მოგვეპყარით, როგორც ძმებს, წაგვიძეხით წინ, გვასწავლეთ წერა-კითხვა... ჩვენი ჩამორჩენა თქვენთვისაც მავნებელია
მოგვეპყარით, როგორც ძმებს, წაგვიძეხით წინ, გვასწავლეთ წერა-კითხვა... ჩვენი ჩამორჩენა თქვენთვისაც მავნებელია
1878 წელს დედასაქართველოს დაუბრუნდა 300 წელს მოწყვეტილი შვილი, მრავალჭირნახული, გამუსლიმანებული აჭარა. მთავარი საზრუნავი იმდროინდელი ქართველობისა იყო ის, რომ სულიერადაც შეერთებულიყო სარწმუნოებით განყოფილი ერი. როცა 1891 წელს წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ბათუმის ქართულ სკოლაში განსვენებული გიორგი ნათიძის სანაცვლოდ მასწავლებლად მიხაკო შარაშიძე დაამტკიცა, წმინდა ილია მართალმა დაიბარა და დაარიგა: "იყავი წყნარი და მშვიდი, როგორც მტრედი. დიდი სიფრთხილით და მორიდებით არის საჭირო ქართველ მუსლიმებს შორის მუშაობა. გახსოვდეს, რომ ქართველი მუსლიმანები, ჩვენი და-ძმები, მეტად ნიჭიერი, დინჯი, დაკვირვებული და ზრდილობიანი ხალხია. ერთი უადგილოდ და ნაჩქარევად ნათქვამი სიტყვა მთელი წლობით დასწევს უკან ჩვენს საერთო საქმეს. იხმარე ღონე, რომ მათი ნდობა და სიყვარული დაიმსახურო. დიდი მიღწევა იქნება ჩვენი მხრივ, წერა-კითხვასთან ერთად თუ მათ შეაგნებინებთ, რომ ქართველები არიან, რომლებიც ჩვენგან განირჩევიან მხოლოდ და მხოლოდ სარწმუნოებით". დიდი ილიას ეს სიტყვები დღეისთვისაც გასათვალისწინებელია. ახლა, როცა საზღვრები გაიხსნა და ხშირი ურთიერთობა გვაქვს ფერეიდნელ, ინგილო თუ თურქეთის მუსლიმან ქართველობასთან, უპრიანი იქნება მათი ცხოვრების გახსენება, რომლებიც მოციქულობდნენ ქრისტიან და მუსლიმან ქართველებს შორის, კრავდნენ და ადუღაბებდნენ ერთიან ეროვნულ, ქართულ სხეულს. ასეთი მამულიშვილი გახლდათ ჰაიდარ აბაშიძე.

ჰაიდარ აბაშიძე დაიბადა 1893 წლის 15 აგვისტოს ბათუმში. მამამისი, ალი, სანჯაყ-ბეგთა შთამომავალი იყო. მემედ აბაშიძე მას ბიძად ერგებოდა. ალი სალიხის ძე აბაშიძეს და გენჯი ქიქავას ქალიშვილს, მებუბის, 6 ვაჟი შეეძინათ. უფროსი, ჰაიდარი, 7 წლის იყო, როცა მამამ წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიერ დაარსებულ ბათუმის ქართულ სკოლაში შეიყვანა. მეოთხე წელს ბათუმის საქალაქო სასწავლებელში გადავიდა. აქ რუსი მასწავლებლები და მოწაფეები "ტუროკს" ეძახდნენ მაჰმადიან ქართველებს, ქართველები კი "თათრებს". ამ სასწავლებელში ერთი წელი დარჩა, 1905 წელს მამამ თურქეთში გაგზავნა ოსმალური ენის შესასწავლად. იქ "გურჯი" უწოდეს. ძალიან გაუკვირდა და ჩაფიქრდა: "ეს რა ამბავია - ხან "თათარი" ვარ, ხან "თურქი" და ხან კი "გურჯიო". "მაშინ წარმოდგენაც არ მქონდა, თუ მეც მქონდა სამშობლო და დედაენა", - იგონებდა შემდგომში. ერთხელ ერთმა კარგმა ნაცნობმა ქრისტიანმა ქართველმა თეატრში წაიყვანა "ღალატის" წარმოდგენაზე. სპექტაკლმა მძიმე შთაბეჭდილება მოახდინა ჰაიდარზე - თათრებს ქართველებმა ხომ "უგინებელი არაფერი დაუტოვეს". ქრისტიანმა ქართველმა, გვარად კეჭაყმაძემ, მეორე დღეს ქართული წიგნები მიუტანა ჰაიდარს. მათ შორის ზაქარია ჭიჭინაძისაც. ამ წიგნებმა, განსაკუთრებით ჭიჭინაძის ნაწერებმა, ერთიანად შეძრა მუსულმანი ქართველი, სამშობლო აპოვნინა. "ბათუმის გაზეთი" 1913 წლის 17 თებერვალს ჰაიდარის პირველ წერილს აქვეყნებს - "ხმა ქრისტიან მოძმეებს": "მოგვეპყარით, როგორც ძმებს, წაგვიძეხით წინ, გვასწავლეთ წერა-კითხვა... ჩვენი ჩამორჩენა თქვენთვისაც მავნებელია, ჩვენი უმეცრება, როგორც ჩვენი, ისე თქვენი სირცხვილიცაა, რადგან ჩვენ ერთნი ვართ", - მიმართავს ის ქართველობას. ამ წერილს სხვა სტატიები მოჰყვა - დიდი სიყვარულით და გულისტკივილით დაწერილი. ჰაიდარი შეეხო ერთ სამწუხარო ჩვეულებასაც, ქართველი მაჰმადიანები საკუთარ თავს "თათარს" უწოდებენ და ასე ეძახიან მათ ქრისტიანი მოძმეებიცო. ეს სამწუხარო "ჩვეულება გვიკარგავს ჩვენ ეროვნულ სახეს, ჩვენს ქართველობასო".

საგულისხმოა ჰაიდარის წერილი ქართველ მაჰმადიან ქალთა მდგომარეობაზეც ("ბათუმის გაზეთი", 1914 წლის 2 მარტი). "მუსლიმანი ქალი" თავის აუტანელ მდგომარეობაზე მოგვითხრობს: "ჩვენ მოწყვეტილნი ვართ ცხოვრებას და მოკლებულნი ვართ თვით მზის სინათლესაც კი... ჩვენმა გასათხოვარმა ქალებმა უნდა უცადონ მშობლებისაგან პირუტყვივით გაყიდვას, მათ არა აქვთ ნება, მას გაჰყვენ ცოლად, ვინც მოსწონთ. განა ჩვენ გაჩენილი ვართ მამაკაცების მონებად? არა, ჩვენ დედებად და მეუღლეებად ვართ გაჩენილი". ჰაიდარი ამავე წერილში შეეხო ჩადრსაც, რომელშიცაა გახვეული მაჰმადიანი ქალი, რათა მისი პირისახის ჩვენებამ მამაკაცს ვნება არ აღუძრას. "მაგრამ განა ქალები მოკლებული არიან მგრძნობელობას, ჩვენც ხომ ადამიანები ვართ? - განაგრძობს "მუსლიმანი ქალი", - რატომ მამაკაცები არ იფარებენ პირზე ჩადრს? რატომ გვამზერინებენ ჩვენ, ჩადრიანებს, სახეზე?.. დადგება დრო, განათლების სხივები ჩვენშიაც გაჰფანტავს სიბნელეს. ჩვენი ქართველი მაჰმადიანი ქალების მოვალეობაა, შვილები აღვზარდოთ დროის შესაფერისად, ჩავუნერგოთ მათ გულში მძულვარება იმ მონობისა და დამცირებისა, რასაც ჩვენ განვიცდით... იქნება მათ მაინც დააღწიონ თავი ასეთ მდგომარეობას". ზარივით გაისმა ჰაიდარის ხმა, ზოგი გამოაფხიზლა, ნაწილი კი უკმაყოფილო დარჩა. ათასნაირ ჭორს ავრცელებდნენ - ჰაიდარი "გაგიაურდა", მუსლიმანობას უღალატაო, მაჰმადიანობის წინააღმდეგიაო.

ქართველი საზოგადოება დიდი აღტაცებით შეხვდა ასპარეზზე მაჰმადიანი ქართველი მამულიშვილის გამოჩენას. არ ჩატარებულა არც ერთი მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელშიც მონაწილეობა არ მიეღოს ჰაიდარს და სიტყვა არ წარმოეთქვას. 1914 წელსვე ქუთაისში გაიმართა აკაკის მონაწილეობით დიდი ლიტერატურული საღამო. ბილეთები ადრევე გაყიდულა და ჰაიდარი გარეთ დარჩენილა. აკაკის თავის ლოჟაში დაუსვამს ახალგაზრდა აჭარელი. ბევრი უსაუბრიათ აჭარაზე, მის მდგომარეობაზე, აჭარელ პატრიოტებზე, ბოლოს კი აკაკის უთქვამს მისთვის: - გისურვებ წარმატებებს და სიმართლისთვის, სამშობლოსთვის ბრძოლის ველზე ქედი არავის წინაშე არ მოგეხაროსო.

ამასობაში დაიწყო I მსოფლიო ომი. 1914 წლის ნოემბერში თურქეთის ჯარებმა ართვინი, არტანუჯი, ბორჩხა დაიპყრეს და აჭარისწყლამდე მოაღწიეს. აჭარა მოოხრდა. უკანდახეულმა თურქებმა აჭარლები ოსმალეთში გარეკეს. მხარე ეკონომიკურადაც გაჩანაგდა. მტერი აჭარლებსაც აძალებდა იარაღის ხელში აღებას. ამ ომში აჭარა-შავშეთის და მთელი სამხრეთ საქართველოს მოსახლეობამ თურქეთს მხარი არ დაუჭირა. მათ ჯარს მხოლოდ ოსმალური წარმოშობის ადგილობრივი მოსახლეობა შეერთებია.

ძალიან გაუჭირდა მაშინ აჭარას. ომით გაპარტახებულ მხარეში ხალხი შიმშილით იხოცებოდა. ამ დროს გაისმა კვლავ ჰაიდარ აბაშიძის მჭექარე ხმა. 1915 წლის 19 მარტს გაზეთ "სამშობლოში" გამოქვეყნებულ წერილში, "კვლავ მოწოდება, კვლავ საყვედური", ქრისტიან ქართველებს მაჰმადიან მოძმეთა დახმარებას მოუწოდებს. ამ წერილმა შეძრა მთელი საქართველო, ფეხზე დააყენა, არ დარჩენილა ჟურნალ-გაზეთი, თანაგრძნობის წერილები არ დაებეჭდოს. მიუხედავად იმისა, რომ იმ წელს მოუსავლიანობის გამო საქართველოში შიმშილობა იყო, ვისაც რა შეეძლო, დიდმა თუ პატარამ ხელი გამოიღო მუსლიმან ქართველთა დასახმარებლად. "ქალიშვილები, სხვა რომ არა გააჩნდათ რა, ნაწნავებს იკრეჭდნენ და ყიდდნენ ჩვენს დასახმარებლად", - ბრძანებს მემედ აბაშიძე.

დახმარების პროგრამით საქველმოქმედო საზოგადოებამ (თავმჯდომარე მიხეილ მაჩაბელი, მოადგილე პართენ გოთუა) აჭარაში მოკლე ხანში 6 სკოლა გახსნა. ჰაიდარ აბაშიძეს სოფელ ყოროლისთავის სკოლისთვის დედისეული სახლი გადაუცია.

ცალკე ხელისუფლებამ და ცალკე პანთურქულად განწყობილმა ფანატიკოსებმა გაილაშქრეს ამ სკოლის გახსნის წინააღმდეგ. ისინი "მეგობრულად" ურჩევდნენ, თან ემუქრებოდნენ სკოლის ორგანიზატორებს, თავი შეეკავებინათ ამ წამოწყებისაგან, მაგრამ ჰაიდარს მკაცრი პასუხი გაუცია მათთვის.

1916 წელს გორში ჩატარდა მაჰმადიან სასულიერო მოღვაწეთა და თურქული ენის მასწავლებელთა ყრილობა. მას უნდა შეემუშავებინა მაჰმადიანური საღვთო სჯულისა და საქართველოში მცხოვრებ მაჰმადიანთა შორის თურქული ენის სწავლების გაუმჯობესების ღონისძიებები. სიტყვით გამოსულმა ბათუმის დელეგატმა ჰაიდარ აბაშიძემ ყრილობას პანისლამიზმის და პანთურქიზმის იდეების პროპაგანდაში დასდო ბრალი: "ჩვენ ეს ყრილობა არ შეგვეხება, ჩვენ აქ არ უნდა მოვსულიყავით. ვინაიდან ჩვენ ვართ ქართველები და ჩვენი ენა არის ქართული ენა, ამიტომ ჩვენთვის სავალდებულო არ არის თურქული ენის სწავლება და არც მის გაძლიერებაზე ზრუნვა. რაც შეეხება საღმრთო წერილებს, ისინი უნდა ითარგმნებოდეს ჩვენს მშობლიურ ენაზეო". ჰაიდარმა პროტესტის ნიშნად ყრილობა დატოვა.

მეფის მოხელეები აჭარლებს ჩასჩიჩინებდნენ, თქვენ ქართველები არა ხართო. ეს ყრილობა კავკასიის სასწავლო ოლქის მზრუნველის, რუდოლფის თაოსნობით იყო მოწყობილი და ჰაიდარის საქციელი ყრილობის ჩაშლის მცდელობად შეაფასეს.

ურჩ პედაგოგს მასწავლებლობა აუკრძალეს. ჟანდარმერიის უფროსის ბრძანებით, კავკასიიდან მისი გასახლებაც უნდოდათ. ქართული საზოგადოების პროტესტს შეუშინდნენ და მხოლოდ ბათუმის ოლქიდან გააძევეს. ჰაიდარი ჭიათურაში გადავიდა. ჯერ კიდევ ბათუმში ჰაიდარმა პედაგოგ შარაშიძეს ოჯახში გაიცნო პერევისელი ყაფლან წერეთლის ასული მარგალიტა და ცოლად შეირთო. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა მაღალი წრის მაჰმადიანმა ქართველმა ქრისტიან ასულზე იქორწინა. ეს შეუმჩნეველი არ დარჩენიათ აჭარაში და ხმა გაავრცელეს: "ჰაიდარიც მოინათლა, გადელდა, გაგიაურდაო".

1917 წლის რევოლუციის შემდეგ, იმავე წლის ნოემბერში მოწვეულ იქნა საქართველოს ეროვნული ყრილობა. ყრილობამ შექმნა ეროვნული საბჭო. საბჭოში მოგვიანებით სხვა აჭარლებთან ერთად ჰაიდარ აბაშიძეც შეიყვანეს. ჰაიდარი იყო ამიერკავკასიის სეიმის იმ დელეგაციის წევრიც, რომელიც ტრაპიზონის კონფერენციაზე მოლაპარაკებას აწარმოებდა ოსმალებთან. პავლე ინგოროყვას აბ. სურგულაძესთან საუბარში გაუხსენებია: "ტრაპიზონში დავუახლოვდი ჰაიდარ აბაშიძეს. ის კარგად იცნობდა ადგილობრივ პირობებს, დიდი კავშირები ჰქონდა იქაურ გავლენიან ხალხთან. საზღვრებთან დაკავშირებული საკითხების გასარკვევად ჩვენ ხშირად მივმართავდით მას... ჰაიდარის გამო ოსმალეთის დელეგაცია ჩვენ, ქართველებს, გარკვეული პატივისცემით გვეპყრობოდა. ჰ. აბაშიძე მტკიცე იყო საქართველოს საზღვრების დაცვის საკითხში. მოითხოვდა, ჩვენც უკომპრომისო ვყოფილიყავით, მაგრამ მაშინ ძალა არ გვქონდაო". ილია რურუას ცნობით, ოსმალებს ქართული დელეგაციის ყველაზე უკომპრომისო წევრის მოსყიდვა უცდიათ - ნეიტრალურ პოზიციაზე დადექი და ყელამდე ოქროში ჩაგსვამთო. ჰაიდარმა მოგზავნილ ემისარს კარზე მიუთითა.

ჰაიდარი აქტიურად თანამშრომლობდა ქართულ დელეგაციასთან ბათუმის კონფერენციაზე. მას, როგორც "სამაჰმადიანო საქართველოს" წარმომადგენელს, წილად ხვდა დიდი პატივი გამოსულიყო 26 მაისის სხდომაზე და მიელოცა მოძმეთათვის დამოუკიდებლობის აღდგენა. შემდეგ ყადირ შერვაშიძესთან ერთად ხელი მოუწერია დამოუკიდებლობის აქტისთვის. ამ ბედნიერ დღეს მხოლოდ ის აწუხებდა, რომ ამ ლხინს ვერ იზიარებდა სამაჰმადიანო საქართველო. როგორც ცნობილია, ოსმალეთმა 1918 წლის 1 აპრილს ბათუმი და აჭარა დაიპყრო. თბილისში გაიხიზნა ქართველ მუსლიმთა ერთი ჯგუფი და იქ დააარსეს "სამუსლიმანო საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტი".

ოსმალეთის მთავრობამ აჭარისთვის ოსმალეთის შემადგენლობაში ავტონომიის მიცემა მოინდომა და ამისთვის გავლენიანი წრეების გადაბირებას ცდილობდა. ჰაიდარმა გაილაშქრა ამ მზაკვრული გეგმის წინააღმდეგ. დიდხანს არ დასცალდა ოსმალეთს ბატონობა, იმავე წლის დეკემბერში დატოვა აჭარა და მისი ადგილი ახალმა ბატონმა - ინგლისმა დაიკავა. თურქეთი მაინც არ ცხრებოდა და ახლა ახალციხე-ახალქალაქში დიდ ანტიქართულ აქციებს აწყობდა. ასეთ მძიმე ვითარებაში ახალციხეში ჩავიდა საქართველოს რესპუბლიკის რწმუნებული ჰაიდარ აბაშიძე. მან 1919 წლის 1 იანვარს მაზრის ყრილობაზე ვრცელი სიტყვა წარმოთქვა და დაასაბუთა საქართველოს შემადგენლობაში სამუსლიმანო საქართველოს დარჩენის აუცილებლობა. სამცხე-ჯავახეთის შემომტკიცების ერთ-ერთ პირობად ჰაიდარს ამ რეგიონის აგრარული რეფორმა მიაჩნდა. მაგრამ მთავრობა ასე არ მოქცეულა. ამით სარგებლობდნენ პანთურქები. აქვე უნდა გავიხსენოთ, რომ 1919 წლის თებერვალში, ახალციხეში მოღალატე სერვერ-ბეგის შეჭრისას, ოკუპანტები დასაჭერად დაეძებდნენ ჰაიდარს, ლეო რუხაძესა და ყადირ შერვაშიძეს.

"სამუსლიმანო საქართველოს განმათავისუფლებელ კომიტეტში" წარმოიშვა აზრი, "სამუსლიმანო საქართველო" ავტონომიურად შეერთებოდა საქართველოს და ამით დაეცვა თავი ოსმალეთისგან. საქართველოს მთავრობის წევრების აზრით, ავტონომიით უფრო ადვილად მიიმხრობდნენ "სამუსლიმანო საქართველოს" უმრავლესობას. 1919 წლის 31 აგვისტოს შედგა ბათუმში ქართველ მაჰმადიანთა ყრილობა, რომლის რეზოლუციის საფუძველზე საქართველოს მთავრობამ 1919 წლის 25 დეკემბერს გამოაცხადა სამუსლიმანო საქართველოს ავტონომია. კომიტეტის ნაწილი, მათ შორის ჰაიდარიც, მიიჩნევდა, რომ ეს ნაბიჯი არ იყო სწორი.

1920 წლის 7 მაისს საბჭოთა რუსეთმა ცნო საქართველოს დამოუკიდებლობა. ინგლისის ჯარებმა დატოვეს ოკუპირებული ბათუმის ოლქი, მაგრამ მათმა სარდალმა კუკ-კოლისმა თავისი აგენტურის მეშვეობით შეძლო მცირე შეიარაღებული ჯგუფების შექმნა აჭარა-ქობულეთის საზღვარზე, რომლებსაც დავალებული ჰქონდათ ხელი შეეშალათ საქართველოს ჯარების შემოსვლისთვის. დიდი შრომა დასჭირდა დამფუძნებელი კრების კომისიას, რომელშიც ჰაიდარიც შედიოდა, ამ ავანტიურის ჩასაშლელად.

საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ახალი ხელისუფლება თითქოსდა მზრუნველობით მოეპყრო ჰაიდარ აბაშიძეს. მისთვის "ხელშეუხებლობის სიგელიც" მიუციათ. სამოთახიანი ბინაც დაუტოვეს თბილისში, მაგრამ... ამ დიდმა მამულიშვილმა ცხოვრება, ოჯახთან ერთად, ვაშლოვანის ქუჩაზე, ერთ პატარა ოთახში გაატარა. მხოლოდ დაბადების 70 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს მწერალთა კავშირის გამგეობამ, როგორც იქნა, მისცა სამოთახიანი ბინა. საბჭოთა ხელისუფლების განმტკიცების შემდეგ ჰაიდარი ჩამოშორდა აქტიურ საქმიანობას.

ჰაიდარ აბაშიძე ძირითადად კულტურის ასპარეზზე იღვწოდა. კითხულობდა მეტად საინტერესო ლექციებს. აღიარება კი გვიან მოვიდა. 1964 წელს საზოგადოებამ გაიხსენა 70 წლის ჰაიდარ აბაშიძე და ბათუმსა და თბილისში იუბილე გაუმართა. მრავალი მიესალმა მგზნებარე მამულიშვილს. მათგან გამოვყოფდით მასავით დიდჭირნახულ ლევან გოთუას სიტყვებს: "ყოველი ერი დიდია მხოლოდ თავის შვილთა დიდებული ღვაწლით. ხოლო იმ ხალხს, რომელსაც ახსოვს და უყვარს თავისი მოღვაწენი, იცის მათი მოვლა და ფასი, არც ასეთ ძეთა კვლავაც შობა და აღზრდა არ გაუჭირდება". გიორგი ლეონიძემ კი ასე მიმართა: "განა გათავდა შენი შრომა აჭარაში? არა და არა. ჯერ დაჭრილი კახაბერი ისევ მილურსმულია არსიანის მთებზე. ამიტომ შენი სიხარული დღეს ნაწილობრივია, შენი ბედნიერება, ისევე როგორც ჩვენი - არ არის სრული! ხოლო როცა ზურმუხტის ფრთებით გაიშლება სრულიად აჭარის ახალი გაზაფხული, მაშინ ტაო-კლარჯეთის, შავშეთის იებით და სავსე გულით მოგილოცავდე სანატრელს - აღსრულებულს! მანამდის კი ვისურვებ ყველაზე დიდ ბედნიერებას - იმ დღის შესწრებას აჭარაში".

მაგრამ ასაკმა და სენმა თავისი გაიტანა. 1965 წლის 29 დეკემბერს ჰაიდარ აბაშიძე გარდაიცვალა. მისი ქალიშვილის თქმით, ბატონმა ჰაიდარმა ზუსტად იწინასწარმეტყველა თურმე თავისი გარდაცვალების დღე და საათიც კი. ცხედარი დიდი პატივით დაკრძალეს დიდუბის პანთეონში. მის დაკრძალვაზე ლევან გოთუას უთქვამს: "მიწა ყველას იმარხავს, ამაოდ დამაშვრალთაც და უღირსთაც... მაგრამ თავის სამშობლოს წინაშე ჭეშმარიტად ვალმოხდილთ უკვდავებად ეყრება, ემსუბუქება და მართლაც დედა-მიწად კალთას აფარებს"...

აბ. სურგულაძისა და თ. კომახიძის
მონოგრაფიების
მიხედვით
ბეჭდვაელფოსტა
02.09. 2014
es ar aris sruli informacia me mgoni ufro meti istoria ikneboda!
ki magram ajaris itoria manamde rogori iko? da vin icis amis shesaxeb?
სხვა სიახლეები
28.06.2024
ამ ვრცელი წერილის დაწერა ჩემი სოფლის და საქართველოს მთის სიყვარულმა გამაბედინა, სადაც უზრუნველი ბალღობის წლები გავატარე.
02.06.2023
ლაშა-გიორგის დროინდელი ერთი უცნობი ქართველი მემატიანის სიტყვით, დავით აღმაშენებელმა "სიცოცხლის შინა დასუა მეფედ დემეტრე
24.05.2022

324 წელს რომის იმპერატორმა წმინდა კონსტანტინე დიდმა გადაწყვიტა, იმპერიის დედაქალაქი აღმოსავლეთის პროვინციების სიახლოვეს გადაეტანა, რომელიც იმავე დროს დასავლეთთან კავშირს არ დაკარგავდა.

20.05.2022
საქართველოს სამეფოს იმ აშლილობის დროს, რომელიც დამკვიდრდა უსინათლო თეოდოსის მეფობაში, მმართველ მოწინავე წრეში საბედნიეროდ მაინც აღმოჩნდა შეგნებული ჯგუფი,
08.02.2022

მეფე დავით აღმაშენებელი - (1125 წ. 24 იანვარი)


თითქმის რვა საუკუნემ განვლო მას შემდეგ, რაც მიიცვალა სახელოვანი და დიდებული მეფე გაერთიანებულის საქართველოსი დავით აღმაშენებელი.

25.01.2022
გვსურს გავიხსენოთ ერთი ლამაზი წერილი, რომელიც 24 წლის დიაკვანმა მიხა ხელაშვილმა მისწერა თავისი ძმადნაფიცის, ხევსური გიგიას დას პარასკოს.
07.01.2022
შესავალი
ეკლესიის ისტორიია ამოსავალ პუნქტს წარმოადგენს ჩვენი მაცხოვრის იესო ქრისტესა და მისი მოციქულების საქმე და ცხოვრება, მაგრამ როგორც ცნობილია, ქრისტიანული მოძღვრების საყოველთაო გავრცელებას წინ უძღოდა კაცობრიობის მომზადება მაცხოვრის მისაღებად
13.12.2021
370 წლის ახლოს კლარჯეთი განუდგა ქართლის მეფე ვარაზ-ბაქარს და "მიერთნეს ბერძენთა".
29.11.2021
ყველისციხე, ყუელისციხე — ციხესიმაგრე შუა საუკუნეების სამხრეთ საქართველოში, ჯაყისწყლის სათავეში, არსიანის ქედის ყველის მთაზე (ახლანდელი თურქეთის ტერიტორია).
02.10.2021
მტარვალმა შაჰ აბასმა ერთაწმინდაში წმინდა ევსტატეს სახელობის ტაძრის დანგრევა მოისურვა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat