ქართველი კაცის შეგნებაში მეფე და ერი განუყოფელი ცნებები იყო
ქართველი კაცის შეგნებაში მეფე და ერი განუყოფელი ცნებები იყო
ჟამი უნდობარი
ჩვენი დროის ერთმა უდიდესმა ქართველმა მწერალმა თქვა: "ზოგი ხალხის ისტორია ნისლივითაა, შიგნით არაფერი ჩანს, მხოლოდ აქა-იქ გამოჩნდება ხოლმე მწვერვალები და ისე უმნიშვნელონი, იმავე წამს ნისლით იბურებიან.

ზოგი ქარს ჰგავს: თითქოს გარდასული წინაპრების სული იყვეს აბობოქრებული.

ზოგი თოვლს ჰგავს: ცივია, მაგრამ სპეტაკი და შეურყვნელი.

ზოგი ძვირფას თვალს ჰგავს, ანდა ბნელ ღამეში მბრწყინავ ციცინათელას.

ჩემი ქვეყნის ისტორია კი დედის თვალებიდან ჩამოგორებულ ობოლ ცრემლს მაგონებს".

საქართველოს ისტორიაში არაერთხელ მდგარა "ჟამი უნდობარი", რა განსაცდელებისთვის არ გაუძლია ქართველ ერს, რა აღარ გადაუტანია. რანაირი მტერი აღარ გვყოლია, ურჯულო, ბარბაროსი, სასტიკი, ვერაგი.... მაგრამ არც ერთს ფიქრადაც არ მოსვლია იმის გაკეთება, რაც XIX საუკუნის დასაწყისში ჩრდილოეთიდან ქრისტიანობის დასაცავად მოწვეულმა ერთმორწმუნე და "თავაზიანმა მფარველმა" იკადრა: თორმეტი საუკუნის მანძილზე ღირსეულად ნატარები ბაგრატოვანთა გვირგვინი დაამხო და ამით უძველესი სახელმწიფო განადგურების პირას მიიყვანა. ქართველი კაცის შეგნებაში კი მეფე და ერი განუყოფელი ცნებები იყო.

1783 წელს დადებულმა "გეორგიევსკის ტრაქტატმა" ერეკლე მეორეს იმედები გაუცრუა. მისი გარდაცვალების შემდეგ ტახტზე გიორგი XII ავიდა.

ერეკლეს ანდერძის თანახმად, გიორგი XII-ის გარდაცვალების შემდეგ უნდა გამეფებულიყო მისი ძმა იულონი და არა გიორგის მემკვიდრე დავით ბატონიშვილი. სამეფო კარი ორ ბანაკად გაიყო. გიორგი მეფეს და დედოფალ მარიამს გულუბრყვილოდ სჯეროდათ, რომ დიდი რუსეთი ჭეშმარიტ მფარველობას გაუწევდა ერთმორწმუნე საქართველოს და თავდასხმასა და ძალადობას არავის შეარჩენდა. მეორე მხრივ, რუსეთი თავდებად დაუდგებოდა ბაგრატოვანთა მეფობის უძველესი წესის მიხედვით გიორგის მემკვიდრის, დავით ბატონიშვილის, გამეფებას.

მეორე ბანაკში იყვნენ დარეჯან დედოფალი და მისი შვილები.

რუსეთი თავის მფარველობაში აყვანილ ქართლ-კახეთის სამეფოს დიდ დაპირებებს აძლევდა, იმპერატორი პავლე I კანონიერ მეფედ გიორგის, ხოლო მის ძეს, დავით ბატონიშვილს, ტახტის მემკვიდრედ აცხადებდა. ამ ფაქტს იმპერატორი სამეფო ნიშნების გადაცემით ადასტურებდა. ამ "წყალობის" ნაცვლად საქართველოს სატახტო ქალაქში რუსის ჯარი შემოვიდა, გენერალ ლაზარევის მეთაურობით, თანაც "სამუდმაოდ დასარჩენად".

გენერალი ლაზარევი უფრო ინტრიგების სახლართავად მობრძანდა და სულაც არ ანაღვლებდა იმ ტახტის დაცვა, რომლის ვითომდა "დარაჯად" წარმოეგზავნა პავლე I-ს. მალე მან ისედაც დასუსტებულ სამეფოს შეუტია და ტახტის ღირსების შელახვასა და ძაგებას მიჰყო ხელი.

ამ ამბებმა დიდად დაამწუხრა სამეფო კარი. ახლა უკვე "დამტკიცებულ მემკვიდრესაც" (დავით ბატონიშვილს) აღმოხდა ის საბედისწერო კითხვა, რომელიც ჯერ კიდევ ერეკლეს დროს ელჩმა გარსევან ჭავჭავაძემ რუსეთს დაუყენა: - უნდა კვლავ დავშთეთ რუსეთის ერთგულნი თუ ფიცი გავტეხოთ და ახალი გზები ვეძიოთო.

მეფეს ყველაფერი კარგად ესმოდა, მაგრამ გამოსავალს ვერ ხედავდა. ევროპას საქართველო არ აინტერესებდა - ის შორს იყო; ხოლო სპარსეთ-ოსმალეთი მას ათათრებდა და ქართველობას უკარგავდა. "დავსუსტდით, - წუხდა მეფე, - გაქრება ქრისტიანობა აქ ურუსოთ; მეტად მოგვერია მტერი და რა მტერი! ქრისტესი... თუ არა მკლავი რუსთა ხელმწიფისა, ვერვინ დაიცავს საქართველოსა, მესმის სიმძიმე რუსთა ჩემზედ ბრძანებლობისა, რა ვქნა? ვის მივმართო? - და დასძენდა: - ეს იყო სურვილი ძველთა მამა-პაპათა ჩემთა და ეს იყო ჰაზრი მამისა ჩემისა და მეც დავადგები მას ზედა".

გიორგი მეფემ კარგად იცოდა, რასაც უქადდა რუსეთზე სრული მინდობა, მაგრამ ახლა მისი ფიქრისა და ზრუნვის საგანი მხოლოდ ერისა და ტახტის საკითხი გახლდათ. დასუსტებული სამეფოს გამაგრებას ის რელიგიურ საფუძველზე ფიქრობდა. ქართველთა უძველესი სიწმინდის - "ჯვარი ვაზისას" უკან დაბრუნებას სთხოვდა მოციქულის პირით ნიჟნი ნოვგოროდში მყოფ ალექსანდრე ბაქარის ძეს: "ღმერთმან მამათა ჩვენთა ინება და მომცა ტახტი ქართველთა მეფობისა. გაოხრებულს მტერთაგან აკლია ახალი რაიმე წყალობა, სასოება და ნუგეში". "რუსეთი არ შეგვეწია, უჭირს საქრისტიანოსა. სპარსთა ვეღარ ვენდობით, თურქები ავის თვალით გვიყურებენ, ლეკი ვერ დასცხრა ავაზაკობისგან". მეფე გიორგი, დედოფალ მარიამთან ერთად, ამ დიდი სიწმინდისა და ეროვნული საგანძურის ("ჯვარი ვაზისა") საქართველოში ჩამოტანით ხალხის სულიერ განმტკიცებას ცდილობდნენ.

სნეული მეფის აღსასრულის ჟამი მოახლოებულიყო. საქართველოს მდგომარეობა უკიდურესად მძიმე გახლდათ. დარეჯანის მომხრენი იულონის ან თვით დარეჯანის გამეფებას ცდილობდნენ. გიორგი მეფეს მისივე ძე, დავითი განსდგომოდა - მამა-შვილს ერთმანეთისა აღარ ესმოდა.

რა მოელოდა საქართველოს ამ საშინელი განსაცდელის დროს? - ვინ უნდა გამეფებულიყო გიორგის მერე? "გრგვინავდა ხმა გოდებისა და ტირილისა... ბნელი დღე იყო, დღე ესე ცრემლისა და ვაებისა". მეფის ანდერძს უნდა გადაეწყვიტა ტახტის მემკვიდრის საკითხი. მარიამ დედოფალი მომაკვდავ მეფეს პასუხს სთხოვდა: "ბატონო, რას უბრძანებთ შვილთა ამათ? ვის აბარებთ, თუ გვეწვია უბედურება რამე? დავითი უნდა იყოს ამათი პატრონი? ანუ თქვენი ძმები? ანუ დედოფალი?" (იგულისხმება დარეჯან დედოფალი)... მეფემ "პატრონად" რუსეთი დაასახელა. მარიამს გული მოუკვდა, მაგრამ დედოფალმა ქვეყანა ამ ახალ "პატრონს" არ დაანება, ანდერძი დამალა და საიმედოდ "გულის ფიცარზე აღიბეჭდა".

გიორგი მეფე გარდაიცვალა. მასთან ერთად იმარხებოდა საქართველოს სამეფო ტახტის დიდება და პატივი. წყდებოდა თორმეტსაუკუნოვანი დინასტიის ჯაჭვი და საქართველოს სამეფო პალატში საუკუნო გლოვა ისადგურებდა.

დავითი მამის დაკრძალვას არ ესწრებოდა. მეფის დაკრძალვა და ახალი მეფის გამოცხადება ერთი უნდა ყოფილიყო. დავითი არ ჩქარობდა, თავისი მეფობის დასტურს რუსეთიდან ელოდა. გენერალ ლაზარევის მზაკვრულმა ჩარევამ, მუქარამ და "დაპირებებმა" მას გულხელი დააკრეფინა.

"ამ მწუხარებისა და საერთო ვაების ჟამს სჭექდა ხმა და ელავდა სიფხიზლე დიდებული კანცლერის - სოლომონ ლიონიძისა. იგი იდგა სადარაჯოზე გააფთრებული ლომივით და აფრთხიალებდა და აფხიზლებდა მიძინებულ ძალას სამეფოისას. იძახდა, რომ განსაცდელი დამდგარიყო, მტერი უკვე სასახლეში შეჭრილიყო; რომ საქართველოს გადასარჩენად დავითი პეტერბურგის ნებას აღარ უნდა დალოდებოდა". იგი მიმართავდა დავით ბატონიშვილს: "დასამშვიდებლად მეფობისა და აღრეულობისა დასაცხრომელად მოიღეთ ზომა მტკიცე, ჰქმენით, რაცა არის საქმნელი. აჩვენეთ ძალი და ძლიერება თქვენი. გმართებთ აწ გმირობა, დუმილი თქვენი და სისუსტე აძლიერებს თქვენთა მეტოქეთა - დაეც ზარი და მეხი შიშისა მუხრანბატონსა და სარდალსა; ეხლავ უბრძანე, დაიფიცონ მორჩილებაზედ; ნუ ჰკარგავ მეფობასა და ნუ დაღუპავ ქვეყანასა. ვინ არის მოცილე მეფობისა? რუსეთმან ადრევე აღგიარა მემკვიდრედ და პირმშოობითა გაქვს უფლება, მიიღო კვერთხი მეფობისა..." მაგრამ დავით ბატონიშვილმა სიმტკიცე ვერ გამოიჩინა და რუსთა გულის მოსაგებად სოლომონ ლიონიძე - ეს "მაღლის გონების კაცი, ერთგული ქვეყნისა, დიდი მრჩეველი და უცდომელად შემმეცნებელი საქმისა", თვითონვე დააპატიმრა. "ეს იყო ბედის დაცინვა დიდ კანცლერზე".

ამის მერე აღმოხდება სასომიხდილ სოლომონს გულისშემძვრელი სიტყვები: "დავითმა დაღუპა ოჯახი მეფეთა. გამოსჭრა ყელი მეფობასა და დაამცირა ერი თვისი და თვით თავი თვისი".

საქართველოს მწუხრის ჟამმა დაჰკრა, ყველამ იგრძნო, რომ გიორგის აღსრულებით "მეფე კი არ მიიცვალა, არამედ სამეფო". პლატონ იოსელიანი ხატოვნად აღწერს იმ საშინელ სასოწარკვეთილებას, რომლითაც მოცული იყო ბაგრატოვანთა სამეფო კარი: "მოსრულთა თბილისად მოუტირეს მეფე-დედოფალსა. იხილეს დავით განმგედ მეფობისა და ჯერეთ არა მეფედ. სამეფო ქართველთა ეჩვენებოდათ მათ უდაბნოდ - მოკლებულად მცხოვრებთა ხმაურობისა, მინდვრად - თვალთათვის მიუწვდომლად და დასაღალველად; გვამად კაცისა თავმოკვეთილისა; მზედ ზამთრისა - არა მათბობელისა, ტყედ მაღნარისად, - ცულით დაკოდილისა და მკვიდრად არღა მფშვინავად...

ნეშტი მეფობისა და კარისა სამეფოისასა ფიქრმორეულნი ვიდოდნენ ვითარცა აჩრდილნი მთვარისა ღამისა, საუბარი მათი იყო ვითარცა ბგერა ზარისა, ჰაერისა მხოლოდ შემარყეველისა, საქმე მათი და დაწყებანი საქვეყნოდ, იყვნენ ვითარცა ქსელი ბაბაჭუისა უმჯობესისა, დაბადებდა შფოთსა და უთანხმოებასა.

საბატიონი კაცნი შეირყნენ და დაეცნენ, ვითარცა სვეტნი შენობათა ძვირისგან შერყეულნი და დაცემულნი. მიძინებულთა განიღვიძეს, იხილეს და იგრძნეს მრავალთა უბედურება თვისი. მაშინ, ოდეს მწუხარებამან, ვითარცა მახვილმან, განვლო სიტყვისაებრ წინასწარმეტყველისა".

KARIBCHE

1801 წლის 16 თებერვალს გენერალმა ლაზარევმა საქართველოს წარჩინებულნი დაიბარა და მათ სამეფო ტახტის სრული გაუქმება გამოუცხადა. ეს მოხდა სიონის ტაძარში, სწორედ იქ, სადაც სახელოვანი მეფენი მრავალჯერ დიდი ზეიმითა და ბრწყინვალებით იკურთხებოდნენ. ეს იყო თავზარდამცემი ამბავი. გენერალმა ლაზარევმა საქართველოში დროებითი მთავრობა შექმნა, რომლის თავმჯდომარედაც თავისი თავი გამოაცხადა; წევრებად კი, ბატონიშვილ დავითის თქმით, რამდენიმე "პლუტი ან დურაქი" დანიშნა.

განა ასე უხმოდ უნდა ჩაასვენონ საქართველო და მისი მეფე? - ფიქრობდნენ ძველი მხედრები, ერეკლეს რომ უთვალავ ომში ახლდნენ და ქართული დროშისთვის მრავალჯერ თავი დაედოთ. ისინი სთხოვდნენ, ურჩევდნენ დავით ბატონიშვილს, ისტორიული ნაბიჯი გადაედგა.

რუსეთის საიმპერატორო კარმა ისარგებლა დავითის უმოქმედობით და არ მისცა მეფობის დასტური, მხოლოდ გამგებლად დაადგინა, შემდეგ კი ეს გამგებლობაც წაართვა.

დავითი პეტერბურგის განაჩენს არ შეურიგდა და რუსეთზე უკვე გულაცრუებული გზებს ეძებდა იმის გადასარჩენად, რაც ჯერ კიდევ შეენახა საქართველოს. იგი დარწმუნდა რუსთა ზრახვების მზაკვრობაში. "ნაღვლიანად თვალი შეავლო რუსულ ღენერლის მუნდირს, ბრჭყვიალა ორდენებით შემკულს" და პროტესტის ნიშნად რუსის გენერლობაზე ხელი აიღო, მუნდირი გაიხადა და მთავრობას აახლა. დავითის ამ ნაბიჯმა იმპერატორი ალექსანდრე დიდად გააბრაზა... მაგრამ, სამწუხაროდ, ყოველივე ეს მოხდა დაგვიანებით.

ისტორიკოსი დუბროვინი წერს: "დავითმა რუსეთის სამსახურიდან გადადგომა გადაწყვიტა, რაკი მან იმედი დაჰკარგა ტახტის მიღებისა". საგულისხმო ის არის, რომ საერთო მტრის წინააღმდეგ სამეფოს დაპირისპირებული ბანაკები გაერთიანდნენ. სამეფო კარის სიყვარული და ერთგულება მათ კარნახობდა, რომ ერთ მუშტად შეკრულიყვნენ. ახლა უკვე მნიშვნელობა აღარ ჰქონდა, ვინ იქნებოდა მეფე - იულონი თუ დავითი, ან თუნდაც დარეჯან დედოფალი, მთავარი იყო, ბაგრატოვანთა სამეფო ტახტი გადარჩენილიყო. საქართველო, როგორც ერთი კაცი, ახლა ფეხზე დადგა. ერეკლეს დროშით გაერთიანდა ერი და ბერი. უცხო ქვეყნებში მყოფმა ბატონიშვილებმა მეზობელი ხანების დახმარების მოპოვება იკისრეს. შეთქმულება მზადდებოდა. ქართველი ხალხი ითხოვდა - 1783 წლის ტრაქტატის აღდგენას ყველა პირობის დაცვით. "ჩვენ გვსურს, - ამბობდნენ ისინი, - რუსეთის ერთგულება და ქვეშევრდომობა შევინახოთ, მაგრამ ჩვენ უნდა გვყავდეს ჩვენი მეფე - ბაგრატიონთა ოჯახიდან". აშკარა იყო, რომ ამ შეთქმულებას ერთი "შტაბი" უძღოდა, ერთი გეგმით და ერთი ნებით. ამას უნდა მოჰყოლოდა აშკარა წინააღმდეგობაზე გადასვლა, მაგრამ საქართველო საამისოდ სუსტი იყო, ახლა მის საზღვრებში ძლიერი რუსის ჯარი იდგა. რუსეთი ახლა არა თუ ძუნწობდა სამხედრო მასალის მოწოდებასა და ჯარის რაოდენობის გაძლიერებაში, არამედ ქვეყანას დღითიდღე ახალ ძალებს აშველებდა იმპერიის უფლებათა განსამტკიცებლად. ლაზარევს "სძაგდა ამ შეთქმულების ყველა ხელმძღვანელი, "სძაგდა ქვეყანა, სამეფო კარი, ორივე დედოფალი და მემკვიდრე დავითი". ის საქართველოს სამეფო ოჯახს "ასპიტთა მოდგმას" უწოდებდა.

ყველა მცდელობა საქართველოს სამეფო ტახტის დაბრუნებისა უშედეგოდ დამთავრდა. განგვირგვინებული დედოფლები და ბატონიშვილები რუსეთის გზას გაუყენეს. ბაგრატიონებს ჩამოართვეს მამულები იმ საბუთით, რომ სამაგიეროს რუსეთში მისცემდნენ. გადასახლებისას დავით ბატონიშვილი გენერალ-ლეიტენანტს, პავლე ციციანოვს სწერდა: "ბატონო ჩემო, აგერ 1233 წელია, რაც ჩვენი წინაპრები მობრძანდნენ საქართველოში კეისარ იუსტინიანეს დროსა და ახლა ასეთი უსამართლობით ვიდევნებით ჩვენის საკუთარის მამულისგან" და სთხოვდა, სნეულების გამო იქნებ როგორმე გადაედოთ მისი რუსეთში გადასახლება. მაგრამ გენერალს არ სჯეროდა ამ "სნეულებისა". აკი დავითმა არაერთხელ იხმარა ამგვარი ხრიკი. ბოლოს, ვითომდა დასასვენებლად, ჩავიდა ბორჩალოში, სადაც მან ერთგული თათრობა დარაზმა და 1802 წლის აგვისტოს აჯანყებაში მონაწილეობისთვის მთებიდან დაძრა. დავითი ევედრებოდა გენერალს, სამშობლოში დაეტოვებინათ საცხოვრებლად, რათა ესუნთქა ჩვეული ჰავა... "ხოლო სიკვდილის შემდეგ შემძლებოდა, ძვალნი ჩემნი დამეფლო იმ ადგილას, სადა განისვენებენ წინაპარნი ჩემნი".

ხვეწნა-მუდარამ არ გაჭრა, "საქართველოდან უპატიოდ აყრილ და რუსეთისკენ მიმავალ დავით ბატონიშვილს შიომღვიმის ბერები გამოეგებნენ მცხეთაში. ისინი ბაგრატოვანთა დინასტიის უკანასკნელ მემკვიდრეს ეთხოვებოდნენ, უკანასკნელად უხრიდნენ ქედს. მათ შემხედვარე დავითს ამოუკვნესია: "რად ამ უბედურ ხვედრსა შევესწარო" და თავისი თოფი, "გველტუჩა" - ბერებისთვის გადაუცია უდაბნოში შესანახად. "ალბათ ნიშნად იმისა, რომ ოდესმე დაბრუნდებოდა, რომ ქვეყნის სიძლიერე ბაგრატოვანთა იარაღში იყო" (მ. ყიფიანი).

ამის მერე მან კიდევ 18 წელი იცოცხლა... და დაიმარხა რუსეთის მიწაზე.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ თავადაზნაურთა საკრებულოს ერთ-ერთ კონფერენციაზე თქვა: "ბაგრატიონთა გვარი ტრაგიკული გვარია... ბაგრატიონებს ჯერ მთავარი სიტყვა არ უთქვამთ, ეს მომავალში უნდა გააკეთონ".

თამარ და აკაკი პაპავების წიგნის
"მარიამ, უკანასკნელი დედოფალი საქართველოსი" მიხედვით
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
28.06.2024
ამ ვრცელი წერილის დაწერა ჩემი სოფლის და საქართველოს მთის სიყვარულმა გამაბედინა, სადაც უზრუნველი ბალღობის წლები გავატარე.
02.06.2023
ლაშა-გიორგის დროინდელი ერთი უცნობი ქართველი მემატიანის სიტყვით, დავით აღმაშენებელმა "სიცოცხლის შინა დასუა მეფედ დემეტრე
24.05.2022

324 წელს რომის იმპერატორმა წმინდა კონსტანტინე დიდმა გადაწყვიტა, იმპერიის დედაქალაქი აღმოსავლეთის პროვინციების სიახლოვეს გადაეტანა, რომელიც იმავე დროს დასავლეთთან კავშირს არ დაკარგავდა.

20.05.2022
საქართველოს სამეფოს იმ აშლილობის დროს, რომელიც დამკვიდრდა უსინათლო თეოდოსის მეფობაში, მმართველ მოწინავე წრეში საბედნიეროდ მაინც აღმოჩნდა შეგნებული ჯგუფი,
08.02.2022

მეფე დავით აღმაშენებელი - (1125 წ. 24 იანვარი)


თითქმის რვა საუკუნემ განვლო მას შემდეგ, რაც მიიცვალა სახელოვანი და დიდებული მეფე გაერთიანებულის საქართველოსი დავით აღმაშენებელი.

25.01.2022
გვსურს გავიხსენოთ ერთი ლამაზი წერილი, რომელიც 24 წლის დიაკვანმა მიხა ხელაშვილმა მისწერა თავისი ძმადნაფიცის, ხევსური გიგიას დას პარასკოს.
07.01.2022
შესავალი
ეკლესიის ისტორიია ამოსავალ პუნქტს წარმოადგენს ჩვენი მაცხოვრის იესო ქრისტესა და მისი მოციქულების საქმე და ცხოვრება, მაგრამ როგორც ცნობილია, ქრისტიანული მოძღვრების საყოველთაო გავრცელებას წინ უძღოდა კაცობრიობის მომზადება მაცხოვრის მისაღებად
13.12.2021
370 წლის ახლოს კლარჯეთი განუდგა ქართლის მეფე ვარაზ-ბაქარს და "მიერთნეს ბერძენთა".
29.11.2021
ყველისციხე, ყუელისციხე — ციხესიმაგრე შუა საუკუნეების სამხრეთ საქართველოში, ჯაყისწყლის სათავეში, არსიანის ქედის ყველის მთაზე (ახლანდელი თურქეთის ტერიტორია).
02.10.2021
მტარვალმა შაჰ აბასმა ერთაწმინდაში წმინდა ევსტატეს სახელობის ტაძრის დანგრევა მოისურვა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat