განა ჩვენ არ უნდა ვიცოდეთ, ვინა ვართ ჩვენ და სამშობლო გვაქვს თუ არა?!
განა ჩვენ არ უნდა ვიცოდეთ, ვინა ვართ ჩვენ და სამშობლო გვაქვს თუ არა?!
ძველი აჭარლები
აჭარაში ნელ-ნელა ძლიერდება ქრისტიანობა, ღვთის წყალობით, ხალხი მამა-პაპის სარწმუნოებას უბრუნდება. აყვავდა მშვენიერი ყვავილი ეროვნული თვითშეგნებისა, რომლის თესლიც დიდმა აჭარლებმა: გულო-აღა კაიკაციშვილმა, სელიმ და შერიფ ხიმშიაშვილებმა, აბდულ მიქელაძემ, მემედ და ჰაიდარ აბაშიძეებმა, რეჯებ ნიჟარაძემ და სხვა მათმა თანამებრძოლებმა ჩათესეს მუსლიმან ქართველთა გულებში. თითოეულ მათგანზე ალბათ შემდგომში ცალკე მოგითხრობთ. ამჯერად მხოლოდ ორი წერილი გვსურს შემოგთავაზოთ, რომლებიც 1915 წელს დაიბეჭდა ქართულ პრესაში. მათი ავტორი, მაშინ ჯერ კიდევ ძალზე ახალგაზრდა, 22 წლის ჰაიდარ აბაშიძე გახლდათ. ამ წერილებიდან კარგად ჩანს, რა ცეცხლი ღვიოდა მისი ავტორის, აჭარელი ჭაბუკის გულში. ეს წერილები გამოწვევა იყო ოსმალებისა და გმირობის ტოლფასი იმდროინდელი საზოგადოებისთვის.

როდის გავიგე, რომ ქართველი ვარ
პირველად მამაჩემმა ბათომის ქართულ სასწავლებელში მიმაბარა. ეს იყო დაახლოებით 1900-იან წლებში. სასწავლებელში შესვლისას ერთმა კაცმა მომკიდა ხელი, პირველად შემიყვანა კლასში და დამსვა სკამზე. მე გაკვირვებული და შეშინებული ვიცქირებოდი ირგვლივ, მოუთმენლად ველოდი ხოჯას შემოსვლას. კლასში დავინახე რამდენიმე ბავშვი წითელ ფესკებში. მათი დანახვა გამეხარდა და ვიფიქრე: - აწი რა მიჭირს, გარდა ქართველებისა - გიაურებისა, აქ ჩვენი თათრებიც ყოფილან-მეთქი. ბევრი დრო არ გასულა, მომესმა რაღაც რეკვა. მოწაფეები ამ ხმის გაგონებაზე ფეხზე წამოდგნენ. მეც ავყევი იმათ და გავედით სკოლის ეზოში, სადაც კიდევ სხვა წითელფესკიანებიც დავინახე. მათ შორის ნაცნობებიც აღმოჩნდნენ. ნაცნობების დანახვამ ჩემი სიხარული გააორკეცა. წითელფესკიან ნაცნობებს შევეკითხე: - "რას აკეთებთ, რისთვის მოსულხართ აქ?" მათ მიპასუხეს: "ჩვენ აქ ვსწავლობთო". "თქვენ კი სწავლობთ, მაგრამ, ერთი მითხარით, ჩვენთან როდის შემოვა ხოჯა?" მიმითითეს იმ კაცზე, რომელმაც პირველად შემიყვანა კლასში: "აი, ეს არის ჩვენი ხოჯა, რომელსაც ქართულად მასწავლებელს ეძახიან და ჩვენებურად კი, ესე იგი თურქულად, ხოჯას". დარეკეს. შევედით კლასში. ჩამოვარდა სიწყნარე. მასწავლებელმა აიღო ხელში წიგნი, მიათითა ხელი ერთ ფესკიან მოწაფეს და უთხრა: - თათრახან, გამოდი დაფასთანო.

დროთა ვითარების მიმდინარეობაში, სკოლაში ყოფნისას, ვაკვირდებოდი და ყოველდღე ვამჩნევდი, ჩვენი მასწავლებელი საზოგადოდ ფესკიან მოწაფეებს "თათრახანს" ეძახდა, ქართველ მოწაფეებს კი "თათრებს". ეს სახელწოდება ფესკიანებს სრულიად არ ეუცხოებოდათ, პირიქით, სიამოვნებასაც გვრიდათ.

ერთ დღეს გაკვეთილზე ჩვენი მასწავლებელი უნებლიეთ გავაჯავრე, რისთვისაც გაჯავრებული კილოთი მითხრა: "თათრახან, ნუ ეშმაკობ!" სკოლიდან დაბრუნებულმა მამას ვუთხარი: - მამა, ჩვენ, თათრებს, მასწავლებელი "თათრახანს" გვეძახის-მეთქი.

მამისგან შემდეგი პასუხი მივიღე: - თათარი კი, მაგრამ ეს "ხანი" რა არის, მართალი გითხრა, შვილო, არ ვიცი.

- შვილო, თქვენ, თათრებს, მასწავლებელი გეფერებათ და "ხანი" ხართო, გეუბნებათ, - დაუმატა დედამ.

მოფერება კი არა, ისე გაჯავრებული მითხრა, რომ შიშმა ამიტაცა-მეთქი, - მივუგე.

მეოთხე წელზე პირველდაწყებითი სასწავლებელი მივატოვე და გადავედი ბათომის საქალაქო სასწავლებელში. აქ სხვა სურათი გადამეშალა. დაახლოებით გავეცანი რუს და ქართველ მოწაფეებს. რუსი მასწავლებელი და მოწაფეები ჩვენ, მაჰმადიანებს, გვეძახდნენ "ტუროკს", ქართველები კი - "თათრებს". გვეგონა, "თურქი" რუსული სახელწოდება იყო "თათრისა". აი, სწორედ ამიტომ არ გვეუცხოებოდა, რუსები ჩვენ, თათრებს, "თურქებს" რომ გვეძახდნენ. საქალაქო სასწავლებელში მხოლოდ ერთი წელიწადი დავრჩი, შემდეგ მამაჩემმა 1905 წელს გამგზავნა საზღვარგარეთ, ოსმალური ენის შესასწავლად. ჩემ გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც ოსმალეთში "გურჯი" მიწოდეს. ჩავფიქრდი: "ეს რა ამბავია: ხან "თათარი" ვარ, ხან "თათრახანი", ხან "თურქი" და ხან კი "გურჯი".

ოსმალეთიდან დავბრუნდი 1908 წელს. ისევ შევედი ბათომის საქალაქო სასწავლებელში, რომელშიაც კურსი 1912 წელს დავამთავრე. რუსულ-თურქულ წიგნებში აღტაცებით ვკითხულობდი სამშობლოს შესახებ ლექსებს და მოთხრობებს. მაშინ წარმოდგენაც არ მქონია, თუ მეც მქონდა სამშობლო და დედაენა. მე ამ დროს ვტკბებოდი უცხო ლიტერატურის კითხვით. საქალაქო სასწავლებლის დასრულებისას დაახლოებით გავიცანი ერთი ახალგაზრდა ქართველი ქრისტიანი ბატონი კეჭაყმაძე. ჩვენ ხშირად ერთად ვიყავით. ერთ დღეს ამ ჩემმა კარგმა ნაცნობმა ბატონმა კეჭაყმაძემ მითხრა: - წამოდი, ქართულ თეატრში "ღალატს" თამაშობენ, საუცხოო ისტორიული პიესააო. ეს იყო დაახლოებით 1912 წლის მიწურულში. ვუთხარი, - თქვენ თეატრში რა მინდა, ამაღამ თურქული წარმოდგენაა და იქ წავალ-მეთქი. ბატონი კეჭაყმაძე ბევრს მეხვეწა, როგორც იქნა, დამითანხმა და წავედით. წარმოდგენა "ღალატმა" ძალზე ცუდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. ქართველ მეგობარს, რომლის რჩევით წარმოდგენაზე წავედი, წარმოდგენის დამთავრებისას გაჯავრებული მივმართე:

- ეს იყო თქვენი კარგი წარმოდგენა, რომ რვა საათიდან დაწყებული თორმეტ საათამდის ჩვენ, თათრებს, უგინებელი არაფერი დაგვიტოვეთ-მეთქი?!

ბატონმა კეჭაყმაძემ ღიმილით მიპასუხა:

- ვინ იყვნენ ისინი, რომ იტანჯებოდნენ?

- თქვენ, ქართველები! - მივუგე.

- მტანჯველები?

- ჩვენ, თათრები, - ვუპასუხე და შემდეგ დავუმატე გაჯავრებულმა: - რა გიშავთ?! შურიც კარგად იძიეთ, საკმაოდ გვათრიეთ და კარგადაც გვაგინეთ-მეთქი.

მან ღიმილს მოუმატა და შეუდგა საქმის ვითარების ახსნას. მე მის ახსნა-განმარტებას ყურადღებას არ ვაქცევდი და ან როგორ შემეძლო მიმექცია ყურადღება, როდესაც ბავშვობიდანვე საზოგადოებაში და სასწავლებელში ჩამძახოდნენ: "გათათრებული", "თათრახანი", "თათარი", "თურქი" და ვინ იცის, კიდევ რა? ჩემმა ძვირფასმა მეგობარმა შემატყო, რომ ის ჩემთან ვერას გახდებოდა და გამშორდა. მეორე დღეს, დილით, მოვიდა ჩემთან და მომიტანა ქართული წიგნები, სხვათა შორის, ჩვენი დაუღალავი მუშაკის, ბატონ ზაქარია ჭიჭინაძის ნაწარმოებებიც, და მითხრა: - მოდი, დავსხდეთ და ამ წიგნებს გადავხედოთო. მეც დავეთანხმე და დავიწყეთ კითხვა. წასვლისას კი დამიტოვა ის წიგნები. რამდენიმე დღის შემდეგ დავუწყე ძებნა ჩემს ძვირფას მეგობარს, ვინახულე და ვუთხარი: - მითხარი, როდის ითამაშებენ ჩვენს ქართულ თეატრში "ღალატს", უსათუოდ კიდევ უნდა წავიდე-მეთქი. მაშინ მან ტკბილად გაიცინა და მითხრა: "მოდი ჭკუაზე?!"

მე ამაზე ვუპასუხე: "ეს არა კმარა! საჭიროა სხვებიც მოვიდნენ ჭკუაზე და მასთან ერთად შეიგნონ და შეაგნებინონ გზაკვალაბნეულ-დაბეჩავებულ ქართველ მაჰმადიანებს, რომ ისინი არიან ქართველები, მათი დედაენა ქართული ენაა და სამშობლო კი კოხტა საქართველო..."

ამასთანვე, არ შემიძლია არ მოვიხსენიო ის გარემოებაც, რომ ჩემი და სხვა ქართველი მაჰმადიანების გამოფხიზლებას დიდად ხელი შეუწყო მრავალ დასაბუთებულ წერილთა მეოხებით "ბათუმის გაზეთმა", რომელიც ჭელიძის რედაქტორობით გამოდიოდა და რომლის თანამშრომელიც გახლდით. ამავე დროს დაარსდა სამუდამო ქართული დრამატიული დასი ქართულ წარმოდგენათა საწარმოებლად ბათომში. როგორც ქართულმა გაზეთმა, ისე ქართულმა თეატრმა დიდად ხელი შეუწყო ქართველ მაჰმადიანებს შორის ქართული ენის და ქართული შეგნების გავრცელებას. ამასთანავე, მე დავუახლოვდი 1912 წლის შემდეგ ბათომის საშუალო სასწავლებელში მოსწავლე რამდენიმე ქართველ ახალგაზრდას, რომლებთან კავშირმა გულში საქართველოს სიყვარული უფრო მეტად გამიღვივა.

ჟურნალი "თეატრი და
ცხოვრება", #26, 28.VI.1915


აჭარის მთებში ციხე-კოშკების ნანგრევებთან მოხუცი და ჭაბუკი აჭარელის ბაასი
ჭაბუკი: - ბაბუა, ეს ქართველები რა კეთილი ხალხი ყოფილა, როგორ გვეხმარებიან, ხელს გვიწვდიან ამ ჩვენ საერთო გაჭირვების დროს! ჩვენმა უბედურებამ არამცთუ დიდები, არამედ პაწაწინა ქართველებიც კი აატირა. "ჩვენი პატარა ძმებიო", ამბობენ ისინი. ჩვენს აწიოკებულ პატარა აჭარლებს ფულსაც კი გვიგროვებენ. რატომ სტირიან, ბაბუა, რატომ გვეხმარებიან ქართველები? ჩვენი ბედი მათ რომ დასტეხოდათ თავზე, განა ჩვენც ხელს გავუწვდიდით?!

ჭაბუკის სიტყვებზე მოხუცს თვალები ცრემლებით აევსო. ჭაბუკი ამ სურათის დანახვამ გააოცა და გაკვირვებული დაუწყო ცქერა მოხუცის აცრემლებულ თვალებს. ჭაბუკი შეეკითხა:

- ბაბუა, რა გატირებს, რა დაგემართა?!

ჭაბუკის სიტყვებზე მოხუცმა მწარედ ამოიგმინა და შემდეგი მიუგო:

- ეხ, ჩემო შვილო, განა ჩვენზე უბედური ხალხი მოიპოვება? ჩვენ ეხლა კი არა, დიდი ხანია გვაქვს სატირალი. ხომ ხედავ, შვილო, დღეს რა ხდება, რა საშინელ ცეცხლის ალშია გახვეული კაცობრიობა! (საუბარია პირველ მსოფლიო ომზე, - კ.კ.), ადამიანთა რამდენი უმანკო სისხლი იღვრება და ეს ყველაფერი, შვილო, სულ სამშობლოს საბედნიეროდ ხდება. რა ფასი აქვს ადამიანის სიცოცხლეს, გარეშე თავისი სამშობლოსი? დღეს აშკარად გამოსჭვივის... უმაგალითო ომში სამშობლოს სიყვარული. ადამიანი არა ზოგავს თავის სიცოცხლეს, ოღონდ კი სამშობლოს თავისი სისხლით მაინც კეთილდღეობა მოუპოვოს...

- ბაბუა, - გაუმეორა ჭაბუკმა, - ჩემი კითხვა სხვა იყო და შენ კი სულ სხვაზე დამიწყე ლაპარაკი და კიდევაც აცრემლდი. მერე შენ რა გინდა, თუ ასეთი საყვარელი რამ არის სამშობლო, ხალხიც სისხლსა ღვრის მის საკეთილდღეოდ, შენ რაღა გატირებს?! მეც რომ მქონდეს სამშობლო, თუ ასეთი საყვარელი რამ არის, არც მე დავიშურებდი სისხლს მის საკეთილდღეოდ.

- აი, ჩემო შვილო, სწორედ ის არის მიზეზი ჩემი ცრემლების, რომ ის საყვარელი სამშობლო შენცა გაქვს და შენ კი ეს არ იცი. აი, შეხედე, - მიუთითა მოხუცმა ხელი ჭაბუკს ციხე-კოშკების ნანგრევებზე, - ეს უტყვი ნანგრევები რის მოწამენი არ არიან! რამდენ ჩვენ წინაპართ გმირულად, აი, ამ კოშკებთან თვისი წმინდა სისხლი დაუნთხევია თავის ეროვნების და პიროვნების დასაცველად! რამდენჯერ დამდგარა აქ სისხლის მორევი, რამდენი ჩვენი გმირის ძვლებია ჩამარხული აი აქ, ამ მთებში. შეხედე, კიდევ როგორ ამაყად გამოიცქირებიან ეს ჩვენი წინაპართა აჩრდილნი. ვერავითარ თელვას მისთვის ძველებური სიამაყის ფერი ვერ შეუცვლია. აი, შვილო, ეს არის ჩვენი სამშობლოს სიამაყე, ჩვენი სამშობლო კი მთელი საქართველოა. ქართველები კი ჩვენი ღვიძლი ძმები არიან და ჩვენც ქართველები ვართ. ძველად ჩვენი ჭირი და ლხინი განუყოფელი იყო, მაგრამ ბედმა გვიმუხთლა, დაგვაშორა ერთმანეთს ძენი საქართველოსი. ამ დაშორებასთან ერთად ვუღალატეთ ჩვენს წარსულ გმირებს, ჩვენ უარვყავით სამშობლო, ედემის მსგავსი საქართველო, და მასთან ერთად ეროვნებაც. აი, სწორედ ეს მაღონებს და მატირებს, შვილო, რომ შენმა სიტყვებმა გამახსენა გმირნი-მამაცნი, სამშობლოსათვის თავდადებულნი ქართველნი, ჩვენი წინაპარნი და დღევანდელი მათი აჩრდილი.

შვილო! განა ჩვენ არ უნდა ვიცოდეთ, ვინ არიან ქართველები და რა არის მიზეზი, რომ მათ ჩვენი ტკივილები თვის ტკივილებად აღიარეს?! განა ჩვენ არ უნდა ვიცოდეთ, ვინა ვართ ჩვენ და სამშობლო გვაქვს თუ არა?! ვაი, რა დღეს მოვესწარით საქართველოს ფხიზელნი დარაჯნი!..

გაზ. "სახალხო ფურცელი", #388, 21.IX.1915
ბეჭდვაელფოსტა
20.03. 2015
ბესარიონ ბიბინეიშვილი
ბატონო კახაბერ. სამუსლიმანო საქართველო იგივე ბათუმის ოლქი შედგებოდა 3 ნაწილისაგან: ბათუმის, აჭარის და ართვინისაგან. სამივეს ერთად ეწოდებოდა ბათუმის ოლქი. ამიტომ მარტო აჭარის მიხსენიება და ნებით თუ უნებლიეთ რუსულ თურქული აგიტაციის გატარება და ბითუმის ოლქის და მისი ისტორიის მხოლოდ აჭარით შემოფარგვლა არასწორად მიმაჩნია. ბათუმის ოლქი მოიცავდა შემდეგ ძველ ისტორიულ კოტხეებს: ლაზეთი (ქობულეთი, ხელვაჩაური). ჭანეთი(ჭოროხის ხეობა, ქედა). შავშეთი(შუახევი). ხულო(იმერხევი). ამათგან იმერხევს, შავშეთის ნაწილს და მესხეთს (ახალციხე, ასპინძა) ერქვა აჭარა.
სხვა სიახლეები
28.06.2024
ამ ვრცელი წერილის დაწერა ჩემი სოფლის და საქართველოს მთის სიყვარულმა გამაბედინა, სადაც უზრუნველი ბალღობის წლები გავატარე.
02.06.2023
ლაშა-გიორგის დროინდელი ერთი უცნობი ქართველი მემატიანის სიტყვით, დავით აღმაშენებელმა "სიცოცხლის შინა დასუა მეფედ დემეტრე
24.05.2022

324 წელს რომის იმპერატორმა წმინდა კონსტანტინე დიდმა გადაწყვიტა, იმპერიის დედაქალაქი აღმოსავლეთის პროვინციების სიახლოვეს გადაეტანა, რომელიც იმავე დროს დასავლეთთან კავშირს არ დაკარგავდა.

20.05.2022
საქართველოს სამეფოს იმ აშლილობის დროს, რომელიც დამკვიდრდა უსინათლო თეოდოსის მეფობაში, მმართველ მოწინავე წრეში საბედნიეროდ მაინც აღმოჩნდა შეგნებული ჯგუფი,
08.02.2022

მეფე დავით აღმაშენებელი - (1125 წ. 24 იანვარი)


თითქმის რვა საუკუნემ განვლო მას შემდეგ, რაც მიიცვალა სახელოვანი და დიდებული მეფე გაერთიანებულის საქართველოსი დავით აღმაშენებელი.

25.01.2022
გვსურს გავიხსენოთ ერთი ლამაზი წერილი, რომელიც 24 წლის დიაკვანმა მიხა ხელაშვილმა მისწერა თავისი ძმადნაფიცის, ხევსური გიგიას დას პარასკოს.
07.01.2022
შესავალი
ეკლესიის ისტორიია ამოსავალ პუნქტს წარმოადგენს ჩვენი მაცხოვრის იესო ქრისტესა და მისი მოციქულების საქმე და ცხოვრება, მაგრამ როგორც ცნობილია, ქრისტიანული მოძღვრების საყოველთაო გავრცელებას წინ უძღოდა კაცობრიობის მომზადება მაცხოვრის მისაღებად
13.12.2021
370 წლის ახლოს კლარჯეთი განუდგა ქართლის მეფე ვარაზ-ბაქარს და "მიერთნეს ბერძენთა".
29.11.2021
ყველისციხე, ყუელისციხე — ციხესიმაგრე შუა საუკუნეების სამხრეთ საქართველოში, ჯაყისწყლის სათავეში, არსიანის ქედის ყველის მთაზე (ახლანდელი თურქეთის ტერიტორია).
02.10.2021
მტარვალმა შაჰ აბასმა ერთაწმინდაში წმინდა ევსტატეს სახელობის ტაძრის დანგრევა მოისურვა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat