"წინ, წარსულისაკენ"
"წინ, წარსულისაკენ"
სხალთის ზარების ექო აჭარელთა გულებში ყოველთვის რეკდა
ხულოსკენ მიმავალი აჭარის წყლისკენ ჩაუხვევ თუ არა, შუა საუკუნეების ერთ ხიდს მიადგები, რომელსაც აქაურები "თამარის ხიდს" უწოდებენ. ხიდის გადაღმა სხალთის მონასტერია. ძნელია, მას ისე დაემშვიდობო, რომ უპირველეს ქართველ ქრისტიანთა ნამოსახლარ ამ მიწაზე თურქთა ბატონობის სამასწლოვანი ისტორია არ გაგახსენდეს. სხალთის ზარების ექო აჭარელთა გულებში ყოველთვის რეკდა. ამ ზარების ხმიანობა კი უძველესი ქართული ტომის ტრადიციული სარწმუნოებისა და ეროვნული ცნობიერებისკენ მობრუნებას ნიშნავდა ყოველთვის.

ბოლო წლებში აჭარაში გახშირდა ქრისტიანულად მონათვლის ფაქტები. ეს ასეც უნდა მომხდარიყო, რადგან ისტორიული საქართველოს მიწაზე პირველად "წმინდა ანდრია პირველწოდებული მოვიდა ქვეყანასა ქართლისასა, რომელსა დიდ აჭარა ეწოდების და იწყო ქადაგებად სახარებისა". "წინ, წარსულისაკენ" - ეს დევიზი არასოდეს ყოფილა ისე მართალი და მისაღები, როგორც ახლა. აჭარის მოსახლეობა უბრუნდება თავის მასაზრდოებელ ფესვებს, წინაპრების იმ დიდ რწმენას, რამაც გადაარჩინა საქართველო და ქართველი ხალხი.

ხულოში მეჩეთი და მართლმადიდებლური ტაძარი გვერდიგვერდ დგას. მუეძინის ხმა ტაძარში აღწევს, სადაც მართლმადიდებლურ ლოცვას აღავლენენ და დედაენაზე ადიდებენ ღმერთს. მეზობლები, ნათესავები, ზოგჯერ ოჯახის წევრებიც, სხვადასხვა აღმსარებლობის მიუხედავად, კეთილგანწყობილნი არიან ერთმანეთის მიმართ: "როდესაც მამა-პაპათა სარწმუნოების დაბრუნებაზე მიდგა საქმე, უმრავლესობას გაცნობიერებული აქვს ერთი რამ, რომ იგი აღმოცენებულია იმ ფესვებზე, რომელზეც მტერმა ვერ მოახერხა თავისი წეს-ჩვეულებების დამყნობა. ეს კი გვაიმედებს, რომ საუკუნეების წინ სარწმუნოებაშეცვლილი აჭარლები მოექცევიან მართლმადიდებლობაზე. ჩემი მეუღლის ნათესავები მუსლიმანები არიან, მაგრამ ეს ჩვენს პიროვნულ ურთიერთობებს ხელს არ უშლის. თუმცა, რა თქმა უნდა, მათ სჯულთან შეხება არა გვაქვს", - ამბობს დეკანოზი მირიან სამხარაძე, რომელმაც დიდი ღვაწლი გასწია ამ მხარეში წინაპართა სარწმუნოების ასაღორძინებლად და განსამტკიცებლად.

გაგაცნობთ იმ ადამიანებს, რომლებიც თავიანთი ცხოვრების მიმწუხრზე - სიბერისას მოინათლნენ. მათ ღრმად იწამეს ის ჭეშმარიტება, რაზეც წმინდა კირილე იერუსალიმელი მიუთითებს: "ნათლისღება არის სულის მეორედ შობა, მისი შემოსვა ნათლით, მისი აღბეჭდვა წმინდა დაურღვეველი ბეჭდით... ნათლისღება ჩვენი ზეცად მიმყვანი ეტლია, სამოთხისეული ნეტარებაა, წინასწარი განმზადებაა ცათა სასუფევლისა". ამ მხცოვან ადამიანთაგან ერთ-ერთი ხულოს რაიონის სოფელ ვაშლოვანში მცხოვრები ბატონი იაკობ მელაძე დღეს უკვე აღარ არის ცოცხალი. იგი 2000 წელს 92 წლის ასაკში დაუბრუნდა მამა-პაპათა სარწმუნოებას. ერთ-ერთ ინტერვიუში ბატონმა იაკობმა ბრძანა: "არც ერთი სარწმუნოების წინააღმდეგი არა ვარ. მხოლოდ ერთია: მე რომ რამეს ვიტყვი, ვილოცებ, ღმერთს ვთხოვ, ხომ უნდა ვიცოდე, რას ვამბობ და რას ვთხოვ ღმერთს. არაბულად ვკითხულობ და არც კი ვიცი, რას ვკითხულობ. გვიან გავიგე, ჩემო ბაბუ, და გვიან მივხვდი, რომ უნდა მოვნათლულიყავი. მე ვარ ქართველი კაცი, ქართული ენა, ქართული დამწერლობა მაქვს, ჰოდა, ქართულად უნდა ვილაპარაკო და ქართულად ვახსენო ღმერთიო".

KARIBCHEგთავაზობთ გაზეთ "სხალთის ზარებში" გამოქვეყნებულ ინტერვიუს ბატონ იაკობ მელაძესთან.

- ბატონო იაკობ, როგორ მოხვედით დღემდე, სად გიმუშავიათ, სად გიღვაწიათ?

- ჩემი საუკეთესო წლები ხულოს სახელმწიფო თეატრის სცენაზე გავატარე. მსახიობი გახლდით. 55 წელიწადს ვემსახურე ამ საქმეს და ვამაყობ კიდეც.

- ისეთი სამსახური გქონდათ, რომ საჭიროების შემთხვევაში სცენიდან უნდა "გექადაგათ" კომუნისტების - ღვთისმგმობთა იდეები. ასე იყო?

- ურწმუნო არასოდეს ვყოფილვარ, ღმერთი ყოველთვის მახსოვდა.

- რელიგიურ რიტუალებს თუ ასრულებდით (რა თქმა უნდა, მუსლიმანურს ვგულისხმობ)?

- არა. თვითონ არ თქვით, მძიმე დრო იყოო? ყველას და ყველაფერს აკონტროლებდნენ. ასეც რომ არ ყოფილიყო, სურვილიც არ მქონდა.

- რატომ?

- ხოჯებისა არ მჯეროდა. თავად არ ესმოდათ, რას წერდნენ და კითხულობდნენ და სხვას რაღას ასწავლიდნენ!

- მხოლოდ ეს იყო მიზეზი?

- მხოლოდ ეს არა, წინაპრის სული მეწეოდა თავისკენ. ხშირად მირჩევდნენ ვიღაცები სიზმარში: - გავდგომოდი უცხო თესლის მიერ მახვილით თავსმოხვეულ სარწმუნოებას და დავბრუნებოდი წინაპართა ჭეშმარიტ სჯულს - ქრისტიანობას, დამპყრობელმა მისი ამოშანთვა აჭარელი კაცის სულიდან ბოლომდე მაინც რომ ვერ შეძლო... და მომეცა თუ არა შესაძლებლობა, სურვილიც ავისრულე და სულის სიმშვიდეც დამეუფლა.

- როგორ აფასებენ შინაურები, ნაცნობ-მეგობრები, მეზობლები თქვენს ამ ნაბიჯს?

- რა თქმა უნდა, ყველამ არ მომიწონა, მაგრამ მტკიცედ მჯერა - ადრე თუ გვიან ყველა ამ გზას დაადგება. ვიცი, ბევრს აქვს სურვილი, მაგრამ... დროის ფაქტორია, მეტი არაფერი... ყველას ვურჩევდი, გულისყურით გადახედონ ისტორიას და დაფიქრდნენ, "ვისი გორისანი" არიან.

- რა მიგაჩნიათ ყველაზე ძლიერ, გამორჩეულ ძალად, რაც კაცს ადამიანურობას ანიჭებს?

- სიკეთე და სიყვარული. სწორედ ასე იცხოვრა ქრისტემ, ამიტომაც დაამარცხა სიკვდილი. მისი ცხოვრება სამაგალითო უნდა იყოს ყველა ქრისტიანისთვის და არა მარტო ქრისტიანისთვის.

- წირვა-ლოცვაზე თუ დადიხართ?

- ბოლო დროს ვავადმყოფობ და ვეღარ ვახერხებ. შობას მამა მირიანი მესტუმრა მრევლთან ერთად, ძალიან გავიხარე.

- ერთ-ერთ ფოტოსურათზე პატრიარქთან ერთად ხართ. როდის შეხვდით უწმინდესს?

- ეს ფოტოსურათი გადაღებულია 2002 წლის 14 ოქტომბერს, სვეტიცხოვლის საკურთხეველში. მაშინ ხულოს ეკლესიის მრევლთან ერთად ვიყავი მცხეთაში, სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე, ეს დღე იმითაც იყო მნიშვნელოვანი, რომ შედგა ხელმოწერა კონსტიტუციურ ხელშეკრულებაზე სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის და მე მონაწილე ვარ ამ ისტორიული ფაქტისა. დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ პატრიარქმა საკურთხეველში მიმიწვია, გამომკითხა ხულოს ამბები და ჩემთან ერთად სურათიც გადაიღო. საღამოს დამპატიჟა საპატრიარქოში გამართულ საზეიმო ტრაპეზზე, სადაც წარმოთქვა ჩემი სადღეგრძელო და მგალობელთა გუნდს ჩემს პატივსაცემად აჭარული სიმღერაც ამღერა. იმ დღეს გავიცანი აწ განსვენებული ბატონი ზურაბ ჟვანია. ეს დღე ჩემთვის დაუვიწყარია.

- დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი.

- ამინ.

KARIBCHEბატონი ვახტანგ მაკარაძე შუახევის რაიონის სოფელ ოლადაურში დაიბადა. წლების მანძილზე იყო შუახევისა და ოლადაურის საშუალო სკოლების დირექტორი, სათავეში ედგა შუახევის რაიონის განათლების განყოფილებას. კარგი შვილების გამზრდელი მამა, შვილიშვილების ღირსეული ბაბუა ამჟამად ბათუმში ცხოვრობს და მასწავლებელთა კვალიფიკაციის ასამაღლებელ ინსტიტუტში მუშაობს. ბატონი ვახტანგი 2005 წლის 6 მაისს, გიორგობას, ოლადაურის ეკლესიის საზეიმო კურთხევის დღეს მდინარე ჩირუხის წყალზე ჩატარებულ მასობრივ ნათლობაზე 81 წლის ასაკში დაუბრუნდა თავის მამა-პაპათა სარწმუნოებას.

- ბატონო ვახტანგ, თითოეულ ადამიანს, რომელიც ამქვეყნად მოდის, ერთი უდიდესი მიზანი აქვს - მარადიულობისთვის მომზადება, რათა უფლის წინაშე განწმენდილი წარდგეს და სასუფეველი დაიმკვიდროს. თქვენს ამ ნაბიჯს რა უძღოდა წინ?

- მრავალტანჯული წმინდა იობი ამბობს, რომ ადამიანის ცხოვრება გამოცდაა. ჩვენზეა დამოკიდებული, როგორ ვუძლებთ ამ გამოცდას: მიწიერი და წარმავალი საზრუნავებით ვიქნებით გართული თუ სულისთვის ვიღვაწებთ.

ჩემს ნაბიჯს საკმაოდ შინაარსიანი წარსული ჰქონდა. 1939 წლის გაზაფხულზე ოლადაურის შვიდწლიანი სკოლის VI-VII კლასების კრება ჩატარდა, რომელზეც "რამედასი" (უღმერთოთა კავშირი) ჩამოაყალიბეს. მისი ხელმძღვანელობა მე დამავალეს. ვიყავი კომკავშირელი. 21 წლისა სკკპ რიგებში შევედი. პარტიულობა მოითხოვდა, ათეისტი ვყოფილიყავი.

მადლობა მშობლებს, რომ ადრეულ ასაკში ჩემთვის არ მოუთხოვიათ რაიმე რიტუალების შესრულება. ყოველთვის მწამდა, რომ ოჯახს, სოფელს, ქვეყანას ჰყავს ხელმძღვანელი, ხოლო სამყაროს განაგებს ღმერთი. მწამს ცოდვა და მადლი, მიყვარს ადამიანები და ცოცხალი სამყარო.

- როდის შეიცანით ჭეშმარიტება?

- უწყალოდ, უჰაეროდ, უპუროდ ადამიანი ფიზიკურად იღუპება, ურწმუნო კი სულიერი სიკვდილით ქრება. ჩემთვის უდიდესი მაგალითია პავლე მოციქული. უნდა გვახსოვდეს, რომ ყოველმა ქრისტიანმა არა მხოლოდ საკუთარი სულის გადარჩენაზე უნდა იზრუნოს, არამედ მახლობელთა სულების გადასარჩენადაც. გაკვეთილებზე ვიყავი თუ საჯარო სამსახურს ვასრულებდი, ღმერთს ვახსენებდი, ვლოცულობდი. ადამიანმა თავისი მოწოდება რომ აღასრულოს, ქრისტიანულად უნდა მოინათლოს. 81 წლის ასაკში დავუბრუნდი მამა-პაპათა სარწმუნოებას და დავადექი ჭეშმარიტების გზას.

ჭეშმარიტება თავად ღმერთია. იესო ქრისტე კარგად იცნობდა ადამიანის ბუნებას და ამიტომაც პირდაპირ განგვიცხადა: "მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე".

- ოლადაური რატომ აირჩიეთ ნათლობის ადგილად?

- გამონათლევი, ის ადგილი ოლადაურში, სადაც ტაძარი აიგო, ჩვენთვის წმინდა ადგილია. ეს ტერიტორია ჩვენი წინაპრების სულიერი სიმაღლეა, მეც აქ ავიდგი ფეხი. ათწლეულები მაკავშირებს მშობლიურ სოფელთან. მართალია, 25 წლის წინათ დავტოვე მთა და ბარში გადავსახლდი, მაგრამ სიზმარში მხოლოდ იქაურობას ვხედავ.

ღმერთის მოწოდება იყო, რომ ნათლობის ადგილად გამონათლევი ავირჩიე.

- ტაძრის მშენებლობაში თქვენც მიგიძღვით წვლილი?

- დედამიწაზე ჩვენი ცხოვრება მხოლოდ გამოცდაა და კარიბჭე იმ დიდი ცხოვრებისა, რომელიც ყოველ ადამიანს მოელის. ჯერ კიდევ ძველი ბერძნები ამბობდნენ: შეიცან თავი შენი, ანუ გაიგე, ვინ ხარ, რისთვის მოხვედი, სად მიდიხარ და რა არის შენი მიზანი.

მე იმ საინიციატივო ჯგუფის წევრი გახლდით, რომელმაც 7 წლის წინათ სათავე დაუდო გამონათლევში ტაძრის მშენებლობას. მადლობელი ვარ ინჟინერ თემურ ყურავასი, რომელიც, ღვთის ნებით, თავის მიერ აგებულ ტაძარში წინამძღვრად ეკურთხა. უდავოდ დიდია ბათუმისა და სხალთის მთავარეპისკოპოსის, მეუფე დიმიტრის თანადგომა. იგი სოლომონ და ოთარ ფუტკარაძეებთან, ნოდარ და გივი ცეცხლაძეებთან ერთად ოთხჯერ გვეახლა გამონათლევში.

მიხარია, რომ ჩემი ოჯახის ყველა წევრი ღვთის განგებითა და წყალობით ქრისტიანობას ეზიარა. ოჯახში, ყოველდღიურად მშობლიურ ენაზე ვადიდებთ ღმერთს: "დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება".

KARIBCHEომის ვეტერანი, ბატონი მემედ (მიქაელ) აბულაძე 86 წლის ასაკში მოექცა წინაპართა სჯულზე.

- ბატონო მემედ, როგორ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება?

- ბიბლიაში წერია: არა კაც კლა, არა იმრუშო, არა იპარო, არა ცილი სწამო... ყურანშიც წერია: არა კაც კლა, არ იმრუშო, არ იქურდო, მაგრამ თუ მოკლავ ქრისტიანს, სამოთხეში წახვალ! არასოდეს მესმოდა: რატომ და რისთვის უნდა მოკლა კაცი. ბაბუაჩემი დიდი ხოჯა იყო, არაბეთში ჰქონდა მიღებული განათლება. მამაჩემიც ხოჯა იყო. ამიტომ კარგად ვიცნობ ისლამური სარწმუნოების არსს და დავრწმუნდი, რომ ეს სარწმუნოება რეაქციულია. ბაბუაჩემს ერქა შაქირი, მამამისს - ახმედი, იმის მამას - დურსუნი, იმის მამას კი - სულეიმანი. მაგრამ იმ მეხუთე თუ მეექვსე ბაბუას ხომ ერქმეოდა პეტრე ან პავლე... რატომ უნდა ვცე პატივი შაქირს და არა პეტრეს ან პავლეს?! აი, ამ შეგნებამ მომიყვანა ტაძარში და გადამაწყვეტინა მამა-პაპათა სარწმუნოებაზე დაბრუნება.

მიხარია, რომ მაქვს შესაძლებლობა, ღმერთი ვადიდო ქართულ ენაზე. ვიყავი, ვარ და ვიქნები სრულყოფილი ქართველი.

- რას ეტყვით ხალხს?

- ისტორიულმა წარსულმა მთიან აჭარას მძიმე ხვედრი არგუნა. ჩვენმა ხალხმა თურქთა 300-წლოვანი ბატონობა გამოსცადა, შეგვეცვალა აღმსარებლობა. ხალხი თანდათანობით ხვდება, რომ წინაპართა ცნობიერებასა და შეგნებას უნდა დაუბრუნდეს. მაგრამ ძველი თაობის სწრაფად აღზრდა არ შეიძლება. ასეთ საქმეში აჩქარება არ ივარგებს იმიტომ, რომ რწმენამ ადამიანის სულსა და გულში უნდა დაივანოს. ახალგაზრდებს კი უნდა მივცეთ გზა, რომ ირწმუნონ ჭეშმარიტი სარწმუნოება. აჭარაში დაფუძნდა პირველი ქართული ეკლესია. ეკლესია არის წინაპართა სულიერი ძლიერების, ერის გამთლიანების სიმბოლო. რაც უფრო მეტი სამლოცველო გვექნება და მეტი მორწმუნე ილოცებს საქართველოს ერთიანობისთვის, მით უფრო ურღვევი, ძლიერი და უკვდავი იქნება ქართველთა ერთობა. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ ძველი ქრისტიანები ვართ და რომ ქართველი ერი მართლმადიდებელი ერია.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
28.06.2024
ამ ვრცელი წერილის დაწერა ჩემი სოფლის და საქართველოს მთის სიყვარულმა გამაბედინა, სადაც უზრუნველი ბალღობის წლები გავატარე.
02.06.2023
ლაშა-გიორგის დროინდელი ერთი უცნობი ქართველი მემატიანის სიტყვით, დავით აღმაშენებელმა "სიცოცხლის შინა დასუა მეფედ დემეტრე
24.05.2022

324 წელს რომის იმპერატორმა წმინდა კონსტანტინე დიდმა გადაწყვიტა, იმპერიის დედაქალაქი აღმოსავლეთის პროვინციების სიახლოვეს გადაეტანა, რომელიც იმავე დროს დასავლეთთან კავშირს არ დაკარგავდა.

20.05.2022
საქართველოს სამეფოს იმ აშლილობის დროს, რომელიც დამკვიდრდა უსინათლო თეოდოსის მეფობაში, მმართველ მოწინავე წრეში საბედნიეროდ მაინც აღმოჩნდა შეგნებული ჯგუფი,
08.02.2022

მეფე დავით აღმაშენებელი - (1125 წ. 24 იანვარი)


თითქმის რვა საუკუნემ განვლო მას შემდეგ, რაც მიიცვალა სახელოვანი და დიდებული მეფე გაერთიანებულის საქართველოსი დავით აღმაშენებელი.

25.01.2022
გვსურს გავიხსენოთ ერთი ლამაზი წერილი, რომელიც 24 წლის დიაკვანმა მიხა ხელაშვილმა მისწერა თავისი ძმადნაფიცის, ხევსური გიგიას დას პარასკოს.
07.01.2022
შესავალი
ეკლესიის ისტორიია ამოსავალ პუნქტს წარმოადგენს ჩვენი მაცხოვრის იესო ქრისტესა და მისი მოციქულების საქმე და ცხოვრება, მაგრამ როგორც ცნობილია, ქრისტიანული მოძღვრების საყოველთაო გავრცელებას წინ უძღოდა კაცობრიობის მომზადება მაცხოვრის მისაღებად
13.12.2021
370 წლის ახლოს კლარჯეთი განუდგა ქართლის მეფე ვარაზ-ბაქარს და "მიერთნეს ბერძენთა".
29.11.2021
ყველისციხე, ყუელისციხე — ციხესიმაგრე შუა საუკუნეების სამხრეთ საქართველოში, ჯაყისწყლის სათავეში, არსიანის ქედის ყველის მთაზე (ახლანდელი თურქეთის ტერიტორია).
02.10.2021
მტარვალმა შაჰ აბასმა ერთაწმინდაში წმინდა ევსტატეს სახელობის ტაძრის დანგრევა მოისურვა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat