ოსების ჩამოსახლება ქართლში და ქართველების ამაგი და ღვაწლი მათზედ
ოსების ჩამოსახლება ქართლში და ქართველების ამაგი და ღვაწლი მათზედ
ისტორიული მიმოხილვა ზ. ჭიჭინაძისა
ტფილისი, 1916

თამარ მეფის მიცვალების შემდეგ, ქართველებს ბევრი გარეული მტერი აუტყდათ, ესენი საქართველოს მოსვენებას აღარ აძლევდნენ, ამიტომაც ქართველთ აღარ აქვნდა დრო, რომ თავიანთ მეზობელ ოსებისთვის ისეთი მფარველობა გაეწიათ, როგორც ეს იყო ბაგრატ მეოთხის დროდამ მოყოლებული თამარ მეფის გადაცვალებამდე.

საქართველოს გაჭირვებულმა მდგომარეობამ ქართველი ერი დიდს განსაცდელის გზაზედ დააყენა, ამიტომაც საქართველოს გარეშე გასულნი ქართველნიც უცხოს ქვეყნებიდან სულ შინ იკრეფდნენ თავს და მტერს უძღვებოდნენ, ასევე ოსეთიდამ დაბრუნდნენ ყველა ის მასწავლებელ ქართველნი, რომელნიც კი ოსებს ასწავლიდნენ ქართულ წერა-კითხვას, სხვა და სხვა ხელოსნობას და ბევრსაც კიდევ სხვა ასეთებს.

ქართველების გაცილებამ ოსები მეტად ცუდს მდგომარეობაში ჩააგდო, თვით ოსებმა ვერ გამოიჩინეს ვერაფერი ენერგიული შნო, თვით ვერც ოსების სკოლებში ასწავლიდნენ ოსის ბავშვებს წერა-კითხვას, მაშინ ოსები ქართულ ანბანს სწავლობდნენ, რადგანაც ქართული ანბანი ოსების ანბანიც არის, ვერც სხვა ნასწავლი კაცები გამოჩნდნენ ყოჩაღათ, ნამეტურ ხელოსნობის ხელოსანთა რიცხვი ისე მოისპო, რომ ამიერ და იმიერ ოსებში აღარც ხელოსნები იყვნენ, აღარც ფეიქრები და არც სხვა ასეთნი საჭირო ხელოსნობის მუშაკნი.

ოსთა საუბედუროთ ისე მოეწყო ოსების საქმე, რომ ქალი და კაცი სულ ფეხშიშველი დაიარებოდნენ, ტანსაცმელის ხომ აღარა აქვნდათ რა და სულ ძველს ჩულებში იყვნენ გახვეულნი. ასეთ მდგომარეობაში მყოფ ოსებმა რამდენიმე ხანს გასძლეს, მაშინ კი, როცა მთაში წისქვილებიც დაიქცენ და ქერის პურის შოვნაც კი ერთობ ძვირი გახდა, მაშინ კი ამათ იკადრეს ფიქრები და ბოლოს იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ქართლში იწყეს გადმოსვლა, ქართველების ცარცვა, გლეჯა, სახლების წართმევა, მთელი სოფლების დაჩემება, დაბების, ქალაქების და მასთან მთელის მოსავალ პურის გატაცებაც.

ოსების ბოროტებამ და ცარცვა-გლეჯამ ქართველი ერი დიდად დააღონა, მაგრამ ქართველნი ოსებს უთმენდნენ ყველაფერს, ვინაიდგან ქართველთ ოსები დიდად ეცოდებოდათ და ებრალებოდათ, როგორც ფეხშიშველა მოსიარულე ხალხი, თავ-შიშველა და ძველს ჩულებსა და ძონძებში გახვეულებს. ამიტომ ქართველები სთმობდნენ ოსებისას ყველაფერს, მაგრამ ოსები მაინც რაც დრო გადიოდა, მით იგინი უფრო თამამდებოდნენ და მთელს ქართლის სოფლებს იკლებდნენ, იგინი არც ხნავდენ, არც სთესავდენ, ყოველ თვეს ველურის ძალით ქართველებს სძარცვავდენ და ამ ნაცარცვით სცხოვრობდენ.

ამ გვარათ მთელი ქართლი ოსებმა აიკლეს და დაარბიეს და რაც დრო გადიოდა მით იგინი უფრო წინ მიდიოდნენ ავ კაცობით. ასე იყო საქართველოს გარემოება მომართული და როცა ქართველთ გარეშე მტრები აუტყდენ, მაშინ ქართლში, თვით ქართველთ მეზობელ ოსებმაც იპოვნეს დრო და წამოყვეს თავი. მაინც ღმერთმა არ გასწირა საქართველო და ამ განსაცდელის დროსაც მოევლინა საქართველოს გმირი და გონიერი მეფე, ეს იყო გიორგი, ძე დიმიტრი თავ-დადებულისა, შემდეგ დროს ქართველთაგან გიორგი ბრწყინვალედ წოდებული.

გიორგი ბრწყინვალემ თავის გამეფების დღიდგანვე (1313 წ.) დიდი ყურადღება მიაქცია ქართლის მდგომარეობას და ნამეტურ ოსების თავგასულობას. გიორგი ბრწყინვალეს ჯერეთ საქართველოს დაგლეჯ-დაფლეთა ადარდებდა და ამიტომ ოსებს წყნარათ ექცეოდა, თან ავალებდა, რომ ქართველთ ცარცვა-გლეჯას თავი დაანებეთო. მაგრამ ოსები მეფის დავალებას არ ასრულებდენ და უფრო უარეს შვრებოდენ, ამიტომ გონიერმა მეფემ დროებით ოსების ალაგმვა იქით გადასდო.

გიორგი ბრწყინვალე შეუდგა ჯარის მოკრებას და მის შემდეგ საქართველოს გაერთიანებას და ნაწილ ნაწილათ დაყოფილ სამთავროების, საერისთავოების დამორჩილებას ყველა ესენი მას ძრიელ ძვირად დაუჯდა, რადგანაც მას ზოგიერთი მთავარი და ერისთავი ეწინააღმდეგებოდა სასტიკათ. ამ მოწინააღმდეგეთა რიცხვს გიორგი ბრწყინვალე კარგად იხსომებდა, მან მალე გაიცნო ყველა ის პირნი, თუ ვინ იყო მისი მტერი და საქართველოს გაერთიანების არ მოსურნე და ვინ ერთგული და მსურველი საქართველოს გაძლიერების, მოწინააღმდეგე მტერთა რიცხვში მოჰყვა ოსების ბელადიც, რომელიც ოსებთან ერთად ქართლში სცხოვრობდა და ცხოვრებას და თავის ბელადობას ოსების წინაშე ქართველების გაქუცვით და გაცარცვით ასრულებდა. ეს ბელადი იყო მფარველი ოსების ქურდობის და ავაზაკობის.

გიორგი ბრწყინვალემ ამ ოსების ბელადის და ოსების ალაგმვა დროებით უყურადღებოდ დასტოვა, შეუდგა ჯერეთ დანაწილებულ და დაგლეჯილ, ანუ საერისთაოებათ და სამთავროებათ დაყოფილ საქართველოს გაერთიანებას და მათ დამოჩილებას, ზოგი დაიმორჩილა და ზოგი ვერა, ამიტომ მან ახლა კვალათ შესცვალა თავის გეგმა.

ვინც ვერ დაიმორჩილა, იმათ ოჯახებში ეწვია, გაუმასპინძლდა, დაუმეგობრდა, სიყვარული და ერთობა გაუმართა, რასაკვირველია ყველა ამათ ოსტატურათ ექცეოდა, ამაოებაში გიორგიმ დაიპყრო შირვანა, ადრაბადაგანი, (დღეს ადრიბეჟანი), ჰაისტანის ბევრი ქვეყნები და მის შემდეგ იგი შემობრუნდა ქართლში და თავის მტერ მოყვარებს სალამი გაუმართა, ყველას ესტუმრა, მეფე გიორგი ფიქრობდა, რომ იქნება ეხლა დამორჩილდნენ, მაგრამ ლაპარაკში ყველას უიმედობა შეატყო.

მაგრამ მეფეს გული არ გაუტყდა, იგი მაინც ცდას მიეცა და განიძრახა ამ შინაურ მტერთა მოსპობა, ამისთვის მან შეკრიბა დიდი ძალი ჯარი და მერე მიეცა სამზადის და დიდის ნადიმის გადახდას და ყველა თავის მტრის ან ნადიმზედ მოწვევას. ეს ნადიმი თურმე ისეთის სახელოვნებით მზადდებოდა, რომ გიორგი მეფის ყველა მტრებმაც კარგად შეიტყეს, მათ ეს დიდათაც უკვირდათ.

ბერვის სამზადისის და დიდის მზადების შემდეგ მეფემ გადასწყვიტა ნადიმის გამართვა გომბორის მთის ნაწილ ცივზედ, სადაც უფრო სიამოვნებით მივიდოდნენ მისი სტუმრები, მალე გონიერმა გიორგიმ მიმართა ყველა თავის მტრებს და დაპატიჟებით დაავალა ნადიმზე მისვლა და პატივის ცემა გიორგისა. დაპატიჟება ყველამ სიამოვნებით მიიღო და დანიშნულს დღეს მართლაც ყველა დაპატიჟებულნი ეწვივნენ მეფე გიორგის. ამათშივე იყო ოსების ქურდბაცაცა ბელადიც.

გიორგიმ აქაც განიძრახა ყველას დაყოლიება და სისხლ დაუღვრელად დამორჩილება, მაგრამ ყველას ლაპარაკში უარი გამოსჩნდა, ამიტომ მეფემ შეწყვიტა მათთან საუბარი და იგი სხვა საგანზედ გადავიდა, ამ დროს, მათ უკვე გადააკვრევინა ძვირფასი კახური. რაკი ეს მოხდა, გადაკრულებს რაც კი აქვნდათ გულში გიორგის წინააღმდეგ, ყველაფერი სთქვეს, ამით გიორგიმ შეიტყო მათი ბოროტების საბუთები და ისიც, რომ ისინი უსისხლოთ არასფერს დასთმობდნენ.

ამიტომ გიორგიმ იხმარა თავისი გეგმის თანახმად წადილის შესრულება და რაკი ყველა ეს მტრები ვერ დაიყოლია და არც დაყოლიების მიზეზები შეუტყო, ამიტომ მან თავის მომზადებულ კაცებს ეს თავის მტერ სტუმრები, თვით ამ დიდ სანადიმო სუფრაზედ ისე ამოაწყვეტინა, რომ იქ მათში ერთი მტერიც აღარ დარჩა, აქვე ამათში მოჰყვა ოსების ქურდბაცაცა ბელადიც.

გიორგი ბრწყინვალემ ბრწყინვალეთ და ხალხის სისხლის დაუღვრელად მოსპო თვისი მტრები და მათი სამფლობელნიც შეიერთა გაერთიანებულ საქართველოსთან სისხლ დაუღვრელათ, ამის შემდეგ გიორგი ბრწყინვალემ მიმართა ქართლში შემოსეულ ოსებს და აუწყა თვისი ბრძანება, რომ დღეის შემდეგ თქვენ ქართველთა ცარცვა, გლეჯას თავი დაანებეთო, თორემ მე არ შეგარჩენთ და დაგსჯით სასტიკათაო. ახლა ველური ოსები ამაზედ უფრ გაბრაზდენ და სთქვეს, რომ გიორგიმ ცივზედ ჩვენი ბელადი მოკლაო და ჩვენ დაწყნარებასა და დაშოშმინებას გვთხოვსო, ეს ჩვენგან არ იქნება, ჩვენ სისხლის აღება ვიცითო. გიორგი ბრწყინვალემ მალე სცნო ოსების აზრები, სთქვა: რაკი საქმე ასე არის, მაშინ მე ვასწავლი მათ ჭკუასაო. გიორგი ბრწყინვალე ბრწყინვალეთ შეუდგა ქართლიდამ ოსების გარეკვის სამზადის და ეს მან ერთობ მალეც დაიწყო.

მოხდა მალე ის, რომ ქართლში ოსებს კარგი დღე არ დაუდგათ, მთელის ქართლის სოფლებიდან ოსები აჰყარა, ქართველთაგან წართმეული სახლები წაართვა, ყველა ეს სახლები თავიანთ ძველ სახლის პატრონებს დაუბრუნდა, მთელი აყრილი ოსები ერთ ალაგას შეყარა. მერე მიჰყვა ქართლის დიდი ჯარით და ყველა ეს მცარცველნი ისე გადარეკა ოსეთში, რომ ქართლში ერთი ოსი აღარ დასტოვა. ამ გვარათ გიორგი ბრწყინვალემ დაამშვიდა ქართლი. გიორგი ბრწყინვალე მარტოთ ამ გაძევებას არ დასჯერდა, იფიქრა: ვაი თუ კიდევ მერე შემოესიონ ქართველსაო, ამიტომ იგი ქართველის ჯარით შუა გულ ოსეთამდის მიჰყვა, იქ ჩარეკა და მასთან პირობა ჩამოართვა, რომ დღეის შემდეგ თქვენ აღარ გაბედოთ და ქართლს აღარ შემოესიოთ, თორემ მე სასტიკათ დაგსჯით. ამის პირობა ოსებმა დიდის სიხარულით მისცეს და სთქვეს, რომ დღეიდან ჩვენი ფეხი ქართლში აღარ შემოვაო. მხოლოდ ოსებმა სთხოვეს გიორგი ბრწყინვალეს, რომ ჩვენ თქვენს ბრძანებას შევასრულებთ, თქვენც ერთი სიკეთე გვიყავითო, ჩვენს ქვეყანაში, ოსებს არა გვყავს არც ხაბაზები, არც მეჩუსტე, მეწუღე, მექალამანე, არც ჭონი, არც თერძი, ფეიქარი, არა გვყავს და დალაქი და სხვაც ასეთი საჭირო ხელოსნები, ეგება გვიშველოთ თქვენა, თფილისიდამ გვიბოძოთ სამი კაცით თითო ხელობის, რომ მათ დაიწყონ აქ მუშაობა და ჩვენც გვექმნეს ყველა საჭირო სახმარებელიო. გონიერმა გიორგი ბრწყინვალემ ამ დავალებას თავისებურის კეთილის თვალით შეხედა, იგი მალე ჩამოვიდა ოსეთიდან თფილისში, შეკრიბა ყველა ხელოსნები, ყველა მათ მისცა დახმარება, ულუფა და მალე გაბრუნდა ოსეთში და ყველა ეს ხელოსნებიც თან წაიყვანა, მალე ჩავიდა ოსეთში, ყველა ესენი დაამკვიდრა იქ, ამათ გაუხსნა სახელოსნოები და ამ გვარით შემოსა ტიტვილიკანა და ფეხშიშველე ოსები.

ამის შემდეგ გიორგი ბრწყინვალემ ოსებს გარდა მიმართა კავკასიის მთის სხვა და სხვა ხალხებსაც და გააცნო თვის მეფობა და ძლიერება, მათაც აუწყა და დაავალა, რომ თქვენ ზედამხედველობა იქონიეთ ოსებზედ და მათ თუ კიდევ გაბედონ ქართველებზე შემოსევა, თქვენ მათ ხელი არ შეუწყოთ. მათაც მისცეს ამის პირობა.

ამ გარემოებას ვახუშტი ასე ამოწმებს: "მერე შევიდა და შემუსრნა კავკასიასა შინა მყოფნი, მოსრნა და დაიმოჩილა და მოხარკე ჰყვნა ყველა იგი, დამშვიდდა ქართლი ოსთაგან, ვინაითგან გზანი ყოველნი თვით დაიპყრნა".

ამის შემდეგ გიორგი ბრწყინვალე ეწვია თუშ-ფშავ-ხევსურ-მოხევებს, აუწყა ოსების დამარცხება და მასთან პირობის ჩამორთმევა, რომ დღეის შემდეგ, იგინი ქართლში ფეხს ვეღარ შემოდგამენო. ამიტომაც ამ მთის ხალხს აჩუქა საკუთრებათ ყველა მათი საცხოვრებელი ადგილები, ამას გარდა მათვე დაუწერა "ძეგლის დება", და დაუმტკიცა, სხვაც ბევრი წყალობა უბოძა. ამის სანაცვლოდ მათ დაავალა ის სამსახური, რომ მთელი კავკასიის გზები ეხლა მე დავიპყარი და თქვენ ამ გზებზე ყარაულები იყოლიეთ და უყურეთ, რომ ქართლში ოსები აღარ შემოიპარონ. მოხევებმა ამის ფიცი და პირობა მისცეს და მას შემდეგ გიორგი ბრწყინვალე თფილისში დაბრუნდა და მთიელებმაც ხსენებულ გზებზედ დააყენა მცველები, მის შემდეგ ანუ 1330 წ, თითქმის გავიდა ორი საუკუნე და ქართლში ერთი ოსის ფეხი აღარ შემოსულა, ერთს კაცს არ შემოუდგამს ქართლში ფეხი, არც იმერეთში და კახეთში.

ოსეთის ერის ისტორია მეტის მეტი სიბნელით არის გარემოცული. ოსებმა არც თვისი უძველესი დროის ისტორია იციან, არც შემდეგ დროის, არც საშუალო საუკუნის და არც უახლოესის საუკუნების.

ოსეთის ისტორიის შესახებ, ისევ და ისევ თუ არის დარჩენილი ისტორიული მასალები, ამას იგინი უნდა უმადლოდნენ ქართულ მემატიანეებს და საქართველოს ისტორიის წყაროებს და ამ წყაროების მწერლებს, რაც მკვიდრად და მტკიცედ არის დაცული ქართულს წიგნებსა და სიგელ-გუჯრებში. აი ეხლაც, მე წარმოვადგენ ოსების საგულისხმოთ, ერთ ისტორიულ გარემოებათა აღნუსხვას, ე.ი. ოსების ჩამოსახლების მიზეზებს ქართლში, რაც არ იქმნება მეტი და მნიშვნელობას მოკლებული.

ეს ისტორიული მასალა მე მოვიპოვე 1884 წ. ქვათახევის მონასტერში მცხორებ, მღ. მონაზ. ნიკონ ჯობინაშვილის ძველს საწიგნობელში. ეს აღწერა მე მოვათავსე "ოსეთის ისტორიაში", რომელ წიგნიც ცალკე გამოვეცი 1914 წ. ხოლო ამ წიგნში ეს აღწერა ვერ მოვათავსე, რადგანაც წიგნი თავდება მეცამეტე საუკუნის დამდეგს, ანუ თამარ მეფით და ეს გადმოცემა კი ეხება მეხუთმეტე საუკუნის დამლევს.

ოსები ვალდებულნი არიან ზნეობრივათ, რომ ქართველ ერს და მათს და ისტორიას ისე უნდა უცქირონ, როგორც თავიანთ თავს და ძვირფას საუნჯეს, თორემ თუ მათ ქართველი ერი გადაიმტერეს და ქართლიც აიკლეს, მაშინ მათ კარგად უნდა იცოდნენ, რომ იგინიც ისე გაჰქრებიან საქართველოს ისტორიის ასპარეზზე, როგორც გაქრა ერთ დროს ქალაქი ჟინვალი და აქ მცხოვრებ ოსების ავკაგიანობა და ისტორიული ცნობებიც.

ნიკ. ჯობინაშვილის ხელთნაწერი განიყოფა ასე: I ნაწილში აღნუსხულია საქართველოს აოხრება მტერთაგან, ეს ნაწილი მე გამოვეცი ცალკე წიგნათ 1889 წ. მეორე ნაწილი კი ოსებს და ოსების ჩამოსახლებას შეეხება, ეს ნაწილი კი დავტოვე, არ დავბეჭდე, რადგანაც არ მაინტერესებდა, ახლა კი, როცა საჭირო გახდა, ამიტომ წარმოვადგენ, როგორც ჩვენთვის საცოდნელათ, ისევე ჩვენ მეზობელ მტერთათვის.

(დასასრული შემდეგ ნომერში)

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
28.06.2024
ამ ვრცელი წერილის დაწერა ჩემი სოფლის და საქართველოს მთის სიყვარულმა გამაბედინა, სადაც უზრუნველი ბალღობის წლები გავატარე.
02.06.2023
ლაშა-გიორგის დროინდელი ერთი უცნობი ქართველი მემატიანის სიტყვით, დავით აღმაშენებელმა "სიცოცხლის შინა დასუა მეფედ დემეტრე
24.05.2022

324 წელს რომის იმპერატორმა წმინდა კონსტანტინე დიდმა გადაწყვიტა, იმპერიის დედაქალაქი აღმოსავლეთის პროვინციების სიახლოვეს გადაეტანა, რომელიც იმავე დროს დასავლეთთან კავშირს არ დაკარგავდა.

20.05.2022
საქართველოს სამეფოს იმ აშლილობის დროს, რომელიც დამკვიდრდა უსინათლო თეოდოსის მეფობაში, მმართველ მოწინავე წრეში საბედნიეროდ მაინც აღმოჩნდა შეგნებული ჯგუფი,
08.02.2022

მეფე დავით აღმაშენებელი - (1125 წ. 24 იანვარი)


თითქმის რვა საუკუნემ განვლო მას შემდეგ, რაც მიიცვალა სახელოვანი და დიდებული მეფე გაერთიანებულის საქართველოსი დავით აღმაშენებელი.

25.01.2022
გვსურს გავიხსენოთ ერთი ლამაზი წერილი, რომელიც 24 წლის დიაკვანმა მიხა ხელაშვილმა მისწერა თავისი ძმადნაფიცის, ხევსური გიგიას დას პარასკოს.
07.01.2022
შესავალი
ეკლესიის ისტორიია ამოსავალ პუნქტს წარმოადგენს ჩვენი მაცხოვრის იესო ქრისტესა და მისი მოციქულების საქმე და ცხოვრება, მაგრამ როგორც ცნობილია, ქრისტიანული მოძღვრების საყოველთაო გავრცელებას წინ უძღოდა კაცობრიობის მომზადება მაცხოვრის მისაღებად
13.12.2021
370 წლის ახლოს კლარჯეთი განუდგა ქართლის მეფე ვარაზ-ბაქარს და "მიერთნეს ბერძენთა".
29.11.2021
ყველისციხე, ყუელისციხე — ციხესიმაგრე შუა საუკუნეების სამხრეთ საქართველოში, ჯაყისწყლის სათავეში, არსიანის ქედის ყველის მთაზე (ახლანდელი თურქეთის ტერიტორია).
02.10.2021
მტარვალმა შაჰ აბასმა ერთაწმინდაში წმინდა ევსტატეს სახელობის ტაძრის დანგრევა მოისურვა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა მეფე 1257 წელს დაიბადა. მამამისი მეფე - მოწამე, დემეტრე თავდადებული, დედა კი ტრაპიზონის კეისრის ასული გახლდათ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat