ის არც მკვდარია და არც დაკარგული
ის არც მკვდარია და არც დაკარგული
მოდით უშიშრად, მტერმა და დასჯამ არ შეგაშინოთ! დღევანდელ სიცოცხლეს სიკვდილი სჯობია
* რადგან სიცოცხლე წუთისოფელია, სიკვდილთან შეხვედრისა არ ეშინოდა ქართველს - მის იქით საუკუნო სიცოცხლე - უკვდავება იწყება.

ფერეიდნელი ქართველების დამორჩილება, უფრო კი განადგურება გადაწყვიტა ირანის მმართველმა ქერიმ-ხანმა. მტერი მრავალრიცხოვანი იყო. უფროსი თაობა ხარკის გადახდას ფიქრობდა, უმცროსი - საომრად იწევდა. ბოლოს, ითათბირეს და ქერიმ-ხანთან მოსალაპარაკებლად მრავალბრძოლაგადახდილი უჩა (ურუჭყულბეგ) ონიკაშვილის გაგზავნა დაადგინეს. ონიკაშვილმა შეკაზმა თავისი ულამაზესი ულაყი ქერიმ-ხანისთვის მისართმევად და გაუდგა გზას. უკნიდან მიაძახეს, - შეგეშინდა მომხდურისაო! მაშინ შვიდივე შვილმა აღვირში უტაცა ხელი: არ გაგიშვებთ ქერიმ-ხანთან, რადგან ახალგაზრდობა სიმხდალედ გითვლისო. ბოლოს გადაწყვიტეს, ცნობილი მეთოფის, თავაზიშვილისთვის დაევალებინათ სპარსის მოკვლა. მან - ლაჩრულად, მიპარვით ზურგში ვერ ვესვრიო და წინ დაუხვდა ხანს. მისმა ნასროლმა ტყვიამ პირში ყალიონი აუფეთქა ქერიმ-ხანს. მტერი განრისხდა, შეუტია ქართველთა ჯარს და ამოწყვიტა. მთავარსარდალი უჩა ონიკაშვილი ზარბაზანს მიაკრეს. ქერიმ-ხანმა ჰკითხა, - ბოლო რა სურვილი გაქვსო. უჩამ - ზარბაზნის ლულა საქართველოსკენ მიაბრუნეთო. შეუსრულეს თხოვნა. იგრიალა ზარბაზანმა...

მერე კი ფერეიდნის მარტყოფში გადარჩენილი ხალხი შეკრიბა ქერიმ-ხანმა, ჯალათს კუნძი მოატანინა და მიმართა: ვისაც ქრისტიანობა სურს, სასიკვდილოდ კუნძზე თავი დადოსო. სათითაოდ მოდიოდნენ მოხუცებული ქართველები და მორჩილად დებდნენ კუნძზე თავს... ქართველებში ქრისტიანობის ამოსაძირკვად ფერეიდანში ეკლესიები მიწასთან გაასწორეს. ქრისტიანობა კი მოაშთო, მაგრამ სამშობლოს ხსოვნა ვერ დაუკარგა იქაურ ქართველებს, რომლებიც, როგორც უკვდავების წყაროს, ისე ეძიებენ საქართველოსთან შეხვედრას.

* 1923 წლის 20 მაისს კომუნისტებმა 15 ქართველი ვაჟკაცი დახვრიტეს სამშობლოს სიყვარულისთვის. მათ შორის იყო ილიას დისწული კოტე აფხაზი. სიკვდილის წინ მან ასე მიმართა ჯალათებს: "მე ვკვდები სიხარულით, რადგან ღირსი გავხდი სამშობლოს სამსხვერპლოზე ზვარაკად მიტანისა, ჩვენი სიკვდილი გამარჯვებას მოუტანს საქართველოს". კოტესთან ერთად დახვრიტეს 26 წლის რუისელი ლევან კლიმიაშვილი. "სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა სიკვდილი სახელოვანი", - წაუწერია სიკვდილის წინ ლევანს მეტეხის ციხის კედელზე. რამდენიმე დღის შემდეგ, როცა ქართველ გმირებს ქაშვეთის ეკლესიაში პანაშვიდს უხდიდნენ, ლევანის დედამ სოფიო ზაალიშვილმა ჭირისუფლებს მიმართა: "ნუ ტირით, ჩვენ გმირები გავზარდეთ... მოვა დრო და ჯალათები თავისას მიიღებენ. ღმერთი არ მიატოვებს ჩვენს საქართველოს, ტყუილად არ დაღვრილა ჩვენი შვილების სისხლი". გავიდა წლები, მაგრამ, სამწუხაროდ, დღემდე არ მიუგიათ სათანადო პატივი მათი სახელებისთვის...

* სამშობლოს თავისუფლების დაკარგვა დიდად განიცადა წმინდა მიტროპოლიტმა ნაზარმა (ლეჟავამ), არა მარტო სიტყვით მოუწოდებდა სამწყსოს, "მტკიცედ მდგარიყვნენ ქრისტეს სარწმუნოებაზედ", საქმითაც ბევრს აკეთებდა დედაეკლესიის დასაცავად. 1922 წელს დააპატიმრეს და ბრალად დასდეს საეკლესიო განძეულობის გადამალვა და გენუის საერთაშორისო კონფერენციისადმი მიმართვაში მონაწილეობა. ჯერ დახვრეტა მიუსაჯეს, მერე პატიმრობით შეუცვალეს და ორი წლის შემდეგ ამნისტიით გაათავისუფლეს. უდრტვინველად ატარებდა მიტროპოლიტი თავის ჯვარს - ბევრ დამცირებას იტანდა. ერთხელ, ბზობის დღესასწაულზე, ბავშვებთან ერთად ანთებული სანთლებით ეკლესიის ეზოდან გამომავალს კომკავშირელები ყვირილით და ლანძღვა-გინებით მიუხტნენ. მიტროპოლიტმა დინჯად გააგრძელა გზა და ესღა თქვა სინანულით: "შეუნდოთ ღმერთმა, რამეთუ არ იციან, რასა იქმანო".

მაგრამ მტერს ცოცხალი მიტროპოლიტი არ სჭირდებოდა. დროც იხელთა და სოფელ სვირში ეკლესიის კურთხევისას დააპატიმრა: მწუხრ-ცისკრის ლოცვის შემდეგ სამღვდელო კრებული - მიტროპოლიტი, მღვდლები და დიაკვნები მოსასვენებლად მათე ჯაჯანიძის ოჯახში წაიყვანეს. შუაღამისას დაესხნენ მათ თავს მილიციელები, პერანგისამარანი ურმებზე დააკრეს და სვირის კანცელარიაში წაიყვანეს. "ნაზარი ტიტველი დავსვით ურემზე, ვეცადეთ, ტანზე ჩაგვეცვა, მაგრამ ვერ ჩავაცვითო, - ირწმუნებოდა მილიციის უფროსი მაღლაკელიძე, - ამბობდა: შემკარით ბაწრით, ისე უნდა მაწამოთ, როგორც აწამეს იესო ქრისტე, რადგანაც თქვენს მოსარჯულებლად ვარ მოსულიო... რადგანაც ხელით ვერ შევძლებდით წაყვანას, შევკარით ბაწრით და დავაწვინეთ ურემზე. გზაშიც არ ჩერდებოდა, ყვიროდა: - მე ვარ ქრისტე ღმერთის მორწმუნე, მაწამებენ ურჯულო კომუნისტები, როგორც აწამებდნენ ურჯულოები იესო ქრისტესო". რამდენიმე დღე დილეგში ამყოფეს, შემდეგ დასახვრეტად გაიყვანეს. "მიტროპოლიტი კაბის ამარა შემობრუნდა და ანაფორა ჩაიცვა, - ჰყვება დახვრეტას გადარჩენილი დეკანოზი ვასილ დოლაბერიძე, - გამოგვეთხოვა ყველას პირზე კოცნით და გვითხრა: "არ შეშინდეთ, მხნედ იყავით, სიკვდილი ყველა ერთიაო". 1924 წლის 1 სექტემბერს მიტროპოლიტი ნაზარი და კიდევ ოთხი სამღვდელო პირი გარიჟრაჟზე საფიჩხიაზე წაიყვანეს და წყალწითელას ზემოთ, ებრაელთა სასაფლაოს ბოლოში, თხრილის პირას დახვრიტეს. ამბობენ, ზემოდან წაყრილი მიწა დიდხანს სუნთქავდაო...

* 16 წლისა უკვე თბილისის კეთილშობილ ქალთა ეკლესიის მთავარდიაკონი იყო მამა იერეთეოზი (აივაზაშვილი). 1889 წელს, 17 წლისას მღვდლად დაასხეს ხელი. მთელი ცხოვრება ღვთის სამსახურში გაატარა. 1928 წელს ხელი დაასხეს ნინოწმინდელ ეპისკოპოსად. მისი შვილიშვილი, აბესალომი იგონებდა: "კარგად მახსოვს, როგორ სთავაზობდნენ პაპას უცნობი პირები სხვადასხვა მაღალ საერო თანამდებობას ღვთისმსახურებისთვის თავის დანებების სანაცვლოდ. თავიდან ეს ყველაფერი მშვიდობიანად ხდებოდა, მერე გამკაცრდნენ შემომთავაზებლები, მაგრამ პაპამ მათ უთხრა: "მირჩევნია, ქრისტეს ერთგული დავრჩე, ეს სამოსელი ვატარო და "ბნელეთის მსახური" მიწოდოთ, ვიდრე თქვენგან მაღალჩინოსნობა მივიღოო". ამის შემდეგ, ერთხელ, შებინდებისას, ქუჩაში მიმავალ 76 წლის მეუფე იერეთეოზს თავს დაესხნენ და თავში რკინა ჩაარტყეს. ძლიერი ფიზიკური აღნაგობის გამო 3-4 წელიწადს კიდევ იცოცხლა. ამ დროის მანძილზე სუკის ჯალათები არ წყვეტდნენ მის შევიწროებას. იცოდნენ, როგორ უჭირდა მის ოჯახს და ჩასჩიჩინებდნენ, - გიმკურნალებთ და ფულსაც მოგცემთ, ოღონდ ჩვენს მხარეზე გადმოდიო, მაგრამ მეუფე ტანჯვა-წამებით ისე აღესრულა, რომ არ უღალატია ქრისტესთვის. ეპისკოპოსი იერეთეოზი თბილისის სიონის საკათედრო ტაძრის გალავანშია დაკრძალული. თაყვანი ვცეთ მის წმინდა საფლავს.

* ჩვენი პატრიარქის მშობლებს, გიორგის და ნატალიას ჯვარი მღვდელმა გიორგი მალანიამ დასწერა. კურთხეული გამოდგა ეს ჯვრისწერა. კურთხეული გახლდათ თვითონ ნეტარხსენებული მამა გიორგი, ცოლი და ოთხი შვილი გვერდს უმშვენებდნენ. იმ საშინელ წლებში მტკიცედ იდგა სარწმუნოებაში. დამფრთხალი ცოლი "ურჩევდა": იქნებ შენც სხვებივით გაგეკრიჭა წვერი, საერო ცხოვრება დაგეწყო და დაგვასვენებდნენო, მაგრამ მოძღვარმა მტკიცე უარი განაცხადა.

1932 წლის 19 იანვარს წყალი უნდა ეკურთხებინა, შეიმოსა და ჯვრით ხელში მდინარისკენ წავიდა. ვინმე მაბეზღარმა ეს რომ დაინახა, გაიქცა ყაზბეგში, რაიკომს აცნობა - მღვდელი წყალს აკურთხებსო. ეს ანტისაბჭოთა პროპაგანდად ჩაუთვალეს. მოძღვარი კი ნელა მიდიოდა, იმედი ჰქონდა, ხალხი შემომიერთდებაო, მაგრამ მთავრობის შიშით გვერდით არავინ დასდგომია. მარტომ აკურთხა წყალი (ეს იყო უკანასკნელი წყლის კურთხევა ხევში, სანამ უწმინდესმა პატრიარქმა ილია მეორემ იქ მღვდლები არ გააგზავნა). გამობრუნდა მამა გიორგი შინისკენ, მაგრამ მისვლა ვინ აცალა! ისე გაუყენეს ტაშკენტის გზას, ცოლ-შვილთან დამშვიდობების ნებაც არ მისცეს. ციხეში ბევრს ლოცულობდა, ყველას მიუტევა - მტერსა თუ მოყვასს, მათ შორის თავის დამბეზღებელსაც. გულმა ვერ გაუძლო მამა გიორგის და გარდაიცვალა. ხორცით ტაშკენტის ციხის სასაფლაოზე დაკრძალეს, სულით კი შეუერთდა მარადისობაში გადასულ ახალმოწამეთა დასს.

* ქრისტესთვის არ უღალატია დეკანოზ ლევან ტლაშაძეს. 1923-24 წლებში ქრისტიანული სარწმუნოების ქადაგებისთვის რამდენჯერმე დააპატიმრეს. ერთ-ერთი პატიმრობის დროს ცხენის კუდზე გამობმული გაყინულ მდინარეში ათრიეს. ამის გამო ფრჩხილები ისე დაუზიანდა, სიარული უჭირდა. მეორედ ძალით გაკრიჭეს. მან მოჭრილი წვერი ხელში აიღო და გონარეულ მოძალადეებს მიმართა: - ეს ნაკურთხი წვერია და თქვენ არ გაგათელინებთო. კომუნისტებმა ახლა დაყვავებით სცადეს მისი გატეხა - ნასწავლი კაცი ხარ და ერში გამოგვადგებიო, მაგრამ მაინც ვერ გადაიბირეს. მამა ლევანმა ჭირთა თმენით, უკვდავების სურვილით, ღვთისმსახურებით განვლო ცხოვრება და 1969 წელს 80 წელს მიღწეული გარდაიცვალა.

* 1924 წლის აჯანყების ჩახშობის შემდეგ ჩეკისტებმა კავთისხეველებიც გაირეკეს დასახვრეტად. ეს რომ ავადმყოფმა კავთისხეველმა მღვდელმა, მამა პანტელეიმონ გედევანიშვილმა გაიგო, ლოგინიდან წამოდგა, შეიმოსა, ჯვარი იპყრა ხელთ და განწირულთა კვალს დაადგა. მრევლი შეევედრა - მათ ვერაფერს უშველი და თავს რამე არ მოსწიოო. არ დაიშალა, ჩეკისტებით გარშემორტყმულ უდანაშაულო ქართველთა ჯგუფს წამოეწია. მისმა გამოჩენამ გააკვირვა ბადრაგის მეთაური და საით გაგიწევია ასეთ ამინდშიო, - ჰკითხა ბერიკაცს. მოძღვარი ჭირშიც და ლხინშიც თავისიანებთან უნდა იყოს, რას გვერჩით, ვის რა დავუშავეთო, - თქვა მამა პანტელეიმონმა.

- შენ არას გერჩით, ესენი მშრომელი ხალხის კლასობრივი მტრები არიან და მკაცრად უნდა აგონ პასუხიო, - უთხრა ჩეკისტების მეთაურმა.

- არა, შვილო, არ დაიჯერო, ამ საცოდავებს მტრობა არ შეუძლიათ. ამათი საქმე მიწის მოვლა-პატრონობაა.

- ამათ გორში ჩავიყვან და იქ გაირკვევა მტყუან-მართალი, უდანაშაულოებს ხვალვე დავაბრუნებთო, - "დაჰპირდა" ჩეკისტი.

მამა პანტელეიმონი მიხვდა, რომ ატყუებდნენ და დაჩოქილი შეევედრა: - ესენი გაუშვი, შვილო, რადგან მართალნი არიან ღმერთთანაც და კაცთანაც. თუ ცოდვა რამე აქვთ ჩადენილი, მე მაზღვევინეთ, მევე უნდა დავისაჯო, როგორც ამათი მოძღვარი და ჩამგონებელიო.

- რა გააჭირა საქმე, თუ ასე სწადია, შეაგდეთ ესეც მაგ ვირიშვილებთანო, - უბრძანა ბადრაგის უფროსმა ხელქვეითებს.

შორს აღარ წაუყვანიათ, კარგად რომ ჩამობნელდა, სოფლის მოშორებით ჩაამწკრივეს კავთისხეველები და ხალხის სახელით დახვრეტა მიუსაჯეს. გაფითრდა მამა პანტელეიმონი, გამოიჭრა, პატიმრებს ანაფორა გადააფარა და აყვირდა: - ნუ მაყურებინებთ უდანაშაულო ადამიანების ცოდვასო. ეს სათხოვარი "დიდსულოვნად" შეუსრულეს კომუნისტებმა. მეთაურმა მაუზერით პირველად მამა პანტელეიმონი დახვრიტა.

* ჟურნალ "მწყემსში" 1886 წლის 10 იანვარს ნიკოლოზ ოქრომჭედლიშვილი მოგვითხრობს უკვდავებაში გადასულ ერთ ქართველ მამაზე: "მე ვცხოვრობდი ყარსში ორი წელიწადი. ყარსის სობოროს მახლობლად, თათრების მეჩეთის ეზოში, ერთი საფლავია, რომელსაც თავსა და ბოლოში უდგია ქვის ნიშები. ეს ქვის თავები ჩალმამოხვეულ თათრის თავებსა ჰგვანან. საფლავზე დგას ფიცრებისაგან გაკეთებული გრძელი ოთხკუთხიანი ყუთი. ზედ არის გადაფარებული ხავერდი... ამ სასაფლაოს ყარაულობს ერთი თათარი. სასაფლაოს თაყვანისსაცემად დადიან ქართველები, სომხები და თვითონ თათრებიც. მლოცველები თაყვანს სცემენ ხოლმე სასაფლაოს, უნთებენ მას სანთელს.

კაცმა არ იცის, ვინ არის იქ დასაფლავებული. ზოგიერთი თათრისგან შევიტყვე შემდეგი: ყირიმის ომის შემდეგ ყარსში თათრებს შეუპყრიათ ერთი ქართველი მღვდელი. მათ მოუნდომებიათ, რომ ამ მღვდელს მაჰმადის სარწმუნოება მიეღო, მაგრამ მღვდელი ვერ შეუცდენიათ, რის გამოც ამ მღვდელს ბევრი წვალება მიუღია, თათრებისგან. ბოლოს ეს საწყალი... მომკვდარა. თათრებს მოუნდომებიათ მიცვალებულის დამარხვა თავისი სჯულისაებრ, როგორც მაჰმადის აღმსარებლისა. ამ გარდაცვლილი მღვდლის გვამი მარჯვენა გვერდით ჩაუსვენებიათ კუბოში და პირი დასავლეთისკენ უქნიათ, მაგრამ გარდაცვლილის გვამი ვერასგზით ვერ გაუჩერებიათ კუბოში, გვამი, როგორც მოგვითხრობს ზეპირგადმოცემა, გულაღმა ბრუნდებოდა თურმე და ხელებს გულზე ჯვარის სახით იწყობდა.

ბოლოს თათრებს უფიქრიათ, ეს მღვდელი ალბათ წმინდა კაცი ყოფილაო და დაუსაფლავებიათ იმ სახით, რა მდგომარეობასაც გარდაცვლილის გვამი იღებდა. ამ მიცვალებულის უბრალო სასაფლაოზე დაკრძალვა ვერ გაებედათ და თათრებს დაუსაფლავებიათ ის თავის მეჩეთის ეზოში. თათრები ამტკიცებენ, ეს მღვდელი ქართველთაგანი იყოო. ამ სასაფლაოზე თაყვანისსაცემად რუსებიც ბევრნი დაიარებიან...

ამ სასაფლაოზე ლოცვის შემდეგ ბევრნი რჩებიან თავიანთი სენისაგან".

* დაბოლოს, კვლავ უნდა გავიხსენოთ ერთი ლამაზი წერილი, რომელიც 24 წლის დიაკვანმა მიხა ხელაშვილმა მისწერა თავისი ძმადნაფიცის, ხევსური გიგიას დას პარასკოს. გიგია ჩეკისტებს მოუკლავთ, მიხასაც იგივე ბედი ელის. ამ ბარათით კი არა მარტო პარასკოს ამხნევებს, არამედ ჩვენი დროის ქრისტიანებსაც. შეიძლება ახლა აშკარად არავინ გვაწამებს, მაგრამ ხომ გვტანჯავს საკუთარი ვნებები, ადამიანური უძლურებანი. უკვდავების სურვილით კი ყველა მტრის ძლევა შეგვიძლია.

"ნუ იფიქრებ, რომ შენი ძმა მოკვდა და აღარ არის, მოკლეს და დაიკარგა. არა! ის არც მკვდარია და არც დაკარგული. ერთი კი არა, არამედ მრავალი ვაჟკაცი შეეწირა თავის სამშობლო საქართველოს მსხვერპლად. ზოგი თვეობით ყელამდე წყალში ჰყავდათ ჩეკას სარდაფებში, ზოგი გზაზე დახვრიტეს, ზოგიც სახლში მოკლეს, ზოგიც ბრძოლაში. ჩვენი სისხლით და ხორცით მორწყეს მთელი საქართველო. მრავალმა ვაჟკაცმა გადადო ნებით საკუთარი თავი სამშობლოსთვის და თავისი სიცოცხლე მწარე სიკვდილს მისცა პირში. განა ეს ამდენი სამშობლოსათვის დახოცილი და დასჯილი ხალხი დაკარგულა? არა! იმათი სახელები მქუხარებს და ზეობს სამშობლოსათვის! იმათი სახელი მთელ საქართველოს ეძახის: "მოდით უშიშრად, მტერმა და დასჯამ არ შეგაშინოთ! დღევანდელ სიცოცხლეს სიკვდილი სჯობიაო". საქართველოს ერიც იმათი საფლავის წინ მუხლს იყრის და როგორც ვაჟა-ფშაველამ დაწერა: "გმირთა სამარეს, როგორც ხატს, სამთხვევლად დავეღირები, აცხონოს, რომ არ წაიღეს ლაფით მოსვრილი პირებიო". აი, ამ გმირთა, ვაჟკაცთა ღირსება და სახელი ბევრი ცოცხლის ღირსებასა და სახელს სჯობია. ისინი უკვდავნი არიან, საქართველოს არსებობამდის დაუვიწყარნი. აი, შენი ძმა იმ ვაჟკაცებში ითვლება, რომლებიც ცოცხლებს მკვდრები სჯობიან. ამისთვის არ უნდა იდარდო. ბევრ ცოცხალს შენი მკვდარი ძმის სახელი სჯობია. კაცი ადრე თუ გვიან სიკვდილს ვერ დაემალება. მაშასადამე, სჯობია, რომ სახელით მოკვდეს ძროხასავით უსახელო სიკვდილს. ნეტავ იმათ სიკვდილს, ვინც სამშობლოს შეეწირება და უკვდავყოფს თავის სახელს".
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
28.06.2024
ამ ვრცელი წერილის დაწერა ჩემი სოფლის და საქართველოს მთის სიყვარულმა გამაბედინა, სადაც უზრუნველი ბალღობის წლები გავატარე.
02.06.2023
ლაშა-გიორგის დროინდელი ერთი უცნობი ქართველი მემატიანის სიტყვით, დავით აღმაშენებელმა "სიცოცხლის შინა დასუა მეფედ დემეტრე
24.05.2022

324 წელს რომის იმპერატორმა წმინდა კონსტანტინე დიდმა გადაწყვიტა, იმპერიის დედაქალაქი აღმოსავლეთის პროვინციების სიახლოვეს გადაეტანა, რომელიც იმავე დროს დასავლეთთან კავშირს არ დაკარგავდა.

20.05.2022
საქართველოს სამეფოს იმ აშლილობის დროს, რომელიც დამკვიდრდა უსინათლო თეოდოსის მეფობაში, მმართველ მოწინავე წრეში საბედნიეროდ მაინც აღმოჩნდა შეგნებული ჯგუფი,
08.02.2022

მეფე დავით აღმაშენებელი - (1125 წ. 24 იანვარი)


თითქმის რვა საუკუნემ განვლო მას შემდეგ, რაც მიიცვალა სახელოვანი და დიდებული მეფე გაერთიანებულის საქართველოსი დავით აღმაშენებელი.

25.01.2022
გვსურს გავიხსენოთ ერთი ლამაზი წერილი, რომელიც 24 წლის დიაკვანმა მიხა ხელაშვილმა მისწერა თავისი ძმადნაფიცის, ხევსური გიგიას დას პარასკოს.
07.01.2022
შესავალი
ეკლესიის ისტორიია ამოსავალ პუნქტს წარმოადგენს ჩვენი მაცხოვრის იესო ქრისტესა და მისი მოციქულების საქმე და ცხოვრება, მაგრამ როგორც ცნობილია, ქრისტიანული მოძღვრების საყოველთაო გავრცელებას წინ უძღოდა კაცობრიობის მომზადება მაცხოვრის მისაღებად
13.12.2021
370 წლის ახლოს კლარჯეთი განუდგა ქართლის მეფე ვარაზ-ბაქარს და "მიერთნეს ბერძენთა".
29.11.2021
ყველისციხე, ყუელისციხე — ციხესიმაგრე შუა საუკუნეების სამხრეთ საქართველოში, ჯაყისწყლის სათავეში, არსიანის ქედის ყველის მთაზე (ახლანდელი თურქეთის ტერიტორია).
02.10.2021
მტარვალმა შაჰ აბასმა ერთაწმინდაში წმინდა ევსტატეს სახელობის ტაძრის დანგრევა მოისურვა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat