა ისე, როგორც ადამიანს ჰაერი.

ამდენად, მწერლის დანიშნულებაა, მკითხველამდე მიიტანოს ის გზავნილი, რომ ადამიანი არის დაბადებული სიკეთისთვის, სიყვარულისთვის, კაცთმოყვარეობისთვის. კიდევ ერთხელ დაარწმუნოს ადამიანი იმაში, რომ იგი შექმნილია "ხატად და მსგავსად ღვთისა". კიდევ ერთხელ შეახსენოს თითოეულს, რომ ის ადამიანია და რომ მოსულია ამქვეყნად დროებით, რომ გალიოს ეს წუთისოფელი სიკეთეში, სიყვარულში, კაცთმოყვარეობაში, მოიხვეჭოს მადლი და ა.შ. ხოლო თუ როგორ დააჯერებს მკითხველს ამაში, ეს უკვე მის მხატვრულ ოსტატობაზეა დამოკიდებული.

- რამდენად გეხმარება რწმენა?

- რწმენა ჩემთვის არის შთაგონების წყარო, მამოძრავებელი ძალა. აუცილებელი არ არის, რომ ლიტერატურულ ნაწარმოებში სწორხაზოვნება იყოს დაცული რელიგიური კუთხით. მწერლის სარწმუნოება და მრწამსი ფარულად უნდა იკითხებოდეს ქვეტექსტში. აუცილებელი არ არის, ყოველ მოთხრობასა თუ რომანში ათი მცნება იყოს ნაქადაგები, ის უნდა იყოს სხვაგვარი ფორმით გადმოცემული, მეტამორფოზას უნდა განიცდიდეს.

- შენი დიდი ბაბუის შესახებ რას გვეტყვი?

- მამა აკაკი გოშუასა და ბაბუაჩემის ამბავი თქვენი ჟურნალით შევიტყვე და ეს სასიამოვნო მოულოდნელობა იყო. რა თქმა უნდა, ძალიან გამიხარდა, სიამაყის გრძნობაც გამიჩნდა. მინდა უფრო მეტი რამ ვიცოდე ნიკოლოზ კვირტიას შესახებ. ინტერესი უფრო და უფრო გამიცხოველდა. სამწუხაროდ, ის ადამიანები, ვისაც შეეძლო მის შესახებ რაიმე გაეხსენებინა, დღეს უკვე აღარ არიან. სულ გვეუბნებიან: "გახსოვდეთ, ვისი გორისა ხართ". წინაპრების სიკეთე წამახალისებელი და დიდი სტიმულის მომცემია შთამომავლებისთვის. შენი წინაპრების ვაჟკაცობისა და გმირობის ამბავს რომ გაიგებ, თითქოს სისხლი გიდუღდება ძარღვებში. ცდილობ, მათ ნაკვალევზე ღირსეულად იარო, ფეხი არ დაგიცდეს, იცხოვრო ისე, რომ შენც შეძლო შენს შთამომავლებს დაუტოვო კვალი ნათელი, შენც გახდე მისაბაძი მათთვის.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
28.06.2024
ამ ვრცელი წერილის დაწერა ჩემი სოფლის და საქართველოს მთის სიყვარულმა გამაბედინა, სადაც უზრუნველი ბალღობის წლები გავატარე.
02.06.2023
ლაშა-გიორგის დროინდელი ერთი უცნობი ქართველი მემატიანის სიტყვით, დავით აღმაშენებელმა "სიცოცხლის შინა დასუა მეფედ დემეტრე
24.05.2022

324 წელს რომის იმპერატორმა წმინდა კონსტანტინე დიდმა გადაწყვიტა, იმპერიის დედაქალაქი აღმოსავლეთის პროვინციების სიახლოვეს გადაეტანა, რომელიც იმავე დროს დასავლეთთან კავშირს არ დაკარგავდა.

20.05.2022
საქართველოს სამეფოს იმ აშლილობის დროს, რომელიც დამკვიდრდა უსინათლო თეოდოსის მეფობაში, მმართველ მოწინავე წრეში საბედნიეროდ მაინც აღმოჩნდა შეგნებული ჯგუფი,
08.02.2022

მეფე დავით აღმაშენებელი - (1125 წ. 24 იანვარი)


თითქმის რვა საუკუნემ განვლო მას შემდეგ, რაც მიიცვალა სახელოვანი და დიდებული მეფე გაერთიანებულის საქართველოსი დავით აღმაშენებელი.

25.01.2022
გვსურს გავიხსენოთ ერთი ლამაზი წერილი, რომელიც 24 წლის დიაკვანმა მიხა ხელაშვილმა მისწერა თავისი ძმადნაფიცის, ხევსური გიგიას დას პარასკოს.
07.01.2022
შესავალი
ეკლესიის ისტორიია ამოსავალ პუნქტს წარმოადგენს ჩვენი მაცხოვრის იესო ქრისტესა და მისი მოციქულების საქმე და ცხოვრება, მაგრამ როგორც ცნობილია, ქრისტიანული მოძღვრების საყოველთაო გავრცელებას წინ უძღოდა კაცობრიობის მომზადება მაცხოვრის მისაღებად
13.12.2021
370 წლის ახლოს კლარჯეთი განუდგა ქართლის მეფე ვარაზ-ბაქარს და "მიერთნეს ბერძენთა".
29.11.2021
ყველისციხე, ყუელისციხე — ციხესიმაგრე შუა საუკუნეების სამხრეთ საქართველოში, ჯაყისწყლის სათავეში, არსიანის ქედის ყველის მთაზე (ახლანდელი თურქეთის ტერიტორია).
02.10.2021
მტარვალმა შაჰ აბასმა ერთაწმინდაში წმინდა ევსტატეს სახელობის ტაძრის დანგრევა მოისურვა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat