"უმანკო სისხლი"
"უმანკო სისხლი"
ამ საშინელებას ზემოდან დასცქეროდნენ მთაწმინდის დედები...
ასე მგონია, ერთი ხელისდადება ადგილიც არ არის საქართველოში, სადაც ჩვენს წინაპართ სისხლი არ დაეღვაროთ მამულისა და სარწმუნოებისთვის. შეგახსენებთ ერთ ამბავს "უმანკო სისხლისა"...

ერთ ქართულ ოჯახში აღიზარდა სამი ყმაწვილი ქალი - ანა, ბარბარე და მართა. საღმრთო და საერო წერილებში, კერვა-ხელსაქმეში განსწავლულნი, უფროსების პატივისმცემელნი, დედ-მამის მორჩილნი, მოკრძალებულნი და ყოველი კეთილი ზნეობით შემკულნი მშვენიერნი იყვნენ ტანადობით და პირისახითაც. ანა თავადის ქალი იყო, ბარბარე და მართა - იმ აზნაურისა, სადაც იზრდებოდნენ. მათ დებივით უყვარდათ ერთმანეთი. როცა გამდელი, მეტად სათნო მოხუცებული, სახელად ფერია, გარდაეცვალათ, დალალები არ გაუშლიათ, რადგან პატარები, 14 წლისანი იყვნენ, მაგრამ გულმომწყვლელი სიტყვებით დააფრქვიეს ცრემლი მოჭირნახულის ცხედარს.

დასაფლავების შემდეგ, ღამით ქალები ისხდნენ თავიანთ ოთახში და საუბრობდნენ. "საყვარელო დებო, გახსოვთ, რას გვასწავლიდა გამდელი? ეს სოფელი ღვთისაგან კეთილისთვისაა დაარსებული, მაგრამ როგორღაც ბოროტად არის შეცვლილი. მისი სწავლებისაებრ გვმართებს, სოფელს მოვშორდეთ და ღმერთს შევუდგეთ", - მიმართა ანამ დებს. ისინი დაეთანხმნენ: - კარგი იქნებოდა, მაგრამ სად წავიდეთო. ანამ უთხრა, - თბილისის მახლობლად, მთაწმინდის შუაგულს, წმინდა დავითის ეკლესიაში შევიდეთ. იმ ეკლესიის მღვდელი და მისი ცოლი მეტად კეთილები არიან, უშვილონი და დარწმუნებული ვარ, კარგად მიგვიღებენო. ბარბარეს შეეშინდა: - იქამდე როგორმე მივალთ, მაგრამ მღვდელმა რომ გაგვამჟღავნოსო? ანამ დაამშვიდა დები. მოილაპარაკეს და შუაღამისას, როცა ყველას მიეძინა, ღვთის სახელი ახსენეს, საგზლად პურ-ყველი წაიყოლეს და იქაურობა დატოვეს. მტრედები ბუდიდან გამოფრინდნენ და სასუფევლის კარებისკენ ისწრაფეს. მოწმენდილი ციდან თექვსმეტი დღის მთვარე დანათოდათ, თითქოს გზას უჩვენებდა ქალწულებს. ისე ჩქარა მიდიოდნენ, რომ გარიჟრაჟზე მცხეთის ხიდზე გავიდნენ. მგზავრებისთვის თავის ასარიდებლად მთის წვერზე ავიდნენ და ქედდაქედ, ტყის პირით გასწიეს თბილისისკენ. შუაღამისას მთაწმინდაზე ავიდნენ, ეკლესიას თაყვანი სცეს და მღვდლის კარზე დააკაკუნეს.

იოსებ მღვდელსა და იმის ცოლს, ანასტასიას, არ ეძინათ, გულმხურვალედ ლოცულობდნენ. მღვდელმა მაშინვე გააღო და წმინდა სანთელი მიანათა სტუმრებს. სამივე იცნო და გაკვირვებით ჰკითხა: "ანა, რა ამბავია ასე უდროოდ თქვენი მობრძანება?" რომ იცნეს, დიდად შეეშინდათ ქალებს, მაგრამ ანამ უკან არ დაიხია, გადაწყვეტით უთხრა მოძღვარს სათქმელი.

იმ ღამეს სამივე პატივით მოასვენეს. მეორე დღეს მღვდელი ადრიანად წავიდა კათოლიკოსთან და ყოველივე მოახსენა, სტუმრებთან კი პატრონად დიდად მორჩილი ორი ხნიერი დიაკვანი დატოვა - პეტრე და თეოდორე.

კათოლიკოსმა დიდად მოიწონა ქალების განზრახვა.

მშობლებმა კარგა ხნის ძებნის შემდეგ შეიტყვეს შვილების ადგილსამყოფელი და ქართლის მეფეს სთხოვეს, მათ დაბრუნებაში დაგვეხმარეო. მეფე ახლო ნათესავი იყო ანასი. ამასობაში ორი-სამი დღე გავიდა. მეფე თავს დაადგა ამბიონის წინ დაჩოქილ ქალებს, რომლებიც გალობით ქებას შეასხამდნენ ღმერთს. მეფის ყოველ ნათქვამზე სამივე კრძალვით მოახსენებდა უარს და გადაწყვეტით ამბობდნენ, ერთმანეთს არ დავშორდებით და აქ დავსახლდებითო. ვერანაირი ჩაგონებით ვერ შეძლო მეფემ მათი წამოყვანა და ქალებიც მთაწმინდაზე დაემკვიდრნენ ღვთის შვილებად.

ერთი თვე არ იყო გასული, ქალაქში ხმა გავარდა, - ხვალ სამი ქალი კათოლიკოსმა მონაზვნად უნდა აღკვეცოსო. ქალაქი რაღაც საამო ფიქრით შეიძრა. მეორე დღეს უამრავი ქალი და კაცი შეიყარა სიონის ღვთისმშობლის ეკლესიაში ამ ამბის საყურებლად. როცა კურთხევის დრო მოვიდა, კათოლიკოსი, სამღვდელოებასთან ერთად, ამბიონზე გამოვიდა და მის წინ დაჩოქილ ქალებს შავი მაზარები გადააფარა, სხვა მონაზვნებმა გალობით მადლობა შესწირეს უფალს. ამბიონიდან კათოლიკოსი და სამღვდელონი გალობდნენ, მართლაც დიდებული რამ იყო მოსასმენად. აქამდე თუ ნათესავნი და მშობლები მშვიდად უყურებდნენ ქალებს, ამ გალობაზე გულამოსკვნილი ქვითინი აუტყდათ, თითქოს მკვდართა მარხავდნენ...

ზეციური ქალები მშვიდობიანად ცხოვრობდნენ მთაწმინდაზე, ღმერთს ევედრებოდნენ თავიანთი ქვეყნის ბედნიერებას. მღვდელი და მისი ცოლი დასტრფიალებდნენ მონაზვნებს ისე, როგორც ღვიძლ დებს, მონაზვნებიც დიდ პატივს სცემდნენ მათ. ბევრჯერ, შუაღამისას, ყველანი გადავიდოდნენ ეკლესიის წინ, მთაზე, ზემოდან ვარსკვლავები დანათოდათ, გადახედავდნენ დედაქალაქს, წარმოიდგენდნენ ქვეყნის მშვიდობიან ცხოვრებას და სასიხარულო გალობას იწყებდნენ. ვინც მათ გალობას მოჰკრავდა ყურს, ნატრობდა მათნაირად სოფლისაგან განშორებულ ტკბილ ცხოვრებას. ორი წელიწადი ამგვარად იცხოვრეს ზეციურმა ფრინველებმა. თუ ვინმე რაიმეს შესწირავდა, საწყალს, დავრდომილსა და გლახაკს ურიგებდნენ.

ორი წლის მერე შაჰ-აბასი გამძვინვარებული წამოვიდა საქართველოს დასაპყრობად. დედებმა ერთ დილით მთაწმინდიდან დაინახეს, შაჰ-აბასის მხედრობა როგორ მოლეკავდა ქვეყანას. მონაზვნები ელოდნენ, რა მოხდებოდა. მოწინავე ჯარს თბილისთან ნახირი შემოხვდა. ცოცხალს ნურავის გაუშვებთო, - ბრძანა შაჰ-აბასმა და მწყემსები იქვე ამოხოცეს. სოფლისკენ წინდა-პაჭიჭის ქსოვით მიმავალი რამდენიმე დედაკაციც მოკლეს, მერე თბილისში შემოიჭრნენ და მცხოვრებლებს დაერივნენ. ზეცას ზარავდა განწირული ხალხის გოდება. რამდენიმე მშვენიერი ქალი მამაცად და უშიშრად წარუდგა სპარსელებს და სთხოვა, არ დაეღვარათ მათი უმანკო სისხლი. ვერც მათმა მშვენიერებამ მოალბო მტრის გული და ვერც ვედრებამ... ნაკადულებად მიედინებოდა ქართველთა უმანკო სისხლი... ამ საშინელებას ზემოდან დასცქეროდნენ მთაწმინდის დედები...

აგერ, სიონის ღვთისმშობლის წინ მორბის ჭაბუკი და სპარსელებს იგერიებს. მტერმა ალყაში მოიქცია, ის იყო, უნდა აეკუწათ, რომ ქალის კივილმა მოღერებული ხმლები გაუშეშათ. ერთი მშვენიერი ყმაწვილი ქალი მოვარდა, ჭაბუკს გადაეხვია - ჩემო გიორგი, შენ გეთაყვანოს ჩემი თავი, მეც შენთან მოვკვდებიო. მოხვია ხელი ვაჟმა და გაამხნევა: - მოდი, ჩემო ნინუცი, ერთად დავიხოცოთ მტარვალების ხელითო...

ერთი კვირის ჯვარდაწერილნი უწყალოებმა ეკლესიის მახლობლად ჩაკაფეს და მათი წმინდა სისხლი მოესხურა იქაურობას. ის იყო, ხმალმოღერებულნი ღვთისმშობლის ეკლესიაში უნდა შესულიყვნენ, რომ უკნიდან მოესმათ, - ხმლები ჩააგეთ, ეკლესიაში უჩემოდ არავინ შევიდესო. შეხედეს, შაჰ-აბასი მობრძანდებოდა. სპარსელები განზე დადგნენ. შაჰი ცხენიდან ჩამოხტა და ეკლესიაში შევიდა. ტაძარში მყოფმა ქალებმა შეჰბღავლეს. შაჰმა ყველა გააჩუმა, მერე შუა ტაძარში დადგა, თვალი ირგვლივ მოატარა და წამოიძახა: - ღვთის სახლს რომ იტყვიან, სწორედ ის სახლი არისო. მერე ბრძანა, არავინ ახლოს ხელი ამ ღვთის სახლსო და იქ თავშეფარებული ხალხიც არ გააწყვეტინა ეკლესიის პატივისცემის გამო.

მთაწმინდელ დედებს შეეძლოთ, სადმე, მივარდნილ ადგილას დამალულიყვნენ, მაგრამ თქვეს, - რაც თბილისელებს მოუვიდათ, ჩვენც ის დაგვემართოს, ვინაიდან სასუფეველი მოგველის ზეცაში სარწმუნოების დამარხვის გამოო. მიწაზე დაემხნენ და თბილისელთათვის მწარე ცრემლს აფრქვევდნენ. ზეცად ხელებაპყრობილი მღვდელიც გულმტკივნეული შეღაღადებდა უფალს.

ამასობაში თბილისში ალი ავარდა, ცაში საკმევლის ნაცვლად კაცის დამწვარი სხეულის სურნელი აიჭრა...

გუნდი-გუნდად მიყვანილ ქალ-კაცს უბრძანებდნენ, გათათრდითო. ისინი პასუხად ქედს მიუშვერდნენ და სპარსელთა ორლესულებიც ავად ცეკვავდნენ... ხოცვა-ჟლეტა რომ მოჰბეზრდათ, შაჰის ბრძანებით, გადარჩენილნი ტყვედ წაასხეს.

...მტერი ყველა კუთხე-კუნჭულს მუსრავდა. მთაწმინდელებმა შენიშნეს მთაზე ამომავალი გუნდი. დამშვიდდნენ, სიკვდილისთვის მოემზადნენ და როცა მტერი მათთან მივიდა, უშიშრად უთხრეს: - მოდით, მტარვალებო, ვიცით, თბილისელებივით მაინც არ შეგებრალებითო.

მტრის რაზმს მეთაურობდა ერთი ხნიერი თეთრწვერა სპარსელი, რომელსაც შაჰმა უბრძანა, თბილისის გარშემო თუ ვინმეს ნახავდა, ყველა მოეკლა. მისთვის თარჯიმნად მიეჩინათ საქართველოში გაზრდილი სპარსი. ანას ნათქვამზე ათასისთავმა ჰკითხა თარჯიმანს - ის შავოსანი ქალი რას ამბობსო. როცა გადაუთარგმნეს, ბოროტი ღიმილით უთხრა:

- იქნებ უარესი სასჯელითაც დაიხოცოთ, ვიდრე თბილისელებიო.

- ჩვენ არ გვეშინია, როგორი სასჯელითაც გსურთ, ისე მოგვკალი, - მიუგეს დედებმა.

მონაზონთა შეუპოვრობამ განაცვიფრა ათასისთავი და ლმობიერად უთხრა ანას, - ნახეთ, როგორ აივსო ქვეყანა ჩვენი ჯარებით. შაჰმა გვიბრძანა, ზოგი უნდა გავწყვიტოთ, დანარჩენი კი ტყვედ წავიყვანოთო.

- რა დაუშავეს ქართველებმა სპარსელებს? - ჰკითხა ანამ.

- თქვენ შაჰ-აბასს განუდექით...

ანა საპასუხოდ მოემზადა, მაგრამ სპარსელმა აღარ დააცალა:

- მშვენიერო ქალო, ჩემი რჩევით ბევრი გაბედნიერებულა, თქვენც ასე იქნებით, თუ დამიჯერებთ. ჩვენი სარწმუნოება მიიღეთ.

- მგონია, უფრო იმისთვის გვჟლეტთ ქართველებს, რომ ქრისტიანები ვართ, თქვენ კი განძლიერებული მაჰმადიანნი. თორემ, გვიღალატეთო, ამგვარ ტყუილს რად მოგვიგონებდით? ქრისტიანობისთვის ცრუ მიზეზით უსამართლოდ გვხოცავთ.

ათასისთავი ჩააფიქრა მისმა ნათქვამმა. უეცრად ერთი გულფიცხი სპარსი, თანაშემწე ათასისთავისა წამოდგა წინ და ანას უთხრა: - ბევრი ლაპარაკი აღარ უნდა, ან გათათრდებით, ანდა აქვე დაგხოცავთო.

- ნუ გვაშინებ სიკვდილით, - მშვიდად უთხრა ანამ, - იმდენი დრო მოგვეცით, ჩვენი სარწმუნოების წესი აღვასრულოთ და მერე, რაც გინდათ, ისა ჰქენით.

სპარსელები მოხიბლა დედების უშიშრობამ და დათანხმდნენ. ქართველები ეკლესიაში შევიდნენ, დიდხანს ილოცეს. მღვდელმა ლოცვები წაიკითხა. წმინდა ზიარება მიიღეს და გარეთ გამოვიდნენ. ოთხ მშვენიერ, ზეციური ნათლით გაბრწყინვებულ ქალს მანდილი მოეხადა, ნაწნავები აეკეცა და თავზე შემოეხვია. განსპეტაკებული თეთრი ყელი სრულიად უჩანდათ - ასე უფრო ადვილად გაგვაგდებინებთ თავსო.

მათ წინ მღვდელი მოუძღოდათ ჯვრით და ანთებული წმინდა სანთლით ხელში. მოდიოდნენ მშვიდი, მტკიცე ნაბიჯებით. მოვიდნენ. ჯვარი მიწაზე დაასვენა მღვდელმა, წმინდა სანთელი წინ აუნთო. მერე ხუთივემ დაუჩოქეს ჯვარს და ხმაშეწყობილად აგალობდნენ.

ათასისთავი ამ დროს ერთ საფლავის ქვაზე იჯდა, შეეცოდა ქართველები, გულზე მოხვდა მათი გალობა და... ატირდა. უეცრად წამოხტა და ხელებგანპყრობით ზეცას შეჰღაღადა:

- ოჰ, ღმერთო, რა დააშავეს ამ საცოდავებმა?!

ამის თქმა იყო და თანაშემწემ იყვირა, - ხედავთ, ესეც გაქრისტიანდაო. იშიშვლეს ხმლები ყიზილბაშებმა და ექვსივე ერთად აკაფეს - ხუთნი სარწმუნოებისთვის, მეექვსე კი სიბრალულისთვის.

სპარსელებმა ტყვედ გაირეკეს ქართველები. მიდიოდნენ ფეხშიშველნი, გოდებით, კვნესით ეთხოვებოდნენ დედ-მამას, შვილებს, და-ძმებს, სამშობლოს...

მთაწმინდელი დიაკვნები ამ უბედურებამდე რამდენიმე დღით ადრე მახლობელ სოფლებში გაეგზავნა მამა იოსებს საროჭიკოდ. საშაბუროში ბარბარე მონაზვნის დას ესტუმრნენ. ეს ლამაზი ქალი ადრე დაქვრივებულიყო და შვილი არ დარჩენოდა. ქალმა კარგად მიიღო სტუმრები. მეორე დღეს ისიც დიაკვნებს გამოჰყვა შვიდი ცხენოსანი მსახურით, საგზალ-სანოვაგით. უნდოდა, მცირე ხანს დასთან დარჩენილიყო.

თბილისს რომ მოუახლოვდნენ, ვერეს ხეობაში მტერს გამოქცეული რამდენიმე დედაკაცი, მამაკაცი და ბავშვი შემოეფეთნენ და მომავლებს შესძახეს, - არიქა, თავს უშველეთ, ყიზილბაშები შემოგვესივნენ, აქაც სწრაფად მოვლენო.

- რას ამბობთ, როგორ თუ ყიზილბაშები! - თავზარი დაეცათ დიაკვნებს.

- მოულოდნელად დაგვეცნენ თავს, თორემ რომ შეგვეტყო, ნახავდნენ, რაც დაემართებოდათო! - ამის თქმისთანავე ოტებულნი ხეობაში შეცვივდნენ და ხშირ ჭალაში დაიმალნენ. დიაკვნებმა და მათმა მხლებლებმა გზა განაგრძეს.

- ღმერთო, შენ დაიფარე ლუარსაბ მეფე, დღეს დილას ვნახე, შვილს რომ მარხავდა მცხეთის ეკლესიაში. თუ ეს შეჩვენებულნი იქ წავიდნენ, ვაითუ სახლეულთან ერთად დაატყვეონ, რადგან შვილის სიკვდილით დამწუხრებულს გონება დაკარგული აქვს, თანაც ყიზილბაშების შემოსვლა არ იცის, - თქვა თევდორე დიაკვანმა.

პეტრემ დაამშვიდა, - ასეთ კარგ მეფეს ღმერთი დაიფარავსო!

მგზავრებმა წყნეთის მთიდან გადახედეს თბილისს, ქალაქი ცეცხლში იყო გახვეული. საცოდავმა ბარბარეს დამ მწუხარებისგან თმა გაიწეწა. შეშინებულებმა ტყეს შეაფარეს თავი.

სპარსელები წავიდნენ. დარდით გათანგული მგზავრები ავიდნენ მთაწმინდაზე. მონაზვნები ორი დღის დახოცილები იყვნენ. ტირილით გული რომ მოიოხეს, განსვენებულებს ეკლესიის მახლობლად გაუთხარეს სამარე და ხუთივე ერთად დაკრძალეს. იმ მოხუცი სპარსის სიკვდილის მიზეზიც შეიტყვეს და ისიც მათ გვერდით დაასაფლავეს.

ის ღამე მგლოვიარეებმა ახალმოწამეთა საფლავებთან გაათენეს. უზომო იყო მათი მწუხარება. ამ მწუხარებისას დიაკვნებმა ბერად შედგომა გადაწყვიტეს და მეორე დღეს შიომღვიმის მონასტერს მიადგნენ, სადაც, ისევე, როგორც მცხეთაში, მტერი შიშით ვერ შევიდა. შედგნენ ბერად სავანეში, სადაც ბოროტებისა აღარა ისმოდა რა, თვინიერ ძმობისა, სიწმინდისა და სიკეთისა...

იმ ქვრივ ქალზე კი თქვეს,Lსამი თვის თავზე დის საფლავზე მწუხარებით მოკვდაო...

ერეკლე II-ის შვილიშვილისა და თეკლა ბატონიშვილის ვაჟის,
ალექსანდრე ორბელიანის მონათხრობის მიხედვით
ბეჭდვაელფოსტა
13.09. 2014
:(
:(
03.09. 2014
ნინო
ყველგან დაყოველთვის ვაი საქართველოს ბრალი...
სხვა სიახლეები
28.06.2024
ამ ვრცელი წერილის დაწერა ჩემი სოფლის და საქართველოს მთის სიყვარულმა გამაბედინა, სადაც უზრუნველი ბალღობის წლები გავატარე.
02.06.2023
ლაშა-გიორგის დროინდელი ერთი უცნობი ქართველი მემატიანის სიტყვით, დავით აღმაშენებელმა "სიცოცხლის შინა დასუა მეფედ დემეტრე
24.05.2022

324 წელს რომის იმპერატორმა წმინდა კონსტანტინე დიდმა გადაწყვიტა, იმპერიის დედაქალაქი აღმოსავლეთის პროვინციების სიახლოვეს გადაეტანა, რომელიც იმავე დროს დასავლეთთან კავშირს არ დაკარგავდა.

20.05.2022
საქართველოს სამეფოს იმ აშლილობის დროს, რომელიც დამკვიდრდა უსინათლო თეოდოსის მეფობაში, მმართველ მოწინავე წრეში საბედნიეროდ მაინც აღმოჩნდა შეგნებული ჯგუფი,
08.02.2022

მეფე დავით აღმაშენებელი - (1125 წ. 24 იანვარი)


თითქმის რვა საუკუნემ განვლო მას შემდეგ, რაც მიიცვალა სახელოვანი და დიდებული მეფე გაერთიანებულის საქართველოსი დავით აღმაშენებელი.

25.01.2022
გვსურს გავიხსენოთ ერთი ლამაზი წერილი, რომელიც 24 წლის დიაკვანმა მიხა ხელაშვილმა მისწერა თავისი ძმადნაფიცის, ხევსური გიგიას დას პარასკოს.
07.01.2022
შესავალი
ეკლესიის ისტორიია ამოსავალ პუნქტს წარმოადგენს ჩვენი მაცხოვრის იესო ქრისტესა და მისი მოციქულების საქმე და ცხოვრება, მაგრამ როგორც ცნობილია, ქრისტიანული მოძღვრების საყოველთაო გავრცელებას წინ უძღოდა კაცობრიობის მომზადება მაცხოვრის მისაღებად
13.12.2021
370 წლის ახლოს კლარჯეთი განუდგა ქართლის მეფე ვარაზ-ბაქარს და "მიერთნეს ბერძენთა".
29.11.2021
ყველისციხე, ყუელისციხე — ციხესიმაგრე შუა საუკუნეების სამხრეთ საქართველოში, ჯაყისწყლის სათავეში, არსიანის ქედის ყველის მთაზე (ახლანდელი თურქეთის ტერიტორია).
02.10.2021
მტარვალმა შაჰ აბასმა ერთაწმინდაში წმინდა ევსტატეს სახელობის ტაძრის დანგრევა მოისურვა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat