მიძინებული ეროვნული ღირსება
მიძინებული ეროვნული ღირსება
1887 წლის შემოდგომა, ოქტომბრის 28, ოთხშაბათი. ჯერ შუა დღე არ იქნებოდა, თბილისს ელვასავით რომ მოედო შემზარავი ამბავი, სტავროპოლში ვერაგულად მოკლეს დიმიტრი ყიფიანიო. სიამოვნებით ამოისუნთქეს საქართველოში მოთარეშე სატრაპებმა: მთავარმართებელმა დონდუკოვ-კორსაკოვმა, სწავლა-განათლების მზრუნველმა კირილე იანოვსკიმ... ქართველების მაწყევარი ეგზარქოსი პავლე ამ დროს უკვე გადაეყენებინათ და მის ნაცვლად პალადი დაენიშნათ.

მთელი საქართველო აღშფოთდა სამართლიანი გულისწყრომით, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა შეიტყვეს, მეფის მთავრობამ სამშობლოში ჩამოსვენებული გარდაცვლილის ნეშტი მცხეთაში შეაჩერა და მხოლოდ დაკრძალვის დღეს ჩამოასვენებენ თბილისშიო. ვალერიან გუნიას ძალისხმევით დიმიტრი ყიფიანის დაკრძალვა დიდ ეროვნულ დემონსტრაციად გადაიქცა. დაკრძალვაზე უამრავი გვირგვინი მოიტანა მადლიერმა ერმა. საგულისხმოა, რომ ამ გვირგვინების წარწერების დაბეჭდვის ნება არც ერთ გაზეთს არ მისცეს. ეს კი არა, "ივერიის" რედაქცია შეამოწმეს კიდეც - ეჭვი ჰქონდათ, იქ დაბეჭდილ დეპეშებს ილია თავის თავს თვითონ უგზავნისო და დეპეშების ასლების ჩვენება მოსთხოვეს.

ამ ამბიდან ერთი წელიც არ იყო გასული, საქართველოში რუსეთის იმპერატორი ალექსანდრე მესამე ჩამოვიდა. გრანდიოზული დახვედრა მოუწყვეს. დონდუკოვმა ყოველი ღონე იხმარა, რომ მეფის მოგზაურობა საარაკო ყოფილიყო და კიდეც მიაღწია მიზანს. დონდუკოვს რას ვერჩით, ის ხომ მეფის ყურმოჭრილი მონა იყო; ქართველებმა სასიამოვნოდ განაცვიფრეს მეფე-ბატონი. მათ უკვე დავიწყებოდათ ის ტკივილი და შეურაცხყოფა, დიმიტრი ყიფიანის სიკვდილით რომ მიაყენა მეფის მთავრობამ. ეროვნული ღირსება დავიწყებოდათ და იმპერატორის წინაშე თავის მოწონებას ცდილობდნენ. დონდუკოვმა ტფილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა ახალგაზრდობისაგან საპატიო ყარაული შეადგინა, დიდებულად გამოაწყო და საუკეთესო იარაღითა და ცხენებით აღკაზმა. ეს საპატიო ყარაული მუდამ და ყველგან თან ახლდა მეფეს და დიდი შთაბეჭდილებაც მოახდინა მასზე. წყალობის ნიშნად ყველას პრაპორშჩიკობა უბოძა, რამაც მეტისმეტი აღტაცება გამოიწვია არათუ გაბედნიერებულებში, მეფის ერთგულთა შორისაც. მეფის მოგზაურობამ წინანდლისკენ თავისი უცხო სანახაობით მოლოდინს გადააჭარბა. საარაკო რამ იყო მეფის გართობა საბადურის მთაზე, ისეთი რამ უნახავი, რომ ჩრდილოეთის ყინულიც კი გალხვა და ერთი ბეწოღა აკლდა, რომ ლეკური ეთამაშა. წინანდალში ხომ მოხერხებულად შედგენილ გასართობებს დასასრული არ უჩანდა!

ქართველთა ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა. თიანეთში მეფისთვის წვეულება გაუმართავთ. სუფრასთან ალექსანდრეს პირისპირ თიანეთის მაზრის მემამულე უმშვენიერესი ბაბალე ბარათაშვილი იჯდა. როდესაც საჭმელი მოართვეს, ბაბალეს ჩვენებურად ჩაუმტვრევია პური და თითებით გემრიელად მიურთმევია. მეფეს შეუნიშნავს და ისე მოსწონებია, რომ აუღია ჭიქა და განსაკუთრებით უდღეგრძელებია ბაბალე. უთქვამს: Прелесть Бабале, Ваше здоровие!

ეს საკმარისი გახდა იმისთვის, რომ ბაბალესთვის "პრელესტ ბაბალე" დაერქმიათ.

მეფე ქუთაისსაც ეწვია. ქუთაისის თავად-აზნაურობამაც საპატიო ყარაული გამოაწყო. მის გამოსაწყობად ერთი ორომტრიალი გაუმართავთ. მსურველნი, მოხუცნიც კი, მრავლად გამოჩენილან. ყველას იტაცებდა პრაპორშჩიკობის მიღების სურვილი. უკანასკნელ ქონებას ყიდდნენ, ხარჯს არ ერიდებოდნენ, მაგრამ ბოლოს ბევრი მაინც იმედგაცრუებული დარჩა, რადგან ზოგს კი მისცეს პრაპორშჩიკობა, მაგრამ სხვები იუნკრობას უნდა დასჯერებოდნენ.

დიდი აღელვება და შეცილება იყო მანდილოსანთა შორისაც. მოხუცებული კნეინები ერთმანეთს ეცილებოდნენ, რომ დედოფლის წინაშე ლეკურის მოთამაშეთა რიცხვში მოხვედრილიყვნენ.

საქართველოდან მეფე მეტად ნასიამოვნები წავიდა. დონდუკოვმაც შვებით ამოისუნთქა, რომ მეფე მშვიდობით გაისტუმრა.

შეიძლება ვინმე შემოგვედავოს და ზემოთ მოთხრობილში ეროვნული ღირსების დავიწყება ვერ დაინახოს. ჩვენ კი ვუპასუხებთ: მართალია, სხვა იმპერატორივით ულამაზესი ქართველი ქალიშვილები არ შეუყვანეს საწოლ ოთახში ალექსანდრეს, მაგრამ, როგორც ჩანს, ეროვნულ ჩაგვრაზე დიდი პროტესტი ქართველ თავად-აზნაურთაგან არავის გამოუთქვამს.

ქუთაისში ჩასული ალექსანდრე პირდაპირ ტაძარში გაეშურა, სადაც წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსს პარაკლისი უნდა გადაეხადა. იმპერატორი ამალასთან ერთად ტაძარში შევიდა და ამბიონისკენ გაემართა. უეცრად წმინდა გაბრიელის ხმა მოესმა: შესდექ, რუსეთის ხელმწიფევ!..

ხელმწიფე შეყოყმანდაო, ამბობდნენ დამსწრენი, უნებლიეთ შედგა კარიბჭეში და ცხადი უკმაყოფილებით მოისმინა წმინდა გაბრიელის (ქიქოძე) სიტყვა: ეს ქვეყანა უძვირფასესი მარგალიტია შენს გვირგვინში და მეტი ყურადღებისა და ზრუნვის ღირსია, უკეთეს მოპყრობას მოითხოვსო. ეროვნული უკმაყოფილება და ჩივილი იმდენად ნათლად იყო გამოთქმული, გუნებაგაფუჭებულ იმპერატორს თავად-აზნაურობის მიერ გამართულმა ნადიმმაც კი ვერ გადაუყარა სახიდან ღრუბელი. შესაძლოა, ესეც იყო მიზეზი, ყველა პრაპორშჩიკად რომ არ აქცია.

დავით კლდიაშვილი ერთი წინანდლელი გლეხის სიჯიუტის ამბავს ჰყვება. იმდროინდელი სახალხო მამულის ეზოში, ჭიშკრის წინ, ერთი უსარგებლო კედელი აეშენებინათ, არაფერს ის არ იფარავდა. კლდიაშვილმა კედლის აშენების მიზეზი იკითხა და ასეთი რამ უამბეს: როცა ალექსანდრე მესამე მობრძანდა, ამ ჭიშკრის პირდაპირ ერთი გლეხის ქოხი იდგა და სასახლის აივანზე გამოსულს თვალში ეცემოდა. გლეხს ფულიც შეაძლიეს, წინადადებაც მისცეს, შენც აიყარე და შენი ქოხიც აქაურობას მოაშორეო, მაგრამ ვერასგზით ვერ დაიყოლიეს - აქ გავიზარდე და აქვე უნდა მოვკვდეო, - გაიძახოდა. მუქარითაც ვერაფერს გახდნენ. მაშინ მამულის გამგემ ქოხს წინ კედელი აუშენა, რომ სასახლის აივანზე მოსეირნე მეფე-დედოფალს ჩაფეფხვილი ქოხი თვალში არ შესჩხეროდა.

სხვა რაღა ვთქვათ: მალე ალექსანდრემ დონდუკოვ-კორსაკოვი გაიწვია და მთავარმართებლად მასზე ათასგზის უარესი გოლიცინი გამოგზავნა.

ქართველებმა კი დიმიტრი ყიფიანის საფლავზე ძეგლის აღმართვა მისი სიკვდილიდან თორმეტი წლის შემდეგღა მოახერხეს.
ბეჭდვაელფოსტა
02.10. 2018
....
მე სულ მგონია,რომ რუსეთის ხელისუფლების ხელი ამ ბოროტებაში არ ურევია..რატომ უნდა მოეკლათ?! რისთვის?!განა ხელიაუფლებაში იმდენად მიუხვედრელები იყვნენ,ვერ ევარაუდად,ასეთი პიროვნების სიკვდილი მათ მიმართ სიძულვილს და მტრობას რომ გააღვივებდა ?! განა ხელისუფლებას ეს უნდოდა?! ეს ვისაც უნდოდა ,ალბად სწორედ მათ ჩაიდინეს მკვლელობაც..
09.10. 2015
თეა
წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სიტყვა თუ გაქვთ წაკითხული, რომელიც ალექსანდრე იმპერატორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით წარმოთქვა?
28.04. 2015
marita
asetia sashovars gadagebli xalxi ,mamlis siyvarlit erteulebi ibaseva.
სხვა სიახლეები
28.06.2024
ამ ვრცელი წერილის დაწერა ჩემი სოფლის და საქართველოს მთის სიყვარულმა გამაბედინა, სადაც უზრუნველი ბალღობის წლები გავატარე.
02.06.2023
ლაშა-გიორგის დროინდელი ერთი უცნობი ქართველი მემატიანის სიტყვით, დავით აღმაშენებელმა "სიცოცხლის შინა დასუა მეფედ დემეტრე
24.05.2022

324 წელს რომის იმპერატორმა წმინდა კონსტანტინე დიდმა გადაწყვიტა, იმპერიის დედაქალაქი აღმოსავლეთის პროვინციების სიახლოვეს გადაეტანა, რომელიც იმავე დროს დასავლეთთან კავშირს არ დაკარგავდა.

20.05.2022
საქართველოს სამეფოს იმ აშლილობის დროს, რომელიც დამკვიდრდა უსინათლო თეოდოსის მეფობაში, მმართველ მოწინავე წრეში საბედნიეროდ მაინც აღმოჩნდა შეგნებული ჯგუფი,
08.02.2022

მეფე დავით აღმაშენებელი - (1125 წ. 24 იანვარი)


თითქმის რვა საუკუნემ განვლო მას შემდეგ, რაც მიიცვალა სახელოვანი და დიდებული მეფე გაერთიანებულის საქართველოსი დავით აღმაშენებელი.

25.01.2022
გვსურს გავიხსენოთ ერთი ლამაზი წერილი, რომელიც 24 წლის დიაკვანმა მიხა ხელაშვილმა მისწერა თავისი ძმადნაფიცის, ხევსური გიგიას დას პარასკოს.
07.01.2022
შესავალი
ეკლესიის ისტორიია ამოსავალ პუნქტს წარმოადგენს ჩვენი მაცხოვრის იესო ქრისტესა და მისი მოციქულების საქმე და ცხოვრება, მაგრამ როგორც ცნობილია, ქრისტიანული მოძღვრების საყოველთაო გავრცელებას წინ უძღოდა კაცობრიობის მომზადება მაცხოვრის მისაღებად
13.12.2021
370 წლის ახლოს კლარჯეთი განუდგა ქართლის მეფე ვარაზ-ბაქარს და "მიერთნეს ბერძენთა".
29.11.2021
ყველისციხე, ყუელისციხე — ციხესიმაგრე შუა საუკუნეების სამხრეთ საქართველოში, ჯაყისწყლის სათავეში, არსიანის ქედის ყველის მთაზე (ახლანდელი თურქეთის ტერიტორია).
02.10.2021
მტარვალმა შაჰ აბასმა ერთაწმინდაში წმინდა ევსტატეს სახელობის ტაძრის დანგრევა მოისურვა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat