ოსების ჩამოსახლება ქართლში და ქართველების ამაგი და ღვაწლი მათზედ
ოსების ჩამოსახლება ქართლში და ქართველების ამაგი და ღვაწლი მათზედ
ისტორიული მიმოხილვა ზ. ჭიჭინაძისა
(გაგრძელება)
როგორც მოწმობენ ქართველთ ისტორიის წყაროები, მეხუთმეტე საუკუნეში, ოსებში მარტო ქერი მოდიოდა , ამას გარდა არც პურის, არც სიმინდის და ბრინჯის ხომ სანახვობაც არ ყოფილა მთელი ოსეთის ერი ქერის ქარჯინათი იკვებებოდა. ეს იყო სულ მათი საცხოვრებელი ავლადიდება, ამიდამა ხდიდნენ ლუდს, არაყს და მით ირჩენდნენ თავს, ბაღოსნობა და ღვინის დაყენების ხომ ოსებმა სულ არაფერი იცოდნენ.

მოხდა ასეთი უბედურება, რომ ოსეთის ერთ ნაწილში და უფრო კი ქართლის მოსახღვრე ოსებში, რომ 1580 წ. ქერის ყანები დიდმა წვიმებმა და ნიაღვრებმა სულ წაიღო და მოსპო თურმე. მეორე წელიწადს ასევე მოსპო დიდი ქარებისაგან, მესამე წელს, თურმე იქმნა ისეთი ცხელი მზე, რომ ყანები თურმე სულ გადაიწვა, ასე და ამ გვარად გასტანა თურმე ამ უბედურებამ, რამაც ოსების ერთი ნაწილი ერისა დიდს განსაცდელში ჩააგდო.

ოსეთში ჩამოვარდა დიდი სიმშილობა. ამ სიმშილობას, ქართული მემატიანე ასე აღნუსხავს: "1580 წელს, ოსეთში, იქმნა სიყმილი ფრიად დიდი, მრავალნი სწყდებოდნენ სიყმილითა, ვინაიდგან ოსნი იკვებებოდნენ მდელოთი".

ამ გარემოებამ ოსებზე იქონია თურმე მეტად დიდი გავლენა. ოსების ერთი ნაწილი გადასახლდა შირვანში, ერთი ნაწილი ჩერქეზეთსა და ერთი ნაწილიც გადმოსახლდა ქართლში.

გარდახვეწილნი ზოგ ალაგას სულ ვერაფერს შოულობდნენ, მაგალითად ასეთი იყო შირვანი, ლეკეთი და ჩერქეზეთი. ქართლში გარდახვეწილი ოსები კი, ამ პურის და ქერის ქვეყანაში, შოულობდნენ იმდენს ქერს, პურს, სიმინდს, ლობიოს და სხვას, რაც თვითონაც ჰყოფნიდათ საზრდოთ დღიურად, და თანაც ბევრი მონაგროვი მიჰქონდათ. ამ გვარად რაც ხანი გადიოდა, ქართლის სოფლები ოსებით უფრო ივსებოდა, რაკი ოსებმა ნახეს, რომ ქართლში უფრო ადვილად ვშოულოთ პურსაო, სხვა კუთხეებში წასვლა შესწყვიტეს და მთლად ქართლისკენ იწყეს გადმოხვეწა. საქმე ისე მოეწყო, რომ ქართლის სოფლები მალე გაივსო. ამ გარემოებამ საქმე იქამდის მაიყვანა, რომ ქსნისა და არაგვის ერისთავმა მათხოვარ ოსებს ჰკითხეს მიზეზები მათი სიგლახაკისა და ქართლის სოფლებში ასე გამოსვლისა, ოსებმა აუწყეს ქართველთ ყოველივე თავიანთი ქვეყნის მოუსავლობის მიზეზები. აიღეს-დაიღეს და ეს ამბები ერისთავებმა და მაჩაბლებმა სიმონ მეფეს მოახსენეს. ამ მეფემ ერისთავებს ნება მისცა ასე:

რაკი ოსები მაგისთანა გაჭირვებაში ჩავარდნილან, ამიტომ აუწყეთ მათ, რომ თუ ისურვებენ და ქართლში გადმოსახლდებიან, მაშინ თქვენ მიიღეთ იგინი ხიზნებად და თქვენს მამულზე დაასახლეთ, ერისთავებმა სიმონ მეფის ნებართვა და წადილი გაჭირვებულ ოსებს მალე აუწყეს. ასეთი ამბავი ოსებს დიდად გაეხარდათ, ამათ მალე თანხმობა და მადლობა გაუცხადეს ქართველთ და ამის შემდეგ მათ მართლაც იწყეს ქართლში გადმოსახლება, ასე და ამგვარად, საქმე ისე მოეწყო, რომ მეხუთმეტე საუკუნის ბოლოს, ან მეთექვსმეტე საუკ. დამდეგს, ქართლში უკვე იმდენი ოსი იყო, რომ თითქმის კაცი მათ ყოველს სოფელში ნახავდი.

ამგვარად, ოსების ჩამოსახლებას ქართლში ხელი შეუწყო დიად სიმონ მეფის ბრძანებამ. ამ დროს ოსები დასახლებულ იქმნენ ქსნის ერისთავის მამულზე, არაგვის ერისთავის, მაჩაბლის, ფალავანდიშვილის, ფურცელაძეების და ზოგიც სხვა თავად-აზნაურების მიწაზე, სადაც ოსები დღემდე მოსახლეობენ.

***
მოხდა ის, რომ ოსეთის დამშეული გლეხ-კაცობა, ქართლის სოფლებში კარგად მოშენდა, ფეხიც და წელიც გაიმაგრა. ამით საქმე ისე მოეწყო და ისე მოღონიერდნენ, რომ ზოგი მათში ოჯახის შვილათაც კი გახდა, ამიტომ ამათ გულში მიეცათ შიში თავიანთ ხიზნურ ცხოვრების: ვაი თუ, ოდესმე ჩვენმა მემამულეებმა აღარ დაგვაყენონ ამ მამულებზე და აყრა დავგიპირონ, მაშინ სადღა წავიდეთ. ამიტომ ოსებმა ითათბირეს და ერთმანეთში დაადგინეს ასე, რომ მივმართოთ ჩვენს მემამულეებს და ვსთხოვოთ, რომ ეგები მათ გვიყმონ ჩვენაო. რაკი ჩვენი ყმობა მოხდება, მაშინ აყრის შიში აღარ გვექნებაო.

ამიტომაც ოსებმა მიმართეს ქართლის თავადებს და სთხოვეს გვიყმეთო, თ.-აზ-ბმა უარი უთხრა: თქვენი ყმობა არ გვინდა, თქვენთვის იყავით, იცხოვრეთ, თქვენ ჩვენს ქვეყანაში ბუზსაც ვერავინ აგიფრენთ, ასე ელაპარაკებოდნენ ქართველ მებატონენი, მაგრამ ოსები მაინც თავიანთსას სჩადიოდნენ და ევედრებოდნენ ყმობას.

ბევრის დავალებით მობეზრდნენ ქართველ თავად-აზნაურები და ოსებს განუცხადეს თანხმობა, ამის შემდეგ მათი ყმობაც მოხდა, ესე და ამ გვარად, ოსები ქართველ მებატონეებს ეყმნენ მე-16 საუკუნის დამლევს და მას შემდეგ მართლაც ოსები ქართლის სოფლებში სცხოვრობენ უვნებლად, მას შემდეგ რაც ესენი ქართველ მებატონეებს ეყმნენ, იგინი ამის გამო, ქართველ გლეხებს უფრო დაუახლოვდნენ.

დაახლოვება ისე მოიმართა, რომ მათში მალე ნათესავობაც დაიწყო, ერთმანეთში ქალების მითხოვება, გახშირდა ნათელ-მირონობა, მეჯვარეობა და სხვაც ბევრი ამ გვარები, რაც ამ ორს ერს მარტივად აკავშირებდა ერთმანეთან და მასთან მათთი ურთიერთისადმი სიყვარულის სხივებიც არსდებოდა. ქართველთა და ოსთა კავშირი ისე განმტკიცდა, ისე შეიყვარეს ერთმანეთი, რომ მას შემდეგ, ამდენი ხნის განმავლობაში, ერთი მაგალითი არ მომხდარა, რომ ოსებს, ან ქართველებს ერთმანეთისათვის ეღალატნოთ და რამე ბოროტება ჩაედინოთ. ასეთი ბოროტება ძველად ოსთა და ქართველთ შორის ამბათაც არ გაგონილა, ნაცვლად მტრობის, ოსები ქართლში გადმოსახლების შემდეგ, ქართველებთან ყოველთვის ერთად იყვნენ და ერთად იბრძოდნენ, ბრძოლის დროს არას დროს არ უღალატნიათ, უკან არ დამდგარან.

ამიტომ უფრო გვწყინს ეს ბოროტება, ამ გარემოებას ჩვენ ვსთვლით დიდს ცოდვად და ოსების მთელის ისტორიული ღირსების შეგნებად, ეს ბოროტება ოსებისაგან ნაქნარია საქართველოს მტრების ჩაგონებით, რომელთაც ქართული რესპუბლიკური მთავრობის სისხლი სწყურიათ და რესპუბლიკის დამხობას ელტვიან. ამას ვფიქრობთ ჩვენ და ეს ასეც უნდა გახლდეთ. მხოლოთ ოსებს კი არ ეკადრებათ ქართველების მტრობა და შეძულება, ამას იგინი სასტიკად უნდა ერიდებოდნენ, რადგანაც ქართველთა შეგინება იქნება მათ მამა-პაპათა საფლავების შეგინება. ასეთ შეგინებას ოსები უნდა მოერიდონ.

***
იქ სადაც მათ მამა-პაპებს ამაგი და სამსახური მიუძღვით, იმათ სისხლით დაცულს მამულზე, ოსებს ღალატი და ქართველების სისხლის ღვრა არას დროს ეპატიებათ, ამას მათ არ აპატიებს თვით მათი ძველის დროის მამა-პაპანი და ის საერთო ამაგი, რაც კი ოსთა წინაპრებს საქართველოს სასარგებლოდ ჩაუდენიათ ხოლმე.

1496 წ. შაჰ-ისმაილი ტფილისში ქართველებმა დაამხეს და გააძევეს, ამ ომში ოსებიც იღებდნენ მონაწილეობას.

1536 წ. შაჰ-თამაზი საქართველოდან ქართველებმა განდევნეს, ტფილისის განთავისუფლებაში ოსებიც იღებდნენ მონაწილეობას.

1556 წ. სულთან სულეიმანი ქართველებმა დამხეს და გააძევეს საქართველოდან ოსმალთა ჯარი, ამ ომში ოსებიც იღებდნენ მონაწილეობას.

1562 წ. გიორგი მეფემ ოსმალოებზე გაიმარჯვა, ამ გამარჯვებაში ოსებიც იღებდნენ მონაწილეობას.

1578 წ. ოსმალეთმა აოხრა ქართლი და ოსეთიც, მერე ქართველებმა სძლიეს, ოსეთიდან გამორეკეს და გარეკეს, ამ ბრძოლაში ოსებიც იღებდნენ მონაწილეობას.

1583 წ. სიმონ მეფემ გორი აიღო, ოსმალნი განდევნა, დამონებული ოსეთი სულ გააანთავისუფლა, ამ ომში ოსებიც იღებდნენ მონაწილეობას. 1617 წ. შაჰაბაზმა კახეთი აიკლო, ამ აკლების დროს ოსეთიდან ოსები ჩამოვიდნენ და ფიცი მისცეს კახელებს და მის შემდეგ მტერს ერთად ებრძოლეს.

1634 წ. ოსები შეუერთდნენ ქართველებს და ყიზილბაშთა წინააღმდეგ სასტიკად იბრძოლეს. ყიზილბაშნი ტფილისიდან სულ გარეკეს.

1640 წ. თეიმურაზ კახთა მეფემ ოსეთში შეაფარა თავი, ოსებში ამ დროს მან შეადგინა ოსთა ძეთა დასი და მათ მიუჩინა წერა-კითხვის მასწავლებელნი, რომელთაც ოსეთში დახსნეს სკოლები.

1690 წ. არჩილ მეფემ ოსებში შეაფარა თავი, ოსთა მოწინავე პირნი შეჰყარა და მათ უქადაგა სწავლა-განათლების მნიშვნელობა და თვალის გახილება. ოსებმა თანხმობა განუცხადეს. მერე არჩილ მეფემ რამდენიმე ოსი რუსეთში გაიყოლა და 1706 წ. მოსკოვში მათ გააცნო რუსული სასტამბო საქმეები და მასთანვე მათ აჩვენა ახლად ჩამოსხმული ქართული ასოების ყალიბები. ოსებს ქართული საბეჭდი ასოების ნახვა დიდად მოეწონათ.

ეს ამბებიც საკმარისია იმისათვის, რომ ვიცოდეთ ის ჭეშმარიტება და ისტორიული პირობები, თუ ძველად ქართველთა და ოსებს როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ ერთმანეთში და დღეს კი ამ მეოცე საუკუნეში, როცა მოვესწარით საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის დაარსებას, რას სჩადიან და რა ლაფით სვრიან დიდს ისტორიულ წარსულსა და ქართველების ამაგს.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
28.06.2024
ამ ვრცელი წერილის დაწერა ჩემი სოფლის და საქართველოს მთის სიყვარულმა გამაბედინა, სადაც უზრუნველი ბალღობის წლები გავატარე.
02.06.2023
ლაშა-გიორგის დროინდელი ერთი უცნობი ქართველი მემატიანის სიტყვით, დავით აღმაშენებელმა "სიცოცხლის შინა დასუა მეფედ დემეტრე
24.05.2022

324 წელს რომის იმპერატორმა წმინდა კონსტანტინე დიდმა გადაწყვიტა, იმპერიის დედაქალაქი აღმოსავლეთის პროვინციების სიახლოვეს გადაეტანა, რომელიც იმავე დროს დასავლეთთან კავშირს არ დაკარგავდა.

20.05.2022
საქართველოს სამეფოს იმ აშლილობის დროს, რომელიც დამკვიდრდა უსინათლო თეოდოსის მეფობაში, მმართველ მოწინავე წრეში საბედნიეროდ მაინც აღმოჩნდა შეგნებული ჯგუფი,
08.02.2022

მეფე დავით აღმაშენებელი - (1125 წ. 24 იანვარი)


თითქმის რვა საუკუნემ განვლო მას შემდეგ, რაც მიიცვალა სახელოვანი და დიდებული მეფე გაერთიანებულის საქართველოსი დავით აღმაშენებელი.

25.01.2022
გვსურს გავიხსენოთ ერთი ლამაზი წერილი, რომელიც 24 წლის დიაკვანმა მიხა ხელაშვილმა მისწერა თავისი ძმადნაფიცის, ხევსური გიგიას დას პარასკოს.
07.01.2022
შესავალი
ეკლესიის ისტორიია ამოსავალ პუნქტს წარმოადგენს ჩვენი მაცხოვრის იესო ქრისტესა და მისი მოციქულების საქმე და ცხოვრება, მაგრამ როგორც ცნობილია, ქრისტიანული მოძღვრების საყოველთაო გავრცელებას წინ უძღოდა კაცობრიობის მომზადება მაცხოვრის მისაღებად
13.12.2021
370 წლის ახლოს კლარჯეთი განუდგა ქართლის მეფე ვარაზ-ბაქარს და "მიერთნეს ბერძენთა".
29.11.2021
ყველისციხე, ყუელისციხე — ციხესიმაგრე შუა საუკუნეების სამხრეთ საქართველოში, ჯაყისწყლის სათავეში, არსიანის ქედის ყველის მთაზე (ახლანდელი თურქეთის ტერიტორია).
02.10.2021
მტარვალმა შაჰ აბასმა ერთაწმინდაში წმინდა ევსტატეს სახელობის ტაძრის დანგრევა მოისურვა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა მეფე 1257 წელს დაიბადა. მამამისი მეფე - მოწამე, დემეტრე თავდადებული, დედა კი ტრაპიზონის კეისრის ასული გახლდათ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat