ეს ჩვენი სირცხვილია, ჩვენი დიდი სირცხვილი
ეს ჩვენი სირცხვილია, ჩვენი დიდი სირცხვილი
ქართველთა შური თან სდევდა უცხოეთში გადახვეწილ წმინდა მღვდელმოწამე გრიგოლს (ფერაძე). სწორედ მათი წყალობით ჩავარდა გესტაპოს ხელში. ემიგრანტმა გიორგი ნაკაშიძემ უთხრა რეზო თაბუკაშვილს: "მისი დაღუპვა ჩვენი ბრალია, ქართველების ბრალი. ვიცი, ვინც იყო ამ საქმეში გახვეული, მაგრამ არ ვიტყვი, ანდა რას უშველის თქმა?! ისიც ვიცი, რომ ფერაძის დღიური გესტაპოში დაჰქონდათ და იქ უთარგმნიდნენ გერმანელებს. ეს ჩვენი სირცხვილია, ჩვენი დიდი სირცხვილი".

* შურმა შეჭამა ბაგრატიონთა სამეფო სახლი. არა მარტო რუსებმა, შურმაც გაუუქმა ქართველებს მეფობა. ერეკლე II-ის ქვრივი დარეჯანი და მისი შვილები, რომელთაც არ სურდათ, ტახტი უფროს ძეს გიორგის რგებოდა, ჩუმად, ყოველგვარი ხერხით ცდილობდნენ ხალხის აღშფოთებას და მეფის წინააღმდეგ განწყობას. გიორგის გამეფებიდან მეოთხე თვეს ძმები აუჯანყდნენ: იულონი ქართლში გაბატონდა, ვახტანგი - არაგვის ხეობაში, მირიანი - მარტყოფში, ფარნაოზი - სურამში, ალექსანდრე სპარსეთში გაიქცა. ფარნაოზს ბეჭედიც კი ჰქონია წარწერით: "მეფე ფარნაოზ". 1803 წელს საქართველოდან რუსეთში გარეკილი ერეკლეს შვილები იხსენებდნენ წარსულ დროს, მეფობის დაცემის მიზეზს და ფარნაოზს აბრალებდნენ, ყველაზე უმცროსს, ის კი ამბობდა, - მამაჩემის ანდერძით, ყველას რიგრიგობით უნდა გვემეფა, ჰოდა, ჩემი წილი მეფობა ახლა მსურდაო. იცინოდნენ და "მხიარულებით განაზავებდნენ მეფობისა ღირსებათა თვისთა და პატივისა დაკარგვისა სიმწარესა" (პ. იოსელიანი).

* 1812 წელს, რუსეთის წინააღმდეგ კახეთის აჯანყებისას, ბევრმა შეიმოსა "ურცხვინოების სამოსელი". ალექსანდრე ბატონიშვილს კვალში ედგა დიმიტრი ორბელიანი რუსის ჯარით. დიმიტრის მანავში ყოფნისას ივრის პირას ორი მეცხვარე თუში მოდიოდა. დაინახა ეს ერმი მუხრანბატონისშვილმა, მოეწონა თუშების ვერცხლით შემკული იარაღი, შეშურდა მათი, შეიპყრო და დიმიტრის მიჰგვარა. იფიცებოდა, ალექსანდრესთან იყვნენ და თოფს გვესროდნენო. თუშები აქეთ ფიცულობდნენ, ცხვრის მეტი არაფერი ვიცითო. არ შეისმინა მათი დიმიტრიმ, ჩამოახრჩობინა და იქვე, მანავს, ცეცხლში დააწვევინა.

* შენ გეტყვი, მოყვასო, რომელსაც გეუფლა ესე ბოროტი შური, - მიმართავს შურით სნეულს წმინდა ალექსი (შუშანია), - დაფიქრდი და მოიქეცი შენ საკუთარი უღირსებისა და ცოდვებისაკენ და შეინანე, რომელ უკანასკნელი ჟამი შენი ახლოს არის. შეიძლება ხვალ ან ზეგ და ანუ ერთი თვის შიგნით მოკვდე და უკეთუ ესრეთ აღსრულდე, შურითა და სიძულვილით აღსავსემან, იცოდე, დაუსრულებელი ცეცხლი განმზადებულ არს შენდა. ნუ, საყვარელნო ძმანო, ნუ ვეშურვებით ღვთისა განგებასა. მან რაიცა ვისზე განაგო, ჩვენ ნუ ვარღვევთ, თვითონ უფრო იცის, ვინ რისა ღირსია. ამისთვის თითოეულმან ჩვენდამო მოცემული მოვიხმაროთ და დავჯერდეთ და სხვისას ნუ ვეხარბებით, არამედ რაიცა ვის მოგვეცა ღვთისაგან, მას ზედა მადლობით ვეგნეთ და განვაგდოთ შური და სიხარბე, რომელ არა ხამს ესე ვყოთ. უწყის უფალმან, რისა ღირსიც ვართ, უკეთუ სათნო უჩნდეს პატივი, მის მიერ მოვიღოთ, რომლისა არს პატივი და დიდება უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

* ხვარაზმელები შემოიჭრნენ საქართველოში. გარნისთან დაბანაკდა ჯალალედინის ლაშქარი. მეფე რუსუდანმა ქართულ ჯარს ივანე ათაბაგი უწინამძღვრა. მანაც, როგორც წესად ჰქონდათ, ჯარს თორელები და ახალციხელი ძმები შალვა და ივანე განუჩინა წინამორბედად. მიეახლნენ წინამბრძოლნი მტრის ჯარს, ამ დროს კი "დაიპყრა ფერხი ივანე ათაბაგმა" - წინ ბიჯი აღარ გადადგა. თურმე შური კლავდა მოხუცებულ სარდალს ახალგაზრდა ახალციხელებისა. ჰოი, შური კაცთა მომწყვეტელი! ებრაელებს თუ ღმრთის მკვლელობა ჩაადენინა, ივანე ათაბაგის შურმა მოსპო სრულიად საქართველო.

სამი წერილი მისწერეს ივანეს ახალციხელებმა: მეტისმეტად ახლოს მივედით სულთანთან, მცირედნი ვართ და ძლიერი ომი გვიძევს წინ, მოგვეშველენითო. ათაბაგი და ქართველთა ლაშქარი შორიდან უცქერდნენ, როგორ ხოცავდნენ ქართველთა მცირე რაზმს და ხელი არ გაუნძრევიათ.

შალვა და ივანე ახალციხელების სიკვდილის შემდეგ ორი წელიღა იცოცხლა ივანე ათაბაგმა, ჯალალედინის ლაშქარმა კი მოარბია და იავარჰყო საქართველო.

* ერთხელ სტეფანოზ ქართლის მთავარმა (VIIს.) "ღვთისმსახურებისა ჩემებითა" წმინდა შიოს თაყვანისცემა მოინდომა. წინა დღეს მსახური მიავლინა და შეატყობინა მამასახლისს თავისი მისვლა, მეორე დღეს შიომღვიმის მონასტერში მივიდა და კათოლიკოსი ბართლომეც იახლა. ჯვრებით, სანთლებით, გალობითა და ზარების რეკვით შეხვდნენ კათოლიკოსს ბერები. პატრიარქის ფეხდანადგამ მიწას იღებდნენ ევლოგიად. ლოცვის შემდეგ პატრიარქი მცხეთაში დაბრუნდა და ბერებმაც ისეთივე პატივით გააცილეს. ამის მაყურებელი სტეფანოზი შურით კვდებოდა. იხმო მონასტრის მამასახლისი და ჰკითხა: ბერო არაკეთილო, განა ერთი დღით ადრე არ იცოდი ჩემი მოსვლა, მცირედი პატივითაც რომ არ შემხვდით, თქვენს ეპისკოპოსს კი თან გადაჰყევით?! მამასახლისმა მდაბალი ხმით მიუგო: ეს არის ჩვენი ეკლესიის წესი, ვემსგავსებით ებრაელ ყრმებს, უფალს რომ ადიდებდნენ იერუსალიმში შესვლისას. სტეფანოზმა თქვა: ჩემი ტახტი უფროის აღმატებულია ეპისკოპოსისაზე, რადგან მე მეფეთა ტახტზე ვზივარ, ისინი კი ღვთის ნაცვალნი არიანო მიწაზე. როცა სათნოებით ემსგავსებიან ღმერთს მეფენი, მაშინ არიან მისნი ნაცვალნი, - უთხრა პასუხად მამასახლისმა, - შენ კიდევ, ვხედავ, ფრიად შორს ხარ ღვთისმსახურებისგან, რადგან შურსა და ამპარტავნებას შეუპყრიხარო. განრისხებულმა სტეფანოზმა ორი მამული წაართვა მონასტერს. იმავე ღამეს ძილში წმინდა შიო გამოეცხადა და მიწების დაბრუნება მოსთხოვა. მეორე და მესამე ღამესაც იგივე გამეორდა. შეწუხებულმა სტეფანოზმა მამულების დაბრუნება გადაწყვიტა, მაგრამ სრული არ იყო მისი სინანული. მაშინ წმინდა შიო ცხადშიც გამოეცხადა და უთხრა, რომ ამ ცოდვის გამო ის დაბრმავდებოდა და გაგიჟდებოდა, ჭკუიდან გადავიდოდა მის ცოლ-შვილიც. გაცოფებული სტეფანოზი და მისი ცოლ-შვილი ტანსაცმელს იპობდნენ და გაიძახოდნენ, შიოს მიერ ვიტანჯებითო. მსახურებმა შეიპყრეს და შიომღვიმის მონასტერში მიიყვანეს. წინამძღვარმა წმინდა შიოს საფლავის მიწა წყალში ჩაყარა და ეშმაკეულებს შეასვა. ისინი იმწამსვე გონს მოვიდნენ, მაგრამ სტეფანოზი უსინათლო დარჩა. მაშინ სინანულში ჩავარდნილმა თავისი სამეფო ორი აგარაკიც ღირსი შიოს მონასტერს მიუძღვნა. წინამძღვარმა წმინდა შიოს კვერთხი განბანა, შეასვა სტეფანოზს და თვალისჩინი დაუბრუნა. მადლიერმა სტეფანოზმა ქართლის ეკლესიები ხარკისგან გაათავისუფლა, სვეტიცხოვლის მოპირდაპირე მთაზე ჯვრის ეკლესია ააშენა. მისმა ცოლმაც ურიცხვი შესაწირი გაიღო წმინდა შიოს მონასტრისადმი, სადაც ყოველ წელს, წმინდანის ხსენების დღეს, ადიოდა ცოლ-ქმარი შვილებითურთ. მათ შორის იყო მათი ძე, უფლისწული არჩილიც, შემდგომში - მეფე და ქრისტესთვის მოწამე.

* წმინდა მეფე ვახტანგ გორგასალმა კონსტანტინოპოლამდე გაილაშქრა. პონტოში ის ორ მონაზონს - პეტრე მღვდელსა და სამოელს შეხვდა. საღმრთო გამოცხადებით, პეტრე ქართლის კათოლიკოსად უნდა დადგენილიყო, ხოლო სამოელი ეპისკოპოსად უნდა ეკურთხებინათ. წესით და რიგით, ისინი ვახტანგს კონსტანტინოპოლის პატრიარქისგან უნდა გამოეთხოვა, რადგან მისი მორჩილნი იყვნენ, შემდეგ კი ანტიოქიის პატრიარქთან გაეგზავნა - მაშინ ქართლის ეკლესია ჯერ კიდევ მას ემორჩილებოდა. პეტრესა და სამოელის წამოსაყვანად მეფემ მოციქული გაგზავნა. ეს რომ მიქელ ქართლის მთავარეპისკოპოსმა გაიგო, შურით აღიძრა. "იწყო რეცა ამბოხებად და მიზეზობად". მოციქული მიუგზავნა სპარსეთიდან ჩამოსულ მეფეს: გავიგე, ქრისტე დაგიტოვებია და ცეცხლსა სცემ თაყვანსო. ვახტანგმა იუარა. მთავარეპისკოპოსი თავისას არ იშლიდა და საბოლოოდ მეფეც და მისი სპაც დაწყევლა. "თუმცა მართალი ვარ, თავმდაბლად უნდა მოვიქცეთო", - თქვა მეფემ და ჩამოქვეითდა, რათა ფეხზე ამბორეყო მიქელ მთავარეპისკოპოსისთვის, მან კი ფეხი ჰკრა და მეფეს კბილები ჩაულეწა. შენი სილაღე და ამპარტავნება ეშმაკის საცდურიაო, - თქვა მეფემ, - ცოდვილიც რომ ვიყო, შენდობა გმართებდა. შეიტყვე, რომ შენზე უდიდესი მომყავს ქართლში და ბოროტი შურით აღიძარ, ვითარცა იუდა პეტრესთვის. რამეთუ შენ ხარ იუდა, ეკლესია კი პეტრე. ვერცხლისმოყვარე ხარ და ქრისტეს მეგვადრუცეო, - და განრისხებულმა ჩამტვრეულ კბილებთან ერთად მიქელ მთავარეპისკოპოსი კოსტანტინოპოლის პატრიარქს გაუგზავნა დასასჯელად. მანაც დამნაშავე მღვიძარეთა მონასტერში განაწესა.

* ლაშა-გიორგის ძე, მეფე დავით ულუ, ერთხანს ყაენს განუდგა. ამ ამბოხში ქართლის დიდგვაროვანთაგან გვერდით მხოლოდ სარგის ჯაყელი დაუდგა. მაგრამ დადგა ჟამი დაზავებისა. მეფე დავითი და სარგისი ყაენს ურდოში ეწვივნენ. ყველას ეგონა, ყაენი დახოცავდა მათ. რატომ განმიდექითო? - ჰკითხა ყაენმა დავითს, მას კი სათქმელი არაფერი ჰქონდა და სარგის ჯაყელს მოხედა, თითქოს ის იყო ამბოხების მიზეზი. სარგისი არ შეშინდა, დაემხო ყაენის წინაშე და ყველაფერი დაიბრალა. ვინ იცის, რა ეშველებოდათ ქართველებს, ამ დროს ყაენს მაცნე რომ არ მოსვლოდა - ბათუ ყაენი დარუბანდის გზით სალაშქროდ მოდისო. ყაენი ბრძოლისთვის გაემზადა. წინამბრძოლად დავითი დანიშნა, სარგის ჯაყელი წინ დაიყენა. უეცრად ისე მოხდა, რომ შველმა გაირბინა იქვე. სარგის ჯაყელმა ისარი სტყორცნა და მოკლა. მცირე მანძილი განვლეს და ახლა მელა მოკლა ისრით, ცოტა ხანში კიდევ - კურდღელი. მოეწონა ყაენს სარგისი და მტერს რომ სძლია, ჯაყელს კარნუ-ქალაქი და მიმდგომი ქვეყანა უბოძა.

შეშურდათ მავანთ და დავითს ჩააწვეთეს: მეფობაც სარგისს მიეცი ბარემ, ყაენმა ისე განადიდა, აღარ დაგემორჩილებაო. დაიჯერა დავითმა, ეჭვმა და შურმა დაუწყო ღრღნა, მივიდა ყაენის მრჩეველთან ელგონ ნოინთან და უთხრა, თუ ყაენი სარგისს კარნუ-ქალაქს მისცემს, ბარემ გაამეფოსო. გაუკვირდა ნოინს მისი ნათქვამი - ყაენმა მას შენი თანადგომისთვის მისცა ქალაქი და თუ არ გინდა, აღარ მისცემს. თქვენ, ქართველები, არას კეთილს უყოფთ მხნედ მეომართ - განა არ იცი, რომ ამ ომში სარგისმა ყაენი სიკვდილს გადაარჩინაო? ნოინმა ყოველივე მოახსენა ყაენს და მანაც გადაიფიქრა სარგისისთვის კარნუ-ქალაქის მიცემა. ამის შემდეგ სარგისი "გულაღებით და ქვეგამხედვარედ" შეიქმნა პატრონის მიმართ. მაგრამ საქმე ამით არ დამთავრებულა, შემდგომში დავითმა სარგისი ტფილისში მოიწვია და შეიპყრო. ალბათ მოაკვლევინებდა კიდეც, ისევ მონღოლებს რომ არ ეშველათ. ამის შემდეგ ჯაყელები, ვიდრე გიორგი ბრწყინვალემდე, უშუალოდ ყაენს ემორჩილებოდნენ და არა ქართველთა მეფეს.

* ათონის ივერთა მონასტერს სახელიღა დარჩა ქართველთა. შურმა იქიდან ივერიელთა კვალიც კი აღმოფხვრა. XIX საუკუნეშიც კაცთა შურით და ღვარძლით ძლიერ გაიტანჯნენ ქართველი მამები. დეკანოზმა პეტრე კონჭოშვილმა ათონზე ასეთი რამ მოისმინა: კარიესში, ათონის ცენტრში, "ღირს არსის" ხატის ასლი გააკეთეს, რათა ის გამოესვენებინათ დედახატის მაგივრად ყოველწლიურად. ბოლოს გადაიფიქრეს და ისევ დედახატი გამოასვენეს, მის ასლზე კი წილი ყარეს. ქართველთა მხრიდან წილისყრის ბილეთზე ხელი მამა იონას, ქართველ ძმათა სავანის წინამძღვარს, მოუწერია, წილისყრას კი ვერ დასწრებია. ხატს ქართველთა სავანეში მოუსურვებია დაბრძანება. წამოუვლია ხატისთვის ხელი წმინდა პანტელეიმონის რუსული მონასტრის წარმომადგენელს და ქართველი ძმებისთვის მის გადასაცემად წამოსულა. გზაზე შემთხვევით ქართველ მორჩილს გადაჰყრია, მიუცია ხატი და უთქვამს: სასწრაფოდ გაიქეცი, რომ ბერძნებმა არ წაგართვანო.

მეორედ ერთმა ბერძნულმა მონასტერმა ლატარიაში ვერცხლის ფეშხუმი ჩადო. წილისყრით ისიც ქართველებს შეხვედრიათ. ამ ორი შემთხვევის შემდეგ, როცა ლატარიას ათამაშებენ, ქართველებს მონაწილეობას აღარ აღებინებენ, ვაითუ ისევ მაგათ შეხვდეთო.

* წმინდა ანტონ ჭყონდიდელი ბრძანებს: "როგორც ჯოჯოხეთში მყოფთა ცოდვილთა ნათელი არა აქვთ, აგრეთვე მოშურნეობაში მყოფსა ნათელი არა აქვს განათლებად სულისა თვისისა. ამისთვის შორს ჰყავთ თქვენგან დამაბნელებელი შური სიხენეშისა, რათა მახლობელ თქვენდა იქმნას უფალი იესო, რომელი განანათლებს ყოველსა კაცსა, რათა განგანათლოს თქვენცა ნათლითა მეცნიერებისათა და სიმშვიდითა ყოვლად უშფოთველითა. აწ და საუკუნეთა უკუნისამდე. ამინ".
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
28.06.2024
ამ ვრცელი წერილის დაწერა ჩემი სოფლის და საქართველოს მთის სიყვარულმა გამაბედინა, სადაც უზრუნველი ბალღობის წლები გავატარე.
02.06.2023
ლაშა-გიორგის დროინდელი ერთი უცნობი ქართველი მემატიანის სიტყვით, დავით აღმაშენებელმა "სიცოცხლის შინა დასუა მეფედ დემეტრე
24.05.2022

324 წელს რომის იმპერატორმა წმინდა კონსტანტინე დიდმა გადაწყვიტა, იმპერიის დედაქალაქი აღმოსავლეთის პროვინციების სიახლოვეს გადაეტანა, რომელიც იმავე დროს დასავლეთთან კავშირს არ დაკარგავდა.

20.05.2022
საქართველოს სამეფოს იმ აშლილობის დროს, რომელიც დამკვიდრდა უსინათლო თეოდოსის მეფობაში, მმართველ მოწინავე წრეში საბედნიეროდ მაინც აღმოჩნდა შეგნებული ჯგუფი,
08.02.2022

მეფე დავით აღმაშენებელი - (1125 წ. 24 იანვარი)


თითქმის რვა საუკუნემ განვლო მას შემდეგ, რაც მიიცვალა სახელოვანი და დიდებული მეფე გაერთიანებულის საქართველოსი დავით აღმაშენებელი.

25.01.2022
გვსურს გავიხსენოთ ერთი ლამაზი წერილი, რომელიც 24 წლის დიაკვანმა მიხა ხელაშვილმა მისწერა თავისი ძმადნაფიცის, ხევსური გიგიას დას პარასკოს.
07.01.2022
შესავალი
ეკლესიის ისტორიია ამოსავალ პუნქტს წარმოადგენს ჩვენი მაცხოვრის იესო ქრისტესა და მისი მოციქულების საქმე და ცხოვრება, მაგრამ როგორც ცნობილია, ქრისტიანული მოძღვრების საყოველთაო გავრცელებას წინ უძღოდა კაცობრიობის მომზადება მაცხოვრის მისაღებად
13.12.2021
370 წლის ახლოს კლარჯეთი განუდგა ქართლის მეფე ვარაზ-ბაქარს და "მიერთნეს ბერძენთა".
29.11.2021
ყველისციხე, ყუელისციხე — ციხესიმაგრე შუა საუკუნეების სამხრეთ საქართველოში, ჯაყისწყლის სათავეში, არსიანის ქედის ყველის მთაზე (ახლანდელი თურქეთის ტერიტორია).
02.10.2021
მტარვალმა შაჰ აბასმა ერთაწმინდაში წმინდა ევსტატეს სახელობის ტაძრის დანგრევა მოისურვა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat