მესროლე, თორემ გალობა არასოდეს მომბეზრდება და შენც ვერ მორჩები შენს საქმეს
მესროლე, თორემ გალობა არასოდეს მომბეზრდება და შენც ვერ მორჩები შენს საქმეს
იმ საშინელი ამბის მოწმეთაგან დღეს აღარავინ დარჩა ცოცხალი - 83 წლის წინ, განთიადზე, ზოგმა ონელმა შემთხვევით ნახა, სხვა ტუსაღებთან ერთად როგორ მიიყვანეს მდინარე ჭალულასთან კეთილსახიერი და ახოვანი მღვდელი. იგი გულში ჩამწვდომად გალობდა. ვერა და ვერ ესროდნენ, სამჯერ ჩამოიღო მამა თეოდორე საგანელიძისთვის დამიზნებული თოფი ჯალათმა - ენანებოდა... მერე ისევ განწირულმა შეაგულიანა: - მესროლე, შე კაცო, თორემ ასე თუ მიყურე, გალობა არასოდეს მომბეზრდება და შენც ვერ მორჩები შენს საქმესო...

ცოტა ხნით ადრე გააფრთხილეს მამა თეოდორე - ჯვრით და ანაფორით გარეთ გამოსვლას მოერიდეო, თუმცა კარგად იცოდნენ, ამაო იყო ეს შეგონება - მოძღვარს ღვთის გარდა არაფრისა ეშინოდა. ჰოდა, ერთ დღეს, როდესაც თავისი პატარა ნათლულის კუბოს ჯვრითა და საცეცხლურით წინ მიუძღოდა, შეიპყრეს და ონის გზას გაუყენეს. გზაში ბადრაგი პატიმრებს თურმე კადნიერად ეპყრობოდა. მამა თეოდორეს ჯერ შენიშვნა მიუცია, მაგრამ როცა მცველი უარესად გათავხედებულა, ხელები დაუჭირა თურმე, იარაღი აართვა და ჭკუაც ასწავლა...

ისეთი მუდარით ჰქონია მცველს თვალები სავსე, მამა თეოდორეს მალევე გაუშვია ხელი, თოფიც დაუბრუნებია და სხვა პატიმრებისთვის, რომლებიც სთხოვდნენ, - მამა თეოდორე, ესროლე და შეფიცულებთან (ქაქუცა ჩოლოყაშვილის რაზმთან) გავიქცეთ წესურის მთებშიო, უთქვამს: - ამას ვაჟკაცი როგორ ესვრის, თანაც მღვდელი ვარ და სიკვდილს კი არა, მარადიულ სიცოცხლეს უნდა ვაზიარო ყველაო.

ონამდე მცველი თავდახრილი მიჰყოლია პატიმრებს... მაზრის მილიციის უფროსს მამა თეოდორე კაბინეტში შეუყვანია, წვერში ხელი ჩაუვლია და დაცინვით უთქვამს: - ხომ მოხვედი, მღვდელო, შენი ფეხით ჩემს კაბინეტში. ვნახოთ, რა შეგიძლიაო... მაგრამ ისეთი პასუხი მიუღია, სიკვდილამდე არ დავიწყებია.

1924 წლის 26 აგვისტოს, დილით, მილიციის უფროსს უკვე მიღებული ჰქონდა სტალინის დეპეშა, - შეწყვიტეთ პატიმართა დახვრეტაო, მაგრამ მამა თეოდორეს და სხვების დახვრეტის ბრძანება გასული რიცხვით გაატარა...

ძალიან საშიში კაცი იყო მთავრობისთვის მამა თეოდორე - უშიშარი, მართალი, ქაქუცას შეფიცულებთანაც ჰქონდა ურთიერთობა. ამიტომ ყველაფერი იმ დღესვე "მოაგვარეს" - დილის 5 საათზე პატიმრები ჭალულას ნაპირზე დახვრიტეს...

ბადრაგს, რომლისთვისაც მამა თეოდორეს იარაღი აურთმევია, მოძღვრისათვის უთქვამს, - გაიქეცი, მამაო, ჯერ ისევ ბნელა. ჰაერში ვისვრი და ვიტყვი, ავაცილე-მეთქი. ამაღამ ძებნას აღარ დაგიწყებენ და გადარჩებიო...

მე კი გადავრჩები, მაგრამ ან ხალხს და ან შენ როგორ გიღალატოთ. ვიცი, ამის გამო რაც მოგელით და ცოდვაში ფეხს ვერ ჩავდგამო...

პროფესორი გია ნამგალაძე, მამა თეოდორე საგანელიძის შვილიშვილი: - ბაბუა 41 წლის იყო, რომ დახვრიტეს... ოჯახის ერთადერთი ვაჟი გახლდათ, ხუთი დის პატრონი... მამამისს, კომერსანტ ყარამან საგანელიძეს მისთვის კარგი განათლება მიუცია - ბაბუას ქუთაისის სასულიერო სემინარიის შემდეგ პეტერბურგის უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტი დაუმთავრებია... ასეთმა განსწავლულმა კაცმა ყველაფერი თავის სოფელს ანაცვალა, ხალხის ნამდვილ ჭირისუფლად იქცა და ქრისტესთვის მოკვდა...

მამა თეოდორე ამბროლაურის რაიონის სოფელ კვაცხუთში დაიბადა 1883 წელს. დედამისი, ეფემია გიორგობიანი სოფელ ფუტიეთიდან იყო...

ტკბილი ხმა ჰქონია თეოდორეს... საღამოობით სანახშოზე თავშეყრილ ნაშრომ-ნაჯაფ სოფელს პატარა თეოდორე ატკბობდა თავისი სიმღერით, მერე თავადაც აჰყვებოდნენ სოფლელები, თან დალოცავდნენ, - გაგახარა ღმერთმა ჩვენი გახარებისთვის, ჩვენო თედორიკაო. ბაბუას გალობაც ბავშვობიდანვე შეუსწავლია და ღვთისმსახურებითაც ძალიან დაინტერესებულა...

რუსეთიდან დაბრუნებულს სხვავის სკოლაში დაუწყია მასწავლებლობა - რუსულ ენას და საბუნებისმეტყველო საგნებს ასწავლიდა, თან ბავშვთა გუნდს გალობაში წვრთნიდა. მისი ნამოწაფრები იგონებენ, - გადმოცემის საოცარი უნარი ჰქონდა, სიყვარულით და გულმოდგინებით ეპყრობოდა ყოველ ბავშვსო. მან კვაცხუთში, საკუთარ სახლშიც გახსნა კერძო სკოლა. შემოგვრჩა ის დიდი მაგიდა, რომელზეც ბაბუას მოწაფეთა 60-მდე ინიციალია ამოკაწრული. იმ ბავშვებს გალობასაც ასწავლიდა... ერთ მათგანს, კალისტრატე კერვალიშვილს, ძალიან კარგი ხმა ჰქონია. თურმე სულ თან დაჰყავდა და ერთად გალობდნენ...

გაკვეთილების შემდეგ მოსწავლეებს დაუნაყრებლად არ გაუშვებდა თურმე... მერე სოფლის დაჟინებული თხოვნით მღვდლად ეკურთხა - ეს თხოვნა მან უფლის ნებად მიიღო.

მამა თეოდორე სიცოცხლის ბოლომდე სოფელ სხვავის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში მსახურობდა. ძველები იგონებდნენ, მის გვერდით უნებლიეთ მოწიწება და პატივისცემა შეგიპყრობდა. ვინ გაბედავდა, თეოდორეს სიახლოვეს ვინმე დაეჩაგრა, დაემცირებინა, სამართლიანობის და პატიოსნების განსახიერება იყოო.

მობრუნდებოდა მთელი დღის მსახურებით დაღლილი და ოცკილომეტრგამოვლილი სოფელში, ჩამოუჯდებოდა ხალხს სანახშოზე, დალოცავდა და ანუგეშებდა... თურმე, როცა ზოგიერთთან შეგონება აღარ ჭრიდა, გაიხდიდა ანაფორას, მოიხსნიდა ჯვარს, ანაფორას ეტყოდა: - მღვდელო, შენ ცოტა ხნით აქ იქნებიო და ვაჟკაცურად გაუსწორდებოდა უსამართლობის ჩამდენს... ერთხელ, შებინდებისას, შინისკენ მომავალს შვიდი შეზარხოშებული ცხენოსანი მექორწილე შემოჰყრია, რომლებსაც გართობა მოუნდომებიათ. გადაუდგნენ თურმე წინ და - რავა ხარ, ფოფოდიაო, - მიმართეს. ჯერ უხმოდ უცდია ბაბუას მათთვის გვერდის ავლა, მაგრამ რომ აღარ მოეშვნენ, ანაფორა გაიხადა, პირველად ცხენიდან ყველაზე აქტიური ჩამოაგდო და დანარჩენებს მიმართა: - უფალს მადლობა შესწირეთ, მღვდელი რომ ვარ, თორემ უარეს დღეში ჩაგყრიდითო... სირცხვილნაჭამ მექორწილეებს ამხედრება ვეღარ გაუბედავთ და თავდახრილები ფეხით გაშორებიან მამა თეოდორეს...

ბებიაჩემი, ლუჩია ლანდია განათლებული ოჯახის შვილი იყო, 8 და-ძმა ჰყავდა. მისი ძმები ბაქოში მოღვაწეობდნენ, კომერსანტები იყვნენ. ბებიას და ბაბუას ერთმანეთი სოფელ სხვავაში გაუცვნიათ. ცოლისძმებს ბაბუა ისე უყვარდათ, მისი სიკვდილი კარგა ხანს იგლოვეს და ბაქოში მოგვიანებით დაბრუნდნენ. ბებია იგონებდა, ჩემმა და-ძმამ გადამატანინა ეს უბედურებაო... 7 წელიწადი ყოველდღე ფეხით (20 კილომეტრს იქით და ოცსაც - აქეთ) დადიოდა ქმრის საფლავზე დარსა და ავდარში.

სხვათა შორის, ბებიას ძმამ, სპირიდონ ლანდიამ ააგო ძელიცხოვლის ეკლესია, რომელიც დღეს დანგრეულია...

ბაბუას ორი ქალიშვილი ჰყავდა - დედაჩემი ია და დეიდა - დარეჯანი (მას შთამომავლობა არ დარჩენია).

ბაბუას მეზობლად ერთი ღატაკი ოჯახი ცხოვრობდა. შინ მობრუნებული იკითხავდა თურმე - გლახაკუნას ოჯახს თუ გადაუტანეთ რამეო. მერე სხვებზეც იზრუნებდა: - იმას შეშა თუ აქვს, ამას - ტანსაცმელი და საჭმელიო. უმისოდ არც ერთი მნიშვნელოვანი საქმე არ წამოწყებულა რაჭაში. აკაკის რაჭა-ლეჩხუმში მოგზაურობის ერთ-ერთი თაოსანი ბაბუაც გახლდათ. სხვათა შორის, სანამ საბჭოთა ხელისუფლება მოძლიერდებოდა, ბაბუას ისინიც ხშირად ეკითხებოდნენ რჩევას... ერთხელ თურმე ცნობილ საბჭოთა მოხელეს, წარმოშობით რაჭველს, ივლიანე ჯანელიძეს, ერთ სუფრაზე ბაბუასთვის რომ მოუსმენია, მისი განათლებით, გარეგნობით და ნიჭით აღფრთოვანებულს მიუმართავს: - თეოდორე, ზურგს ვაქცევ შენს მღვდლობას და როგორც დიდ პიროვნებას, ისე გადღეგრძელებო. ბაბუაც ამდგარა და შეუგებებია: - მე კი შენს კომუნისტობას ვაქცევ ზურგს და როგორც კარგ კაცს, ისე გადღეგრძელებო. ივლიანე ჯანელიძეს ურჩევია, ხელისუფლებასთან დაპირისპირებას მოერიდე, თავს გაუფრთხილდიო...

როდესაც დატუსაღებული ონისკენ მიჰყავდათ, თურმე ბებიას შეუთვალა - ნუ გეშინია, სახლთან რომ ჩამოვივლი, ახალი ფეხსაცმელი და ჯაყვა დამახვედრეო... ვეღარ ჩაუსწრო ბებიაჩემმა... მერე გულდაწყვეტილი იგონებდა, - უკან რომ დავედევნე, გზაში მეზობელი შემხვდა - სადღა მირბიხარ, პატიმრები რა ხანია ჩაატარესო...

KARIBCHEმისი დახვრეტის ამბავი ლეგენდად დადიოდა... სტუდენტობისას ბიძაჩემმა პოლიტექნიკური ინსტიტუტის მაშინდელი პრორექტორი, ჩინებული ვაჟკაცი დავით ჩიტიძე გამაცნო. მან მიამბო: ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ ტყიბულში ინჟინრად გამამწესეს. ერთი უშველებელი კაცი მუშაობდა ჩვენთან, გვარად სოფრომაძე. ამ გოლიათს ერთხელ დაუტრაბახია: - ისეთი კაცი მყავს გამეტებული, როგორიც თეოდორე საგანელიძე იყო და თქვენ დაგინდობთო?!

შენ მოკალი თეოდორეო?! - უხუვლია ხალხს და ქვებით ჩაუქოლავს ის სოფრომაძე...

ბაბუას სახელი პირველად 1996 წელს მოიძია ნიკორწმინდელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე ელისემ. მანვე შეგვკრიბა მამა თეოდორეს შთამომავლები, რისთვისაც უდიდეს მადლობას მოვახსენებთ. შარშან, მარიამობას, ბარაკონში ქადაგებისას მეუფემ დაწვრილებით გაიხსენა ბაბუას ცხოვრება, მისი აღსასრული და დასძინა: - სულ მალე მამა თეოდორეს ქართული ეკლესია წმინდანთა დასს შეუერთებსო... მეუფე ელისემ მრევლს აცნობა, რომ წირვას მამა თეოდორეს შთამომავალიც ესწრებოდა და ჩემზე მიუთითა. ცრემლი წამომივიდა... უფალმა დალოცოს და გააძლიეროს მეუფე ელისე და არ მოგვიშალოს მისნაირი პიროვნებები...

სხვათა შორის, სწორედ ამ მარიამობა დღეს ბარაკონის ტაძრის ეზოში გავიცანი თქვენი ჟურნალის რედაქტორის მოადგილე მანანა ჯანელიძე, რომელიც ამავე წერილში მოხსენიებული ივლიანე ჯანელიძის შვილიშვილი აღმოჩნდა. თვალცრემლიანებმა გულითადად ვისაუბრეთ წარსულზე და მამა თეოდორეს მომავალ კანონიზაციაზეც. გვიხაროდა, რომ ორივე ეკლესიის წიაღში აღმოვჩნდით და ვმადლობდით უფალს ყველაფრისათვის.
ბეჭდვაელფოსტა
03.08. 2017
წერილის ტექსტი, სამწუხაროდ, შეცვლილია, მე ასეთი შესავალი არ დამიწერია!
<p>წერილის ტექსტი, სამწუხაროდ, შეცვლილია, მე ასეთი შესავალი არ დამიწერია!</p>
10.08. 2016
ლევან გელოვანი
ონში, მდინარე ჭალულის ნაპირთან 1924 წელს დახვრიტეს: 1. მიხეილ აბესალომის ძე გელოვანი (რაჭა, ს. ძირაგეული); 2. თევდორე ყარამანის ძე საგანელიძე (რაჭა, ს. კვაცხუთი); 3. ტერენტი ერასტის ძე ბოჭორიშვილი (რაჭა, ს. ჯვარისა); 4. ირაკლი იოსების ძე კაპანაძე (ქართლი ს. ნიქოზი).
23.11. 2015
EKATERINE
sulit xorcamde shemdzra,dzalian kargi werilia,gmertma gvimravlos aseti sulieri modzgvrebi,gaixaret
02.10. 2015
დალი
მე ვიცნობ ამ ბრწყინვალე ოჯახს,ქალბატონი ია ჩემი მასწავლებელი იყო,დიდებული ქალბატონი,ლუჩია ბებოც კი მახსოვს.
11.03. 2015
ნანა
madlobt am impormaciistvis . bebiachemi iyo kvacxutidan ( gogoberishvili) da warmovidgine im soplis xalxs shoris rogor usmendnen patara tedikunas galobas.... gaixareet chemo rachveleboo
სხვა სიახლეები
28.06.2024
ამ ვრცელი წერილის დაწერა ჩემი სოფლის და საქართველოს მთის სიყვარულმა გამაბედინა, სადაც უზრუნველი ბალღობის წლები გავატარე.
02.06.2023
ლაშა-გიორგის დროინდელი ერთი უცნობი ქართველი მემატიანის სიტყვით, დავით აღმაშენებელმა "სიცოცხლის შინა დასუა მეფედ დემეტრე
24.05.2022

324 წელს რომის იმპერატორმა წმინდა კონსტანტინე დიდმა გადაწყვიტა, იმპერიის დედაქალაქი აღმოსავლეთის პროვინციების სიახლოვეს გადაეტანა, რომელიც იმავე დროს დასავლეთთან კავშირს არ დაკარგავდა.

20.05.2022
საქართველოს სამეფოს იმ აშლილობის დროს, რომელიც დამკვიდრდა უსინათლო თეოდოსის მეფობაში, მმართველ მოწინავე წრეში საბედნიეროდ მაინც აღმოჩნდა შეგნებული ჯგუფი,
08.02.2022

მეფე დავით აღმაშენებელი - (1125 წ. 24 იანვარი)


თითქმის რვა საუკუნემ განვლო მას შემდეგ, რაც მიიცვალა სახელოვანი და დიდებული მეფე გაერთიანებულის საქართველოსი დავით აღმაშენებელი.

25.01.2022
გვსურს გავიხსენოთ ერთი ლამაზი წერილი, რომელიც 24 წლის დიაკვანმა მიხა ხელაშვილმა მისწერა თავისი ძმადნაფიცის, ხევსური გიგიას დას პარასკოს.
07.01.2022
შესავალი
ეკლესიის ისტორიია ამოსავალ პუნქტს წარმოადგენს ჩვენი მაცხოვრის იესო ქრისტესა და მისი მოციქულების საქმე და ცხოვრება, მაგრამ როგორც ცნობილია, ქრისტიანული მოძღვრების საყოველთაო გავრცელებას წინ უძღოდა კაცობრიობის მომზადება მაცხოვრის მისაღებად
13.12.2021
370 წლის ახლოს კლარჯეთი განუდგა ქართლის მეფე ვარაზ-ბაქარს და "მიერთნეს ბერძენთა".
29.11.2021
ყველისციხე, ყუელისციხე — ციხესიმაგრე შუა საუკუნეების სამხრეთ საქართველოში, ჯაყისწყლის სათავეში, არსიანის ქედის ყველის მთაზე (ახლანდელი თურქეთის ტერიტორია).
02.10.2021
მტარვალმა შაჰ აბასმა ერთაწმინდაში წმინდა ევსტატეს სახელობის ტაძრის დანგრევა მოისურვა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა დიდმოწამე დიმიტრი, შვილი კეთილშობილი და მაღალზნეობრივი მშობლებისა, ქალაქ თესალონიკში იშვა,

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat