"რჩეულნო ივერიისანნო, თქვენ უნდა იხსნათ სამშობლო განსაცდელისგან!"
"რჩეულნო ივერიისანნო, თქვენ უნდა იხსნათ სამშობლო განსაცდელისგან!"
"ქრისტე ღმერთი ჯვარს ეცვა ქვეყნისთვის და ჩვენც ჯვარს ვეცვით ქრისტესთვის. ამ პატარა საქართველოს გადავუღეღეთ მკერდი და ამ მკერდზედ, როგორც კლდეზედ, დავუდგით ქრისტიანობას საყდარი... ბჭეთა ჯოჯოხეთისათა ვერ შემუსრეს იგი, გავწყდით, გავიჟლიტენით, გავიწირეთ, ცოლ-შვილი გავწირეთ, უსწორო ომები ვასწორეთ, ხორცი მივეცით სულისთვის და ერთმა მუჭა ერმა ქრისტიანობა შევინახეთ, არ გავაქრეთ ამ პატარა ქვეყანაში, რომელსაც ჩვენს სამშობლოს, ჩვენს მამულს სამართლის თავმოწონებით ვეძახით", - წერს წმიდა ილია მართალი (ჭავჭავაძე). მისი თქმით, "ქრისტიანობა, ქრისტეს მოძღვრების გარდა, ჩვენში ნიშნავდა მთელს საქართველოს მიწა-წყალს, ნიშნავდა ქართველობას... ქრისტეს რჯული ქართველებისთვის მარტო სარწმუნოებითი აღსარება კი არ იყო, იგი, ამასთან ერთად, პოლიტიკური ქვითკირიც იყო საქართველოს მრავალი ნაწილების გასაერთიანებლად და შემოსაკრებად... ქართველი ერი ამისთვის უფრთხილდებოდა თავის რჯულს, რომელიც შინაგანი ღირსების გარდა დუღაბობას უწევდა ერთობას".

ქართველი ხალხი მთელი თავისი ისტორიის მანძილზე იბრძოდა და სისხლს ღვრიდა მამულის, ენისა და სარწმუნოების გადასარჩენად: "ქართველი ერი, ქრისტეს სარწმუნოების სიყვარულით აღფრთოვანებული და სულიერად განმტკიცებული, თავგამოდებით ებრძოდა თავისზედ უძლიერეს მტრებს - სპარსელებს, არაბებს, სელჩუკებს, ლეკებს, მონღოლებს და სხვა შინაურ, გარეულ მტრებს და თავისი მიწა-წყალი არ დასთმო, დაიცვა მამა-პაპის სალოცავნი, ენა და შეინარჩუნა თავისი ეროვნული ელფერი" (მღვდელი პოლიევქტოს კარბელაშვილი).

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია საუკუნეთა მანძილზე სულიერად განამტკიცებდა ქართველ ერს, წინამძღვრობდა მას თავისუფლებისა და ერთიანობისთვის სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში. ბოლოს, ამ 200 წლის წინ, 1801 წელს, ჩვენმა სამშობლომ დიდი ხნით დაკარგა სახელმწიფოებრიობა, რასაც ათიოდე წელიწადში ეკლესიის დამოუკიდებლობის (ავტოკეფალიის) გაუქმებაც მოჰყვა. ამ მოვლენებმა უდიდესი გავლენა მოახდინა ჩვენი ქვეყნისა და დედაეკლესიის შემდგომ ბედზე.

ქართველ ხალხს მთელი XIX-XX საუკუნეების განმავლობაში არ შეუწყვეტია ბრძოლა რუსი დამპყრობლების წინააღმდეგ, რასაც მრავალი აჯანყებაც მოწმობს. რუსეთის იმპერიის გეგმაზომიერმა ანტიეროვნულმა და რუსიფიკატორულმა პოლიტიკამ, რაც ქართველთა სრულ გადაგვარებასა და ასიმილაციას ისახავდა მიზნად, გააერთიანა და ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში ჩააბა საქართველოს მოსახლეობის ყველა ფენა, განურჩევლად წოდებრივი და სხვა განსხვავებებისა. ეროვნულ-განმათავისუფლებელმა მოძრაობამ, რომელსაც წმიდა ილია მართალი და მისი თანამოაზრეები ედგნენ სათავეში, დიდი როლი შეასრულა ქართველი ხალხის კონსოლიდაციაში, სახელმწიფოებრივი და ეკლესიური თავისუფლების აღდგენაში.

1917 წლის თებერვალში რუსეთში მომხდარმა რევოლუციამ ქართველ ხალხსა და სამღვდელოებას საშუალება მისცა, დაუყოვნებლივ აღედგინათ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია. 1917 წლის 12 (ახალი სტილით - 25) მარტს მცხეთის სვეტიცხოვლის ტაძარში ათასობით მორწმუნე შეიკრიბა. ეპისკოპოსმა ლეონიდემ (ოქროპირიძემ) სხვა მღვდელმთავრებსა და სამღვდელოებასთან ერთად წირვა აღავლინა, რომლის დროსაც საზეიმოდ გამოცხადდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა. საქართველოს ეკლესიის დროებით გამგებლად დაინიშნა გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსი ლეონიდე.

"დღეს აქ ეკლესიური კრება მოვაწყვეთ თავისუფლად, რამაც შარაგზაზე უმწეოდ გართხმული მშობელი ეკლესია ფეხზე წამოაყენა, ხელი უპყრა მას და თავოსნური ცხოვრება აღუდგინა!" - აღნიშნა დეკანოზმა ნიკიტა თალაკვაძემ.

"გილოცავთ ავტოკეფალიას. ხუნდები აეხსნა ჩვენს სრულიად ივერიის ეკლესიას, რადგანაც დამონებული იყო ჩვენი ეროვნული სიწმინდე, მდაბიო ერად იყო ქცეული ხალხი, ტანჯვის ცრემლს ღვრიდა, ახლა კი სიხარულის ცრემლს ვაფრქვევთ. გაუმარჯოს თავისუფალი ქვეყნის თავისუფალ ეკლესიას!" - ასეთი ტელეგრამა გამოგზავნა ვიტებსკში გადასახლებულმა ავტოკეფალიისთვის მებრძოლმა ეპისკოპოსმა კირიონმა (საძაგლიშვილმა).

ავტოკეფალიის აღდგენამ დიდი როლი შეასრულა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მოპოვებისთვის ქართველი ხალხის იდეოლოგიურ მომზადებაში.

1917 წლის სექტემბერში გამართულ საეკლესიო კრებაზე ავტოკეფალიააღდგენილი ეკლესიის პირველ კათოლიკოს-პატრიარქად კირიონ II აირჩიეს. პატრიარქი კრებისადმი მიმართვაში წერდა: "ხელთა შინა თქვენთა არს მომავალი ერისა ჩვენისა, თქვენ ხართ სასო და ხელისამპყრობელი მისი. ღელავს და მძვინვარებს ზღვა ჩრდილოისა, სანაპიროსა თავისასა გარდმოხეთქილი, და ტანჯვას უქადის მრავალტანჯულსა ჩვენსა მხარესა. და თქვენ, რჩეულნო ივერიისანნო, თქვენ უნდა იხსნათ სამშობლო განსაცდელისგან, თქვენ უნდა განუსვენოთ მას, მიიყვანოთ ნავთსაყუდელსა მყუდროსა და დაამყაროთ მასში ძმობა, მშვიდობა და ბედნიერება. თქვენი ერთობა, ერთსულოვნება და დღისა ვარამისა განმსჭვრეტელობა განცხოველდება და ქართველი ერი კვლავ აღბეჭდავს მატიანესა შინა კაცობრიობისასა საქმეთა თვისთა საგმიროთა".

1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა. დამოუკიდებლობის დეკლარაციის მიღებაში მონაწილეობდნენ საქართველოს ეკლესიის წარმომადგენლები: მიტროპოლიტი ლეონიდე და არქიმანდრიტი ნაზარი (ლეჟავა). საქართველოს ეკლესიის საკათალიკოსო საბჭო სიხარულით შეხვდა დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს და საგანგებო ეპისტოლით მიმართა "თავისუფალი საქართველოს ეკლესიის ძეთა და ასულთ". ეპისტოლეში ნათქვამი იყო:

"გაგვითენდა! როგორც არის, ცა გაგვეხსნა! ბოლოს ჩვენთვინაც დაირეკა ბრწყინვალე აღდგომის სალიტანიო მხიარული ზარები! საქართველო აღსდგა, ჩვენი სათაყვანო სამშობლო უკვე დამოუკიდებელ სახელმწიფოდ არის გამოცხადებული! როგორც მკვდრეთით აღდგომილმა ქრისტემ თავისის საფლავის კარიდან გადააგორა ლოდი, ისე დღევანდელმა საქართველომ მოიხსნა მონობა, ასის წლის განმავლობაში მძიმე ლოდად რომ აწვა მკერდზე, ულმობელად რომ ბორკავდა მას და უსულო ცხედარს ამსგავსებდა... ასეთი ბედნიერება მინდორში არ გვიპოვია. ამას მივაღწიეთ როგორც კურთხეულის ქართველი ერის მედგარის და გონიერის ხანგრძლივი მეცადინეობით, ისე ჩვენი სასოების იესო ქრისტეს წყალობით, ჩვენი სამშობლოს დაუცხრომელის მეოხის, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ფარვა-მცველობით, ჩვენი სულიერი დედის, მოციქულთა სწორის ნინოსი და ჩვენის სისხლისა და ხორცის დიდებულ მოწამეების, არჩილისა და ქეთევანის, საქართველოს კეთილდღეობისთვის მარად-დღე ღვთის წინ მხურვალე შუამდგომლობით!.. სამშობლოს გაჭირვებამ, სამშობლოს ბედნიერად არსებობისა და აყვავების წრფელმა სურვილმა უნდა ყველანი აგვამეტყველ-აგვამოქმედოს უსათუოდ ერთი და იგივე ენით, ერთი და იგივე გრძნობა-გულმოდგინებით და მაშინ არავითარი მტერი საშიში არ იქნება ჩვენთვის, ვერავითარი გარეშე ძალა ვერას გაიტანს ძვირფასი სამშობლოდან, რომელიც უფრო საყვარელი შეიქნება ჩვენთვის, როდესაც მისთვის ბრძოლას დავითმენთ... ნუ დავიყოფით, როგორც მოქალაქენი, ერთი მეორეს მოპირდაპირე და მოქიშპე ჯგუფებად! საქვეყნო, საზოგადო საქმეებში ვიმოქმედოთ ყოველთვის შეერთებულად, მდიდარმა და ღარიბმა, მრეწველმა და მუშამ, ვაჭარმა და მოხელემ, სოფლელმა და ქალაქელმა და ღმერთი გვიკურთხებს ნორჩ სახელმწიფოს, უფალი განამტკიცებს ჩვენს თავისუფლებას". სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა კირიონ II-მ ასე მიმართა თავის სამწყსოს: "დიდი ისტორიული დღე გაგვითენდა, 26 მაისი სამუდამოდ და საშვილიშვილოდ დარჩება ფრიად მნიშვნელოვან დღედ, აღსრულდა ჩვენი უდიდესი ნატვრა, ჩვენ ნეტარხსენებულთა წინაპართა მუდმივი ლტოლვილება. ღმერთმა განუსვენოს იმ თავდადებულ მამულიშვილებს, რომელთაც თავი შესწირეს სამშობლოს კეთილდღეობისთვის და თავგანწირულად იბრძოდნენ ჩვენი ქვეყნის განთავისუფლებისთვის. დიდის წვალების შემდეგ იშვა ჩვენი თავისუფლება და ობლის კვერივით გვიან გამოცხვა. მადლობა ღმერთს! ასი წლის მონობის ბორკილი აეხსნა მრავალტანჯულ ქართველ ხალხს. ესე უდიდესი აქტი ერთხმად მიიღო ყველა წოდების ქართველმა, მიუხედავად პარტიებისა და რწმენისა. აღსრულდა მუდმივი ნატვრა საქართველოსი. 26 მაისს 5 საათზე გაისმა პირველი თავისუფალი სიტყვა თავისუფალ საქართველოში. მაგრამ ნუ დავივიწყებთ, რომ თავისუფლება და დამოუკიდებლობა გვაკისრებს დიდ ზრუნვას და დიდ მოქალაქეობრივ სიბრძნე-სიფხიზლეს თხოულობს ჩვენგან... მონობისთანა მწარე ხვედრი დედამიწამ არ იცის. თავისუფლებას ბინა აქვს თავისუფალი კაცის გულში. იგი დამაგვირგვინებელია ჩვენი ცხოვრებისა. თავისუფლება ღვთიური ნიჭია.

ჭეშმარიტი მამულიშვილი მოვალეა, თუ პოლიტიკური გარემოება მოითხოვს, იარაღით ხელში დაიცვას მოპოვებული თავისუფლება. "კაცი ჯაბანი რითა სჯობს დიაცსა ქსლისა მბეჭველსა" და "სჯობს სახელისა მოხვეჭა ყოველსა მოსახვეჭელსა", - ამბობს უკვდავი შოთა.

მაშ, გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს! გაუმარჯოს თავისუფალ ქართველ ხალხს! გაუმარჯოს ყველა იმ ერებს, რომელნიც ჩვენთან ერთად იცხოვრებენ თავისუფალ საქართველოში!"

სამწუხაროდ, დამოუკიდებელ საქართველოს დიდი დღე არ ეწერა. 1921 წელს საბჭოთა რუსეთმა მეორედ მოახდინა საქართველოს ანექსია და დაიწყო 70-წლიანი ბაბილონური ტყვეობა. სიმბოლურია, რომ, ისევე, როგორც საუკუნის დასაწყისში, 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას კვლავ წინ უძღოდა დიდი საეკლესიო მოვლენა - 1990 წლის მარტში ავტოკეფალიის (ეკლესიის დამოუკიდებლობის) საბოლოო ცნობა და აღიარება მსოფლიო საპატრიარქოს მიერ.

იმედია, ჩვენი სამშობლო მალე გამთლიანდება და სრულიად საქართველო იქნება ერთი სამწყსო უფლისა, რათა "უფალმან ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით".

"აჰა, მოუკლებელად ილოცე, ივერიავ, და იმარხე ვითარცა გიბრძანებს ეკლესია და იყავნ მდაბალ, მშვიდ მიმღები ეგე ქრისტეს უღლისა ტკბილისა, რომელ არს სჯული საღმრთო და ტვირთისა სუბუქისა, რომელ არს სიყვარული ღვთისა და გაქუნდეს მორჩილება უფლისა ცხებულისა".
მღვდელმონაზონი იონა ხელაშვილი

"საზოგადოდ, მე ყოველთვის წინააღმდეგი ვიყავი და ვიქნები იმისა, რომ ქართველმა კაცმა ნებით მიატოვოს თავისი სამშობლო მხარე, თუნდაც სხვაგან მას მოელოდეს პირადი წარმატება და ბედნიერება, რადგან საქართველოს ჯერხანად არ ემეტება მოღვაწეები".
წმიდა ამბროსი ხელაია
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
28.06.2024
ამ ვრცელი წერილის დაწერა ჩემი სოფლის და საქართველოს მთის სიყვარულმა გამაბედინა, სადაც უზრუნველი ბალღობის წლები გავატარე.
02.06.2023
ლაშა-გიორგის დროინდელი ერთი უცნობი ქართველი მემატიანის სიტყვით, დავით აღმაშენებელმა "სიცოცხლის შინა დასუა მეფედ დემეტრე
24.05.2022

324 წელს რომის იმპერატორმა წმინდა კონსტანტინე დიდმა გადაწყვიტა, იმპერიის დედაქალაქი აღმოსავლეთის პროვინციების სიახლოვეს გადაეტანა, რომელიც იმავე დროს დასავლეთთან კავშირს არ დაკარგავდა.

20.05.2022
საქართველოს სამეფოს იმ აშლილობის დროს, რომელიც დამკვიდრდა უსინათლო თეოდოსის მეფობაში, მმართველ მოწინავე წრეში საბედნიეროდ მაინც აღმოჩნდა შეგნებული ჯგუფი,
08.02.2022

მეფე დავით აღმაშენებელი - (1125 წ. 24 იანვარი)


თითქმის რვა საუკუნემ განვლო მას შემდეგ, რაც მიიცვალა სახელოვანი და დიდებული მეფე გაერთიანებულის საქართველოსი დავით აღმაშენებელი.

25.01.2022
გვსურს გავიხსენოთ ერთი ლამაზი წერილი, რომელიც 24 წლის დიაკვანმა მიხა ხელაშვილმა მისწერა თავისი ძმადნაფიცის, ხევსური გიგიას დას პარასკოს.
07.01.2022
შესავალი
ეკლესიის ისტორიია ამოსავალ პუნქტს წარმოადგენს ჩვენი მაცხოვრის იესო ქრისტესა და მისი მოციქულების საქმე და ცხოვრება, მაგრამ როგორც ცნობილია, ქრისტიანული მოძღვრების საყოველთაო გავრცელებას წინ უძღოდა კაცობრიობის მომზადება მაცხოვრის მისაღებად
13.12.2021
370 წლის ახლოს კლარჯეთი განუდგა ქართლის მეფე ვარაზ-ბაქარს და "მიერთნეს ბერძენთა".
29.11.2021
ყველისციხე, ყუელისციხე — ციხესიმაგრე შუა საუკუნეების სამხრეთ საქართველოში, ჯაყისწყლის სათავეში, არსიანის ქედის ყველის მთაზე (ახლანდელი თურქეთის ტერიტორია).
02.10.2021
მტარვალმა შაჰ აბასმა ერთაწმინდაში წმინდა ევსტატეს სახელობის ტაძრის დანგრევა მოისურვა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat