სასაცილოდ იყო აგდებული ხალხის მგლოვიარობა
სასაცილოდ იყო აგდებული ხალხის მგლოვიარობა
ერთი დუელის ამბავი
ჩვენი დიდი მწერალი დავით კლდიაშვილი მეფის რუსეთის არმიის ოფიცერი გახლდათ და ერთხანს ბათუმში მსახურობდა. ის აქტიურად მონაწილეობდა საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
შეძლებისდაგვარად ეწინააღმდეგებოდა რუსიფიკატორულ პოლიტიკას. მისი სიმწარე სიყმაწვილეში თვითონაც იწვნია - კიევის სამხედრო სასწავლებლიდან არდადეგებზე დაბრუნებულს მშობლებთან სალაპარაკოდ თარჯიმანი დასჭირდა...

ეს ამბავი, რაზეც მწერალი მოგონებებში მოგვითხრობს, 1896 წელს მოხდა: "გარდაიცვალა ყველასგან დიდად პატივცემული და შეყვარებული მოღვაწე გაბრიელ ეპისკოპოზი. ზამთარი იყო სასტიკი, გარდამეტებული თოვლიანი ისე, რომ ყოველივე მისვლა-მოსვლა შეიკრა და მოისპო. თვეზედ მეტი ესვენა ქუთაისის სობოროში, რადგან გელათში მისი წასვენება ყოვლად შეუძლებელი იყო და სოფლებიდანაც ხალხი ითხოვდა, რომ გასვენება გადაედოთ იმ დრომდე, სანამ გზები არ გაიხსნებოდა და ხალხს მიეცემოდა საშუალება დასწრებოდა საყვარელ მოძღვრის გასვენებას.

თვენახევრის შემდეგ შესაძლებელი გახდა მიცვალებულის გასვენება გელათის მონასტერში. გასვენებაზედ დასასწრებად ყოველი მხრიდან აუარებელი ხალხი მოემართებოდა ქუთაისისკენ რკინიგზითაც და სასოფლო გზებითაც. გელათის სადგურთან სოფლებიდან ჩამოსული ზღვა ხალხი სოფელ-სოფელ ჯარებივით იდგა მინდორში, სადგურზედ საგანგებო მატარებლები ერთი მეორეზედ მოდიოდა ხალხით გავსილი. პირველმა მატარებელმა მოასვენა მიცვალებული. თბილისიდან წინა დილით ჩამოვიდნენ ილია ჭავჭავაძე, ვანო მაჩაბელი, აკაკი წერეთელი და მრავალი წარჩინებული მოღვაწე. მწირველი იყო თბილისიდან ჩამოსული ეგზარქოსი ვლადიმერი. ეპისკოპოზი გაბრიელი იყო ნამდვილი გულწრფელი საზოგადოებრივი მოღვაწე, მებრძოლი ბერი, რომელიც თავის მიმართვაში ხალხისადმი არკვევდა ცხოვრების პირობებს და ქადაგებდა მაღალი ზნეობის პრინციპზედ. გაბრიელი იყო,
რომ ქუთაისის მთავარანგელოზის ტაძარში ქადაგებდა მხურვალე სიტყვებით ბატონყმობის წინააღმდეგ. ამ ქადაგებამ გამოიწვია განრისხება ერთი მდიდარი აზნაურისა, გვარად კანდელაკის, რომელმაც წამოიძახა, - ამ ლეკურით გავათავებ აქვე ამ ჩვენ დამღუპველს! და გავარდა ეკლესიიდან და ხმალზედ ხელწავლებული უდარაჯებდა ეპისკოპოზის გამოსვლას. გაბრიელს უთხრეს, ეკლესიაში მოეთმინა, არ გამოსულიყო - კანდელაკი მოკვლას გიპირებსო. ამის გაგონებაზედ იგი გავიდა ეკლესიიდან და გაბედულად, უშიშრად ჩაუარა კანდელაკს. მის მოსაკლავად გამზადებული კანდელაკი სახტად დარჩა, ხელი ხმალზედ შერჩა.

ხალხს ღრმად უყვარდა გაბრიელი, ტკბილი მოუბარი, უბრალო, თავმდაბალი, მისი კეთილისმყოფელი, მისი დამცველი და ქომაგი. ყველამ ზედმიწევნით იცოდა, რა სასტიკი პასუხი გასცა მან საოლქო განათლების მზრუნველს, ცნობილ იანოვსკის, რა გაბედულად გადმოუშალა მას მისი ანტიპედაგოგიური მიმართულება, რომელიც მას შემოჰქონდა ჩვენს სასწავლებელში ერის გადაგვარების წადილით. ყველამ კარგად იცოდა, რა წინააღმდეგობას უწევდა გაბრიელი უმაღლეს სასულიერო მთავრობას, რომელიც რყვნიდა ქართულ ეკლესიას და მის მსახურებას. ამიტომ იყო, რომ მთელი საქართველო შეიძრა მისი სიკვდილის გაგონებაზედ და განსხვავებული გრძნობით მიაბარა მიწას.

გათახსირებულმა, ჭუჭყიანმა გაზეთმა "ჩერნომორსკი ვესტნიკმა" (ეს გაზეთი ბათუმში გამოდიოდა და ცნობილი იყო თავისი ანტიქართული განწყობით, - კ.კ.) ვერც ახლა შესძლო დაემალა თავისი გათახსირებულობა და ყოვლად უგვანო, ყოვლად შეუწყნარებელი წერილი მოათავსა თავის ფურცელზედ ამ გასვენების შესახებ. წერილი იყო კორესპონდენცია, როგორც შემდეგ გამოირკვა, დაწერილი ვინმე იურკევსკის მიერ. სასაცილოდ იყო აგდებული ხალხის მგლოვიარობა, გასვენების მსვლელობა, მონაწილენი და ბოლოს დამწერი ირწმუნებოდა, რომ შეთქმულება იყო გამზადებული ამ დღისთვისო, მაგრამ ფხიზლად მყოფმა მთავრობამ დროზედ გაიგო ყველაფერი და მიიღო საჭირო ზომები, რომ არაფერი გაებედნათ და ვერ გაბედესო. ერთი სიტყვით, წერილი ყოვლად საზიზღარი, ურცხვი, მახინჯი.

ბატალიონის კანცელარიაში ვიყავი, ეს რომ წავიკითხე. ძლივს გავათავე წაკითხვა, მივვარდი გადამწერთა ოთახში ტელეფონს.

- ცენტრალური... "ჩერნომორსკი ვესტნიკის" რედაქცია... რედაქტორი პალმი... პალმი ხართ?! რა სინდისმა მოგცათ ნება ისეთი უგვანო წერილი მოგეთავსებინათ გაზეთში, როგორიც არის დღეს გაბრიელ ეპისკოპოზის გასვენების შესახებ?! თქვენ არ იშლით კლოუნობას და გირჩევნიათ, დაუბრუნდეთ ჯამბაზობას, როგორც იყავით აქამდისინ! თქვენისთანა გათახსირებულ, ყოვლად გაფუჭებულ კაცს რა ხელი აქვს რედაქტორობასთან... თქვე სინდისგარეცხილო!

ტელეფონი დაიკეტა. ჩემს აღელვებულ ლაპარაკზედ ჩემს გარშემო მოგროვდნენ მრავლად კანცელარიაში მყოფნი აფიცრები და მეკითხებოდნენ, თუ რამ გამაჯავრა ასე მძლავრად. მე ვანიშნე გაზეთის წერილი და თითქმის ყველა იმ აზრის იყო, რომ პალმი არათუ გასალანძღავია - პირდაპირ საცემი, შეუბრალებლად საცემი.

ცოტა ხნის შემდეგ ქუჩაში შემხვდა პოდპოლკოვნიკი დუმბაძე.

- რა ამბავი იყო კანცელარიაში... მე ახლა ციხის უფროსთან ვიყავი და პალმმა ტელეფონით შესჩივლა, - თქვენი კანცელარიიდან მაგინებენო!

მე ვუთხარი ყველაფერი.

- მეც ასე ვიფიქრე, რომ შენ იქნებოდი! მართლა საზიზღარი წერილია! ციხის უფროსმა დამავალა, გამეგო ამბავი და მეცნობებინა მისთვის...

მეორე დღეს გაზეთში მოთავსებული იყო პატარა წერილი, თუ როგორ გაილანძღა გაზეთის რედაქტორი, გადამახინჯებულათ და ურიგოთ იხსენიებდა გამლანძღველს - ჩემი გვარი არ იყო ნახსენები.

- რას აპირობ ახლა? - მკითხა დუმბაძემ, წერილი რომ წაიკითხა.

- პალმს პასუხი უნდა ვაგებინო!

- ამოირჩიე შენი სეკუნდანტები! - მითხრა დუმბაძემ.

- რჩეულოვი და ლისოვსკი! - ვუთხარი.

მოკლე ხანში ეს ორი აფიცერი, მუნდირებში გამოწყობილნი, მივიდნენ პალმთან და გამოუცხადეს, რომ მე ვიწვევ დუელში და პასუხს ითხოვენ მისგან. პალმი იმართლებდა თავს, მაგრამ მიგზავნილებმა მოსთხოვეს კატეგორიული პასუხი და ვადა მისცეს ორმოცდარვა საათი.

საღამოს ცნობა მივიღე, რომ ციხის უფროსი მიბარებდა. ჩავიცვი მუნდირი და წავედი. ციხის უფროსმა კაბინეტში მიმიწვია. დუმბაძე უკვე იქ იყო. ციხის უფროსმა, დამინახა რა მუნდირით, ღიმილით შემომძახა:

- რათ გინდოდათ ეგ საპარადო მუნდირი?! მე დაგიბარეთ, ისე, უბრალოდ მოსულიყავით!.. გამაგებინეთ, რა მოგივიდათ თქვენ და პალმს? ეს ორი დღეა მოსვენება არა მაქვს მისგან, თქვენი დიდი მომჩივანია!

- თქვენო აღმატებულებავ, გთხოვთ ნება მომცეთ, ხუთი-ათი წამი დამითმოთ და დაწვრილებით გაგაცნოთ საქმე და მაშინ შეგეძლებათ, დასდოთ თქვენი მსჯავრი.

- დიდის სიამოვნებით! - მომიგო მან.

მე გადმოვუშალე დაუფარავად, თუ რა უმსგავსო საქციელს ადგანან მრავალნი ქართველების მოძულენი, რა შეუწყნარებელია მათი მოქმედება ჩვენდამი, რომ ამგვარი მოქმედებით მხოლოდ გვაღიზიანებენ და ერთმანეთში მტრობა იბადება, არასასურველი განწყობა მყარდება: რომ გული გვტკივა, როგორ უპატივცემულოთ გვეპყრობიან, რომ არ ერიდებიან ხალხის თავმოყვარეობის შელახვას და დამცირებას, რომ თამამათ ამაში ირჯებიან ისეთი პირები, როგორიც არის ზნედაცემული პალმი, რომელმაც არ დაინდო ხალხისგან სათაყვანებლათ მიჩნეული მიცვალებული და ისე ბინძურათ შეეხო მასაც და მის მათაყვანებელ ხალხს, რომ ასეთი პირები არათუ გასალანძღავია, არამედ გასაქრობი და მოსასპობი.

- მე წინააღმდეგი ვარ სისხლისღვრისა, მაგრამ პალმის სისხლს კი სიამოვნებით დავღვრი, თუ ბედი ამაში შემეწია! - დავათავე ჩემი სათქმელი სიტყვა.

გენერალმა გაიცინა:

- ბეღურა ჩიტი კი არ არის პალმი (დუმბაძეს ეთქვა გენერლისთვის, რომ მე კარგი მსროლელი ვიყავი და ვითომ გაფრენილ ბეღურას არ ვაცილებდი ტყვიას). ეშმაკმა წაიღოს მისი თავი!.. ის ისეთი შეშინებულია, რომ ორჯელ იყო ჩემთან და სული შემიწუხა, რა ვქნაო, მე იარაღის ხმარება არ ვიციო და რამე რიგად დამიფარეთო. მეტად გამთხალებულია, ისე რომ, შემეცოდა კიდეც. ვურჩიე, ბოდიში მოიხადოს თქვენთან და ისიც სიხარულით დასთანხმდა. მეც გთხოვთ დაკმაყოფილდეთ მისგან ბოდიშის მოხდით აფიცრების თანდასწრებით და ამით გაათაოთ საქმე. ხვალ თქვენთან მოვა თქვენს საკრებულოში (ბათუმის საკრებულოში, - კ.კ.) და ბოდიშს მოიხდის. იმედი მაქვს, წინააღმდეგი არ იქნებით ამის.

მეორე დღეს საკრებულოს ზალაში თავშეყრილი აფიცრების წინაშე პალმმა ჩემთან ბოდიში მოიხადა და აღმითქვა, რომ გაზეთში დანიშულ ადგილას მოათავსებდა საბოდიშო წერილს.

ეს წერილი აწყობილი იყო, რომ საქმეში ჩაერივნენ ახალი პირები. გაიგეს, რომ მან ბოდიში მოიხადა და ბოდიში გაზეთში უნდა დაებეჭდა, მივარდნენ პალმთან, გაკიცხეს იგი და მოითხოვეს, რომ გაზეთში თავისი ბოდიში არ მოეთავსებინა. პალმმა, ამათგან შემაგრებულმა, ბოდიში აღარ დაბეჭდა. განსაკუთრებით ცხარობდა გენერალი კლიუჩევსკი, ციხის არტილერიის უფროსი, გაჯავრებული ქართველებზედ მისთვის, რომ იგი ხმოსნათ არ აირჩიეს ქალაქის თვითმმართველობაში. იგი ყვიროდა, რომ კლდიაშვილი ქართველებმა განგებ მიუსიეს პალმს, რომ იგი ასრულებს მხოლოდ ქართველების დავალებას, კიცხავდა ციხის უფროსს, რომ მან ქართველების მხარე დაიჭირა პალმის წინააღმდეგ. ატყდა საშინელი აურზაური, მთელი ბათუმი მხოლოდ ამაზე ლაპარაკობდა და ერთმანეთს ედავებოდნენ. პალმის მომხრეებმა მოინდომეს პალმისთვის ოვაციები და ამისთვის საგანგებო ბანკეტი გაემართნათ. მოწინააღმდეგეებმა გამომიცხადეს, რომ ისინი მეტ გრანდიოზულ ბანკეტს გამიმართავდნენ მე. არევას საზღვარი არ ეღებოდა. რუსობა მეტად მომდურავი გახდა ციხის უფროსისა, რომ მან მე არ დამსაჯა, პალმი არ გაამართლა. ამ მდურებამ ისე შეაშინა ციხის უფროსი, რომ პირი იბრუნა - მე დამიწყო მტყუნება და ერთ დღეს ციხის შტაბის უფროსის პირით შემომითვალა, ორი თვის შვებულება ამეღო და ბათუმს გავშორებოდი, სანამ იქაურობა დამშვიდდებოდა და მიივიწყებდა ყოფილ ინციდენტს. მე უარი განვაცხადე შვებულებაში წასვლაზედ, რადგან ეს მიღებული იქნებოდა როგორც გაქცევა მტრის წინაშე. მე ვუთხარი შტაბის უფროსს, გადაეცა გენერლისთვის ჩემი უარი მის წინადადებაზედ და ყური არ ეთხოვა მისი მომდურავისთვის. რაც უნდა მიყოს, ვუთხარი, მე კი ჩემით ბათუმიდან ფეხს არ გავადგამ-მეთქი - ბათუმიდან მე ფეხი არ მომიცვლია. გენერალმა კლიუჩევსკიმ თბილისშიც კი მიიწერა, რომ ციხის უფროსი აძლიერებს რუსების მოწინააღმდეგეთა ელემენტსო და იძულებული გახდა ციხის უფროსი, წასულიყო თბილისში და თავი გაემართლებინა ამგვარ დაბრალებაში. რამდენიმე ხნის შემდეგ კლიუჩევსკიც უცნაური ავადმყოფობით ავად გახდა - თავის ქალას გაგანიერებით და სულიც დალია. ყაყანიც შეწყდა და მიწყნარდა".

ასე დამთავრდა ერთი დუელის ამბავი.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
28.06.2024
ამ ვრცელი წერილის დაწერა ჩემი სოფლის და საქართველოს მთის სიყვარულმა გამაბედინა, სადაც უზრუნველი ბალღობის წლები გავატარე.
02.06.2023
ლაშა-გიორგის დროინდელი ერთი უცნობი ქართველი მემატიანის სიტყვით, დავით აღმაშენებელმა "სიცოცხლის შინა დასუა მეფედ დემეტრე
24.05.2022

324 წელს რომის იმპერატორმა წმინდა კონსტანტინე დიდმა გადაწყვიტა, იმპერიის დედაქალაქი აღმოსავლეთის პროვინციების სიახლოვეს გადაეტანა, რომელიც იმავე დროს დასავლეთთან კავშირს არ დაკარგავდა.

20.05.2022
საქართველოს სამეფოს იმ აშლილობის დროს, რომელიც დამკვიდრდა უსინათლო თეოდოსის მეფობაში, მმართველ მოწინავე წრეში საბედნიეროდ მაინც აღმოჩნდა შეგნებული ჯგუფი,
08.02.2022

მეფე დავით აღმაშენებელი - (1125 წ. 24 იანვარი)


თითქმის რვა საუკუნემ განვლო მას შემდეგ, რაც მიიცვალა სახელოვანი და დიდებული მეფე გაერთიანებულის საქართველოსი დავით აღმაშენებელი.

25.01.2022
გვსურს გავიხსენოთ ერთი ლამაზი წერილი, რომელიც 24 წლის დიაკვანმა მიხა ხელაშვილმა მისწერა თავისი ძმადნაფიცის, ხევსური გიგიას დას პარასკოს.
07.01.2022
შესავალი
ეკლესიის ისტორიია ამოსავალ პუნქტს წარმოადგენს ჩვენი მაცხოვრის იესო ქრისტესა და მისი მოციქულების საქმე და ცხოვრება, მაგრამ როგორც ცნობილია, ქრისტიანული მოძღვრების საყოველთაო გავრცელებას წინ უძღოდა კაცობრიობის მომზადება მაცხოვრის მისაღებად
13.12.2021
370 წლის ახლოს კლარჯეთი განუდგა ქართლის მეფე ვარაზ-ბაქარს და "მიერთნეს ბერძენთა".
29.11.2021
ყველისციხე, ყუელისციხე — ციხესიმაგრე შუა საუკუნეების სამხრეთ საქართველოში, ჯაყისწყლის სათავეში, არსიანის ქედის ყველის მთაზე (ახლანდელი თურქეთის ტერიტორია).
02.10.2021
მტარვალმა შაჰ აბასმა ერთაწმინდაში წმინდა ევსტატეს სახელობის ტაძრის დანგრევა მოისურვა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ანგია წინასწარმეტყველი ლევიტელთა ტომიდან იყო და ბაბილონის ტყვეობისას დაიბადა. შემდეგ ბაბილონიდან იერუსალიმში დაბრუნდა და წმინდა ზაქარიასთან ერთად წინასწარმეტყველებდა 36 წლის მანძილზე.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat